შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის წვიმა (ნაწილი 16)


24-06-2018, 20:26
ნანახია 1 452

ფანჯარასთან პუფი მიმედგა და შიგ ჩაწოლილი ვუსმენდი მეორე სართულიდან ამოსულ ლალიკოს ლაქლაქს:
-კიდევ წვიმს, დედა, რას წვალობს ეს ცა ამდენს? დამისველდა ძლივს გამშრალი სარეცხი... დედა ჩემი სიკვდილი, ძირსაც ჩაუყრია ამ სასიკვდილე წვიმას ჩემი ამერიკიდან ჩამოტანილი წინდები... ანა, ანუკი, შვილო...
ლალის მობეზრებულმა გადავხედე ფანჯრიდან მრავლისმეტყველი მზერით, თუმცა მან მხოლოდ ის ამოიკითხა ჩემს მზერაში რაც თავად აწყობდა და ეს იყო გამომეტყველება სახელად "ლალიკო დეიდა, შენი წინდების ძირიდან აკრეფვის სურვილით პირდაპირ ვკვდები და ვიწვი".
აივნიდან დოინჯშემორტყმული ამომყურებდა უკმაყოფილო სახით.
-შვილო, სარეცხი ჩამიყარა წვიმამ ძირს, ამომიტან? მიდი, შენს გახარებას, ჩაირბინე და ამომირბენინე.
"ხო, სულ ჩემს გახარებაზე ფიქრობთ-თქო"-გავიფიქრე, მაგრამ აზრი? მაინც იმას გამაკეთებინებდა, რასაც მეტყოდა. აბა, როგორ მეთქვა უარი?
ამოვიოხრე, სხვა გზა აღარ დამიტოვა. მეექვსე სართულიდან კიბიდან დავეშვი და თავსხმა წვიმის ხმამ რომ ჩემს ყურამდე მოაღწია, გულიდან ყველა იმედი ამომივარდა, რომ სახლში მშრალი და ჯანმრთელი დავბრუნდებოდი და ჩემთვის გავაგრძელებდი დეპრესიული მდგომარეობის თამაშს.
"გამაციებს ლალიკო და მერე ირბენს სუპებით ხელში მეორე სართულიდან მეექვსემდე და პირიქით". დიახ, ასეთი იყო მოსალოდნელი რეალობა, რომელსაც ჩემი წვიმაში გაშვება გვიქადდა.
სადარბაზოდან გასულს წვიმის წვეთების ამალა დამესხა თავს. ლალიკოს აივანს რომ ავხედე, იქ აღარ დამიხვდა ძებნის ობიექტი. "რა ენაღვლება, თვითონ კი არის სახლში თბილად და მე მარბენინებს წვიმაში, რომ კარგად გამაკაჟოს".
ძირს ჩამოყრილი სველი წინდები და ჯემპრი სველი ფილაქნიდან ავკრიფე და სადარბაზოსკენ შევბრუნდი, როცა უკნიდან მანქანის ძრავის ხმა მომესმა.
აუდი თავის ადგილზე გაჩერდა და კარი გაიღო. არ მინდოდა, შემეხედა. არ მინდოდა, ხმა ამომეღო და გამეხსენებინა რომელიმე წუთი მასთან.
ფეხის ხმა რომ გავიგე, წინ წასვლა ვცადე, მაგრამ გავშეშდი და გული ყელში ამომივარდა, როცა ვიგრძენი, რომ ჩემ გვერდით იდგა. ვერ გავიაზრე, რამდენად ვგრძნობდი მის სიახლოვეს ყოველი კუნთით და ყოველი უჯრედით.
შევხედე. ისიც მომაშტერდა. შავი წამწამები დასველებოდა, ყოყებაწითლებული, სველი თმით მედგა, კაპიუშონიანი ზედა ეცვა, ჩემგან განსხვავებით (ჰო, არამგონია, ვინმეს ჩემნაირად სცმოდა ამ სიცივეში-მოკლემკლავიანი ზედა და შორტი, როგორც სახლიდან გამოგდებულს შეეფერება).
ვიგრძენი, როგორ შემეპარა კანქვეშ ჟრუანტელი და ახლა გულმა გაიმარჯვა, რმლის ჩაჩუმებასაც გულმოდგინედ ვცდილობდი, მაგრამ ჩემმა მოძველებულმა ხერხებმა, რომ დამეიგნორებინა, ანდროზე არ გაჭრა. არ მინდოდა, სხვაგან გამეხედა, იმიტომ რომ დავნებდი, ჩემს თავს და რეალურ გრძნობებს დავნებდი. არ მინდოდა, ოდესმე მზერა მოეშორებინა ჩემთვის, რადგან მთელი სიცხადით ვგრძნობდი, რომ მისი მზერის ქვეშ რაღაც მაინც იმალებოდა, რაღაც რაც მე მიკავშირდებოდა. თუნდაც არ ვუყვარებოდი, თუნდაც მისთვის უბრალო არსება ვყოფილიყავი, ერთ-ერთი მათგანი იმ გოგოებიდან, ვინც მან მიატოვა.
თვალებგაფართოვებული ვუყურებდი, სანამ ცალყბად არ ჩაიღიმა და მივხვდი, ეს ღიმილი რასაც ნიშნავდა და რისთვისაც იყო ჩემკენ გამოსროლილი-უნდოდა, მივეხვედრებინე, რომ მე ნებისყოფაც გრძნობებთან ერთად მღალატობდა და ჩემი თავმოყვარეობაც საღად აზროვნებასთან ერთად სადღაც მომესროლა. მერე კი, ხელით სადარბაზოსკენ მანიშნა და წინ გამიშვა.
კიბეზე სწრაფად ავირბინე. ვგრძნობდი, როგორ მომკვროდა გაყინულ ტანზე სველი ზედა და ჯინსის შორტი და ერთი სული მქონდა, სახლში შევსულიყავი, რომ გამომეცვალა. ანდრია უკან მომყვებოდა ჩუმი ნაბიჯებით. მეორე სართულზე გავჩერდი და ლალის კარზე დავაკაკუნე. ლალიმ ჯემპრში გამოწყობილმა გამიღო კარი.
-შემოდი შვილო, როგორ დასველებულხარ, მოდი გაგაშრო. ნეტავ ასეთი თხელი ტანსაცმელი რამ ჩაგაცვა ამ სიცივეში! ისეთი მატყუარა და ცუდი ამინდებუია, ხელად გაგაციებს და შენს ფილტვებს კიდევ ეს უნდა?
-ავალ მე ლალიკო დეიდა, გამოვიცვლი-ხელში სველი ტანსაცმელი მივაჩეჩე, რისთვისაც ქვემოთ ჩამგზავნა და დავემშვიდობე.
უკან მოვტრიალდი და სულ არაფერი, არავინ იყო. ანდროს ნიშან-კვალი არსად ჩანდა, ისე ჩუმად აორთქლებულიყო. "სხვას რას ელოდი?" ჰო, საინტერესოა, სხვას რას ველოდი მისნაირი ადამიანისგან, ბინაშიც კი შემაცილებდა, აბა რა.
მისი არაადეკვატური ქცევის მიუხედავად, მაინც ჩამეღიმა, როცა გამახსენდა, როგორ უხდებოდა სველი თმის ღერები შუბლზე, შავი, მკაცრი მოხაზულობის წარბები და გულგრილი, მაგრამ ჩემთვის მაინც ბევრად ღრმა მზერა. ვფირობდი და ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ვინეს მაინც ეგრძნო ასეთი რამ მის მიმართ, ვისაც მე მთელ ცხოვრებად ვაღიარებდი? რომლის ბუნებაც, თავისი უარყოფითი ჩვევებითა და საზიზღარი ქცევებით, თავიდან ბოლომდე ჩემს არსებაში იყო გამჯდარი და არ მინდოდა, ოდესმე ამომეშალა. ნერვები მეშლებოდა, როცა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, ანდროს სრულიად სხვა ადამიანის მიმართ ეგრძნო ის, რასაც მე მის მიმართ ვგრძნობდი. არ შემეძლო ამაზე საღი გონებით ფიქრი, რადგან სუნთქვას მიკრავდა ანდროს დაკარგვაზე ფიქრი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დამეკარგა.
ჩემი ბინის კარი შევაღე და სველი ტანსაცმელი გზაშივე გავიძრე, სანამ ჩემი ოთახის კარამდე მივაღწევდი. რადას რომ მივაშურე, თვალი ანდროსნაირი ზედისკენ გამექცა და გამიშტერდა კიდეც.
"არა ანა, შენ ამას არ ჩაიცმევ, გამორიცხულია"-და მიუხედავად ჩემი გონიერი შინაგანი ხმისა, რომელიც სრულ ჭეშმარიტებას მიქადდა, ზედაში კომფორტულად მოვერგე და ლეპტოპში ვაკანსიების ძიება დავიწყენ. ბოლო დროინდელი ფიქრებისა და ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიხედვით, ნამდვილად მჭირდებოდა სამსახური, სადაც დავიტვირთებოდი, უსიამოვნო ფიქრებს თავს ავარიდებდი (რეალურად რომ ვთქვა, მხდალივით გავექცეოდი ჩემს გრძნობებზე ბევრ დაკვირვებას და მათზე მაზოხისტური ცდების ჩატარებას. და რაც მთავარია, ჩემი დაძაბული ცხოვრების წინააღმდეგობებზე ნერვიულობას თავს დავაღწევდი. მოკლედ, მინდოდა, მეცხოვრა იმ აწმყოთი, რომელიც მომელოდა და ყველა უსიამოვნებისთვის მიმეხურა კარი.
აი, ერთი ვაკანსია უკვე გამოჩნდა:
"ვეძებთ ბიბლიოთეკარს. მისაღებია ყველა ასაკის ადამიანი 18-დან 60 წლამდე. ვისაც გსურთ, დარეკეთ ნომერზე..."
"ბიბლიოთეკარი? იქნებ ჯობს, მე თვითონ ვიარო ბიბლიოთეკაში და წიგნებზე გადავერთო?" ჰო, ეს ნამდვილად საღ აზრი იყო, მაგრამ სამსახურის პერსპექტივამაც დამაინტრიგა,ამიტომ გადავწყვიტე, ცოტა ხნით მეფიქრა და მერე დამერეკა.
საწოლზე გავწექი და ყურსასმენები მოვირგე. როგორ არ მინდოდა ჩაფიქრება, მაგრამ მუსიკამ თავისი ქნა და გული ამიჩუყა, როგორც ყოველთვის იცის ხოლმე. "გვიანია, გვიანია, ძალიან გვიანია"-ვიმეორებდი გონებაში, რომ როგორმე ძილი მომრეოდა და სხვა სამყაროს ავეტაცე, უკან კი სრულიად სხვანაირი დავებრუნებინე, უფრო მეტად გულცივი და უგრძნობი, როგორსაც ანდრიას ვხედავდი ჩემთან ურთიერთობაში. ვიმეორებდი და თავს არ ვუტყდებოდი ამ სიტყვების ორაზროვნებაში. ვიცოდი, რომ გვიანი იყო მაგრამ მე მაინც მინდოდა გაგრძელება იმ ურთიერთობის, რასაც ანდრომ შემაჩვია, რაც ანდრომ მასწავლა, რაც ანდრომ გამომაცდევინა. თვალები მეხუჭებოდა, მისი გუგები კი საოცრად მკვეთრი სიშავით და სიბნელით, დიდი აურზაურით დატვირთულნი, საშიშად მიმზერდნენ და მაფრთხილებდნენ, რომ მეტი აღარ უნდა მეფიქრა, მასზე მეტი აღარ უნდა მეფიქრა, თორემ შემიყვარდებოდა, ამ სიყვარულით კი უფრო მეტად დავშორდებოდი, უფრო შორს გამტყორცნიდა თავისი გულგრილობით და სიცივით, თვისი ვცრელი აურით, რომელიც მეც გადმომწვდებოდა და მშთანთქავდა იმაზე მეტად, ვიდრე ამის გაკეთება სხვას შეეძლო, სხვა ნებისმიერს. მაგრამ ანდრო არ იყო ასეთი. ნებისმიერი არ იყო? თუ მე ვხედავდი განსხვავებულს?
ბოლოს, არეული, ბაცი ფიქრებისგან გადაღლილს დამეძინა და იმ სამყაროში გადავეშვი, სადაც მხოლოდ მე, მუსიკა და მუქი ლურჯი ფერი ვცოცხლობდით.
*******************************************************************************

-სამსახური? გვეღირსა, როგორც იქნა-თეამ ხელები ცაში აღაპყრო მთელი დრამატიზმით და თეატრალურად მიაგო პატივი დროებით ჩამოწოლილ სიჩუმეს. სანამ ლოცვას დაიწყებდა გაბრწყინებული თვალებით, კიდევ ერთხელ დასძინა აღტაცებული ხმით-ასე რამ დაგაჭკვიანა შე მადლიანო?
-კარგი ახლა ნუ გადამაყოლებ მაგ სამსახურს ერთი-ხელი ავუქნიე და სხვა ოთახში გავედი, რომ ეს მოლაპარაკე ჭირი თავიდან მომეცილებინა, მაგრამ ვიგრძენი, თანდაყოლილი დიაბეტივით მომყვებოდა უკან-რა გაწვრთნილი ლაქიასავით დამდევ უკან ქალო?
-რაღაც უნდა გითხრა და იცოდე, ოდნავი ემოცია თუ არ გამოხატე, შენი სიუჟმურით გული გამისკდება-გამაფრთხილა მან.
უემოციოდ გავხედე და თვალები დაეჭვებულმა დავაწვრილე:
-რამეს მიმალავ?
-არა, რას ამბობ, აი ახლავე გაგიმხელ-პირი დააღო და ისევ დახურა-მოიცა, ჯერ დაჯექი, არ წაიქცე შოკის ქვეშ მყოფი.
ჩამოვჯექი და წყნარი მზერა მივაბყარი ზედმეტად აჟიტირებულ ქალბატონს.
-ესეიგი, მე და... ალექსი ერთად ვართ-სიხარულით წამოიკივლა და ტაში შემოჰკრა საკუთარი ბედნიერებისგან ემოციაშემოწოლილმა.
-აჰა, ესეიგი სწორად მივხვედრილვარ-კმაყოფილს ჩამეღიმა-ვიცოდი, რომ ერთად იქნებოდით.
-კაი რა-თვალები აატრიალა და ხელებგადაჯვარედინებული დაეხეთქა ტახტზე გაბუსხული-რატომ იცი ყველაფერი წინასწარ და თანაც ის ყველაფერი, რაც შენ არ გეხება? და მაინც არ გიხარია ჩემი ბედნიერება.
-დარწმუნებული ხარ, რომ ბედნიერი ხარ? შეიძლება მალე აღარ იყო და სწორედ ამიტომ, საჭიროა, წესიერი ბიჭი შეარჩიო.
-ხო ანუკი, მეორადებში ნამდვილად არ მიყიდია და თანაც ვეცდები შენ მოგბაძო ბიჭების არჩევაში, იმდენად ობიექტური თვალი გაქვს მშურს პირდაპირ-ენა გამომიყო- შენს მოჩვენებით დეპრესიას და უბედურ განწყობას რით ვერ გადაეჩვიე?
-ოჰ, კარგი ახლა.სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-მმ, კარგი, რახან ასე იტყვი... იმ ნომერზე დარეკე?
-რა ნომერზე?
-ვაკანსიაზე რომ იდო.
-ჯერ რა, მაგრამ ჯობია მანამ დავრეკო, სანამ უკვე აყვანილი ეყოლებათ ვინმე, თორემ ეს სამსახურიც უკან დამრჩება და ვერც შენ იამაყებ ყველაზე ზარმაცი დაქალის წარმატებით.
-ხო, მიდი ტელეფონი მოიტა და მე დავრეკავ-გამეკრიჭა ბედნიერი სახით.
შევუბღვირე და ნომერი ავკრიფე. გადამოწმებას თხუთმეტი წუთი მოვუნდით, ვინაიდან და რადგანაც მწარედ გვქონდა გამოცდილი უცხო ნომერზე სისულელეების ბოდიალი, როგორც ჩვენნაირ ენამოსწრებულებს შეეფერებათ.
ზარი გავიდა და შუახნის ქალის ხმა მომესმა:
-გისმენთ.
-ვაკანსიაზე ვრეკავ. ბიბლიოთეკარს ეძებდით ხომ?
-კი, კი, თქვენი სახელი და გვარი მითხარით.
-ანა გვარამია.
-ასაკი?
-21 წლის.
-სამუშაო გამოცდილება?
-არ მაქვს, ჯერ არსად მიმუშავია, მაგრამ გარწმუნებთ, თავს კარგად გავართმევ, რადგან ზედმეტად ბევრი თავისუფალი დრო მაქვს იმისთვის, რომ... რომ გონებით სხვაგან არ გადავერთო ხოლმე მუშაობისას. თუ ამიყვანთ, ნამდვილად არ დაგაღალატებთ ყველა მხრივ.
-კარგი გეთაყვა, ჩემს კოლეგებთან შევათანხმებ და თუ აგიყვანთ, დაგირეკავთ, მუშაობის წესებს და განრიგსაც მერე გაგაცნობთ. ხო მართლა, მე სალომე მქვია ჩემო კარგო. მოკლედ, ჩემს ზარს დაელოდეთ, კარგი?
-კარგი, წინასწარ გმადლობთ.
არც ისეთი ძნელი ყოფილა, როგორიც მე მეგონა. "ნეტავ მეც მეყოლება გიჟი კოლეგები, რომლებიც ზოგჯერ საშინლად ბევრს ილაპარაკებენ საკუთარ პირად ცხოვრებაზე, დროის ნაკლებობაზე და თბილ გარემოზე, რომელიც სახლში ელოდებათ სამუშაოს მერე?"-გავიფიქრე და ჩამეღიმა. რატომღაც ყველაფერი ასეთ ფერებში წარმომედგინა-მე ჩემთვის განკუთვნილ ხის მაგიდას მივუჯდებოდი და საქაღალდეებს, სხვა მკითხველების ჩანაწერებს გადავახარისხებდი ჩემს საკუთარ საქაღალდესთან და სიასთან ერთად, გარშემო კი კოლეგები მესხდებოდნენ, თავიანთ საქმეში გართულნი, ხმადაბლა აზუზუნებდნენ საბეჭდ მანქანას, საიდანაც ნახევრად მოთეთრო-მოყვითალო ძველი ფურცლის ეფექტით დაიბეჭდებოდა ყველა ჩანაწერი, რაც კი ბიბლიოთეკაში იწარმოებოდა. კედლები კი, შესაძლოა ყავისფერი, ჩემი საყვარელი ფერის ყოფილიყო, ცოტაში შოკოლადისფერს შერეული და დიდი, ვრცელი ოთახი მიუერთდებოდა, ვიწრო დერეფანს, რომელსაც წიგნების უზარმაზარ საწყობში გაჰყავდი. ოთახში წიგნის თხელი და რბილი ფურცლების სასიამოვნო არომატი იტრიალებდა, თითქოს მზის სხივებზე ნათელი ეს ადგილი ყოფილიყო, ყველა წიგნს ექნებოდა თავისებური აურა, ყველას მოუნდებოდა წიგნებსა და თაროებს შორის დიდხანს ბოდიალი, სასურველი წიგნის საძებნად შესულს თავგზა რომ აებნეოდა ამდენი ძვირფასი წიგნის დანახვისას.
-რატომ იღიმი?-ქალბატონმა დოინჯით გადმომხედა.
-ცოლი მომყავს და იმიტომ-ირონიულად გავუღიმე-რატომ უნდა ვიღიმოდე თეა, ბედნიერი ვარ და ვიღიმი, აბა უბედური რომ ვიყო, ასე გავიღიმებდი?
-მაშინ, რატომ ხარ ბედნიერი?
-შეიძლება იმიტომ, რომ სამსახურს ვიწყებ. მართლა მომწონს ბიბლიოთეკაში მუშაობა და ძალიანაც კმაყოფილი ვარ ამის შანსი რომ მომეცა, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ვიქნები რაიმეთი ღირსეული.
-შეგიძლია ღირსეული მუშაობის გარეშეც იყო, მაგრამ, მეც მომწონს ბიბლიოთეკა სიმართლე თუ გინდა, შენთან ერთად ხომ არ მემუშავა?
-არც იფიქრო-თითი გამაფრთხილებლად დავუქნიე, მაგრამ კარგად ვიცოდი, რომ ამას აზრი არ ჰქონდა, თუკი თეას თავში იდეა უკვე იდო შემოგზავნილი აგენტივით. მაინც ვცადე, მისი ტვინიდან ყოველი აბსურდული აზრი გამომედევნა.
-კაი, რაიყო, ვიხუმრე. აბა, წავედით კაფეში?
-კაფეში რაღა გვინდა?-უკმაყოფილოდ ამოვიწუწუნე.
-ვაიმე, ამ უჟმურთან რატომ ვდაქალობ?! რა გვინდა კაფეში, ვენახი უნდა მოვხნათ!
დანამდვილებით ვიცოდი, რომ ეს შტერი ჩემი ან ნინის ლიქიორით და ალკოჰოლშერეული კოქტეილებით დათრობას აპირებდა ან რაიმე ფარული გეგმით მაინც მოქმედებდა, თორემ რა გააჩერება ბედნიერს, რამე საძაგლობა რომ არ დაეშავებინა ჩვენთVის?
-კაი ხო, წავიდეთ, ოღონდ დამელოდე, გამოვიცვლი.
-შენთვის მაინც მნიშვნელობა არ აქვს, პიჟამათი წამოხვალ თუ ბრეტელებიანი ტოპით.
თვალები მზაკვრულად დავუბრიალე, მაგრამ მივხვდი, რომ არ გაჭრა და ჩემს ოთახში შევირბინე გამოსაცვლელად.

ვიცი, რომ ცუდი ადამიანი ვარ, ამდენი ხანი რომ გალოდინეთ მაინც, ხომ იცით, როგორ მახარებს თქვენი კომენტარები, ამიტომ თავი თუ მოგეწონათ, ემოციაც გამოხატეთ სიყვარულით, ნანიკო.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ამ ისტორიაზე ვგიჟდები,ისე მიყვარს. შენი თხრობის სტილიც ისეთი განსხვავებული და კარგია, მინდა დაუსრულებლად ვიკითხო, მაგრამ მართლა ძალიან აგვიანებ. თავები მაინც გაზარდე, არანაირად არ მყოფნის

 


სტუმარი ქეთი
ამ ისტორიაზე ვგიჟდები,ისე მიყვარს. შენი თხრობის სტილიც ისეთი განსხვავებული და კარგია, მინდა დაუსრულებლად ვიკითხო, მაგრამ მართლა ძალიან აგვიანებ. თავები მაინც გაზარდე, არანაირად არ მყოფნის

ჰო, მეც ვხვდები რომ მალ-მალე უნდა ავტვირთო ხოლმე, მაგრამ სამწუხაროდ ინტერნეტი არ მიწყობს ხელს. მაინც ვეცდები, შემდეგი თავი რაც შეიძლება მალე იყოს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent