შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საბედისწერო ქმედებები (სრულად)


18-06-2018, 00:28
ავტორი lemongiirl
ნანახია 19 430

ერთი კვირა ელოდებოდა დედაჩემი იმ “პრადას” ჩანთას. ჩემ და საუბედუროდ, მაინც და მაინც მაშინ ჩამოვიდა ამანათი, როდესაც დეფილე ჰქონდა.
მთელი დღე გაწამაწიაში იყო.
ჩანთაზე რომ გაიგო, კინაღამ კივილი დაიწყო.
თვითონ ვერ ასწრებდა, ატელიეში იყო წასასვლელი, ამიტომ მე დამასაქმა.
მაშინვე დავთანხმდი, დიდი დღე ჰქონდა და არ მინდოდა ენერვიულა.
გავემზადე და სახლი დავტოვე.
იქ ისედაც არეულობა იყო, ლია (დედაჩემი) და მისი პერსონალი ბრძანებებს გასცემდნენ და დაახლოებით თხუთმეტამდე შეშინებულ, მაგრამ საოცრად ლამაზ მოდელს შენიშვნებს აძლევდნენ.

გარეთ გამოსვლისას შევამჩნიე, რომ ჩემი თბილი მწვანე ქურთუკის მაგივრად ერთ-ერთი მოდელისა ჩამეცვა.
სახლში დაბრუნება აბსურდი იყო, ნახევარი გზა გავლილი მქონდა.

საქართველოს ფოსტაში, რომ შევაბიჯე კარგა გვარიანად გაყინული ვიყავი და კანკალს ავეტანე უკვე.

-გამარჯობა, ლია სიხარულიძის ამანათის წასაღებად მოვედი. -ვუთხარი ლურჯ მოსაცმელიან ბიჭს. შემოწმება დაიწყო.
-თქვენი პირადობა, ქალბატონო ლია.
-არა, მე მისი ქალიშვილი ვარ, მაგრამ ლიას პირადობაც აქ მაქვს, ორი წუთით.
ქურთუკის ჯიბეში ხელის ჩაყოფა და იმის გააზრება, რომ საფულე და მობილური ჩემსაში მქონდა, რომელიც ახლა სახლში თბილად განისვენებდა ერთი იყო.
-აუუუ! -ავნერვიულდი
მაშინვე.
ლიასთვის დარეკვა არც მიფიქრია. პირველი იმიტომ, რომ მობილური არ მქონდა, მეორე კი, ვიცოდი ამაზე ცალკე აწრიალდებოდა.
გადავწყვიტე მამაჩემისთვის მიმეკითხა, რომელიც ვიცოდი, რომ ამ ქუჩაზე ცხოვრობდა.
დედაჩემი, ლია სიხარულიძე და მამაჩემი ვახტანგ მეტრეველი სამი წელია გაშორებულები არიან. მე დედასთან ვცხოვრობ, მაგრამ მამასთან ადამიანურ ურთიერთობას ვინარჩუნებ. განქორწინების სტანდარტული მიზეზის, ურთიერთგაგების არქონის გამო, არცერთს არ მოუხდენია ზეწოლა ჩემზე და მეორე მშობლის მიმართ პროვოკაცია არ მოუხდენია. ამიტომ, ვახოსაც ვეხმიანები ხოლმე.

ფოსტიდან გამოვედი და მამაჩემის კორპუსისკენ გავწიე. აღმოჩნდა, რომ გზა არ მცოდნია კარგად. ოც წუთიანი ბოდიალის შემდეგ როგორც იქნა მივაგენი მის კორპუსს და ბედნიერებისგან ხტუნვას დავიწყებდი, რომ არა პაროლი კარებზე.
უკმაყოფილოდ ავიტუზე კორპუსის წინ. ათი წუთი უაზროდ მივჩერებოდი ციფრებს და მხოლოდ შემდეგ დავინახე მართკუთხა, ვერცხლის ფილებზე ამოკვეთილი გვარები. მეტრეველი დავლანდე თუ არა მაშინვე დავაწექი.
-დიახ. -გაისმა არა-მამაჩემის ხმა.
-ვახო მინდოდა. -ვთქვი დაეჭვებით.
-ვინ ვახო?
-მამაჩემი. -ასევე დაეჭვებით ვთქვი და გმინვა აღმომხდა როდესაც გაყინულ ცხვირზე მოვირტყი თითები.
-აუ, არ მაქვს ხუმრობის დრო! -უკმაყოფილოდ გამოაცხადა ხმამ.
-არ გეხუმრებით. -ვცადე თავის მართლება, მაგრამ ის უკვე აღარ მისმენდა.

გათიშული ზარისგან გაბრაზებული
მეორედ დავაწექი მეტრეველის ფილას.
-ბატონო. -კვლავ უკმაყოფილო ხმა გაისმა.
-ისევ მე ვარ, სერიოზულდ, ვახო მეტრეველი მინდა, მამაჩემი, მანდ არ ცხოვრობს?!
-ვახ! -აღმოხდა ხმას. -რა დავაშავე ყველა გზააბნეული მე, რომ მადგება. -ჩემს გასაგონად თავისთვის ჩაილაპარაკა. -ბავშვებო, არ გბეზრდებათ ეს ღადაობა?
გაბრაზებულმა თვალები დავჭუტე.
-რომელ ღადაობაზე მელაპარაკებით, გავიყინე უკვე ერთი საათია გარეთ ვარ და ეს ქურთუკი ძალიან თხელია. დაუძახეთ რა ვახოს!
-გოგონი, არ ცხოვრობს აქ ვახო მეტრეველი და რა გიყოთ?!
-მამაჩემს უთხარი რომ არ მეცინება!
-რომელ მამაშენს ნუ გადამრიე!
-აუუ, კარგით რა, მეღადავებით?!
-გოგონა, აგერია ალბათ!
-შემომიშვით და ვნახოთ თუ ამერია! ვახოს მოვკლავ მანდ, რომ იყოს!
-რატომ უნდა შემოგიშვა?
-რაიყო, აღარ გვეღადავება? -ნიშნის მოგებით ჩავილაპარაკე.
-არც ვღადაობდი! უცხო ადამიანი ხარ და რატომ უნდა შემოგიშვა?!
-არ ვარ უცხო! მე ვახოს შვილი ვარ და შენ თვითონ ვინ ხარ?
-თორნიკე! -სიამაყით გამოაცხადა გაღიზიანებულმა ხმამ.
-ამომიშვი გავიყინე, თორნიკე ხარ თუ ვინცა ხარ!
-არა-მეთქი!
-რას ქვია არა!
-უცხო ხალხს არ ვუშვებთ!
-აუუუ, ვახოო! -ჩავყვირე მიკროფონში იმ იმედით, რომ
მამაჩემი გაიგებდა. -გეხვეწები ნუ მეხუმრები, -მართლა ძალიან გავიყინე!
-აუ ეს ვინ არის! -ჩაილაპარაკა თორნიკემ. -ამოდი და ნახე, რომ აქ არავითარი ვახო არ ცხოვრობს!

კარის გაღებას წუილის მაგვარი ხმა
მოჰყვა და მეც გამარჯვებულის იერით შევაბიჯე სადარბაზოში.
მესამე სართულის კიბეები სწრაფად ავირბინე და ის-ის იყო კარებზე დაზარუნებას ვაპირებდი, რომ კარები გაიღო და იქისან აბურძგნულ თმიანი, ნამძინარებ თვალებიანი და სპორტულ ტანსაცმლიანი ბიჭი გამოვიდა.
-შენ ხარ ხომ ის? -მკითხა და თვალებში ჩამაშტერდა გაბრაზებული.
მე თავი დავუქნიე.
-თორნიკე ხო? -ვკითხე ნერვებ მოშლილმა.
-დიახ! -აღმოხდა მას. -შემოდი და ნახე, რომ არ ვმალავ მამაშენს არსად.
ცოტა კი დავეჭვდი ჩემს თავში, მაგრამ
მის წინ უკა დახევა არ მინდოდა, ამიტომ უხმოდ შევაბიჯე სახლში.
ლამაზი სახლი იყო, დიდი და ნათელი.
მისაღებში არ იყო ვახო. დივნის უკან არ შემიხედავს, შემრცხვა მაინც.
მერე მარცხნივ ორი თეთრი კარები შევაღე. ერთი სამზარეულო იყო, მეორე სააბაზანო, არცერთგან იყო ვახო.
დაბარებულივით თორნიკე უკან დამყვებოდა და დოინჯშემორტყმული და ყბა მოკუმილი მაკვირდებოდა. მეგონა ყველა ოთახის მერე მეტყოდა “ხომ გეუბნებოდიო”, მაგრამ ხმას არ იღებდა.
ბოლო ოთახის კარიც, რომ გამოვიკეტე, რომელიც სავარაუდოდ ბიჭის საძინებელი უნდა ყოფილიყო, ლოყებაწითლებული ვიყავი.
-დარწმუნდი? -მკვახედ მკითხა თორნიკემ.
-მართლა არ ცხოვრობს ვახო აქ?! -გავიკვირვე მე და დარცხვენილმა ჩემს ფეხსაცმელს დავუწყე თვალიერება.
-არა-მეთქი! -გამოსცრა კბილებში.
-აბა, მეტრეველი, რატომ ეწერა?
-მეტრეველი?! -გაიკვირვა ბიჭმა. -კითხვა არ იცი? იქ, მეტრეველი კი არა მატრეველი ეწერა!
-მატრეველი? -გავიოცე. -მოიცა ეგეთი გვარიც არსებობს?
-არა, რა თქმა უნდა! -მითხრა მან.
-აბა რატომ წერია? -გაეღიმა და
პირი გააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ მერე შემათვალიერა და უცებ დახურა ისევ.
-დიდი ისტორიაა! -უხეშად მითხრა.
შერცხვენილი ვიყავი და დარწმუნებული ვარ, ლოყები წიწაკა ნაჭამივით აწითლებული მქონდა.
-აბა? -წამოიძახა ისევ თორნიკემ. -ხომ ნახე, რომ არ არის ვახო მეტრეველი ამ სახლში, ახლა დამაძინებ?!
-დიახ, დიახ უკაცრავად. -წარმოვთქვი აჩქადებით და კარებისკენ გავწიე.
თორნიკემ უხო დაიდუდღუნა და თავის ოთახში შევიდა.
სახელური ჩამოვწიე, რომ დიდი რკინის კარები გამეღო როდესაც ოქროსფერი, წრიული რიკულებიანი საკეტი ხელებში ჩამატყდა.
ჯერ თვალის დაუხამხამდბლად ვუყურებდი.
მერე მივხვდი და უკან გაკეთება ვცადე, უშედეგოდ რა თქმა უნდა.
კარების გაღების ყველა სხვა ხერხიც მაშინ გამახსენდა. (საუბედუროდ)
ვერ გავაღე. სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი. ოქროსფერი საკეტი ხელში მაგრად ჩავიბღუჯე და თორნიკეს ოთახის კარებზე დავაკაკუნე.
უსიამოვნო ღმუილი და საწოლის ჭრაჭუნი გავიგე.
შემდეგ კარი გაიღო და სანამ მის გაოცებულ, ბრაზშერეულ თვალებს წავაწყდებოდი თვალები დავხუჭე და საკეტიანი ხელი მაღლა ავწიე.
თავიდან სიმშვიდე იყო, მხოლოდ მისი ქშინვა ისმოდა.
მერე ძალიან სერიოზული ხმადაბალი ხმით იკითხა.
-სპეციალურად ქენი?
-რა? -თვალები შუბლზე ამივიდა გაკვირვებისგან.
-სპეციალურად ქენი?
-არა, რა თქმა უნდა!
-აბა? მოგზავნილი ხარ?
-რა ვარ? -გაბრაზებულმა ხმას ავუწიე.
-მოგზავნილი. ჩემი ძილის დასაფრთხობად. ვატომ გამოგგზავნა ხო?
-ვატო ვინაა?
-ავღადავდით?
-არა! -გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა. - რა მეღადავება?! ფისტიდან ამანათი მაქვს გამოსატანი. ლია გაგიჟდება დეფილემდე, რომ არ მივუტანო. მე კიდევ იმ მოდელის ჟაკეტი გამომყვა! ვახოს ვერ ვპოულობ. ორ საათში დეფილეა და მე ჯერ ჩემი კაბაც გამოსატანი მაქვს ქიმწმენდიდან. ახლა კიდევ, ვიღაც უცხნობის სახლში გავიჭედე!
-თორნიკე მქვია. -წარმოთქვა სხვათაშორის.
-ვიცი! -მივახალე გაბრაზებულმა.
ცოტახანი ორივენი უხერხულად ვიდექით. მერე ისევ მან ამოიღო ხმა.
-როგორც ჩანს ძილი არ მეღირსება და წავალ ხელოსანთან მაინც დავრეკავ.
თავი დავუქნიე და უხერხულად ავიწურე ერთ ადგილას. თვითონ ოთახში შევიდა და ათი წუთი მაინც იყო იქ. დგომისგან ფეხები, რომ დამეღალა დივანზე ჩამოვჯექი. თან დამტვრეული საკეტი მქონდა მაგრად ჩაბღუჯული ხელში.
ოთახიდან ალეწილი სახით გამოვიდა.
-რა მოხდა? -ჩავეკითხე მე.
-სერვისი გადაჭედილიაო და თავისუფალი ხელოსანი 11 საათზე მოვაო.
-რა? -ამოვიკივლე მე და თავი ხელებში ჩავრგე. მერე გიჟურმა იდეამ დამარტყა თავში. -მაღალი სართულია? -ელვის სისწრაფით მივვარდი ფანჯარასთან შესამოწმებლად.
მაღალი იყო, თან როგორი. სიკვდილი არა, მაგრამ რამეს გემრიელად მოვიტეხავდი.
-აუუ. -ამოვიგმინე მე. თორნიკე დივანზე იჯდა და მე მიყურებდა. ნამძინარევი თვალები გაფართოებოდა. მუქი მწვანე ფერი დაკრავდა მის ირისებს.
-დამარეკინე რა. -ვთხოვე მას. ტელეფონი მომაწოდა.
ლიას ნომერი ავკრიფე.
-ალო -გაისმა მისი ხმა.
-დე, მე ვარ.
-სად გაქვს გოგო ტელეფონი გავსკდი რეკვით?!
ლიას ყველაფერი რომ ავუხსენი, საერთოდ არ შეხვდა ამ ამბავს კარგად. პირიქით ისტერიკები დაეწყო. ბოლოს მაინც დავამშვიდე. მოვგვარდი და გათიშვის წინ ვახოს მისამართი გადავამოწმე მაინც. სწორ კორპუსში ვიყავი.

თორნიკეს თვალები ეხუჭებოდა.
-ასე ძაან გეძინება?
-აუ კი. -ამოიგმინა. -ორი დღეა არ მიძინია.
-რატომ? -დავინტერესდი მე.
-ვატომ არ დამაძინა. -ჩაეღიმა თავისთვის.
-აა. -ყოვლისმომცველად ამოვილაპარაკე მე.
-უი. -გამომხეხა და გაეცინა. -ვატო ჩემი მეგობარია. გერმანიიდან დაბრუნდა გუშინ წინ და მასთან ვიყავი. მე მეგონა ორ წელიწადში რამეს ისწავლიდა, შეიცვლებოდა დაჭკვიანდებოდა ცოტა. ეგ კიდევ ისევ ისეთია. -გაეცინა -პირველი რაც მოითხოვა ორი დღს გადაბმული დალევა იყო ძილის გარეშე.
-რა? -გახალისებულმა გავიკვირვე.
-ხო, აი გეუბნები. ძალიან გიჟია. მაგას ვერც შეეწინააღმდეგები და ასე მომიწია ორი დღე გადაბმულად სმამ ძილის გარეშე.
ცრემლების წამოსვლამდე ვიცინოდი.
ცოტა რომ დავწყნარდი მერე ჩემზე მკითხა. მეც სწრაფად ჩავუკაკლე ლიას დეფილეს, “პრადას” ჩანთის, არეული ქურთუკის და ფოსტის შესახებ. ახლა მისი ჯერი იყო ის იცინოდა ცრემლების წამოსვლამდე.
-და ვახო? -მკითხა როდესაც ცოტა ჩაწყნარდა.
-ვახტანგ მეტრეველი, მამაჩემია. ლიასთან სამი წელია გაშორებულია, მაგრამ ძალიან ცივილური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მეც რატომღაც ზუსტად მახსოვს, რომ ამ კორპუსში ცხოვრობს. როგორც ჩანს ვცდები.
-ძნელია გაშორებულები რომ არიან? -უცნაურად სერიოზული ხმით იკითხა მან.
-რავიცი, ცოტათი. -თავი გავაქნიე მე. -იმას ვგულისხმობ, რომ სანამ დაშორდებოდნენ არც მანამდე მაკლებდნენ სიყვარულს და არც ახლა. არ ვგრძნობ ისე თითქოს ძალიან დაძაბულობა და ჩხუბია, ან იმას, რომ რადგან ერთმანეთთან აღარ ცხოვრობენ არ უყვართ ერთმანეთი, ან მე არ ვუყვარვარ. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ როდესაც მე შემიყვარდება ასე არ მოხდება, არ მინდა, რომ არჩევანში შევცდე და მეც მათსავით გამიცივდეს ურთიერრთობა.
-გაციებაში რას გულისხმობ?
-აი, ყოველდღიურობაში ერთმანეთისგან რომ იღლებით. სახლში დაღლილი, რომ მოდიხარ და გინდა მოსიყვარულე მეუღლე დაგხვდეს, რომ ცოტა განიტვირთო და ამის მაგივრად გაუგებრობაზე ჩხუბი, რომ იწყება. ურთიერთობის გაცივებაა, როდესაც ფიქრობ, რომ არასწორი არჩევანი გააკეთე.
-მართალი ხარ. -თავი დამიკრა მან.
-მადლობ, ვიცი. -შევიფერე მეც.
-შენ როგორი თავდაჯერებული ხარ ყველაფერში. ჯერ იმაშინიყავი ასი პროცენტით დარწმუნებული, რომ მამაშენი აქ ცხოვრობდა და სანამ
სახლი არ დაგათვალიერებინე მანამდე ვერ გადაგარწმუნე! ახლა კიდევ ეს!
-რას ვიზამთ, -თეატრალურად დავსევდიანდი და თმა ყურს უკან გადავიწიე. -ღმერთმა მარგუნა ეს ძღვენი.
კიდევ ვიცინეთ. შემდეგ თავის თავზე დაიწყო მოყოლა.
-როგორც უკვე იცი, თორნიკე მქვია. თორნიკე დანელია, მეგრელი რომ ვარ მიხვდი უკვე ალბათ. -გამეცინა და თავის დაკვრით ვანიშნე თხრობა გაეგრძელებინა. -23 წლის ვარ და მაგისტრატურას გავდივარ თესეუში ბიზნესის ფაკულტეტზე. ასევე, ოჯახის კომპანიაში ვიცე პრეზიდენტად ვმუშაობ. ვცხოვრობ მარტო; მყავს უსაყვარლესი დები,თათუკა და ნანუკა; ტყუპები არიან. ვატოზე მოგიყევი უკვე, ძალიან გიჟია! კიდევ ჩემი და ვაკოს საერთო სამეგობრო წრე. ასევე, მიყვარს ჭამა, ძილი, მარწყვის იოგურტი და ველოსიპედით ქალაქში კატაობა! -ბოლო რეპლიკაზე ორივეს გაგვეცინა.
-კიდევ? -ჩავეძიე მე.
-კიდევ რა მოგიყვე არ ვიცი, ახლა არ მახსენდება არაფერი!
-იმაზე მითხარი მატრეველი რატომ გიწერია დაბლა?
-ხო, ეგ სასაცილო ისტორიაა. მოკლედ ვატო, ნიკუშა, მარიამი და მე ვთამაშობდით ჯოკერს; ნიძლავზე რა თქმა უნდა. თან მთვრალები ვიყავით; იმ დროს ამ ბინაში ახალი გადმოსული ვიყავი და ხელოსანი უნდა მოსულიყო დაბლა გვარის შესაცვლელად. დავნიძლავდით, რომ ვინც თამაშში მოიგებდა იმის გვარს ამოვტიფრავდით დაბლა. ბევრი კი ვეცადე, მაგრამ ამ სამ მუტრუკ ბიჭს მარიმმა მოგვიგო. მარიამი მეტრეველია, როგორც შენ და ვახო, მაგრამ იმდენად მთვრალები ვიყავით მეტრეველის მაგივრად ხელოსანს მატრეველი დავუწერეთ და ისე შერჩა ეგ გვარიც დაბლა. ისევ არ მაცვლევინებენ, სამი წელი უნდა გავიდესო!

სიცილისგან მუცელი მტკიოდა. ამდენი კარგა ხანი იყო არ მეცინა. ერთი შეხედვით მკაცრი თორნიკე, თავისი ისტორიებით ყველაზე გიჟ, სახალისო და საინტერესო პიროვნებად მევლინებოდა. მეც ვუყვებოდი ჩემზე და ვვოცდებოდი იმაზე თუ რამდენი საერთო გვქონდა. თორნიკეს და ჩემი ბავშობის ისტორიებს, რომ განვიხილავდით სერიოზულდ ცუდად გავხდი სიცილისგან და ამიტომ, ცოტა ხანი გაჩუმებამ მოგვიწია.

ათის ნახევარი იყო. ლიას ტელეფონზე ველაპარაკე დეფილეს დაწყების წინ. თორნიკე უცნაურად მოღუშული მეჩვენა. მის სამზარეულოში ვისხედით და სპაგეტს ვჭამდით.
-რა მოგივიდა თოკო?
-არ მინდა შენი გაშვება! -თეატრალურად ამოიტირა მან. -დარჩი რა აქ, იცი რამდენი ხანია ასე კარგად არ მიგრძვნია თავი?
-მეც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და გპირდები აუცილებლად შეგეხმიანები ისევ.
-მართლა გეუბნები გვანცა, შენთან თავს ძალიან თავისუფლად და გახსნილად ვგრძნობ, როგორ იცი? თითქოს უკვე ძალიან დიდი ხნის ნაცნობები ვართ! თავიდან არ მომეწონე, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ძილი დამიფრთხე, მაგრამ შემდეგ, როდესაც გამოვფხიზლდი მივხვდი, რომ ძალიან საოცარი ვინმე იყავი, როდის იცი?! აი, მაშინ, გაბრაზებულმა, მაგრამ სირცხვილისგან აწითლებულმა, რომ მომაყარე შენი დღის ამბები. შენი ახლოს გაცნობა მომინდა, საინტერესო პიროვნებად მიგიჩნიე და მართალიც აღმოვჩნდი, ისეთ საინტერესო და საოცარი ადამიანი ხარ არ მინდა გაგიშვა!

მის სიტყვას ცრემლნარევი ღიმილი შევაგებე. მეც იგივე ნაირად ვფიქრობდი, სასწაულად საინტერესო და მხიარული პიროვნება იყო, არ მინდოდა კარს გავცლოდი და დამეკარგა იგი.

-მეც მასე ვფიქრობ შენზე, თორნიკე. -კვერი დავუკარი.

გამიცინა. ახლოს მოვიდა, სკამიდან წამომაყენა და მაგრად ჩამეხუტა. გული ამოვარდნას მქონდა, როდესაც თავისი ძლიერი მკლავები მაგრად მომხვია წელზე. რამოდენიმე წუთი გაშტერებული ვიდექი, მერე მეც შემოვხვიე ხელები და ასე ჩახუტებულები ვიყავით კარგა ხანს.

თერთმეტს ათი წუთი აკლდა ორივენი პანიკის ზღვარზე ვიყავით, არ გვინდოდა გამომშვიდობება ერთმანეთთან, მაგრამ ვიცოდით სხვა გზა არ გვქონდა.
-ჩემი ნომერი კარგად შეინახე? -მესამედ მკითხა თორნიკემ. შარვლის ჯიბეში ჩაკუჭულ ქაღალზე და ყოველი შემთხვევისთვის ჩემს მაჯაზე დაწერილი მისი ნომერი შევამოწმე. ადგილზე იყო.მის მობილურშიც ცციმებდა ჩემი და ლიას ნომერი. ყოველი შემთხვევისთვის მასაც დაეწერა მაჯაზე.
-გვანცა მეტრეველი, ეს არის ხომ? -მაჩვენა ჩემი სოციალური ქსელის პროფილი. თავი დავუქნიე და მაშინვე გამომიგზავნა “friends request”.
რამდენჯერმე მისი მისამართიც წამოვთქვი ხმამაღლა და თვითონაც ვაიძულე, რომ იგივე ექნა.
-არ დაგავიწყდეს, დაკავშირებას თუ ვერ მოვახერხებ, მაშინ “პიატოში” რვა საათზე ხვალ. -ვუთხარი კიდევ. გაეცინა.
-ნუ ღელავ გვანც, ხომ იცი, თბილისი პატარა ქალაქია, რაღაც მიზეზით შენი ყველა ინფორმაცია, რომ დავკარგო ახლა, მაინც შეგხვდები. დარწმუნებული ვარ.
-რა იცი, იქნებ ვერ შევხვდეთ? -ვკითხე დაეჭვებულმა.
-ბედია ჩვენი ერთად ყოფნა. -ამოილაპარაკა და თვალებში ჩამაშტერდა.
-ხო? -გავუცინე და თავი გვერდზე გადავხარე.
-კი! -თავი დამიქნია -მარტო ამ ღიმილის გამო ღირდა შენი გაცნობა! -ახლოს მოვიდა, ინტუიცია კი მეუბნებოდა რაც უნდა გაეკეთებინა, მაგრამ მაინც ვერ ვიჯერებდი.
ძალიან, რომ მომიახლოვდა და სახე ორი მტკაველის რადიუსში ჰქონდა, (ჩემი გული გიჟივით ფეთქავდა) სწორედ მაშინ დარეკა ზარმა და მთელი სახლი თითქოს შეზანზარდა.
თორნიკემ თვალები დახუჭა და ყბები დაეჭიმა. მე უხერხულად გამეცინა.

ხელოსანი გარედან ათი წუთი აძლევდა თორნიკეს მითითებებს. საბოლოოდ ოქროსფერი, მრგვალ რიკულებიანი საკეტი თავის ადგილს დაუბრინდა და ფუნქციონირება განაგრძო.
ხელოსანს ხელი ჩამოვართვით. სადარბაზოში ვიდექი და თორნიკეს ვემშვიდობებოდი ფეხის ხმა, რომ გავიგე.
ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა:

-გვანცა? მამი აქ რას აკეთებ? -ვახტანგ მეტრეველის ჩვეული ხრიწიანი ხმა.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაჩემი ერთი სართულით მაღლა ცხოვრობდა, ანუ მე მხოლოდ ერთი ფილით მაღლა უნდა წამეკითხა გვარი.
თორნიკე სიცილით იგუდებოდა, სანამ მე აწითლებული ვიდექი მის გვერდით.

იმ ღამით სახლში ვახომ მიმიყვანა. ლიამ ერთი გემრიელად ჩამეხუტა. დეფილე წარმატებით დასრულებულიყო, ფოსტაშიც გაევლო და “პრადას” ჩანთაც წამოეღო.

ლოგინში, რომ ვიწექი უკვე ჩემთვის დაზეპირებული, საყვარლი ნომრიდან მომივიდა მესიჯი და სიხარულით ვკითხულობდი.

“წარმოგიდგენია, ორი წლის წინ მე, ვატოს, მარიამს და ნიკუშას ჯოკერი, რომ არ გვეთამაშა და მატრეველი არ ამოგვეტიფრა ჩემი გვარის ადგილზე; ლიას, რომ დღეს არ ჰქონოდა დეფილე და პრადას ჩანთა დღეს არ ჩამოსულიყო; მოდელები, რომ არ ყოფილიყვნენ სახლში და ქურთუკი, რომ არ აგრეოდა; კარგად, რომ წაკეგითხა ის გვარი, ან ერთი ფილით მაღლა აგეხედა; ანდაც ასეთი ჯიუტი, რომ არ ყოფილიყავი; ჩვენ შესაძლოა ერთმანეთი არ გაგვეცნო.”

მეც გაღიმებულმა გავუგზავნე პასუხი.

“მაინც გავიცნობდით, ბედისწერაა. ))”


***
ჩვენი გაცნობის ნახევარი თვის თავზე, თორნიკე დანელიამ შეყვარებულობა მთხოვა, თუმცა ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე ჩამკიდა ხელი და კაფეში მის მეგიბრებს ჩემი თავი, ვციტირებ, “საუკეთესო შეყვარებულად” წარუდგინა.

***
ჩვენი გაცნობის ერთი თვის თავზე, თორნიკე დანელიამ ცოლობა მთხოვა, თუმცა ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე ჩამკიდა ხელი და სახლში მჯდომ დედაჩემს, ვციტირებ, თავი “სიძე კაცად” წარუდგინა.

——————————————————
სალამი ბავშვებო! მიხარია, რომ საიტი კვლავ ფუნქციონირებს და მაქვს საშუალება გაგიზიაროთ ჩემი კიდევ ერთი, “ერთ ღამეში” დაწერილი ისტორია.
იმედი მაქვს ისიამოვნებთ!
არ დაიზაროთ კომენტარებში თქვენი აზრის გაზიარება????
მადლობა ყველას, რომ წაიკითხეთ!
♥️????



№1 სტუმარი სტუმარი კესო

ძალიან საყვარელი ისტორიაა????

 


№2  offline მოდერი lemongiirl

სტუმარი კესო
ძალიან საყვარელი ისტორიაა????


მადლობა????????

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Sayvarloba iyo, tevadi da sainteresoo

 


№4  offline მოდერი lemongiirl

Qeti qimucadze
Sayvarloba iyo, tevadi da sainteresoo


მადლობა❤️

 


№5  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როგორი საყვარლობა იყოოოო.... გავთბი ამ სიცხეში რაღა სითბო გვინდა მაგრამ :დ ხასიათი დამითბო.... :დ ძალიან ძალიან ძალიან სათუთი ისტორია იყო საყვარლობა და ყველაფერთან ერთად ძალიან სასიამოვნოც <3

 


№6  offline წევრი goddess

ვაუ heart_eyes უმაგრესი იყო heart_eyes

 


№7  offline მოდერი lemongiirl

ანი ანი
როგორი საყვარლობა იყოოოო.... გავთბი ამ სიცხეში რაღა სითბო გვინდა მაგრამ :დ ხასიათი დამითბო.... :დ ძალიან ძალიან ძალიან სათუთი ისტორია იყო საყვარლობა და ყველაფერთან ერთად ძალიან სასიამოვნოც <3


ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

 


№8  offline წევრი კეროლაინი

პირველად ვწერ კომენტარს❤️❤️ ძალიან მაგარია.. ❤️❤️

 


№9  offline მოდერი lemongiirl

goddess
ვაუ heart_eyes უმაგრესი იყო heart_eyes


მადლობა????

fotoxelovneba
პირველად ვწერ კომენტარს❤️❤️ ძალიან მაგარია.. ❤️❤️

უღრმესი მადლობა????

 


№10  offline წევრი სიბილა

)))ვიხალისე, არ მომიწყენია ბოლო სიტყვამდე

 


№11  offline მოდერი lemongiirl

სიბილა
)))ვიხალისე, არ მომიწყენია ბოლო სიტყვამდე


მადლობა❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

დასრულდა!? ნე ეხლა მოვემზადე წასაკითხად

 


№13  offline წევრი OKI ME

ეე, რა პოზიტიური ისტორია იყო. ღიმილით ვკითხულობდი ბოლომდე <3 heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent