შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრა (3)


17-06-2018, 20:33
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 780

ყველამ კარგად იცოდა, როგორი სასტიკი ქალი ბრძანდებოდა მერი, ის მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე იხევდა, ყველას გზიდან იშორებდა ვინც წინ გადაეღობებოდა, სწორედ ამ გზით მოახერხა მან ფულის შოვნა, საზღვარგარეთიდან არალეგალურად ჩამოქონდა იარაღი და ნარკოტიკების პარტია და სხვადასხვა ქვეყნებში გადაჰქონდათ მისი ბრძანებით, საშინელი ქალი იყო, ქალი არა უფრო ეშმაკი შეიძლება მისი დახასიათებისას გამოიყენო, მისტვის პრიორიტეტული მხოლოდ სახელი და ქონება იყო, დანარჩენი კი უბრალოდ „ფეხებზეეკიდა“, არც შვილების გრძნობებით ინტერესდებოდა, მარიამი ისე მიათხოვა ვიღაც მდიდარ კაცს, რომ მისთვის აზრიც კი არ უკითავს. მასთან თითოეული წუთის გატარება ჯოჯოხეთის ტოლფასი იყო, რაც შეეხება ზურას მამას, ის დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ალბათ მეორედ მოკვდებოდა რომ ენახა თავისი ცოლი როგორ ადამიანად იქიცა.
ყოველთვის ცდილობდა რომ შვილები თავის ჭკუაზე ეტარებინა და მეტნაკლებად ახერხებდა კიდეც. ჯაჭვლიანმა კარგად იცოდა როგორი მონსტრიც იყო ქალი რომელმაც გააჩინა, თუმცა მაინც დედა იყო და მის წინააღმდეგ ვერ მიდიოდა, გულს ურევდა მისი არაკანონიერი და საზიზღარი საქმიანობა, ბევრჯერ განერიდა, წავიდა უცხოეთში თუმცა მან იქაც მიაგნო და აიძულა სამშობლოში დაბრუნებულიყო.
მთელი დღე მის მოლოდინში გაატარა სანდრამ, თუმცა ის აღარ გამოჩენილა, ფანჯარასთან იდგა და ელოდა, თუმცა ამაოდ. არანაირი ზარი და ტექსტური შეტყობინება.
-რა ხდება შენს თავს სანდრა?- ოთახში დაქანცული ლიზა შემოვიდა და გვერდით მიუწვა
-დავცაროელდი შინაგანად, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გულზე დიდი ლოდი მაწევს და სუნთქვაში ხელს მიშლის-ცრემლები გადმოსცვივდა და გაეცინა
-ვინ არის? -ლიზასაც გაეცინა მიხვდა რაშიც იყო საქმე
-თვითონაც კი არ ვიცი ვინ არის, ხანდახან იმასაც ვფიქრობ რომ ის უბრალოდ ჩემი წარმოსახვის შედეგია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სისულელეა -ცრემლები შეიმშრალა და ისევ გაეცინა
-მართალია მე არ გამიჩენიხარ თუმცა ზუსტად ვიცი რასაც გრძნობ და ფიქრობ ჩემო გოგო, ერთი რამ იცოდე, არავის და არაფრის გამო ინერვიულო, მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა, ცხოვრება ხანმოკლეა და თითოულ დღეს უნდ აგავუფრთხილდეთ ის დარდში არ უნდა გავფლანგოთ, ხომ გესმის რასაც ვამბობ?- მოეხვია
-მადლობა ღმერთს, რომ შენ ხარ დედაჩემი, შენ რომ არა ალბათ ვერ გავუძლებდი მამაჩემის სიძულვილით სავსე გამოხედვას, ორმაგად მეზიზღება ის ქალი, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ მან მამაჩემის სიყვარული წამართვა, მეზიზღება ჩემი თავი ასე ძალიან რომ ვგავარ მას და მისი გენები რომ მაქვს!

მთელი დღის განმავლობაში ზურა დედამისის გაფუჭებულ საქმეებს აგვარებდა, ერთ-ერთი მათი კლიენტი მოკვლითაც კი დაემუქრა, თუმცა ეს პირველი შეთხვევა ნამდვილად არ იყო როდესაც სიკვდილს დასხლტომია ხელიდან.მისი ცხოვრება იმდენად საშიში და სახიფათო იყო რომ ეშინოდა მასში ვინმეს შემოშვებისაც კი რომ სხვისთვის ზიანი არ მიეყენებინა, ბოლო 3 წლის მანძილზე ძალიან შეიცვალა, როგორც ფიზიკურად ასევე სულიერადაც. მკაცრი, ცივი და შეუბრალებელი იყო.ამაში კი ნამდვილად დაემსგავსა დედას. სახლში ძალაგამოცლილი დაბრუნდა,არაფრის თავი აღარ ჰქონდა იმდენად იყო დაღლილი, სააბაზანოს მიაშურა და რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა ცხელი წყლის ქვეშ. სანდრა მის გონებაში ყოველწუთას ტრიალებდა, თუმცა არ უნდოდა მისთვის ის ცხოვრება შეეთავაზებინა რითიც თვითონ ცხოვრობდა, ფიქრობდა, რომ სანდრა უფრო მეტს იმსახურებდა. ბოლოს გულმა ვეღარ მოუთმინა და მაინც წავიდა მასთან, მისი სახლის წინ იდგა, უბრალოდ იდგა გაუნძრევლად ისიც კი არ იცოდა რა უნდა ეთქვა მისთვის.
ამ დროს არეშიძე ცეცხლებს ყრიდა, გოგონები კი სატელეფონო ზარებითა და ტექსტური შეტყობინებებით ცდილობდნენ მის დამშვიდებას.
„შენს სახლთან ვარ, თუ სურვილი გაქვს ჩამოდი“
გახსნა თუ არა შეტყობინება მაშინვე მოემზადა გამოიპრანჭა და გარეთ გავარდა.
-აქ რას აკეთებ? - ვითომ არ გაუხარდა მისი დანახვა
-მინდოდა გამეგო როგორ იყავი
-კარგად ვარ ხომ ხედავ? შეგიძლია წახვიდე- არ წყვეტდა უხეშ საუბარს
-ასე ნუ მელაპარაკები სანდრა
-უკვე გითხარი, რომ მაშინ ვერ მოხვალ როცა მოგესურვება
-ვერც მაშინ როცა ძალიან მომინდება შენი ნახვა? - მიუახლოვდა, ახლა უფრო კარგად ესმოდა მისი გახშირებული სუნთქვა და გულისცემა
-ასე ახლოს ნუ მოდიხარ
-არ მოგწონს?
-რატომ მეთამაშები? რატომ ცდილობ რომ ყოველ ჯერზე მაწყენინო და გული მატკინო?-სახე გასწია მისი ცრემლები რომ არ ენეხა
-მაპატიე, არ მინდა გული გტკიოდეს- მოეხვია და თავზე აკოცა
-შენ ნორმალურად ცხოვრება არ შეგიძლია, არ ვიცი საერთოდ რა გინდა ჩემგან თუმცა არ მოგცემ უფლებას მეთამაშო და მაშინ გაგახსენდე როცა შენ მოგინდება
-ვიცი, ვიცი უბრალოდ ახლა წამომყევი კარგი?-ცრემლები მოწმინდა და გაუღიმა
-სად ?- ასრუტუნდა
-იქ სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებით
რამდენიმე წუთში ზურას ბინაში იყვნენ, კარგად იცოდა სანდრამ რომ ისევ გაუჩინარდებოდა ჯაჭვლიანი თუმცა ამ მომენტში მხოლოდ მასთან ყოფნაზე ფიქრობდა,მომდევნო დღეები არ ადარდებდა.
-გგონია ისევ სექსი გვექნება ?- თვალებში ჩახედა და გაიწურა მისი პასუხის მოლოდინში
-სულაც არ მიფიქრია მაგაზე აქ რომ მომყავდი
-კი როგორ არა - გაეცინა სანდრას
-ნუ გგონია რომ მარტო ეგ მინდა
-აბა რა გინდა იქნებ გამარკვიო
-შენთან ერთად დროის გატარება
-სწორედ ეგაა პრობლემა დროის გატარება
-ყველაფერს ცუდად ნუ იგებ რა სანდრა, საშინლად დაღლილი ვარ ახლა რომც მეხვეწო არაფრის თავი არ მაქვს.
-საშინლად მშია, არაფერი გაქვს?
-რას შეჭამ? შევუკვეთავ, არც მე მიჭამია
-გემრიელად არასოდეს ვჭამ ხოლმე, ყოველთვის იმას ვჭამ რასაც ჩემი ფიტნესინსტრუქტორი და დიეტოლოგები მირჩევენ თითქმის სულ მშიერი ვარ, მხოლოდ ბოსტნეულით ვიკვებები უკვე ყელში ამომივიდა - თვალები მობეზრებულად გადაატრიალა
-რატო იკლავ თავს ისედაც იდეალური სხეული გაქვს- ახედა და გაეღიმა
-წსორედ იმიტომ მაქვს ესეთი სხეული რომ ასე ვიკვებები, დამავიწყდა როგორია გემრიელად ჭამა, დედაჩემიც ასე იკვებება და ბავშვიბიდან მეც ასე მიმაჩვია ხომ ხვდები
-და ახლა რისი ჭამა გინდა ყველაზე მეტად
-ხინკალი და ლუდი-ტუჩები გაილოკა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა-ღმერთო რა სიამოვნებაა- თვალები გადაატრიალა
-მაგით ახლავე გასიამოვნებ მერე რა პრობლემაა- გაეცინა ზურას და მოეხვია
შეკვეთა რამდენიმე წუთში მოიტანეს, ისეთი ბედნიერი იყო სანდა ახლა არაფერი ადარდებდა, ისე გემრიელად ილუკმებოდა ზურას ეცინებოდა მის ქცევებზე
-აი ეს არის ნამდვილი სიამოვნება, როგორ ვძლებდი თქვენს გარეშე- ამოიკნავლა და ლუდის ქილას მოეხვია
-კიდევ გინდა?
-დღეისთვის საკმარისია-გაეცინა
-არ ვიცოდი ლუდი და ხინკალი ესე თუ გიყვარდა თორემ პირველ პაემანზე დაგპატიჟებდი-ამაზე ორისვეს გულიანად გაეცინა
-არა, პირველ პაემანზე ლუდი და ხინკალი ცოტა არიყოს და უხერხულია-ორივეს გაეცინათ.
-თავს კარგად ვგრძნობს შენს გვერდით-ლოყაზე ხმაურით აკოცა და გაუღიმა ჯაჭვლიანმა
-მიხარია, მინდა სულ ბედნიერი იყო
-და შენთვის რა არის ბედნიერება?
-შვილი-გაეცინა სანდრას და მზერა აარიდა
-შვილი? -გაუკვირდა ზურას მისგან არ მოელოდა ასეთ პასუხს
-პატარა გოგონა, ან ბიჭუნა, საოცრებაა არაა?- ტუჩი მოიკვნიტა და თვალებში ჩახედა
-შენი ასაკის გოგო და უკვე შვილებზე ფიქრობ, საინეტერესოა
-და შენ არ გინდა შვილები?
-რა თქმა უნდა მინდა, თუმცა ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვარ მზად ამისთვის, ცოტა რთულია ხომ გესმის?
-მესმის, კაცებისთვის ყველაფერი რთულია-გაეცინა
ზურასაც გაეცინა, აღარაფერი უთქვამს სანდრას, ჭამა განაგრძო, გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდა, მათ შორის კი არაფერი მომხდარა.
სახლში დაბრუნებულს ნამტირალევი ლიზა დახვდა
-რა მოხდა დედა?-მისკენ სირბილით გაიქცა
-არაფერია-გაუღიმა ქალმა და სცადა ბედნიერი სახის მორგება
-ტიროდი? ლევნმა გაწყენინა თუ დემემ?-არ ცხრებოდა არეშიძე,ლიზა ყველაზე მეტად უყვარდა რადგანაც მან გაუწია დედობა, მხოლოდ მისგან იგრძნო რა არის დედობრივი სიყვარული. ლევანზე მეტადაც კი უყვარდა ქალი
-არცერთმა, შენ სად იყავი ამ დრომდე?-სცადა თემა შეეცვალა
-გოგონებთან- იცრუა
-არ გშია? შენი საყვარელი კერძი მოვამზადე, წამოდი ერთად ვჭამოთ
-არა დედა, უკვე ვჭამე, ოთახში ავალ წყალს გადავივლებ
იცოდა ლიზა უმიზეზოდ არ იტირებდა, თუმცა ისიც კარგად იცოდა რომ მიზეზს არ ეტყოდა.
ჯაჭვლიანი გვიან დაბრუნდა სახლში, ყველას ეძინა, აივანზე გავიდა და სიგარეტს წაუკიდა, არ იცოდა რას აკეთებდა, სანდრაზე ფიქრი სიამოვნებდა და გულს უთბობდა, თუმცა ისიც კარგად იცოდა რომ ნიას ვერ ამოშლიდა გულიდან, ის იმ კაცთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა რომლებსაც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარდებათ, თანაც ისე რომ საყვარელი ქალისთვის სიცოცხლესაც კი დათმობენ, სწორედ ასეთი კაცი იყო ჯაჭვლიანი. ახლა სანდრას გამოჩნდა მის ცხოვრებაში და სულ აირია, ისიც კი არ იცოდა რისი შეთავაზება შეეძლო ამ გოგოთვის, არ უნდოდა მისთვის გული ეტკინა, კარგად იცოდა რა საშინელება იყო საყვარელი ადამიანისგან უარი. თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ის სტაბილურობას ვერავის შესთავაზებდა, ისიც კი არ იცოდა მეორე დღეს ცოცხალი გადარჩებოდა თუ არა, ეს ყოველივე კი დედამისის დამსახურება იყო, ქლაის რომელსაც საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი ადარდებდა.
გაეღვიძა თ არა მაშინვე ტელეფონს დახედა არეშიძემ თუმცა ამაოდ, არცერთი ზარი და შეტყობინება არ ყოფილა მისგან, საწოლზე მძიმედ დაეშვა და ამოიხვნეშა. ნერვიულობისგან ლამის თიტები დაიჭამა, ვერ ხვდებოდა რა უნდოდა ზურას მისგან, რისტვის შემოიჭრა მის ცხოვრებაში. სრულმა გაურკვევლობამ მოიცვა მისი გონება. გათიშული იყო, სრულიად მოსწყდა სამყაროს. რამდენიმე დღე გავიდა, ის კი ისევ არსად ჩანდა. არ აპირებდა მისთვის დარეკვას არეშიძე, ამაყი გოგონა გახლდათ. თუმცა ამ იგნორმა სრულიად გაანადგურა. სახლიდანა რ გადიოდა, საღამოს ნინი და ელენე ესტუმრნენ.
-რა გჭირს იქნებ გაგვარკვიო? - მის წინ ჩაიმუხლა ელენე და დაქალს ტირილისგან ჩაშავებული თვალები დაუკოცნა
-არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი-ტუჩზე იკბინა და სახე გაწია რომ ისევ არ ეტირა
-ეს იმ სვანი ბიჭის გამო ხდება ხომ?- დაბალი ხმით ჰკითხა ნინიმ და გვერდით მოუჯდა
-მისმინე დაო, ვიცით როგორიც ხარ, ბავშვობიდან დარდს გულში იკლავ და ამაზე არასოდეს არავისთან საუბრობ, თუმცა ეს მოგკლავს გესმის? ყველაფერი მოგვიყევი გულში ნურაფერს დაიტოვებ-მოეხვია ნინი
-მართალს გეუბნება, თუ არ მეტყვი რა მხოდა მივეჭრები იმ დამპალს და პასუხს მოვთხოვ გესმის?- იმუქრებოდა ელენე-ოღონდ ახლა არ თქვა რომ არაფერი მომხდარა!
-არ ვიცი, ვერ გავიგე რა უნდა- თვალები აუცრემლიანდა და ნიკაპი აუკანკალდა
-ღმერთო ახლა გავაფრენ, შენ რა ტირი?-სახე მოეღრიცა ელენეს
-ჰო ვოცო, ვიცი რომ უაზრობაა კაცის გამო ტირილი, მის გამო არა საკუთარი თავის გამო ვფტირი, ასეთი სუსტი რომ ვარ
-სარკეში ბოლოს როდის ჩაიხედე? იცი რამდენი ბიჭი ოცნებობს შენზე?
-კარგი რა ელენე, სხვა რომ უნდოდეს იმ სვანის გამო კი არ იზლუქუნებდა შენც რა მაგარი ხარ რა!
-მასთნა ვიწექი
ცოტახნით ორივე გაჩუმდა, შემდეგ კი ერთმანეთს გადახედეს.
-იმედია თავი დაიცავით- უხერხულად ჩაახველა ელენემ და ნინის გადახედა ისევ
-კი ეგ მოვახერხე-სმაივეს გაეცინათ
-დაგვიქალდა ჩვენი და- ახარხარდა ელენე
-შგიყვარდა? -ჰკითხა ნინიმ
-რომ არ უყვარდეს შენი აზრით ასეთი სახით იჯდებოდა ახლა?
-ხო მაგრამ ასე უცებ როგორ მოასწარი შეყვარება? სულ რაღაც ერთი თვეა მგონი რაც იცნობ
-ჯანდაბა ჩემს თავს, გამაბრუა, თვგზა ამირია, ახლა მოვკვდები- ბალიში წამოიმხო თავზე და ზლუქუნი დაიწყო
-მესმის შენი, ცოტახანს ასე გეტკინება, მაგალითად მე მთელი სამი თვე ვერ ვდგებოდი ტატოს რომ დავშორდი არ გახსოვს რა მჭირდა? - გაეცინა ნინის და ამოიხვნეშა
-გაგივლის დაო, გაგივლის, ცოტახანს გეტკინება პირველი რამდენიმე კვირა ბევრს იტირებ შემდეგ კი უფრო განელდება
-და თუ არ მინდა რომ განელდეს?
-სულ გაგიჟდა, გესმის რა თქვა?-თავი გააქნია ელენემ
-უყვარს შენ კიდე რა გჭირს? ვერ ხედავ სიყვარულის გამო საუკეთესო დაქალმა რომ დაგვადო? -გამოესარჩლა ნინი დაქალს
-და რაო რა მინდაო?
-ნეტავ უნდოდეს მაინც რამე-გაეცინა არეშიძეს და დაქალებს გადახედა
-რამ გამოგაშტერა ამხელა ქალი? რას შლიდი ფეხებს? არ იცი რომ ყველა კაცი ნაგავია? ბანალურია, თუმცა სიმართლეა
-იცი როგორი შეგძნება მაქვს? მგონი ვკვდები გოგონებო, ასე მგონია რაღაც შემიძვრა და მთელს სხეულში დარბის, არ ნელდება, რაც დრო გადის უფრო მეტად მტკივა. და ამას რამე შველის?
-კი დალევა, ადექი მივდივართ.ჯერ იბანავე რას გავხარ, ბოლოს როდის იბანავე?
როგორც ყოველთვის ულამაზესი და თვალისწმომჭრელი გახლდათ არეშიძის ქალბატონი. ტანზე გამოყვანილი შავი კაბა ეცვა, ღია გულით, მკერდი მოშისვლებული ჰქონდა, გრძელა ქერა კულულები უსწორმასწოროდ ეყარა დაზაგრულ ოქროსფერ მხრებზე, საოცრება იყო ნამდვილად, რომ მოესურვებინა ნებისმიერი კაცი მის ხელში იქნებოდა, თუმცა მისი გული მხოლოდ ჯაჭვლიანის იყო და მეტი არავისი.
-გიგაც მოვა?- იკითხა ნინიმ და გოგონებს გადახედა
-მოვა,მოვა ლილე და იკა მენატრებიან
-მეც ძალიან, იქნებ დაგვერეკა?
-კარგი რა სანდრა, თვითონ ვენატრებით? თვითონ დაგვირეკონ ჩვენ არაფერი დაგვიშავებია-გაბრაზდა ელენე
მალევე გიგაც მოვიდა, იმ საღამოს ისე დათვრა არეშიძე სახლის გზას ძლივს მოაგნო, ფრთხილად აირბინა კიბეები და ოთახში შეიძურწა. ახლა უფრო მეტად განიცდიდა, ნასვამზე უფრო მეტად მოაწვა და აქვითინდა, კარებთან ჩაიკეცა და ატირდა, გული ამოვარნას ჰქონდა.ყოველ ხუთ წუთში ანათებდა ტელეფონის ეკრანს და სოც.ქსელში შედიოდა იმ იმედით რომ ის გამოჩნდებოდა თუმცა ამაოდ. ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაურეკა, ლამის გული ამოვარდა რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ რომ გაისმა მისი სასიამოვნო ბოხი, ოდნავ ჩახრეწილი ხმა...
-სანდრა...
-როგორ ხარ-აკანკალებულმა ჰკითა
-ნორმალურად, შენ?
-კარგად, ძალიან კარგად რომ აღარ გამოჩნდი დაგირეკე, ხომ მშვიდობა გაქვს-ტუჩები დაიჭამა
-იცი, ახლა რაღაც თემებში ვარ და ვეღარ შეგეხმიანე არ გეწყინოს კარგი?
-არა, მე, მე უბრალოდ მოგიკითხე რატომ უნდა მეწყინოს-ძალით გაიცინა
-ახლა უნდა წავიდე და აუცილებლად დაგირეკავ.
-რა თქმა უნდა, დროებით
ტელეფონი გათიშა, ცოტახანს ასე იდგა გაშეშეებული და სუნთქვაშეკრული, შემდეგ კი პატარა ბავშვივით აქვითინდა. ნასვამზე უფრო მწარე ყოფილა, მთელი ღამე გაათია, გამთენიისას ჩაეძინა.
საშინელმა თავის ტკივილმა გამოაღვიძა, პირი უშრებოდა, თავს წყევლიდა რომ ამდენი დალია, შემდეგ გაახსენდა გუშინდელი ზარი ზურასთან და თავზე ხელი შემოირტყა. გონება დაძაბა და ეცადა გაეხსენებინა რამე ისეთი ხომ არ უთხრა რაც მის რეპუტაციას საბოლოოდ შელახავდა, თუმცა არაფერი ახსოვდა.
გოგონებს დაურეკა, სავაჭრო ცენტრში წავიდნენ, ძალიან ბევრი საჭმელი, ტკბილეული სათამაშო და ტანსცმელები იყიდეს, თვეში ერთხელ მაინც სტუმრობდა ხოლმე ობოლთა თავშესაფარს, 40 წუთში უკვე ბავშვების გარემოცვაში იყო, მათი ბედნიერი თვალების დანახვა კი ყველაფერს ერჩივნა, მათთან ერთად ბედნიერდებოდა სანდრაც. ძალიან უყვარდა ბავშვები, აღმერთებდა მათ, განსაკუთრებით კი ობლებს. სხვისი ბედნიერება ახარებდა და მთელი დღე პოზიტივით იყო სავსე. საღამომდე ბავშვებთან იყვნენ გოგონები.
ფეხით გაისეირნეს კუს ტბისკენ, ფოტოებს იღებდნენ და ხალისობდნენ, ერთმანეთთან ყოფნა აბედნიერებდათ მიუხედავად პრობლემებისა. ხის სკამზე ისხდნენ და ტბის ყურებით ტკბებოდნენ.
-რა კარგია ასე თქვენთან ერთად ჩემო გოგონებო-სიყვარულით გადახედა ნინიმ გოგონებს, მათაც გაეცინათ.
-ხომ არ შეგხმიანებია?-კითხა ელენემ სანდრას
-არა, წუხელ მე დავურეკე, მოვიკითხე, მგონი რომ სისულელე არაფერი მითქვამს, დამპირდა დაგირეკავო, თუმცა არ დაურეკვს- ტელეფონს დახედა და გაეცინა
-ერთი მაგის დედაც რა, ვის გამოა ჩვენი გოგო მოწყენილი? გადაგივლის დაო აი ნახე- გაამხნევა ნინიმ
-როგორც შენ გადაგიარა ხო-აფხუკუნდნენ ელენე და სანდრა ნინის ყოფილის გახსენებისას.
-ეგ სხვა რამეა და საერთოდ რა წესია ახლა ამაზე საუბარი? კარგით რა- თვითონაც გაეცინა.
-როგორ მომბეზრდა თბილისში ყოფნა, ზაფხულია, არდადეგები ჩვენ კიდევ აქ ვიხუთებით.
-სვანეთი გაგვემაზა, დემეტრეს გაუხმეს ეგ დებილი თავი
-არა ისე რა იკაცა? აღიარეთ -ახარხარდნენ გოგონები დემეტრეს გაბრაზებული სახის წარმოდგენისას
-მოიფიქრეთ და წავიდეთ სადმე თორემ აქ უკვე გაუსაძლისია
-არსად არ მინდა წასვლა-სახე მოეღრიცა სანდრას
-ახლა გაჩუმდი თორემ მივუარდები მაგ დამპალს და ძირში წავაჭრი
ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ.
სახლში ისევ გვიან დაბრუნდა. ამჯერად ლიზა და ლევანი გაცხარებულები კამათობდნენ, პირველად ნახა ლევანი ასეთი გაცეცხლებული
-რა ხდება?- გაოცებული შევარდა მისაღებში
-ნუ ერევი სანდრა!-დაუღრიალა ლევანმა
-რატომ ეჩხუბები დედას?! -ლიზასთან მივიდა
-გითხარი უკვე ნუ ერევითქო და მოშორდი აქედან!-ახლა უფრო ხმამაღლა დაუღრიალა
-დედაჩემს ნუ უყვირი! რა გაღრიალებს ვერ გავიგე რა დღეში ხარ?!!!- არც სანდრა დარჩენია ვალში
-ის დედაშენი არაა !!! და ნუ იცავ გესმის?! ან დამემორჩილე ან კიდევ გაეთრიე ჩემი სახლიდან უკკვე ყელში მყავხარ ამოსული!!
ხმა გაუწყდა სანდრას თვალები ცრემლით აევსო , ერთიანად ააკანკალა
-რა? ამას როგორ მეუბნები მე ხომ შენი შვილი ვარ? რატომ ვერ მიტან ასე ძალიან? რა დავაშავე? იქ ქალი ჩემს გამო წავიდა? ამიტომ გეზიზღები? -აქვითნდა
-მომწყდი თავიდან ! არასდეს მდომებია შენი დაბადება, დედაშენი კი იმიტომ წავიდა რომ შენ არ უნდოდა გესმის? რომ არა შენ ის არ წავიდოდა! ყველაფერი იდეალურად გვქონდა სანამ შენ დაიბადებოდი! ვეღარ გაუძლო და წავიდა გესმის? წავიდა შენს გამო!! ამიტომაც ყოველი შენი ყურებისას ის მახსენდება. რომ არა შენ ის ახლა ჩემს გვერდით იქნებოდა.
-ამას როგორ ეუბნები ლევან, ის ხომ შენი შვილია? შენი სისხლი და ხორცი, ღმერთო შენ რანაირი ადამიანი ხარ? ! - ყურებს ვერ უჯერებდა ლიზა
სანდრას ჩაიკეცა გონს ვერ მოდიოდა მამის სიტყვების შემდეგ
-და ჩემზე რას იტყვი ლევან? მე რომ ვარ შენს ცხოვრებაში არც ეს გახარებს ხომ? არ გაბედო და ჩემს გოგოს ასე აღარ მიმართო გესმის? ის ჩემი შვილია მე გავზარდე მე ვარ მისთვის დედა და არ მოგცემ უფლებას ასე გააწორო მიწასთან.
-ხმა ჩაიგდე, შენთან ჯერ არ დამისრულებია, ან წამოხვალ მაგ ფილმის გადაღებიდან ან საერთოდ ჩემი ცხოვრებიდან წახვალ. აირჩიე!
-საზიზღარი ადამიანი ხარ, მეცოდები! -კბილებში გამოსცრა ლიზამ, სანდრას ხელი დაავლოო და ოთახში აიყვანა.
არეშიძე ხმას ვერ იღებდა შოკში იყო. ვერც კი წარმოიდგენდა რომ საკუთარ მამას ასე ეზიზღებოდა.
-ნუ ტირი ჩემო ლამაზო, მე შენს გვერდით ვარ-ეფერებოდა ლიზა და ცდილლოობდა დაემშვიდებინა
-მადლობა რომ არსებობ-მოეხვია ლიზას.
ფული, მდიდრული სახლი, ბოლო მოდელის მანქანა და მობილური, არ ნიშნავს რომ იყო ბედნიერი, ზუსტად ამის ნათელი მაგალითია სანდრა რომელიც ახლა საშინლად იტანჯება. მას არაფერი აკლია სიყვარულის გარდა, მას ხომ ვერანაირი ფულით ვერ იყიდი.
დილით გოგონებს დაურეკა და მათთან წავიდა. არ უნდოდა ლევანის ნახვა.
მტელი დღე მათთან გაატარა, საღამოს კი გადაწყვიტეს ბათუმში წასულიყვნენ. სახლში გაჩერება აღარ შეეძლო სანდრას, ბარგი ჩაალაგა ლიზას დაემშვიდობა და გოგონებთან ერთად ბათუმში წავიდა, საჭესთან ელენე იჯდა, გვერდით ნინი უკან კი სანდრა, მთელი გზა მომხდარზე ფიქრობდა. არასასურველი შვილი მხოლოდ ამას იმეორებდა გულში და ტანში უსიამოვნოდ ცრიდა.გოგონებისთვის არაფერი უთქვამს არ უნდოდა ვინმეს შეცოდებოდა.
გამთენიისას უკვე ბათუმში იყვნენ.

ჯაჭვლიან პრობლემები შეექმნა და ქვეყნიდან წასვლა მოუწია, რამდენიმე კვირაში დაბრუნდა, იმდენად იყო საქმეებში ჩაფლული, იმდენი პრობლემები ჰქონდა რომ ახლა სიყვარულისთვის ნამდვილად არ ეცელა, ალბათ ვერ ხვდებოდა როგორ სტკენდა სანდრას გულს. თავის ბინაში იყო ბიჭებთან ერთად.
-იმ გოგოსთან რას შვები ?- კითხა რატიმ და ვისკი გადაკრა
-ახლა ისე ვარ გოგო კი არა თავი სად მაბია არ ვიცი-გაეცინა და ნაპასი დაარტყა
-კი იგიჟებდი თავს - გაეცინა რატის
-მენატრება ბიჭო მარა რა ვქნა აბა? ხედავ რა ტრაკშიც ვარ? რა ვუთხრა? ჩემი დედამოტ*ნული ცხოვრების გამო მომიწია შენი დაკიდებათქო?
-ჰო მესმის ძმაო, შენი შენ უკეთ იცი
ბიჭები გააცილა, თავის ბინაში იყო მარტო, სანდრაზე ფიქრობდა, უნდოდა დაერეკა, მოეკითხა თუმცა არ იცოდა რა ეთქვა, არც ის უნდოდა რომ მისთვის გული ეტკინა. რთულ სიტუაციაში იყო. გაურკვლობა უფრო ტანჯავდა, ის მისთვის პირველი იყო, პირველი მამაკაცი კი გოგონებს ადვილად არ ავიწყდებათ მითუმეტეს სანდრასნაირებს. ბოლოს ვეღარ მოითმინა და დაურეკა
-გისმენ-რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ მოესმა სანდრას ნაზი ხმა რომელიც ძალიან მომანტრებია
-სანდრა როგორ ხარ
-კარგად, თავად? -აშკარად ნაწყენი იყო გოგო
-ნორმალურად, სად ხარ?
-ბათუმში
-კარგია, ერთობი?
-რავიცი, ვცდილობ
-ბრაზობ?
-რაზე? - გაეცინა არეშიეს
-იმაზე რომ არ შეგეხმიანე ამდენხანს
-ადამიანზე რომ გაბრაზდე ის შენთვის რაღაცას უნდა ნიშნავდეს
-ანუ?-გაეცინა ზურას, არ მოელოდა მისგან ასეთ პასუხს
-ანუ ის რომ არ გავბრაზებულვარ
-მომენატრე-ტუჩი მოიკვნიტა- შენი სუნი მომენატრა
-პრადა, შეგიძლია იყიდო და დაყნოსო ხოლმე
-ყოველთვის ახერხებ გამაცინო, ეს ბევრს არ გამოსდის
-მისმინე, არ მინდა უხეშად გამომოვიდეს თუმცა მე არ ვარ ის შენი რიგითი გოგო რომელთანაც მაშინ მიხვალ როცა შენ მოგიდენდება, ასე რომ ჯობს სხვა ნახო
-რიგითი რომ იყო არ დაგირეკავდი
-აჰა, ანუ ახლა პატივში ვარ და რამე?
-ვგიჟდები ასეთი ირონიული რომ ხარ უფრო მეტად მინდიხარ-გაეცინა
-რა გინდა?
-შენ მინდიხარ
-მე არ მინდიხარ, ახლა კი კარგად იყავი-ტელეფონი გაუთიშა
გაეცინა ზურას, იცოდა როგორიც იყო, სწორედ ამიტომაც იზიდავდა.
ბიჭებს დაურეკა და ბათუმში დაგაზეს.
-ისე რამ გაგაგიჟა ჰა?- ახარხარდა თოკო
-რამ არა ვინ-თვალი ჩაუკრა რატიმ
-კაი რა , მეგონა ეგ თემა მორჩა
-მგონი უყვარს ამ ჩემისას
-ისეთი გოგოა ვის არ ეყვარება, ბავშვობაში მეც მიყვარდა- ახარხარდა თორნიკე
-ღადაობ?
-არა, 10 წლის ვიყავი პირველად რომ დავინახე ისეთი ლამაზი იყო ლამის მოვკვდი ადგილზე
-სულ გამო*ლევდა ეს ჩემისა-თავი გააქნია რატიმ
-ამაყი გოგოა, ასე რომ ასე ადვილად არ გაპატიებს ხომ იცი?
-ვიცი ვიცი და მაგიტომაც მეკეტება, თან რა ლამაზია დამა*ლევა ტიპი-გაეცინა ჯაჭვლიანს
-შენ ისედაც და*ლევებული იყავი- ახარხარდა რატი
-საჭესთან არ ვიჯდე ნახავდი შენსას-თითი დაუქნია
-ის მაინც იცი რომელ სასტუმროშია?
-მაგას ადვილად გავიგებთ


სანდრა გოგონებთან ერდა პლიაჟზე იყო, იცოდა ზურას ხასიათი და ისიც რომ ამ ერთი ზარი გამო ოცნების კოშკები არ უნდა აეგო. მზემ შეაწუხა და წყალში ჩავიდა, კარგად ცურავდა, ესიამოვნა დამწვარ სხეულზე ცივი წყალი.
საღამოს კაფეში ისხდნენ და კოქტეილს მიირთმევდნენ.
-ის ბიჭი თვალს არ გაშორებს-თვალით ანიშნა ნინიმ სანდრას
-ქალბატონო სანდრას ეს თქვენ -ღიმილით მივიდა ვიღაც ბიჭი მათ მაგიდასთან და სანდრას ერთი ცალი წითელი ვარდი გაუწოდა
-ბატონო? -დაიბნა არეშიძე და ვარდი გამოართვა-რა ხდება?
შემდეგ რამდენიმე ბიჭი ერთად და ყველამ წითელი ვარდები მიუტანა ბოლოს კი ზურა გამოჩნდა ვარდებით ხელში.
სანდრა დაიბნა, ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა მისგან მსგავს საქციელს. სახე მოისრისა და გაეცინა
-როგორ გრძნობს თავს ყველაზე ლამაზი ქალბატონი? - ქალტან საუბარი ნამდვიალდ გამოსდის გაიფიქრა არეშიძემ
-კარგად იყო თუმცა თქვენი გამოჩენისას ხასიათი წაუხდა- ირონიული ღიმილი მიაგებდა ჯაჭვლიანს
-თუ მოისურვებს ისევ გავქრები, თუმცა ჯერ ეს ვარდები გამომართვი-გაეცინა და თაიგული გაუწოდა
თვალებში ჩახედა, შემდეგ კი წითელი ვარდების თაიგულს დახედა, ყოველთვის უყვარდა ვარდები განსაკუთრებით კი წითელი. გამოართვა და გვერდით მდგომ სკამზე ურეაქციოდ დადო ვარდების კონა.
-მისია შესრულებულია, შეგიძლია გაქრე- ამაყად გაუღიმა
-ალექსანდრა, მიყვარს ასეთი მკაცრი და ამაყი ალექსანდრა!- რამდენჯერმე ღიმილით გაიმეორა მისი სახელი და თვალებში ჩახედა- დროებით თუ სამუდამოდ?-არც ჯაჭვლიანი ჩამორჩებოდა არეშიძეს სიტყვა-პასუხში
-სასურველია რომ სამუდამოდ-გაუღიმა სანდრამ
-ეს სურვილი რომ გულწრფელი იყოს აუცილებლად შევასრულებდი, თუმცა ვიცი რომ ყალბია და სინამდვილეში საპირისპიროს ფიქრობ, ამიტომაც ნამდვილ სურვილ აგისრულებ და დავრჩები-კმაყოფილი სახით მიუჯდა გვერდით და ბიჭებსაც ანიშნა რომ გოგონების გვერდით დაეკავებინათ ადგილი.
ბრაზმორეულ ალექსანდრას გაეცინა და სახეზე წამოახურა, წარმოდგენა არ ჰქონდა რა თამაშს ეთამათებოდა ეს კაცი. ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა სადმე განმარტოებულიყვნენ და მისი გარუჯული და დაკუნთული სხეული მთლიანად დაეპატრონებინა, თუმცა იმდენად ამაყი იყო რომ ამაში საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა.
გოგონები დაბნეულობისგან იღიმოდნენ, მალე შევიდნენ ბიჭებთან კონტაქტში და სანაპიროზე გავიდნენ, სანდრა და ზურა კი მარტო დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ
-გამაგებინე რა თამაშს თამაშობ?!- წამოენთო არეშიძე და თვალებში ჩააშტერდა მკაცრი გამომეტყველებით
-მაგიჟებ, ახლაც რომ გიყურებ ერთი სული მაქვს ეგ მოკლე კაბა გაგაძრო და დაგეუფლო-ტუჩები გაილოკა და ხარბად მოავლო მის სავსე მკერდს თვალი
-ახლა გასაგებია, ანუ მხოლოდ ვნება?- თავი გააქნია და სიმწრისგან გაეცინა
-ძალიან ლამაზი ხარ, საშინლად მიზიდავ თავს ვერაფერს ვუხერხებ-ყურში ვნებიანად ჩასჩურჩულა, გააკანკალა სანდრას, დასცხა...
-მომიწევს იმედები გაგიცრუო, არ ვაპირებ შენი ვნებების დაოკებას, შეგიძლია სხვასთან დაიოკო ეგ ცხოველური ჟინი! -გაცოფებული წამოხტა და წასვლა დააპირა, თუმცა ჯაჭვლიანმა სტაცა მაჯაში ხელი და მასთან ძალიან ახლოს აღმოჩნა ერთ წამში, სუნთქვა უფრო გაუხშირდა, არცერთი ქალის მიმართ არ ჰქონია მსგავსი ვნება, თავზე კონტროლს კარგავდა როდესაც მის ღმა, სევდიან თვალებს აშტერდებოდა.
მისთვის ხელის გაშვებას ნამდვილად არ აპირებდა, ხელი მოხვია წელზე და სასტუმროს ნომრისკენ დაიძვრნენ. ვერც სანდრა უწევდა წინააღმდეგობას. გული და გონება სრულიად ეწინააღმდეგებოდნენ ერთმანეთს, ამჯერად კი გულმა აჯობა როდესაც მის მკლავებში აღმოჩნდა სასუმროს ნომერში. ერთი ხელის მოძრაობით შემოისვა არეშიძე, მკერდი მოუშიშვლა და ცხოველივით დააცხრა, გაშმაგებული კოცნიდა მის ცხელ სექსუალურ სხეულს, ოთახში მხოლოდ მათი გამზაფრებული სუნთქვა და ქოშინი ისმოდა, სიამოვნებისგან განცდილმა ხმებმა სრულიად მოიცვა ოთახი. იისფერი მოკლე ატლასის კაბა სააძრო, შემდეგ კი თხელი გიპიურის ტრუსიც შემოაცალა, სწრაფად მოექცა მისფეხებშუა და მასში შევიდა, სწრაფი ბიძგებით ცდილობდა სიამოვნება მიეღო, სანდრაც აყვა მის ტემპს ოთახში ვნების ცეცხლი ენთო, მათი ხმები აყრუებდა გარემოს, თავს ვერცერთი იმორჩილებდა. არეშიძე ვნებიანად ჩასჩურჩულებდა ყურში რომ არ გაჩეღებულიყო და უფრო ძლიერად ემოქმედა, ეს უფრო მეტად აგიჟებდა და უღვივებდა სურვილს ჯაჭვლიანს, ერთმანეთზე ძლიერად ჩაბღაუჭებულებმა სიამოვნების მწვერვალს მიაღწიეს და ქოშინით დაეშვნენ საწოლზე, გულისცემა არცერთს დაურეგულირდა, ეს ღამე ორივეს ცხოვრებაში განსაკუთრებული იყო და მის დავიწყებას ვერასოდეს შეძლებდნენ.
გონს მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ მოეგო სანდრა და ატირდა, ცდილობდა ცრემლები ზურასგან დაემალა, ეგონა რომ მას ეძინა
მსიკენ გადატრიალდა ჯაჭვლიანი და უკნიდან მოეხვია, კისერში ჩარგო თავი და აკოცა
-ეს ღამე ყველაზე მაგარი იყო ჩემს ცხოვრებაში, საოცარი ქალი ხარ ალექსანდრა!
-სურვილი დაიკმაყოფილე, შეგიძლია წახვიდე და ის ვარდებიც თან გაიყოლო- სლუკუნით უთხრა და ცრემლები შეიმშრალა
-არსად წასვლას არ ვაპირებ, ჩემს გოგოსთან მინდა ყოფნა- მაგრად მოეხვია
-მინდა რომ წახვიდე ზურა-მისკენ გადმოტრიალდა და სრულიად სერიოზულმა უთხრა
-მაგდებ?- გაეცინა
-ასე არ მინდა გესმის?
-ასე როგორ? - ვერ მიუხვდა ნათქვამს- არ მოგეწონა რაც მოხდა?
-დავიჯერო ვერ ხვდები?
-განმიმარტე
-შენ არ გაქვს უფლება მაშინ მოხვიდე და გაქრე როცა მოგესურვება, მე ადამიანი ვარ რომელისაც გრძნობები გააჩნია
-მესმის რასაც ამბობ- წამოდგა და სიგარეტს წაუკიდა
-ხოდა თუ გესმის უნდა წახვიდე
-იქნებ დარჩენა მინდა?
-გინდა?- თვალები აემღვრა არეშიძეს
-იცი, ძალიან რთული ცხოვრება მაქვს, შენ ამას ვერ გაიგებ, ისიც კი არ ვიცი ხვალინდელი დღე გამითენდება თუ არა, მე არ მინდა შენ საფრთხე შეგიქმნა, ჩემს გვერდით კი უსაფრთხოდ ვერავინ იქნება
-მაშინ ახლა რატომ მოხვედი? ამას რატომ აკეთებ?
-არვიცი, თვიოთონაც არ ვიცი, მაგიჟებ გესმის? ! თავს ვერაფერს ვუხერხებ , არ შემიძლია როდესაც შენზე ვფიქრობ ცხოველს ვემსგავსები.
-არ ვიცი რა ხდება შენს თავს, რა გაწუხებს ან საერთოდ რა ცხოვრებით ცხოვრობ, თუმცა ერთი რამ კარგად ვიცი, ახლა თუ არ წახვალ შემდეგ უკვე ძალიან გამიჭირდება მე ესე არ შემიძლია.
-მესმის სანდრა, მინდა კარგად იყო, ახლა შენი კარგად ყოფნა ყველაზე მეტად მინდა, საოცარი ქალი ხარ, წარმოუდგენლად კარგი ! უბრალოდ მე...- თავი მოიქექა სათქმელს ვერ უყრიდა თავს
-ვნება დაცხრა, ორივემ მივიღეთ ის რაც გვინდოდა, ახლა კი წადი გთხოვ, ოღოდნ ამჯერად სამუდამოდ, ისე რომ აღარ მობრუნდე. ეს ღამე კი არასოდეს დაივიწყო
-შეუძლებელია შენი დავიწყება.- სიგარეტი საფერფლეში ჩასრისა და მიუახლოვდა. სახე დაუკოცნა და ყურთან ჩურჩულით უთხრა ...
-შენ ჩემი გაბედნიერება მოახერხე, ამდენი ტკივილის შემდეგ ეს შენ შეძელი და შემიძლია შენგან წავიდე?
თავი ვერ შეიკავა სანდრამ ატირდა და მოეხვია. იმ წამს ორივე გრძნობა დაეუფლა უზომო სიხარული და მისი დაკარგვის შიში, რომელიც მოსვენებას არასოდეს მისცემდა.
წყალი გადაივლეს და აივანზე გავიდნენ. ბათუმის ულამაზესი ხედებით ტკბებოდნენ რომელიც სანაპიროზე იშლებოდა.
დილით ერთმანეთში ახლართულებს გამოეღვიძათ.
ჯაჭვლიანი უყურებდა მის ლამაზ სხეულს და ტკბებოდა, ნაზად დაუსვა ხელი გარუჯულ კანზე, ქალბატონი შეიშმუშნა და გაეღიმა.
-გოგონები ყელს გამომყრიან - თვალები მოიფშვნიტა და თავი წამოყო
-ჩემს გოგოს ვერავინ შეეხება - წინ ჩამოყრილი თმები გაუსწორა და სველი კოცნადაუტოვა ყელში
-შენ მათ არ იცნობ- ფეხე სწრაფად ჭამოიჭრა, მოხიკა თავის ნივთები და გავარდა ნომრიდან.
დღემ მშვიდად ჩაიარა, არც გოგონები ყოფილან იმ საღამოს თავიანთ ნომრებში, სამივემ ტყუილი თქვეს თავის გადასარჩენად, თუმცა საბოლოოდ მაინც გამოუტყდნენ ერთმანეთს. დღე სასიამოვნოდ გაატარეს ბიჭების გარეშეც.
-თქვე პატარა „ძუკნებო“ სად დაძვრებოდით წუხელ?- გადაიხარხარა სანდრამ
-ჩვენ ვართ ხომ კიდევ „ძუკნები“? შენი ქოშინის ხმა გვერდითა ნომერშიც კი ისმოდა- ახარხარდა ელენე
-მოიცა, შენ გვერდითა ოთახში რა გინდოდა? კაცი ააგდე? -პირი დააღო ნინიმ და სანდრას გადახედა
-რა იყო ვერ ავაგდებდი თუ რა? შეიფერა ელენემ და მზეს მიუშვირა სახე ბედნიერმა
გოგონებმა ისევ გადახედეს ერთმანეთს და ხმამაღლა გაეცინათ ელენეს შემხედვარე.
-შენი რაინდი ისევ წყვდიადში გაუჩინარდა თუ?
-თუ- შეუბღვირა სანდრამ ელენეს
-ანუ?
-არ მინახავს დილის მერე
-და რატომ გამოიქეცი ?
-თქვენს გამო - მხრები აიჩეჩა
-ახლა უყურე ჩვენ გვაბრალებს, ნინელი უთხარი რამე, სულ ბიჭებს ნუ უყურებ გოგო - სიცილით უთხრა ელენემ დაქალს.
თვალებით ყველგან მას ეძებდა, თუმცა ჯაჭვლიანი არსად ჩანდა. სანდრა ჩვეული იყო მის საქციელებს, ამიტომაც იმდენად მძაფრი რეაქცია აღარ ჰქონდა. გაახსენდა წუხანდელი ვნებიანი ღამე და წამოახურა, დასცხა, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა. სხეულში აგიზგიზებული ცეცხლის ჩასაქრობად ზღვაში შეცურა, ყოველთვის სიამოვნებას გვრიდა წყალი. ჯაჭვლიანი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა, უყვარდა კაცი, თან ისე უყვარდა რომ მზად იყო მისთვის ამ წამსაც კი გამოსალმებოდა სიცოცხლეს, ჩემს გვერდით მშვიდად ვერ იქნებიო რომ უთხრა, ზუსტად იცოდა რომ მხოლოდ მის გვერდით იქნებოდა მშვიდად, მის გარეშე კი სულს ვერასოდეს დაიმშვიდებდა.

ზურა ნომერში იყო, მთელი დღე თავისი ოჯახის საქმეებს აგვარებდა, მის ტელეფონზე გამუდმებით ისმოდა ზარები, მუქარები, ამას უკვე ჩვეული იყო, ასეთია მისი ცხოვრება და ვერ მისცემს თავს იმის უფლებას რომ ალექსანდრაც მასში ჩაითრიოს, თუმცა მის გარეშე ყოფნაც უჭირს, არ იცის რა გააკეთოს. ფიქრით დაიღალა. ტელეფონი აიღო და მისი ნომერი აკრიფა, ესეც გაუცნობიერებლად გააკეთა, გაახსენდა წუხანდელი და გაეღიმა.
-გისმენ-ნინიმ უპასუხა რამდენიმე გაბმული ზარის შემდეგ
-სანდრა?
-სანდრა წყალშია, რომელი ხარ?
-რა ადგილას ხართ?
-სასტუმროს წინ, სანაპიროზე
ტელეფონი გათიშა და მაშინვე მასთან წავიდა. არეშიძე ისევ წყალში ნებივრობდა და გრილდებოდა. გოგონებთან ერთად ნაპირზე მდგომ ზურას რომ ჰკიდა თვალი მაშინვე ჩაყვინთა, თითქოს შეეშინდა მისი, თუმცა მალევე ამოვიდა წყლიდან და წინ აესვეტა ჯაჭვლიანს.
-აქ რას აკეთებ? - გაეცინა სანდრას და სახე შეიმშრალა
-შენთან მოვედი, ასე უნდა გაქრე ხოლმე? - გაეცინა ზურას და სველ სხეულზე ხელი ნაზად დაუსვა
-გიკვირს? ისევე ვიქცევი როგორც შენ, ხომ მოგწონს ასეთი თამაში? -არც გოგონა დარჩენია ვალში
-როგორც ვხედავ საინტერესო ცხოვრება გველის წინ- გაეცინა ზურას და სანდრას ხელი გადახვია ძმაკაცივით.
-აბა, როდის იწურება შენი არდადეგები? - ახედა სანდრამ
-როცა მე მოვისურვებ, რა იყო უკვე მოგბეზრდა ჩემი ყურება?
-კარგად იცი რაც ვიგულისხმე
-არ გშია? - ცადა თემა შეეცვალა- აქვე ახლოს ძალიან კარგი რესტორანი ვიცი, უგემრიელეს აჭარულს აკეთებენ- ტუჩები გაილოკა
-სანდრას ყველი არ უყვარს - ჩაიფხუკუნა ნინიმ
-სხვა რამეებიც აქვთ- თვალი ჩაუკრა ნინის ზურამ და სანდრას გადახედა
არეშიძემ თავი გააქნია და ბატონი ზურაბის ნებას დაჰყვა, მალე ბიჭებიც შეუერთდნენ, დღე მხიარულად გაატარეს.
-რა იქნება რომ სულ ასე ვიყოთ? - გულდამწყდარმა ჩაილაპარაკა არეშიძემ და ზურას გადახედა ამღვრეული თვალებით
-ვიქნებით, ვიქნებით -ხელი მაგრად ჩაჰკიდა და გაუღიმა
სანდრამ თავი გააქნია, არაფერი უთქვამს. საღამოს თბილისში უნდა დაბრუნებულიყო ჯაჭვლიანი, ესეც იცოდა თუმცა მაინც არაფერი უთქვამს მისთვის. ბათუმთან ერთად დამთავრდება ეს ბედნიერი წუთებიც.










________________________________________________________
მაინტერესებს თქვენი აზრი, იმედი მაქვს მოგწონთ, რაც შეეხება მის დასრულებას, უკვე დაწერილი მაქვს, ასე რომ ისტორია აუცილებლად დასრულდება. ველი თქვენს შეფასებებს. <3



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან მომწონს, ყოჩაღ კარგია, წარმატებები

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargad cer, istoriac sainteresoaass, velodebi shemdegs

 


№3 სტუმარი Arami

ძალიან მომწონს, ყოველთვის მომწონდა შენი ისტორიები და გული დამწყდა, იმათზე რას ვერ დაამთავრე. მაგრამ ეს ყველაზე, ყველაზე კარგია!!!!!

 


№4 სტუმარი makuna-makuna

ძალიან კარგია ველი ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent