შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშველეთ მუშაობით მკლავენ!15 (პირველი ნაწილის დასასრული)


11-05-2015, 17:24
ავტორი Only DrEAmer
ნანახია 2 632

ნაცრისფერი დღეები თეთრხალათიანებთან ერთად...ყოველდილით საშინელი უგემური მწვანე ჩაი... შუადღეზე გაყინული წვნიანი და საღამოს ძველი კბილების დასამტვრევი "ფუნთუშა".ყოველდღე ერთი თეთრხალათიანის შემოსვლა, ფეხზე ნემსის ჩხვლეტა. ყოველთვის ერთი და იგივე კითხვა და ერთი და იგივე პასუხი...
-იგრძენი?
-ვერა
-ოდნავ მაინც ვერაფერ...
-ვერაფერი ვერ ვიგრძენი!
-კარგი დამამშვიდებელს გაგიკეთებ და დაისვენე...

წვეთოვანში რაღაც სითხე შედის... თვალებს ვხუჭავ და ვიძინებ... მერე ისევ ვახელ თვალებს და ისევ საზიზღარი მწვანე ჩაი, ისევ საზიზღარი წვნიანი და საშინელი კბილების სამტვრევი "ფუნთუშა"და ის კითხვა... ყველაზე საზიზღარი...


"იგრძენი ?"

და უფრო საზიზღარი პასუხი

"ვერა"


და ასე ყოველდღე....
ამაზე უფრო საშინელი გაბრიელის და იოანეს წაშლილი სახეები... თითქოს ჩემი არ მეყოფოდეს ესენი მიმატებენ.... გავეგოისტდი.... ვერავის და ვერაფერს ვეღარ ვხედავ საკუთარი თავის გარდა... ძნელია...საშინლად რთულია... მკერდში ყრუ ტკივილი ბრახ-ბრუხს შვება.... ტკივილი გულის კედლებს ეხეთქება და გარეთ გამოღწევას ლამობს... ამ დროს ნერწყვს ვყლაპავ ხოლმე ხმაურით.... და ტკივილიც თითქოს შეეშინდაო ცოტა ხნით ჩერდება. ასე მგონია სხეული საწოლზე კი არა ცხელ ნაკვერჩხლებზე მიდევს და ზუსტად ჩემს გულში ანთია ცეცხლი.... ფილტვები უჰაერობისგან და ბოლისგან მეკუმშება და თვალებიდან ცრემლები მოდის... რა თქმა უნდა ეს ჩემი ფანტაზიაა, მაგრამ გრძნობა იგივეა... ზუსტად ასე მემართება ყოველთვის, როცა, ექიმი მეუბნება რომ "ხვალ" ყველაფერი გამომივა... მაინტერესებს, მინდა ვნახო ეს "ხვალ" როდის დადგება...იოანეს და გაბრიელის გამო ვიცდი... არ მინდა რომ გული ეტკინოთ... ძნელი მისახვედრია... ალბათ...

....



ბოლოს ექიმი სიმართლეს ამბობს
-მემგონი, ქალბატონ ანაბელს არაფერი ეშველება... ყველაფერი ვცადეთ... მეტს ვერაფერს ვიზამთ...
-იქნებ ...- იწყებს გაბრიელი
-აზრი არ აქვს... სამწუხაროდ...
მხოლოდ ამას ამბობს და გადის... არაფერს ვგრძნობ... ეს ისედაც ვიცოდი... იოანეს საფეთქელთან ძარღვი დაეჭიმა, გაბრიელმა მუშტები მომუჭა... რაღაცის სათქმელად პირი რამდენჯერმე გააღო და მომუწა...ბოლოს ამოთქვა
-სახლში მივდივართ... ეხლავე... იოანე შენ ანაბელი წაიყვანე მე ელისაბედის ამბავს მივხედავ...
-ელისაბედს მე მივხედავ, შენ ანაბელი წაიყვანე...
-იოანე -ამოვიკნავლე მას კი არც შემოუხედავს ისე გაბრუნდა
-მე წავედი...გნახავ
კარები გაიხურა... გაკვირვებულმა გაბრიელს გავხედე...
-გაუგე, უჭირს შეგუება...
-მესმის მაგრამ...
-მას უყვარხარ და დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა..
-ეგრე შენც გიყვარდა ნია!
-წამოდი!
-მაგრამ...
-დროზე!- ჩაისისინა და კარებისკენ წავიდა...
-გაბრიელ მე ინვალიდი ვარ!-ამის თქმა გამიჭირდა, აქამდე ეს ჩემი პირით არასდროს მითქვამს... ეს აღიარება იყო.... ეს იმას ნიშნავდა რომ იმედი არ არსებობდა... ეს იმას ნიშნავდა რომ ნახევრად მკვდარი ვიყავი... იმას ნიშნავდა რომ დავნებდი ....

ფერი ეცვალა, ამის ჩემგან მოსმენა არც თუ ისე იოლი უნდა ყოფილიყო მისთვის. არ ვიცი ასე პირდაპირ და ასე სულელურად რატომ ველაპარაკე...მომიახლოვდა არაფერი არ უთქვამს... ხელში ამიტაცა და კარებისკენ წამიყვანა...

...
-სად მივდივართ? ეს გზა ჩემი სახლისკენ არ მიდის...
-ვიცი...
-სად მივდივართ?
-იქ სადაც მე და იოანე ვცხოვრობდით ადრე...
-ერთად ცხოვრობდით?
-უფრო სწორედ საერთო აგარაკი იყო....
-მერე ?
-მერე რა....
-თქვენ მეგობრები იყავით არა ?
-ჰო ასე რომ ვთქვათ... "ტრუსიკის მეგობრები" ვიყავით.
-რის მეგობრები იყავით?
-"ტრუსიკის "
-დამცინი?
-არა
-ცოტა უკეთესი სიტყვა ვერ აარჩიე თქვენი ე.წ. ძმური ურთიერთობის აღსაწერად ?
-რაც მომაფიქრდა ის გითხარი...
-შენ ჯობია დაუკვირდე ხოლმე რას ამბობ..
-მართალი ხარ...
-რა გჭირს...
-არ ვიცი...
-მითხარი...
-იოანეზე ვნერვიულობ...
-დამცინი? შენ ხომ იოანე გეზიზღება...
-არც მთლად ეგრე საქმე....
-ვერ ვხვდები...
-რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მაინც...
-მაინც ერთად ხართ... თქვენ ვერავინ გაგყოფთ...
-რაღაც მაგის მსგავსია....
-რატომ ნერვიულობ? რა უნდა მოუვიდეს?
-უყვარხარ....მთლად ჩემნაირად არა მაგრამ უფრო სხვანაირად...
-მერე?
-მერე ის რომ ეგოისტია...
-ვერ გავიგე...
-არ ვიცი...
-გაბრიელ იტყვი ?
-მალე მივალთ ...
-თემა გადაგაქ.
-ვიცი.
-არ იტყვი არა რას გულისხმობდი?
-არა.
-ჭირშიც წასულხართ ორივე!
-მადლობა.
თვალები გადავატრიალე და ფანჯარას თავი მივადე.
მალე მივედით მათ სახლში... ერთ-ერთ ოთახში შემიყვანეს. ეტყობოდა რომ აქ ადრე გოგოც ცხოვრობდა. საწოლზე რომ დავწექი თავი ამტკივდა და მაშინვე დავიძინე.

...
დიდხანს არ მძინებია. მალე მომიწია თვალების გახელა. იქაორობას თვალი მოვავლე და დავამთქნარე. ტუმბოს ქვეშ პატარა ყუთი შევნიშნე, აშკარად ეტყობოდა რომ არც იოანეს ეკუთვნოდა და არც გაბრიელს. საშინლად დამაინტერესა რა იყო. საწოლთან რაღაც გრძელი ჯოხი შევნიშნე, საკიდისჯოხი აღმოჩნდა. შევძელი და ხელით მივწვდი. კარგად რომ მოვიხელთე, ცოტა წინ გადავიწიე, რამდენადაც ამის საშუალებას ჩემი ფეხები მაძლევდა.და შევეცადე ყუთი ჩემსკენ გამომეჩოჩებინა. ძლივსძლივობით მოვახერხე ეს. თავსახური გადავხადე და ძველი რვეული ამოვიღე.
გადავშალე, სათაურმა მომჭრა თვალი...


"გარყვნილი თინეიჯერი".



ავტორი: ნია ბოკუჩავა
მკითხველების მიწერილი კომენტარები:
წეკრო: ნიაჩკამ წერა ისწავლა... ვაა საღოლ! ისე ბიჭების კისერი თუ გიზიდავდა არ მეგონა ევა
იოანე: კარგად წერ...მომეწონა.. ჩემი შეყვარებული სხვანაირად ვერ დაწერს
ევა : მომეწონა ჩვენი ისტორია საინტერესოდაა დაწერილი.
ნია: მადლობა ბავშვებო.

გადავფურცლე და კითხვა დავიწყე...ჩამითრია...


....




ჰაი ბავშვებო მოვედი ცხრა მთას იქით გადაკარგული ^^ მოგეწონებათ იმედია ჩემი ნაწერი. "გარყვნილი თინეიჯერის" სახით გაგრძელდება ეს ისტორია პირველი ნაწილი აქ დასრულდა ^^



№1  offline წევრი Annee

სად ხარ აქამდე. დავლიე სული შენს ლოდინში. :D ჰმ.. უფრო ჩამითრია.. იმედია კიდევ არ მოგიწევს 9 მთას გადაკარგვა. :* კარგია კარგიი <3

 


№2  offline წევრი Only DrEAmer

Annee
სად ხარ აქამდე. დავლიე სული შენს ლოდინში. :D ჰმ.. უფრო ჩამითრია.. იმედია კიდევ არ მოგიწევს 9 მთას გადაკარგვა. :* კარგია კარგიი <3

იმედიაა ^^ გარყვნილი თინეიჯერის პირველი თავი დავდეუკვედანახე ^^ მგონი კაი გამოდის ნიას დაწერილი მოთხრობა იქნება საიდანაც გაიგებთ რა მოხდა მაშინ

 


№3  offline მოდერი Kira

vuaime chemi garynili:D magaria exa is male dade da ar daagviano amasavit :D
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 


№4  offline წევრი S.likuna

auuu ramagriaaa rodis dadeeb meore nawils??? dzaan magaria

 


№5  offline წევრი Only DrEAmer

S.likuna
auuu ramagriaaa rodis dadeeb meore nawils??? dzaan magaria



დავდე უკვე მეორე ნაწილის პირველი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent