შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნებიანი მასწავლებელი - 1


25-06-2018, 08:23
ავტორი D-roni
ნანახია 6 762

*** ისტორია ეძღვნება ჩემს მარიამს - " someone crazy girl ", ჩემს ყველაზე საყვარელ გოგოს და ძალიან მინდა მოეწონოს , ვიცი გაგიჟდება , რომ პირადად არ ვუთხარი დადებამდე მაგრამ მარიამ , გაუქმებული მაქვს ყველაფერი და სიურპრიზიიიი ... გელოდები და მიყვარხარ უზომოდ ***



მარიამ , ადექი ნუ გადამიყვანე ჭკუიდან გოგო ! - გაჰკიოდა მართა და შვილს რაც კი ხელში მოხვდებოდა ყველაფერს თავში ესროდა.
- ო ო კაია , კაია მანდ მომეწონა ... - თითქოს ნასიამოვნებმა დაიზილა ნატკენი მხარი , სადაც სავარაუდოდ რაღაც რეზინის მოხვდა და გაბრაზებულმა წამოჰყო თავი
- საწოლიდან . - დედა , ერთი კვირა დილა მაქვს ,როცა შემიძლია 11 საათამდე მაინც ვიძინო და რატო არასდროს მარგებ ?!
- შვილო არ იცი დღეს იმ ბიჭს რო ველოდებით ? მთელი სახლი დასალაგებელია , ყველგან მტვერი დევს , ეტყობა ახლა ამ სახლს რამე რომ ორი ქალი ვცხოვრობთ ?
- ჯერ ერთი ორი არა სამი , ნინიც აქ ცხოვრობს !
- 2 წლის ნინის დავალაგებინო სამ სართულიანი სახლი შვილო ?
- დედააააა , სულ მტვერს წმენდ და სულ რაღაცას ალაგებ და რა გაწუწუნებს მეტყვი?
- ვერა ვერ გეტყვი ... - ამოიკვნესა და დაღლილი ჩაჯდა სავარძელში . - ადექი ჰე !
- ავდექი ჰე , თითქოს მეფე ჩამოდიოდესო ! - ამოიდუდღუნა და აბურძგნული თმა დაუვარცხნავად შეიკრა დიდი წკაპით.
- ქალი გქვია ახლა შენ ? ბლესკი მაინც წაისვი !
- ვაიმე დედა , ვის ვეპრანჭო შუა სოფელში ?
- შვილო რომ ჩააბარებ ამ წელს და გადახვალ თბილისში ასე გინდა ქალაქში სიარული ?
- მთავარია კილო არ მაქვს , დანარჩენს აიტანს „ქა“ლ“აქი“ ! - გაიცინა და სარკეში თავის გამოსახულებას დააკვირდა.
- არა მამაშენის საოცნებო გოგო კი ხარ , არავინ შენ არ გაწუხებს , შეყვარებულები შენ არ გყავს , არავინ არაა შენს გამო საცემი ყველას თვითონ ცემ ... მეტი რა უნდოდა კიდე ზურას გავიხსენო ...
- ბოლოს ასე მაშინ ბურტყუნებდი ნინიზე რომ იყავი ფეხმძიმედ და არ გაიტესტავ თავს?
- მარიააამ !!!
- კარგი მართა კარგი ! - ყურებზე ხელები აიფარა და ფართხუნა პიჟამოებით გავიდა ოთახიდან . - რა დავალაგო ყველაფერი დალაგებულია .
- თავიდან დავალაგოთ !
- წიკიანი ! - ჩაიდუდღუნა დედის მიმართულებით.
- გოგო ენა !
- ვინაა ერთი ის ბიჭი მითხარი !
- მათე ბაღათურია ...
- რამეს უნდა მეუბნებოდეს ?
- ბიოგრაფია მოგიყვე ?
- დაახლოებით ...
- ვის გავხარ ასეთი აუტანელი ?
- ბებიაჩემს მართლა კლარა რო ერქვა იმას ოღონდ !
- ენა გაქვს ძირში წასაჭრელი !
- იმ სიგრძეა ეგრე ღრმად ვერ ჩახვალ .
- 22 წლისაა , თავისი ინიციატივა იყო სხვათაშორის აქ ჩამოსვლა , 6 თვე უფასო სტაჟირებას გაატარებს სკოლის პრაქტიკანტებს . თან თქვენც დაგეხმარებათ , უმცროსკლასელებსაც , კარგი ბიჭია... ერთადერთი რაც მოითხოვა კომფორტი იყო , ამიტომ დირექტორმა მე მთხოვა 6 თვით მისი დაბინავება.
- აუ რა კვაზიმოდო იქნება აზრზე ხარ ? - იმხელა ხმაზე ახარხარდა სახლმა ზანზარი დაიწყო.
- თავიდანბოლომდე ამოუცნობი სქესის მქონე არსება ხარ და სიცილიც , რომ ეგეთი გაქვს რატო მიკვირს ?
- რავიცი მე ? ლამის 18 წელია მიყურებ და რაღა ვეღარ შეეჩვიე ...
- საწყალი ქალაქი შენს ხელში , მძიმე არტილერია უნდა დაადგე იქაურობას .
- ოყყყყ ...
- და რატომ იქნება ვითომ კვაზიმოდო ერთი ?
- აბა რომელი სიმპატიური და ნორმალური ბიჭი დათანხმდება სადღაც გადახჩუებულ სოფელში ჩასვლას და იქ 6 თვით დაბინავებას , მერე იქაურების განათლებას და საერთოდ რომელი ნორმალური გამოთქვამს ამაზე თავისით სურვილს , დათანხმებით მაინც დაეთანხმებინა ვინმეს ... ღმერთო ჯოჯოხეთის მოციქული უნდა ჩამიცხოვრდეს სახლში და მიდი და შეიკავე ახლა სიცილი , რომ დაინახავ ოთახად მოკეცილ მაგარ მახინჯს ტიპს , ხის უზარმაზარი მრგვალი სათვალეებით , უდიდესი ცხვირით და დეე , ისე ნეტა გამხდარი იქნება თუ გასიებული ?
- საბანი კარგად გაფარია ხოლმე ღამე ?
- მეც ახლა ძაან მოშიშვლებული რამე არ მეცვას ... - გაეცინა და მტვრის გადაწმენდა განაგრძნო. - კარგი ხმას აღარ ვიღებ , ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო , ასეთის გაძლება 6 თვე არ გინდა ? და საერთოდ მე ცოტა შორიდან გავიცნობ , მეორე ან მესამე სართულიდან და რომ შევეჩვევი ეგეთს მერე ჩამოვალ რომ აღარ გამეცინოს .
- მარიამ გააკეთე შენი საქმე და ნერვებს ნუ მაგლეჯ !
- უხასიათო ! - წაიბურდღუნა და გველური სიცილით ჩაუყვა კიბეს.
საწყალი ბიჭი , უკვე მეცოდება ასეთის ხელში .
- თან რა ქვია... მათე მითხარი ხომ ? უეჭველი მთათუმანს ეძახის თავის თავს.
- გოგო ! -დაიკივლა მართამ ზედა სართულიდან.
- მწვავე ნევროზი ნუ ! - წაისისინა და საქმეს შეუდგა. - სულ გაფუჭებული აქვს ამ ხალხს ნერვები !
^^^
რთული ხასიათების ყოველთვის იყო , მაგრამ მისი შინაგანი სამყარო სულ სხვანაირია .
ოჯახშიც და გარეთაც ყველასთან ერთი იყო , მხოლოდ მისმა უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ როდის რას გულისხმობდა და რას რატომ აკეთებდა.
შორიდან მისი პიროვნება ძალიან ბოროტი და ცივი ჩანდა.
ასეც იცნობდა სოფელში უმრავლესობა , მაგრამ მასზე ცუდს არავინ არასდროს ლაპარაკობდა.
არავის არ დასცინოდა , „კვაზიმოდოს“ გამოკლებით.
ყოველთვის ყველას ეხმარებოდა , შეიძლება ეწუწუნა „რატომ არაფერს მაცდითო“ , მაგრამ გულის სირღრმეში ყოველთვის უხაროდა როცა ვინმესთვის რამის გაკეთება უწევდა.
წუწუნაც იყო , ბუზღუნაც , ჯუჯღუნაც , უჟმურიც , მაგრამ გარეგნულად.
უახლოეს ადამიანებთან ერთად უბედნიერესი და ემოციური ადამიანი ხდებოდა.
ასეთია არ შეუძლია ემოციების დამალვა მათთან ვინც უყვარს , შეიძლება სულ უბრალო რაღაცაზე ატირდეს და მეორე წამს თავი იმით იმართლოს სადღაც 2 კილომეტრში ხახვის სუნი ვიგრძენიო.
მასზეა ნათქვამი ბედნიერებას წვრილმანებში ხედავსო , ნებისმიერი დეტალით შეიძლებოდა მისი მოხიბვლა და მოლბობა.
ბრაზს დიდხანს ვერ იტოვებდა გულში , ასე თავისდაუნებურად ავიწყდებოდა ორ წამში.
საყვარელი ადამიანებისგან შორს ყოფნა მისთვის ნამდვილი წამება იყო , მარტო დარჩენა თუ უწევდა ჭკუიდან გადადიოდა, ყველაფრის სურვილი ეკარგებოდა მაგრამ მათთან ერთად არ შეიტყობდა , პირიქით წაიწუწუნებდა ნეტავ ისევ მარტო ვიყო ცოტა ხანს ყურები იყო დასვნებულიო , მაგრამ რეალურად ყველამ იცოდა გაგიჟებული რომ ელოდა ოჯახის შინ დაბრუნებას.
მისი პატარა და მისი ერთადერთი „მეყველაფრე“ იყო , მასთან არც წუწუნი შეეძლო და არც ბუზღუნი , უბრალოდ დაჯდებოდა და რაც არ უნდა კბენის და ნთხევის ხასიათზე ყოფილიყო , უბრალოდ უყურებდა და მშვიდდებოდა.
მასთან თამაში , მისი ღუღუნის მოსმენა , ეშმაკური გამოხტომების ატანა , ყველაფერს ავიწყებდა.
უბრალოდ უნდა დაწოლილიყო მასთან ერთად და მისი სურნელით უნდა ამოევსო ფილტვები.
ასეთი იყო მარიამ გიორგაძე.
სუფთა და ამავდროულად ამოუცნობი.
თბილი და ყველაზე ცივიც .
ზაფხულიც და ზამთარიც ...
^^^
ოთახს ალაგებდა და სარკეში დროდადრო თავის გამოსახულებად ავლებდა თვალს.
ის ფაქტიც კი არ აწუხებდა, რომ წუთიწუთზე ბატონი ბაღათურია უნდა სტუმრებოდა მის სახლს ,მაინც სახლის მოფლაშული სპორტულებით და უზარმაზარი ჩუსტებით მოძრაობდა და თმის დავარცხნას ისევ არ აპირებდა რა თქმა უნდა.
ქვედა სართულიდან ხმაური შემოესმა და მიხვდა სახლში თავის ნებაზე სიარულის ხანა 6 თვით დასრულდა.
ნახევარი წელი უცხო ბიჭთან ერთად უნდა ეცხროვრა და საკუთარი სხვისთვის უნდა გაეყო.
ძალიან ეგოისტი იყო უცხოებთან მიმართებაში , ადვილად ეგუებოდა ყველას მაგრამ რატომაც სხვანაირი შეგრძნებები აქვს ამ ბიჭის მიმართ , ალბათ მისი „კვაზიმოდოობის“ გამო.
არა , რას აიჩემა ეს კვაზიმოდო ,იქნებ ეს ბიჭი ანგელოზია და ალენ დელონს მიმიქარავს ?
ხოო ... ალენ დელონი კაია ... რაც კაია კაია !
ლიზას და ელენეს ელაპარაკებოდა , თავის ბიძაშვილებს ... მობილური მალევე გაუთიშა და ფრატუნით გავიდა ოთახიდან.
ზედა სართულიდან უცხო სილუეტს თვალი ვერ მოკრა , ამიტომ შეკავებული სიცილით ჩაიარა კიბეები და თვალების ცეცებით დაიწყო სტუმრის ძებნა.
მალევე დაინახა კართან მდგარი ნინი და მის წინ ჩამუხლული „ბიძია“ .
მისდა გასაკვირად ბაღათურიას არც კუზი ჰქონია და საკმაოდ გამართულიც იყო მხრებში.
განიერი მხრები , წვრილი წელი და ოპა , სიმაღლეში „პიკეს“ მიმიქარავს ბიჭი.
- მათე შვილო , ეს ჩვენი მეორე გოგოა , მარიამი ! - მართამ აბურძგნული მარიამისკენ გაიშვირა თითი და მგონი ამ გოგომ პირველად ინანა ცხოვრებაში ასე „უვიდოდ“ რომ დახვდა სტუმარს.
- სასიამოვნოა ... - თბილი ღიმილით გაუწოდა ხელი გიორგაძეს და მანაც წარბაქაჩულმა დახედა მამაკაცის თლილ თითებს , მერე ზრდილობის გამო თავისიც გაუწოდა და ღიმილით დაუქნია თავი.
- ჩემთვისაც!
- მამა გენაცვალოს , უფრო დიდი ვერაფერი მოძებნე ? - შუბლზე აკოცა ზურამ შვილს და მარიამმაც სიცილით დახედა თავის ჩუსტებს.
- უფრო დიდი ახალ წელს შენ მიყიდე მა ! - სიყვარულით აკოცა ყველაზე საყვარელ ადამიანს მთელს თავის ცხოვრებაში ლოყაზე და ნინისკენ დაიხარა. - ქალბატონო , შენი ჭამის და ძილის დროა , წამოდი ხვალ მეც სკოლა მაქვს ადრე უნდა ავდგე.
- მიდიხარ დედი ხვალ ?
- კი აბა , ხვალ ინგლისურის ახალი მასწი გვიტარებს გაკვეთილს , მაგას გავაცდენ ? - ჩაისისინა და ვითომ გულიანი სიცილით გახედა ურეაქციოთ მდგარ მათეს.
- ნუ მიაქცევ ყურადღებას , თანდათან შეეჩვევი ... - მხარზე ხელი დაკრა ზურამ და სიცილით წაიყვანა მაგიდისკენ. - მოშიებული იქნები .
- ვერ შეგედავებით ... - ღიმილით ჩაილაპარაკა და მათთან ერთად წავიდა სასადილო ოთახისკენ.


^^^
დილით ადრე ადგა , ხელში რაც მოხვდა წამში გადაიცვა და სარკეში მხოლოდ იმიტომ ჩაიხედა , რომ გადაემოწმებინა ნამდვილად სწორად ეცვა თუ არა ტანსაცმელი , ეყო უკვე სკოლაში წაღმად ჩაცმული ტანისსამოსით სიარული.
აპუწული თმა ხელით გაისწორა და დიდი წკაპით დაიმაგრა.
ფრატუნით ჩაუყვა კიბეებს და ქვედა სართულზე მოჭუკჭუკე მათეს დაკვირდა მის მშობლებს , რომ უსმენდა უზადო ყურადღებით.
- გაიღვიძე დედი ?
- არა კიდევ მძინავს ... ოღონდ მართლა , ყოველგვარი ირონიის გარეშე !
- მერე რას წამოხტი ერთი საათით ადრე?
- ძალიან მაგარი მძღოლი რომ გვყავს სოფლის ავტობუსზე მაგან მიმაჩვია ...
- შეგიძლია მშვიდად იძინო ხოლმე , მე გაგიყვან მანქანით სკოლაში ! - მშვიდად უთხრა და ღიმილით ახედა ურეაქციოდ მდგომ მარიამს.
- კარგი მაშინ ავალ და დავიძინებ სანამ წავალთ ...
- გააფრინე ? - ხარხარით კითხა ზურამ და მარიამიც სიცილით ჩამოუჯდა მამას გვერდით.
- აუ მამა , აი ეროვნულებს რომ დავამთავრებ ...
- დაიწყო წუწუნი ... - ამოიოხრა ზურამ და შეწუხებულმა გახედა მომღიმარ ბაღათურიას. - რომ შეგეჩვევა შენთანაც იწუწუნებს , სანამ დრო გაქვს შეირგე !
- რატო ვითომ , ერთ სახლში ვცხოვრობთ მეტი რა უნდა შევეჩვიო ,არა მთათუმან ? - ჰკითხა ღიმილით ბიჭს და წარბებაქაჩულს იაზვური სახით მიაჩერდა.
- რა თუმან ? - ჩაეკითხა მათე და გაკვირვებულმა გახედა მასპინძლებს.
- მთა , მთათუმან !
- აჰ , ხო რა პრობლემაა როცა გინდა მაშინ იწუწუნე ... - ღიმილით გაუქნია თავი და თმაზე მეგობრულად მოეფერა.
ვიზუალურად არ შეტყობია , ისე შინაგანაც ცეცხლის ალში იწვოდა და ერთი სული ჰქონდა როდის მოგუდავდა ამ მართლა მთათუმანს თავისი საკუთარი ორი ხელით .
ვერ აიტანა მისი ურეაქციობა მის ერთ გათმონთხეულ შხამზე , ვერ აიტანა მისი ეს პატარა ბავშვთან მიდგომის სტრატეგია , ვერ აიტანა მისი უემოციოდ მიღებული ნათქვამი , იმდენად გამწარდა რომ კინაღამ იქვე აბღავლდა.
ოღონდ იმის გამო არა , რომ რაღაც ეწყინა ... უბრალოდ თავის თავზე მოეშალა ნერვები , როგორ ვერ გამოიყვანა ეს ერთი არაფრით გამორჩეული ბიჭი მდგომარეობიდან ?
არა აუცილებლად ისწავლის რომელი ნოტებით შეიძლება მისი აბრდღვნა და აკენწვლა , ეს ვინ არის მარიამის ხრიკებს ,რომ ვერ წამოეგოს ?
- წავედით ? - ფეხზე წამოდგა და ახლა უფრო კარგად დააკვირდა მის უნაკლო ტანსა და ჩაცმულობას .
- წავედით ... - ჩანთა მხარზე გადაიკიდა და თავის ქნევით გაჰყვა უკან ბაღათურიას.
- ჩუსტებით მოდიხარ ? - კარიდან გამოსულს სიცილით მიანიშნა ფეხზე და მარიამმაც დაბნეულმა დაიხედა ფეხებზე. - მიდი გამოიცვალე ,მანქანაში დაგელოდები ... - გაუცინა და კიდევ ერთხელ აუბურდა ძლივს დაწყობილი თმა ბავშვურად.
- შემომაკვდება დედას ვფიცავარ ! - ჩაიდუდღუნა და გამწარებული შევარდა სახლში ,პირველივე ფეხსაცმელში ჩააცურა თითები და ნერვებმოშლილი წავიდა ეზოში დაყენებული ბაღათურიას მანქანისკენ ,აი ცხორებაში სურათებში რომ ჰქონდა მარტო ნანახი იმ მანქანაში ჩაჯდა და გამწარებულმა მოიჯახუნა კარიც. - უი , ბოდიში ...- უთხრა ირონიული ღიმილით და გაოგნებული მიაჩერდა ისევ მოცინარ ბიჭს.
- არაუშავს ...

__________

გული მისკდება და წნევა მივარდება , საუკუნის შემდეგ გიბრუნდებით ჯერ კიდევ დაუსრულებელი ისტორიით მაგრამ პირობას ვდებ ერთი საათიც კი არ დავიგვიანებ , ვიცი ხვალ ვინანებ რომ სრულად არ ვდებ მაგრამ თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული , თუ ვერ დავინახავ რომ ისევ გიყვარვართ , ისევ მელოდებოდით , ისევ გაინტერესებთ წავშლი და სრულად ავტვირთავ !
რაც შეება ისტორიას , ბოლო ისტორიია ვფიქრობ , რომელსაც ვწერ და მინდა ბოლომდე ვიგრძნო თქვენი სიყვარული რომ დიდი ხანი გამყვეს !
მიყვარხართ და გელოდებით დიდი კანკალით და სულის წასვლებით !





№1  offline წევრი ჟიზელი

ბოლო ისტორია რატომაა?
გააგრძელე აუცილებლად

 


№2  offline მოდერი D-roni

ჟიზელი
ბოლო ისტორია რატომაა?
გააგრძელე აუცილებლად


სავარაუდოდ წერას თავს დავანებებ , ეს ისტორია გადაწყვეტილების მიღებამდე დავიწყე და ასე ვერ დავასრულებდი , მადლობა ❤️

 


№3 სტუმარი Mako

Mixaria rom dabrundi,miyvars sheni istoriebi.bolo ratom aris?guli zalian damcydeba tu caxvedi

 


№4  offline მოდერი D-roni

Mako
Mixaria rom dabrundi,miyvars sheni istoriebi.bolo ratom aris?guli zalian damcydeba tu caxvedi

რადიკალურად არ მაქვს გადაწყვეტილი ჯერ ისევ ვფირობ , მიხარია რომ გახსოვარ მადლობა ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება ახალი ისტორიით.არ მინდა რო ბოლო ისტორია იყოს ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და გული დამწყდება რომ აღარ დაწერ

 


№6  offline მოდერი D-roni

სტუმარი თამო
როგორ გამიხარდა შენი დაბრუნება ახალი ისტორიით.არ მინდა რო ბოლო ისტორია იყოს ძალიან მიყვარს შენი ისტორიები და გული დამწყდება რომ აღარ დაწერ


ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️

 


როგორ გამეხარდი <3
ძალიან აკლდა საიტს შენი გიჟური და პოზიტივით სავსე ისტორიები.
თვალებს არ დავუჯერე რომ დავინახე მართლა :დ
კარგი დასაწყისია ძალიან როგორც ყოველთვის სასიამოვნოა შენი ისტორიის წაკითხვა.
სამწუხარო იქნება თუ ეს ბოლო ისტორიაა.
ველი მომდევნო თავს <3

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან კარგია

 


№9  offline წევრი qeti.ii

სამწუხაროდ,შენს ბევრ ისტორიას არ ვიცნობ,მაგრამ თუ ყველა ასეთია გული დამწყდება ნამდვილად,რაც შეეხება ამ ისტორიას ძალიან მომწონს,გიჟურია და ბიჭის ფოტოც რომ დადე უფრო მომინდა კითხვა(ვგიჟდები ჩათაიზე,დდ)ჩვენი მარიამიც ძალიან მიყვარს,მოკლედ ველოდები გაგრძელებას,სრულად კი ჯობდა მაგრამ,არაუშავს სულით და გულით დავუცდი,წარმატებები❤❤❤

 


№10  offline მოდერი D-roni

ბროწეულისფერი
როგორ გამეხარდი <3
ძალიან აკლდა საიტს შენი გიჟური და პოზიტივით სავსე ისტორიები.
თვალებს არ დავუჯერე რომ დავინახე მართლა :დ
კარგი დასაწყისია ძალიან როგორც ყოველთვის სასიამოვნოა შენი ისტორიის წაკითხვა.
სამწუხარო იქნება თუ ეს ბოლო ისტორიაა.
ველი მომდევნო თავს <3

უღრმესზე უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი თაკო
ძალიან კარგია

მადლობაა ❤️❤️❤️

qeti.ii
სამწუხაროდ,შენს ბევრ ისტორიას არ ვიცნობ,მაგრამ თუ ყველა ასეთია გული დამწყდება ნამდვილად,რაც შეეხება ამ ისტორიას ძალიან მომწონს,გიჟურია და ბიჭის ფოტოც რომ დადე უფრო მომინდა კითხვა(ვგიჟდები ჩათაიზე,დდ)ჩვენი მარიამიც ძალიან მიყვარს,მოკლედ ველოდები გაგრძელებას,სრულად კი ჯობდა მაგრამ,არაუშავს სულით და გულით დავუცდი,წარმატებები❤❤❤

წერის სტილი მაქვს ასეთი და კი ყველა ასეთია :დ
ძალიან მიხარია რომ მოგწონს იმედია გაგრძელებაც ასე მოგეწონება ❤️

 


№11  offline წევრი ანაბელი

ეს ისტორია ხომ ძალიან მაგარია და. მარიამზე რომ არის უფრო მაგარი და განსხვავებული იქნება ყველასგან ❤

 


№12  offline მოდერი D-roni

mirandaa31
თვალებს არ ვუჯერებდი.. როგორ მიხარია რომ დაბრუნდი. ძალიან მომენატრა შენი ისტორიები. დასაწყოსი კარგია რათქმაუნდა და ველოდები განვითარებას. ხშირად თუ დადებ და არ დააგვიანებ კარგი გოგო იქნები ❤️ არ მინდა წერა შეწყვიტო.. რამდენი მკითხველი და რამდენი გულშემატკივარი გყავს ხომ ხედავ, კარგად დაფიქრდი საყვარელო ❤️ მიყვარს შენი გიჟური ისტორიები ❤️

დაგვიანება ჩემგან ძალიან შორს რომ არის ალბათ უკვე იცი , უბედნიერესი ვარ ასე რომ გიხარიათ ჩემი გამოჩენა , მართალი ხარ მაგრამ ჯერ ისევ ფიქრის ეტაპზე ვარ მალდობაა დიდი დიდი უდირესიი მიხარიხარ ❤️

ანაბელი
ეს ისტორია ხომ ძალიან მაგარია და. მარიამზე რომ არის უფრო მაგარი და განსხვავებული იქნება ყველასგან ❤

დიდი დიდი მადლობა ❤️❤️

 


№13  offline წევრი მია15

ძალიან კარგი ისტორია მომეწონა და ველი შემდეგ თავს

 


№14  offline მოდერი D-roni

მია15
ძალიან კარგი ისტორია მომეწონა და ველი შემდეგ თავს

მადლობა დიდი , შემდეგიბთავი ხვალ ამ დროს იქნება ❤️

 


№15 სტუმარი A

Au ar shewyvito ra wera. Esec daasrule da sxvac bevri gvachuqe gtxov. Rac sheexeba am istorias minda gitxra rom dzalian visiamovne. Lamazi da mxiarulia. Sul gimilit chavikitxe bolomde da axal tavasac moutmenlad veli. Warmatebebi........

 


№16 სტუმარი სტუმარი maia

kargi iyo da tavi ar daanebo weras erterti sauketeso xar

 


№17  offline მოდერი D-roni

A
Au ar shewyvito ra wera. Esec daasrule da sxvac bevri gvachuqe gtxov. Rac sheexeba am istorias minda gitxra rom dzalian visiamovne. Lamazi da mxiarulia. Sul gimilit chavikitxe bolomde da axal tavasac moutmenlad veli. Warmatebebi........

უდიდესი უდიდესი და კიდევ ბევრი უდიდესი მადლობა საყვარელო ❤️

სტუმარი maia
kargi iyo da tavi ar daanebo weras erterti sauketeso xar

ვაიმე ახლა მართლა ვიტირეეეებ , მადლობა უდიდესიიი ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე ამ სიტყვებით!❤️❤️

 


№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი რა ყველა როგორ გვტოვებთ.მიხარია რომ დაგვიბრუნდი და მთელი გულით ველი მომდევნო თავს.გული მიგრძნობს კარგად გავერთობით ხო?
--------------------
ლანა

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეეეეეეეეე ახლა გონებას დავკარგავ ბრაზისგან rage rage triumph triumph imp imp
შე არასწოროო ქალოო რა გამიკეთეეეე ეეეეეეეს
რამდენჯერ გითხარი რომ დადებ გამაფრთხილე და სხვამ არ წაიკითხოს ჩემზე ადრე-თქო აიი პროსტა შენ თუ ოდესმე ჩემი ისტორია წაგაკითხო და არ გალოდინო ახალ თავებამდე მე არ ვიყო მარიამი imp imp
ახლა დებს მაინცადამაინც თავებად რო მე ველოდოო და ისედაც გამოცდებისგან ჩასიკვდილებულს უარესად ამითხაროს ერთადერთი დარჩენილი ნერვიიიიიიი
აუუ ჩემი "ბიჭის" ფოტო რომ დავინახე გული ცოტა კი მომილბა ვითომ ,სწორიი გათვლა იყო ქალბატონო ,მაგრამ მაინც ვბრაზობ
"ზაფხულიც და ზამთარიც" მომეწონა ძალიან შეიძლება მთელი ისტორიის განმავლობაში ეს იყოს ერთ-ერთი ზუსტი აღწერა smile smile
ხო გაბრაზებული ვარ მაგრამ უაზროდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ შენ მე იმიტო ვბრაზდები თორემ ჩემგან უბრალო ადამიანები ვერც ბრაზს იღებენ იცი ეს შენ კარგად
sob sob sob sob გული მაქ ცუდად

 


№20  offline მოდერი D-roni

sameone crazy girl
ვაიმეეეეეეეეე ახლა გონებას დავკარგავ ბრაზისგან rage rage triumph triumph imp imp
შე არასწოროო ქალოო რა გამიკეთეეეე ეეეეეეეს
რამდენჯერ გითხარი რომ დადებ გამაფრთხილე და სხვამ არ წაიკითხოს ჩემზე ადრე-თქო აიი პროსტა შენ თუ ოდესმე ჩემი ისტორია წაგაკითხო და არ გალოდინო ახალ თავებამდე მე არ ვიყო მარიამი imp imp
ახლა დებს მაინცადამაინც თავებად რო მე ველოდოო და ისედაც გამოცდებისგან ჩასიკვდილებულს უარესად ამითხაროს ერთადერთი დარჩენილი ნერვიიიიიიი
აუუ ჩემი "ბიჭის" ფოტო რომ დავინახე გული ცოტა კი მომილბა ვითომ ,სწორიი გათვლა იყო ქალბატონო ,მაგრამ მაინც ვბრაზობ
"ზაფხულიც და ზამთარიც" მომეწონა ძალიან შეიძლება მთელი ისტორიის განმავლობაში ეს იყოს ერთ-ერთი ზუსტი აღწერა smile smile
ხო გაბრაზებული ვარ მაგრამ უაზროდ და უკიდეგანოდ მიყვარხარ შენ მე იმიტო ვბრაზდები თორემ ჩემგან უბრალო ადამიანები ვერც ბრაზს იღებენ იცი ეს შენ კარგად
sob sob sob sob გული მაქ ცუდად



რომ მივხვდი გადაფსიხდებოდი პროტოტიპები შევცვალე :დ მართლა წინასწარ გავთვალე :დ
მიყვარხარ უზომოოოდ ❤️❤️❤️

La-Na
კარგი რა ყველა როგორ გვტოვებთ.მიხარია რომ დაგვიბრუნდი და მთელი გულით ველი მომდევნო თავს.გული მიგრძნობს კარგად გავერთობით ხო?


დიდი მადლობა მიხარია რომ მოგწონს ❤️
კი ნამდვილად გაერთობით :დ წერის დროს მეც მაგრად ვერთობიბ:დ

 


№21  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე ამ ახალი ისტორიით heart_eyes ყველა შენი ისტორია ლამის ზეპირად ვიცი და იცი როგორ გელოდებოდი ახლით რომ დაგვიბრუნდებოდი? blush უკვე მიყვარს თითოეული ეს პერსონაჟი და როგორ მაინტერესებს, რას მოიფიქრებს ჩვენი მარიამი მთთუმანა კვაზიმოდოს გასამწარებლად joy გელოდები სიხარულო kissing_heart და მართლა მწყდება გული, რომ ეს ბოლო ისტორიაა შენგან sob sweat წარმატებები heart_eyes heart_eyes

 


№22 სტუმარი თამუნე

ხო იცი როგორ მიყვარხარ
ჩემი ბედნიერება რო ხარ ხო იცი
ხო იცი როგორ მავსებ
როგორ არ გვეხება დრო
კილომეტრები
სივრცე
არა უსინდისო რო ხარ ხო იცი
მოვიცლი შენთვის მეე
ეს რო დამხვდა მეტთქი თვალები მატყუებს
ჩემი ყველაზე საოცრაი გოგო ხარ შენ
შენ პირად ვანგას ძალიან უყვარხარ
შენს გერდით ყველგან სადაც კი არა ჩემი ადგილი
ხოო ჯერ არ წამიკითხია და მაგიტო არ გაგირჩევ გმირებს
იცოდე იქით მელოდე
ქარბორბალას დაგიტრიალებ
ჩემი სასწაული ხარ
ჩემი პატარა ბედნიერება
ჩემი სასწაული
შენად ღირს ეს საიტი
ხო იცი რო ჩემი ვარსკკვლავი ხარ
გელოდები
ველოდები შენ ჩამოსვლას დროს ვითვლი
წამებს
წუთებს
გახსოვდეს რო მე აქ გელი მოგელი
ჩემი პატარა სიყვარულის წყარო ხარ
მიყვარხარ ჩემო შნუციი
ბედნიერების ზღვა ხარ
სიყვარულის მთა
მეგრელების სარძლოვ heart_eyes kissing_heart

 


უკვე შემიყვარდა ეს გოგო. ძალიან სასაცილოა, ამაზე ჩემი თავი გამახსენდა. აი ზუსტად მე, გადმოკოპირებული. ბევრი ვიცინე. მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს. ყველა შენი ისტორია ძალიან მიყვარს.
--------------------
"Do not be satisfied with other stories, create your own myth." !!! Writing is my life.

 


№24 სტუმარი kati

Ra kargia...gelodebit.

 


№25  offline წევრი tatuli)

rogor momnatrebia sheni istoriebi...❤️

 


№26 სტუმარი სტუმარი Onlyyou

Isev gviyvarxar da isev gelodebit ♡♡

 


№27 სტუმარი სტუმარი თაკო

უმაგრესიი ისტორიაა❤???? აიი ნამდვილიი სიფსიხეაა???? არმინდოდა რო დამთავრებულიყოო???? ძაანმაგარიაა და არ შეწყვიტოო წერაა????????როდის დადეებ?

 


№28  offline მოდერი D-roni

abezara98
ვაიმეე, შენ ხომ არ იცი, როგორ გამახარე ამ ახალი ისტორიით heart_eyes ყველა შენი ისტორია ლამის ზეპირად ვიცი და იცი როგორ გელოდებოდი ახლით რომ დაგვიბრუნდებოდი? blush უკვე მიყვარს თითოეული ეს პერსონაჟი და როგორ მაინტერესებს, რას მოიფიქრებს ჩვენი მარიამი მთთუმანა კვაზიმოდოს გასამწარებლად joy გელოდები სიხარულო kissing_heart და მართლა მწყდება გული, რომ ეს ბოლო ისტორიაა შენგან sob sweat წარმატებები heart_eyes heart_eyes

ოოო ვინ ვის გაამწარებს კიდევ საკითხავია :დ მადლობა დიდი ❤️

თამუნე
ხო იცი როგორ მიყვარხარ
ჩემი ბედნიერება რო ხარ ხო იცი
ხო იცი როგორ მავსებ
როგორ არ გვეხება დრო
კილომეტრები
სივრცე
არა უსინდისო რო ხარ ხო იცი
მოვიცლი შენთვის მეე
ეს რო დამხვდა მეტთქი თვალები მატყუებს
ჩემი ყველაზე საოცრაი გოგო ხარ შენ
შენ პირად ვანგას ძალიან უყვარხარ
შენს გერდით ყველგან სადაც კი არა ჩემი ადგილი
ხოო ჯერ არ წამიკითხია და მაგიტო არ გაგირჩევ გმირებს
იცოდე იქით მელოდე
ქარბორბალას დაგიტრიალებ
ჩემი სასწაული ხარ
ჩემი პატარა ბედნიერება
ჩემი სასწაული
შენად ღირს ეს საიტი
ხო იცი რო ჩემი ვარსკკვლავი ხარ
გელოდები
ველოდები შენ ჩამოსვლას დროს ვითვლი
წამებს
წუთებს
გახსოვდეს რო მე აქ გელი მოგელი
ჩემი პატარა სიყვარულის წყარო ხარ
მიყვარხარ ჩემო შნუციი
ბედნიერების ზღვა ხარ
სიყვარულის მთა
მეგრელების სარძლოვ heart_eyes kissing_heart

ჩემი შაქარ-ყინულიიიი როგორ მიყვარხაააარ და რამდენს ნიშნავ რომ იცოდეე ❤️❤️❤️

ციფერთვალაგოგო
უკვე შემიყვარდა ეს გოგო. ძალიან სასაცილოა, ამაზე ჩემი თავი გამახსენდა. აი ზუსტად მე, გადმოკოპირებული. ბევრი ვიცინე. მოულოდნელად ველოდები შემდეგ თავს. ყველა შენი ისტორია ძალიან მიყვარს.

ბევრს გაახსენდება თავისი თავი :დ ძალიან რეალურთან მიახლოვებულია :დ მადლობა დიდი ❤️

kati
Ra kargia...gelodebit.

მადლობააა ❤️❤️❤️

სტუმარი Onlyyou
Isev gviyvarxar da isev gelodebit ♡♡

აღარ ვიცი სიტყვებით როგორ გითხრათ მადლობა ❤️

tatuli)
rogor momnatrebia sheni istoriebi...❤️

ჩემს ისტორიებსაც ძალიან მოენატრეთ ყველანი ❤️

სტუმარი თაკო
უმაგრესიი ისტორიაა❤???? აიი ნამდვილიი სიფსიხეაა???? არმინდოდა რო დამთავრებულიყოო???? ძაანმაგარიაა და არ შეწყვიტოო წერაა????????როდის დადეებ?

უდიდესი მადლობა , მიხარია !
თავები ერთი დღის ინტერვალებით დაიდება , თითო თავი დღეში ❤️

 


№29 სტუმარი სტუმარი მარია

ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი და წერა გაგრძელე...ყველზე საუკეთესო ხარ შენი ნიჭი არ უნდა დაკარგო..გთხოვ ნუ წახვალ და ამ საიმოვნებას ნუ მოგვაკლებ საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი უსაზღვროდ ლამაზია ეს ყველაფერი რასაც აკეთებ.მადლობააა.

 


№30  offline მოდერი D-roni

სტუმარი მარია
ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი და წერა გაგრძელე...ყველზე საუკეთესო ხარ შენი ნიჭი არ უნდა დაკარგო..გთხოვ ნუ წახვალ და ამ საიმოვნებას ნუ მოგვაკლებ საოცრება ხარ და საოცრებებს ქმნი უსაზღვროდ ლამაზია ეს ყველაფერი რასაც აკეთებ.მადლობააა.

ვერც კი წარმოიდგენ როტორ მაბედნიერებს მსგავსი სიტყვები ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent