მთვარის სასწაული (ნაწილი 1)
სიყვარული ?! ამბობენ ,,სიყვარული ამოძრავებს დედამიწას’’¬_ო, და ეს სრული სიმართლეა,რადგან, რომ არა სიყვარული მე და "შენ" დღეს არ ვიარსებებდით..! სიყვარული აგამაღლებს! მის გამო ზღვებს გადაცურავთ, მთებს გადადგამთ, შეუძლებელს შეგაძლებინებთ... ყველაზე მეტად გაგაბედნიერებთ და ყველაზე მეტად გატკენთ გულს.. ! -ელი! ელიი! ელიიიიი! - არსებობს ასეთი მცნება, მას სიჩუმე ქვიაა ! არაფერი გსმენია მასზეეე ?! - უჟმურო! -დღეს შენი დახმარება მჭირდება, ამიტომ მოვკეტავ და არ შეგეპასუხები.. -აფერისტო! ცოტა იჩქარე, დღეს დიდი დღეა დიდი ... ბავშობაში, ხშირად მიოცნებია იმ დღეზე, როცა უნივერსიტეტს დავამთავრებდი, წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ ავაფრენდი ქუდს ჰაერში ყველაზე მაღლა... მეორე დღეს როგორც კი ,,პახმელიიდან’’ გამოვიდოდი, თავს მაღლა ავწევდი, მხრებში გავიმართებოდი , სახლის კარს ფართოდ გავაღებდი და სანუკვარი ოცნების ასრულების ყველაზე გრძელ გზას , ყველაზე ბედნიერი დავადგებოდი... და აი ისიც, დადგა ის დღე, როდესაც ჩემს წარმოდგენებს ფრთები შეესხა! ორი კვირის წინ უნივერისტეტი დავამთავრე, და წარმოიდგინეთ მეც კი გამიკვირდა, მაგრამ ქუდი ყველაზე მაღლა მე ავაფრინე ჰაერში... ნუ ყველაზე მთვრალიც მე ვიყავი იმ დღეს, მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია :დ მეორე დღეს სივი შევავსე და ჰოი საოცრებავ, კვირის ბოლოს უკვე საოცნებო სამსახურში ვმუშაობდი... ვიცი ეს ყველაფერი, წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ მე ეს ყველაფერი შევძელი!... -გამარჯობათ ქალნატონო თამარ! -ელი, საყვარელო როგორ ხარ ? მამა და დედა როგორ არიან ? პატარები ხო კარგად არიან ? გავიგე გაციებულან! -მადლობთ, ყველანი კარგად ვართ. იცით ახლა ცოტათი მეჩქარება იქნებ სხვა დროს ვისაუბროთ. -რა თქმა უნდა საყვარელო, წარმატებებს გისურვებ! -მადლობა! ქალბატონი თამარი იმ აბეზარი მეზობლების რიცხვს მიეკუთვნება,რომლებიც ცდილობენ გამუდმებით იყვნენ ჩვენს ცხოვრებაში ჩართულნი და ყველა მნიშვნელოვან მომენტში ჩვენს გვერდით იყვნენ, ზოგჯერ თავს უფლებას აძლევენ,რომ ჩვენს გადაწყვეტილებებში ჩაეფლონ! ვიცი ეს ყველაფერი ცუდად ჟღერს, მაგრამ არც ისე საშინლად გამოიყურება ეს ყველაფერი..! -ელი პატარავ, როგორ ხარ ? -მა ? არამიშავს , შენ როგორ ხარ ჩემო საოცრებავ ? -მე, დედა და პატარები ბარგს ვალაგებთ შენთან მოვდივართ, ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ,რომ მოგვენატრე და ამ შაბათ კვრიას ყველანი ერთად გავატარებთ -რა ? მართლა ? როდის ჩამოდიხართ? მეც ძალიან მენატრებით მა ! -საღამოს ერთად ვივახშმებთ -მა? -რა იყო პატარავ? -მიყვარხართ! პატარაობისას, მჯეროდა,რომ სადაც არ უნდა წავსულიყავი მთვარე სულ თან გამომყვებოდა, მეც ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე წამდაუწუმ დავრბოდი და ჩემს თეორიას ვამოწმებდი... სისულელეა, მაგრამ მთვარეში ყოველთვის იმ ადამიანის სახეს ვხედავდი ვინც იმ წამს ყველაზე მეტად მენატრებოდა... ყოველ დღე ძილის წინ ცას ვუყურები და ვოცნებობდი აუსრულებელ ოცნებებზე... -გამარჯობათ, ელისაბედ ჯაყელი ბრძანდებით ? -დიახ, მე ვარ ! რა მოხდა ? -სამწუხარო ამბავი გვაქვს, რამდენიმე საათის წინ თქვენი ოჯახი ავტო ავარიაში მოხვდნენ, მათი მდგომარეობა საკმაოდ რთულია, სავადმყოფოში უნდა წამოგვყეთ! მშობლები, ხშირად მსაყვედურობდენ, რომ მათ მიმართ სათანადო გრძნობებს არ ვავლენდი, მგონი საერთოდ ეჭვი ეპარებოდათ, ჩემს სიყვარულში... ჩემი თავისთვის ხშირად მითქვამს, ავდგები მივალ მათთან ძალიან მაგრად ჩავეხუტები და ვეტყვი მათ,რომ მთელ სამყაროს მირჩევნია... მაგრამ ეს არასოდეს გამიკეთებია, შესაფერის მომენტს ველოდებოდი და ვერც კი ვხდებოდი,რომ შესაფერისი მომენტის ძიებაში ყველაზე ძვირფას წამებს ვკარგავდი... და ახლა უკვე ძალიამ გვიანია ... ! პ/ს თუ მოგეწონათ ,და გსურთ ამბის გაგრძელება წაიკითხოთ დატოვეთ მცირე კომენტარი, ეს სტიმულს მომცემს :) და რაც მთვარია დავიხვეწები |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.