შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სურვილი რომელიც მკლავს.. (თავი4)


24-06-2018, 22:14
ავტორი Phoenix..
ნანახია 4 573

დილით რო გავიღვიძე დანიელი ჩემს გვერდით აღარ იწვა, დაფეთებული წამოვხტი და მთელ სახლში ვეძებდი ვაჩეს და დანიელს, მაგრამ არცერთი არ დამხვდა. მივხვდი უჩემოდ წავიდნენ. რამდენიმე საჭირო ნივთი ჩავალაგე და მეც დავტოვე სახლი.
-ჩემი გოგო მოვიდა, შემო დეე- მომეფერა.
-როგორ ხარ აბა დედა უჩემოდ?? -გავეხუმრე და ლოყები დავუკოცნე.
-რავი დავბაცუნობ მთელ სახლში,დაცარიელდა უშენოდ ამხელა სახლი.-სევდიანად გამომხედა- რა ხდება აბა პატარა როგორი ბიჭია.
-დე აი საოცრებაა, უსაყვარლესი. ძალიან შემიყვარდა.-გული დამითბა მისი პაწაწუნა სახე რომ გავიხსენე. მთელი დღე ჩემ დედიკოსთან გავატარე. ბევრი ველაპარაკე ძირითად ბავშვზე ვლაპარაკობდით. ძალიან გვიანი იყო სმსი რომ მომივიდა..
-გუშინ ძალიან ცუდად მოვიქეცი. მაგრამ მაიც შენი ბრალი იყო. - ბოდიშ მიხდიდა და კიდე მე მადანაშაულებდა.
-ჩემი ბრალი არაფერია.- მალევე მომივიდა პასუხი.
-ვეღარ გივიწყებ. შენს ათრთოლებულ სხეულს ვერ ვივიწყებ,ვერც იმ წარწერას ვივიწყებ შენს მკერდს ასე რომ ამშვენებ.-ვნების ჟრუანტელმა დამიარა. თვალები მაგრად დავხუჭე და წინა ღამის ყველა შეგრძნება ცხადად დამიდგა წინ..
-უხერხულ სიტუაციაში ნუ მაყენებ. გთხოვ.-მუდარა ჩავაქსოვე სიტყვებში. მიუხედავად იმისა რომ სურვილი მკავდა, მაინც დიდ უხერხულობას იწვევდა მისგან ასეთი საქციელი.
- დანიელს გეფიცები,ეს უბრალოდ ვნება არაა. რაღაცა შიგნიდან მჭამს. მაგრამ გპირდები თავს მაქსიმალურად გავაკონტროლებ. ხვალ დილით გელოდებით მე და დანი სახხლში. -გული ამიფაცქალდა, არ ვიცოდი მისი სიტყვა დაიჯერებოდა თუ ისევ უბრალოდ აგზნების ბრალი იყო.მაგრამ პატარას რატომ დაიფიცებდა. დავიბენი, მეც თავი უნდა შევიკავო მისი სიახლოვისგა.
დილით დედასთან ერთად ვისაუზმე, ბევრი რჩევა დარიგება მოვისმინე. ძალიან ძლიერი ქალია. მამა საზღვარგარეთ არის წასული სამუშაოდ. მიუხედავად ამხელა განშორებისა, ისევ ისეთი თბილები იყვნენ ერთმანეთის მიმართ, ისევ დიდი სიყვარულით შეჰყურებდნენ ერთმანეთს. ასეთი სიყარული მინდა, დროს და სიშორეს რომ გაუძლებს.
სახლში შევედი. ნელიკო და დანიელი დამხვდენ სახლში.
-ნელიკოო როგორ ხარ?-გადავკოცნე და პატარა გამოვართვი.
-მე არამიშვარს ჩემო კარგო. დედა როგორ დაგვდა უშენოდ?-სამზარეულოში ფუსფუსებდა.
-ცოტა მოწყენილია უჩემოდ მაგრამ რას ვიზამთ. ძალიან კი მენატრება ხოლმე. ეს პატარა როგორ იქცეოდა? ნაჭამია?- ფერებ ფერებით ვეკითხებოდი.
-დილით მამამისმა აჭამა და ისე წავიდა. ეხლა ძილის დრო უწევს.
-წავალ დავაძინებ თორე ცოდოა.
საღამოს ვაჩე დაბრუნდა, გაღიზიანებული იყო, ვცდილობდი თვალში ცუდად არ მოვხვედრილიყავი.
-შეგიძლია საჭმელი გამიცხელო? -უემოციოდ მკითხა.ფორმიანად იყო გაწოლილი დივანზე. თვალები დახუჭვოდა.
-კი შემიძლია. - წამოვდექი და მალევე გავშალე მაგიდა. -მზადაა მოდი.
-მადლობა შენ არ გინდა? -დაჯდა და მაშინვე გემრიელად დაიწყო ჭამა.
-არა მადლობა , მე მარტო ჩაის დავლევ. -მადუღარა ჩავრთე და დაველოდე როდის ადუღდებოდა. მის მზერას ვგრძნობდი მაგრამ ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი და ყურადღებას არ ვაქცევდი.
-ხვალ ვისვენებ და დილით ლისზე ავიდეთ პატარა გავასეირნოთ.
-როგორც გინდა. -ჩაი დავისხი და ჩემს ოთახში ავედი.
დილით 10 საათზე პატარას ვაჭამე, გამოვუცვალე და სასეირნოდ მოვამზადე. მეც მუხლამდე სპორტული ელასტიკა ჩავიცვი და შავი მაისური ღრმა დეკოლტით. არასდროს მიყვარდა დახურული მაისურებს. დაბლა ჩავედით და ვაჩემ პატარა გამომართვა. მანქანაში პატარა თავის სავარძელში მოათავსა.მე მმის წინ დავჯექი. ღვედს იკრავდა და თვალს არ მაშორებდა. ლისზე მივედით პატარა ულამაზეს ეტლში ჩავაწვინეთ და დავიწყეთ სვლა.
-მომიყევი შენზე რამე. -წინ მიდიოდა და გარშემომყოფებს ათვალიერებდა.
-მაინც რა გაინტერესებს ჩემს შესახებ.
-პირადული.
-20 წლის რომ ვიყავი, შეყვარებული მყავდა დაქორწინებას ვაპირრებდით მაგრამ, არ გამოვიდა. მის მერე არავინ მყოლია. პრინციპში არც მქონდა დრო.
-რატომ დაშორდით. ?
-მივხვდი რომ ის არ იყო ვისთან ერთადაც ცხოვრება მინდოდა, ნელ ნელა გამიქრა ვნება, აღტაცება, სიყვარული. ავუხსენი და გამიგო. ძალიან კარგი ბიჭი იყო, უბრალოდ ასე მოხდა.-სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებდა ბექასთან.
-შენი ტატუ რას ნიშნავს. -მკითხა და უტიფრად მკერძე დამაშტერდა.
-"მოწყვიტე დღე"( Carpe diem)
ისარგებლე დღევანდელი დღით, მომენტი არ გაუშვა.
-მაგრამ შენი ქცევები ეწინააღმდეგება.
-არა მე უბრალოდ არ მინდა ვინმეს სათამაშო გავხდე და გული მეტკინოს.
-ელენეე-შორიდან მომესმა ნაცნობი ხმა.შევბრუნდი..
-ბექაა.-გამიხარდა მისი ნახვა.-როგორ ხარ?- გადავეხვიეთ და ჩავეხუტეთ ერთმანეთს.
- ჩემი გოგო. მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ? ისეთივე ლამაზი ხარ. ულამაზესი-მე და ბექას სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩემი გადაწყვეტილება მან ძალიან კარგად მიიღო, შეიძლება გული ეტკინა მაგრამ პატივი მცა და ჩემ გულში ის ძალიან კარგ პიროვნებად დარჩა.
-როგრო შეცვლილხარ ბექ?რამდენი ხანია არ შევხვედრივალთ.-ვუცინოდი.
-ხო რავი ალბათ. აუ როგორ გამიხარდა შენი ნახვა. ნომერი მითხარი დაგირეკავ და სადმე დავსხდეთ.-ნომერი მივეცი დავემშვიდობე.
-ჩემი გოგოო.ეს ხომ არ იყო შენი ყოფილი- ირონიით გაჟღენთილი იყო მისი ნათქვამი.
-დიახ.ძალიან მომნატრებია. ადამიანი რომელიც ჩემს გულში დარჩება როგორც იდეალური პიროვნება..
-რაიყო ელენეე? ვნებები ხომ არ დაგიბრუნდა??-ჩაიცინა.
-ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი. -მკაცრად ვუთხარი და ეტლი გამოვართვი.
პასუხად ირონიული სიცილი დამიბრუნდა და უხმოდ გამოგვყა უკან.
-ხო და კიდევ. -შემოვტრიალდი. -ნუ მიშლი ხელს მუშაობაში. შენი უტიფარი მზერა მომაშორე, და თავი აკონტროლე. დიდი ბიჭი ხარ და ნუ იქევი 14 წლის ბიჭივით.-არაფერი უთქვამს. უტიფრად მიყურებდა მთელ სხეულზე, დაუფარავად.
-მე ჩემი შვილი დავიფიცე. რამდენიც გინდა იმდენი ამიკრძალე შენი ყურება. მაინც გიყურებ.- ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა.
-სახლში წავიდეთ, პატარას მოშივდება მალე.
-წავიდეთ- სიცილით მითხრა და წელზე ხელი მომხვია.
-მომშორდი.- ბოლომდე ცდილობდა ჩემს წყობიდან გამოყვანას.
გაბრაზებული შევედი სახლში ბავშვი საწოლში ჩავაწინე და მაშინვე მისი საჭმლის კეთება დავიწყე. უკნიდან მომიახლოვდა.
-რა საოცარი სუნი გაქვს. -ყურთან ცხვირი შემახო და ხარბად შეიყნოსა სურნელი.
-განსხვავებული და შენი საკუთარი სუნი. შემობრუნდი. -არ ვტოკდებოდი. მთელი ძალა მოვიკრიბე და საჭმელი გავამზადე. ჩემ ბედად ტელეფონმა დარეკა.ჩემს უკან იდგა ძალიან ახლოს მის შეხაბს ვგრძნობდი.
-გისმენთ-ვუპასუხე და ტელეფონიდან ბექას ხმა გავიგე. ახლა კი ნამდვილად შემოვბრუნდი. გავუღიმე.
-გისმენ ბექა.-სახელის გაგონებაზე ბრაზი გამოესახა სახეზე, დაიძაბა, ყელზე ძარღვები დაებერა. საჭმლის ბოთლი ავიღე და მისი მარწუხებიდან გავთავისუფლდი.
-ხვალ შეგიძლია შეხვედრა?
-ბექა შაბათამდე ვმუშაო და ვერ მოვახერხებ, შაბათს შევხვდეთ თუ გეცლება.-კიბეებზე ავდიოდი და ისიც უკან მომყვებოდა.
-კარგი მაშინ დაგირეკავ პარასკევს და შევთანხმდეთ.
-კარგი, დაველოდები შენს ზარს.- გამეღიმა.-კარგად- ტელეფონი გავთიშე.
-ვერსად ვერ წახვალ-კაეგორიულად მომართა.

-მაგასაც განახებ.-გამეცინა.
-ნუ ცდილობ გამაგიჟო.-დაიყვირა.
-შენ დალაგებული თუ ხარ? რა უფლებით მიკრძალავ მეგობართან შეხვედრას, ვინ ხარ? ქმარი? ძმა თუ მამა?ერთი გამაგებინა რა უფლება გაქვს ჩემზე?-მოთმინება ამომეწურა და საოცრად ხმამაღლა ველაპარაკებოდი.
-მე გითხარი ვერსად ვერ წახვალ.-დამიყვირა კიდევ და კარები გაიკეტა.

ესეც შემდეგი თავი <3 იმედია მოგეწონებათ. თქვენ შეფასებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ასე რომ ველი თქვეს შეფასებას ჩემო ძვირფასებო <3



№1 სტუმარი tamara

dzalian momwons <3! rac sheidzleba male dade <3 <3

 


№2  offline წევრი melina

საოცრად კარგია...ძალიან მომწონს,მალე დადე შემდეგი თავი????

 


№3  offline მოდერი Phoenix..

melina
საოცრად კარგია...ძალიან მომწონს,მალე დადე შემდეგი თავი????

tamara
dzalian momwons <3! rac sheidzleba male dade <3 <3

საიტის წესებიდან გამომდინარე დღეში ერთი თავის დადების უფლრბააქვს ხვალ აუცილებლად დავდებ❤️❤️❤️

 


№4 სტუმარი სტუმარი ქეთი

მართლა ძაან მაგარია. როგორი შემტევია ეს ვაჩე, ნერვებსაც კი მიშლის:დდ
იქნებ თავები გაზარდო, მალე იკითხება და არ მყოფნის

 


№5 სტუმარი Nini

Rodis dadeb shemdegs? Dzalian kargia <3

 


№6  offline მოდერი Phoenix..

დღეს დავდებ აუცილებლად????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent