სურვილი რომელიც მკლავს..(2 თავი)
ის ღამე აფორიაქებულმა გავატარე, თვალის მოხუჭვა ვერ შევძელი. ვფიქრობდი მასზე, ყოველი ფიქრი დიდ ვნებას იწვევდა ჩემში. ასე არ ვყოფილვარ, ასე არავინ მომწონებია, მის გარდა ვერრაფერზე ვფიქრობ. და მისი შვილი, ვიცი რომ ისიც შემიყვარდება. არ ვიცი როგორ გავუძლებ ამხელა ცდუნებას, მის სიახლოვეს. როგორც იქნნა მზე ამოვიდა, მეც ჩემოდანი გამოვიღე და საჭირო ნივთები სწრაფა ჩავაწყვე. გული მათკენ მიმიწევდა, სახლში სული მეხუთებოდა, ვეღარ ვძლებდი. -ელენე დე რატომ აკეთებ ამას, გამაგებინე რა. საკუთარი შვილი გააჩინე და ის გაზარდე რაღა სხვისი ბავშვი უნდა გაზარდო. -შეწუხებული სახით მომაშტერდა. -დედა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. თან სამსახური მჭირდება, რა არის ცუდი მიტოვებული ბავშვის გაზრდაში, თან პრაქტიკას გავივლი. ყოველ შაბათს აქ ვიქნები. -არ ვიცი რა ელენე შენი დარდი მომიღებს ბოლოს. -მიყვარხარ ძალიან, და ნუ ნერვიულობ ჩემზე. -ჩავკოცნე და გარეთ გავედი, ტაქსი უკვე მოსულიყო, მისამართი ვუთხარი და ღრმად ჩავისუნთქე. 20 წუთში დიდი სახლის წინ ვიდექი, შესვლა მინდოდა მაგრამ, მეშინოდა. გამბედაობა მოვიკრიბე და ზარი დავეკე. შუახნის ქალმა გამიღო კარები. -მოგესალმებით.-გავუღიმე -ელენე ხო?-სასიამოვნოდ გამიღიმა. -დიახ. -გელოდებოდით, მობრძანდით.-კარები ფართოდ გამიღო და შინ შემიშვა. სასიამოვნო გარემო დამხვდა. კომფორტულად ჰქონდა მოწყობილი ოცნების მამაკაცს მისი სახლი. -ბატონი ვაჩე ეხლავე ჩამოვა, პატარას აძინებდა. თქვენ დაბრძანდით, რამეს ომ არ დალევთ. -წყალს თუ შეძლება- გავუღიმე და განვაგრძე სახლის თვალიერება.ცოტახანში ფეხის ხმა გავიგე, მძიმედ მოაბიჯებდა. უკან გახედვა არ მინდოდა ვიცოდი დავიბნევოდი , ვიცოდი სახეზე ალმური მომედებოდა. -პუნქტუალური ყოფილხარ.-ის ხავერდოვანი ხმა მე რომ მაგიჯებს. -გამარჯობა- ფეხზე წამოვდექი. -გამარჯობა, ეს კონტრაქტია, გადახედე და თუ რამის შეცვლა გინდა მითხარი.-ხელში საბუთები მომაჩეცა. -კარგი, საღამოს გადავხედავ თუ წინააღმდეგი არ იქნებით. -უარის ნიშნად თავი გამიქნია. თვალებში უაზროდ ჩამაშტერდა. დავიბენუ , დავიბენი უარესად, არ ვიცოდი სად წავსულიყავი, მის მზერას როგორ გავქცეოდი. ალბათ მანაც შეამჩნია ჩემი აფორიაქედა და ჩაეღიმა. მისმა ასეთმა საქციელმა უარეს დღეში ჩამაგდო. -ბავშვის ოთახში დაიძინებ, ჯერ ძალიან პატარაა იმისთვის რომ მარტოს ეძინოს. თუ რამე დაგჭირდა ღამე , მოურიდებლად გამაღვიძებ. ნელიკო, ჩვენი დამხმარე ყველაფერს აგიხსნით. დროებით თქვენი ნივთები აქ დავტოვოთ სანამ დანიელი გაიღვიძებს.-თვალმოუშორებლად მელაპარაკებოდა , უფრო მაბნევდა. -მადლობა ბატონო ვაჩე.-დარცხვენილმა ჩუმად ვუთხარი.პასუხად მისი გაუღიმარი მზერა მივიღე და სამზარეულოში შევიდა. -მოშინაურდი. -გამომძახა. რა ადვილია მისი აზრით. როგორ გონია მის სიახლოვეს როგორ მოვშინარუდე. არა შეცდომა დავუშვი. არ უნდა მოვსულიყავი.ვერ გავძლებ აქ. კაცი ერთი დანახვით შემყვარებოდა რა მეგონა რა მინდოდა. სამზარეულოდან მოულოდნელად გამოვიდა. მეც უცებ ჩავძვერი ჩანთაში ვითომ რამეს ვეძებდი, ავხედე და მისი მკაცრი მზერაა შემეფეთა. -ღმერთო გამაძლებინე- გავიფიქრე, და "ვითომ"მოშინაურებული შევედი სამზარეულოში. -რამეში ხომ არ დაგეხმაროთ- თვაზიანად შევთავაზე. -არა ჩემო კარგო ეხლა ყავა დავლლიოთ და მომიყევი შენზე, სანამ ის პატარა უფროსი გაიღვიძებს, ვაიმე იმას ენაცვალოს ჩემი თავი, რა ანგელოზია უნდა ნახო. ზედ გამოჭრილი მამამისი. -თბილი ადამიანი ჩანდა ნელიკო. -კაი მაშინ მე გავაკეთებ ყავას, უბრალოდ მითხარით რა სად არის.-ყავის კეთება დავიწყე და თან ჩემზე რაღაცეები მოვუყევი. ამასობაში პატარა ჩამოიყვანა ვაჩემ. ეს კაცი გამაგიჟებს, ბავშვიც როგორ უხდება. -ეს ვინ მოსულა-შორიდან მოვეფერე.-რა პატარა და საყვარელია-წარმოვთქვი და მივუახლოვდი. სულ დამავიწყდა მის დანახვაზე ვაჩეს სიახლოვე, ასეთი პატარა და ასეთი ლამაზი ჯერ არავინ მინახავს. -შეიძლება ავიყვანო.-ვკითხე და თვალებში შევხედე. -რათქმაუნდა- ნელა ავიყვანე პატარა და თვალებით ვეფერებოდი. -რა სიცოცხლე ხარ, დანი-თითებზე ვეფერები და თან იმ მამაკაცის გამჭოლ მზერას ვგრძნობ.არ მადარდებდა. მივხვდი რომ ეს პატარა შემიყვარდა. მისი შავი თვალები ისე ანათებდნენ, ეს როგორ უნდა დატოვო ნორმალურმა. -შენ ხარ დიდი სიცოცხლე, და მე შენ ძალიან შემიყვარდი-ვუჩურჩულე და პაწაწუნა თითებზე მოვეფერე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.