შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დინა ქალდანი (საცდელი)


14-06-2018, 23:31
ავტორი სვანუკა
ნანახია 1 813

შავ ღრუბლებს დაეფარათ სვანეთის ცა, თითქოს თანადგომას უცხადებდნენ შარაზე ფეხით მოსიარულე გოგონას, მის ფიქრებს ადევნებული მიჰყვებოდნენ და უნდოდათ ის ტვირთი შეემსუბუქებინათ რასაც ის ატარებდა...
,,კიდევ ერთხელ დავრწმუნდი სიცოცხლის მუხთლობაში, კიდევ ერთხელ დავიჯე სიკვდილის გარდაუვალობა...
კიდევ ერთი კუბო...
კიდევ ერთი ოთხი ფიცარი...
კიდევ ერთი სიშავე...
კიდევ ერთი სიცივე... ეს მხოლოდ ჩემს თვალწინ და ისე ვინ მოსთვლის მერამდენეა დღეს...
და მუდმივი წყვდიადი, გამეფებული ჩემ ირგვლივ, შავი ღრუბლებისგან დაფარული თეთრი მთვარე და თითქოს ამ მთვარემდეც მიუღწევია ადამიანის ცოდვილ ხელს, შეუხია მისი კლანჭი და შავად, ძალიან ღრმად დაუტოვებია მისი ნაკვალევი...
ვფიქრობ და ვერ გამიგია, რატომ არის ასეთი უკუნი ღამე, ამ მწველი დღის შემდეგ? ნუთუ ცამაც იგრძნო ამ ერთი ადამიანის გარდაცვალება და ახლა აპირებს ჩამოიქცეს და ჩამოგვექცეს თავზე?" - ამ და სხვა ფიქრებით გართული მიუყვებოდა შარას ჯერ კიდევ 20 წლის ,,პატარა" ქალდანი, მიდიოდა შავში ჩაცმული, მაგრამ გამართული... ამდენი ტვირთით დამძიმებული, მაგრამ ამაყი... მის ყოველ ნაბიჯზე თითქოს მიწა ზანზარებდა და მისი სიმყარით, შეუვალობით შეძრული მთებიც კი ქედს იდრეკდნენ მის წინაშე. ღრმად, ღრმად ჰქონდა სვანეთის გულში გადგმული ფესვები, მისი ნაწილი იყო სულითა და გულით ქალბატონი. სადაც არ უნდა ეცხოვრა, სადაც არ უნდა წასულიყო სხვა მთებს არ სცნობდა ქალდანი, ამაზე ლამაზი არსად არაფერი ეგულებოდა, სვანეთის შვილი იყო ყორნისფერთმიანი და გიშრისთვალება დინა, სახელიც კი სვანური ჰქონდა...
მიდიოდა დინა ქალდანი შავით მოსილი, დაქალებული და ფეხებს ვერ იმორჩილებდა, ბედს მიჰყვებოდა და იცოდა ერთ დღეს იპოვიდა იმ ერთს, რომელიც ბოლომდე გაუგებდა, ამაზეც ფიქრობდა და უკვირდა, აქამდე არ უფიქრია მსგავს საკითხზე, მაგრამ მიხვდა რომ უკვე მობეზრდა, საოცრად მობეზდა მარტოობა...
შავი ფერი უყვარდა დინას, მას შემდეგ უყვარდა რაც საყვარელი ადამიანები დაკარგა, მაგრამ იყო რაღაც გრძნობა, რომელიც ამ ქვეყნად დარჩენას აიძულებდა... გალაკტიონის ლექსები ახსენდებოდა ქუჩაში მოსეირნეს და რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა ხმამაღლა:,, რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არისმის სიღრმეში საიდუმლოდ შენახული, მხოლოდ ღამემ მარტოობის დროს სარკმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ..." მაგრამ რა იცოდა, რომ მარტო არ იყო და კიდევ ვიღაც ერთს მოუნდა ღამით გასეირნება...

..........

დიდხანს ვყოყმანობდი დამეწყო თუ არა ამ ისტორიის წერა, მეშინია რომ არ გამომივა რაღაც ის :(( მაგრამ გავბედე და შემოგიერთდით :)) ველი თქვენს შეფასებებს, ძალიან დამეხმარებით <3



№1  offline წევრი moodchanger

ხოჩა მუშვან ხოჩა დიინა <3
--------------------
mood

 


№2  offline წევრი სვანუკა

moodchanger
ხოჩა მუშვან ხოჩა დიინა <3

ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შვან ლი ხოჩა ი იმჟი ირა მუშვან დინა ხოლა? : laughingმადლობა კომენტარისთვის და კითხვა კიდევ გავაგრძელო? blush

 


№3  offline წევრი moodchanger

სვანუკა
moodchanger
ხოჩა მუშვან ხოჩა დიინა <3

ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შვან ლი ხოჩა ი იმჟი ირა მუშვან დინა ხოლა? : laughingმადლობა კომენტარისთვის და კითხვა კიდევ გავაგრძელო? blush

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გააგრძელო , კარგია <3
--------------------
mood

 


№4  offline წევრი სვანუკა

moodchanger
სვანუკა
moodchanger
ხოჩა მუშვან ხოჩა დიინა <3

ცუდად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ შვან ლი ხოჩა ი იმჟი ირა მუშვან დინა ხოლა? : laughingმადლობა კომენტარისთვის და კითხვა კიდევ გავაგრძელო? blush

რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გააგრძელო , კარგია <3

მადლობა დიდი <3

 


№5 სტუმარი nanacho

ძალიან კარგიაა,უნდა წეროთ აბა რაა,გამოვა ,ყველაფერი გამოგივა,

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent