შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სურვილი რომელიც მკლავს.. (თავი3)


23-06-2018, 00:11
ავტორი Phoenix..
ნანახია 4 687

იმ საღამომ მშვიდად ჩაიარა. მთელი დღე დანისთან გავატარე, ის ლეეპტოპით იჯდა სავარძელში და შიგადაშიგ ორივეს გვიყურებდა,ბავშვი კარგად გრძნობდა ჩემთან თავს. პატარამ დაიძინა ოთახში შევიყვანე და მის პაწაწინა საწოლში დავაწვინე რომელიც ჩემი საწოლის გვერდით იდგა. დაბალი სინათლის სანათით ვანათებდი ოთახს და უჩუმრად ვალაგებდი კარადაში ნივთებს.საღამური ჩავიცვი, ხალათი მოვიხურე და სააბაზანოში გავედი რომელიც მისი ოთახის გვერდით იყო. კარები ღია ჰქონდა, შევჩერდი და ვუყურებდი. მუცელზე იწვა ხელები თავქვეშ ამოედო და თვალები დაეხუჭა, მშვიდად სუნთქავდა.კედელს მივეყრდენი და ამოვისუნთქე, როგორ მინდოდა ეს მამაკაცი შემხებოდა თავისი ძლიერი ხელებით.მოულოდნელად თვალები გაახილა.დამინახა როგორ ვუყურებდი, თვალებში მიყურებდა და არ ტოკდებოდა.
-ბოდიში-ეს ამოვილუღლუღე და სასწრაფოდ სააბაზანოში შევედი.ონკანი მოვუშვი და ნიჟარას დავეყრდენი. რა მემეართება. ელენე თავი გააკონტროლე ასე არ შეიძლება სამსახურსაც დაკარგავ და მისი ნახვის შესაძლებლობასაც, დანისაც დაკარგავ. ცოტა ფრთხილად უნდა ვიყო. მაგრამ რა ვქანა ეს კაცი ბოლოს მომიღებს. 27 წლის განმავლობაში ასე ვნებას არ ავუტანივარ, ტავს ვერ ვთოკავ.ონკანი დავკეტე სახე მოვიმშრალე და კარები გავაღე
-ვაიმე-შევხტი შიშისგან.წინ დამხვა. ნალი ნაბიჯით წამოვიდა ჩემსკენ და მეც ინსტიქტურად უკან მივიწევდი.იმდენად ახლოს იყო,რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა. თვალმოუშირებლივ მიყურებდა ჯერ თვალებზე და შემდეგ ტუჩებზე დამაშტერდა, არ ვიცოდი სად გავქცეულიყავი.
-ევა ნუ იქნები და ნუ შემაცდენ. აკრძალული ხილი ხარ.-ბოხი დაბალი და საოცრად ხავერდოვანი ხმით მითხრა. გვერდი ამიარა და სააბაზანოში შევიდა. ცრემლები ვერ შევიკავე, სირცხვილისგან ვიწვოდი. ასეთი არაფერი დამმართნია. გავიხადე ხალათი და ატირებული დავწექი. ხმას ვერ ვიღებდი, პატარას არ გაეღვიძა. როგორც იქნა გული ვიჯერე ტირილით ფარდა გადავწიე და რაფაზე დავჯექი. დავცქეროდი ამ ანგელოზს და ვმშვიდდებოდი. რა საოცრება იყო ულამაზესი. როგორ არ უნდა შეგყვარებოდა.. შეიჭმუხნა უცებ და წამოიტირა, დაფეთებული მივარდი. ხელში ავიყვანე.
-რაო პატარაა, რამ შეგაშინა, ჩუუ ჩემო სიხარულო, მე შენთან ვარ.- ვარწევდი და თან ჩუმად ვღიღინებდი რომ დაეძინა.საწოლში დავწექი და გვერდით მივიწვინე, სული მითბებოდა ამ სიცოცხლეს რომ ვუყურებდი, და უფრო მეტად მიყვარდებოდა ვაჩე. ღამე კიდე წამოიტირაა დანიმ, შიმშილმა შეაწუხა პატარა ღორმუცელა, მთელი ერთი ბოთლი გამოცალა, მაშინვე მშვიდად მიიძინა. დილით თავის საწოლში ჩავაწვინე და დაბლა ჩავედი. ვაჩე სამზარეულოში დამხვა.
-ღამე პატარას ხმა გავიგე მაგრამ არ შემოვედი არ შეგაწუხე. ვიცოდი თავს გაართმევდი. -ისე მითხრა ზედ არ შემოუხედავს.
-შიმშილმა შეაწუხა და ისეთი არაფერი იყო.-ყავას ვიკეთებდი და ყველანაირად ვცდილობდი არ შეემჩნია ჩემი აცახცახებული ხელები.-გუშინდელის გამო მინდა ბოდიში მოგიხადოთ, ცუდად გამომივიდა.- სამზარეულოს ბარს მივეყუდე და ხმის კანკალით ვუთხარი..წამოდგა ფინჯანი ხელში აიღო და მომიახლოვდა,ისევ ისე ახლოს მოვიდა რა უნდა ამ კაცს რატო მაგიჟებს. ავკანკალდი, წინ დამიდგა, თვალებში ჩამაშტერდა,სახე ახლოს მოწია, უფრო ავეკარი ბარს , გადაიხარა ჭიქა ნიჟარაში მოათავსა და წავიდა.
-საღამოს მოვალ.-ორი სიტყვა გადმომიგდო და კარები გაიხურა..ნერვებს ავყევი, სკამზე ჩამოვჯექი. აკანკალებული ხელი შუბლზე მივიდა და თვალები დავხუჭე. კარებიდან ნელიკო შემოვიდა.
-შვილო ხო კარგად ხარ, ფერი არ გადევს.-მომვარდა.
-დიახ ნელიკო დეიდა კარგად ვარ.-ნაძალადევად გავუღიმე.
-ის საზიზღარი ბიჭი აგანერვიულებდა შენ ვიცი..-გაბრაზებული დამიჯდა წინ.
-არა რას ამბობთ.
-არა კი არა კი.-კატეგორიული იყო.-ელენე შვილო, ვაჩე კაი ბიჭია, ძალიან თბილი, კეთილი, პატიოსანი, ძალიან კარგი ექიმი, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს.-დადუმდა მეც ყურადღებით ვუსმენდი.-შვილო ქალების მუსუსია, მისი გარეგნობა ამის საშვალებას აძლევდა, არ მინდა გული გატკინოს, ალბათ იმიტომ აგიყვანა სამუშაოზე რომ მოეწონა შენი გარეგნობა,აბა ასეთი მკერდის შემხედვარე რავა არ მოეწონებოდი.-გაიცინა- ხოდა ნუ მისცემ უფლებას გული გატკინოს.
-მე აქ დანიელის გამო ვარ.-გადაჭრით ვუთხარი, ცოტა არ იყოს მესიამოვნა კიდეც, ბოლობოლო საოცნებო მამაკაცია. მაგრამ არ მინდა მისი ერთი ღამის გასართობი ვიყო. არა ელენე ბოლომდე აიყვანე თავი ხელში.
-რო მიხვდება რომ არაფერი გამოსდის, თავს დაგანებებს და შენი კარგი მეგობარი გახდება.-ხო აი ძალიან მინდა მისი მეგობრობა, გულში გავიფიქრე.
-მადლობა ნელიკო დეიდა ზრუნვისთვის.-გავუღმე-წავალ დანიკოს დავხედავ.
-ჩემ ბიჭს გაუღვიაძია, რა ჭკვიანად იყავი სიხარულო-რო შევედი საწოლში წყნარაად იწვა.
-რა სუნები დაგვიყენებია აქ. -სიცილით მივუახლოვდი, გამოვუცვალე ძალიან პატარა იყო და მეშინოდა რამე არ მევნო მისთვის. ხელში ავიყვანე და დაბლა ჩავედით, ვაჭამე საჭმელი, ცოტა გავისეირნეთ და მალევე დაიძინა. მთელი დღე მის მოვლაში გავატარე ვეფერებოდი დაუფრო მიყვარდებოდა.
ძალიან გვიანი იყო არ ვაპირებდი დალოდებას, პატა დანი დავიწვინე გვერდით და დავიძინე.ერთი კვირა ისე გავიდა ნორმალურად არ მინახავს ვაჩე, თავს ვარიდებდი, ისიც არ იკლავდა თავს ჩემთან ურთიერთობით. როცა სამსახურშ არ იყო მთელ დროს შვილთან ატარებდა, თავისი ხელით აჭმევდა და უვლიდა, უამრავ თბილ ,მზრუნველ სიტყვას ეუბნებოდა. უყვარდა თავისი შვილი თან ძალიან. მასთან სულ სხვანაირი იყო, სულ უცინოდა. აბედნიერებდა შვილის არსებობა.!
საღამო იყო ვაჩე ტელევიზორს უყურებდა მე და დანი მის წინ დივანზე ვიჯექი, პატარა გვერდით მეწვა და ვეთამაშებოდი.
-ხვალ დედაჩემთან უნდა წავიყვანო დანიელი, და დილით მოამზადე, შენც შეგიძლია სახლში წახვიდე.-მკაცრი ხმა ქონდა. რატო მიბრაზდებოდა არ ვიცი.
-როგორც მეტყვი.
-კარგად გამოგდის ბავშვის მოვლა- ახლაც უემოციოდ მითხრა.
-მადლობა -დაბნეულმა ვუპასუხე, დანიელი ავიყვანე და მაღლა ოთახში ავედით, ნელა ვარწევდი მის საწოლს რომ ჩასძინებოდა. მეც გამოვიცვალე დაწოლად ვაპირებდი, მაინც არ მინდოდა მისი ნახვა..ტელეფონზე უცხო ნომრიდან შეტობინება მომივიდა,
-ჩემს ოთახში შემოდი.-რა უნდა, აქამდე ვერ მითხრა სათქმელი. ხალათი მოვიცვი და მალევე გავვედი. კარზე დაკაკუნებით შევედი.შევედი ის ფანჯარასთან იდგა ხელებ გადაჯვარედინებული და მკაცრი მზერით მიმზერდა.
-გინდოდათ რამე?
-კი მინდოდა.-ჩემსკენ დაიძრა,კარებს ავეკარი.
-გისმენთ.-სახე ახლოს მომიტანა, მისი ცხვირი ჩემს სახეს ეხებოდა,და ვგრძნობდი როგორც ვიწვოდი ვნებისგან. ხელზე ხელი ნაზად დამისვა, და მაშინვე სიამოვნების ჯრუანტელმა დამიარა.
-არცერთხელ გამომპარვია შენი აკანკალებული სხეული ჩემი მოახლოებისას.ელენე რაშია საქმე.
-რაღაც არასწორად შეამჩნიეთ, მე აქ პატარას ვუვლი.-ვცადე თავი დამეძვრინა
-ეხლაც... ეხლაც მეშლება ხო.ერთი შეხებაა საჭირო.-ტუჩის კუთხეში დაუკითხავად მკოცნის, სწრაფად გამოვეცალე.
-ძალიან გთხოვ ვაჩე გაჩერდი, არასწორად გაიგე.
-ვაჩე? -წარბი აწია.-უკვე გავშინაურდით?
-მართალი იყო ნელიკო.ერთ ადგილით აზროვნებ.
-ნელიკოზე მერე ვისაუბროთ, შენ მომეცი მიზეზი. იმის მაგივრად რომ ბავშვს მოუარო...
-არ დაამთავრო, არ მინდა დანიელის დატოვება,ნუ მაიძულებ წავიდე.
-ვერ წახვალ.-ირონიულად გაიცინა.-კონტრაქტი ძვირფასო. მთელი ორი წელი მეკუთვნი.-ბოლო წვეთი იყო, ცრემლები გამოვყარე.
-გამიშვი.-სლუკუნით ვუთხარი.
-გაგიშვებ მხოლოდ ოთახიდა.-მოლბა. კარისკენ მიმითითა. სწრაფი ნაბიჯით წავედი კარისკენ, უცებ ხელი მტაცა და მკერდზე ამიკრა.
-ამას მაინც გავაკეთებ.-მითხრა და დაუკითხავად მაკოცა.
ვეწინააღმდეგებოდი, არ მინდოდა ეგრძნო რომ მისი კოცნა სანატრელი იყო ჩემთვის, არ მინდოდა რომ ეგრძნო როგორ მწყუროდა ეს კოცნა. ხალათი შემიხსნა შიშველ მხრებზე მეფერებოდა და მეც მივეცი ნება, დავნებდი არ შემეძლო წინააღმდეგობის გაწევა, დაჟინებით მკოცნიდა, ერთი ხელის მოსმით გამაძრო მაისური და მის წინ შიშველი მკერდით დავრჩი.ღმერთო რას ვაკეთებ, არ მივცემ უფლებას ასე გამომიყენოს, არ მინდა,ელენე თავს ძალა დაატანე. გააჩერე... როგორღაც მოვიშორე.
-შენი ერთი ღამის გასართობი არ ვიქნები. კაცივით მოიქეცი, ერთი ადგილით ნუ ფიქრობ მარტო.. -საიდან ამდენი ძალა არ ვიცი. - ჩემი პირველი მამაკაცი შენ არ იქნები.. -ტირილით გამოვარდი ოთახიდან, მკერძე აფარებული მაისურით. სასწრაფოდ გადავიცვი და ოთახში შევეედი.. ლეწვის ხმა გავიგე, ამას პატარას ატირება მოჰყვა...
-არა დანი ნუ ტირი, ჩუ ჩემო პატარა-ხელში ავიყვანე და ტირილით დავიწყე მისი დამშვიდება.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Opaaa, situacia akrzalul da mzafr zinashia shesuliiii

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

კარგია ძალიან

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

იმედია ეს გოგო ხოტა უფრო დაიჭერს თავს მის წინაშე... ძალიან მომეწონა ბოლოს რო მოსვა თავის ადგილზე ასე გააგრძელოს :დ იმედია კანკალსაც მოუხერხებს რამეს

 


№4  offline წევრი melina

ძალიან მომწონს ეს ისტორია:)

 


№5 სტუმარი სტუმარი kato

Dges ar dadeb?,dade ra dges dzan kargi istoriaa da kargad wer

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent