შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარესობიდან უკეთესობამდე (სრულად)


14-06-2018, 13:50
ავტორი teona184
ნანახია 5 880

კარგად!
ხელი დავუქნიე ჩემს დიდ ოჯახს რომელშიც ორი ძმა ორი და დეიდა ბიძა მამა დედა და ბებია შედიან და გავაცილე სოფელში ერთი კვირით. მე ჩემი მეგობრების და უშველებელის სახლის განკარგულებაში ვარ და თავისუფლად შემიძლია ჩემი ძმის ოთახში დავიძინო.
რაც შეგვეხება მე და ჩემს ოჯახს,მე ლილი ვარ 17 წლის უბრალო გოგო, ხორბლისფერი კანი მაქვს ასევე ძალიან მუქი მოშავო თმა და მუქი ყავიფერი თვალები, ორი ძმა მყავს- თორნიკე და ლუკა თორნიკე 22 წლისაა ლუკა 15 წლის ორივენი რიჟები არიან, მყავს ასევე ორი და ლიკუნა და თამარი ლიკუნა-21 წლისაა და თამარი-13ის ესენი ქერები. მიუხედავად ჩემი უბრალოებისა სკოლაში ყველაზე ლამაზ გოგოდ ვარ აღიარებული, ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ საუკეთესო მხოლოდ 4 ნიკა ქავთარაძე, მარიამ ნიკოლაიშვილი, ნინა ესებუა და სანდრო ლორთქიფანიძე.ნიკა მუქი ქერაა და ღია უჩველულო ცისფერი თვალები აქვს, მარიამი მუქი რიჟაა მუქი თვლაებით, ნინა ქერა მუქი მწვანე თვალებით და სანდრო შავგრემანია მომწვანო თვალები აქვს. თავს აღარ მოგაბეზრებთ.
კარი ჩავკეტე და ჩემს ოთახში შევედი სინდისმა ვერ გამიძლო და ჩემს ოთახში დავიძინე. ფხიზელი ძილი მაქვს და კარის საკეტის ხმამ გამომაღვიძა ასეთი შემთხვევებისთვის ყოველთვის თან მაქვს ბეისბოლის ბიტა. სასწრაფოდ დავსტაცე ბიტას ხელი და შემოსასვლელისკენ წავედი შუქი ავანთე და კედელზე აყუდებული შავგრემანი მწვანეთვალება ბიჭი დავინახე უცებ თავში გამიელვა სახლში სიმპატიური ქურდი, რომ შემომივარდება უნდა დავიტოვო თუ პოლიციას დავურეკო მეთქი, შემდეგ მივხვდი რომ ქურდების ეშინიათ და ვცადე დამეყვირა მაგრამ პირზე მაშინვე ხელი ამაფარა და პატარა დანა ამოიღო რაზეც სიცილი წამსკდა მან გაკვირვებული სახით შემომხედა და პირიდან ხელი მომაცილა რომ მეცინა
-არ ხარ ხო ნორმალური? ყველა ნორმალური გოგო ამ დანის დანახვისას შიშისგან კანკალს დაიწყებდა
-მაპატიე უბრალოდ ვარდისფერი დანა რომ დავინახე...
-და კიდევ ნორმალური გოგო მაგ ბიტას თავში ჩამარტყავდა
-ნორმალურად ისაუბრე! სანამ ეს ბიტა თავში მართლა ჩაგარტყი ქურდი სახლში შემომივარდი და კიდევ თამამად ხარ?
წარბი აწია და "ზედმეტად სუსტი ხარ" მზერით შემომხედა.
-სხვათაშორის ქურდი კი არა შენი დაცვა ვარ მამაშენმა გამომგზავნა და კარში გასაღებით შემოვედი
გასაღები ცხვირთან მომიტანა
-ძალიან გთხოვ მაგ გასაღებს ნუ მაჭმევ არ მიყვარს
გასაღები მომაშორა და ღიმილით შემომხედა
-რა ღიმილით მიყურებ შეგიყვარდი თუ შეგიყვარდი მაშინ იმ სიას მიემატები ვისაც ვუყვარვარ სხვათაშორის დიდი სიაა...
გავხედე და თვალი ჩავუკარი
-კარგი კარგი რამდენს გიხდის მამაჩემი დღეში?
-50
-ხოდა მაგ ორმოცდათს დღეში 70 მიუმატე წინასწარ მოგცემ და თვალით აღარ დამენახო!
ფულის ხამი ყოფილა გაიგო თუ არა როგორ უნდა მიმეთხლიშა 490 ლარი უსიტყვოდ დამთანხმდა. ყველაფერი ჩავკეტე ვეღარავინ, რომ შემოსულიყო.
მეორე საღამოს სასწრაფოდ მივწერე ჩემს მეგობრებს და პიცები შევუკვეთე რომ მოვიდენენ ორი ოთახი გამოვყავით ჩემი უფროსი დის და ჩემი უფროსი ძმის ოთახი. მე ნინა და მარიამი ჩემი დის ოთახში შევედით სანდრო და ნიკა ჩემი ძმის და მოდების ჩვენება გავმართეთ მერე ოთახები გავცვალეთ ნიკამ საოცრად მოიხდინა ჩემი დის წითელი დეკოლტე, წითელი მოტკეცილი ქვედაბოლო რომელიც მუხლებამდეც არ წვდებოდა და ჭერამდე ქუსლები, სანდრომ კორსეტი შემოიჭირა და გამომწვევი ხალათი ჩაიცვა ძლივს სუნთქავდა. მარიამმა და ნინამ ჩემი ძმის 2 ზომით დიდი მაიკები და შარვლები ჩაიცვეს მე სმოკინგი გამარჯვებული რა თქმა უნდა ნიკა იყო მითუმეტეს იმის შემდეგ როდესაც მუქი წითელი პომადა წავუსვით. მერე როცა ჩვენს ნორმალურ ფორმებს დავუბრუნდით და სუნთქვაც აღარ გვიჭირდა პიცის ჭამას და ფილმის ყურებას შევუდექით. მარიამს პირველი კლასიდან ნიკა უყვარს ნიკამ კიდევ პირველი კლასიდან მოყოლებული 11 შეყვარებული გამოიცვალა და მარიამამდე ვერა და ვერ მოაღწია სამაგიეროდ ყოველთვის მოწონდა ეს ერთი თვისწინ წამოცდა ჩემთან და ნინასთან. შემდეგ არაყი ვიპოვეთ და ისე დავთვერით გონზე აღარ ვიყავით მეტი არაფერი მახსოვს.
დილით გავიღვიძე და როდესაც ჩემს საწოლში ქურდი-დაცვა დავინახე სასწრაფოდ გადასაფარებელი ავწიე როცა დავინახე რომ მხოლოდ საცვალი მეცვა დავიფარე დავიკივლე და გადავბრუნდი შიშისგან ისე გადავბრუნდი საწოლიდან გადავარდი, სიმპატიურმა ქურდმა-დაცვამ გადმომხედა საოცარი ღიმილით და მკითხა
-კარგად ხარ?
-არა რა თქმა უნდა!
სიცილით მიყურებდა მე ლამის ტირილი დავიწყე ნერვები ისე მომეშალა
-თუ გუშინ რამე მოხდა უბრალოდ არ მითხრა
ვთქვი გამწარებულმა
-დამშვიდდი არაფერი არ მომხდარა
შემომხედა სიცილით და წამოჯდა საბანს რომ იხდიდა სასწრაფოდ ვკითხე
-გაცვია თუ თვალები დავხუჭო?
-მაცვია მარა თუ გინდა დახუჭე
ისევ იცინოდა
-გადი რომ ჩავიცვა!
ხელები აწია და მითხრა
-ჯერ მე დამაცადე ჩაცმა, აუ შარვალი მომაწოდე რა
-დაგავიწყდა რომ ძირს ვგდივარ?
-ბოდიში
მომიახლოვდა და ხელი გამოწია
უცებ დავიკივლე და ვუთხარი
-მადლობა მაგრამ რომ გახვალ მირჩევნია მეთვითონ ავდგე
ჩაიცვა და გაივიდა წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე უცებ კარი შემოაღო და მე თავში თავისივე მაიკა ვესროლე თავზე პირდაპირ ჩამოვაცვი
-კარგი მიზანი გქონია
-გირჩევნია ეგ მაიკა ჩაიცვა და წაეთრიო სასწრაფოდ
-კარგი ხო კარგი
თქვა და კარი გაიხურა. როგორც იქნა ჩავიცვი და ოთახიდან გავედი მერე გავაცნობიერე რომ სრულიად უცხო ადგილას ვიყავი, დივანზე რიჟა სანდრო ეგდო და ქურდი-დაცვა აივანზე სიგარეტს ეწეოდა
-ქურდო-დაცვა სამი რაღაც უნდა გთხოვო მითხარი სანდრო რიჟა როდიდანაა, ეს რა ადგილია? და აქედან წადი!
-შენს ქურდ-დაცვას რატი ქვია! სანდრო გუშინ საღამოდან არის რიჟა და აქედან არ წავალ რადგან ჩემი სახლია, თუ გაინტერესებს აქ როგორ აღმოჩნდით ტატუს სალონიდან წამოგიყვანეთ
ტატუ გავიგე თუ არა მაშინვე სხეულის დათვარიელება დავიწყე გველეშაპი ან რამე მაგდაგვარი ხომ არ მახატია მეთქი და უცებ ქურდმა-დაცვა რატიმ გამაჩერა
-შენ არაფერი გაქვს მაგრამ იმათ...
მანიშნა ოთახისაკენ ღიმილით
-ვინ იმათ?
აზრზე ვერ მოვიედი რას გულისხმობდა
-ნიკას და მარ...
სიტყვა არ დავამთავრებინე ოთახში რომ შევედი და დავიკივლე
-რა გაწივლებს გოგო პირველად გვხედავ ერთად რო გვძინავს
გადმომხედა თვალებდაჭუტულმა ნიკამ
-ხელზე რა გაქვს?
გაკვირვებული ვუყურებდი რაღაც ინიციალებს და ახლოს რომ მივედი მარიამის ინიციალები და ნახევარი გული იყო, თავზე ბალიშ დადებულ მარიამს სასწრაფოდ ავაგლიჯე ბალიში და სასწრაფოდ მისი ხელი შევამოწმე რა თქმა უნდა ნიკას ინიციალები ქონდა და გულის მეორე ნახევარი. ორივემ ისტერიკული სიცილი დაიწყეს მერე ნიკა გაჩერდა და თქვა
-ამ წარწერებს მაინც ვერაფერს ვუშველით და რო ვჭამოთ არა?
-ღორო
დაუყვირა მარიამმა და ლოყაზე აკოცა
-მემგონი ეგ ინიციალები ტყვილა არ გაქვთ
ვთქვი ღიმილით და მარიამისგან ტყვიასავით წამოვიდა დიდი ბალიში
ოთახიდან გამოვედით თუ არა ნიკას პირველი რეაქცია რატიზე იყო
-ლილი ეს სიმპატიური ვინ არის?
იკითხა ღიმილით
-გოგოები აღარ დაგრჩა და ბიჭებზე გადახვედი?
იკითხა სიგიჟემდე შეყვარებულმა მარიამმა და ნიკამ ისეთი სახით გამოხედა მე ამომეფარა არ მომკლასო
-სანდროს თავზე რა ჭირს?
გაკვირვებული იყურებოდა ნიკა უცებ ოთახში ნინა შემოვიდა და ყველა მის თითს მიაშტერდა რომელზეც საქორწინო ბეჭედი ეკეთა
-ეგ რა არის?
იკითხა მარიამმა
-რა?
-აი ეგ ბეჭედი
გავაგრძელე მე
-ვაიმე ოღონდ არ მითხრათ რომ ამ სიმპატიურ ბიჭს ცოლად გავყევი
თვალით მანიშნა ქურდ-დაცვაზე
-მე კი არა მემგონი იმ ძაღლს გაყევი ცოლად
თქვა რატიმ და ყველას მზერა პატარა ჩიხუახუაზე გადაერთო რომელსაც თათზე ბეჭედი ეკეთა ნინა ძაღლს მიუახლოვდა და ლაპარაკი დაუწყო
-იცი განქორწინება მინდა...
შემდეგ ხელში აიყვანა ბეჭედი მოაძრო და თვითონაც ცადა მაგრამ არ ძვრებოდა
-მიშველეთ!
ისე იკივლა სანდრო მძინარე წამოხტა
-რა...რა ხდება აუ ნინა რა!
ჩაიბუტბუტა თავისთვის და ისევ დაწვა
-შენ რიჟა თმას მიხედე!
-ჩემ რიჟა რას?
სასწრაფოდ წამოხტა სანდრო და სარკეში ჩაიხედა ერთ საათიანი წუწუნის შემდეგ მისი ბოლო სიტყვები იყო
-აუ ისეთი ჯანსაღი თმა აღარ მაქვს
-მე ჯანსაღი თითი აღარ მაქვს
თქვა ნინამ და როგორც იქნა მოიძრო ბეჭედი
-აი რატომ არ შეიძლება ჩვენი მარტო დატოვება
ჩავიბუტბუტე ჩემთვის
-კარგი რა! რამდენიმე თვეც და სრულწლოვანი გახდები
-მარიამ ერთი კვირის წინ მქონდა დაბადების დღე თვე კი არა წელი
-რა მნიშვნელობა აქვს
გაბრაზებულმა წამოიძახა ნიკამ.
მერე აივანზე გავედით და ქურდმა-დაცვამ ჩაგვკეტა კარზე კაკუნი დავიწყე და იმდენი ვაკაკუნე სანამ ნახევრად შიშველმა პირსახოც შემოხვეულმა ქურდმა-დაცვამ კარი არ გააღო შევამჩნიე ნინას პირდაღებული სახე შემოვიდა თუ არა ჩუმად მითხრა
-ზე სიმპატიური ქურდი-დაცვაა
-რა დებილობებს იძახი რა ზე?
შევხედე სიცილით და მთელი 30 წამით გამებუტა.
მარიამი და ნიკა ისევ ერთმანეთს უყურებდნენ და დარწმუნებულები ვიყავით შეყვარებულები იყვნენ
-კაი რა რას გვიმალავთ
სანდრომ შუაში გაუარა ნიკას და მარიამს ჩვენ გვანიშნა აღარაფერი ეშველებათო რაზეც მეც და ნინამაც თავი დავუქნიეთ თანხმობის ნიშნად
-სამწუხაროდ არ მოგეცა საშუალება დიდი ხნით დამტკბარიყავი ჩემი სხეულით
ცინიკური ღიმილით შეხედა ნინას და თვალი ჩაუკრა
-ბიჭო წესიერად თორე...
სანდრო წამოეჭრა ქურდ-დაცვას მაგრამ ლაპარაკი საცოდავი სახით გააწყვეტინა რატიმ და ტელევიზორის საყურებლად მოკალათდა
-პატარა, არ გინდა აქ მოხვიდე
ღიმილით დამიძახა ქურდმა-დაცვამ
-მოიცა დავფიქრდე... არავითარ შემთხვევაში!
დავუყვირე და ბოლოს საუკეთესო იდეა მომივიდა თავში
-მოდი ამ რაღაც საშინელი ადგილიდან წავიდეთ!
-რა საინტერესო იდეაა, იცი მაინც სად ხარ?
ქურდმა-დაცვა რატიმ სერიოზული შეკითხვა დამისვა და მეც უპრობლემოდ ვუპასუხე
-კი როგორ არა შენს სახლში
-და ტერიტორიულად თუ იცი?
ერთ საათიანი ფიქრის შემდეგ ვუპასუხე
-აზრზეც ვერ მოვდივარ
-სტამბოლში ხარ იმის თქმა დამავიწყდა რომ სტამბოლის სადგურთან მყოფ ტატუს სალონში გიპოვნეთ
შუბლზე ხელი შემოვირტყი და დავიყვირე, ცოტა ხნის შემდეგ ქურდ-დაცვას ჩხუბი დავუწყე
-იმის გამო რომ 490 ლარი მოგეცი 10 ლარი დამრჩა საფულეში და ეგ საფულეც საქართველოშია
ტირილი დავიწყე და რატი მომიახლოვდა უნდა დავეწყნარებინე უცებ რომ გავიქეცი და ოთხივეს ერთად ვკითხე
-სტამბოლში ვართ და ფული ვის გაქვთ რომ აქედან წავიდეთ?
-მე მაქვს ხუთი ლარი
წამოიძახა საჭმლით პირ გამოტენილმა სანდრომ
-ვაიმე სტამბოლში? და ეგ როგორ?
-ნეტა ვიცოდე
ვთქვი მე დივანზე დავჯექი და ჩემთვის ბუზღუნი დავიწყე
-მე წაგიყვანთ მაგრამ ჯერ ვერანაირად ორი კვირა აქ უნდა დარჩეთ რადგან თუ მანამდე წავალ სამსახურს დავკარგავ
-ფულიც არ გაქვს?
ვიკითხე მე
-ჯერ არა
-ღმერთო ჩემო თუ 5 დღეში საქართველოში არ ვიქნები მამაჩემი მომკლავს
ტირილი დავიწყე
-მე ვეტყვი რომ ჩემთან დარჩები ერთი კვირა
თქვა ნინამ
-და შენ არ მოგიკითხავენ შენი აზრით?
-ნუ ხო რავი
ჩაილაპარაკა თავისთვის
ეს დღე ძალიან მალე გავიდა და რომ მეძინებოდა რატისთან მივედი ვკითხე
-სად შეიძლება დავიძინო?
-სადაც გეძინა
მითხრა და ოდნავ გამიღიმა
-და სხვაგან?
-პოლზე ხო არ დაგაწვენ? კაი რა იყო არ შეგჭამ
-სააბაზანო სად არის?
ვკითხე მე
-ოთახიდან რომ გახვალ პირდაპირ და შემდეგ მარჯვნივ
-მადლობა
სააბაზანოში შევედი და შხაპი მივიღე ისეთი დიდი სიამოვნება იყო სანამ გამახსენდებოდა რომ ტანსაცმელი არ მაქვს რაღა მექნა უკვე მთლიანად სველი ვიყავი და შხაპის მიღება გავაგრძელე, რომ დავასრულე შემდეგ მივხვდი რომ პირსახოციც არ მქონდა და აბაზანიდან ვეღარ ამოვდიოდი უცებ სახელური ჩამოწია ვიღაცამ და მეც ეგრევე ვიკითხე
-რომელი ხარ
-ნიკა
-ვაიმე როგორ მიყვარხარ შენ არ იც...
არ დამამთავრებინა გამაწყვეტინა
-რა ეხა მოგინდა სიყვარულების ახსნა მალე ცოტა
-ნიკა პირსახოცი მიშოვე რა
განწირული ხმით ვუთხარი და გავიგე როგორ იცინოდა მერე ალბათ წავიდა დაახლოებით ხუთ წუთში კარზე კაკუნი იყო
-მე ვარ გააღე
გავიგე ნიკას ხმა და უბედნიერესმა გავყე ხელი კარში
-აი ყველაზე მაგარი ხარ
-მარიამს ტანსაცმელი აქვს ცოტა და რაღაც კაბა გავამზადებინე არაფრის!
-მადლობა
პირსახოცი შემოვიხვიე და აბაზანიდან გამოვედი უცებ ფეხი რომ ამისრიალდა და წავიქეცი საუკეთესო კი ის იყო რომ ქურდ-დაცვას გავეხლართე ფეხებში და ისიც წავაქციე ჩემს ზემოდან მოექცა და რამდენიმე წუთით გაუნძრევლად ვუყურებდით ერთმანეთს თვალებში რაღაც გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ მაგრამ არ ვიცი ეს რა იყო...
უცებ წამოდგა და მკითხა
-ხო კარგად ხარ?
-ხე... ხელი...
ტკივილი მაშინ ვიგრძენი აზრზე რომ მოვედი. ხელში ამიყვანა ოთახში შემიყვანა და საწოლზე დამაწვინა
ტანსაცმელი შემომიტანა და ჩაცმაში დამეხმარა
-შეგიძლია გაამოძრავო?
-არა ძალიან მტკივა
ისე მტკიოდა ლამის ცრემლები წამომივიდა
-სასწრაფო გამოვიძახო?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე
-კაი ეხავე
დარეკა და რაღაცეებს იძახდა მე არ მესმოდა გაკვირვებული ვუყურებდი
-რა ენაზე ლაპარაკობდი?
-ფრანგულ
შემომხედა ცინიკურად
-სტამბოლში რა ენაზე უნდა ვილაპარაკო?
გამეცინა
-თურმე სიცილიც შეგძლებია რა ლამაზ...
უცებ სანდრო შემოვარდა და ჩვენ გვეკითხება
-სასწრაფო მოვიდა და გავაგდო?
-არა სანდრო შემოიყვანე
უთხრა რატიმ და მე გამომხედა
რომ შემოვიდნენ ისევ არ მესმოდა რაზე ლაპარაკობდნენ მერე გამსინჯეს და ისევ რაღაც მითხრეს
-ერთი სიტყვით მხარი გაქვს ამოვარდნილი და უნდა ჩაგისვან გავუყუჩებთ მარა მაინც ძაან ეტკინებაო
გადამითარგმნა ექიმების ნათქვამი და ხელი მომკიდა
-არაუშავს
მოულოდნელადერთ ერთმა ექიმმა ხელი მომკიდა და რაღაც მიქნა ისე მეტკინა დავიყვირე და ტირილი დავიწყე უცებ რატიმ მიმიხუტა და მოფერება დამიწყო რაღაც სხვანაირი გრძნობა მქონდა მის მიმართ ისეთი როგორიც არც ერთ ბიჭთან არ მქონია
-კაი ვსო
თქვა და უფრო ძლიერად ჩამეხუტა. მარტო ეს არ ეყოფაო თხელ თაბაშირშიც ჩამისვეს და აი კისერზე რო კიდებენ ხოლმე ისიც გადამკიდეს სამ დღეში უნდა მოეხსნათ. მერე რატიმ გააცილა და ოთახში ნიკა მარიამი ნინა და სანდრო შემოვიდნენ რატიმაც შემოყო თავი და თქვა
-თუ გეტკინება გამაყუჩებელს დაგალევინებ
ოდნავ გავიღიმე და ბავშვებთან ლაპარაკი დავიწყე
-აუ რატო დაიყვირე იცი სად ისმოდა?
იკითხა ნინამ
-ეტკინა და იმიტო
უცებ მარიამმა დაიწყო ლაპარაკი
-აუ ბოდიშით რა ძაან მეძინება
ვთქვი და ყველა ოთახიდან გავიდა, რატი შემოვიდა და დაწვა სიჩუმე იყო არცერთი ხმას არ ვიღებდით მერე უცებ რატიმ შემომხედა და ლაპარაკი დაიწყო
-იცი რა ლამაზ... ძაან... აუ იცი რაღას სხვას...
სიტყვებს თავს ვერ აბამდა უცებ თავი გამოწია და მაკოცა თავიდან თვალები დავჭყიტე და არ მესიამოვნა მაგრამ მერე მეც ავყევი იმდენად სასიამოვნოდ მკოცნიდა მერე ყელში დამიწყო კოცნა ყელში მკოცნიდა ნაზად მერე ისევ ტუჩებში... შემდეგ ძალიან ჩუმად თქვა
-მაპატიე
და გადაბრუნდა, სანამ ჩამეძინებოდა მხოლოდ მის სასიამოვნო კოცნაზე ვფიქრობდი...
დილით გავიღვიძე და ხელი საშინლად მტკიოდა რატი ოთახში არ იყო წამოვდექი და სამზარეულოში გავედი სიგარეტს ეწოდა რომ დამინახა დაიბნა
-ლილი მაპატიე, გუშინ რაც მოხდა დაივიწ...
-ჩუ…
პირზე ხელი ავაფარე და ვუთხარი
-სასიამოვნო იყო
ყელში ძალიან ნაზად ვაკოცე. ყავის მომზადება დავიწყე მომიახლოვდა და ხელი მომკიდა
-ცალი ხელით ცოტა რთულია მე გავაკეთებ
თქვა და მანიშნა დაჯექიო მისი ყურებისას, ყურებამდე ვიღიმებოდი
ეს სამი დღე მალე გავიდა ვერავინ ვერაფერს ამჩნევდა.
მერე კლინიკაში წამიყვანა და თაბაშირი მოახსნევინა.
სასეირნოდ წავედით ქუჩაში დაჭერობანას ვთამაშობდით ხალხს გიჟები ვეგონეთ მთელი დღე ვერთობოდით, რომ დაბნელდა რაღაც ფანტანთან მივედით და გაოცებული ვუყურებდი ისეთი ლამაზი იყო უცებ რატიმ ჩამაშხამა და წყალი შემასხა არც მე დავაკელი და თავიდან ფეხებამდე წყლით გავიწუწეთ მოულოდნელად წელზე ხელი მომხვია, სასწაული კოცნა დამიწყო ხელები კისერზე შემოვხვიე, ის მთელი ძალით მეხუტებოდა სასწრაფოდ სახლში წავედით და ყვლეფერი იქ გავაგრძელეთ ჯერ კაბა გადამაძრო მერე კისერში ნაზი კოცნა დამიწყო კისრიდან ტუჩებში გადავიდა...
ეს ღამე პირველი და საუკეთესო ღამე იყო ჩემს ცხოვრებაში მის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი თითქოს სიყვარულს, არა სიყვარულზე მეტს ყველაფერი სასწაუალად მიდიოდა უცებ რომ არ გამხსენებოდა რომ ხვალ გამთენიისას ჩემი ოჯახი სახლში ბრუნდება და სასწრაფოდ ყვირილით წამოვჯექი
-რა იყო პატარავ? რამე არ გესიამოვნა?
-არა ეგ არაფერ შუაშია უბრალოდ ხვალ გამთენიისას ჩემი ოჯახი ჩამოდის და ალბათ... ალბათ ყველაფერს წამართმევენ რაც გამაჩნია
-კაი ნუ ნერვიულობ მოდი ჩემთან რამეს მოვიფიქრებთ ერთ კვირაში წავალთ აქედან და ყველაფერს ავუხსნით მანამდე რამე ცოტა მსუბუქად უთხარი და ეგრე ძალიან ნუ ნერვიულობ
მითხრა და ჩამეხუტა შემდეგ უკვე ჩაგვეძინა. დილით რომ გავიღვიძე რატი გამწარებული იყო და მასზე ისე ვიყავი ჩახუტებული ვერ დგებოდა
-რა გჭირს?
-ვიღაცამ მამაჩემს უთხრა რომ შეყვარებული მყავს არა და მამაჩემი სხვა გოგოზე მიპირებს ფულის გამო დანიშვნას, რო გაიგო ეხა ტაილანდში მივყავარ და ალბათ ვეღარასდროს ჩამოვალ იქიდან
-რა?
ტირილი დავიწყე
-ანუ ეს ყველაფერი ჩემს გამ...
-არა პატარავ მოვაგვარებთ
-როდის მიდიხარ?
-დღეს ღამით, მაგრამ არ წავალ ყველაფერს გავაკეთებ რომ არ წავიდე
-ვიცოდი ვიცოდი რომ ამ ურთიერთობაში პრობლემების გარდა არაფერი იქნებოდა!
-დამშვიდდი პატარავ
მაწყნარებდა მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი პატარაზე მაკოცა და იმიდთვის რომ გავემხიარულებინე მკითხა
-გინდა გავისეირნოთ?
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე ცრემლები მოვიწმინდე გავიღიმე და ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე.
სანაყინეში ნაყინი ვიყიდეთ ერთი ცალი და ორივე ერთად ვჭამდით რატი ჯერ ნაყინს ჭამდა მერე ჩემზეც გადმოვიდა ისე მკოცნიდა ლამის მართლა შემჭამა მთელი ქალაქი შემოვიარეთ ხან რას ვაკეთებდით ხან რას რაღაცეებზე ისე ვიცინოდით ხალხი გაკვირვებული გვაშტერდებოდა დაბნელდა დაახლოებით ათი საათი იქნებოდა უცებ რატი დასერიოზულდა ხელი მომკიდა და სწრაფად მიმარბენინებდა რაღაც გარაჟის უკან მიმიყვანა და მეკითხება
-აძრომას შეძლებ?
ღიმილით შემომხედა
-როგორ ვერა
გარაჟის რკინას ხელი მოვკიდე ერთი ფეხი ავდგი მეორე ფეხი ავდგი და უცებ მხოლოდ ხელებით ჩამოკიდებული დავრჩი სადაცაა ჩამოვარდებოდი რატიმ წელზე ხელები მომკიდა და ჩამომსვა
-რა მოუხერხებელი ხარ
მითხრა ღიმილით და ტუჩზე იკბინა
-ჯერ მე ავალ და მერე აგიყვან
თვითონ სწრაფად ავიდა და მე შემომხედა
-ფეხი დადგი მეორეც და ვსო
თქვა ხელები მომკიდა და გარაჟზე ამსვა წინ გავიხედე და განათებული სტამბოლი დავინახე მთელი სტამბოლის ხედი აქ ყოფილიყო
-რა სილამაზეა
ვთქვი აღტაცებულმა და გაოცებისგან პირი დავაღე
-როცა მოვიწყენ ხოლმე აქ ამოვდივარ და ზოგჯერ მთელი ღამეც გამიტარებია სტამბოლის ყურებაში
თქვა და ჩამეხუტა ხელები მოვხვიე შემდეგ გამიშვა თმა ყურზე გადამიწია და კოცნა დამიწყო საოცარი, ვნებიანი კოცნა წელზე ხელები შემომხვია მე მთელი ძალით ვეხუტებოდი და ერთმანეთს გაუჩერებლად ვკოცნიდით ეს დღეები საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში...
ეს ყველაფერი სულ რამდენიმე წამში ტელეფონის ზარმა გაწყვიტა
-მაინც ყველგან გიპოვი ჩამოდი მაგ გარაჟიდან და მაგ გოგოს ნუ ჭამ გულის ამრევია
გავიგონე ეს ხმა ტელეფონიდან დაბლა ჩავიხედე და მაღალი მსუქანი კაცი იდგა შავებში ჩაცმული ხელში სიგარეტი ეჭირა და თვითკმაყოფილი ღიმილით გვიყურებდა მე და რატის, ტელეფონი გათიშა და ახლა ხმამაღლა დაიყვირა
-ჩამოხვალ? თუ გირჩევნია მათ ჩამოგიყვანონ
ანიშნა ორ ბიჭზე
-ლილი სხვა გზა არ არის რაც არ უნდა მოხდეს არ ჩამოხვიდე ჩავალ და ყველაფერს მოვაგვარებ
რატის თვალები აუცრემლიანდა ოდნავ მაკოცა და გარაჟიდან ჩახტა ყვირილის გაუთავებელი ყვირილის ჩხუბის ხმა მესმოდა ერთადერთი რაც გარკვევით გავიგონე რატის ყვირილი იყო
-მისყვარს, მიყვარს, მიყვარს, მიყვარს...
გაუთავებლად ღრიალებდა დაბლა ჩავიხედე და ვხედავდი ორი კაცი როგორ მიათრევდა რატის მანქანისკენ ამის ყურება არ შემეძლო უკვე ჩასვლას ვაპირებდი უცებ…
სროლის ხმა გავიგონე გავქვავდი გავშეშდი და არფერი მესმოდა საკუთარი გულის ცემის გარდა რამდენიმე წუთი ასე ვიყავი აზრზე რომ მოვედი დაბლა ჩავიხედე და წითელი ბლანტი სითხე ესხა ჩავედი ფეხები სისხლში მქონდა ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე მერე ავდექი და სირბილი დავიწყე გიჟისავით დავრბოდი და ისტერიულო სიცილი ამიტყდა მერე ისევ ტირილი დავიწყე გონზე რომ მოვედი სასწრაფოდ მანქანის კვალს გავყევი უცებ გაჩერებულ მანქანას მოვკარი თვალი სასწრაფოდ გავიქეცი და იმედიანად გახარებული მივუახლოვდი მას მაგრამ სისხლით დასვრილი მანქანის გარდა არაფერი დამხვდა ცრემლები წამომივიდა მაგრამ მაინც მაინც მაქვს იმედი რომ ეს მამამისის ან რომელიმე მისი დაცვის სისხლია და ყველაფერი მალე თავის ადგილს დაუბრუნდება მოკლე გზით წავედი სახლში რათა არავის შევემჩნიე სახლში მივარდი და კარზე ძლიერად ვაბრახუნებდი
-არ დაიჯერებ ხვალ ეს კაცი წაგვიყვანს თბი...
ყვირილით წამოვიდა ნინა კარის გასაღებად და როდესაც კარი გააღო და სისხლში ამოსვრილი თვალებდასიებული მე დამინახა გაჩუმდა ყველა თავზე დამადგა და მე რაღაცეების ბოდვა დავიწყე
-ის კაცი სისხლში მერე მე და რატი ერთად და მიყვარს ვუყვარვარ და ის კაცი...
სიტყვებს ვერ გამოვთქვამდი და გაუჩერებლად ვღრიალებდი ვერ ვჩუმდებოდი ვტიროდი გაუთავებლად ვტიროდი მერე გომიცვალეს მარიამმა და ნინამ სააბაზანოში შემიყვანეს და ჩემს სისხლიან სხეულს მისუფთავებდნენ როდესაც დავმშვიდდი და უკვე საღად ვაზროვნებდი ყველაფერი დაწვრილებით მოვყევი შემდეგ კი ვთქვი
-ანუ ხვალ მივდივართ?
მარიამი ჩამეხუტა და ღიმილით მითხრა
-კი ხვალ გამთენიისას.
დილით ავდექი აქეთ-იქით რომ მიმოვიხედე და რატი არ იყო ცრემლები მომადგა მაგრამ საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და სააბაზანოში გავედი დაახლოებით დილის ოთხი საათი იქნებოდა გავემზადე ჩავიცვი და ბავშვებთან გავედი
-როდის მივდივართ?
ვიკითხე დიდი ინტერესით და ვცდილობდი გამეღიმა მაგრამ ამაოდ
-ექვსის ნახევარზე
ღიმილით მითხრა მარიამმა
-მოდი ჭამე
ნიკამ შემომხედა და მითხრა. მაგიდას მივუჯექი და რომ ვაცნობიერებდი ვიყავი ადამიანის სახლში რომელიც მიყვარს, არ მცივა, არ მშია, არ ვარ შიშველი, მაგრამ შემიძლია ვიყო ბედნიერი? სითბო, საჭმელი, ტანსაცმენი განა ეს საზღვრავს ბედნიერებას? აქამდე მეგონა თუ მექნებოდა ყველაფერი ფული, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელი მაშინ ეს ყველაფერი საკმარისი იქნებოდა ბედნიერებისთვის, მდიდიარი გოგო ვიყავი ვერ ვიტყვი მათამამებდნენ მეთქი ყოველთვის მქონდა შეგნება რომ ძვირადღირებული თოჯინა არ იყო მთავარი, მთავარი მეგობრები იყვენ მაგრამ ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ ერთ დღეს ვიოცნებებდი სიცივეზე, შიმშილზე მაგრამ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნაზე, მასთან ჩახუტებაზე რამე არის საყვარელ ადამიანზე თბილი და გაგათბობს ცეცხლი საყვარელ ადამიანზე მეტად, დაგაკმაყოფილებს გემრიელი საჭმელი საყვარელ ადამიანზე მეტად? მივხვდი რომ სიყვარული გართობა არ არის ეს გრძნობაა გრძნობა რომელსაც ვერ შეცვლი ნებით. ცრემლები მომადგა და როდესაც ბავშვებს შევხედე ყველა მე მიყურებდა ცრემლები მოვიწმინდე როგორც მჩვევია არფერი შევიმჩნიე გავიღიმე და ჭამა დავიწყე.
გამზადებულები ვართ ექვსის წუთებია ნახევარზე ვიღაც კაცი მოგვაკითხავს. ნახევარი გახდა და ჩვენს სახლთან დიდი შავი ჯიპი გაჩერდა ყველა ჩასხდნენ და მე ბოლოს ვჯდებოდი სახლს ვუყურებდი სახლს სადაც რამდენიმე მაგრამ საუკეთესო ღამე გავატარე აცრემლიანებული თვალებით ჩავჯექი მანქანაში წინ სანდრო დაჯდა უკან ჩვენ გზა საშინლად იწელებოდა დრო არა და არ გადიოდა 1 წუთი საუკუნედ იწელებოდა ჩამეძინა და რაღაც შიშმა გამაღვიძა ინსტიქტმა რაღაც მოხდა ან მოხდება დარწმუნებული ვიყავი თითქოს ეშმაკი ჩამისახლდა ავკანკალდი და მძღოლს შიშის თვალით გავხედე უცებ დიდი ტკივილი ვიგრძენი მანქანა გადატრიალდა რამდენიმე ბრუნი გააკეთა ფანჯრები ჩაიმსხვრა უკანა შუშაც და ნიკა და მარიამი გადავარდნენ მე ნინას ვუყურებდი ნინა მე შემდეგ მძღოლს გავხედე და ტანში გამაჟრიალა პირდაპირ გულთან დიდი შუშა ჩარჭობილი ქონდა და არ სუნთქვდა უცებ ბოლი ვიგრძენით და სასწრაფოდ დავიყვირე
-დროზე! დროზე მანქანიდან უნდა გადავიდეთ!
მანქანა ამოტრიალებული იყო და კიდევ კარგი ადვილად გადავედით გავიქეცი სწრაფად გავიქეცი და დიდი აფეთქების ხმა გავიგე უკან მივიხედე და მანქანას ცეცხლი ეკიდა ნინამ გამოქცევა ვერ მოახერხა და მანქანასთან ახლოს ეგდო გონზე იყო მაგრამ მთლიანად დამწვარი სახე აღარ ქონოდა ნიკას და მარიამს მხოლოდ პატარა ნაკაწრები ქონდათ რადგან მანქანამ პირველივე გადატრალევაზე მოისროლა და იმდენად შორს არა რომ რაიმე მოსვლოდათ მე და ნიკა ნინასთან მივარდით მარიამი მუხლებზე იდგა და ყველაფერს გაშტერებული უყურებდა ნინას ხელები ჩავავლეთ და მოვათრევდით უცებ მანქანას გავხედე შემდეგ ნიკას თვალებში ჩავხედე და ძალიან ხმამაღლა დავიყვირე
-სანდრო!
ცეცხლი უკვე ჩამქრალიყო და მანქანას ბოლი ასდიოდა სანდროს ხელი დავინახე და ყვირილი დავიწყე
-აქ არის აქ არის
სასწრაფოდ ტელეფონის ძებნა დავიწყე ხელში ავიღე და სასწრაფოში დავრეკე ნიკამ სანდრო გამოათრია და როდესაც მისი სხეული დავინახე ტელეფონი ხელიდან გამივარდა დასახიჩრებული სხეულის გარდა აღარაფერი დარჩენოდა ცარიელი ნაფლეთებისგან შემდგარი სილუეტი იყო
-არა არა არ მჯერა რომ ეს სანდროა
იყვირა მარიამმა და ღრიალი მორთო მე კი უცებ დიდი ტკივილი მომაწვა ფეხში ფეხზე დავიხედე და გადახლეჩილი მქონდა ისეთი გადახლეჩილი რომ ძვალი მიჩადა და სისხლი ჩანჩქერივით მომდიოდა ყვირილი დავიწყე
-რატომ რატომ ხდება ასე ვუყურებ ჩემი მეგობრის გვამს და ვიცი მკვდარია მეორე მეგობარიც სიკვდილის პირასაა და აზრზე არ ვარ სად არის ჩემი შეყვარებული დიდი ალბათობით მკვდარია რაში მჭირდება სიცოცხლე საყვარელი ადამიანების გარეშე?
ტირილი დავიწყე მარიამმა გამომხედა და თქვა
-ლილი შენ უზარმაზარი საოცარი ოჯახი გყავს ულამაზესი დები და ძმები მათთვის უნდა ოცოცხლო
ეს იყო ბოლო სიტყვები რაც ჩამესმა და გავითიშე...
თვალები გავახილე და საშინლად თეთრი ჭერი დავინახე გვერძე გავიხედე და საშინელი საავამდყოფოს საწოლები დავინახე ისევ მაწუხებდა ცუდი შეგრძნება მაგრამ ეს ინსტიქტი აღარ ყოფილა მარიამი და ნიკა თავზე მადგნენ მათ იმედიანად გავხედე და ვკითხე
-ნინა სად არის?
ერთმანეთს ცრემლიანი თვალებით გახედეს და შემდეგ მე შემომხედეს უკვე უიმედოდ მეთვითონ გავეცი საკუთარ თავს პასუხი
-მოკვდა ხო?
თვალები მეც მათსავით ამიცრემლიანდა
თანხმობის ნიშნად თავი დამიქნიეს და მარიამმა ლაპარაკი დაიწყო
-შენ ამპუტაცია გაგიკეთეს ფეხი მოგკვეთეს
-რა? არა ღმერთო არა აღარ შემიძლია ამდენს ვეღარ გავუძლებ ორი მეგობარი მომიკვდა ალბათ შეყვარებულიც და ახლა კიდევ გავიგე რომ ფეხი მომაჭრეს არ იყო საჭირო ამდენი ტანჯვა შეგეძლოთ ჩემი პირდაპირ მოკვლა.
ტირილი დავიწყე ნიკა მოვიდა და ჩამეხუტა
-არა არა ჯერ ჩვენ ცოცხლები ვართ
თქვა და შეეცადა გაეღიმა.
ერთ წლიანი რეაბილიტაციის შემდეგ უკვე ჩვეულებრივად დავდიოდი ჩემი პროტეზით რა თქმა უნდა რა აჯობებდა იმას ჩემი ფეხი მქონოდა და ისევ ჩამეცვა მოკლე კაბა და ქუსლები მაგრამ ახლა ლამაზ ტანს კი არა ყველა რკინის ფეხს მიშტერებოდა ვისღა ახსოვდა სილამაზე ზოგი საცოდავი თვალებით მიყურებდა ზოგი დამცინოდა ეს ერთი წელიც მარიამის და ნიკას წყალობით გადავიტანე თორემ მარტო ვერაფერს შევძლებდი.
დილით გავიღვიძე და როცა დავინახე ჩემი რკინის ფეხი გავმწარდი ავდექი კარადაში რაც წამალი ვიპოვე ყველა გამოვიღე და სუიციდი ვცადე გულის რევის შეგრძნება თავბრუს ხვევა და უცებ ძირს დავვარდი ისევ, ისევ თვალები გავახილე ისევ ცოცხალი ვიყავი მივხვდი სიკვდილი არ მეწერა თავზე ნიკა მადგა და ჩემი ხელი ეჭირა ექიმებიც თავზე მადგნენ უცებ სახლის კარი მარიამმა შემოაღო ჩანთა დააგდო ნიკას ტუჩზე პატარაზე აკოცა და ყვირილი დამიწყო
-კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ გავიგებ რომ ს ცდილობ და წამლები არ დაგჭირდება ჩემი ხელით მოგკლავ
მერე ჩამეხუტა და ცრემლები წამოუვიდა გამეღიმა და ვთქვი
-კარგით კარგით სისულელე ჩავიდინე და მაპატიეთ აღარ გავიმეორებ.
ვიცინოდი დავწექი და ექიმები მიდიოდნენ უცებ რომ ისევ დავუძახე
-უკაცრავად მუცელი მტკივა
თავიდან დაბრუნდნენ და გასინჯვა დამიწყეს
-წამლებისგან გამოწვეული ტკივილია გამაყუჩებელს გაგიკეთებთ
რომ წავიდნენ ჩამეძინა. ალბათ 3 საათი მეძინა რომ გავიღვიძე ჩავიცვი და კაფეში წავედი ყავის დასალევად მოწყენილი ვიჯექი და ფიქრებში გართული ვსვამდი ყავას უცებ ნაცნობი ხმა რომ გავიგონე
-ლილი
უკან მივიხედე და დავინახე დიდი თაიგულით ხელში რატი. წამოვხტი და ტირლით მივარდი მასთან
-ჩემო ქურდო-დაცვა, ცოცხალი ხარ!
ჩავეხუტე და სახეზე მოფერება დავუწყე ყურში მისი საოცრად ტკბილი ხმა ჩამესმა
-როგორ ძალიან მიყვარხარ!
-მე... მე შენ უსაზღვროდ..


გთხოვთ დააკომენტარეთ თქვენი აზრი და დავდო სხვა მოთხრობებიიიც? ❤️️



№1  offline წევრი elena gavasheli

<3 <3 <3 ვაი გული რა კაი იყო <3 <3

 


№2  offline მოდერი ენემი

საშინელი დასასრული იყო არ მოგეკლა მაინც ნინა

 


№3  offline წევრი elena gavasheli

ენემი
საშინელი დასასრული იყო არ მოგეკლა მაინც ნინა

უნდა მოეკლა ისე კარგი არ იქნებოდა

 


№4  offline წევრი teona184

elena gavasheli
<3 <3 <3 ვაი გული რა კაი იყო <3 <3

მადლობა დიდიი

 


№5  offline მოდერი ენემი

elena gavasheli
ენემი
საშინელი დასასრული იყო არ მოგეკლა მაინც ნინა

უნდა მოეკლა ისე კარგი არ იქნებოდა

არც ასე იყო და არც ისე. ბოლო ისეც შეძლო დაეწერა რომ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და ამდენი უბედურება და ესე არ უნდა დაეწერა უიჰ ფეხი მოაჭრეს, ნინა მოკვდა, ერთი წელი გავიდა და ჰოპ ბედნირია. უფრო დიდს მოველოდი და სხვანაირს ასეთი ავტორისგან

 


№6 სტუმარი Salo

Gaagtdzelet raa

 


№7 სტუმარი tata

კარგია მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა წედმეტად მშრალი რო არ იყოს გაითვალისწინე :)))

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან უშინარსო იყო

 


№9  offline წევრი teona184

Salo
Gaagtdzelet raa

ვაპირებ მეორე ნაწილის დადებასაც ახლო მომავალში <3

tata
კარგია მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა წედმეტად მშრალი რო არ იყოს გაითვალისწინე :)))

მადლობა რჩევისთვის

ენემი
elena gavasheli
ენემი
საშინელი დასასრული იყო არ მოგეკლა მაინც ნინა

უნდა მოეკლა ისე კარგი არ იქნებოდა

არც ასე იყო და არც ისე. ბოლო ისეც შეძლო დაეწერა რომ ერთი წლის შემდეგ გამოჩნდა და ამდენი უბედურება და ესე არ უნდა დაეწერა უიჰ ფეხი მოაჭრეს, ნინა მოკვდა, ერთი წელი გავიდა და ჰოპ ბედნირია. უფრო დიდს მოველოდი და სხვანაირს ასეთი ავტორისგან

არც ისე დიდი ხანი გავიდა რაც წერა დავიწყე და სიახლეების ატვირთვა კი სულ რამდენიმე თვეა, ყველანაირი კრიტიკა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ვცდილობ შეცდომები ნელ-ნელა გამოვასწორო დარწმუნებული ვარ, რომ ვერ დავწერ ისე კარგად როგორც სხვები, მაგრამ ვცილობ მაქსიმალურად გავაუმჯობესო ჩემი შეცდომები, ბევრს ვფიქროობ ხოლმე დავდო თუ არა სიახლე და ჩემი ერთ-ერთი მოთხრობაც იმის შიშით გავწყვიტე რომ, სულ ვფიქრობა არ გამომდის წერა მეთქი. ამ მოთხრობით მინდოდა გადმომეცა, რომ ბევრი უბედურების მიღმა ადამიანს მაინც შეუძლია გახდეს ბედნიერი. ვიცი, რომ შინაარსობრივად ეს გადმოვეცი მაგრამ ისიც ვიცი,რომ ამ ისტორიით ვერ შევძელი გემრიელად შინაარსის გადმოცემა,გპირდებით რომ შევეცდები ჩემი შეცდომების გამოსწორებას სხვა მოთხრობებში და თქვენი შენიშვნა ან კრიტიკა ჩემთვის იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მაძლევს სტიმულს შემდეგი მოთხრობა დავწერო ამ შეცდომებზე. მადლობა და მიყვარხართ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent