შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები?! -1-


14-06-2018, 09:51
ნანახია 1 438

გულაჩქარებულმა შეაღო სალონის კარი და უკვე მზადყოფნაში აქეთ-იქეთ მოსიარულე დაქალს აცრემლებული თვალებით შეხედა.
- რა სახით ხარ გოგო ? ყველაზე უჟმური პატარძალი იქნები გეფიცები - ემოციები მაქსიმალურად დაფარა და უკვე პირდაღებულ დაქალს მაგრად მოეხვია.
- შენ რა? ნიცაააა - სიხარულით წამოიკივლა საპატარძლო კაბაში გამოწყობილმა და უფრო მაგრად მოეხვია მონატრებულ დაქალს.
- სურფრაიიიზ - მხარზე ხელი დაარტყა იქვე მდგარმა ნიამ - მე დაგტოვებთ ახლა რადგან სასურველი მეჯვარე აქ გყავს. - გაეცინა გოგოს და მალევე დატოვა ორი უახლოესი მეგობარი ერთად.
- ნიცა საზიზღარი გოგო ხარ როგორ მომატყუე შენს ქორწილში ვერ ჩამოვალ სხვა მეჯვარის მოძებნა მოგიწევსო, ამოშაქრე ყველაფერი სანამ ეკლესიაში წასვლის დრო მოსულა - გული რომ იჯერა მონატრებული დაქალის ჩახუტებით წარბაწეულმა შეხედა დაქალს.
- არაფერი ისეთი თათუშ, დაგაბოლე რომ არ მოვდიოდი, ნიაკოს შევუთანხმდი და არაჩვეულებრივი სურპრიზი გაგიკეთე. ერთი ჩემი დანახვა გაგიხარდა დღეს და მეორე პირველი ღამის შეგრძნება გაგახარებს - სიცილით აიცილა დაქალის მოქნეული ხელი -
- ცანცარაა , თორნიკემ იცის ? - ინტერესით კითხა და სარკეში კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი.
- არა გოგო მარტო ნიაკომ იცოდა. ძლივს მოვითმინე ისე რომ არავის არ ვუთხარი.
- ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს გვერდით რომ ხარ. ახლა სრულყოფილად ბედნიერი ვარ - ლოყაზე აკოცა დაქალს და კარების ხმაზე ორივემ შემოსასვლელისკენ გაიხედა სადაც რიგრიგობით შემოლაგდა სამი ახმახი. პირველი სიძე ბატონი ლაშა, რომელიც თვალებგაფართოებული უყურებდა საცოლეს. უკან მისტერ სერიოზულობა თემო მოყვა , ბოლოს კი ნიასთვის ყველაზე ახლობელმა შემოაბიჯა და პატარძლის გვერდით მდგარი ნიცას დანახვისას სრული შოკი მიიღო. არც ნიცა იყო უემოციოდ სწრაფად გაექანა საუკეთესო მეგობრისკენ და კისერზე ჩამოეკიდა. თორნიკემაც მაგრად მოხვია ძლიერი მკლავები წელზე , რამდენჯერმე აკოცა თავზე და ღრმად შეისუნთქა ნაცნობი და ამავედროს საშინლად მონატრებული გოგონას სურნელი.
- არ მჯერაააა, როგორ მომენატრე თორნიკე - მაინც ვერ შეიკავა ცრემლები ნიცამ-
- ნუ დამისველე გოგო ჩემი სათუთად გაუთოვებული პერანგი - სიცილით ააწევინა თავი თორნიკემ მის მხარზე თავდაყრდნობილ ნიცას -
- რა ? მოიცა შენ თავად თორნიკე ყიფიანმა გააუთოვე პერანგი ? - გაოცებული მიატრიალა სახე აფხუკუნებული მეგობრებისკენ.
- რა ვქნა წახვედი და არ მყავდა პატრონი - არარსებული ცრემლები მოიწმინდა თორნიკემ -
- სასწაული პირდაპირ - გაიცინა ნიცამ და ახლა ლაშას და თემოს მოეხვია.
- კიდევ კარგი ჩამოხვედი თორე მთელი ერთი კვირა იმდენს ტიროდა შენი დაქალი ვენეციად აქცია თბილისი - სიცილით ჩაიხუტა საცოლე.
- მადლიერი უნდა იყო ჩემი თათას ისე უნდოდა ჩემი მეჯვარეობა შეიძლება შუა ჯვრისწერიდან მიეტოვებინე - ენა პატარა ბავშვივით გამოუყო ლაშას და თორნიკეს მკლავზე შემოეხვია.
- წავიდეთ ახლა ჯვრისწერა ორ საათზეა და დავაგვიანებთ. - მხარზე ხელი დაკრა ვატომ სასიძოს. ჯვრისწერამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. რაც მთავარია უბედნიერესი იყო წყვილი და მათი ბედნიერებით გაბადრული იდგა ნიცაც.
ჯვრისწერის შემდეგ რესტორანში გადაინაცვლეს სადაც ხელი მოაწერეს წყვილმა.
მთელი სამეგობრო და სანათესაო შეკრებილიყო ქორწილში და ყველა ყველა ერთობოდა, ცეკვავდნენ სვამდნენ. უკვე საკმაოდ გვიანი იყო ქალბატონი ნიცა დარბაზის ცენტრში რომ გავიდა მიკროფონით.
- ბავშობიდან მოვდივართ , მე თათა, ლაშა , ვატო და თორნიკე. მათზე ახლობელი მეგობარი არც კი გამაჩნია. საოცარი სიცხადით მახსოვს ჩვენი ერთად გატარებული ყველა ბედნიერი და გიჟური დღე. თათუშ არც ის დამვიწყებია რომ დაგპირდი ბავშობაში , შენს ქორწილში ისე უნდა ვიცეკვო ვალსი პირს დააღებთქო ხოდა სურვილს აგისრულებ. - მიკროფონი იქვე მდგარ ბიძაშვილს მიაწოდა და მის წინ მდგარ ბიჭს ღიმილით ანიშნა რაღაც. მალე დარბაზი საოცარმა ჰანგებმა მოიცვეს. ნიცას წინ მდგარმა ბიჭმა მკლავებში მოიქცია ნიცა და სხეული მის სხეულს ააყოლა. იმ წუთას ნია იმდენად საოცრად გამოიყურებოდა და იმდენად მოხდენილად ცეკვავდა მთელი დარბაზი გასუსული იჯდა. წითელი ატლასის კაბა რომელიც ფეხზე საკმაოდ ჩახსნილი იყო სხეულზე ეკვროდა ნიცას ცეკვისას, მხოლოდ ფეხი უშიშვლდებოდა გარკვეული მოძრაობებისას. იმდენად მოხდენილად და სექსუალურად ცეკვავდა ნებისმიერ ადამიანს გამოაშტერებდა. სწორედ ამ დღეში იყო თორნიკე. უყურებდა 3 წლის უნახავ მეგობარს და თითქოს სულ სხვას,ახლა უკვე დაქალებულს უცქერდა. რომელიც იმდენად დახვეწილიყო, იმდენალ უხდებოდა ცეკვაც და ეს წითელი სექსუალური კაბაც რომ ბიჭი თვალებგაფართოებული შეჰყურებდა, წამით ვერ წყვეტდა ქალის იდეალურ სხეულს თვალს და ვნებისგან თვალები უშავდებოდა. იმდენად მოულოდნელი იყო მისთვისაც მეგობრისადმი გაჩენილი უცნობი გრძნობები რომ დაძაბულმა სწრაფად მოსვა მათრობელა სითხე და ყველანაირად ეცადა ნიცასთან მოცეკვავე ბიჭს არ მივარდნოდა და ის თავხედი ხელები სათითაოდ არ მოეტეხა. ნიცამ ცეკვა ისეთივე საოცარი ტემპით დაასრულა როგორც დაიწყო და დარბაზის მქუხარე ტაშიც დაიმსახურა. ემოციებიდან თვითონაც ძლივს გამოვიდა, ასე იყო როცა ცეკვავდა ირგვლივ ყველაფერი ქრებოდა მისი და პარტნიორის გარდა. ახლაც მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა თათას მკლავები რომ მოეხვია და გულაჩუყებული დაქალი მაგრად ჩაიკრა გულში.
- სად ისწავლე გოგო ასე ცეკვა - გაოცებული ახამხამებდა წამწამებს თათა -
- სამი წელი რაღაც ხო უნდა მეკეთებინა ნიუ-იორკში მუშაობის გარდა თან გეგი მომეხმარა და ადვილად ავითვისე - გაუღიმა დაქალს და თმა გაუსწორა.
- გეგი ის ცეცხლოვანი კაცი ხელებს რომ გიფათურებდა ? - სასაცილოდ აუთამაშა წარბები დაქალს -
- ეგ ცეცხლოვანი მამაკაცი მხოლოდ ჩემი მეგობარია და გაგაცნობ ახლავე. - გაეცინა თათას დაინტერესებულ სახეზე და შემდეგ ახლოს მდგარ გეგის ანიშნა მოსულიყო.
- გეგი გაიცანი ეს თათაა , თათა გეგი - სიცილით გააცნო მეგობრები ერთმანეთს.
- სასიამოვნოა თათა - ხელის ზურგზე აკოცა გოგოს და გაუღიმა -
- ჩემთვისაც სასიამოვნოა გეგი, ცეცხლი დაანთეთ შენ და ნიცამ რამდენიმე წუთის წინ და ძალიან დიდი მადლობა. -
- ნიცას მეგობარი ჩემი მეგობარიცაა, ახლა კი დაგტოვებთ. ბედნიერ დასვენებას გისურვებ ქმართან ერთად - ღიმილით გაეცალა გეგი.
- ძალიან სიმპატიურია, მხოლოდ მეგობარია ? - ეშმაკურად ჩაეცინა თათას -
- გოგოოო, წადი ქორწილი გაქვს ნუ მეჭორავები - სიცილით გააგდო დაქალი და დარბაზის ცენტრში მდგომ თორნიკეს მიუახლოვდა-
- შეიძლება ბატონო თორნიკე გეცეკვოთ ? - პასუხს არ დალოდებია ისე მოხვია ბიჭს კისერზე ხელები. ადვილად შეამჩნია ბიჭის უხასიათობა.
- მოხდა რამე თორნიკე ?- გულუპყვილოდ კითხა ბიჭს და თავი მის მკერდზე მოათავსა. თორნიკეს უცნაურად აუჩქარდა გული და ძლიერი მკლავები უფრო მაგრად მოხვია ნიცას.
- ის ტიპი ვინ იყო ხელებს რომ გიფათურებდა რამდენიმე წუთის წინ- მაინც ვერ შეძლო თავი შეეკავებინა და დაძაბული ხმით კითხა. -
- მეგობარია თორნიკე, ახლა წავიდა სხვა დროს გაგაცნობ - ღიმილით ახედა შუბლშეკრულ ბიჭს - ნუ ბრაზდები სვანო. მართლა კარგი მეგობარია 3 წლის განმავლობაში რაც ნიუ-იორკში გავატარე სულ ჩემს გვერდით იყო. ერთადერთი იყო ვინც გვერდით მედგა ყოველთვის. - თითის წვერებზე აიწია და წვერიან ლოყაზე აკოცა - სიგიჟემდე მომენატრე თოკო. დღეს ხო დარჩები ჩემთან ? - ახლა ხელი მოათავსა მის ლოყაზე და ნაზად მოეფერა. თორნიკეს ისევ დაუარა უცნობმა ჟრუანტელმა მთელს სხეულში. იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი ვენებში. გაუცნობიერებლად მოუჭირა უფრო მეტად ხელები ნიცას წელს.
- დავრჩები - უცნაურად ბოხი ხმით ჩაილაპარაკა და თავზე აკოცა გოგოს . ამასობაში სიმღერაც დამთავრდა და ნიცაც დაუბრუნდა მეჯვარის ადგილს.
ქორწილი მთელი ღამე გაგრძელდა. არაჩვეულებრივად გაერთო ყველა. ახალდაქორწინებულები აეროპორტიდან პარიზში გააცილეს.
ნიცა კი თორნიკეს მანქანაში მოთავსდა. მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს. ნიცას მისი თავი თორნიკეს მხარზე მოათავსა. საკმაოდ დაღლილი იყო , ჯერ ამდენხნიანი მგზავრობით, მერე მზადებით და ბოლოს მთელი ქორწილით. სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში თორნიკეს სურნელი ოდნავ აწია თავი და ბიჭს ჯერ ლოყაზე მერე კი ყელში აკოცა. ეუცნაურა როდესაც თორნიკეს მკლავები საკმარისზე მეტად დაეჭიმა და მისი აფორიაქებაც იგრძნო, მაგრამ იმდენად დაღლილი იყო უბრალოდ გაატარა. მხოლოდ თორნიკე გრძნობდა განსხვავებულ მუხტს და ხელები უცნაურად უკანკალებდა. ამ უცნობი გრძნობისგან აღელვებული მოუსვენრად ისმევდა სახეზე მარცხენა ხელის თითებს. ნიცას სახლთან რომ მივიდა გოგონას უკვე ეძინა, ფრთხილად გადმოიყვანა ნიცა მაქნანიდან , კარი ჩაკეტა და ასევე უჩუმრად აიყვანა მის სახლში. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი სწრაფად გახადა, ლოგინზე ფრთხილად დააწვინა და მხოლოდ ახლა დახედა მოშიშვლებულ ფეხებსა და გულმკერდზე. ხელები გაუოფლიანდა ნერვიულობისგან. ყბადაჭიმულმა დააფარა თხელი გადასაფარებელი, თვითონ ვერანდაზე გავიდა მოსაწევად და უცნაურად აფართხალებული გულის დასამშვიდებლად. ოთხი ღერი სიგარეტი ისე ჩაწვა ვერც მიხვდა, ბოლოს ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში დაბრუნდა. სწრაფად გაიხადა , ფეხსაცმელი რომელსაც მალევე თან მიაყოლა შარვალი და პერანგი. ყველანაირად დააიგნორა მის გვერდით ნახევრადშიშველი სილამაზის არსებობა და თვალები დახუჭა რომ როგორმე ფიქრები გაეფანტა. თითქმის ჩაძინებული იყო რომ იგრძნო როგორ მოეხვია თბილი სხეული. მანაც მოხვია ხელები და საბოლოოს გაითიშა.
***
- თოკო გაიღვიძე - მონატრებული ხმა ჩაესმა ბიჭს. თუმცა არ უნდოდა მოწყვეტოდა ლოგინს და თვალები არ გაუხელია. მხოლოდ მაშინ ინება თვალების გახელა როცა ნიცამ თბილი კოცნები დაუტოვა მთელს სახეზე, დავლილი ჟრუანტელის გამო სწრაფად წამოიწია ლოგინიდან და აბურდული თმა თვალებიდან გადაიწია.
- რა გჭირს თორნიკე ? მართალია მთლად შენი ნაშებივით ვნებიანი კოცნით ვერ გაღვიძებ მაგრამ მეც არამიშავს ხო ? - სიცილით გაეხუმრა მეგობარს და კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე. მერე მხარზე მოეხვია და თავიც იქვე დააყრდნო. გაბრუებულმა თორნიკემ შუბლზე აკოცა ნიცას და ძლიერად მოხვია ხელი წელზე. თითქოს მხოლოდ ახლა გააანალიზა რომ ნიცასადმი დამოკიდებულება შეეცვალა.
- ყავას დალევ თოკო ? - ფეხზე წამოდგა ნიცა გარდერობის კარი გამოხსნა საცვლები აიღო და სააბაზანოს კართან მივიდა - ხოდა ორივესთვის გააკეთე - თვალი ჩაუკრა თორნიკეს და სააბაზანოში გაუჩინარდა. რამდენიმე წუთში აბაზანიდან მხოლოდ საცვლების ამარა გამოვიდა თმა გაიშრო და მხოლოდ ახლა გავიდა სამზარეულოში სადაც ყავის საოცარი სურნელი ტრიალებდა. თორნიკე სამზარეულოს დახლთან იჯდა და ჩაგიქრებულს თავი ხელებში ჩაერგო. ნია უკნიდან მიკრა და ლოყაზე აკოცა.
- კარგი ბიჭი ხარ შენ - პატარა ბავშვივით შეაქო, მის გვერდით მდგარ სლამზე დაჯდა და ფეხები თორნიკეს კალთაზე დაალაგა. მხოლოდ ახლა ახედა თორნიკემ ნახევრად შიშველ ქალს და მის სწორ უფრძელეს ფეხებს, იგრძნო როგორ გაუშრა პირი და თავი ძლივს შეიკავა ნიცას გლუვ კანზე თითები რომ არ აესრიალებინა.
- რა იყო ნიცა ამერიკაში სულ გაფუჭდი ეს პატიოსანი გოგო ? ჩამომიჯდა ნახევრადშიშველი აქ - ეცადა ხუმრობით ეთქვა.
- კარგი რა თოკო, მთელი ცხოვრებაა მიცნობ და პირველად დამინახე საცვლებით ? - გაეცინა ნიცას - რაღაც უცნაურად იქცევი გუშინდელი დღიდან და ასე არ გაგიხარდა ჩემი დანახვა ? - წარბაწევით კითხა ბიჭს.
- შენი დანახვა ყველაზე მეტად გამიხარდა - ხელი მოხვია გოგოს წელზე და მიიხუტა. ყველანაირად დააიგნორა გოგოს ნაზი , თითქმის შიშველი კანის მის სხეულზე შეხება და რამდენჯერმე აკოცა თავზე.
- როგორ ერთობოდი სამი წელი უჩემოდ თოკო ? - ბიჭის დაძარღვულ ხელზე თითებს ასრიალებდა ნიცა და თან ყავას წრუპავდა.
- თითქოს ყოველდღე არ ვლაპარაკობდით - გაეცინა თორნიკეს და იგრძნო როგორ უბუსუსდებოდა კანი გოგოს შეხებისგან. - თუმცა შენ აშკარად არ მიყვებოდი ყველაფერს. ვინ არის ის გეგი ? - ღრენით იკითხა თორნიკემ.
- ხომ გითხარი მეეგობარია. ნიუ-იორკში ჩასვლიდან 2 თვის შემდეგ გავიცანი და ძალიან დავახლოვდით. ცეკვაც მან მასწავლა და დროს ძალიან ხშირად ვატარებდით ერთად. - ღიმილით გაახსენდა ნიცას მოგონებები.
თორნიკე კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა ზარის ხმა რომ გაიგონეს. ნიცა ისე გაიქცა შემოსასვლელისკენ რომ თორნიკეს ნათქვამი ჩაიცვიც არ გაუგია. კარები რომ გააღო გაღიმებული გეგი დაინახა ლოყაზე აკოცა და სამზარეულოში ხელჩაკიდებული შეიყვანა.
თორნიკეს ლამის ცეცხლი ასვლოდა ბიჭზე მოხვეული ნიცა რომ დაინახა თანაც ასეთ ფორმაში.
- წავალ ჩავიცმევ - თქვა ნიამ და სამზარეულოდან გასვლა დააპირა.
- კარგი რა ნიცა თითქოს არ მენახე ასე ჩაცმული - გაეცინა გეგის, თორნიკეს სისხლი მოაწვა თვალებში და თვალებიდან ლამის ნაპერწკლები გადმოყარა. ნიცასაც გაეცინა და სწრაფად გაეცალა სამზარეულოს. ოთახში გაღიმებული გეგი და შუბლშეკრული თორნიკე დარჩნენ. გაცნობის ინიციატივა გეგიმ აიღო საკუთარ თავზე.
- შენ თორნიკე ალბათ ხომ ? ნიცა ბევრს მიყვებოდა შენზე, მე გეგი- ხელი გაუწოდა ბიჭს. თორნიკემ ხელი ისე ჩამოართვა ლამის ყველა თითი მოამტვრია გეგის. ბიჭი უხერხულად შეიშმუშნა და სწრაფად გაუშვა თორნიკეს ხელს საკუთარი.



№1  offline წევრი ki si

მომეწონა გააგრძელე

 


№2 სტუმარი Annnastacia

Aucileblad gaagrdzele ra

 


მადლობა <3 აუცილებლად გავაგრძელებ

 


№4  offline წევრი ki si

მინდა ვთქვა რომ უსამართლობაა ჩემდამი. ყოველდღე ვამოწმებ და არ დევს უფ.

 


ki si
მინდა ვთქვა რომ უსამართლობაა ჩემდამი. ყოველდღე ვამოწმებ და არ დევს უფ.

ხვალ დავდებ აუცილებლად. <3
ბოდიში ეომ დაგიგვიანე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent