შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობები გამამელია


12-02-2018, 17:16
ავტორი murachashvili
ნანახია 1 863

გრძნობები გამამელია
ავტორი: ირაკლი აფციაური

ნეტავ ლამაზო საყელოს
რამდენჯერ ღილი შაგხსნია,
რამდენჯერ უთქომთ მიყვარხარ
რამდენ სიყვარულ აგხსნია.

ნეტავ რამდენჯერ ასულხარ
ყელიდან კოცნით ლოყამდე,
რამდენი ვაჟი დატანჯე,
რამდენ მიუშვი თოფამდე.

რამდენის გული ათრიე,
რამდენი ერთურთს ახოცე,
რამდენს მაუკალ წყურვილი,
რამდენი უწყლოდ დახოცე.

შენი კუპრივით წარბები
ზევით რამდენჯერ ახარე,
რამდენი ვაჟი გატეხე,
რამდენი დაბლა დახარე.

ეგ სილამაზე რა გგონის,
ნეტავ სადამდის გაგყვება,
შენაც მაიწყენ როდისმე
სახეს ნაოჭი აგყვება.

შენამც გაივლი იმ ბილიკს,
რომელზეც სხვები ატარე,
გახსოოვს?!- მოგძახებს ვიღაცა
-მეც ხომ მაგ გზებით მატარე.

მერმე მე გაგახსენდები,
რომ ვიყავ შენი მელია,
მაგრამ გვიანღა იქნება
გრძნობები გამამელია.



№1  offline აქტიური მკითხველი terooo

ვააუუუ...
რა კარგი იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი ირაკლი

მადლობელი ვარ

 


№3 სტუმარი სტუმარი მაია

ბევრის მთქმელი და ლამაზი ლექსია ნამდვილად...ძალიან ნიჭიერი ბიჭი ხარ ირაკლი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent