წვიმა
მარტის არეული საღამო იყო მოიღრუბლა ცოტაც წვიმამ დაიწყო წვეთა,მე კი ვიდექი ფანჯარასთან და ბაღში გახედვისას მხოლოდ იმ ბროწეულის ხეს ვხედავდი რომელიც ასე ლამაზად იყო გაყვავებული და ამინდთან ერთად თითქოს დაღონებულიყო კიდეც. ვიყურებოდი და ვხედავდი,როგორ მოიღუშა ბუნება და როგორ გაიჟღენთა მიწა წვიმის წვეთებითეს ისეთი, გასაოცარი და ისეთი ლამაზი სანახაობა იყო,მზის სხივები რომლებიც,ღრუბლებს მიღმა მიიმალნენ აქა-იქ გამოაღწევდნენ იმ ბნელი და შავი ღრუბლებიდან და მშვიდად ეცემოდნენ დედამიწას. ისეთი დღე იყო თითქოს ნათელი ღამე იყო ვიდექი და ვუყურებდი როგორ დაფრინავდა შავი ყვავი,თითქოს შიშის მომგვრელი იყო ეს მაგრამ ამავდროულად იმდენად ლამაზი იყო რომ შიშ თითქმის აღარც მახსოვდა,ვხედავდი ძაღლს რომელიც გამალებით ყეფდა და ითხოვდა სახში შეყვანას თუმცა ის ხომ სახშ იყო,ვხედავდი ხეებს რომელებმაც ტოტები ჩამოუშვეს და ნაღვლიანად იდგნენ გაუნძრევლად,ვუსმენდი სიოს როგორ ზუზუნებდა და თითქოს რაღაცას მანიშნებდა. წვიმდა და ებმებოდა წვიმის წვეთები ერთმანეთს უკვე საღამოც დგებოდა მაგრამ მე ისევ ვიდექი და ვტკბებოდი ამ ლამაზი პეიზაჟიდ რადგან ასეთი რამ არასოდეს მენახა,პირი გამიშრა და ენით ტუჩებს ვისველებდი. ისეთი ლამაზი სანახაობა იყო თვალს ვერ ვწყვეტდი,ვუყურებდი უცებ ცა გაშავდა თითქოს ბნელეთმა მოიცვა ყველაფერი უსიცოცხლო გახდა დედამიწა გაქრა ხალისი და გაქრა სილაღე ქარი ამოვარდა ვიყურებოდი და არ მეჯერა როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო,ეს სილამაზე ეს ყველაფერი გაქრა ბროწული რომელიც ისეთ ლამაზი იყო რომ ერთი დანახვა და ის შეგიყვარდებოდა,გაქრა წავიდა სხვა ხეებთან ერთად მოტყდა ამოვარდა დედამიწის ძირიდან და დედამიწის ზურგს ისეთი სიძლიერით დაეხეთქა თითქოს შეზანზარდა ყველაფერი. ვუყურებდი და ვვოდებოდი ასე უცებ სად წავიდა ის სილამაზე სად გაქრა ის ყვავი ლამაზად რომ დაფრინავდა და წვიმი წვეთებს იგროვებდა ზურგზე,სად წავიდა ძაღლი რომელიც სახლში შესვლას ითხოვდა,სად წავიდა ის სიო რომელიც უდარდელად და ნაზად მღეროდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.