შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მთვარის სასწაული (ნაწილი 2)


21-06-2018, 13:41
ავტორი რუთენა
ნანახია 1 373

არსებობს 3წამის სასწაული: ნაბიჯი პირველი: ძალიან მაგრად ხუჭავთ თვალებს,
ნაბიჯი მეორე: სიბნელეში ეძებთ სინათლეს!
ნაბიჯი მესამე: წარმოიდგენთ ყველაზე სანუკვარ ოცნებას!

მამა მეუბნებოდა, თუკი სამი წამის სასწაულის წესებს ზედმიწევნით დავიცავდი ყველა ჩემი ოცნება ამისრულდებოდა... მაგრამ, ეს ოცნება აუცილებლად უნდა ყოფილიყო კეთილი და გულით ნანატრი!.
-ელისაბედ?!
-დიახ ?!
-ვწუხვარ, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც შეგვეძლო, მაგრამ მდგომარეობა კრიტიკული იყო, ძალიან ვწუხვარ!
-რა ? რა მოხდა ? ეს როგორ მოხდა ? მათი ნახვა მინდა! ეს შეუძლებელია ! ეს სინამდვილეში არ ხდება! არაა ! არაა ! შეუძლებელიაა ! შეუძლებელი! ასე არ შეიძლება! ეს დაუშვებელია ! გთხოვთ მითხარით,რომ ეს შეცდომაა! გთხოვთ მითხარით,რომ ეს სინამდვილეში არ ხდება !არა ! არააა ! ..
-ექთანო! დამამშვიდებელი მოიტანეთ!
-არა! არაა ! არ შემეხოთ! მკვლელები ხართ ! მკვლელებო! თვენ რა ექიმები ხართ ! ასე არ შეიძლება....
ადამიანები ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს, რომ მათ გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ, ვფიქრობ ცდებიან,როცა ასე ამბობენ! ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იცხოვროს მეორე ადამიანის გარეშე, მათ უბრალოდ არ სურთ იმ ადამიანების გარეშე ცხოვრება, რომლებიც ცხოვრებას ულამაზებენ და ცისარტყელას ელფერს ძენენ!
-ელი?! ძალიან, ძალიან ვწუხვარ...
-ეს უსამართლობა..! ასე არ შეიძლება!...
-ვიცი, ვიცი და მართალი ხარ, მაგრამ პატარავ, ასე ხდება ხოლმე, ჩვენთვის ამოუცნობი მიზეზების გამო ზოგჯერ გვიწევს უსამართლობასთან ბრძოლა! გახსოვს ერთხელ მითხარი, ქარიშხლის შემდეგ ქარი აუცილებლად ჩადგება და მზე გამოანათებსო, ვიცი ძნელია მზის პოვნა, მაგრამ მე შენს გვერდით ვარ ! გპირდები შენს მზეს ვიპოვნით !
-მაგრამ, მე აღარ მჯერა მზის ! საერთოდ აღარაფრის აღარ მჯერა! ვიცი, რომ ძლიერი უნდა ვიყო, მაგრამ არვიცი რატომ უნდა გავძლიერდე, აღარავინ დამრჩა, ვისთვისაც ღირს სიცოცხლე!
-საკუთარი თავისვითვის უნდა იცოცხლო ელი! შენი თავისთვის !
სიცოცხლე ?! ხშირიად მიფიქრია სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე, ყოველთვის მჯეროდა,რომ სიცოცხლეში ჩადენილი კარგი საქმეებისთვის სიკვდილის შემდეგ აუცილებლად მივიღებდით ყველაზე სანუკვარ საჩუქარს, ადგილს სამოთხეში! მაგრამ, ახლა,როდესაც ფაქტის წინაში ავღმოჩნდი და დავკარგე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები მინდა მჯეროდეს,რომ ისინი სხვა სამყაროში აგრძელებენ ცხორვებას და ბედნიერები არიან, არ სტკივათ და ერთად ყოპნის ტკბებიან ! მაგრამ აღარ მჯერა!
. . .

-ელისაბედ ჯაყელ! გაზრდილხარ პატარა ქალბატონო!
-ალექსანდრე ?! ეს შენ ხარ ? აქ რა ჯანდაბას აკეთებ ?! მეგონა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდებოდი !
-მომენატრე მწარევ ! როგორ ხარ ? გავიგე შენი ოჯახის ამბავი ! ვწუხვარ !
-ჰოო, მადლობა! შენ როგორ ხარ ? აბა ? იპოვნე საოცნებო ქვეყანაში საოცნებო გოგო ? თუ ისევ მარტო დახეტიალობ ბაბნიკო ?
- შენ ისევ შინაბერა ხარ ?!
- ჰაჰაჰა. მეც მომენატრე !
ალექსანდრე დადიანი ჩემი ბავშობის სიყვარული იყო, შემდეგ თმები შეიჭრა და ხო გესმით რაც მოხდა, გადამიყვარდა, თუმცა ახლო მეგობრები გავხდით, სკოლა ერთად დავამთავრეთ შემდეგ სწავლის გაგრძელება ინგლისსში გადაწყვიტა და ექვსი წლით გაუჩინარდა
-ალექსი, ჩამოვიდა , კაფეში შემთხვევით შევხდით ერთმანეთს, ის ისევ ისეთი სიმპატიური და ბაბნიკია ! და თან თმები გაუზრდია!
-არსებობს შანსი, რომ ისევ შეგიყვარდეს ? !
-დამცინი ? ჰაჰაჰჰჰააა , არარსებობს, დამიჯერე ვირს უფრო აქვს შანსი ხეზე ასვლის ვიდრე მე და ალექს !..
-მაგრამ გიყვარს.
-არა! არ მიყვარს! უბრალოდ ბავშობა გამახსენდა ! და მოკეტე დაა ჭამე !
-გიყვარს გიყვარს ...
-ბავშვივით იქცევი! არ მიყვარს თქო ! ჭამე თორე მე შეგიჭამ!
-კარგი, ჩუმად ვარ !
ღმერთმა ყველა ადამიანისთვის შექმნა მეორე ნახევარი, მაგრამ არც თუ ისე ხშირად პოულობენ ერთმანეთს ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისთვის არიან შექმნილები! და მაინც, როგორ უნდა მივხდეთ,რომ ის მართლა ის არის ვისთანაც მთელ ცხოვრებას გავატარებთ ?! ჩემს მშობლებს ერთმანეთი სიგიჯემდე უყვარდათ, დედამ მითხრა, როცა იმ ერთადერთს იპოვნი გული გამალებით დაიწყებს ფეთქვას, მუცელში უცნაურ გრძნობას იგრძნობ და მოგინდება,რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ მას ჩაეხუტო... 24 წლის ვარ და ეს გრძნობა ჯერ არ გამომიცდია, თუმცა ველოდები მას , ისე როგორც ბავშობაში ველოდებოდი ჩემს რიგს ნაყინის მოლოდინში.... !



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

მომეწონა ისტორია. მოვლენებს სწრაფად ნუ განავითარებ და შეეცადე თავები გაზარდო. და იმედია დაასრულებ

 


№2  offline წევრი რუთენა

Chikochiko
მომეწონა ისტორია. მოვლენებს სწრაფად ნუ განავითარებ და შეეცადე თავები გაზარდო. და იმედია დაასრულებ

მადლობა <3 გავითვალისწინებ შენს რჩევებს <3 დავასრულებ აუცილებლად <3 :)
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 


№3 სტუმარი ვანგოგა

ძალიან კარგია ❤️❣️

 


№4  offline წევრი რუთენა

ვანგოგა
ძალიან კარგია ❤️❣️

<3 მადლობა საყვარელო <3
--------------------
I love you like a fat kid loves cake.
მე შენ ისე მიყვარხარ, როგორც მსუქან ბავშვს უყვარს ნამცხვარი...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent