შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამის მეასედი (თავი 14)


20-06-2018, 00:07
ავტორი Stranger things
ნანახია 1 497

-ელენიკა...რაღაც უნდა გითხრა...
-გისმენ.
-ცოლი მომყავს.
-------------------------

-ჰა?!რა ცოლი?!ანუ უკვე მოიყვანე თუ...-დავიბენი მე.
-არა ელენიკა.
-აბა,ამერიკაში შეყვარებული გყავს და არ ვიცი?
-არა.
-ვაი დემეტრე, გამარკვიე თორემ გავგიჟდები!ან ახლა უნდა ვიგებდე?!
-ჯერ იმანაც არ იცის.-გამომიცხადა მშვიდად.
-აჰა, ანუ ჯერ შენმა საცოლემაც არ იცის და მე მეუბნები...კარგი დავწყნარდი.ის მაინც მითხარი ვინ არის ის უბედური...
-ნიტა.
-ჰა?!ჩემი მეგობარი ნ...ნიტაა...-აქ მთლად დავიბენი.
-ზუსტად.
-დემეტრე ეხლა თუ მოვედი და გწვდი თმებში...თუმცა სად გაქვს თმები...ჩემ ჯინაზე გადაიპარსე არაა?!...ვაი დაქალი მითხოვდება და ჯერ თვითონაც არ იცის...რეებს ვლაპარაკობ!
-ელენიკა მისმინე...ხომ იცი რამდენი ხანია მიყვარს, დავიღალე აღარ შემიძლია, მე ამერიკაში ვარ, ის აქ და ცოლად თუ მოვიყვან, იმასაც იქ წავიყვან და ერთად ვისწავლით.
-აუჰ, აიწყო ცხოვრება!ნიტაზე რას იტყვი, თანახმაა?!
-ჯერ არ მითქვამს.
-დმეტრე ჭკუიდან ნუ გადაგყავარ! იცი რამდენი იტირა რომ წახვედი?!იცი რა მდგომარეობაში იყო?!და,რა გგონია ახლა ეტყვი ცოლად მომყავხარ და ამერიკაში უნდა წაგიყვანოო და გამოგეკიდება?!
-შენ რა გგონია მე უკეთესად ვიყავი?!ხო იცი სხვა გზა რომ ყოფილიყო დავრჩებოდი!
-ვიცი.-ამოვიოხრე მე.-კარგი, ახლა წესივრად ამიხსენი რას აპირებ...
-შემოვირიგებ, ცოლად მოვიყვან და ამერიკაში წავიყვან, თან ხომ იცი სულ უნდოდა იქ სწავლა.
-დემე, ჩემი ძმა ხარ და მიყვარხარ მაგრამ თუ გულს გაუტეხ, გიპოვი და ძვლებში დაგამსხვრევ.
-ვიცი მეც მიყვარხარ და თუ გულს გავუტეხ, მე თვითონ არ ვიცოცხლებ თავს.-მოვიდა და თავზე მაკოცა.-უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა, ახლა უნდა წავიდე და საღამოს შემოგივლი.
დემეტრე წავიდა, მე კი საწოლზე მოწყვეტით დავეშვი და ამოვიოხრე, დემეს და ნიტას ერთმანეთი ბავშვობიდან უყვარდათ, ამას ყოველთვის ვამჩნევდი, აი მაგალითად მე და თოკა სულ და-ძმასავით ვიყავით, ჩემთვის ყოველთვის მეორე ძმა იყო, მაგრამ ნიტაზე და დემეზე იგივეს ვერ ვიტყოდი, უთქმელად იცოდნენ ორივემ ერთმანეთის გრძნობების შესახებ. ყოველთვის რაღაც სხვა იკვეთებოდა მათ შორის, ოფიციალური შეყვარებულების სტატუსი არასდროს უტარებიათ, მაგრამ ყველამ იცოდა რომ ნიტა, დემეტრე ჯაყელის გოგო იყო. მამაჩვენი და გიორგი ახვლედიანის მამა მეგობრობდნენ და გიორგიც ხშირად ხვდებოდა ჩვენს წრეში, შემდეგ ნელ-ნელა გამოიკვეთა გიორგის დამოკიდებულება ნიტას მიმართ, მას უფრო ხშირად ეკონტაქტებოდა, სკოლაში აკითხავდა და ყვავილებს უგზავნიდა, ნიტა, რა თქმა უნდა, არაფერს იღებდა და ცივად ექცეოდა. დემეს არ ეუბნებოდა, იცოდა რომ რაღაც სასწაულს ჩაიდენდა...მაინც გაიგო...შემდეგ იყო გარჩევები...ჩხუბი და საბოლოოდ დემეს ძმაკაცმა გიორგი დაჭრა...რამდენჯერმე დემეტრეს მოკვლაც სცადეს,დემეს რამდენიმე მეგობარი ავარიაში მოყვა, ერთს ხერხემალი დაუზიანდა, ორი ადგილზევე გარდაიცვალა და მეოთხე კომაში იყო რამდენიმე თვე,ხო და ჩვენმა მშობლებმაც დემეტრე სულ ძალით გაუშვეს ამერიკაში, მაშინ ჩვენ მეათე კლასში ვიყავით, დემე დიდი იყო, ზუსტად არ ვიცი რა მოხდა ჩემს ძმასა და ნიტას შორის მაგრამ ფაქტი ერთია, დემეს წასვლის შემდეგ ნიტა საშინელ მდგომარეობაში იყო, თავს იდანაშაულებდა, მაშინ მე,ლიზა, თამარა,თეკლა და ბიჭები რომ არ ვყოფილიყავით ალბათ დეპრესიიდან ვერ გამოძვრებოდა.
ფიქრებში ვიყავი კარზე რომ მომიკაკუნეს.
-ელე,გღვიძავს?-კარი ლიზამ შემოაღო.
-ხო ლიზ,რა ხდება?
-დედამ დღეს წვეულებაზე აუცილებლად სამივე უნდა იყოთო.
-აუუუ...არ მობეზრდათ ეს წვეულებები?...-ამოვიოხრე და ბალიში დავიფარე თავზე.
-ნოე და ტარიელიც იქნებიან და ცოტას გავერთობით.
-კარგი, მიდი გადი შენ და მოვემზადები მე.
-კარგი, ორ საათში ნინოს ნომერთან უნდა ვიყოთ.
ჯერ ერთი საათი რაღაც უაზრო ფილმს ვუყურებდი, შემდეგ შხაპი მივიღე, ჩავიცვი,თმები და მაკიაჟი გავიკეთე და ნინოს ოთახთან მივედი, ლიზა, დემე და ნინო უკვე გასასვლელად ემზადებოდნენ.
-კარგია რომ მოხვედი...შეგვიძლია წავიდეთ.
ნინო ამაყად მიაბიჯებდა დარბაზისაკენ მე, ლიზა და დემე კი უკან მივყვებოდით.
-ნინომ მოგიყვა ლიზასა და ნოეზე?-ვკითხე ჩემს ძმას.
-კი...ვცადე გადამერწმუნებინა, მაგრამ ვერ მოვახრერხე... მერამდენე საუკუნეა...-ამოიოხრა დემემ.-არა ნოე კი კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ ლიზა მეცოდება...
პასუხი ვეღარ გავეცი,რადგან დარბაზში შევედით და ნინო ამირეჯიბებს მიუახლოვდა.
-ქალბატონო ნატო,ბატონო პაპუნა.-თავი დაუკრა ბიცოლამ. -გაიცანით დემეტრე ჯაყელი.
-ძალაინ სასიამოვნოა.-მიესალმა ქალბატონი ნატო.-ნინო წამოდი ვიღაც უნდა გაგაცნო...უკაცრავად ჩვენ დაგტოვებთ.- ნატო ამირეჯიბმა ბიცოლას ხელი ჩაკიდა და სადღაც წაიყვანა, დემემ და ბატონმა პაუნამ კი საუბარი დაიწყეს, მე გაკვირვებულმა გავხედე ლიზას.
-ამათ დამეგობრება როდის მოასწრე?-თავით ქალბატონებზე ვანიშნე.
-წარმოდგენაც კი არ მაქვს, დაინახე როგორ გამიღიმა ნატომ?
-შენც შეამჩნიე არა?!უცნაურია.-თავი გავაქნიე.
წვეულება როგორც ყოველთვის მოსაწყენი იყო, რამდენჯერმე ნოესაც მოვკარი თვალი, მანაც დამინახა მაგრამ რამდენჯერაც მოსვლა დააპირა, იმდენჯერ ვიღაცამ გაუბა საუბარი და ისიც სიკვდილმისჯილივით გამოიხედავდა ხოლმე ჩემსკენ... საბოლოოდ მაინც მოაღწია.
-წვეულებებზეც საქმეზე ლაპარაკობ ხოლმე?-ვკითხე მე.
-სხვა გზა არაა...მოიწყინე?
-შენ?
-კი.-მიპასუხა გულწრფელად.-ვიცეკვოთ?
დარბაზის ცენტრისაკენ წავედით, მე ნოეს მივეხუტე მან კი ძლიერად მომხვია ხელები და ნელ მუსიკას ააყოლა ტანი. თვალები დავხუჭე, იმ წამს თავს ისე მშვიდად ვგრძნობდი, აღარც ნინო მახსოვდა და არც ვინმე სხვა.
-გინდა ქედან გავიპაროთ?-მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ.
ხელი მომკიდა და აივანზე გამიყვანა, რომელიც შენიბას გარშემო ერტყა, შემოუარა და კიბესთან გაჩერდა, რომელიც პირდაპირ სასტუმროს ბაღზე გადიოდა.
-ახლა სად გინდა წასვლა?
-წამოდი, ჰამაკში ჩავსხდეთ და წიგნი წავიკითხოთ.-ვთქვი და წითელი კაბია ხელით ავიწიე,რომ სიარულში ხელი არ შეეშალა.
მე ჩემს ოთახში ავედი, კაბა გამოვიცვალე და წიგნი ავიღე, ნოე უკვე ქვევით მელოდა, ერთ ჰამაკში ჩავსხედით და კითხვა დავიწყეთ, მაგრამ რატომღაც აზრს თავს ვერ ვუყრიდი.ნოეს გვერდით ყოფნა მფანტავდა და ჩვენს ცეკვას მახსენებდა,მისკენ გავიხედე, წიგნი გვერდით გადაედო და ყურადღებით მაკვირდებოდა.
-ელ...
-ხო?
-ჩამეხუტე რაა...
იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები,რომ წამით დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე.
-მაპატიე...უბრალოდ მე...ჯანდაბა!-წამოდგომა დააპირა.
მე მისკენ გავიწიე და გულზე დავადე თავი, მან კი ძლიერად მომხვია ხელები და უფრო მიმიხუტა...დიდხანს ვისხედით ასე. მე მის გულის ცემას ვისმენდი, ის ნიკაპით თავზე მეყრდნობოდა და თმაზე მეფერებოდა.
-რამდენიმე დღეში გერმანიაში მივდივარ.-მითხრა ნოემ.
-დიდი ხნით?
-ორი კვირით...რაღაც საქმეები მაქვს.
კიდევ დიდხანს ვისხედით გაუნძრევლად, არც ერთი ვჩქარობდით წამოდგომას, სანამ ჩემმა ტელეფონმა არ დარეკა.
-გისმენთ.
-ელე, სად ხარ?-დაღლილი ხმით მკითხა ლიზამ.
-ბაღში ვარ,რა ხდება?
-ამოდი რაა...
-რა ხდება?კარგად ხარ?
-კი,კი...უბრალოდ ძალიან დავიღალე და ვიფიქრე რამეს ვუყურებდით.
-კარგი,მოვდივარ.-გავთიშე და ფეხზე წამოვდექი.-მაპატიე,უნდა წავიდე.
-გაგაცილებ.
ნოემ ხელი მომკიდა და ერთად წავედით ჩემი ოთახისკენ, წასვლის წინ დაიხარა და შუბლზე ნაზად მაკოცა.
-ძილინებისა.
-ძილინებისა.
მე ცოტა ხანი გაშტერებული ვიდექი ჩემს კართან, შემდეგ ყველა ფიქრი გავფანტე და ლიზასთან შევედი, ამჯერად ძალიან საინტერესო ფილმს ვუყურეთ,მაგრამ მაინც უყურადღებოდ ვიჯექი.
-აქ დაიძინებ?
-დავიძინებ.
ლიზას მივეხუტე და თვალები დავხუჭე, ვერაფერი მოვუხერხე ფიქრებს, გრძელი დღე იყო... ბოლოს ლიზას ჩაეძინა, მე კი ვერაფრით ვისვენებდი, წამოვდექი და გარეთ გავედი, დერეფანში მივაბიჯებდი დემეს ხმა რომ გავიგე.
-ჩემი დაა და მიყვარს.
-დემეტრე, ვიცი რომ გიყვარს მაგრამ სიმართლეს ვერ ვეტყვით.
-ნინო უნდა იცოდეს.
ნინოს ოთახთან იდგნენ და როგორც მივხვდი ჩემზე კამათობდნენ.
-არ მაინტერესებს არაფერი, ელენიკამ უნდა იცოდეს სიმართლე.- ბრაზობდა ჩემი ძმა.
-და რას იზამ მიხვალ და პირდაპირ ეტყვი?!
-არ ვიცი...-დემეს ნერვიულობა გაუკრთა ხმაში.-მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა ვუთხრათ.



№1 სტუმარი kati

Axla shewyveta iqnebodaaa?

 


№2  offline წევრი Stranger things

kati
Axla shewyveta iqnebodaaa?

ვეცდები შედარებით მალე დავდო ახალი blush

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent