შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერება სვანურად (13)


19-06-2018, 01:51
ავტორი pekhshvela
ნანახია 5 619

დილით ლილემ ტირილისგან დასიებული თვალები ძლივს გაახილა. ცხვირში ვარდის სასიამოვნო სურნელმა წაუღიტინა. წამიერად წინა ღამის ყველა დეტალი გაახსენდა და თვალები აუწყლიანდა. ფურცელზე დაწერილი სიტყვები, რომ წაიკითხა გულში მტკივნეულად გასჭვალა. უნდოდა წამომხტარიყო, მაქსიმეს გულში ჩაკვროდა და ეთქვა, რომ უზომოდ უყვარდა, თუმცა, თავისი სიამაყე არ გაუშვებდა. ვარდის ფურცლებს ხეელი ნაზად მოუსვა და ტუჩებით შეეხო. ცრემლები შეიმშრალა და საწოლიდან წამოდგა. უცბად მოწესრიგდა და იმ ადამიანს დაურეკა, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებოოდა.
-მარიამ დილამშვიდობის ხომ არ გაგაღვიძე?
-არა ლილე, როგორ ხარ?
-მჭირდები ჩემო ერთადერთო.. -უთხრა და ცრემლები ვეღარ შეიკავა.
-ვიცი ლილე, მაქსიმემ დამირეკა ცოტა ხნის წინ. მალე მოვალ შენთან, ნუ ტირი რაა გთხოვ..
-კარგი გელოდები, არ დაიგვიანო.
-ნახევარ საათში მანდ ვარ.
-კარგი. -ტელეფონი გაუთიშა მარიამს და საძინებლის მილაგება დაიწყო. მაინც შეიხედა მის საძინებელში და საწოლზე დადებული მისი მაისური აიღო ხელში. ხარბად ჩაისუნთქა მისი სურნელი.
-აი რა სჭირდება ჩემს სიცოცხლეს მაქს.. -სევდიანად ამოილაპარაკა და მაისური უკან დააბრუნა. სასწრაფოდ გამოეცალა მის სურნელს, მის ატმოსფეროს. სამზარეულოში შევიდა და სადილის გამზადება დაიწყო, გულს მაინც გადააყოლებდა. ცოტა ხანში მარიამიც მოვიდა და მას შეუერთდა.
-მოდი ჩემთან.. -გულზე მაგრად მიიხუტა ლილე და მის დამშვიდებას შეეცადა.
-ასე რატომ განვიცდი მარიამ? -მეგობრის მკლავებში უარესად ატირდა და ყველაფერი გარეთ გამოუშვა.
-იმიტომ, რომ გიყვარს ლილე გიყვარს!-ასე როდის ან როგორ შემიყვარდა? არ უნდა მადარდებდეს არა! -ბოლო სიტყვები მკაცრად წარმოთქვა ისე, როგორც სვან ქალბატონს შეეფერებოდა.
-მერედა სიყვარული როდის რას გვეკითხება ლილე? სიყვარული არაფერს გვითანხმებს საერთოდ არაფერს. ისე შეუმჩნევლად შემოიპარება ხოლმე ყველასთან, ვერც კი იაზრებ როგორ ან რანაირად. მთავარია, რომ გიყვარს და აქ კითხვები ზედმეტია. უბრალოდ უადგიალოა ლილე. გიყვარს და მორჩა რა! -თითქოს ბედნიერმა და აბრჭყვიალებული თვალებით უთხრა მარიამმა თითოეული სიტყვა. -და გადარდებს იმიტომ, რომ გიყვარს. განიცდი ზუსტად ამის გამო ჩემო გოგო. სულერთი, რომ იყოს ახლა ასე კი არ იქნებოდი.
-გული მტკივა მარ. ძალიან.. ზუსტად იმიტომ, რომ სულერთი არაა ჩემთვის.
-ვიცი. საშინელებაა, როდესაც შენს საყვარელ ადამიანს სხვასთან ხედავ, როდესაც ეჭციანობა გჭამს. თუმცა არ მჯერა მე მაინც, რომ მაქსიმეს მასთან რაიმე უნდოდა.
-რაიმე გითხრა მაქსიმემ?
-ხო ვილაპარაკეთ, ალექსანდრეც მელაპარაკა. შენთან დარჩენა მთხოვა.
-თვითონ სად წავიდა? -სახე დაუსერიოზულდა ლილეს.
-ბათუმში წავიდნენ ეგ და ალექსანდრე, უფროსმა გაგზავნა ორივე სამსახურიდან.
-რა გითხრა კიდევ.
-ძალიან უყვარხარ ლილე. მე მჯერა მისი. ალექსანდრეც გაკვირვებულია იძახის ასეთი მაქსი ჯერ არ მინახავს. შენმა გადარეულმა დაქალმა რომანტიკოსად აქციაო. -გაეღიმა მარიამს.
-რომანტიკოსობით კი რომანტიკოსობს. გუშინ შოკოლადები და წერილი დამახვედრა. დღეს წერილი და ვარდი. აი ნახე. -ჯიბიდან ფურცელი ამოაცურა და მარიამს გაუწოდა.
-"ყველაფერს გავაკეთებ, რომ შემირიგდე. მიყვარხარ ჩემო შეუძლებელო" -ისევ გაეღიმამარიამს. -და შენ გგონია ეგ ხისთავიაი სვაი როგორც შენ იტყოდი, ამ სიტყვებს ასე უბრალოდ გაისვრის ლილე?
-არ ვიცი მარიამ არ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ძალიან მჭირდება. მინდა სულ მის მკლავებში ვიყო. მინდა სულ მის ჭრელ თვალებში ვიკარგებოდე. ამავდროულად კი ტკივილი არ მიშვებს, რომ მასთან მივიდე. ვუთხრა თუ როგორ მიყვარს. გონებაში სულ ის კადრები მიტრიალებს და ისევ ვცოფდები.
-ჩემი გოგო როგორი შეყვარებულია. რას წარმოვიდგენდი ლილე. -აწეწილი თმები გაუსწორა ლილეს და შუბლზე აკოცა.
-ღამე ჩემთან იყო შემოსული. მთვრალი იყო თან. ეგონა, რომ მეძინა და მელაპარაკებოდა.
-რა გითხრა? -ინტერესიანი თვალები მიაპყრო.
-შენს გარეშე ისეთი შეუძლებელიაო. მიყვარხარო და მინდა ჩემი გჯეროდესო. ეტკინა, რომ არ დავუჯერე.
-ხედავ ლილე? ამის მერე შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მას არ უყვარხარ?
-არ ვიცი მარიამ არ ვიციი
-იცი მშვენივრად იცი, რომ უყვარხარ.
-ასე მარტივად ვერ ვაპატიებ არ არსებობს მარიამ.
-მაგას არც გთხოვ ლილე. შენს ადგილზე შეიძლება უარესად ვყოფილიყავი. უბრალოდ ერთად გაქვთ ბედნიერების შანსი და ამ ყველაფერს თუ არ გადაარჩენ ეს შანსიც დაიკარგება.
-ხო მესმის რასაც მეუბნები მარიამ, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. ეს მასზეა დამოკიდებული ჩემზე არა.
-ვიცი, რომ არ დანებდება მაქსიმე.
-მოდი რა ვჭამოთ. ცოტახნით აღარ მინდა ამ ყველაფერზე ფიქრი რა.
-კარგი ჩემო გოგო. დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.
-რა კარგია, რომ მყავხარ მარიამ.
-ჩემი სიყვარულიი. -მეგობარს მიეხუტა და მაგიდას მიუსხდნენ. გემრიელად ივახშმეს და მარიამიც მის გამხიარულებას შეეცადა. მათი საერთო მოგონებები გაიხსენეს და ბევრი იცინეს. მერე ფილმსაც უყურეს და დღე როგორღაც გაიყვანეს.
-ლილე მოდი რა გვერდები გავიქნიოთ.
-წავიდნენ ჩვენი ბიჭები და ავიწყვიტეთ? -გაეცინა ლილეს და მუსიკები ხმამაღლა ჩართო.
-აბა რაა. მაგათ რა იციან ბოლომდე, ჩვენ როგორი გიჟები ვართ. -მარიამი საწოლზე ახტა და ცეკვა დაიწყო.
-მიდი ბოლომდე გიჟო. -აყვა ლილეც და გიჟებივით ხტუნავდნენ საწოლზე. მერე როგორც იქნა დაიღალნენ და ვარსკვლავის ფორმაში გაიშხლართნენ საწოლზე.
-რა ბავშვები ვართ არა? -კისკისებდა ლილე.
-მაქსიმეს და ალექსანდრეს ბავშვები! -ბედნიერად ამოილაპარაკა მარიამმა.
-შენ კი მე არა.
-შენც იქნები მალე მისი ატეხილო ქალო! -ენა გამოუყო მეგობარს და მკლავზე უკბინა.
-რავიცი რავიცი. -მძიმედ ამოიოხრა ლილემ. -თქვენთან რა ხდება ერთი. ხომ არ გაბრაზებს ალექსანდრიკო?
-რასამობ პირიქით, ისეთი საყვარელი, თბილი დაყურადღებიანია მეტი რომ არ შეიძლება.
-ჩემი შეყვარებული გოგო ვინ არისოო?!
-არა შეყვარებული ჯერ არა, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ აი ძალიან. ვფიქრობ და მხოლოდ ის წარმომიდგენია ჩემს გვერდით სხვა არავინ.
-ხო. მეც მგონია, რომ სულ ერთად უნდა იყოთ. ძალიან ბედნიერი ვარ თქვენ გამო
-კარგი ახლა ლილე დავიძინოთ ჯობია, თორემ ჩამოგვათენდება სადაცაა.
-კარგი კუ. მოდი მომეხუტე.
-ჩემი ტკბილი სვანი. -ლილეს ლოყაზე აკოცა და ზურგიდან მიეხუტა. ამდენი სიცანცარისგან დაღლილებს მალევე ჩაეძინათ.გამთენიისას ლილეს გაეღვიძა. სიცხემ შეაწუხა და ცივი წყლის დასალევად ადგა. მონატრება საშინლად შემოაწვა, მისი კოცნა და ჩახუტება მოაკლდა. უყვარდა, სიგიჟემდე უყვარდა. ვერაფერს უხერხებდა გრძნობას, რომელსაც მასში მარადიული ფესვები გაედგა. ისევ მის ოთახში შევიდა და საწოლზე მის მხარეს წამოწვა. თეთრეულიდან შეისრუტა ხარბად მისი სურნელი. მისთვის რამდენიმე ადამიაი იყო მნიშვნელოვანი. დედა, მარიამი, მაქსიმე და უკვე ალექსანდრეც. ალექსანდრეში იმ ძმას ხედავდა, რომელიც თავისი ძმის სახით აკლდა. მასთან სულ სხვანაირ სულიერ სიახლოვეს გრძნობდა. თითოეული მათგანი თავისებურად უყვარდა, თუმცა ყველაფერზე მეტად დედა უშველიდა. მისი დარიგება აკლდა ყველაზე მეტად. ჩანთიდან თავისი დღიური ამოიღო. დღიური, რომელიც განსაკუთრებული დროისთვის იყო განკუთვნილი. როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დედა და რაიმეს განიცდიდა, გადაშლიდა დღიურს და მას წერილებს სწერდა. ახლაც იგივე გააკეთა. მაქსიმეს საწოლზე მწოლიარემ წერა დაიწყო:
"დედა.. დეე.. როგორ მტკივხარ ჩემო ერთადერთო. როგორ ძალიან მენატრები. ახლა ისე მჭირდები, როგორც არასდროს. დე იცი პირველად შემიყვარდა. ასე გაუაზრებლად შემიყვარდა. როგორ მინდა ახლა აქ მყავდე, ცრემლებით კალთას გისველებდე და შენ მამშვიდებდე. ხედავ როგორ გაიზარდა შენი პატარა გოგო? უკვე სიყვარულის გემო გაიგო და მისით არსებობს. მისი თვალები მაცოცხლებს ახლა მხოლოდ. როგორ მინდა მისი მჯეროდეს. იცი? მჯერა კიდეც. როგორ არ დავიჯერო მისი თვალების? ჯიუტი ვარ, მაგრამ შენზე მეტად არავინ იცის მაშინ როგორი ვარ როდესაც მიყვარს. მტკივა, მაგრამ ეს სიყვარული ტკივილზე ძლიერია დე. ახლა ისე მენატრება ჭკუიდან ვიშლები. უიმისოდ გატარებული ყოველი წამი შეუძლებლად მეჩვენება. მიყვარს დე მიყვარს.. მიყვარს.. უზომოდ, უაზროდ და უსაზღვროდ. ეს სიყვარული უბრალოდ ჭკუიდან მშლის. შეშლილი და გადარეული გამხადა. ვერცერთი სიტყვა ვერ აღწერს ამ გრძნობას. მისი თვალები ჩემს არსებობას იტევს. ჩემს უბადრუკ არსებობას. და მაინც რა არის სიყვარული დე? განა რამდენი უნდა გადავიხადოთ მასში?.. ".
წერა დაასრულა და ლოყაზე ობოლი ბურთულები ჩამოუგორდა. შიგნით შეწვა, მის ბალიშზე თავი დადო და მშვიდმა ძილმაც მოაკითხა მალე.
^^^
მარიამმა რომ გაიღვიძა, უკვე 11 ხდებოდა. საძინებლიდან გავიდა და ლილეს ძებნა დაუწყო. გაკვირვებული იყურებოდა არსად, რომ არ სჩანდა. ბოლოს მაქსიმეს საძინებლის კარი გააღო და მის მაისურთან ჩახუტებული, მძინარე ლილეს დანახვისას გაეღიმა. ფრთხილად მიუახლოვდა და ზედ დაახტა.
-გაიღვიძე დაქალო მზე ამოვედი!
-აუ მოგკლავ მარიაამ. -თვალებს ძლივს ახელდა ლილე.
-შენ კი არა მე მოგკლავ. რატომ გამომეპარე?
-მე.. მე..
-ჩემი შეყვარებული გოგო.. -ლოყაზე აკოცა მეგობარს და გაუღიმა. -ადექი ყავა მინდა.
-მიდი მერე გამიკეთე! -თმები აუჩეჩა მარიამს.
-ადე აწი ერთი ადგილი მალე და ეგ მაისური ნუ დაუკუჭე იმ ბიჭს. -სიცილით გავიდა ოთახიდან. ლილე ნელა წამოიზლაზნა და საწოლი გაასწორა. მაქსიმეს მისი იქ შესვლა, რომ არ შეემჩნია. სამზარეულოში გავიდა და მარიამის გამზადებულ ყავას გემრიელად შეექცა.
-დილა.. ყავა და ჭორაობა. აი რა მიყვარს შენთან ერთად მარუს! -გაეკრიჭა ლილე.
-როგორ მომნატრებია.
-ალექსანდრეს ხომ არ დაურეკავს? -სხვათაშორისოდ იკითხა და ამ დროს მარიამის ტელეფონიც აწკრიალდა.
-აი ზუსტად ახლა რეკავს. გისმენ ალექსანდრე, როგორ ხარ?
-დილამშვიდობის ჩემო პრინცესა, მე კარგად თქვენ როგორ ხართ მანდ?
-რავიცი არაგვიშავს ვერთობით და ვართ. თქვენ რას შვებით არ მორჩით საქმეებს?
-სამწუხაროდ ერთი კვირით გვიწევს დარჩენა. გურამმა გვთხოვა.
-ერთი კვირა ვერ გნახავ? -მოიწყინა მარიამმა.
-უკვე მოგენატრე პრინცესა? -ჩაეღიმა ალექსანდრეს.
-ძალიან ძალიან. -გაინაბა მის ხმაზე მარიამი.
-მეც ძალიან მენატრები მარიამ. მაქსიმემ გთხოვა, რომ მასთან ერთად იყო. -მარიამი სააბაზანოში გავიდა. თავისუფლად რომ ელაპარაკა. -როგორაა ლილე?
-რავიცი ალექს კი მოვიყვანე ხასიათზე, მაგრამ ძალიან განიცდის. უიმისობას, რომ ვერ იტანს ფაქტი სახეზეა. ღამით მის საძინებელში შეიპარა და მისი მაისური ჰქონდა ჩახუტებული. არ ვიცი ასე როდემდე გაძლებს. მეშინია დეპრესიაში არ ჩავარდეს. ასეთი სიყვარული იშვიათია ალექსანდრე. -სევდიანი ხმით ჩამოურაკრაკა ყველაფერი მარიამმა.
-ესეც ეგრეა. გუშინაც დალია. გიჟს გავს. სულ იმას იძახის ჩემი ბრალიაო. ასე ორივე ავადმყოფურად როგორაა შეყვარებული ერთმანეთზე არ ვიცი.
-როგორ მინდა ესენი ასე არ იყვნენ რა..
-ნუ ნერვიულობ მოვიყვან ამას ჭკუაზე.
-უთხარი დაურეკოს მაინც.
-ჰგონია, რომ მასთან ლაპარაკი არ უნდა.
-არა სან ახლა მისი ხმა სჭირდება ზუსტად ვიცი.
-კარგი პრინცესა წავედი მე.მიხედეთ ერთმანეთს. მაქსიმეს ვეტყვი, რომ დაურეკოს.
-კარგი ჩემო ტკბილო სვანო.
-ჩემი ტრიპაჩი გოგო. -ჩაიღიმა და ტელეფონი გაუთიშა. მარიამი ლილესთან დაბრუნდა.
-რა ხდება აბა?
-ერთი კვირა გვიწევს დარჩენაო. უფროსს დაუტოვია ორივე.
-ერთი კვირა ვერ ვნახავ? -მოიღუშა ლილე.
-ჰეი სევდა ფართი ნუ გამიმართე ახლა.
-კაი ვსო ჩუმად ვარ.
-გავისეირნებთ. დავათვალიერებთ ყველაფერს დადროც მალე გავა ჩემო გოგო. ისიც ვერ ძლებს უშენოდ ნუ ღელავ.
-ძაან იცი შენ ძლებს თუ ქალებში ერთობა!
-ნუ ახტი ახლა! ალექსანდრემ მითხრა ვერც ურეკავსო.
-ხოდა ძალიანაც კარგი. დარეკავს და ვეჩხუბები.
-კარგი რა ლილე! ახლა კი ბავშვობ. არამე გავათენე მის საწოლში. -მომაბეზრებლად გადაატრიალა თვალები. ლილემ ხმა აღარ გასცა და სენდვიჩების გასაკეთწბლად წამოდგა.
^^^
მეორე დღეს საღამოს ალექსანდრემ და მაქსიმემ საქმეები, რომ მოიმთავრეს ზღვისპირა ქალაქში გაისერნეს. რაღა თქმა უნდა ბარსაც ესტუმრნენ და ტრადიციულად ვისკიც შეუკვეთეს.
-როგორ არიან ის ორი ბავშვი?
-უჩვენოდ როგორ იქნებიან. -გაეღიმა ალექსანდრეს.
-ანუ?
-მარიამს ვენატრები, ლილე კიდე უშენოდ ვერ ძლებს.
-ის კი არა მე ვერ ვძლებ უიმისოდ.
-ისიც ვერ ძლებს დამიჯერე. გვია9ნ ღამუთ შენს ოთახში გასულა და შენს მაისურთან ერთად დაუძინია. -მაქსიმეს სევდა მოერია. თვალები ჩაუწითლდა დაამოიბურტყუნა.
-ჩემი ისტერიკებიანი ჯიუტი გოგო. ვითომ არ ვუყვარვარ. -სახე გაებადრა მაინც.
-ასეთი არაფერი მინახავს. ორივე ავადმყოფურად ხართ შეყვარებულები. -ბედნიერი ღიმილით შეხედა მეგობარს.
-ჩემი დაავადება ეგ. -გაეცინა მაქსიმეს.
-ხოდა უშველე მერე მაგ დაავადებას.
-ერთი იდეა მაქვს. უნდა დავრეკო. -ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და მეგობართან გადარეკა.
-ალო ლუსი როგორ ხარ?
-კარგად მაქსიმე. შენ? როგორ მოხდა გაგახსენდი?
-ხომ იცი შენ ყველაზე განსაუთრებულ მომენტებში მჭირდები ხოლმე!
-აბა ამოღერღე ახლა ვის ვაბედნიერებთ?
-ვის და მე.
-შენ?
-აჰაამ. ხოდა ისეთი კაბა მჭირდება ისეთი, რომ მთელი წელი მთელმა ქვეყანამ ილაპარაკოს ჩემს ცოლზე. -ღიმილი სახიდან არ შორდებოდა მაქსიმეს. იცოდა ლილეს როგორ გაახარებდა ამით.
-ვაახ. თქვენს სამსახურში მიგულეთ ბატონო მაქსიმე. რახანც თქვენ ბედი გეღირსათ. -გაოცებული იყო ლუსი მეგობარზე და სიცილს ვერ იკავებდა.
-ხოდა ხვალვე გნახავ აქეთ ვარ ბარემ.
-ძალიან კარგი გელოდები.
-დროებით ლუს. -გაუთიშა და ალექსანდრეს მიუბრუნდა.
-ესეც ასე მეგობარო, კაბის საქმეც მოგვარებულია.
-მმ კარგი სვლაა გვიჩიანო! -შეაქო მეგობარი და მხარზე წამოარტყა ოდნავ ხელი.
-ვიმედოვნებ.
-არ გინდა დაურეკო?
-არ მიპასუხებს.
-დაურეკე. მარიამმა გთხოვა.
-ანუ მელოდება?
-დარწმუნებული ვარ!
-კარგი წამო მაშ სასტუმროდან დავურეკავ.
-წავედით. -ბარიდან სასტუმროში დაბრუნდნენ და საწოლში მოკაათებულმა შემთვრალმა მაქსიმემ ლილეს დაურეკა.
-ლილე გთხოვ არ გათიშო სულ ცოტახანს დაგელაპარაკები.
-არც ვაპირებდი. -ცოტა ცივი ტონით უთხრა.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად.
-დაისვენებდი ბოროტი მბრძანებელისგან.
-მართალი ხარ! -ისევ უხეშად მიმართა. არადა მთელ სხეულში დაუარა მისი ხმის მოსმენისგან გამოწვეულმა, უჩვეულო სითბომ.
-ლილე - ძალიან მშვიდად მიმართა და მასაც ხმა დაუთბა.
-გისმენ მაქს..
-შენზე ვფიქრობდი. ვიცი უკვე რას უნდა შეგადარო.
-მიდი ახლა რამე დებილობა დაახეთქე..
-"არავის შეგადარებ, შენ გახარ ზღვას! ზღვას , რომელიც ღელავს და ხანდახან დგას!".
-უკაცრავად სხვაგან მოხვდით, პოეზის საღამოებზე ჩაეწერეთ ჩემთან კი ნუ რეკავთ!
-ეს ამხელა კაცი გამასულელე ხო ხედავ!
-შენ თუ ღმერთმა დაგჩაგრა და ტვინი არ გიბოძა ეგეც მე დამაბრალე!
-როგორ ეტყობა ჩემს ველურ ფისოს 3 დღე რომ არ მიუღია წამალი. -გაიცინა მაქსიმემ.
-ვსო ვთიშავ. -აიწეწა ნერვებზე ლილე.
-ორი წუთი გთხოვ.
-რაგინდა მაქსიმე.
-როგორ მიყვარხარ იცი? მინდა ჩემი გჯეროდეს გესმის? ამ გრძნობის გჯეროდეს...
-მთვრალი ხარ ალბათ დაიძინე. -ცრენლები მოერია ლილეს.
-ხო შენი სიყვარულით ვარ მთვრალი ჩემო პატარა ქალბატონო, შენი სიყვარულით. დამიჯერე რა, უბრალოდ დამიჯერე. როგორ არ გესმის ამ გულის ფეთქვა რა დღეშია, როდესაც შენი სათუთი ხმა ესმის. როგორ მენატრები ჩემო ისტერიკებიანო. -ლილე უარესად ტიროდა. უსმენდა მის საყვარელ ხმას და ცრრმლები თავხედად დათარეშობდნენ მის სახეზე.
-მაქსიმე დაიძინე.. -ძლივს ამოისლუკუნა.
-გთხოვ რამე მითხარი, მითხარი ის რაც ვიცი. შენი გულის ფრთხიალი მხოლოდ მე ვარ ლილე, ამას ვერსად გაექცევი.
-მალე ჩამოდი რა, მალე.. გთხოვ. -ისევ სლუკუნით უთხრა და ტელეფონი გაუთიშა. მაქსიმეს ჩაეღიმა, გაბედნიერდა. თითქოს ღმერთმა მთელი დედამიწა აჩუქაო.
-ჩემი ისტერიკებიანი გოგო, როგორ ვუყვარვარ..



№1 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადებთ შემდეგ თავს?

 


№2  offline წევრი დარინა

როგორი სევდიანები იყვნენ ამ თავში ეს ორი გიჟი ლამის ლილესთან ერთად მეც ვიტირეეე, მომენატრა მაქსის მწარე ენა ლილეს რომ აგიჟებდაა.

 


№3  offline წევრი naniko mindia

Rogor gamixarda rom vanaxe dadebuli ❤️❤️❤️❤️❤️dzalian kargi xar kargi iyo veli momdevnos
--------------------
lomidze

 


№4  offline მოდერი pekhshvela

დარინა
როგორი სევდიანები იყვნენ ამ თავში ეს ორი გიჟი ლამის ლილესთან ერთად მეც ვიტირეეე, მომენატრა მაქსის მწარე ენა ლილეს რომ აგიჟებდაა.

ისევ გააგიჟებენ ერთმანეთს მაგაზე გულს როგორ დაგწყვიტავთ :დდ <3

naniko mindia
Rogor gamixarda rom vanaxe dadebuli ❤️❤️❤️❤️❤️dzalian kargi xar kargi iyo veli momdevnos

დიდი დიდი მადლობაა <3

 


№5  offline წევრი tatuli)

male dade ra <3 kargi iyo dzaan <3

 


№6  offline მოდერი pekhshvela

tatuli)
male dade ra <3 kargi iyo dzaan <3

მადლობა <3

 


№7  offline წევრი Kalina

აუუუ!!!
რას მიკეთებ?!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№8  offline მოდერი pekhshvela

მარიკუნაა♥️
აუუუ!!!
რას მიკეთებ?!

ჩემი არაა ჩამიდეს :დდ <3

 


№9  offline წევრი შუბითიძე

იმდენი ხანიაა საიტზე ვერ შოვდივდიოდი, რომ გული ბაგაბუგობდა
ჩემი გიჯების ისტორიას რომ ვერ წაიკითხავდაა .მიყვარხარ ჩემო გოგოვ
სასწაულებს ახდენ პირდაპირ.
არა ისე რა ბოთეა ეს ჩვენი სვანი მადააამ(ი) არაა?
:დდდდდდდ
მიყვარხარ ჩემოო სიხარულოოო..
ყველაა თავისვის რაც დღესოგვიანებით წავიკითხე მადლობას გიხდიი..
და ბოდიში აქამდე,რომ ვერ შევძელი.
მპაააა..

 


№10  offline წევრი elena gavasheli

კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი...მალე ჩამოდი რა.....შენ გირჩევნია მალე დადო ახალი თავი თორე ჩემი ისტერიკები არ გინახავს joy joy ეს ხუმრობით joy joy ახალ თავს ველოდები

 


№11  offline აქტიური მკითხველი terooo

დამპალი.... იცოდა და მაინც ათქმევინა... ????????????

 


№12  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

იმედია ბოლოს ვინმეს არ მოკლავ

 


№13  offline მოდერი pekhshvela

elena gavasheli
კარგი იყო განსაკუთრებით ბოლო ეპიზოდი...მალე ჩამოდი რა.....შენ გირჩევნია მალე დადო ახალი თავი თორე ჩემი ისტერიკები არ გინახავს joy joy ეს ხუმრობით joy joy ახალ თავს ველოდები

დედა როგორ მემუქრებიაან :დდ მალე იქნება საყვარელოო <3

terooo
დამპალი.... იცოდა და მაინც ათქმევინა... ????????????

აი ეგეთი თახა ჩემი ბიჭი ;დდდდდდდ

ანი ანი
იმედია ბოლოს ვინმეს არ მოკლავ

რასამობ ხო თან მივყევი რომელიმე რომ მოკვდეს :დდდ <3

 


№14 სტუმარი სტუმარი დიანა

ივასუ ხარი!????

 


№15  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი დიანა
ივასუ ხარი!????

დეემგვაშ❤❤

 


№16  offline წევრი elena gavasheli

joy joy დადებ აბა სად წახვალ joy joyიმედია ცნობისმოყვარეობით არ მომკლავ, ვიცი კაი გოგო ხარ არ დაიდებ მაგ ცოდვას joy joy joy joy

 


№17 სტუმარი Marta

ჩემო ლამაზო ძალიან კარგი გოგო ხარ. ესეთ ლამაზ ისტორიებს რომ წერ. შენს მეორე ისტორიას ვკითხულობდი , მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ ეხლა საიტზე და ხომ ვერ მიმასწავლეთ როგორ ვნახო(საუბარია შეიყვარე ახლიდან)

 


№18  offline მოდერი pekhshvela

Marta
ჩემო ლამაზო ძალიან კარგი გოგო ხარ. ესეთ ლამაზ ისტორიებს რომ წერ. შენს მეორე ისტორიას ვკითხულობდი , მაგრამ რატომღაც ვერ ვპოულობ ეხლა საიტზე და ხომ ვერ მიმასწავლეთ როგორ ვნახო(საუბარია შეიყვარე ახლიდან)

უდიდესი მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის და მადლობა, რომ კითხულობ❤❤ რაც შეეხება ისტორია "შეიყვარე ახლიდან" დღეს ავიღე საიტიდან. ვარედაქტირებ და ახლიდან დავდებ, როგორც კი ეს ისტორია დასრულდება❤❤

elena gavasheli
joy joy დადებ აბა სად წახვალ joy joyიმედია ცნობისმოყვარეობით არ მომკლავ, ვიცი კაი გოგო ხარ არ დაიდებ მაგ ცოდვას joy joy joy joy

ჩემი ცოდვებით მეყოფა კაცო :დდდდ ❤

 


№19 სტუმარი სტუმარი ნუკი

დადეთ ახალი თავი გთხოოვთ

 


№20  offline წევრი jenniferi

Auu ra magari da sayvarloba iyo <3 male dade shemdegi

 


№21  offline მოდერი pekhshvela

jenniferi
Auu ra magari da sayvarloba iyo <3 male dade shemdegi

მადლობაა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent