შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აღარასოდეს დაგკარგავ (პირველი თავი)


18-06-2018, 10:13
ავტორი ♥love love♥
ნანახია 1 691

-დილაადრიან მობილურის ზარმა გამაღვიძა. ნომრისთვის არც შემიხედავს ისე ვუპასუხე....გისმენთ
-შენ რა გეძინა?
-ვაიმე ანი დავყრუვდი რამხელას მიყვირი? ხო ნორმალურ ადამინებს დილაადრიან სძინავთ.
-სერიოზულად ტეს? აბა ნახე რომელი საათია.
-(ღმერთო ჩემო უკვე პირველი საათი იყო)... კარგი გაიმარჯვე. რა გინდა?
-ხუთ წუთში მე და ემა შენთან ვართ . საქმე გვაქვს, ასე რომ მძინარე მზეთუნახავო ნება გვიბოძე და აბრძანდი.
-ვიცოდი რომ ჩემი გიჟები არ დააგვიანებდნენ, ამიტომ ნელ-ნელა ავდექი, თუმცა მაიც ფეხზე მეძინებოდა... შემოდით.
-ვითომ ღვიძავს.
-აუ კარგი რა. დასხედით.. ყავას დალევთ?
-როდის მერეა მაგ კითხვას სვამ?
-სამზარეულოში გავედი ყავა მოვადუღე. გოგოებთან მივედი და ვეკითხები: -რა საქმე გქონდათ?
-აბა თუ გამოიცნობ ვინ ჩამოდის?
-მე საიდან უნდა ვიცოდე?
-სულ გძინავს და სიზმარში არ გინახავს?
-აუფ. დაიწყო ისევ . ანი თუ ამბობ წესიერად მითხარი.
-კაი ტეს ამას ყურადღებას ნუ მიაქცევ. ხო იცი როგორიცაა. ირაკლი ჩამოდის.
-ვინ ირაკლი?
-ტეს შენ რა მართლა გძინავს? თუთა
-უი იკა? მერე ეგრე ვერ იტყვით? (იკა ჩვენი ერთ-ერთი კარგი მეგობარია, რომელიც ორი წელი საზღვარგარეთ იყო წასული). ვა მაგარია
-ხო ძალიან. მეგობრები დასახვედრად ვიკრიბებით გიგასთან და ხომ წამოხვალ?
-მაგას კითხვა უნდა?
-ჩვენ ჩემი ძმა ამოგვიყვანს მანქანით და შენ რას იზამ გამოგიაროთ?
-არა რად მინდა? მარისთან გავიარ და იქედან ამოვალთ ერთად. რომელზე უნდა ვიყოთ მანდ?
-ესე შვიდი საათისთვის. კარგი წავედით ახლა და საღამოს შევხვდებით.
გოგოები გავაცილე და შხაპის მიღება გადავწყვიტე. იკას ჩამოსვლის ამბავმა გამახარა. გვარად თუთბერიძეა და მეტსახელად ,,თუთას" ეძახიან. თუმცა მე ეს სახელი არ მომწონს, ამიტომ ყოველთვის იკათი მივმართავდი. საკმაოდ დიდი სამეგობრე წრე გვქონდა. ყველა ასაკის ადამიანს ნახავდი, თუმცა ყველანი კარგად ვიყავით ერთმანეთთან. თითქმის ყველაზე პატარა ვიყავი, თუმცა ამას ვერასოდეს ვგრძნობდი.... საღამოს მარისთან გასვლა გადავწყვიტე. ჯინსის შარვალი, შავი მაისური და ოსლთარის კედები ჩავიცვი. თმა ავიწიე და გასასვლელად მოვემზადე როდესაც ანიმ დამირეკა.
-ტეს წამოდი უკვე?
-არა ახლა ვემზადებოდი მარისთან გასასვლელად. რაარი?
-აუ ორი კოლა და მზესუმზირა წამოიღე რა.
-მოიცა თქვენ არაფერი გიყიდიათ?
-ნუ ხარ საზიზღარი რა.
-კარგი ხო წამოვიღებ.. ვა სანდრიკ? როგორ ხარ?
-კარგად ტეს შენ?
-რავი არამიშავს. შენი და სადაა?
-მარი? მის ოთახშია იცვამს.
-ეგ ოდესმე მზად დამხვედროდა და მერე მოვკვდე თუ გინდა.
-ჯერ სასიკვდილოდ ახალგაზრდა ხარ.
-საძაგელო. ენა გამოვუყავი და მარისთან წავედი.
-ერთი დღე იქნება მაგ ენას მოგაჭრი.
-გოგო რას აკეთებ ამდენ ხანს?
-თმას ავიწევ და მზად ვარ რაიყო?
-რატომ ხარ ყოველთვის ასეთი ზლოზინა? კარგი მიდი... როგორც იქნა გავაღწიეთ მარის სახლიდან... თითქმის მისულები ვიყავით, როდესაც გამახსენდა, რომ მაღაზიაში უნდა გამევლო.
-მარი თქვენ წადით მე მაღაზიაში უნდა გავიარო ანიმ დამირეკა რაღაცები წამოიღეო.
-კარგი მიდი
დაბარებული პროდუქტები ვიყიდე და ავედი... მეც მოვედი ვთქვი მაგრამ ჩემი მისვლა არავის გაუგია. როგორც ჩანს იკა ახალი მოსული იყო და ყველა მას ეხვეოდა. მათთან მივედი და ვუთხარი:
-ჩემი ჯერი არ დადგა?
-ვა ტესა? როგორ ხარ?
-კარგად იკა შენ?
-მეც კარგად. იკამ შემათვალიერა და მითხრა: გაზრდილხარ.
-შენც. ორ წელიწადში ადამიანები იცვლებიან. გილოცავ დაბრუნებას.
-იქ დარჩენას არ ვაპირებდი.
საღამოს კარგად ვატარებდით იკა უცნაურად მიყურებდა. როცა გავხედავდი მიღიმოდა, ზოგჯერ კი თვალს მარიდებდა, თუმცა ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. ცოტა ხანში მარიამი მოდის და მეუბნება:
-მეჩვენება თუ?.. და იკასკენ გაიხედა.
-მივხვდი რისი თქმაც სურდა და უცებ მივახალე.. გეჩვენება.
მალევე სახლში წავედი. მეორე დღეს სკოლა მქონდა და დიდი ხნით ვერ დავრჩებოდი... სახლში ცოტა არ იყოს დაღლილი მივედი და მალევე დაძინება გადავწყვიტე. მობილური შევამოწმე და უცხო ნომრისგან შეტყობინება იყო...
-მიხვედი სახლში? იკა

გამარჯობა ბავშვებო <3 დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი კომენტარებს <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent