გშორდები თანდათან
გეძებდი, შენს კვალზე მივდევდი ბილიკებს, უჩუმრად ვკოცნიდი ნაფეხურს ხანდახან, შენს თმებს და შენს სურნელს ვერაფრით ვივიწყებ, მოვდივარ და მაინც გშორდები თანდათან. ნელ-ნელა ქრებიან ფიქრებში წამები, რთულია მახსოვდეს, გიყვარდი თუ არა, წვიმაა, კოკისპირს მოეხსნა დარდები ღამემაც ჩაიცვა ცრემლების სუდარა. ხანდახან ქუჩაში შენს ლანდებს ვამჩნევდი, წვიმდა და ქარბუქიც ბორგავდა უსაზღვროდ, მოვრბოდი, სხვას ახლოს ვერავის ვამჩნევდი, შენ ქუჩის ბოლოში ქრებოდი უკვალოდ. დამთავრდა, ნელ-ნელა კვდებიან წამები, რთულია უაზროდ მისდევდე ბილიკებს, ზღვაც თითქოს მინელდა, მიწყნარდა ტალღები, ვზივარ და ძვირფასო, იმ სურნელს ვივიწყებ. იმ სურნელს, უღვინოდ თავბრუს რომ მახვევდა, მათრობდა, სულშიც კი ყვაოდა მარტებად, მეგონა სტროფები შენამდე აღწევდა, გივიწყებ და მაინც, უშენოდ მარტო ვარ. ~ ბ.ბ. ~ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.