მთვარის სასწაული (ნაწილი 4) დასასრული
ღიმილი სახეზე საუკეთესო გზაა იმ საშინელი და მოსაბეზრებელი კითხვების ასაცილებლად, რომლებიც, ვითომ მზრუნველ და მოსიყვარულე ნათესავების კამანდას აწუხებს ! -ჩაის დალევ ? გუშინ რა მოხდა ალექსთან ? -კაკაო მირჩევნია! არაფერი, უბრალოდ ძველი დრო გავიხსენეთ! -მაფინი თუ ფუნთუშა ? როგორ ფიქრობ შეიცვალა ? თუ ისევ ისეთი მავნე ალექსანდრეა ? -ფუნთუშა! ხასიათი ისევ ისეთი აქვს, მაგრამ დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ ნამდვილად შეცვლილი აქვს ! გადავიფიქრე,მაფინი მირჩევნია! ან ორივე ერთად ! -დღეს რა გეგმები გაქვს ? იმედია სახლში გამოკეტვას არ აპირებ ! -როგორ გამოიცნობ ხოლმე ! -ელი! ასე არ შეიძლება! -შეიძლება! -გინდა სასაფლაზო გამოგყვე ? -არა! არ ვაპირებ წასვლას!და თუ შეიძლება შოკოლადი მომაწოდე! ბოლოს დაკრძალვის დღეს ვიყავი სასაფლაოზე! ჩემთვის იქ მისვლა და მათი სახელების ქვაზე ამოკითხვა განადგურების ტოლფასია! ჩემში ისინი ისევ ცოცხლები არიან ! ეს ყველაფერი შესაძლოა ფსიქიკას მინადგურებს მაგრამ, ეს მაცოცხლებს ! და მაძლიერებს! ზოგჯერ მგონია, რომ ეს ყველაფერი ერთი დიდი სიზმარია და უბრალოდ საჭიროა გავიღვიძო! -ელი, მალე აფეთქდება შენი ტელეფონი უპასუხე ან გხმა გაუთიშე ! -ხო ალექს! -როგორ ხარ ? -კარგად! დღეს კიდევ მჭირდება შენი დახმარება! შეძლებ ? -თუ ისევ გოგოს გამო გჭირდება ჩემი დახმარება , არც იოცნებო! აღარ დაგეხმარები ! -არა, პირადად მე მჭირდება,რომ ერთ ადგილას გამომყვე! შეგიძლია იზაბელიც წამოიყვანო! -რა ხდება ასეთი ? არ მეტყვი ? -არა! ანუ თანახმა ხარ ? -არვიცი, არ მინდა დღეს გარეთ გასვლა! სახლში ყოფნა მინდა! -უარი არ მიიღება ! და თუ მაინვ უარს მეტყვი, მოვალ და მოგიტაცებ ! იცოდე არ ვხუმრობ ! -ალექს ! -ექვს საათზე გამოგივლი! -ნახვამდის ! -ეს ბიჭი ნერვებს მიშლის ! -რა მოხდა ? -უნდა, რომ საღამოს ერთ ადგილას წავყვე! შენც დაგპატიჟა. ხო წამოხვალ ? -არა, საღამოს სანდრო უნდა ვნახო ! -კარგი! ნეტავ რა ჯანდაბა უნდა ? ისიც კი არ ვიიცი სად მივდივარ და რა უნდა ჩავიცვა ? -ტანსაცმელი საყვარელო ! -სერიოზულად ? -ჰო, აბა რა ? გგონია ვხუმრობ ? -აჰ, კარგი მაშინ ტანსაცმელს ჩავიცმევ ! გარდერობის გადაქექვის შედეგად მხოლოდ არეული ტანსაცმელი მივიღე! ბოლოს დედას გარდერობს ვესტუმრე! ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დედას ტანსაცმელს ვიცვამდი! გარდერობი ფრთხილად გავაღე და კაბების შერჩევა დავიწყე! ტანისამოს ისევ ასდიოდა დედას სურნელი! დედას ერთი კაბა განსაკუთრებულად უყვარდა, მიყვებოდა თუ, როგორ მოხიბლა მუქი შინდისფერი კაბით მამა ერთი შეხედვით! კაბა, მეც ძალიან მომწონდა და სწორედ ის ავირჩიე! თმები გავიშალე, მსუქბუქი მაკიაჟ გავიკიეთე და ალექსიც ზუსტ დროს მოვიდა! -არაჩვეულებრივად გამოიყურები! მზად ხარ ? -მადლობა ! ახლაც არ მეტყვი რა საქმე გაქვს და სად მივდივართ? -ცოტაც მოითმინე! დაახლოებით ერთი საათი მივდიოდით, ბოლოს , როგორც იქნა მივადექით დანიშნულების ადგილს! -შენ რა ტყეში მეპატიჟებოდი ? მანიაკი ხარ ? -აჰაჰჰაა! გადმოდი მანქანიდან ნუ გეშინია ! -დარწმუნებული არ ვარ, რომ მანიაკი არ ხარ ! იყოს მე აქ ვიჯდები! შენ წადი და რომ დაბრუნდები მე ისევ აქ დაგვხდები ! -ელისაბედ! შე მშიშარავ! წამოდი წამოდი! -არ მინდა შუაღამეს ტყეში ბოდიალი! გმადლობთ! მაგრამ არ მომწონს ეს აზრი ! -ეელიიიი! კარგი ნებით თუ არ მომყვები ძალას გამოვიყენებ! -ძირს დამსვი მანიაკო! ალექსანდრე! დამსვი ! -არა! -დამსვი! ჩემი ნებით წამოვალ ოღონდ შენ დამსვი შემერყა ტვინი ! -კარგი, კარგი ! -სულელი! - რამე მითხარი ? -ნწ.. დაახლოებით ათი წუთი ვიარეთ და როგორც იქნა მივედით დანიშნულების ადგილას! სასწაული ადგილი იყო! ირგვლივ ყველაფერი სასწაული იყო ! -რას ნიშნავს ეს ყველაფერი ? სად არიან დანარჩენები ? -ელისაბედ ჟაყელ! -რა არი ? -მათქმევინებ ? -ჰო რა თქმა უნდა ! დაიწყე ! გისმენ ! -ელისაბედ! მინდო მეთქვა, რომ... -რა ? რისი თქმა გინდა ? -თუ დამაცდი გეტყვი ! იცოდე ვიწყებ და არ გამაწყვეტინო ! ელისაბედ ჟაყელ! პირველად მაშინ განვიცადე გრძნობები, როცა სკოლაში თმაში ჩაწნული გვირილებით გამოგვეცხადე! შენ იცინოდი და იცინოდი! ბედნიერებისგან თვალები გიბრწყინავდა! იმ დღეს ვთქვი,რომ ყველაფერს გავაკეთებდი შენი ერთი ღიმილისთვის !მგონი გამომდიოდა კიდეც ! იმ დღიდან დავმეგობრდით, მეშვიდე კლასსში, როცა ჩემი ძაღლი მოკვდა, შენ კი ჩმს გვერდით იყავი და მამხნევებდი მივხდი, რომ მიყვარდი! ყოველდღე ძალას ვეძებდი შენთან მოსასვლელად და ჩემი გრძნობების გასამხელად! მაგრამ, ძალა მხოლოდ მეათე კლასსში ვიპოვნე, ექსკურსიაზე ვაპირებდი თქმას მაგრამ, ხელი შემიშალეს და მეც უკან დავიხიე! მერე უბრალოდ მეშინოდა შენი დაკარგვის, მეშინოდა, რომ როცა ჩემი გრძნობების შესახებ გაგიმხელდი, წახვიდოდი ჩემგან და ვეღარასდროს ვნახავდი შენს საოცნებო ღიმილს! შემდეგ სკოლა დავამთავრეთ და სხვადასხვა გზით წავედით! ახლა კი აქ ვარ, გრძნობები შენს მიმართ არ გამნელებია! ძალაც ვიპოვნე ჩემს თავში და გეუბნები ელისაბედ ჯაყელ, რომ სამყაროს მირჩევნია შენი ღიმილი, ჩემი ცხოვრების ერთადერთი სიყვარყული ხარ! ბავშობიდან მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები მთელი ცხოვრება ! -ალექს! უბრალოდ შეწყვიტე ეს ყველაფერი, აღარაფერი არ თქვა ! -ელი! მე უბრალოდ... -არა ალექს ! არა ! არაფერი არ თქვა ! დღეს არა ! შეწყვიტე! -ელ! -მაინდამაინც დღეს რატომ მეუბნები ამას ? ! ამ დღემდე სად იყავი ? ეს ყველაფერი სისულელა და სხვა არაფერი !სახლში მინდა ! წამიყვანე! -შეწყვიტე გაქცევა ! მაშინაც გაიქეცი და ახლაც გარბიხარ! მაგრამ ამის საშუალებას აღარ მოგცემ ! არა! ცხოვრებაში სირთულეები ყველას აქვს! არ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ადვილი გადასატანია, მაგრამ ელ, ცხოვრება უნდა გააგრძელო! სახეზე შენი ყალბი ღიმილით მე ვერ მომატყუებ და რომც მომატყუო და დამაჯერო, რომ ცხოვრება გააგრძელე, ამით ყველაზე მეტად საკუთარ თავს ავნებ ! -არ გავბრივარ! უბრალოდ გვერდს ვუვლი, დავიღალე ალექს ! გავტყდი! და უბრალოდ მინდა , რომ ჩემი ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდეს , მაგრამ შენ ისევ ურევ ! -ნება მომეცი, დაგეხმარო! მომეცი საშუალება ისევ გაგაღიმო გულწრფელი ღიმილით ! -და ბოლოს რა იქნება ? -ბოლო ? არვიცი ხვალ რა იქნება , ისიც კი არვიცი ჩვენი საუბარი როგორ დამრთავდება, მარამ ზუსტად ვიცი, რომ განზრახ გულს არასოდეს გატკენ ! ელ, მიყვარხარ და მართლა მინდა, ისევ ბედნიერი იყო ! -არ მიყვარხარ! უფრო სწორად არვიცი მიყვარხარ თუ არა! მხოლოდ თეორიულად ვიცი, როგორ უნდა ვიგრძნო სიყვარული, მაგრამ მუცელში პეპლები არ დაფრინავენ, ამიტომ მგონია, რომ არ მიყვარხარ, მაგრამ მომწონხარ! ყოველთვის მომწონდი!ღმერთო ჩემო მაგიჟებ! შენი ღიმილი და შენი თვალები მაგიჟებენ! და მართალი ხარ ! ტკივილს არ უნდა მივცე საშუალება, რომ საკუთარი თავი, ჩემი ხელით გავანადგურო! მაგრამ, მგონი ჯერ მზად არ ვარ ამ ყველაფრისთვის, ! მაგრამ, შეიძლება ცდად ღირს... -გაიმეორე ... გაიმეორე ... - მომწონხარ და შესაძლოა მიყვარხარ კიდეც ! -აჰაჰაჰჰა .... ელ, მიყვარხარ ! ღმერთო ჩემო ამ დღეს 18 წელი ველოდებოდი .... მიყვარხარ ... მიყვარხარ.. ჩემი თავის მოკლე აღწერა, რომ მჭირდებოდეს ასე ავწერდი.... ღიმილით მოსიარულე დეპრესია. ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ბევრი უნდა ვიცინო თუ მინდა ბედნიერი ვიყო, ხშირად ვხედავ ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს იცინიან, და ყოველთვის მეგონა, რომ ისინი ძალიან ბედნერები იყვნენ! მაგრამ, შევცდი, მწარედ შევცდი და ეს ფაქტი საშინელება... საზოგადოებაში დაღვრემილი სახეებით მოსიარულე ადამიანები დიდად არ უყვართ ! შესაძლოა არ შეიმჩნიონ, მაგრამ გულის სიღრმეში მათ უბრალოდ აწუხებ, ამიტომაც ვიცინი და იცინის უამრავი ადამიანი! ზოგი ამ ღიმილში შვებას და იშვიათად მაგრამ , მაინც ბედნიერებას პოულობენ! უმეტეს წილად კი სწორედ ღიმილი ხდება მათი განადგურების საწინდარი! ოჯახის დაკრგვამ რწმენა შემირყია, საკუთრ თავს ყოველდღე ვეუბნებოდი, რომ შენ შეძლებ , საუკუთარ თავზე გაიმარჯვებ, მთავარია გაიღიმო.. თავიდან უბრალოდ ჩავიკეტე, შემდგენ მივხდი, რომ ეს გამოსავალი არ არის და დავიწყე ჩემი ტკივილის , ახლო ადამიანებითვის გაზიარება! და მიშველა კიდეც! ეს ტკივილი ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ ტკივილად დარჩება ჩემს ცხოვრებაში, და ყოველთვის შემახსენებს თავს, მაგრამ განსხვავება ის იქნება, რომ ამ ტკივილთან მარტო არ ვიქნები! ადრე მითხრეს დრო გავა და დაგავიწყდებაო, მაგრამ ასე არ არის ბევრი წელი გავიდა იმ დღიდან და არაფერი დამვიწყებია, მე უბრალოდ ამ ყველაფრის კონრტოლი ვისწავლე... გავიზარდე და ჩემი მზე ვიპოვნე.... მზე ძველებურად არ წვავს , მაგრამ გასათბობად სრულებით საკმარისია ! უბრალოდ, საჭიროა ზოგჯერ მცირედით დავკმაყოფილდეთ, სულ არაფერს ეს ნამდვილად სჯობია !.... ასე უთქვამთ, „სიყვარული ატრიალებს დედამიწასო’’ და ეს სრული სიმართლეააა..... -მიყვარხარ ! პ/ს. თუ მოგეწონათ დატოვეთ მცირე კომენტარი ! თუ არ მოგეწონათ შენიშვნა დატოვეთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.