შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი" (თავი 16)


19-06-2018, 21:03
ავტორი teengirllove
ნანახია 2 934

თავი 16

-მოვდივარ ,მოვდივარ !! - სწრაფად გავარდა საძინებლიდან კარების გასაღებად -დემნა?
-შემომიშვებ?,თუ მარტო ხარ
-კი რას მეკითხები შემოდი..რატომ მოხვედი ,რა ბულიონი მოგენატრა?-ირონიით ჰკითხა ,თან მისაღებში შეუძღვა
-ჰაჰა,ხო
-კაი მართლა ,რა ხდება ?
-რამდენჯერ გითხარი მარიამ ,რამდენჯერ გაგაფრთხილე ,რამდენჯერ დაგიცავი ვიღაც იდიოტებისგან ,მაგრამ შენ ისევ იგივეს იმეორებ !
-დემნა წესიერად ამიხსენი ,რა ხდება ?
-რატომ არ მითხარი ,რომ გოგას ისევ ხვდები?!
-არ ვხვდები ერთხელ ვნახე
-რატომ, რატომ შეხვდი მას მერე კიდევ იმას ,რატომ ,ხომ გაგაფრთხილე არ გენახა, ხომ გაგაფრთხილე !!-მრებში ჩააფრინდა
-ხელი გამიშვი! -წამში შეასრულა მისი მოთხოვნა - რა უფლებით მიბრძანებ ვის შევხვდე და ვის არა ,ან რა წესია ასე ყვირილი ,გამაგებინე ერთი რა გინდა!
-როგორ თუ რა მინდა ,ამდენი წელია გიცნობ ,შენზე ვზრუნავ ,არ მინდა ვიღაც იდიოტს გადაეყარო !
-ანუ სულ ეს არის მიზეზი?- ჩახლეჩილი ხმით უთხრა ,სევდიანი თაფლისფერი თვალები მიანათა და სუნთქვაშეკრული დაელოდა მის პასუხს
-ხო, ხო აბა სხვა რა უნდა იყოს?
-არაფერი - მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი - წადი !
-რა?
-წადი ,მეც გასასვლელი ვარ
-კარგი..სად მიდიხარ?-თან უთხრა თან კარებისკენ წავიდა
-ეგ ჩემი საქმეა ,შენ კი აღარასოდეს ჩაერევი მასში!-საჩვენებელი თითი დაუქნია და კარები ცხვირწინ მიუხურა..

*******
ისევ ნაცნობი კარების წინ ვდგავარ ,პერანგს ვისწორებ და ვაკაკუნებ
-შემოდი ! - მესმის შიგნიდან ნაცნობი ხმა ,მეც თამამად ვაღებ კარებს და შიგნით შევდივარ მაგრამ ტირანს ვერსად ვხედავ
-დემეტრე ,დემეტრე სად ხარ? - აქეთ -იქით ვიხედები ,უცებ ვიღაც მაგრად რომ მეკვრის უკნიდან და ცხვირს კისერში მირგავს -შემაშინე
-მომენატრე - უფრო მაგრად მიკრავს სხეულზე ,შემდეგ თავისკენ მაბრუნებს ,საჩვენებელ თითს სახეზე ნაზად მისვავს და აი ისევ ბრუნავს მუცელში რაღაც
-გუშინ ხომ გნახე
-რა კარგად ხუმრობ
-ვინმე არ შემოვიდეს -უხერხულად ვიწურები როცა კისერში ნაზად მკოცნის -დემეტრე სერიოზულად გეუბნები!
-მაგაზე არ იდარდო -თვალს მიკრავს და ისევ თავის ადგილს უბრუნდება მაგიდასთან -მისმინე ,არ გინდა სამი დღით დასასვენებლად წავიდეთ?
-დასავენებლად,სად,მხოლოდ ჩვენ?
-რამდენი კითხვაა - სიცილი აუტყდა -კი დასასვენებლად , წყნეთში აგარაკზე , მხოლოდ ჩვენ არა შენებიც წამოიყვანე ,მინდა გავიცნო
-ანუ დემნას და მარიამსაც ვუთხრა?
-მარიამი?-გაკვირვებისგან წარბებს ზევით სწევს
-ჩემი საუკეთესო მეგობარია
-კაი უთხარი..
-კარგი,როდის მივდივართ?
-ხვალ -კალამს იღებს და ხელში ათამაშებს
-ხვაალ,ასე მალე?
-ხო ,მიდი დაურეკე შენს ძმას და მეგობარს ,წავიდეთ დილით
-მოდი მაშინ ანა და ილიასაც ვუთხრათ- წინ ჩამოვუჯექი , სიტყვა არ მქონდა დამთავრებული ეგრევე მწვანე თვალები რომ შემომანათა
-ილია?
-ხო,იცი ანას ილია მოსწონს და ვიფიქრე...
-კარგი ,დიდად არ მომწონს ილია ,მაგრამ შენ რადგან უგებ - მასთან მივედი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე ,შემდეგ ზურგიდან მკერდთან ხელები შემოვხვიე
-ოხ ,როგორ მიყვარს შენი სურნელი, ნაზი ხელები და ტუჩები -ნელა გადამისვა ხელზე თითები -ვერც ვხვდები ამის გარეშე როგორ ვცოცხლობდი -თავი მხარზე ჩამოვადე და ისე გავჩუმდი როგორც ლეკვი პატრონის ხელში..

*******
დემეტრემ მანქანა დიდი ორსართულიანი სახლის წინ გააჩერა ,უკან კი ილიას და ანას მანქანა გაჩერდა,ყველანი სწრაფად გადმოვედით ბარგი გადმოვიტანეთ და სულ რაღაც ერთ საათში დავბინავდით..
-იცით ცოტა მომშივდა -წუწუნით ჩავედი მისაღებში
-მოგიმზადებ რამეს -წელზე ხელები მომხვია დემეტრემ
-მოიცა შენ ხომ მზადება არ იცი -წარბაწეულმა შევხედე
-ნუუ..ცოტა ვიცი - მორცხვად გამიღიმა და ცალი ხელით კეფა მოქექა
-მატყუარა ტირანი - მხარში ვუთავაზე ხელი
-ჰეი ჩვენც აქ ვართ - გაბრაზებულმა გადმომხედა მარიმმა - და მეც მშია
-ხოდა მოგიმზადებთ -ხელები მოიფშვნიტა დემნამ ,ტირანს მხარში ხელი გაჰკრა,ილიასაც გადახედა და სამივე ერთად შევიდნენ სამზარეულოში
-ამას რას მოვესწარი - კმაყოფილი ვკალათდები დივანზე , ანა და მარი ჩვენს წინ თავსდებიან-ლამაზი სახლია ხო?
-კი ძალიან -აღბრთოვანებული ათვალიერებს ოთახს ანა
-მარიამ რა გჭირს?-ჩაფიქრებულ დაქალს გადავხედე
-არაფერი
-ნუ მიმალავ !
-არაფერითქო ვა - გაღიზიანებული მეუბნება ,დგება და გარეთ გადის
-ახლავე მოვალ -ანას ვუღიმი და მას მივყვები

-------
-შემახსენე რამდენი ხანია გიცნობ?- ეზოში ჰამაკში ჩამჯდარ მარიამს ვეუბნები
-თხუთმეტი წელია -არც მიყურებს ისე მეუბნება
-მერე ,ამდენი წელია გიცნობ და შენი აზრით ვერ მივხვდები რაღაც, რომ მოხდა?
-ხო,ვიცი პროსტა ანასთან არ მინდოდა მოყოლა
-ხოდა ახლა მოყევი-ცოტახანს ჩუმად არის ,შემდეგ მიყვება როგორ მივიდა დემნა მასთან ,როგორ იჩხუბეს და საერთოდ ყველაფერს
-ბოლოს კარები მივუჯახუნე ..ხო აბა რა მექნა გავბრაზდი
-და ვერ ვხვდები რამ გაგაბრაზა ,სულ გიცავდა ხოლმე ,პირველი არ ყოფილა - ვცდილობდი ღიმილი არ შემპარვოდა
-რამ და..-თვალი თვალში გამისწორა -მეწყინა რომ მითხრა ჩემთან ერთად გაიზარდეო,ფაქტიურად დასავით ხარო
-ხომ იცოდი რომ დასავით გიყურებდა?
-კი, მაგრამ მისი პირიდან ეს ცუდად ჟღერდა
-რატომ?
-მიყვარს და იმიტომ -დაიჩურჩულა
-ვერ გავიგე ?-ღიმილით ვკითხე
-მიყვარს -ოდნავ აუწია ხმა
-მაინც არ მესმის ცოტა ხმამაღლა
-მიყვარსსს!!-დაიყვირა და გაბრაზებულმა შემომხედა
-ხოდა ეგრე -ხელები გულზე დავიკრიბე და ხეს მივეყუდე -ახლა აწვალე ცოტახანს
-რა?
-ხო არ მიაქციო ყურადღება - გაკვირვებულმა შემომხედა- რას მიყურებ ძმაა ,მაგრამ ეგ ძმაც ხომ ბიჭია
-კარგი,ეგრე ვიზამ -ფეხზე ადგა და თავი მხარზე ჩამომადო -მიყვარხარ
-ეგ ჩემს ძმას უთხარი -ენა გამოვუყავი
-გველო - თვითონაც დამეჭყანა ,შემდეგ ორივეს სიცილი აგვიტყდა

*****
-გეუბნები ჯერ ხახვი უნდათქო
-არა ,ჯერ ბულგარული უნდა დავაჭრათ,შემდეგ სუნელები და ამასობაში ხახვი მოვთუშოთ
-ბულგარული უნდა ბოლოს დემნა ,ჯერ ხახვი
-არა ,მილიონჯერ მაინც გამიკეთებია დემეტერე , ჯერ ბულგარული უნდა - ჯიუტობდა ,თან მწვანილს ჭრიდა
-აი თურმე ვის ჰგავს ბარბარე -თავისთვის ჩაილაპარაკა ტირანმა
-ბარბარე მე არ მგავს ,მამას ჰგავს , ჩემზე ჯიუტია
-კი ეგ ნამდვილად -კვერი დაუკრა
-ხორცი მზადააა ,ახლა გრილზე დავდებ -სამზარეულოში შემოვიდა ილია ,თან ხელში ჯამი ეჭირა
-ძაან კარგი ,მეც მოვრჩი მწვანილს -ხელები დაიბანა დემნამ
-ილია ამას ვეუბნები ჯერ ხახვი უნდათქო მარა ჯიუტობს არა ბულგარულიო -პატარა ბავშვივით ჩაუშვა
-ერთად უქენით ორივე - ვითომ საქმე გადაჭრაო ისე გაიკრიჭა ,დემნამ და ტირანმა ერთმანეთს გადახედეს ცოტახანში კი სამივეს სიცილი აუვარდა
-თავი ქალი მგონია -მაგიდას დაეყრდნო ტირანი
-მეც -კვერი დაუკრა დემნამ
-მე არა - ხორციანი ჯამი მაგიდაზე დადო ილომ
-რაარის ეს ,რას დაამსგავსეთ სამზარეულო!-გაოგნებული შევიდა ბარბარე
-კაცებს გვანდე და რა გეგონა ?
-შენ სახლში ასე არ იქცევი ხოლმე დემნა !-წარბაწეულმა გადახედა ძმას
-უმცროსმა დამ უფროსობა ითავა -ენა გამოუყო დას
-მალე ცოლის მოვალეობასაც შეითავსებს -თვალი ჩაუკრა ილიამ დემეტრეს
-გაჩუმდით ! -დაიბობინა ბარბარეს ხმამ - იცოდეთ ორ წუთში ყველაფერი მილაგებული იყოს -საჩვენებელი თითი დაუქნია
-ეს შენი გათამამებულია ხო?-ტირანმა დემნას წარბაწევით გადახედა
-ხო, აბა რა გგონია, ტირანებს როგორ აჩუმებს? - არც ის დარჩა ვალში
-ხო აბა რა ,ეგრე უნდა მიდით, იჭორავეთ ჩემზე -გაბრაზებულმა გადახედა ორთავეს
-გამიბრაზდა ჩემი ჩიტი -ახლოს მივიდა და წელზე ხელები მოხვია -აბა გამიღიმე
-ხახვის სუნი აგდის -ფაიჭყანა და დემეტრეს სახეზე სიცილი ატეხა-კაი ხო გეხუმრე
-მეწყინა -ხელები გულზე დაიკრიბა
-კაი რა ..რომელ ტირანს არ ასდის ხახვის სუნი?
-ხოდა ტირანის სატრფოსაც უნდა სდიოდეს თუ ასეა -ენა გამოუყო და ხახვიანი ხელები ახლოს მიუტანა სახესთან
-დემეტრე იცოდე მაგ ხელებს შემახებ და პასუხს არ ვაგებ !-უკან იხევდა
-ვერ გაძვრები ..-ღიმილით მიიწევდა წინ
-ჰეი ტირანო!
-მაცადე საცოლეს ძმავ - ზურგიდან გადახედა დემნას
-კი გაცდიდი, მაგრამ კერძი გეწვება
-კაი..რაა , ვაიმე ამოსარევია -მეოჯახე ქალივით მივარდა ქვაბს ,დემნამ ბარბარეს თვალი ჩაუკრა და ეშმაკურად გაუღიმა
-წადი შენ გოგოებს მიხედე ,მიდი მიდი, სამზარეულოში ყოფნა გვაცადე ბემბი კაცებს -ხელი მაჯაში ჩაავლო და გარეთ გააგდო
*****
ექვსივემ გემრიელად ისადილეს ,შემდეგ ერთად მიალაგეს ,ტელევიზორს უყურეს და საძინებლებიც გადაინაწილეს ..

***ბარბარე *****
ახალი დაწოლილები ვიყავით, მე და მარიამს ერთი ოთახი შეგვხვდა ,უკვე ძილში მივდიოდი კარზე ფრთხილი კაკუნი ,რომ გავიგე ,თავიდან მეგონა მომეჩვენა მაგრამ ხმა კიდევ ორჯერ განმეორდა..ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან ,კარები გამოვაღე და იქ მდგარი ,ყურებამდე გაკრეჭილი ტირანი დავინახე
-აქ რა გინდა?-ვეცადე რაც შეიძლება ხმადაბლა მეთქვა,თან უფრო მაგრად მოვიხვიე ტანზე ხალათი
-წამომყევი რა
-სად წამოგყვე ,შუაღამეა
-ვიცი,წამო ,წამო -ხელი მომკიდა და ძალით გამათრია ...
ცოტახანში სახლის სახურავზე ვიდექით ..
-დემეტრე ,ხომ იცი რომ სიმაღლის მეშინია ?-გაბრაზებულმა გადავხედე და კიდევ უფრო ავეკარი
-ჩემთან არაფრის არ უნდა გეშინოდეს
-ხო მაგრამ
-ჩჩჩ-საჩვენებელი თითი ტუჩებთან მომიტანა - მოდი აქ დაჯექი,ნურაფრის გეშინია - იქვე დაფენილ პლედზე ჩამომაჯინა ,თვითონაც გვერდით მომიჯდა -ნახე რა ლამაზია ცა
-ხო,მართლაც ძალიან ლამაზია -მონუსხულმა ავხედე
-პატარა რომ ვიყავი დედა მეუბნებოდა ,რომ თუ ვარსკვლავებს დვითვლიდი მეჭეჭები გამიჩნდებოდა - თქვა და სიცილი აუტყდა ,მის შემყურეს მეც გამეცინა-მაგრამ ჯერ არ ამომსვლია
-ხო ,მეც მეუბნებოდნენ მსგავს რაღაცეებს ..კიდევ იმას ,რომ გარდაცვლილი სულები არიან ვარსკვლავები..თავიდან მეჯერა და მეგონა ეს მარტო მე ვიცოდი, თუმცა მას მერე ცხრაას ფილმში ვნახე მსგავს რამეს რომ ამბობდნენ
-ღამით აქ წოლას ,ზაფხულში,არაფერი სჯობს
-და მაინც ,რატომ ამომიყვანე აქ?
-მინდოდა ეს სილამაზე შენც გენახა ..
-ხოო..ლამაზია აქაურობა
-მართლა მოგწონს?-გახარებულმა გადმომხედა
-რა თქმა უნდა
-რომ დავოჯახდებით ხშირად ამოვალთ ხოლმე აქ
-დავვოჯახდებით?-გაკვირვებულმა გადავხედე
-ხო,რა იყო არ გამომყვები ცოლად?-იმედიანი თვალები მომანათა ,გული მომიკვდა ,მართლა, მან ხომ არ იცოდა
-დემეტრე მე ...
-მესმის,მესმის ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა ,მაგრამ ..
-არა საქმე იმაშია რომ..
-გეშინია?-სიტყვის დამთავრება არ მაცადა
-არა
-არ მენდობი?
-არა ,როგორ არა შენ თუ არა სხვას ვის ვენდობი?
-მაშინ?-მხრები აიჩეჩა
-მე გათხოვილი ვარ დემეტრე -ორი წამით ვაკვირდებოდი თვალებში,სულ რაღაც ორი წამით და ამ დროის განმავლობაში მე იქ დაბნეულობა ,იმედგაცრუება ,ტკივილი და ისევ დაბნეულობა წავიკითხე
-რა?-ხმა ჩაუწყდა -რა თქვი?
-ხო,მე დაქორწინებული ვარ
-მაგრამ,შენ..შენ ეს არასდროს გიხსენებია, ნუთუ ოჯახი გყავს -მწვანე თვალები შემომანათა-ოჯახი გყავს და ...არ მჯერა
-არ მყავს -ვცადე დამემშვიდებინა -ოჯახი არ მყავს ,ჩემს ქმართან არ ვცხოვრობ
-მაბნევ
-აგიხსნი,ოღონდ მომისმინე კარგი?-თავი დამიქნია -მოკლედ როგორც გითხარი 14 წლის ვიყავი დედა ,რომ დავკარგე ,ძალიან მარტოსულად ვგრძნობდი თავს ,დემნა კი მედგა გვერდზე მაგრამ თითქოს მაინც მაკლდა რაღაც...ერთი მეგობარი მყავდა სკოლაში- ნიკა აფციაური,ძალიან სიმპატიური და ჭკვიანი ბიჭი იყო ძალიან დამიდგა გვერდში იმ პლერიოდში.. არც ვიცი ეს სიყვარული იყო თუ მადლიერება რასაც მის მიმართ ვგრძნობდი, მაგრამ ფაქტია ცოლად გავყევი, მართლა ბედნიერი ოჯახი გვქონდა ,მამაჩემი წინააღმდეგი იყო მისი ,რადგან ნიკას ოჯახი ჩემივით მდიდარი და სახელგანთქმული არ იყო..მოკლედ მალე აღმოვაჩინე რომ ორსულად ვიყავი, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო
-შვილი გყავს?-ოდნავ ჩაეღიმა
-არა..ნიკა ჯარში გაიწვიეს ,მე მამაჩემთან ვცხოვრობდი ,ერთ დღეს თავბრუ დამეხვა და ცუდად გავხდი,საავადმყოფოში გამაქანეს ,მერე გავიგე რომ მამაჩემმა ..მან..-ცრემლები ვერ შევიკავე , დემეტრე გვერდით მომიჩოჩდა და მაგრად მომხვია ხელები -ბავშვი მომიკლა დემეტრე ,მან მე დედობის უფლება წამართვა ,ჩემი გოგო მოკლა
-დამშვიდდი, ჩუმად -თავზე მისვავდა ხელს
-ჩემი ბრალია, ვერ დავიცავი საკუთარი შვილი, ვერ დავიცავი
-შენ არაფერ შუაში ხარ,ვერაფერს გააკეთებდი-მამშვიდებდა ,თან სახეს მიკოცნიდა
-მერე ,ნიკა ჩამოვიდა ,წესით უკვე ნამშობიარები უნდა ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა მამაჩემთან ვერ გავჩერდი ,იქ გადმოვედი სადაც ახლა ვცხოვრობთ..ჩემთან მოვიდა ,მეჩხუბა ,გამლანძღა ,მითხრა ვერ გაპატიებ ჩემი შვილი რომ მოკალიო
-შენ რა შუაში იყავი?-გაბრაზებულმა გახედა სივრცეს -როგორ გაბედა შენი დადანაშაულება
-მართალი იყო,ვერ გავუფრთხილდი
-მომისმინე -სახეზე მომკიდა ხელები და თავისკენ მიმახედა -მეორედ არ გაიმეორო ეგ გაიგე?! შენ არაფერ შუაში ხარ,რა იცოდი მამაშენი მსგავს საზიზღრობას თუ ჩაიდენდა , არ ხარ პასუხისმგებელი მის საქციელზე ..გაიგე ,არ ხარ!-თავი დავუქნიე
-მას მერე ნიკა აღარ გამოჩენილა, ერთი წელი გავიდა თითქმის მისი წასვლიდან ..
-მასზე ისე ლაპარაკობ თითქოს....
-რა?
-არაფერი..მე შენ ძალიან მიყვარხარ ,ეს გახსოვდეს - ხელები მომხვია და გულზე ამიკრო
-მეც ..მეც მიყვარხარ

******მარიამი*****
გვიან გაეღვიძა ,ბარბარე ოთახში რომ არ დახვდა ,ინერვიულა ,სწრაფად წამოდგა ფეხზე ,ხალათი მოიცვა და ქვევით ჩავიდა..
არც იქ დახვდა ,ბარემ დაბლა იყო წყალი დაისხა და აივანზე გავიდა..ხედი მართლაც შესანიშნავი იყო,ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა,მოაჯირს გადაეყუდა და ფიქრებში წავიდა ,უცებ მხარზე შეხება რომ იგრძნო
-შემაშინე - გულზე მიიდო ხელი
-რატომ არ გძინავს ?-გვერდით ამოუდგა დემნა
-რა იყო ,ეგეც უნდა ამიკრძალო?-ირონიით ჰკითხა
-რა გწყინს მარიამ, რაც თავი მახსოვს სულ შენზე ვზრუნავ!
-ხო დემნა ,ზრუნავ, მაგრამ ზედმეტში გადაგდის ,ერთია იზრუნო ჩემზე და მეორეა ამიკრძალო ვინმესთან შეხვედრა
-შენ მოგწონს ის ბიჭი?
-რას ერჩი გოგას?
-კითხვაზე მიპასუხე მარიამ!
-არა ,არ მომწონს ..მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია და ვმეგობრობთ
-მეგობრობიდან იწყება სიყვარული მარი
-შენ რა იცი
-ძალიან კარგად ვიცი !
-არ გეტყობა
-სულ რატომ მეჩხუბები?
-ეს შენ მეშარები სულ!
-არ შეხვდები გოგას!
-შენ არავინ გეკითხება!
-მეკითხება!
-ვინ გეკითხება ?
-ჩემი თავი და გრძნობა შენს მიმართ!
-მაინც რას გრძნობ! -ერთიანად დაეჭიმა სხეული,როცა დემნამ ცისფრი თვალები შეანათა ,ცოტახანს გაჩუმდა
-არაფერს ,რას უნდა ვგრძნობდე ,ჩემი მეგობარი ხარ და მიყვარხარ -არ მოელოდა ამას მარიამი,ეგონა ახლა მაინც ამოთქვამდა სათქმელს ,მაგრამ ის ისევ გაურბოდა
-მაშინ იცი რას გეტყვი დევდარიანო-მისი ხმა ძალიან კატეგორიულად ჟღერდა -ჯერ წესიერად ჩამოყალიბდი შენს გრძნობებში და მერე გადაწყვიტე უნდა იეჭვიანო სხვებზე თუ არა !- ჭიქა ხელში მიაჩეჩა და მარტო დატოვა აივანზე ..
-ხომ გითხარი კამეჩი ხართქო -სახურავიდან გაისმა ბარბარეს ხმა ,ამას ტირანის სიცილიც მოჰყვა



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ბოლო მომენტზე სასწაულად ვიცინე :დ :დ

 


№2  offline წევრი teengirllove

ანი ანი
ბოლო მომენტზე სასწაულად ვიცინე :დ :დ

xo mag moments ramdenjerac warmovidgen sul mecineba :)))

 


№3 სტუმარი tata

vaime dzaaan magaria :))

 


№4  offline წევრი teengirllove

tata
vaime dzaaan magaria :))

madloba :))

 


№5  offline წევრი teengirllove

ლათინო
ვახ გადავიფიქრე და არ ჩაგაშხამებ! მომეწონა. წარმოვიდგინე სახურავზე გაწოლილი ბარბარე რომელსაც წითელი თავი აქვს გადმოყოფილი და დემეტრეს ხარხარი. დემნას გაოცებული სახე და ნუ მოკლედ მომეწონა ეს თავი რაა.
პ.ს სიცილით არ მოვმკდარვარ ,პრინციპში მე რა მამკლავდა მაგრამ გამეცინა.

rom gagecina egec kaia :)) me martla rom warmovidgen am siruacias ragacnairad mecineba ..tan ro usmendnen

 


№6  offline მოდერი LurjTvala demoni

მოკლედ ორი თავი ერთად წავიკითხე.
ჯერ ბოლო ნაწილზე გეტყვი თორემ მერე დამავიწყდება ხომვიცი :დდ
მოკლედ
"ხომ გითხარი კამეჩი" ხარზე იმხელა ხმაზე ავხარხარდი მთელი ათენი შევძარი :დდდ
ეს იყო არვიცი რაიყო, ზე საოცრება.
სირყვები არ მყოფნის, ყველაზე მეტად რამ გამახარა იცი? ბარბიმ თავად რომ უთხრა სიმართლე და არა იმ მაწაკმა მამამისმა.
ფუ როგორ ვერ ვიტან მაგ კაცს.
ახლა ერთი ორი სიტყვა შენზე.
შენ რომ საოცრება ხარ ხომ იცი?
ჩემი საოცრება ხარ შენ და მე შენ ძალიან მიყვარხარ აი ისე რომ ვერც კი ავღწერ ❤

 


№7  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
მოკლედ ორი თავი ერთად წავიკითხე.
ჯერ ბოლო ნაწილზე გეტყვი თორემ მერე დამავიწყდება ხომვიცი :დდ
მოკლედ
"ხომ გითხარი კამეჩი" ხარზე იმხელა ხმაზე ავხარხარდი მთელი ათენი შევძარი :დდდ
ეს იყო არვიცი რაიყო, ზე საოცრება.
სირყვები არ მყოფნის, ყველაზე მეტად რამ გამახარა იცი? ბარბიმ თავად რომ უთხრა სიმართლე და არა იმ მაწაკმა მამამისმა.
ფუ როგორ ვერ ვიტან მაგ კაცს.
ახლა ერთი ორი სიტყვა შენზე.
შენ რომ საოცრება ხარ ხომ იცი?
ჩემი საოცრება ხარ შენ და მე შენ ძალიან მიყვარხარ აი ისე რომ ვერც კი ავღწერ ❤

mec dzalian miyvarxar chemo gogonav , madloba aseti komentarebistvis..ubralod ver mivcemdi mamamiss uflebas kidev gaefuchebina rame , mag kacze momdevno tavshi sheidzleba visaubro vnaxot :))

 


№8  offline მოდერი abezara98

ოჰო, კარგი იყო blush ნიკაზეც რაღაც მსგავსს კი მოველოდი, მაგრამ ის არ ვიცოდი ისეც ცოლ-ქმარი თუ იყვნენ confused ველოდები შემდეგ თავს blush

 


№9  offline აქტიური მკითხველი La-Na

აუ ეს ბოლო მომენტი სასწაული იყო smile
--------------------
ლანა

 


№10  offline წევრი teengirllove

abezara98
ოჰო, კარგი იყო blush ნიკაზეც რაღაც მსგავსს კი მოველოდი, მაგრამ ის არ ვიცოდი ისეც ცოლ-ქმარი თუ იყვნენ confused ველოდები შემდეგ თავს blush

xo isev aran ,jer :))

La-Na
აუ ეს ბოლო მომენტი სასწაული იყო smile

:))) xoo

 


№11 სტუმარი სტუმარი ნინი

მალედადებ შემდეგ თავს?

 


№12  offline წევრი teengirllove

სტუმარი ნინი
მალედადებ შემდეგ თავს?

სტუმარი ნინი
მალედადებ შემდეგ თავს?

ki vecdebi

 


№13  offline მოდერი Mathew

აიი რა გითხრაა.
ძალიან მაგარი თავი იყო,ყველაფერი იყო
და ძალიან მომეწონა.
ერთმანეთში იყო გრძნობები არეული
ხოდა ამან უფრო ჩამითრია blush
ნიკაზე რომ გავიგე გავბრაზდი,მაგრამ ძალიან გამიხარდა,
რადგან დემემ.არ უარყო ბარბი და მიუხედავად ყველაფრისა
ვიცი,რომ ერთად იქმებიან heart_eyes
რაც შეეხება მარიამს და დემნას.
დემნას მოვკლავვვ!
რა სულელია რა?!
მაგრამ ალბათ ბოლოს ამოხეთქავს და ეტყვის სათქმელს,
იმედია joy
იცოდე შემდეგ თავში ანა და ილიკოც გამოაჩინე joy
მართლა ძალიან მაგარი თავი იყოო!!
ყოჩაღ ბემბიკოოო heart_eyes
და მიყვარხარრ heart_eyes

 


№14  offline წევრი teengirllove

Girl with pretty smile
აიი რა გითხრაა.
ძალიან მაგარი თავი იყო,ყველაფერი იყო
და ძალიან მომეწონა.
ერთმანეთში იყო გრძნობები არეული
ხოდა ამან უფრო ჩამითრია blush
ნიკაზე რომ გავიგე გავბრაზდი,მაგრამ ძალიან გამიხარდა,
რადგან დემემ.არ უარყო ბარბი და მიუხედავად ყველაფრისა
ვიცი,რომ ერთად იქმებიან heart_eyes
რაც შეეხება მარიამს და დემნას.
დემნას მოვკლავვვ!
რა სულელია რა?!
მაგრამ ალბათ ბოლოს ამოხეთქავს და ეტყვის სათქმელს,
იმედია joy
იცოდე შემდეგ თავში ანა და ილიკოც გამოაჩინე joy
მართლა ძალიან მაგარი თავი იყოო!!
ყოჩაღ ბემბიკოოო heart_eyes
და მიყვარხარრ heart_eyes

მადლობაა ,მე რომ მიყვარხარ ძალიან ,ძალიან ხომ იცი?-თუ არ იცი ახლა გაიგებ :))) ხო ,მარა ეგრე ადვილად სადაა ,დემნა ჩვენი ტირანივით თამამი არ აღმოჩნდა ,ასე რომ ახლა ტირანიც გვყავს და კამეჩიც :)))

 


№15  offline წევრი khatia khatia

ვაჰაჰჰჰა საგოლლლ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent