შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 15)


15-06-2018, 16:11
ნანახია 1 396

სანამ გარიჟრაჟისთვის დამახასიათებელი სიცივე გადაივლიდა და მზე ამოსვლას მოასწრებდა, ან ცა ნორმალურ ფერს დიბრუნებდა, ხმაურმა გამაღვიძა. თავიდან ვიფიქრე, რომ ისევ ის ხმები ჩამესმოდა, მთელი ღამე რომ არ დამაძინა, მაგრამ მერე ჩემს ბინაში შემოცვენილი გოგონების ფეხების ბაკუნი ტვინის ყველა უჯრედში ვიგრძენი და გამწარებული წამოვხტი.
მისაღებში ერთი ამბავი მოეწყოთ. სანამ ნინი ნერვიული, ორსული ცოლის ქმარივით დააბიჯებდა ხმაურიანი, მძიმე ნაბიჯებით, თეას ხელში ტელევიზორის პულტი ეჭირა და საინფორმაციოზე გადაერთო.
იქვე გავშეშდი, და ნაბიჯი ვეღარ გადავდგი, როცა ტექსტი მოვისმინე, რასაც წამყვანი ხმამაღლა, საჯაროდ გვაუწყებდა:
"20 მაისის საღამო უცნაური შემთხვევა დაფიქსირდა ქუჩაში, გამოძახებაზე მყოფ უპატრონო ძაღლთა სააგენტოს წევრს თავს დაესხნენ. გამოუცნობია მიზეზი, რის გამოც დამნაშავემ დაავადებული ძაღლები გაანთავისუფლა. სააგენტო გვატყობინებს, რომ თუკი სადმე რომელიმე მათგანს აღმოვაჩენთ, დაუყოვნებლივ დავრეკოთ ნომერზე..."
ღრმად ამოვისუნთქე და გაშეშებული უფრო მეტად გავქვავდი.
-რა მოხდება?-შეძრწუნებულმა ვკითხე თეას და მანაც ჩემჯენ მოატრიალა თავი. რატომღაც სულაც არ ჩანდა ისეთი შეშინებული, როგორიც მე ვიყავი.
-უაზრო ნერვიულობით გული დაგარტყამთ, აი ასე მოხდება-თითი მე და ნინის დაგვადო გამოცდილი წინასწარმეყველივით და წარბი ასწია-საქმე მოგვარებულია, როგორ არ გესმით, რომ ვერავინ გვიპოვის?
გასაგებია, ის ისე აღიქვამდა ყველაფერს, თითქოს ციხიდან გამოვიქეცით და საიდუმლო სამალავში დამნაშავე პატიმრებივით ვიმალებოდით.
-კი მარამ, ძაღლები თეა?-ნინიმ სასოწარკვეთით გახედა და ისედაც აბურდულ თმაში ხელი შეიცურა-არა, არა, არ მჯერა! ასეთი რამე როგორ გააკეთეთ? ჩემთვის გეკითხათ, რა იქნებოდა, ჰა?
-შენ ხო ძააან ბრძნული აზრები გიტრიალებს რა-ჩაიფრუტუნა ქალბატონმა და ორივე ხელი დივანის საზურგეზე გადადო.
-და მე რატომ გამაღვიძეთ, ვერ გავიგე?
-ვინ გაგაღვიძა შვილო შენ? დაგეძინა შენთვის, მე რა, ყურში ჩაგბერე თუ ჰაერი გადაგიკეტე?
-ახლა მიკეტავ ამდენი ლაპარაკით-ამოვიჯუჯღუნე. არა, ნამდვილად არ მინდოდა ამ დღეს გაღვიძება, ეს ხომ პირველი დღე იყო მასთან დაშორების, ვისთანაც არც კი ვყოფილვარ.
"მაგრამ ჩვენ ხომ ვაკოცეთ-აი, გული კი სულ სხვას გაჰკიოდა. ნეტავ ოდესმე დამევიწყებინა, ან ჩემთის არასდროს ეარსება. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზია იყო, მე შევეგუებოდი, რომ მას არ მოვწონდი, ან იმას, რომ მე მომწონდა.
მერე დავუფიქრდი და მივხვდი, რომ არ უნდა მომწონებოდა, მაგრამ მე შემეძლო ამის შეცვლა? ეს ისე იყო, თითქოს ჩემი ცხოვრების დადგენილი კანონი ყოფილიყო, თითქოს ჩემი მომავალი დაგეგმილი იყო და მრავალი ქსეროასლით გავრცელებულიც კი. გრძნობები ხშირად იცვლებიან, მაგრამ იმ ერთის მიმართ თითქმის ყველაფერს ერთდროულად ვგრძნობდი. ფილოსოფიური საუბრის გასაგრძელებლად, თეას დავურეკე და ჩემთან ნამცხვარზე დავპატიჟე. (ქრთამი რომ არა, ისე რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს?).
-მოვედი, ანუკი-სამზარეულოში ხმაურით შემოაბიჯა და ყავით ხელში რომ დამინახა წარბი ასწია-რაო, მოგენატრე ხო ჩიტო?
-ოღონდაც რა. მიდი შენ, ღუმელიდან ნამხცვარი გამოიღე ჟალუზით.
აფუებული ფენოვანი ცომით გამომცხვარი შოკოლადის და ბაუნტის ნამცხვარი თეფშებზე გადმოვალაგეთ და თეას გულმა ვერ მოუთმინა, რომ რადიო არ ჩაერთო.
ბოლოს, აჟღერებული მელოდიის ფონზე, ჯერძოდ კი, მირელე მათიუსთან ერთად დავიწყე საუბარი.
-თეა, გახსოვს ორი წლის წინ რა გითხარი?
-კი ანუშკა, ყველაფერი მახსოვს, მაგრამ კერძოდ რას გულისხმობ?
-ჩემს სიტყვებს, რომლის თანახმადაც ბიჭებს სისულელედ მივიჩნევდი.
-რა, აზრი შეიცვალე?-თვალები გაუფართოვდა და ლამის ცხვირთან მომიტანა დამრგვალებული გუგა.
-არა თეა,-მობეზრებით ჩავილაპარაკე-ბიჭები ისევ სულელები არიან, მაგრამ....
-მაგრამ...?
-არის იმ სულელებში ერთი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე სულელეი და ჩამოუყალიბებელია, მაინც მომწონს.
თეასთან ნამდვილად არ მერიდებოდა საუბარი,მითუმეტეს ამდენი წლის ერთად გატარებისა, მაგრამ ამჯერად მთელი ჩემი სხეული სურვილმა მოიცვა, რომ ყველაფერი მეთქვა, რასაც ვგრძნობდი. ყელში წამიჭირა აზრმა, რომ თუ დავიწყე, ყველაფერი უნდა გამემხილა, ჩემი გრძნობები სხვისთვის გამეზიარებინა და მხოლოდ ეს მიშველიდა და გადამერჩინა ტკივილისგან. მაგრამ პირი დავმუწე და აღარ გამიღია, სანამ თეამ მომდევნო კითხვა არ მომაგება:
-მერე მას? მას მოსწონხარ?
ეს ყველაზე საშინელი, მახინჯი და სადიზმით გაჯერებული კითხვა იყო, რაც კი ოდესმე მომესმინა. მაგრამ ჩემს თავს მაინც ხომ უნდა გამოვტყდომოდი!
-არა,-თავი ჩავხარე და ერთმანეთზე გადახლართა ჩემს თითებს დავაკვირდი. ადგილზევე ვცქმუტავდი და თავი რომ არ შემეჯავებინა, შესაძლოა, უცებ ეფეთქა. გონებაში ჯერ ყველაფერი არ ამოტრიალებულიყო და სწორედ იმ მომენტს ვუფრთხოდი, როცა საბოლოო ნერვის ძაფი გაწყდებოდა.
თეამ შეშლივით შემომხედა და ხელზე თავისი თეთრი მტევანი დამადო.
-ანუკი, არ იცი ხომ, როგორ უნდა მოიქცე?
-რა თქმა უნდა, არ ვიცი! რომ არ მომწონდეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს მან გააკეთა, მისი ბრალია! რომ არ ეკოცნა, არაფერს ვიგრძნობდი მსგავსს.
-რაზე ლაპარაკობ ანა?-თეამ თვალები სასაცილოდ დააკვესა და ,ერე თავში ხელი ჩაირტყა-ტიტუ ეს არის შენი ცხოვრების საუკუნო სიყვარულის დასაწყისი? შენ მას გული მიუძღვენი და მან გილიოტინისთვის გაგიმეტა? გაკოცა ხო? როგორ ვერ მივხვდი, გაწითლებული ლოყებით რომ დადიოდი...
-თეაკო, ლოყაზე კოცნა არ მიულისხლია-გავუღიმე და ყავა მოვსვი.
-ვიცი შტერო, არც ტუჩები გქონდა კარგ დღეში. ანუ, ახლა მხოლოდ დავიწყება გჭირდება? ასეა, ნამდვილად ასეა. კარგი, მოდი ახლა ერთ საიდუმლოს გაგანდობ.
-რა საიდუმლოს?-დაინტრიგებბული მისკენ წავიწიე და სმენა დავძაბე.
-უნდა შეიძულო-მიჩურჩულა ყურთან და თავის ანტურით მომაშტერდა-უნდა შეიზიზღო, მისი ცუდი მხარე უნდა დაინახო, ყველა უარყოფითი თვისება გონებაში ჩაიბეჭდო და მის დანახვაზე მხოლოდ ჭეშმარიტი ზიზღის გრძნობა გებადებოდეს! არ ვხუმრობ, ასეთი თვალებით ნუ მიყურებ, იმ ზიზღზეა საუბარი, ბებიაჩემის გაკეთებული ტყემლის დანახვაზე რომ სახეზე გაკერია. და რაც მთავარია, ლამაზი უნდა იყო.
-ეს რას ნიშნავს?-დაბნეულმა გავხედე და დაცვარულ შუბლზე ხელის გული მოვისვი-შენ ფიქრობ, რომ მახინჯი ვარ?
-ანუკი, ყურადღება სხვაგან ნუ გაგირბის. კონცენტრირდი და მომისმინე. ახლა გაზაფხულია, მალე ზაფხული მოვა და შენ ზაფხულივით ცხელი და ტროპიკული უნდა იყო, განა გაზაფხულის ყვავილივით ნაზი და მათრობელა, არა, ტკბილ ღვინოს უნდა გავდე, რომელიც გარეგნულად მიმზიდველი ჩანს, ხოლო როდესაც ოდნავ მოსვამ, თავბრუს გახვევს, გათრობს და გთიშავს. არანაირი დეპრესიულობა არ გვჭირდება, არც დამჭკნარი ყვავილის პესიმისტური განწყობა, მხოლოდ სილამაზე, მშენიერება, როგორც... როგორც სრულყოფილება. შენი თავის არ უნდა გეშინოდეს, გესმის?
თავი დავუქნიე. მეტლახის იატაკისთვის გამეშტერებინა თვალი და ვფიქრობდი. ისეთ ღრმა ფიქრებში ვიყავი ჩაძირული, ტიტანიკს უფრო ადვილად ამოათრევდნენ ატლანტის ოკეანედან, ვიდრე მე- ჩემივე ილუზიიდან. "გაზაფხულის ყვავილზე" მეფიქრებოდა. და გაზაფხულის წვიმა ანდრო იყო. როცა წვიმდა, წვეთები მე ფურცლებს მისველებდნენ, ანდროს თითები, თუნდაც უბრალოდ კანი, მთელი არსებით მეხებოდა და მინაწილებდა იმ ჰაერს, რასაც ყვავილებს ანიჭებდა წვიმა. "თუმცა, წვიმა ყველა ყვავილს ეხება" და ეს არასასურველი სინამდვილე იყო, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორი იყო ანდროს ბუნება-მექალთანე და მოღალატე, ძლიერ სუსტი იყო და უნებისყოფო, მაგრამ მაინც ყოველთვის იმას იღებდა, რაც სურდა. განა არ იყო საკმარისი, ჩემთვის ეტკინა და წასულიყო? მაგრამ სიმართლე ის იყო, რომ მაინც არ მიდიოდა, ჩემს არსებაში ყოველდღე იჭრებოდა და ნაწილ-ნაწილ, ნელ-ნელა მანადგურებდა, მშრეტდა აქამდე გამოუცდელლი მეთოდებით, ისე, როგორც მწერი ჩამს თუთის ხის ფურცლებს... არ მინდოდა მასზე მეფიქრა, მაგრამ გაზაფხული იყო, გარეთ ყოველთვის წვიმის სუნი ტრიალებდა. წვიმდა და ანდროს არომატი კანიდან გულისკენ გადაჰქონდა სისხლს, გულიდან ტვინამდე და ჩემს ტვინში სამუდამოდ რჩებოდა, ყავის მონარჩენივით ილექებოდა ჩემს თავში და საღად აზროვნებას ეს ერთადერთი რამ უშლიდა ხელს-სიმპათია.
-ანა, ასე არ შეიძლება-თეამ უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ყბის ძვლებზე თავისი გაჩხიკული თითები ჩამავლო-მორჩა. ყველაფერი დამთავრდა. არ მოსწონხარ და არც შენ მოგწონს. დაიმახსოვრე, მოწონება საკმარისი არ არის, რომ რამე გატკინოს, მაგრამ სიყვარული საკმარისია,ა მიტომ მისი დავიწყება შეგიძლია. ადრე თუ გვიან, ყველაფერი დამთავრდებოდა, ხომ იცი, ადამიანები დიდხანს არ რჩებიან ერთად, როცა ასეთი საწინააღმდეგო ბუნებისანი არიან. უბრალოდ არ არსებობს შანსი, რომ ყოველდღე ერთსა და იმავე ხასიათძე გაიღვიძო, რომ ყოველდღე მისი დანახვა, მასთან ახლოს ყოფნა და შეხება გინდოდეს, როცა ნამდვილად არ გიყვარს. მთავარია, საკუთარ თავში გაერკვე. სანამ მას არ იპოვი, ვისაც უანგაროდ ეყვარები, ყოველგვარი ფიზიკური მომხიბლველობისა და გონებრივი შესაძლებლობების გარეშე, არავის დათანხმდე შენი სულის ჩუქებაზე. კარგი, მოვრჩეთ, იცი, ძალიან მომწონს ეს ნამცხვარი, ნამდვილი კულინარი ხარ.
ამოვიოხრე. ზოგს იმდენად ყოფნიდა ენერგიაც და ჭკუაც, რომ სხვაც დაერიგებინა და თვითონაც ჭკვიანურად მოქცეულიყო, მაგრამ მე რატომ არ მყოფნიდა ნებისყოფა ან ჭკუა, რომ დამევიწყებინა ის, ვინც მხოლოდ ჩემს ილუზიაში იყო "ჩემი"?
ნეტავ, თუ საკმარისი არ იყო მოწონება ტკივილისთვის, რატომ მტკიოდა?

მოკლედ... ძალიან მომენატრეთ. დღეიდან არდადეგები დაიწყო (ვისაც გამოცდები გელით წინ, ბევრ, ბევრ წარმატებას გისურვებთ და ზედმეტი ნერვიულობისგან განთავისუფლდით!), ამიტომ მე თვენი ვარ! smile ვეცდები, რაც შეიძლება ხშირად გამოვაქვეყნო ხოლმე, თუმცა, თქვენი აზრიც მაინტერესებს ისტორიასთან დაკავშირებით, ამიტომ ვინც კითხულობთ, ტკბილებო, მირჩიეთ, გავაგრძელო თუ არა და ნურც ჯანსაღ კრიტიკას მოერიდებით! kissing_heart



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdeni xania gelodwbii, ratqmaunda gaagrzele da male dade gtxovvvv, lamis damavicyda

 


Qeti qimucadze
Ramdeni xania gelodwbii, ratqmaunda gaagrzele da male dade gtxovvvv, lamis damavicyda

ძალიან მიხარია, რომ კითხულობ და მალე დავდებ აუცილებლად <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აუცილებლად გააგრძელე. როგორ გამახარე ახალი თავით. შეეცადე თავები გაზარდო და ეს გოგოც გამოაფხიზლე, ძალიან არის ანდრეზეე დამოკიდებული :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent