შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრე და ალექსანდრა ( თავი 1)


24-06-2018, 00:18
ნანახია 1 573

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ თავიდან უნდა დამეწყო წერა. ვფიქრობ ბევრად უკეთესი გამომივიდა წინასთან შედარებით. შევეცდები აღარ იყოს ბანალური და მოვლენებს წინ არ გავუსწრო. შევეცდები გრამატიკული შეცდომებიც გამოვასწორო.
- ...........................................
"დამიჯერე, ცხოვრება ყველაფერს წინ დაგახვედრებს და გამომგცდის, რაზეც კი ოდესმე გითქვამს - " მე -არასოდეს."
ჩემი აზრით ადამიანს იმიტომ ხვდება ამდენი წინააღმდეგობა, ცუდი, კარგი, ბედნიერება, უბედურება, ტკივილი, სიყვარული, ტანჯვა და ასშ. რომ მან ისწავლოს ცხოვრება. ადამიანი ყველაფერს თავის შეცდომებზე სწავლობს. ღმერთი მას ცხოვრებაში უმზადებს გამოცდებს და შენ უნდა შეძლო ამ გამოცდების წარმატებულად გადალახვა. თუ დაეცი უნდა ადგე და გააგრძელო სიცოცხლე. ცხოვრება ისეთ სურათს გავს რომელსაც, რომ დახატავ ვეღარასოდეს წაშლი ან დროს უკან ვერ დააბრუნებ რომ შეცვალო. ამიტომ ყოველი შენი მოქმედება უნდა აწონ-დაწონო და ისე გადაგა ნაბიჯი, რომ როდესაც უკან გაიხედავ შენი წარსული ცუდად არ მოგხვდეს თვალში და არ იფიქრო, „ეს არ უნდა გამეკეთებინა“. ცხოვრებაში ბევრი გზაჯვარედინი გვხვდება და ჩვენ უნდა ავირჩიოთ ერთერთი. ჩვენი არჩევანი კი ყველაფერს ცვლის...

ჩემი სახელია ალექსანდრა. არასოდეს განმიცდია ტკივილი. ჩემი ბავშვობა ყოველთვის კარგად მახსენდება, მაგრამ ადამიანმა ხომ არ იცის ღმერთი წინ რა განსაცდელს მოუვლენს, ამიტომ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო... ვარ 18 წლის. გარეგნობით ყოველთვის გამოვირჩეოდი ჩემ თანატოლებში, ასევე სიმდიდრითაც, მარა არცერთი თავში არასოდეს ამვარდნია. ალბათ ფიქრობთ არ არსებობს მდიდარი ადამიანი, რომელსაც თავი ყოველთვის სხვაზე მეტი არ გონია, რადგან „მაღალი საზოგადოების“ წევრი არის. მარა მე საერთოდ არ ვარ ასეთი, რაც ყოველთვის გაოცებას იწვევდა ადამიანებში. მყავს ორი ტყუპი ძმა სანდრო და ვაჩე, ასევე მყავს მხოლოდ ორი მეგობარი, რომლებმაც ჩემზე ყველაფერი იციან: ნინა და ნანო. ალბათ ამაზეც ფიქრობთ, მდიდარ ბავშვს მხოლოდ ორი მეგობარი, როგორ ყავსო. ყოველთვის ჩაკეტილი ვიყავი და არ მიყვარდა ჩემი გრძნობების გამოხატვა, მაგრამ ამ ორმა ადამიანმა, ჩემზე ყველაფერი, აფსოლიტურად ყველაფერი იცოდა, იცის და ეცოდინება. მე ჯერ არასოდეს მყვარებია ვინმე, მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრ ბიჭს მოვწონვარ. ალბათ ამაზეც ფიქრობთ მდიდარ და გათამამებულ გოგოს, როგორ შეიძლება ჯერ არავინ ყვარებოდაო. მე არასოდეს ვგავდი ტიპიურ „მდიდარ“ და გათამამებულ გოგოებს...
მგონი ამ ყველაფრით მიგახვედრეთ რომ მე გამორჩეული ვარ სხვა დანარჩენებისგან, რადგან მათ საერთოდ არაფერში ვგავარ. მაშინ დავიწყოთ ჩემი ისტორიის მოთხრობა თუ, როგორ შეიცვალა ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში როდესაც სკოლა დავამთავრე და უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მოვხვდი. ძალიან მომწონს ჩემი არჩეული პროფესია, მიყვარს სწავლა და ჩემი მიზანია ყველა ჩემი ოცნება ავისრულო.
ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა, მაგრამ ეს დღე უჩვეულო იმით იყო, რომ დღეს ცხოვრებაში პირველად მივდიოდი უნივერსიტეტში და რატომღაც დღეს კარგი ამინდი იყო. როგორც ყოველთვის დღე, რომელიც ძალიან მაგარი უნდა იყოს ყოველთვის ცუდი ამინდით იწყება ხოლმე. თვალები, რომ გავახილე თვალებში ცოტა ცუდად მაგრამ სასიამოვნოდ მომანათა სხივები მზემ. ავდექი და აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე და რომ გამოვედი ჩავიცვი. მაკიაჟი დიდად არ მიყვარს ამიტომ ძალიან მკრთალად გავიკეთე. ქვევით ჩავედი და უკვე ყველას ეღვიძა. ხო დამავიწყდა მეთქვა ჩემი მშობლები საზრვარგარეთ წავიდნენ 3 წლით და სახში მარტო ჩემი ორი ძმა და ჩემი ორი მეგობარი ვცხოვრობთ. საკმაოდ დიდი სახლი გვაქ დიდი ეზოთი.
- -დილამსვიდობისა- ვუთხარი ბავშვებს.
- -დილამშვიდობისა- მითხრეს ბავშვებმაც.
- -აბა დღე, როგორი განწყობით დაიწყეთ? დღეს ხომ უნივერსიტეტის პირველი დღეა.- ვუთხარი ბავშვებს.
- -რავი ძალიან ბედნიერი ვარ- თქვა ნინამ.
- -აუ მეც ძალიან მიხარი დაწყება, აბა მზად ხართ წასასვლელად?- ვკითხე გოგოებს.
- -კაი წავიდეთ ჩვენ მზად ვართ უკვე- თქვა ნანომ.
- -ბიჭებო თქვენ არ მიდიხართ?- ვკითხე ბიჭებს.
- -კი როგორ არა უბრალოდ ლექცია10-ზე გვაქ- მითხრა სანდრომ.
- -აა კაი მაშინ ჩვენ წავედით. მიყვარხართ და გოგოებო ჩემი მანქანით მივდივართ- წამოვიყვირე მე.
- -აუუ კაი ხო- დაიწყეს წუწუნი, რადგან ყოველთვის ჩემი მანქანით მიყვარდა სიარული.
ჩვენ პატარაობიდან ერთად მოვდიოდით, ერთ სკოლაში ვსწავლობდით, ერთ სახში ვცხოვრობთ და ეხლაც ერთ უნივერსიტეტში ვაპირებთ სწავლას, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ისინი სხვა ფაკულტეტზე სწავლობენ. გზაში ფანჯრებს ჩავუწიეთ და მუსიკებს ბოლო ხმაზე ავუწიეთ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი მათ გვერდით თავს, მაგრამ თითქოს რაღაც მაკლდაო და ეს ჩემი მშობლები იყვნენ. მათთან ყოველთვის ძალიან ახლოს ვიყავი და სიგიჯემდე მიყვარდა ორივე. არ ვიცი მათ გარეშე მთელი სამი წელი როგორ უნდა გავძლო.
როდესაც უნივერსიტეტში მივედით სამივე ერთად გადმოვედით მანქანიდან და ყველა ჩვენ გვიყურებდა. მათ შორის ის „სასტავიც“, რომელიც ყველაზე ცნობილი იყო. ყველა გოგო მათ ეპრანჭებოდა განსაკუთრებით ამ „სასტავის“ „მეთაურს“ ალექსანდრეს. ეს ყველაფერი მალევე გავიგე, რადგან ყველა მათზე ლაპარაკობდა. სამივეს სხვადასხვა ლექცია გვქონდა და დავიწყეთ ჩვენი აუდიტორიების ძებნა. როგორც იქნა ძლივს ვიპოვე ჩემი აუდიტორია და შევედი შიგნით. ყოველთვის უკან მიყვარდა ჯდომა და თან უკან ცარიელი მაგიდები იდგა და იქ დავჯექი. ლექცია საინტერესო იყო ზედმეტადაც კი, ან შეიძლება ესე მეგონა რადგან რაც კი ფსიქოლოგიას უკავშირდება ყველაფერი ძალიან მიყვარს.ფსიქოლოგია იმიტომ ავირჩიე, რომ მინდა ადამიანები შევიცნო, როგორც გარეგნულად ისე სულიერად. დავინახო მათი შინაგანი პიროვნება და შემეძლოს მათი ამოცნობა. სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფსიქოლოგი გამოვსულიყავი. მაგრამ ვინ დაგაცდის ლექციის ყურადღებით მოსმენას. გვერდით ვიღაც ბიჭი მომიჯდა და იდილეა დამირღვია.
- -გამარჯობა- მითხრა მან და ეხლა ავხედე. ყურადღება არ მივაქციე ვიფიქრე თავს გამანებებს და მიხვდება რომ ლაპარაკი არ მსურსთქო. - ჰეი, შენ, ხო შენ გელაპარაკები მგონი, ყრუ ხარ?- მითხრა მან.
- -ყრუ არ ვარ და მგონი რახან დაგაიგნორე ესეიგი ლაპარაკი არ მინდა- ვუთხარი გაბრაზებულმა.
- -ხო კაი ნუ მიბრაზდები, ნიკა- მითხრა და ხელი გამომიწოდა.
- -ალექსანდრა- ვუთხარი და ხელი ჩამოვართვი. შემდეგ ლაპარაკი გავაგრძელეთ და მივხვდი, რომ კარგი ადამიანი იყო. ასე ვთქვათ დავმეგობრდით.
- ლექცია, რომ დამთავრდა გადავწყვიტე გოგოები მენახა. გარეთ გავედი და საათს ვუყურებდი, როდესაც ვიღაც შემეჯახა და მისი ძლიერი ხელები, რომ არა უკვე ძირს ვიქნებოდი.
- -წინ იყურე- ვუთხარი გაბრაზებულმა.
- -წინ შენ უნდა იყურო მგონი- მითხრა მან. მარა ყურადრება აღარ მივაქციე და წამოსვლა გადავწყვიტე. მან კი მომაძახა- ალექსანდრე შენ?- მკითხა.
- -ალექსანდრა- მივაძახე მეც და წამოვედი.ახლა მივხვდი, რომ ეს ის ბიჭი იყო იმ სასტავიდან. როდესაც მისი მწვანე თვალები გამახსენდა გამეღიმა. ფიქრების გასაფანტად თავი გავაქნიე და გოგოების სანახავად წავედი. ყველაფერი მოვუყევი და ბევრიც დამცინეს. დანარჩენმა ლექციებმა ჩვეულებრივ ჩაიარა და სახლში წასვლა გადავწყვიტე...
............................
იმედმაქვს მოგეწონათ, რადგან მე ვფიქრობ ბევრად უკეთესია წინასთან შედარებით. გთხოვთ შემიფასოთ. თქვენი კომენტარები კი ძალიან დამეხმარა. მიყვარხართ.



№1 სტუმარი ))))

ასშ არა ა.შ. მარა არა მაგრამ აფსოლიტურად არა აბსოლიტურად.. კიდე გადავხედავ შეცდომები გაქვს მაგრამ გამოასწორებ იმედია

 


მადლობაა. აუცილებლად გამოვასწორებ.

 


№3  offline წევრი nathali lifhonava

აი ეს უკვე მომწონს!
ძალიან კარგი "გოგო"(ბიჭი)ჩანხა!
საოცრად დაიხვეწები,მჯერა,თუ გააგრძელებ წერას შენგან მშვენიერი მწერალი დადგება,მართალია აქაც არის შეცდომები,მაგრამ მადლობელი ვარ რომ ჩემი რჩევები გაითვალისწინე და იმ წვრილმანებს მიაქციე ყურადღება,რააზედაც შენიშვნა მოგეცი...
ამ თავით ძალიან კმაყოფილი ვარ და უაღრესად კმაყოფილი ვიქნები თუ ამ ორი სიტყვის მარლთწერასაც გამოასწორებ რაც არც თუ ისე კარგად თვალში:სახში-წინა კომენტარშიც დავწერე მე ამაზე-სწორი ფორმაა -სახლში-თუ ამასაც გაითვალისწინებ დიდად გამახარებ და ამ ისტორიას ბოლომდე,ბოლომდე წწავიკითხავ!
ასშ- ეს არ არის სწწორი ფორმა,ძემოთხსენებული რჩევაა-ა.შ აწ უკვე სწორი ფორმა იქნება!
ძალლიან კარგი ჩანხარ,წარმატებებს გისურვებ როგორც ყოველთვის,და ხომ კიდევ კარგი იქნება თუ მოვლენებს სწრაფ-სწრაფად არ განავითარებ,კიდევ ერთხელ და უამრავჯერ გისურვებ წარმატებეს!
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

აღარ აგრძელებ წერას ძალიან მომეწონა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent