შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 7)


20-06-2018, 15:48
ავტორი judi N
ნანახია 1 512

დილით სოფლის ხმაურმა გამომაღვიძა. მიყვარს სოფელი, აქ აფასებენ, აქ უყვართ მზესთან შეგებება და აქ თენდება ნამდვილი დილა. ქალაქის ხმაური, რას შეედრება სოფლის ხმაურს. იქ ყველაფერი ქაოსურია , აქ კი თითქოს სრული იდილიაა და ყველაფერი თანმიმდევრულად ხდება.

ჩავიცვი, ოთახი მივალაგე, თმა ავიწიე და გარეთ გამოვედი. ხელ-პირის დაბანვის შემდეგ, მისაღებში შევედი.
- გაიღვიძე ბებია? არ გაგაღვიძე, ვიცი როგორც ხართ მიჩვეულები ქალაქში, თქვენთან მამალიც შუადღისას იღვიძებს.ყავას ხო დალევ ?
- არ შეწუხდეთ , მითხარით სად არის და მე გავაკეთებ.
- ნეტა მარტო ყავა მქონდეს ხოლმე მოსაადუღებელი და სხვა არაფერი მაწუხებდეს ბებია.
ყავა მოამზადა ორივესთვის და ისე გამომხედა უკვე ვიცოდი დაკითხვა მელოდა წინ..
- ბებია რამდენი წლის ხარ შენ ?
- 19 -ის ვხდები ორკვირაში.
- სწავლობ?
- კი, ჯავახიშვილში ჟურნალისტიკაზე.
- დედა, ჟურნალისტი უნდა იყო ? უჰ ერთი შენ დაგინახო ტელევიზორში, მთელ კახეთს შევკრებ და შენი ცქერით დავღლი ბებია.
- მე კი მინდა მარტო მე ვხედავდე
- ოჰ, გაუღვიძია ვაკუნას, ენაცვალოს ბებო. მოდი ბებო ყავას დაგიდამ ახლავე, მარტო შენთვის ცოდოა აანგელოზივით გოგოა ბებო, სულ ტელევიზორში უნდა იყოს, იმ თხებს აღარა სჯობია , რო მოუპრუწიათ ტუჩები და აუქაჩიათ წარბები ?
- მეც და ვაკოსაც გაგვეცინა, როცა ვახტანგი შემოვიდა ოთახში.
- ამდგარან ბავშვები, ნინო გაშალე სუფრა მოკალი არა მშივრები ?
- იცით დავიწყე თქმა, მაგრამ ვაკომ არ მაცალა
- ხო ნინიას დილით ჭამა უყვარს და უკვე ვეღარ ისვენებს .
- უი მომიკვდა ბებია თავი , ვერთქვი ბიჭო აქამდე? დატრიალდა და ორ წუთში სუფრა იყო გაშლილი, ხან ხაჭაპურს მტენიდნენ და ხან მწვაადს. როგორი სათქმელია ახლა - უი იცით მე დილით ვერ ვჭამ ,ასეთი ჩვევა მაქვს მეთქი ?! ხო გაუსკდათ გული, ოხ ვაკო ჯაყელო ვერ გადამირჩები.
ძლივს ვყლაპავდი ლუკმებს და ვერადა ვერ მთავრდებოდა ჩემს თეფშზე საჭმელი. ვაკო გემრიელად მიირთმევდა და თან ჩუმად დამცინოდა.
- ბებია უნდა გავიდეთ ვენ უკვე.
-ასე მალე? დარჩენილიყავით ცოტახანს , რა დაგრჩენიათ ქალაქში
- საქმეები ბებია , საქმეები.
გამოგვაცილეს ნინომ და ვახტანგმა , გვლოცეს და გვადიდეს. ისეთი თბილები იყვნენ , სიყვარულს აფრქვევდნენ. მათ თვალებში ჩანდა ამდენი წლის ნაგროვები სიყვარული, პატივისცემა და მოგონებები.
გზაში ჩამეძინა და უკვე სახლთან ვიყავი ვაკოს ტუჩები, რომ ვიგრძენი შუბლზე.
- უი მოვედით? ამდენხანს მეძინა?
- კი, უკვე ერთი საათია აქ ვდგავართ.
- გაგიჟდი? რატო არ გამაღვიძე!
- გიყურებდი მძინარეს და შენს ყველა ნაკვთს ვიმახსოვრებდი, შენს სუნთქვას ვგრძნობდი . გიყურებდი და შენით ვერ ვძღებოდი.
- იცი შავო ვარდო , შენში არ შევცდი, როცა მეტროში ამოგირჩიე.
-არც მე შევცდი.
- სახლში ავალ , დავისვენებ , კარგი იყო ეს ორი დღე.
- მე რაღაც საქმეები მაქვს და მერე დაგირეკავ და მოვიფიქროთ რა ვქნათ.
- კარგი.
ჩავეხუტე და მის თვალებში ჩავიკარგე. გონს სანამ მოვედი უკვე მის ტუჩებს შეეპყრო ჩემი და ვნებიანად შეექცეოდა.
მანქანიდან გადმოვედი და უცებ ხელზე შეხება ვიგრძენი.
- რამის თქმა დაგავიწყდა?
- ნინია, როგორ ხარ ?
- საბა?
- გაგიკვირდა ჩემი დანახვა?
- აქ რა გინდა?
- მომენატრე და გადავწყვიტე მენახე.
- მგონი მე და შენ ყველაფერი გავარკვიეთ.
- შენ გადაწყვიტე რაღაცეები, მე არაფერი გამირკვევია. მე როცა ვამბობ, რომ მიყვარხარ, შენ ვერ ადგები და ვერ დამადებ ასე უბრალოდ. არ გიყვარვარ? შემიყვარებ. არ მოგწონვარ მომიწონებ. არ გეშინია? შეგეშინდება!
- გაგიჟდი? მემუქრები ? ხომ არ გეშლები ვინმეში . საბა ამაშუკელო შენი ამპარტავნობა მოგამტვრევს ცხვირს, აცლა გამეცალე დაღლილი ვარ და სახლში უნდა ავიდე.
კიბეები ავირბინე, პასუხს აღარ დაველოდე, სახლში შესვლისთანავე კარი გადავკეტე და ნერვიულად დავიწყე აქეთ- იქით სიარული.
- ვერკა
- ნინია რაგჭირს რა ხმა გაქვს?
- საბა , ვერკა. საბა დაბრუნდა.
- რა? ეგ ავადმყოფი ? რა უნდოდა ? რამე დაგიშავა ? ნინია!
- არა ,არაფერი. დამემუქრა შემიყყვარებო, შეგეშინდებაო და ათასი სისულელე მითხრა.
- ვაკოს უთხარი უკვე ?
- გაგიჟდი? ჩემი ხელით ჩავუგდო ვაკო იმ გიჟს? რამეს დაუშავებს , ხომ იცი რომ დაუშავებს და ამით მე მომკლავს , იმისთვის რომ მიყვარს, მიყვარს სხვა და არა ის.
- დამშვიდდი , რამეს მოვიფიქრებთ, გამოგივლი საღამოს.
დავიძინე და ძილში კარზე კაკუნის ხმა ჩამესმოდა. ტელეფონზე ვერკას სმს-ი იყო - გამოვედი პაწუ.
ავიზლაზნე და ისე , რომ კარში არც გამიხედია გავაღე.
- შემოდი ვერკა, რა იყო მოგდევდნენ? რას ჩამოიღე კარი?
- გაგაღვიძე ?
აშკარად არ იყო ვერკას ხმა.
- საბა წადი აქედან! როგორ ბედავ? რა გინდა? რამდენჯერ უნდა აგიხსნა ერთიდაიგივე?
- რა მინდა? უფრო სწორი კითხვაა ვინ მინდა?
- ავადმყოფი ხარ!
- კი, დაავადება შემხვდა სახელიც აქვს , ნინია ჰქვია.
- წადო, თორე პატრულს გამოვიძახებ!
კარი ჩაკეტა და შიშმა შემიპყრო, ერთიანად ამაკანკალა და საშინელი ფიქრები მიტრიალებდა თავში. ტელეფონი წამართვა და ვიგრძენი, როგორ მიჭერდა მისი თითები მკლავზე, მეტად მიახლოვდებოდა , მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე და სული მეხუთებოდა. მისი ამაზრზენი სახე და სიცილი ეპატრონებოდა ჩემს თვალებს და ვცდილობდი დამეხუჭა , ძლიერად დამეხუჭ, რომ მათში არ შემოეღწია. გახევის ხმა გავიგე, შემდეგ ვიგრძენი, როგორ შემოეხა ჩემს სხეულს კაბა.ვყვიროდი, როგორც შემეძლო ვყვიროდი, მაგრამ არავის ესმოდა. თითებს მისვამდა სხეულზე და ყურთან მეჩურჩულებოდა
- გრძნობ როგორ მინდიხარ ? გრძნობ ჩემ ბიჭს შენს სხეულთან ? ლამისაა თავისით ამოხტეს. მაგიჟებ ნინია, შენი ტანი, სახე. შენი ცრემლებიც კი საშინლად აღმაგზნებს. დაგეპატრონები, მთლიანად ჩემი იქნები , ჩემი სხეული შენსაში იქნება და სიამოვნებისგან შენი კივილის ნაცვალდ კვნესას გავიგებ. შემეხვეწები გაჩრდიო , მეკი უფრო მეტად მენდომები.
- საბა. მომშორდი , გეხვეწები დამანებე თავი. სხვა მიყვარს გესმის? სხვა
ამის მოსმენისას მასში თანამცხოვრები მხეცი მეტად გაგიჟდა
- სხვა არა? რას ქვია სხვა? ვინ არის , ამოვთხრი და მის თავს მოგართმევ საჩუქრად. შეიგნე ჩემი ხარ და მარტო მე უნდა გიყვარდე!
ვყვიროდი, შველას ვითხოვდი. მერე? მერე იყო სიბნელე და გათიშვა. ძალა დავკარგე და ჩავიკეცე. მეტი აღარაფერი მახსოვს.
თვალები, რომ გავახილე გაგიჟებული ვერკა წყალს მასხამდა და ნინიას გაიძახოდა.
- ის? წავიდა? წავიდა?
- საბამ ჩაგაგდო ამ დღეში ხო ? ჩემო პატარა, დაწყნარდი, სასწრაფოს დავურეკავ.
-არ გინდა, გთხოვ არ გინდა.
ტირილი ამიტყდა . ტელეფონი მირეკავდა
- დიახ
- ახლა გადარჩი პატარა, მაგრამ ჩემი ბიჭი მაინც შემოსრიალდება შენში .
ტელეფონი მოვისროლე და კედელს მივამსხვრიე. წადი ვერკა , მარტო მინდა ყოფნა.
- ისევ რომ მოვიდეს?
- კარს აღარავის გავუღებ, გთხოვ წადი.
აბანოში შევედი და ისე ვცდილობდი მისი სუნის და შეხების ჩამორეცხვას , რომ მთელი სხეული დავიილურჯე. ცრემლები თავისით მოდიოდა ჩემს ლოყებზე და თითქოს სახეს მიწვავდა. ლოგინში ჩავწექი, ისევ კარის ბრახუნი, მაგრამ აღარ გავნძრეულვარ, ყურებზე ხელი ავიფარე და ისტერიულად დავიწყე ყვირილი. შემდეგ იყო ხმა - ნინა , ვაკო ვარ.
მაგრამ მაინც არ გავნძრეულვარ ლოგინიდან, საბანი გადავიფარე, დამაძინებელი დავლიე და გავითიშე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent