შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები?! -2-


19-06-2018, 13:43
ნანახია 1 384

ცოტახანში ნიცა სამზარეულიში დაბრუნდა საცვლებზე თხელი სარაფანი გადაეცვა და თმა აეკოსა.
- ცივი ლუდი გეგი ? - გაუღიმა სამზარეულოში ჩამომჯდარ ბიჭს, მაცივრიდან ცივი ლუდი გამოუღო და მაგიდაზე დადო.
- მიცნობ რა - გაეცინა ბიჭს და გემრიელად მოსვა სასმელი.
- თოკო შენ რას დალევ ? - ღიმილით მიუბრუნდა ბიჭს.
- ნაბახუსევზე არ ვარ, ასე რომ არაფერი არ მინდა ნიცა. წავალ ახლა და მოგვიანებით შეგეხმიანები.- ლოყაზე აკოცა გოგოს და სწრაფად გაუჩინარდა სამზარეულოდან. ისეთი სისწრაფით ატარებდა მანქანას რომ ორ წუთში ვატოს კარებთან იყო და კარზე აბრახუნებდა. კარები მაშინვე გაუღო თმააბურძგნულმა ბიჭმა რომელიც ჯერ კიდევ არ იყო გონზე მოსული და გამოფხიზლებას ცდილობდა. თორნიკემ სწრაფად აუარა ბიჭს გვერდი და სახლში შევიდა.
- რა იყო მშვიდობაა ? - გვერდზე დაუჯდა უცნაურად ანერვიულებულ მეგობარს.
- არ ვიცი ვატო, ძალიან ავირიე. ჯერ ეს ვიღაც გეგი რა პონტში ადგება ნიცას დილაადრიანად. მერე დიდი ამბავი საცვლებით თუ ივლი ერთხელ გაგივლია თუ ორჯერო ტიპმა აზრზე ხარ ?
- დამშვიდდი რა ჯანდაბა გჭირს. რა გრუზინივით იქცევი . რა მოხდა მართლა მეგობარია და ჩვენთანაც მასე არ დადიოდა სულ?
- 3 წელია სულ იცნობს და საერთოდაც არ ვარ დარწმუნებული მეგობარივით რომ უყურებს ის ბიჭი.
- რა ისტერიკებს აწყობ ამხელა კაცი. პატარა ხო აღარაა ნია ყველა კაცი რომ მოარიდო ირგვლივ. თუ შეაწუხებს ბაზარი არაა მიიღებს თავისას და როგორც შენ ამბობ ძალიან კარგად გრძნობენ თავს იქნებ მოსწონს კიდეც ? - თორნიკეს ნერვებზე უკრავდა პირდაპირ ვატო.
- მისთვისვე აჯობებს რომ არ მოსწონდეს - კბილებში გამოსცრა თორნიკემ.
- რა ეჭვიანი ძმასავით იქცევი . ან რატო არ უნდა მოსწონდეს მშვენიერი გოგოა ყველანაირად.
- ძალით მეუბნები ამ ყველაფერს თუ რა ხდება ვატო. ნუ მაგიჟებ უარესად. ჯერ კიდევ ის ცეკვა მიდგას თვალწინ ჭკუიდან ვიშლები რომ მახსენდება როგორ უფათურებდა ხელებს - მუშტად შეკრა ხელები და სიმწრისგან დაიღმუვლა ბიჭმა. ვატოს ირონიულად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე.
- რამის თქმა არ გინდა ჩემთვის ? - სიცილით დაკრა ხელი მხარზე მეგობარს.
- რისი თქმაც მინდოდა გითხარი უკვე. ან საერთოდ რა გაცინებს ? - დაუღრინა მეგობარს.
- რა მაცინებს და ჩემს იდიოტ ძმაკაცს ჩემი საუკეთესო მეგობარი მოსწონს და თვითონაც არ უტყდება საკუთარ თავს - ხმამაღლა გაეცინა ვატოს.
- ძალიან ჭედავ ვატო. მიყვარს ნიცა ძალიან მაგრამ როგორც ქალს ისე არ ვუყურებ. -
- მაშინ რა პრობლემაა თუ გეგისთან ურთიერთობას დაიწყებს ? - ყველანაირად ცდილობდა ვატო თორნიკე წყობილებიდან გამოეყვანა.
- ნუ მაგიჟებ ვატო.
- რა გაგიჟებს თუ არ მოგწონს ნიცა. მშვენიერი ბიჭია გეგი. - ტუჩის კუთხე ჩატეხა ვატომ და თორნიკე რომ ფეხზე წამოხტა და აქეთ იქეთ სიარულს მოყვა ხმამაღლა გაეცინა ვატოს.
- რა დან*** გაქ - ფეხზე წამოდგა ვატო და თორნიკეს სამზარეულოსკენ უბიძგა ხელით. - წამო ლუდი დალიე იქნებ დაგაწყნაროს - სიცილით შეყვა გაგიჟებულ მეგობარს სამზარეულოში.
###
- მგონი შენს მეგობარს დიდად არ დავევასე - გაეცინა გეგის.
- უბრალოდ ცოტათი იეჭვიანა. ყოველთვის ყველაზე ახლო მეგობარი იყო, ახლა შენ გამოჩნდი და ეგოისტობს ცოტა - გაეღიმა ნიცას რადგან გაახსენდა ბავშობაშიც ასე იყო ვერასდროს უყოფდა ნიცას სხვა მეგობრებს. ეგოისტურად უნდოდა მასთან ერთად მაქსიმალურად დიდი დრო გაეტარებინა.
- კარგი მაშინ მშვიდად ვარ. - გაეცინა გეგის. -
- დღეს წავიდეთ სადმე. ვატოს და თორნიკეს უკეთ გაიცნობ, შენი დაც წამოიყვანე და გავერთოთ რა ჩვენებურად. - ყავა ბოლომდე დალია ნიცამ და გეგის კალთაში მოკალათდა.
- კარგი პატარავ - თავზე აკოცა გეგიმ და ხელები უკეთ მოხვია მუცელზე, თავი კი მის მხარს დააყრდნო.
- ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს ცხოვრებაში რომ გამოჩნდით შენ და გაბრიელა - თავი მიატრიალა ბიჭისკენ და დასერიოზულებულმა უთხრა-
- მეც ძალიან მიხარია ნიცა - გაეცინა ბიჭს - საკუთარმა ქვეყანამ სენტიმენტალური გაგხადა თუ რა გჭირს ? - წარბი აწია ბიჭმა -
- საძაგელი ბიჭი ხარ რა - თავში ხეპი მსუბუქად წამოარტყა ბიჭს და მისი კალთიდან ადგა-
- და მაინც ყველაზე მეტად გიყვარვარ - ენა გამოუყო გოგოს.
- ცანცარა - გაეცინა ნიცას და მაცივრიდან პროდუქტების გამოლაგება დაიწყო საჭმლის მოსამზადებლად.
- აუ ნიც შენ რომ ქათმის სალათს აკეთებ ხო იცი მეკეტება ხოდა გააკეთე, მე წავალ ახლა გაბრიელას გამოვიყვან და საღამოს ერთად წავიდეთ სადმე ბარში ან კლუბში. შენ შენს მეგობრებს უთხარი მანამდე. - ლოყაზე აკოცა გოგოს და პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა.
ნიცამ ვატოს დაურეკა და რადგან თორნიკეც მასთან იყო, დარეკვა აღარ დასჭირვებია. საღამომდე ქათმის სალათა და გემრიელი წვნიანი გააკეთა, სამზარეულო მიალაგა და მხოლოდ ამის შემდეგ შევიდა სააბაზანოში. ტანზე ატლასის ხალათი ეცვა და აქეთ იქეთ დააბოტებდა თმის მშრალებით. ზანტად წამოიზლაზნა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო. კარები გახსნილი არ ჰქონდა ზედ რომ შემოაფრინდა ნაცნობი გოგოს სხეული.
- ვაუ ძეტკა მელოდი და ამიტომ გამოეწყვე ასე ხალათში ? არ დაგვჭირდება ეს მალევე გაგაშიშვლებ - თავისივე სიგიკეზე გაეცინა გაბრიელას.
- არანორმალურო ქალო, რა ვიდზე ხარ გინდა დღეს კლუბში ნაშობა აყარო ? - შემფასებლურად შეათვალიერა მეგობარი.
- ჩუ გოგო ამას კიდე ეგ უნდა ? შემჭამა ისედაც ამ კაბის გამო - მიუთითა დაბღვერილ გეგიზე.
- საქართველოში რომ დავვრუნდით ავიწყდება შენს დაქალს და შეახსენე რომ აქ შიშველი სიარული არც ისე სასიამოვნოა - სამზარეულოში მიმავალმა მიაძახა დას -
- ნაღდი ღრუზინი ღმერთოო - თავში ხელი წამოირტყა გაბრიელამ-
- გავიგე გაბრიელა - სამზარეულოდან გამოსძახა გეგიმ - და ძმის კინკლავზე ყოველთვის ეცინებოდა ნიცას და არც ახლა ყოფილა გამონაკლისი. სამზარეულოში წაიყვანა დაქალიც, სადაც გეგი ულვე მოწყობილიყო და ნიცას გაკეთებულ სალათს აგემოვნებდა.
- როგორც საკუთარ სახლში ისე იგრძენი თავითქო უნდა მეთქვა მაგრმა როგორც ჩანს შენი ძმა უკვე ასე გრძნობს თავს - გაეცინა ნიცას -
- წადი შენ მოემზადე ჩვენ მივირთმევთ და მერე წავიდეთ კლუბში. - უკვე პირგამოტენილმა უთხრა გაბრიელამ.
- კარგი, იმედია საჭმელს მეც დამიტოვებთ ცოტას - სამზარეულოდან ისევ მის ოთახს დაუბრუნდა თმა სულ გაიშრო. ერთმანეთის შესაფერისი საცვლები ჩაიცვა. კაბის არჩევით იყო გართული ტელეფონის ხმა რომ მოესმა.
- ხო თოკო - მხიარულად უპასუხა მეგობარს.
- არ ჩამოხვალ ? დაბლა გელოდებით მე და ვატო -
- აუ თოკოო - დაიწუწუნა ნიცამ -
- ანუ მზად არ ხარ და ამოვიდეთ - გაეცინა თორნიკეს.
- სუპერ მეგობარი ხარ - კოცნის იმიტაცია გააკეთა ნიცამ და ტელეფონი გათიშა. დიდიხამი ეძებდა გარდერობში ტანსაცმელს და ბოლოს არჩევანი მოკლე ტყავის კაბასა და მის შესაფერის შავ ტოპზე შეაჩერა. ფეხზე საყვარელი ვანსები ამოიცვა და ახლა მაკიაჟის გასაკეთებლად გადაინაცვლა. მისაღებიდან ხმაური მოესმა და კიხვდა რომ ბიჭები ამოვიდნენ. უსწრაფესად წაისვა სახეზე მსუბუქი მაკიაჟი და საყვარელი წითელი ტუჩსაცხი გადაისვა ტუჩებზე.
პატარა ჩანთას დაავლო ხელისადაც საჭირო ნივთები ჩაყარა და მისაღებში დანარჩენებს შეუერთდა.
- როგორც ჩანს ერთმანეთი გაიცანით და აღარ დამჭირდება გაცნობა - გაეცინა მისაღებში მოსაუბრე მეგობრების დანახვაზე.
- სულ შენ როგორ უნდა გელოდებოდეთ გოგო. ამდენს რას იპრანჭები ისე ? მაინც არაფერი ეშველება შენს კეხიან ცხვირს - მაინც წაკბინა ვატომ -
- ნეტა ვისი დამსახურებაა ჩემს კურნოსა ცხვირს რომ ეს პატარა კეხი აქვს ? - დაბღვერილმა შეუღრინა ნიცამ -
- თავი არ დაგეფასებინა და არც გაიტეხავდი - გაეცინა ვატოს.
- ეგღა მაკლდა უცნობი ბიჭისთვის მკლავები მომეხვია ველოსიპედზე ჯდომისას. საერთოდაც არ მერომანტიულებოდა - ახლა ნიცასაც გაეცინა ბავშობის გახსენებაზე.
- როგორ მომენატრე გიჟო - მაგრად ჩაეხუტა ვატო მეგობარს.
- არ წავიდეთ ? - ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდომმა გაბრიელამ. მისი ხმის გაგონებისა ვატო გაინაბა და ნიცამაც სიცილით ახედა მეგობარს.
- წავედით - დასერიოზულებულმა წამოიძახა თორნიკემ და მტრული მზერით გახედა გეგის.
გაბრიელა და გეგი გეგის მანქანით წავიდნენ. ნიცა კი ბიჭებს ჩაუჯდა მანქანაში და მთელი გზა ვატოს უყვებოდა ამერიკულ ამბებს.
###
კლუბში ჩვეულებისამებრ საგიჟეთი იყო. ყველა ერთად ჩამოსხდნენ და სასმელი შეუკვეთეს. ნიცას საყვარელი სიმღერა ჩაირთო და ისიც ადგილზე აცმუკდა.
- წამო გადარეულო ვიცეკვოთ - გაეცინა გეგის ნიცას მოუსვენრობაზე.
თორნიკემ მტრული მზერა გააყოლა ნიცას ხელზე ჩაკიდებულ ბიჭის ხელს და სასმელი ბოლომდე გადაკრა. კიდევ ერთი შეუკვეთა და ასე გაგრძელდა მთელი ის დრო რაც გეგი და ნიცა ცეკვავდნენ. თორნიკეს წინ მჯდომმა ვატომ გაბრიელა გაიწვია საცეკვაოდ და თორნიკე მარტო დატოვეს. კლუბის ცენტრში ცეკვავდნენ წყვილები და ბენდიერად იღიმოდნენ მხოლოდ თორნიკე სვავდა შეუჩერებლად და საკუთარ თავზე კონტროლი სულ უფრონდა უფრო უსუსტდებოდა.
ბოლოს ულვე ვეღარ მოითმინდა და მოცეკვავე წყვილთან მივიდა. შეძლებისდაგვარად ზრდილობიანად თხოვა გეგის რომ ნიცა დაეთმო რადგან მასთან ეცეკვა.
მაშიმვე შემოხვია ხელები წელზე გოგონას და ძლიერად აიკრო სხეულზე. ღიმილით უყურებდა ნიცა მონატრებულს და ცალ ხელს ბიჭის თმებში დააცურებდა. თორნიკე ამღვრეული თვალებით უყურებდა გოგოს და თავს ძლივს იკავებდა რამე სისულელე არ ჩაედინა.
მოულოდნელად გაუშვა გოგოს ხელი და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გასასვლელისკენ. გაოცებული გოგოც ულან მიჰყვა ბიჭს. კლუბიდან გამოსული თორნიკე ღრმად ისუნთქავდა ჰაერს და ცდილობდა ბოლო ხმაზე არ ეღრიალა. სალუთარ თავზე ბრაზდებოდა რომ მსგავსი რამ დაემართა. იმ ადამიანის მიმართ გრძნობდა ვნებას რომელიც მთელი ცხოვრება დასავით მიაჩნდა, რომელთნა ერთადაც გაიზარდა და რომელთნ ერთადაც ჭამდა , სვამდა და ეძინა. ისედაც აფორიაქებული მხარზე ნიცას ხელის შეხებამ კიდევ უფრო გააგიჟა. სწრაფად მობრუნდა გოგოსკენ და იმის თქმაც არ დააცადა გოგოს რაც უნდოდა. სწრაფად სწვდა გოგოს წელს ცალი ხელით, მეორე ხელი კისერზე მოხვია და მთელი ვნებით აკოცა თვალებგაფართოებულ გოგოს რომელიც გაოცებისგან ერთ ადგილზე იყო გაშეშებული. თორნიკე კანკალს აეტანა რადგან იმდენად სასურველს და სანატრელს ეხებოდა და იმაზე მეტს გრძნობდა ვიდრე ვინკესთან ოდესმე უგვრძნია. ლიდევ უფრო იკრავდა უკვე მის ხელებში აფართხალებულ გოგოს და გონისწასვლამდე საოცარი ვნებით უკოცნიდა წითელ ტუჩებს.

****
მადლობა რომ კითხულობთ
და იმედია მოგეწონებათ ეს თავიც <3



№1  offline წევრი elena gavasheli

იცი ისტორიებში რა ნაწილს ვერ ვიტან .... აი როცა დიდი ხნის მეგობრები (გოგო და ბიჭი)ერთ დღეს აღმოაჩენენ რომ სულ სხვა გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ.... ამ ისტორიასა იგივე დასასრული თუ აქვს მირჩევნია არ წავიკითხო დანარჩენი თავები... ისე კი ძალიან კარგად წერ .... წარმატებები ეგრე გააგრძელე

 


№2 სტუმარი nini

gaagrdzele ogond ar daagviano

 


elena gavasheli
იცი ისტორიებში რა ნაწილს ვერ ვიტან .... აი როცა დიდი ხნის მეგობრები (გოგო და ბიჭი)ერთ დღეს აღმოაჩენენ რომ სულ სხვა გრძნობები აქვთ ერთმანეთის მიმართ.... ამ ისტორიასა იგივე დასასრული თუ აქვს მირჩევნია არ წავიკითხო დანარჩენი თავები... ისე კი ძალიან კარგად წერ .... წარმატებები ეგრე გააგრძელე

მადლობა გულწრფელი შეფასებისთვის.
ვნახოთ რა იქნება მომავალ თავებში <3
nini
gaagrdzele ogond ar daagviano

არ დავაგვიანებ <3

 


№4  offline წევრი ki si

აუ ძაან აგვიანებ დამავიწყდა უკვე რახდებოდა რა წესია უუფ

 


№5  offline წევრი ანაკონდა

გააგრძელე, რა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent