თბილისის ცის ქვეშ... თავი 11
დილით რომ გამეღვიძა და არ დამხვდა გული დამწყდა,ვინც იცის საყვარელი ადამიანის გგვერით გაღვიძება რას ნიშნავს და რა ბედნიერებაა დამეთანმება რომ ამაზე კარგი ბევრი შეგრძნება არ არსებობს.ცოტა ხანს ისევ ვინებივრე საწოლში,საბაზანოდან რომ გამოვედი მაშინ დამირეკა,უკვე შუადღე იყო თითქმის -შუადღე მშვიდობისა ძილისგუდა როგორ ხარ? -ცოტა მოწყენილი მეგონა დამხვდებოდი. -მაპატიე დღეს და შემდეგში გამოვისყიდი. -დაგიმახსოვრებ -ხომ იცი რომ სამსახურის გამო ადრე მიწევს გასვლა,ჩენს გარდა ვერავინ მიხედავს კაფეებს და თანამშრომლებს.დილით ყოველთვის მე ვაღებ -ხოდა ჩემთან ყოფნა თუ გინდა მოგიწევს შეცვალო -რამეს მოვიფიქრებ,.შენ კი გირჩევნია მოემზადო,საღამოს ბებია გველდოება -რააა?დღეს?აქამდე არ უნდა გეთქვა?უჩემოდ როგორ დაგეგმე?მივაყარე კითხვები -როგორ და ასე უცებ და მარტივად.მალე მოვალ მეც და ბევრი არ მალოდინო იცოდე, -კარგი რაა მართლა არ ვარ მზად მათე -დამშვიდდი ნუ ინერვიულებ,ჩვეულებრივი შეხვედრა იქნება,არც ზემეტად გამოპრანჭვა მოგწევს,ბებიას არ უყვარს ასეთი გოგოები,სისადავე და ბუნებრიობა ურჩევნია, -მოგკლავ მათეეე -დღეს თავი სეიკავე და ხვალ სიამოვნებით გავყოფ თავს სენს სახრჩობელაში,ჩაეცინად ა ტეკლეფინიც გამითიშა,.. -ესღა მაკლდა,კჯანდაბა რა ჩავიცვა?გამოვაღე გარდერობი და ტანსაცმლის არჩევას შევუდექი.ან ახლა რომ ვნერვიულობდი იმიტმ ვერ ვნახე ვერაფერი ან მართლა აღარაფერი მქონდა და დრო იყო მიმეკითხა მაღაზიებისთვის გარდერობის გასაახლებლად. საბოლოოდ არჩევანი ჭრელ,ყვავილებიან,მუხლამდე სიგრძის თავისუფალ საზაფხულო კაბაზე შევაჩერე.კომფორტისთვის დაბალძირიანი ფეხსაცმელები და როგორც ყოველთვის სადა მაკიაჟი.რაც უფრო დრო გადიოდა მით უფრო მიტანდ ნერვიულობა.მეც არ ვიცოდი რა მანერვიულებდა. ალბათ ი რომ კარგად ვხვდებოდი ეს უბრალოდ გაცნიბა არ იყო და გულის სიღრეში სხვა რამე იქნებოდა. -ჩემი პეპელა ხარ შენ,-გაეცინა გულიანად მათეს როცა დამინახა. -ესეგი ცუდია?მოვიღუშე უცებ -არა პირიქით,ზა;ლიან კარგია,წელზე მომხვია ხელები და თვისკენ მიმიზიდა.-ჩემი გაზაფხული და ზაფხული ხარ.ჩემი ფერადი გოგოო -რა გემართება?? -რა მემართება კი არა რას მმართებ შენ..ყოველ შეხვედრაზე უფრო და უფრო მაოცებ და მაკვირვებ,აღფრთოვანებული ვრჩები შენით -რას აკეთებ?ხალხი დგვინახავს ქუჩაში ვართ.სირცხვილია მისი მოშორება ვცადე -ფეხებზე მკი..ა ხალხის აზრი.არ მაინტერესებს -მე მაინტერესებს სამაგიეროდ...ხელით მოვიშორე და მანქანის კარი გამოვაღე,ისიც მომიჯდა გვერდით. -შენ ის მითხარი ბებიას რა ვუყიდო -არ გინდა არაფერი -მათეეე..დავუბრიალე თვალები -აუუუ როგორ შემაშინე...შენ ჩემ დაჩმორებას აპირებ? -აი ეგ რა შუაშია ეხლა -აბა სულ რატომ ცდილობ რომ იმის საწინააღმდეგო გააკეთო რასაც გეუბნები ან გთხოვ? -არ ვცდილობ,ხომ გითხარი შევიცვლები და უფრო ლმობიერი გავხდები თქო -კარგი ჯანდაბას ახლაც დაგითმობ საბოლოოდ,მეტს აღარ,ბებიას მცენარეები უყვარს და რომელიმე ოთახის ყვავილი ვუყიდოთ... სწრფად შევარჩიეთ საჩუქარი,რატომღაც ორქიდეა ავიჩემე და ის ვიყიდე,რაც უფრო ვუახლოვდებოდით სახლს მით უფრო მეტად მემატებოდა ნერვიულობა. -მეჩვენება თუ ნერვიულო?მკითხა კარებთან და ზარი დარეკა -ვნერვიულობ მაგრად მოვკიდე ქოთანს ხელი -არაფერია სანერვიულო დამიჯერე.იყავი ისეთი უშუალო და მხიარული როგორიც ხარ,თამაში არ გინდა,დამმიჯერე ბებია ყველანაირ სიყალბეს არჩევს და არ გამოეპარება ეს. ცოტა დავმშვიდდი,მაგრამ კარი რომ გაიღო და მსახურმა სახლში თავაზიანად შეგვიპატიჟა. ისევ ავკანკალდი.მათემ ჩემი ხელი თავისაში მოიქცია,რატომღაც ამან იმოქმედა და უფრო თამამად გადავდგი ნაბიჯები.პატარა დერეფნის გავლის შედეგ უზარმაზარ მისაღებ თახში აღმოვჩნდით და დამეფიცება რომ არ შემიმჩნევია ირგვლის არაფერი გარდა სავარძელში საოცრად გრაციოზულად მჯდარი ქალბატონისა,რომელსაც ასაკის და დანაოჭებული სახის მიუხედავად მაინც შერჩენოდა ძველი სილამაზის კვალი.არისტოკრატული სილამაზის პატრონი გახლდათ ქალბატონი ლენა. მათე როგორ გავს,-გამიელვა გონებაში,ზუსტად მისი მოყვანილობის თვალები ჰქონდა ჩემს ბიჭსაც,ჰმ რაო?გონებამ ჩემი ბიჭიო?ეს რაღაც ახალია -ჩემო ბიჭო.წამოდგა ქალი და ჩვენსკენ საკმაოდ ენერგიულად წამოვიდა,მათე დაწინაურდა და გულში ჩაეკრა ბებიას,მერე გვერდით ამოუდგა და ჩემზე ანიშნა --ბებია გაიცანი ნია,ეს კი ბებიაჩემია ქალბატონი ლენა -მართლა ისეთი ლამაზი ყოფილა როგორც შენ მეუბნებოდი,ისე გასცა პასუხი ქალმა რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია -სასიამოვნოა თვქნი გაცნობა ქალბატონო ლენა,ეს თქვენ,როგორც იქნა მეც ამოვირე ხმა და ყვავილი გავუწოდე, -მადლობა ჩემო გოგო.ძალიან ლამაზია,რატომ შეწუხდი?ამას განსაკუთრებულ ადგილს მივუჩენ.ცაეღიმა და ყვავილი იქვე ჩვენს წინ პატარა მაგიდაზე შემოდგა,მერე კი გვანიშნა ჩვენც დავსხდარიყავით. მათე გვერდით მომიჯდა და თან ისე ახლოს რომ მისი შეხება მეგრძნო -ბებო როგორი გოგოა?აბა ხომ ვარ მაგარი ბიჭი?გაიხუმრა მათემ -მაგარი კი არა დიდი მაიმუნი ვინმე ხარ. მოატყუე ხომ ეს მშვენიერი გოგო?შეხედე შეხეე როგორ მორცხვად იყურება გაეღიმა ქალს რომ იცოდე სულაც არაა მორცხვი ბებია,პირიქით,ჩემმგან მუჯლუგუნი რომ მიიღო მაშინ გაჩუნდა თორემ ღმერთმა იცის კიდევ რას წამოროშავდა,ქალმა მსახურს სუფრის გაშლა დაავალა მერე კი ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა -ბებია არ შეწუხდე დიდხანს არ დავრჩებით ჩვენ -რატომაც არა დავრჩებით,იმდენ ხანს დავრჩებით რამდენიც მოგვინდება და საჭირო იქნება.-ჩავერთე და თვითონაც არ ვიცი რატომ ვთქვი ეს,მაგრამ ის კი ვიგრძენი როგორ მოვიგე ერთი წინადადებით ქალის გული,გვერდით დამისვა,თავის ხელებში მოიქცია ჩემი ხელი,მეფერებოდა და თან თავის ახალგაზრდობის ამბებს მიყვებოდა,მეც სიამოვნებით ვუსმენდი და დროდადრო ჩავერთვებოდი ხოლმე.ქალი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა და მეც გულისყურით ვისმენდი,თან ისე შევედით ეშხში რომ მათე თამაშგარეში დარცა და ცოტა ხანში აბუზღუნდა. -ასე დიდხანს იქნებით და არ მომაქცევთ ყურადღებას? -ნუ ეგოისტობ შემცოტა ხანს დამითმე ეს გოგო,რომ წაიყვან სულ შენი არ იქნება?დაუცაცხანა ბებიამ,მაგრამ საუბრის გაგრძელება აქ არარ დაგვცალდა,მსახურმა მოახსენა სუფრა გაშლილია და გელოდებითო. მაგიდასთან გადავინაცვლეთ და იქ გავაგრძელეთ საუბარი. -ბებია მოგეწონა ნია? -კი ბებია კიი,მართლა კარგი გოგოა,ასეთ გულწრფელ და კარგად მოსაუბრე თბილ ადამიანებს დღეს იშვიატად შეხვდები -იცით მეუხერხულება ჩემზე რომ ვსაუბრობთ. -რატომ?მე ხომ რამე განსაკუთრებულს არაფერს ვამბობ?უბრალოდ იმას ავღნიშნავ რაც არის, -ესეგი ბებო შენ ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ ხარ? -რა ურთოერთობაზე საუბრობ მათე?დავიბენი -რა დაბნეული ხარ შვილო?რა ურთიერთობას იგულისხმებს ბიჭი რომელიც გოგოზე სრიოზულად ფიქრობს?გაახმოვანა შვილიშვილის სათქმელი ლენამ -იცი მაინც რამდენი გოგო დამიწუნა?ყველა,ვინც აქამდე მყოლია -იცოდე ძლად არავის არ მივიღებ ნიას გარდადა შენც გირჩევ რომ შეეშვა იმ თხა-თხა გოგოებთან ერთად სიარულსდა აქეთ-იქით ძრომილას და ოჯახს მოეკიდო -მეც მინდა ეგ მაგრამ ეს ქალბატონი არ მთანხმდება -რატომ ბებია?ბიჭს მიწუნებ?მომიბრუნდა მე -არა არაა დავიბენი და მათეს მაგიდის ქვეშ ფეხი მივარტყი რომ ამ თემაზე აღარ ელაპარაკა.,-უბრალოდ ასე უცებ არ შემიძლია -რა თქმა უნდა.დო..დრო..დღევანდელი ახალგაზრდენი უცნაურები ხართ.იტყვით დო გვჭირდებაო უკეთ გასაცნობადო.სად იყო ჩვენს დროს ამდენი დრო,ან ვინ გვაცდიდა?უსიყვარულოდ ვქმინდით ოჯახებს და მერე უყვარდებოდათ.ან ვინ წავიდოდა მშობლის ნების წინააღმდეგ?თუმცა იყვენენ გამონაკლისებიც აი მაგალითად მე იმას გავყევი ვინც მიყვარდა.ღმერთმა აცხონოს მისი სული.ერთად ორმოცდაათი წელი ვიცხოვრეთ,მერე სიკვდილმა წამართა,,დასევდიანდა ქალი.მივხვდი რომ ქმრის სიყვარული დღესაც გულში ჰქონდა შემორჩენილი და უნებურად ვინატრე რომ მეც ასე ვყვარებოდი ვინმეს და ასეთი ღრმა და ძლიერი სიყვარული მქონოდა. გვიანი იყო იქიდან რომ წამოვედით,სასიამოვნო ემოციები სახლამდე გამომყვა.დამშვიდოებისას მიჩურჩულა კიდევ მესტუმრე თუნდაც მათეს გარეშეო და თბილად ჩამიკრა გულში,უნებურად ჩემი გარდაცვლილი ბებო გამახსენდა და ცრემლი მომერია,მაგრამ გასაქანი არ მივეცი. მანქანში ხმა არც ერთს ამოგვიღია,თითქოს ამ სტუმრობით რარაც მნიშვნელოვანი მოხდა ჩვენს ცხოვრებაში და საუბრის დაწყება ამასთან დაკავშირებით ორივეს გვიჭირდა. სავარძელში ვიჯექი და მათეს მტელი გზა თვალს არ ვაშორებდი.რაც დრო გადიოდა თურმე მით უფრო სხვა ადამინს ვხედავდი მასში,უფრო საყვარელს,უფრო მიმზიდველს და უფრო თბილს.ვხვდებოდი რომ ნელ-ნელა ჩუმად შემოჭრილიყო ჩემს გულში.. სადარბაზოსთან დამტოვა,არ ვიცი როდის დავბრუნდები,კაფე-ბარები უნდა დავკეტო და ფული დავაბინავო,ამიტომ უჩემოდ დაიძინეო. -აუუუ მე კიდევ მინდოდა ცემთან ყოფილიყავი,-დავიწუწუნე -მეც მინდა მაგრამ ცემი პარტნმიორი წასულია და დღეს ჩემი ჯერია.აბა ტკბილი ძილი პატარა. მაკოცა და წასავლელად მოემზადა.მანქანიდან გადავედი გულდაწყვეტილი -მშვიდობიანი მგზავრობა თავს გაუფრთხილდი.გავიღიმე და ხელი დავუქნიეუკვე სადარაზოს შესასვლელიდან. ოსევ აუტანელი სიცარიელე ვიგრძენი მის გარეშე.მისი წასვლისას თითქოს სულის ნაწილმაც დამტოვა და გულდაწყვეტილი შევედი სახლში,სახლიც კი ცარიელი მეჩვენებოდა უკვე მის გარეშე.,ისევე როგორც მე. ტანსაცმელი გამოვიცვალე საწოლზე მივწექი და თავის გართობა ვცადე რამით,არც ფილმის ყურებამ მიშველა და არც გოგოებთან ჭორაობამმორიგეობით გავაგებინე ორივეს ცალ-ცალკე დღევანდელი დღის სიახლე და შედეგიც -შეყვარებული ხარ ყურაბამდე.-დადო ბეჭედდრტყმული დასკვნა ეთუნამ -არა რა სისულელეა,მე უკეთ არ მეცოდინებოდა... -შენ სულელი ხარ , ხანდახან ვერ ხვდები რაღაცეებს და საჭიროა ვიღაცამ მიგახვედოს. -ო ეთუ,ის რომ ადამინი მიზიდავს და მასთან სექ,,ი მაქვს არ ნუიშნავს იმას რომ მიყვარს -ნიშნავს და თან როგორ ნიშნავს.ამდენი წელი გავიდა,არაინ გაიკარე ახლოს,ასეთ ღღმა ურთიერთობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია,მაინცდამაინც ის,მან გაგიჩინა ამის სურვილი და შენი აზრით ეს სიყვარული არაა?მე სიყვარული ხვანაირად არ მესმის,მითუმეტეს თუ ადამიანის მიამართ გრძნობა და ვნება არ გაქვს,თუ არ ილტვი მასთან უბრალოდ ვერ იქნები.გამორიცხულია,ეგ მაშინ სხვა რამეა თუ შეძელი კაცთან ყველაფრის გარეშე ყოფნა -ეთუნუ მიმატებ რაა,ისედაც ცუდად ვარ...ტირილამდე ვარ მისული -რაა?ნორმალური ხარ შენ? -კი სავსებით -არა არ ხარ.არ შეიძლება შეყვარებული ადამინი ნორმალური იყოს -და ამიტომ ხარ შენ არანორმალური? -აბა რაა,სიყვარულმა მე კი არა გადარია ტარიელი -ვინ ტარიელი გოგო? -რუსთაველის ტარიელი ბატო..აუტყდა სიცილი და მეც ამიყოლა.კარგი წავედი ახლა თორემ ქმარი მუჯლუგნებს მირტყავს რა ამბავია ამ შუაღამისას ამდენი ჭორაობაო -მაგას გადაეცი მამაკაცები ვრ გაიგებთო.აბა თქვენ იცით,ღამე მშვიდობის მეგობრებთან საუბარმა ცოტა მიშველა და გამანმხიარლა,მაგრამ ისევ მალე მოვიწყინე,საწოლის იმ მხარეს გადავხედე სადაც მათეს ეძინა და ჩამეღიმა,მერე ბალიში ავირე და ჩავიხუტე,ისევ შერჩენოდა მისი სუნი.ვეღარ მოვითმინე ტელკეფონს დავტაცე ხელი დ ტექსტი ავკრიფე,გავუგზავნე ის რასაც იმ წუთში ვფიქროდი და განვიცდიდი "მომენატრე,უშენოდ ვერ ვიძინებ" რამდენიმე წამში დაიწკაპუნა პასუხმა"ასე მიეჩვიე ჩემს გვერდით ძილს?" -იდიოტი,გავმწარდი პასუხზე,რა სიამაყეა,ტელეფონი მოვისროლე,პასუხი აღარ მიმიწერია,გადავბრუნდი და დაძინება გადავწყვიტე გაბუტულმა.ის იყო ღრმა ძილში უნდა წავსულიყავი რომ კარზე ზარი გაისმა.მოულოდნელობისგან შევხტი და მერე რომ გავიაზრე ამ დროს ვინ შეიძლება ყოფილიყო სირბილით გავიქეცი გასაღებად -ვიცი რომ გაბრაზდი,ვიცი რომ დიდხანს ებრძოდი თავს მაგის მოსაწერად.მე კი სულ სხვა რამ გიპასუხე.იმიტომ რომ მერჩივნა პირადად მეთქვა რომ მე უფრო მომენატრე,იმ წუთიდან როცა დაგშორდი და სამსახურში წავედი წამებს ვითვლიდი შენთან ჩახუტებამდე.ჩაარაკრაკა უცებ,ბინაში შემოვიდა და კარის მიხურვა ძლივს მოასწრო ისე ავეკარი სხეულზე, -თავის გაკონტოლება სულ უფრო რომ მიჭირს რა გავაკეთო? -აღარ მოგიწევს.გავუცინე და ქვედა ტუჩი გამომწვევად მოვიქციე კბილებში. -მასე ნუ შვები თორემ მოგაჭამ ტუჩებს ერთხელაც იქნება,მიხვდა ჩემს ნამიოკს ხელში ამიტაცა და წამებში აღმოვჩნდით საძინებელში.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.