წამის მეასედი (თავი 15)
-არ მაინტერესებს არაფერი, ელენიკამ უნდა იცოდეს სიმართლე.- ბრაზობდა ჩემი ძმა. -და რას იზამ მიხვალ და პირდაპირ ეტყვი?! -არ ვიცი...-დემეს ნერვიულობა გაუკრთა ხმაში.-მაგრამ რაც შეიძლება მალე უნდა ვუთხრათ. -რა უნდა მითხრათ?-ვეღარ მოვითმინე და საუბარში ჩავეჭერი. -ელენიკა.-ჩემი ძმა საგრძნობლად ანერვიულდა. -რა უნდა მითხრათ?-გავიმეორე უფრო მკაცრად. -შენ რა ჩვენს საუბარს უსმენდი?-ნინომ შუბლი შემიკრა. -შემთხვევით გავიგე. -დროა.-თქვა დემემ და ბიცოლას გახედა.-აქ ნუ ვილაპარაკებთ. ბიცოლამ ოთახის კარი გააღო, თვითონ საწოლზე ჩამოჯდა მე და დემეტრე კი იქვე დავდექით. -გისმენთ. -ელენიკა მამა ცოცხალია.-თქვა დემეტრემ. -რა?-დიდი ხანი დამჭირდა გასააზრებლად,ვიგრძენი როგორ მეკვეთებოდა მუხლები, დემე რომ არა ალბათ წავიქცეოდი. -ავიაკატასტროფის შემდეგ რამდენიმე დღეში იპოვეს, მეხსიერება აქვს დაკარგული. -მიხსნიდა მშვიდად.-ჩვენ სამი კვირის წინ გავიგეთ. -ნახე?-ძლივს ამოვთქვი ერთი სიტყვა. -ვნახე, კარგადაა, უბრალოდ აღარაფერი ახსოვს, თავის სახელსაც კი ვერ იხსენებდა. -სადაა? -გერმანიაში გადავიყვანეთ, გამოკვლევებს უტარებენ, მაგრამ წინსვლა ჯერ არაა.-ლაპარქკში ჩაერთო ნინო. -და მე რატომ მიმალავდით? -ელენა, მისმინე ჩვენ ვიცით რამდენს ნიშნავს შენთვის მამა, უბრალოდ არ გვინდოდა ასეთი გენახა... -გერმანიაში მივდივარ.-გავაწყვეტინე მე. -კარგი, შენ როგორც გინდა. -პირველივე რეისზე აიღე ბილეთები.-ვთქვი მკაცრად. -ჩვენ მხოლოდ კარგი გვინდოდა.-მითხრა ნინომ. -გასაგებია.-ვთქვი უემოციოდ, უბრალოდ ჯერ კიდევ მიჭირდა გააზრება.-მე უნდა წავიდე. ოთახიდან გამოვედი, ჯერ კიდევ მიკანკალებდა ხელები, ახლა უბრალოდ ჰაერი მჭირდებოდა. -ელენიკა.-დამიძახა დემემ, წამომეწია და ხელით დამიჭირა.-მე ვერ გამოგყვები საყვარელო. -რატომ? -აქ საქმეები მაქვს, თან ნიტა... და ხომ გესმის... -კი,კი ახალი ჩამოსული ხარ...მარტო წავალ. -იქ ჩემი მეგობრები დაგხვდებიან. -კარგი. -მაპატიე მინდოდა მეთქვა, უბრალოდ...მისმინე,ბოლოს რომ მივედი ზედმეტად განერვიულდა, არ ეცადო რომ რამე გაახსენო... -დემე ნუ ნერვიულობ.-ჩემს ძმას ხელები მოვხვიე და ძლიერად მივეკარი.-რაც მთავარია ცოცხალია, დანარჩენი თანდათან გამოსწორდება... -იმედია.-დემეტრე ნელა დაიწია უკან.-ახლა უნდა წავიდე, შენ სადმე მიდიოდი? -კი ქვევით ჩავალ. -კარგი, გინდა გამოგყვე? -არა, დაისვენე, დღეს საკმარისად დაიღალე.-კიდევ ერთხელ მოვეხვიე და გზა გავაგრძელე. ამდენი ემოციის შემდეგ წყნარად ვიჯექი სანაპიროზე და მზის ამოსვლას ვუყურებდი, სასტუმროდან გამომავალი ბილიკისგან რამდენიმე მეტრის დაშორებით. -ელ...აქ რას აკეთებ?-მომესმა ნოეს ხმა. -შენ რას აკეთებ?-მივუტრიალდი. -მზის ამოსვლის ნახვა მინდოდა. -მეც. -მაშინ ერთად ვუყუროთ.-გვერდით მომიჯდა.-რა სახე გაქვს მთელი ღამე არ გიძინია? -რომელი საათია? -ხუთის ათი წუთია. -მაშინ კი, მთელი ღამე არ მძინებია. -რა გჭირს ელ?-მითხრა და სახეზე შეშფოთებულმა დამისვა ხელები.-კარგად ხარ? მხოლოდ ახლა მივეცი თავს სისუსტის გამოჩენის უფლება, ნოეს მაგრად მოვეხვიე, თავი მის კისერში ჩავრგე და ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მოვუყევი.მან კიდევ უფრო მაგრად მომხვია ხელები და თმაზე ნაზად მაკოცა. -დღესვე წავალთ. -არა, შენ ვალდებული არ ხარ...-თავი ავწიე და თვალი გავუსწორე. -ვალდებული არ ვარ...მინდა რომ შენს გვერდით ვიყო...თან ხომ გითხარი მეც ვაპირებ წასვლას, ერთად წავალთ და ერთად დავბრუნდებით უკან. -არ მინდა შენი საქმეები ავრიო და ხელი შეგიშალო... -ელენა.-მომმართა მკაცრად, ისე რომ შეწინააღმდეგების სურვილიც კი დამიკარგა.-ახლა ადექი, გამგზავრებამდე ცოტა უნდა დაისვენო. ხელი მომკიდა და სასტუმროსაკენ წამიყვანა, იმდენად დასუსტებული ვიყავი,რომ ლამის გზაში წავიქეცი, ნოემ სწრაფად ამიტაცა ხელში და ჩემი ოთახისაკენ აიღო გეზი, საწოლში ჩამაწვინა, ჩემი სუსტი წინააღმდეგობის მიუხედავად. ფეხზე გამხადა და საბანი დამაფარა.წასვლამდე დაიხარა და შუბლზე მაგრად მაკოცა. -მე შენთან ვარ.-მითხრა და სწრაფად დატოვა ოთახი. იმდენად დაღლილი ვიყავი,რომ გათიშულს მეძინა, სანამ ლიზას ხმას არ გავიგებდი. -მართალია?-მკითხა ტირილით,უკვე გათენებულიყო. -კი.-ვიცოდი რაზეც მეკითხებოდა. -მეც წამოვალ. -არა.-კარებში ხემეტრე იდგა.-მამას ცუდი რეაქცია აქვს უცხოებზე, სჯობს აქ დარჩე. -ისე წავალ. -ისე წასვლას არანაირი აზრი აქვს. -დემეტრეე... -მორჩი ლიზა და გამომყევი, ამაზე ლაპარაკიც კი არ იქნება.-ოთახში ნინო შემოვიდა და ლიზა გაიყვანა. -მე და ნოე ერთად წავალთ.-ვუთხარი დემეს. -ვიცი, მითხა ამირეჯიბმა.-დემეტრე შუბლს არ ხსნიდა.-რამე ხდება თქვენს შორის?...ხომ იცი ის და ლიზა... -ვიცი.-ვთქვი და წამოვდექი.-ახლა გადი, უნდა ჩავიცვა და წასასვლელად მოვემზადო. სწრაფად მოვემზადე და ქვევით ჩავედი. -ელ აქეთ.-ნოემ ხელი დამიქნია. -მზად ხარ? -კი, ბილეთები ვიყიდე უკვე, ნახევარ საათშია ფრენა. -მე უკვე მზად ვარ, ბარგი ზევითაა, შეგვიძლია წავიდეთ. ნოემ პერსონალს ანიშნა, ჩემი ბარგი წამოეღოთ, გარეთ გავიდა, ჯერ მე გამიღო კარი,ხოლო შემდეგ თვითონაც ჩაჯდა მანქანაში. ჩემი ბარგი ჩამოიტანეს და ნოემაც დაძრა მანქანა. გერმანიაში ჩასვლამდე ძირითადად არ გვისაუბრია, აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში წავედით, ნოემ მიმღებში ყველაფერი მოაგვარა და ერთი გასაღები მე მომაწოდა. -დაისვენე, შენმა ძმამ ყველაფერი ამიხსნა და როცა მოგინდება საავადმყოფოში მე თვითონ წაგიყვან. -ახლავე წავიდეთ. -არა ელ, ჯერ დაისვენე, ოცი წუთი მაინც. მე ჩემს ნომერში ავედი და პირდაპირ საწოლს მივაშურე. ვეცადე ცოტა დამეძინა, მაგრამ ვერ მოვისვენე და ათ წუთში ნოეს კარზე დავაკაკუნე. -ნოე.-ვთხოვე და თვალები ამემღვრა. -წავედით.-ხელი მომხვია და სწრაფად წამიყვანა გასასვლელისაკენ, ვერც კი გავიგე ისე მივედით საავადმყოფოში. ექიმს გავესაუბრე. -გამარჯობა.-მომესალმა თეთრხალათიანი. -გამარჯობა.-გერმანული კარგად ვიცოდი.-მე ელენა ჯაყელი ვარ. -დიახ ვიცი, თქვენი ძმა დამიკავშირდა. -მამაჩემის ნახვა მინდა. -უბრალოდ უნდა გაგაფრთხილოთ,რომ მას აგრესიული გამოხდომები აქვს და ეცადეთ არ გააღიზიანოთ. -კარგი. -მიბრძანდით.-მითხრა და თეთრ კარზე მანიშნა. ღრმად ჩავისუნთქე და მამაჩემის პალატის კარი შევაღე. მამა მშვიდად იწვა და ჭერს მიშტერებოდა, შეცვლილი იყო, თმა მეტად გაჭაღარავებოდა, თვალების გარშემო შავი წრეები ერტყა, მეტად გამხდარი იყო, კარის ხმაზე ჩემსკენ გამოიხედა, წამით თითქოს მის თვალში ნაპერწკალი გაკრთა და ჩახლეჩილი ხმით იკითხა: -ელენა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.