დიდი სიყვარული შემძლებია
ჩემი მოფერება სანუკვარი, გულში ჩამიხუტა გაზაფხულმა თავი მოკრძალებით დავუკარი ვკოცნე იასამანს დანატრულმა. კოცნა სურნელს ისე შეურია სიომ ჩემს სუნთქვამდე მოიტანა ღმერთს ის მხოლოდ ჩემთვის შეუქმნია... მერე, ჩემს ტაძრამდე მოიყვანა. სულში ჩამახუტა სასწაული ქალი, ასეთი ვით გამოსახა, გრძნობა ამიშალა მიჩქმალული გულმა გულის სწორი გამონახა. მორთხმით ღვთისმშობელთან მახსენდება, სითბო სისხლში ტკბილად შეერია მისით მიხარია გათენება, დიდი სიყვარული შემძლებია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.