შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (14)


20-06-2018, 21:08
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 782

ეღიმებოდა მაქსიმეს მის სიტყვებზე. ბედნიერდებოდა, ლილეს წარმოიდგენდა და ხვდებოდა როგორ ენატრებოდა თავისი პატარა ქალბატონი. ლუსის კაბას შეაკერინებდა და იცოდა ლილე გაგიჟდებოდა სიხარულით. ვერც კი იჯერებდა, რომ თავის საყვარელ ქალს მალე ცოლად მოიყვანდა. იცხოვრებდნენ ერთად, დიდხა8ნს და ბედნიერად. ამაზე მეტი რაღა უნდა ენატრა. გამოუსწორებელი მექალთანე მაქსიმე გვიჩიანი ამ პატარა გოგოზე იყო უზომოდ შეყვარებული. მისი აციმციმებული თვალები იყო დილის მშვენიერი დასაწყისი და მისი თბილი ჩახუტება დღის ბედნიერი დასასრული. იმდენად ერთნი იყვნენ უკვე, ცალ-ცალკე ვერ გამოდიოდა. ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ. ორივეს სხეული მუდმივად ერთად ყოფნას ლამობდა.
^^^
ატირებულ ლილეს მარიამი მივარდა. ფიქრობდა ნეტავ რაუთხრა იმ გადარეულმა ბიჭმა ასე, რომ აატირა.
-ლილე მშვიდად.. დაწყნარდი რა გატირებს. რა გითხრა იმ გადარეულმა?
-მიყვარს მარიამ.. გაგიჟებამდე მიყვარს.
-ვაიმეე ჩემი შეყვარებული გოგო. თუ გიყვარს მერე აბა რაღა გატირებს?
-მენატრება ძალიან მენატრება. მის გარეშე ვერ ვძლებ... -სლუკუნებდა მის მკლავებში.
-კარგი რა სამუდამოდ ხო არ წასულა? კვირის ბოლოს დაბრუნდება.
-ხო მაგრამ..
-მაგრამ არ უნდა მაგას! შეწყვიტე ახლა ტირილი. ძილის დროა გვიანია უკვე.
-კარგი ვსო აღარ ვტირი. -ცრემლები შეიმშრალა ლილემ.
-ხოდა ეგრე რა.
-წამო დავწვეთ. გპირდები აღარ გაგეპარები. -გაუღიმა მეგობარს.
-გამეპარები და ნახავ, კვირის ბოლომდე მარტო, რომ დარჩები.
-ნუ მებუზღუნები გორელო პრინცესაა. ისე გორში როდის უნდა წამიყვანო?
-კიდე დამიძახებ მაგას და გორში კი არა ქარელში წაგიყვან.
-კარგი ნუ გაწიწმატდები ხოლმე რა იყო. -გაეცინა მის სახეზე.
-აეტიე ახლა და დროზე საწოლში.
-ჩემი ბუზღუუ.. -სიცილით გაჰყვა ოთახამდე.
^^^
მაქსიმეს და ალექსანდრეს ჩამოსვლამდე დაქალების დილა ტრადიციულად იწყებოდა. ყავა, კრუასანები და ჭორაობა. შემდეგ ქალაქში გადიოდნენ სასეირნოდ. თბილისის თითქმის ყველაზე ლამაზი ადგილი აჩვენა მარიამმა. ლილე აღფრთოვანებული იყო თბილისით. ძალიან მოეწონა, მაგრამ თავისი მთები ძალიან ენატრებოდა. მთისა იყო და ქალაქს ისე ვერ შეიყვარებდა, როგორც მთას. რაც არ უნდა ბევრი ბედნიერი და სასიამოვნო დღე გაეტარებინა მაქსიმესთან ერთად, მაინც ყველაზე კარგად ის დღეები გაახსენდებოდა, რაც უშგულში გაატარეს. თავიანთი სიყვარულის საწყის წერტილში. უშგული ის წრფე იყო, რომელსაც თავი ჰქონდა და ბოლო არა. თბილისსაც მისი სიყვარულით ათვალიერებდა. წარმოიდგინა რამდენჯერ შეიძლება გაევლო იმ ადგილას მაქსიმეს, სადაც ახლა ის დადიოდა. ნახა ლამაზი ნარიყალა, რიყე, ბოტანიკური ბაღი, მუზეუმები. ლისისა და კუს ტბა. მთაწმინდაზე საერთოდ გადაირია. სურვილი გაუჩნდა ღამით მასთან ერთად ამოსულიყო აქ და ქალაქისთვის ეცქირა. იმ ხმაურიანი ქალაქისთვის, რომელშიც სიცოცხლე დუღდა. მხოლოდ ეს იყო ამ ხმაურში სასიამოვნო, იგრძნობოდა რამდენად შეიძლებოდა ადამიანი ცოცხალი ყოფილიყავი. ამ ყველაფერთან ერთად მაას თავის საუკეთესო მეგობართან ერთად კიდევ ბევრი ლამაზი მოგონება შეემატა. ეს ყველაფერი მის გონებაში ლამაზ მოგონებად ჩაიწერა. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი იგიჟეს. მონატრება მაინც თავისას შვრებოდა და შეახსენებდა ხოლმე თავს ორივეს. სააღამოობით დასხდებოდნენ და ბიჭებზე ლაპარაკობდნენ. ერთმანეთით ბედნიერები იყვნენ. მერე ასე მონატრებაში მიეძინებოდათ ხოლმე. ბიჭები სულ დაკავებულები იყვნენ, ალექსანდრე დღეში ერთხელ ძლივს ურეკავდა მარიამს, მათი ამბავი რომ გაეგო. მაქსიმე კი არ ურეკავდა ლილეს. იცოდა მის ხმას, რომ გაიგებდა ვერ გაძლებდა და მასთან წავიდოდა. გურამის საქმეებზეც ხელს ჩაიქნევდა და მის საკოცნელად გავარდებოდა. კაბაზე, რომ მივიდა მაქსიმე იქ მიიღო ერთი შოკი. ალექსანდრეც გაკვირვებული იყო და ლუსის მაშინვე შეუთანხმდა ცოლს, რომ მოვიყვან კაბა შენ უნდა შეუკეროო. ლილეს საქორწილო კაბა უმაღლესი ხარისხისგან იყო დამზადებული, ლამაზი მაქმანებითა და ძვირფასი თვლებით შემკობილი. უზარმაზარი შლეიფითა და ამოღებული გულით. თბილისში ჩასვლამდე ყოველ საღამოს უყურებდა ამ კაბას მაქსიმე და თვალები უციმციმებდა. ლილე ამ კაბაში ნამდვილი დედოფალი იქნებოდა. ბოლო დღეს, როგორც იქნა კაბა ლამაზად დაკეცა და დიდ ყუთში მოათავსა. ორი მოლოდინისგან დაღლილი ძმაკაცი მანქანებში ჩასხდნენ და თბილისისკენ გაემართნენ. გამთენიისას გავიდნენ სახლიდან და დილის 11ზე უკვე თბილისში იყვნენ. მარიამი დილიდან უნივერსიტეტში წასულიყო, სწავლა უკვე დაწყებული ჰქონდა. ლილე მშვიდად იწვა და ტკბილად ეძინა. ეს სიმყუდროვე კი კარზე ზარმა დაურღვია .
^^^
საწოლიდან ძლივს წამოიზლაზნა და გახელილი ცალი თვალით ჩუსტებს ეძებდა. ფეხი წამოედო უცბად დაიატაკზე აღმოჩნდა. ერთი ამოიკვნესა ტკივილისგან და ამოიბურტყუნა.
-მარიამ თუ შენ არ მასვენებ იცოდე შურს ვიძიებ! -არ ელოდა მაქსიმეს, რომ დღეს ჩამოვიდოდა. წესით ერთი კვირა მეორე დღეს გადიოდა. ხალათი შემოიცვა სწრაფად და კარის გასაღებად წავიდა. სახელური ბრაზით ჩამოსწია და თვალები გაუშტერდა, როდესაც ბარგით და დიდი ყუთით ხელში მაქსიმე დაინახა.
-მაქსიმეე.. -ძლივს ამოიბლუყუნა და იგრძნო როგორ აუდუღდა სხეულში სისხლი. სიხარულის ცრემლები მოაწვა და თვალები აუწყლიანდა. -ჩამოხვედიი..
-არ შემომიშვებ? -ანთებული თვალებით გაუღიმა.
-მოდი შემოდი. -ძლივს გაიწია გვერდით. მაქსიმე შიგნით შევიდა და ყუთი მაგიდაზე დადო. ლილესკენ შეტრიალდა. ის კი ისევ კარებთან იდგა და მას უყურებდა. შორიდან ჭამდნენ ერთმანეთს თვალებით. ლილე ერთ ადგილას გაქვავებულიყო, ვერ უძლებდა მის მზერას. უყურებდა და კიდევ უფრო მეტად ხვდებოდა, მის გარეშე როგორი შეუძლებელი იყო.
-ლილე.. -მშვიდად მიმართა.
-მაქსიმეე.. -მძიმედ ამოიოხრა და მისკენ გაიქცა. მთელი ინერციით შეეჯახა მის სხეულს და გულზე აეკრო. კისერზე შემოხვია ხელები და თმაზე ეფერებოდა. ხარბად კოცნიდა ყელზე და თან სლუკუნებდა. -მიშგუ საუდ, მიშგუ მუშვან.. (ჩემო მონატრებავ, ჩემო სვანო). -მაქსიმემ მის თმაში ჩარგო თავი და ხარბად დაყნოსა მისი მონატრებული სურნელი. მისი გულის ცემა ლილეს გულის ცემას აჰყვა და გამაყრუებლად ისმოდა ოთახში. სახლის კედლებიც კი გრძნობდნენ ერთმანეთის მონატრებით გაჟღენთილ სხეულებს. კანის თითოეულ უჯრედს ივსებდა ახლა ორივე ერთმანეთით.
-სი ხი მიშგვი ლირდე ლილეე. მი სი მალატ. მიშგუ ხოხვრა. (შენ ხარ ჩემი სიცოცხლე ლილე მე შენ მიყვახარ ჩემო პატარა.) -ლილე უარესად ატირდა. სახე დაუკოცნა და მაქსიმემ წელზე შემოისვა. დივნისკენ წავიდა და მისიანად ჩამოჯდა. ლილე არ შორდებოდა მონატრებულ სხეულს. ყელში კოცნიდა და ცხვირს უთათუნებდა.
-მიშგუ ლირდეე (ჩემო სიცოცხლე) -ამოიფრუტუნა ლილემ.
-ვსო დამშვიდდი უკვე აქ ვარ ლილეე. -ეღიმებოდა მის საქციელზე მაქსიმეს.
-როგორ მენატრებოდი იცი? -ემოციებს და გრძნობებს ვეღარ მალავდა ქალბატონი.
-მეც მენატრებოდა ჩემი პატარა ქალბატონი. -კისერზე უსმევდა თითებს და ლილეს აყუჩებდა. -ანუ გჯერა ჩემი ლილე? -სხვათაშორისოდ იკითხა და სახე წამოაწევინა. ლილემ ცრემლები მოიწმინდა და მის ჭრელ თვალევს ჩააშტერდა. თითები წარბებზე გადაუსვა, ლოყებზე, შუბლზე და საფეთქლებზე. მთელი ძალა მოიკრიბა და უთხრა.
-ამ თვალების მაქსიმე, ამ თვალების როგორ არ მჯეროდეს?
-ჩემო სიცოცხლე... -მაქსიმეს გაეღიმა მის სიტყვებზე და ლილეს მონატრებულ ტუჩებს წასწვდა. ლილეც მთელი გრძნობით და ემოციით აჰყვა. კოცნიდა მთელი ძალით, მთელი გამეტებით, მთელი ვნებითა და მთელი გრძნობით. თითოეულ წამს ინაზღაურებდა მის გარეშე გატარებულს. როგორც იქნა მოსწყდნენ ერთმანეთის ტუჩებს. ისევ მის გულს მიეკრო და გაიტრუნა.
-არ გინდა რაღაც გაჩვენო?
-რა უნდა მაჩვენო? -დაბლიდან ამოხედა, ისე რომ არ წამოწეულა.
-საჩუქარი გიყიდე პატარა -გაუღიმა და ცხვირზე დაადო თითი.
-კიდევ საჩუქარი? -გაეცინა ლილეს.
-აჰაამ. მიდი აბა იმ ყუთს თავი ახადე. -ლილე წამოდგა და უზარმაზარ ყუთს მიაშტერდა.
-ეს ამხელა ყუთი? ჩემი საჩუქარია?
-ოხ ლილე რა ბავშვი ხარ! შენია სულელო აბა ვისი იქნება. ახადე თავი, რომ გეუბნები.
-კარგი ხო კარგი. -თავი ახადა და იმწამსვე იკივლა. მაქსიმე კი მის რეაქციაზე გადაიხარხარა.
-ეს.. მე. რა.. კაბა. ქორწილი. შენ.. მაქსიმეეეე ვაიმე -რას ბლუყუნებდა თვითონაც ვერ ხვდებოდა.
-ვაიმე ჩემი სულელი ბავშვი. -წამოდგა და მასთან მივიდა.
-რა ლამაზია მაქსიმე. -აეტირა ისევ ლილეს. -მადლობა, მადლობა ყველაფრისთვის.
-ჩემი ვალია შენი გაბედნიერება ლილე.
-ყველაზე ყველაზე მაგარი ქმარი ხარ მსოფლიოშიი. ულამაზესი კაბაა შოკში ვაარ.
-ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. -მომაკვდინებლად გაუღიმა და ისევ მის ტუჩებს დააკვდა. ლილე ეხუტებოდა და არ უშვებდა. ფილტვებს ივსებდა მისი კანის სურნელით. არ ემეტებოდა გასაშვებად.
-ლილე არ გინდა აბაზანაში გამიშვა? -ეხვეწებოდა მაქსიმე.
-არ მინდაა. -ამოიკრუტუნა ისევ მის მკლავებში.
-ჩემი კრუტუნა გამიშვი რა დავიბან და მერე თუ გინდა უარესად აგაკრუტუნებ! -ეცინებოდა მაქსიმეს.
-შე გაოხრებულო კაცო გამოჩნდი არა!? დროზე დატოვე მისი სხეული და რომანტიული მაქსიმე დამიბრუნე. -ფეხზე წამოხტა გაწითლებული და მხოლოდ ახლაღა გაიაზრა, რომ მის წინაშე გულმოღეღილი პერნაგით იყო ულიფოდ.
-ეს რომ რეალური მეა დაგავიწყდა? -ახარხარდა მის სახეზე.
-ხოდა მიაძინე გირჩევნია.
-როდემდე გამექცევი ერთი ძალიან მაინტერესებს. -ვნება აღძრული თვალებით შეხედა.
-დაიმშვიდე ჰორმონები ოქ? -წარბი აუწია და საძინებელში გაუჩინარდა. კარი როგორც კი მიხურა მძიმედ ამოიოხრა და ამოიბურტუნა.
-ღმერთო მომათმენინე. მე თუ არა ამ ჰორმონებს მაინც. ოხ ლილე რა ატეხილი ქალი ხარ! ქორწილამდე მაინც შეძელი თავის შეკავება. -საწოლი მიალაგა უცბად და ტანსაცმელი ჩაიცვა. მაქსიმემაც ამასობაში წყალი გადაივლო და საწოლზე წამოწვა. ლილემაც კარი შეუღო.
-გეძინება?
-აუ კიი. არც მძინებია და გამთენიისას ეგრევე წამოვედით.
-მიდი დაიძინე გავალ მე.
-სად მიბრძანდები რო? -წარბი აუწია და საწოლზე ხელი დაადო. მიუთითა მოდი აქო.
-რა იყო იავნანა გიმღერო? -გაეცინა და მიუახლივდა.
-ნუუ დაახლოებით. შენი კოცნაა ჩემი იავნანა ხომ იცი.
-ჩემი გაფუჭებული კაცი!
-ჩემი ატეხილი ქალი! -შიშველი სხეულით მიეხუტა და გემრიელად აკოცა. ლილეს მუცელზე თავი დაადო და ტკბილად დაიძინა. თმაზე ნაზად ეფერებოდა ლილე. მის მონოტონურ სუნთქვას უსმენდა და მისი გული რამდენიმე დარტყმას ტოვებდა. ახლა უზომოდ ბედნიერი იყო ლილე. მაქსიმე მისი ერთადერთი და მარადიული სიყვარული იყო. მისი საყრდენი, მისი ძალა და მისი სიცოცხლის ელექ... საღამომდე ასე მშვიდად ეძინა უძილო მაქსიმეს. ლილეც იწვა და უყურებდა. არ ადარდებდა არაფერი და არაფერზე არ ფიქრობდა. მის გარდა არაფერი აინტერესებდა. საღამოს ლილემ კოცნით შეაფხიზლა. უკვე კუჭი უხმებოდა შიმშილისგან მთელი დღე არაფერი ეჭამა. მაქსიმე შეიშმუშნა და მასზე დაწოლილი ლილე რომ იგრძნო ახარხარდა.
-ღმერთო რა ატეხილი ცოლი მყავს! -წამსვე მის ზემოდან მოექცა.
-არც შენ ხარ ნაკლები! -ვნებიანი თვალებით შეხედა.
-მაშ გიყვარს ჩემი ტუჩები?
-აჰაამ -თავი დაუქნია ლილემ.
-ხოდა მიიღე. -მოწყვეტით აკოცა ტუჩებში. -აქ გიყვარს? -ახლა ყელზე დაუტოვა სველი კოცნა. ლილე უკვე იბნიდებოდა. ვერაფერს ამობობდა. -აქაც ხომ გიყვარს? -ახლა ყურის უკან გადაინაცვლა. -ვიცი, რომ აქაც. -მკერდის სათავესთან აკოცა და ლილე ერთიანად წამოხურდა. მთელი სხეული აეხორკლა და თითქოს დენმა დაარტყა. -ოო აი აქ სულ სხვაა. -მენჯებამდე ჩაუსრიალა ტუჩები და ლილეს უკვე აკანკალებდა.
-მაქსიმე ნუ მაგიჟებ..
-საკითხავია ვინ ვის აგიჟებს. -მძიმედ ამოიოხრადა გვერდით გადაწვა. ლილე კი საწოლიდა წამოდგა.
-ადექი ჰორმონებ დაჩაგრულო მშია.
-კარგი სადმე გავიდეთ.
-კარგი გავემზადები. -ორივე გაემზადა და მაქსიმემ ბურგერების საჭმელად წაიყვანა. იქ შესულებმა ალექსანდრე და მარიამი დაინახეს. ისხდნენ და ერთმანეთს შესციცინებდნენ თვალებში. მაქსიმემ ლილეს ხელი მოკიდა და მათი იდილიის დასარღვევად გაემართა.
-გვრიტუნიებოო რას შვებით? -გაიკრიჭა მაქსიმე.
-შენ ვერ უნდა მოგიშორო? -გაეცინაალექსანდრეს. -ლილე როგორ ხარ?
-კარგად ალექსანდრე შენ?
-ამის ხელში როგორ ვიქნები? -თვალებით მაქსიმეზე ანიშნა.
-ხო მესმის რთულია. -ჩაიფხუკუნა ლილემ.
-როგორ არის პრინცესა სარძლო? - მარიამი მოიკითხა მაქსიმემ.
-ეჰ თქვენს ხელში როგორ ვიქნები? -გაეცინა მარიამსაც.
-ნუ მშვიდად, რომ ვერ იქნები ეგ ფაქტია. - დაეთანხმა მაქსიმე.
-დაჯექით რას დგახართ. -ალექსანდრემ მაქსიმე მოისვა გვერდით , მარიამმა კი ლილე და საღამოს გართობაც დაიწყეს. ბერი ილაპარაკეს და ბევრი იცინეს ერთმანეთზე. ალექსანდრე ბათუმის ამბებს ყვებოდა, ლილე და მარიამი თავაანთ გართობებს. მაქსიმე კი შედარებოთ ჩუმად იყო. იჯდა და თავის პატარა ქალბატონს აკვირდებოდა. მის თუთოეულ მიხვრა მოხვრას, სიცილს, საუბრის მანერას და მისი მზერისგან დაბნეულ თვალებს. შეუმჩნევლად ეღიმებოდა და მასზე დაკვირვებას აგრძელებდა.
-მაშ 5 დღეში ქორწილია? -თქვა ალექსანდრემ და ლილეს თვალები აუბრჭყვიალდა.
-კი ალექსადრე, თითქმის ყველაფერი მზადაა. წინა დღეს წავალთ და ყველაფერს გადავხედავთ.
-ძალიან კარგიი. რავიცი იქნებ ერთი სულიერიც მოვიყვანო ბარემ. -გამომცდელი თვალებით შეხედა მარიამს.
-ნაბადი არ დაგავიწყდეს სან ნაბადი! -ახარხარდა მარიამი.
-მიფრთხილდი იცოდე დანაპირების ასრულება მიყვარს. -ენა გამოუყო მარიამს.
-უყურე მაქს ახლა ამათმა დაიწყეს ჩვენებური. -ახარხარდა ლილე და მაქსიმეც აჰყვა.
-ხო გეუბნები გვაჯობებენ ესენითქო.
-ცანცარები ხართ ამხელა კაცები რაა! შენ მითუმეტეს ქალბატონო. -დადასტოინდა მარიამი.
-ვაიმე ჩემი ბუზღუნაა. -ცხვირზე თითები მოუჭირა ალექსანდრემ და ამაზე უარესად ახარხარდნენ ლილე და მაქსიმე. მარიამი კი აჭარხლდა
-ალექსანდრე მოგხვდებააა. -სიმწრით გაუღიმა.
-მაქს წავიდეთ რა ჩვენ გვიანია. -შეევედრა ლილე.
-კარგი წავიდეთ პატარა ქალბატონო. დროებით აბა. -მეგობრებს გამოემშვიდობნენ და სახლის გზას დაადგნენ. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. სახლში სულ მთქნარებით შევიდა ლილე და მაქსიმეს საძინებლისკენ გაემართა. პენუარი გადაიცბადა საწოლში შეწვა. მაქსიმეც მას შეუერთდა.
-აი რა მენატრებოდა ყველაზე მეტად ლილე.. შენი ნაზი სურნელი.. ჩახუტება. ტუჩები.. შენთან ერთად ძილი...
-ახლა ისევ გვაქვს ეს ყველაფერი. უჩემოდ აღარსად წახვიდე კარგი?
-უშენოდ არ იარსებებს აღარცერთი დღე იცოდე! არსად!
-ჩემი სვანი, ჩემი გიჟი სვანი!
-მიყვარხარ ჩემო შეუძლებელო!!! -ყურში ჩასჩურჩულა და ძილის წინ გამოსამშვიდობებელი კოცნაც დაუტოვა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

ვაიმეე რა საყვარლები არიან მაქსიმე სასწაული მალე დადე შემდეგი თავი

 


№2  offline წევრი Kalina

მართლა მატირებ,
დედას ვფიცავარ!
კარგი რაა!
ასეთი საყვარლები რანაირად არიან?!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№3  offline მოდერი pekhshvela

მარიკუნაა♥️
მართლა მატირებ,
დედას ვფიცავარ!
კარგი რაა!
ასეთი საყვარლები რანაირად არიან?!

იმიტომ, რომ საყვარლები არიაან^^ როგორ მიხარიხართ❤❤❤

სტუმარი ანი
ვაიმეე რა საყვარლები არიან მაქსიმე სასწაული მალე დადე შემდეგი თავი

მადლობა ❤

 


№4  offline წევრი დარინა

ისე გამიხარდა ჩემი მაქსიმეს დაბრუნებაააა მიყვარს მე ამათიიი გიჟობები და წაკბენებიიი, მაქსიმე დაემართა მგონი ალექსანდრესაც, როგორი საყვარლები არიან ერთად ოთხივემათბობენ და მაბედნიერებენ.

 


№5  offline მოდერი pekhshvela

დარინა
ისე გამიხარდა ჩემი მაქსიმეს დაბრუნებაააა მიყვარს მე ამათიიი გიჟობები და წაკბენებიიი, მაქსიმე დაემართა მგონი ალექსანდრესაც, როგორი საყვარლები არიან ერთად ოთხივემათბობენ და მაბედნიერებენ.

დიდი მადლობა ჩემო საყვარელო❤❤❤

 


№6  offline წევრი naniko mindia

Kargi wyvilevi arian, magsi da lile gasankutrebit, warmatebebi veli shemdegs tavs, ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№7  offline მოდერი pekhshvela

naniko mindia
Kargi wyvilevi arian, magsi da lile gasankutrebit, warmatebebi veli shemdegs tavs, ❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა დიდიი <3

 


№8  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, ჩემი საყვარლები, ჩემი ახურებულები და ჩემი შეუძლებლებიი blush ამათ ქორწილს ისე ველოდებიი blush

 


№9  offline მოდერი pekhshvela

abezara98
ვაიმეე, ჩემი საყვარლები, ჩემი ახურებულები და ჩემი შეუძლებლებიი blush ამათ ქორწილს ისე ველოდებიი blush

ამათ ქორწილს ველოდებით მგონი მთელი საქართველოო smile ისეთები უნდა დავატრიალო heart_eyes

 


№10 სტუმარი (AniKo)

ოჰოჰო! ეს რა იყო!
კარგი იყო ძალიან; ველი შემდეგს <3

 


№11  offline მოდერი pekhshvela

(AniKo)
ოჰოჰო! ეს რა იყო!
კარგი იყო ძალიან; ველი შემდეგს <3

მადლობა საყვარელოო <3

 


№12  offline წევრი tatuli)

vai deda guli????❤️❤️❤️❤️kargi iyo dzaan dzaan❤️❤️❤️❤️

 


№13  offline მოდერი pekhshvela

tatuli)
vai deda guli????❤️❤️❤️❤️kargi iyo dzaan dzaan❤️❤️❤️❤️

მადლობა დიდიი❤❤❤

 


№14  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწაულზე სასწაული წყვილია.იმის მოლოდინი რომ ანას არაფერი დაემართოს მკლავს რა cry ძალიან მეცოდება მაქსიმე ამ ტკივილისთვის.ველი ახალ თავს wink
--------------------
ლანა

 


№15  offline წევრი შუბითიძე

ვაიმეეე ჩემიიი შოკოლადი გოგო , როგორ გამახარებ ხოლმე...
გული ბაგაბუგობს ისე გამიხარდიი.
ეს მჭირდებოდა ზუსტად ახლა!
მიხარიხარ ჩემო ბომბო.
აუ ისე რა კაები არიან
აზრზე ხარ რა გოგო ჩაიგდო ხელში იმ ოხერმა? :დ <3
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ

 


№16  offline მოდერი pekhshvela

La-Na
სასწაულზე სასწაული წყვილია.იმის მოლოდინი რომ ანას არაფერი დაემართოს მკლავს რა cry ძალიან მეცოდება მაქსიმე ამ ტკივილისთვის.ველი ახალ თავს wink

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3

შუბითიძე
ვაიმეეე ჩემიიი შოკოლადი გოგო , როგორ გამახარებ ხოლმე...
გული ბაგაბუგობს ისე გამიხარდიი.
ეს მჭირდებოდა ზუსტად ახლა!
მიხარიხარ ჩემო ბომბო.
აუ ისე რა კაები არიან
აზრზე ხარ რა გოგო ჩაიგდო ხელში იმ ოხერმა? :დ <3
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ

ვაიმეე შენ რა ბამბის ნაყინი ხარ ხო არ იიცი! :დდ მიხარიხარ უზომოოოდ <3

 


№17  offline წევრი Taattu

როგორი საყვარლები არიან heart_eyes heart_eyes
უტკბილესები და უთბილესები blush heart_eyes
მაგარი გოგო ხარ ველი შემდეგ თავსს heart_eyes

 


№18  offline მოდერი pekhshvela

Taattu
როგორი საყვარლები არიან heart_eyes heart_eyes
უტკბილესები და უთბილესები blush heart_eyes
მაგარი გოგო ხარ ველი შემდეგ თავსს heart_eyes

უღრმესი მადლობაა <3 heart_eyes

 


№19  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ რა კაი იყოოოოო... ღიმილი არ მომშორებია სახიდან ამ თავს რო ვკითხულობდი ოღონდ მართლა... ძალიან ვისიამოვნე ☆♡♡♡

 


№20  offline მოდერი pekhshvela

ანი ანი
აუ რა კაი იყოოოოო... ღიმილი არ მომშორებია სახიდან ამ თავს რო ვკითხულობდი ოღონდ მართლა... ძალიან ვისიამოვნე ☆♡♡♡

უღრმესი მადლობაა საყვარელო <3 ძალიან ძალიან მიხარია ასე რომ მოგწონთ ყველას heart_eyes

 


№21  offline წევრი ქეთათო4

უუხ რა თავი იყიო❤ სასწაული პირდაპირ❤
ვგიჟდები მე ამ ორ გადარეულ წყვილზე❤
გიჟი ბავშვები❤
შენ ხარ ძაან მაგარი გოგო და მალე დადე რა შემდეგი :დ

 


№22  offline წევრი Tskrialashvili Mariami

როგორ ცუდ ხასიათზეცარ უნდა ვიყო ყოველთვის ახერხებ ჩემ გახარებას ♥
აი ეხლაც რამე თუ გამეხარდებოდა არ მეგონა, მაგრამ შენ რომ გამოგდის ამ ისტორიით ჩემი გახარება, გაღიმება ფაქტია და ამისთვის მადლობა შენ ♥
მჭირდებოდა გულის გადაყოლება და გამოჩნდი შენი ისტორიითურთ ♥
#ძალიანმახარებშენჩემონუცა
#გყვარობ ♥

 


№23  offline მოდერი pekhshvela

Tskrialashvili Mariami
როგორ ცუდ ხასიათზეცარ უნდა ვიყო ყოველთვის ახერხებ ჩემ გახარებას ♥
აი ეხლაც რამე თუ გამეხარდებოდა არ მეგონა, მაგრამ შენ რომ გამოგდის ამ ისტორიით ჩემი გახარება, გაღიმება ფაქტია და ამისთვის მადლობა შენ ♥
მჭირდებოდა გულის გადაყოლება და გამოჩნდი შენი ისტორიითურთ ♥
#ძალიანმახარებშენჩემონუცა
#გყვარობ ♥

მარიაამ ძალიან მიყვარხარ მე შენ ❤❤ ყოველთვის მოიძებნება ის რაღაც რაზეც გულს გადააყოლებ. მე მაგალითად წერით ვაყოლებ გულს, შენ კითხვით. ასე რომ გაიღიმე ცხოვრება გრძელდება ჩემო საყვარელო❤❤

ქეთათო4
უუხ რა თავი იყიო❤ სასწაული პირდაპირ❤
ვგიჟდები მე ამ ორ გადარეულ წყვილზე❤
გიჟი ბავშვები❤
შენ ხარ ძაან მაგარი გოგო და მალე დადე რა შემდეგი :დ

მადლობა საყვარელოო მალე დავდეებ ❤❤

 


№24 სტუმარი Ana

Rogor monewona da rogor velodebi axal tavebs<3

 


№25  offline მოდერი pekhshvela

Ana
Rogor monewona da rogor velodebi axal tavebs<3

მადლობაა <3 მალე იქნება

 


№26  offline წევრი შუბითიძე

pekhshvela
La-Na
სასწაულზე სასწაული წყვილია.იმის მოლოდინი რომ ანას არაფერი დაემართოს მკლავს რა cry ძალიან მეცოდება მაქსიმე ამ ტკივილისთვის.ველი ახალ თავს wink

დიდი დიდი მადლობა ჩემო საყვარელო <3

შუბითიძე
ვაიმეეე ჩემიიი შოკოლადი გოგო , როგორ გამახარებ ხოლმე...
გული ბაგაბუგობს ისე გამიხარდიი.
ეს მჭირდებოდა ზუსტად ახლა!
მიხარიხარ ჩემო ბომბო.
აუ ისე რა კაები არიან
აზრზე ხარ რა გოგო ჩაიგდო ხელში იმ ოხერმა? :დ <3
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ

ვაიმეე შენ რა ბამბის ნაყინი ხარ ხო არ იიცი! :დდ მიხარიხარ უზომოოოდ <3

Uih she shikvaruloo mecc mikvarxar

 


№27  offline აქტიური მკითხველი terooo

რა კარგი იყო,გავთბი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent