შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დინა ქალდანი (თავი2)


21-06-2018, 22:54
ავტორი სვანუკა
ნანახია 1 429

ღამის სიჩუმეს მხოლოდ შორიდან მომავალი ძაღლების ყეფა არღვევდა, ფიქრებში გართულმა ვერც გაიაზრა რამხელა გზა გამოიარა. უცებ ეხის ხმამ შეაკრთო, გაჩერდა და შემობრუნდა. მთვარის შუქზე შავ სპორტულ შარვალსა და ასევე სპორტულ ზედაში გამოწყობილი, კაპიშონწამოფარებული, სშუალო ტანის, დაახლოებით 25წლის ბიჭი იდგა, სახე არ უჩანდა, მხოლოდ დინას ეჩვენებოდა თითქოს მისი თვალები ანათებდნენ. შეეშინდა, მაგრამ არ შეიმჩნია და ჰკითხა:
- ვინ ბრძანდებით და უკან რატომ მომყვებით?
- რჩევას მოგცემთ, თქვენნაირი ლამაზი ქალი, შუაღამით ტყეში მარტო არ უნდა დადიოდეს. - ღამის წყვდიადი მთვარი შუქთან ერთად, მამაკაცის ბოხმა, ოდნავ ჩახრინწულმა ხმამ გაკვეთა და დინას სხეულში დაიბუდა, ამ უკანასკნელს კი გააჟრჟოლა.
- და თქვენ ვინ ხართ, რომ რჩევას მაძლევთ? მზრუნველობისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ არავის უთხოვია გამომყოლოდით! - არ ნებდებოდა ქალი.
- მე თქვენთვის საინტერესო არავინ ვარ, შეგიძლიათ მოჩვენებაც მიწოდოთ, ქალბატონო დინა. - თქვა და თნ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ქალისკენ, რომელიც გონს ვერ მოსულიყო. აქამდეც უსეირნია მარტოს ამ ქუჩებში, მაგრამ არავინ აკიდებია და ეს ვინღაა? თან მისი სახელიც იცის. ყველაფერი აებნა გონებაში და თითქოს ერთ ადგილს მიეყინა, ბიჭი კი იმდენად ახლოს იყო, უკვე ნამდვილად არჩევდა მის შავ თვალებს, რომლებმაც წამით ჩაითრიეს და გამოშვებას აღარ უპირებდნენ.
- გაზრდილხარ, დინა, გალამაზებულხარ... - თმა ყურს უკან გდაუწია, თან ისე მოძრაობდა გეგონებოდათ ზედმეტი მოძრაობა რომ გაეკეთებინა, ფაიფურის თოჯინასავით დაიმსხვრეოდა გოგო - სახლში წადი, დინა...- უთხრა და სიბელეს შეერია.
მხოლოდ მაშინ გამოფხიზლდა სიცივემ რომ შეაწუხა, სწრაფი ნაბიჯით გაუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს და შიგნით შევიდა, მაშინვე გაუშვა დამხმარე ქალი, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა და ბავშვობიდან იცნობდა, მას მერი ერქვა. თვითონ მოწესრიგდა, დაიბანა და დასაძინებლად დაწვა, თუმცა ძილშიც ელანდებოდა ღამის წყვდიადივით შავი თვალები.
დილით როგორც ყოველთვის ადრე გაიღვიძა, ამჯერად შავი აღარ ჩაუცვამს, იცოდა მისი მეგობრები აპირებდნენ ჩამოსვლას და ასე ყოფნას არ დაანებებდნენ, წინა დღითაც ხოლოდ იმიტომ ეცვა, რომ მისი ნათესავის გასვენებაში იყო, გასვენებებში კი არ უყვარდა ჭრელის ჩაცმა თითქოს ასე გამოხატავდა გვერდით დგომას და გასაჭირის გაზიარებას. არც ხალხმრავლობა უყვარდა, მხოლოდ მეგობრებთან გრძნობდა კარგად თავს, ისინი ისეთები იყვნენ ვის არ შეუყვარდებოდა. მოკლედ მოემზადა, იბანავა, ჩაიცვადა მუხლამდე, წელდან გაშვებული, ყვავილებიანი სარაფანით ჩავიდა ქვევით. მერი უკვე მოსული დახვდა და საუზმეს აკეთებდა, თვითონაც შეფრიალდა სამზარეულოში და გაზქურასთან მდგომს ლოყაზე აკოცა - დილა მშვიდობისა! - გაუღიმა.
- დილა მშვიდობისა, ჩემო გოგო, როგორ გეძინა? დაგესვენა ცოტა, ასე ადრე რატომ ადექი? დაღლილი იქნებოდი ისედაც.
-არა, მერიკო, არ მინდა ძილი. დღეს ჩემები ჩამოვლენ და აშკარად არ მეღირსება დასვენება - თავის კანტურით უთხრა და გაეცინა თავიისი გიჟების გახსენებაზე - წავედი მე ჰამაკში ვიქნები, სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ, თუ რამე დაგჭირდა დამიძახე.
- კარგი, ჩემო გოგო.
ცოტახანს ჰამაკში იჯდა, ულამაზეს ხედს გაჰყურებდა, თან ფიქრობდა წუხანდელ შემთხვევაზე და ბოლოს დაღლილობას მიაწერა, ალბათ მომეჩვენაო, თავისი ჩვეული სიმშვიდე დაიბრუნა და სახლში შევიდა. ერთად ისაუზმეს მან და მერიმ, მერე ლაგებაში მიეხმარნენ ერთმანეთს, ბოლოს მერი ისევ გაუშვა, დაისენეო უთხრა, თვითონ გოგონების დასახვედრად მოემზადა, შემდეგ საოჯახო ალბომი აიღო და ჩამოჯდა. დაახლოებით ნახევარი საათი იჯდა და სურათებს ათვალიერებდა ფოტოებს. უცებ მანქანის ხმა გაიგო, ფეხზე წამოდგა, კარში გაფარფატდა და დაინახა როგორ გამოცვივდა მანქანიდან სამი გიჟი.



№1 სტუმარი nanacho

კარგია,მომწონს ისტორია,პატარა თავები კი არის,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent