უმთავრესი მიზეზები იმისა, თუ რატომ არ გვიხდება ხოლმე სურვილები
სამყარო ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება, ამიტომ ადამიანები, რომელთაც ერთი შეხედვით უბრალოდ გაუმართლათ ცხოვრებაში ხშირად მარტივად ფლობენ უნარს საკუთარი სურვილების სწორი "ვიზუალიზაცია" მოახდინონ მომავალზე. ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, განაპირობებს იმას თუ ვინ ვართ, სად ვართ, რანი ვართ და რას წამოვადგენთ. ამიტომ ჩვენს აზრებსა და სურვილებს დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს სამომავლო მოვლენების განვითარების მხრივ. არსებობს ე.წ. პარადიგმა - "იყო, იმოქმედო, გქონდეს" ამ მარტივ ფრაზაში იმალება ჩვენი ცხოვრების უმთავრესი ქვაკუთხედი. მაინც რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ჩვენი სურვილები რეალობად იქცეს? პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ ის, რომ სამყაროს მოსახლოების დიდი ნაწილი ამ პარადიგმის პრინციპებს უკუღმა იგებს და იყენებს. ითხოვს რა ჯერ ჰქონდეს, შემდგომ ამისა კი მოქმედებას აპირებს და მხოლოდ ამ ორი კომპონენტის შემდეგ ფიქრობს, რომ გახდება პიროვნება. უფრო მარტივად აგიხსნით, ადამიანების უმეტესობას ჰგონია, რომ თუკი ექნება ბევრი ფული, დრო, რესურსი შეძლებს მთების გადადგმას, ბევრი სიკეთის კეთებას, ქვეყნის აშენებას და ა.შ. და ბოლოს გახდება ბედნიერი, შეყვარებული, მშვიდი, კეთილი, უბრალოდ კარგი ადამიანი. ალბათ გაგიგიათ გამოთქმა "როცა ბევრი ფული გაქვს, ადვილია იყო გულუხვი და დიდსულოვანი". სინამდვილეში კი ყველაფერი საპირისპიროდაა. სინამდვილეში კი თავდაპირველად და უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა "ვიყოთ" ბედნიერი, კმაყოფილი, მშვიდი, კეთილი, გულღია, კაცთმოყვარე და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ და გვეძლევა შანსი, რათა "ვიმოქმედოთ", საიმისოდ, რომ მივაღწიოთ სანუკვარ შედეგს, - "ვიქონიოთ" ანუ ვფლობდეთ იმას, რაც დავიმსახურეთ საკუთარი მცდელობით. ანუ ვიღებთ იმას, რაზეც ვოცნებობთ. რაც უნდა არაერალური გეჩვენებოდეთ ოცნება, ეს პარადიგმა ნებისმიერი სახის ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას ემსახურება მთელი ასი პროცენტით, იმიტომ რომ, სამყარო სამართლიანია, კანონზომიერი და ის ყოველთვის, გესმით ყოველთვის ჯაჭვურობის პრინციპს ეფუძნება. ჯერ ვსწავლობთ გაცემას საიმისოდ, რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ყველაფერი. საიმისოდ, რომ ამ პარადიგმის ეფექტურად განხორციელება შეძლოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში პირველ რიგში დაფიქრდით, რა გსურთ რეალურად ცხოვრებაში? რის ფლობას ისურვებდით? როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი და ცხოვრება, თუკი ამ "რაღაცის" ფლობას შეძლებდით? ვინ იქნებოდით იმ შემთხვევაში თუკი თქვენი ეს ოცნება ასრულდებოდა? მხოლოდ ამის შემდგომ გადახვალთ პარადიგმის მეორე დონეზე, რაც იმას ნიშანვს, რომ როგორც კი საკუთარ სურვილებს "მოერგებით" სამყარო მისი ასრულების გზებს "ქმედების" შანსებს გიბოძებთ რეალურად, საბოლოო ჯამში კი თქვენ მიაღწევთ სასურველ შედეგს, ფლობდეთ იმას, რასაც გააზრებულად იმსახურებთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.