სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 1
-არის სახლში ვინმე?რატომ არავინ არ მეხმიანება?უუუუუ, ვინმე სტუმარს მომხედავთ? -გიორგი?ჩემი გიორგის ხმა მესმის,ჩემი შვილი მოვიდა?ქოთქოთით გამოვიდა მაღალი ქერა ძალიან ლამაზი ქალბატონი,წინსაფარი ჰქონდა აფარებული და გაშლილი ხელებით მიდიოდა შუა სახლში ღიმილით მდგარ ასევე მაღალ მამაკაცისაკენ. -ჩემი მონატრება,როგორ მოენატრე დედას დედის სიხარულო,დედის მზის სხივო და დედას სიყვარულო.გიორგი როგორი შეცვლილი ხარ,სულ სხვანაირი ხარ. -მამა სად არის.იკითხა ღიმილით გიორგიმ ოჯახის უფროსი. -მაღლაა,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ნერვიულობს. -არაფერია სანერვიულო,მე როგორც კი მითხრა მოვაგვარე ყველაფერი და ვერ გავჩერდი წამოვედი,მინდა მის გვერდით უნდა ვიყო დღეს,რომ მის მტრებს დავანახო ის მარტო არ არის. -ჩემი ჭკვიანი შვილი,კარგი აზრია შვილო. -წავალ ვნახავ.კიბეებზე ადიოდა რომ დედამ შეაეჩერა. -მე დავუძახებ,თან უნდა ისაუზმოს და წნევის წამლები დალიოს. -კარგი,დაუძახე. -გოგიიი,ქმარუკააა გამოიხედე ვინ მოვიდა შეხედე.გოგიმ სათვალეები მოიხსნა,მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა და კიბის თავზე დამდგარსაც შეამჩნია გიორგიმ როგორ აკიაფდა მის თვალებში სიხარულის სხივი. -მამა როგორ ხარ,ხომ არ დამიბერდი? -დიდი ბირიტანეთი ჩამოვიდა?ბატონო გიორგი როგორ ბრძანდებით,ასეთი მოულოდნელი და გაუფრთხილებელი ჩამოსვლა რას მივაწეროთ?კიბეებზე დინჯად ჩამოვიდა გოგი და მის წინ დავაჟკაცებულ შვილს გადაეხვია. -ხედავ როგორი შეცვლილია?თვალებში ცრემლი და სახეზე ღიმილი ჰქონდა დედას ქმარსა და შვილს რომ შესცქეროდა. -როგორ ხარ მამა,ჯამრთელობას ხომ არ უჩივი. -კარგად ვარ,ახლა შენ რომ შეგხედე მართლა კარგად ვარ.სულზე მომისწარი,კარგია რომ თავადაც აქ იქნები ამ შეხვედრაზე. -არაფეროი არ გაქვს სანერვიულო,ყველა მნიშვნელოვანი საბუთი მზად არის,ფული ჩარიცხულია. -რა ფული,რა საბუთები. -მამა ვიცი რომ აქციების 50%-ს ყიდი,ესე იგი შენს წილს. მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე,როგორც აქამდე კომპანია ისევ ჩვენი იყოს.არ მინდა სხვა ვინმე მომივიდეს უცხო და აქციები მე შევისყიდე,იმედია არ გამიბრაზდები რომ არ შეგეკითხე,მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო,მაგრამ უკეთესია აქ რომ გითხრა დამშვიდებული გულით რომ წახვიდე კომპანიაში.გოგი იდგა და ჯერ ვერაფერს ვერ ამბობდა და შემდეგ გიორგის სიამაყის თვალით შეხედა. -ვიცოდი,ვიცოდი რომ ამას გააკეთებდი,ჩემი შვილი ხარ,ჩემი ხასიათი გაქვს.მადლობა გიორგი. -ყველაფერს გავაკეთებ მამა,რომ შენი ნაშრომი სადაც შენი ახალგაზრდობა ჩადე არავის დავუთმო. -მჯერავს შენი,წავიდეთ ვაგვიანებ. -ჩვენ ერთად არ წავალთ,მე მივალ პირველი იქ და ვნახავ რა ხდება.თვალი ჩაუკრა მამას და წამოდგა.გოგიმ ამაყად გააყოლა შვილს თვალი და ტელეფონზე დარეკა. -,,სამშენებლო ოფისის ყველაზე ხარისხიანი ნაგებობა'' გისმენთ. -ქალბატონო ზანდა გოგი ვარ. -გისმენთ ბატონო გოგი.უპასუხა ქალის სანდომიანმა ხმამ. -მოვიდა სტუმრები? -ნაწილი მოვიდა და ნაწილი ალბად შემოგვიერთდება, ჯერ ადრეა კონფერენციის დაწყებამდე დრო გვაქვს. -კარგი,ვიცი ადრეა ჯერ მაგრამ ცოტა შემაგვიანდება და ნახევარი საათით გადაწიე შეკრება,თან ახალ უფროსსაც აგვიანდება და მანამდე მეც მოვალ,საცობში მოვხვდი. -კარგი ბატონო გიორგი ყველას გავაფრთხილებ,ახლავეს შევალ საკონფერენციო დარბაზში. -მადლობა,ნამდვილი ჩემი მარჯვენა ხელი ხარ.ქალბატონ ზინას ჩაეღიმა და მის ასაკთან შედარებით მოხდენილი ნაბიჯებით შევიდა საკონფერენციო დარბაზში და ყველა სტუმარი თუ თანამშრომელი გააფრთხილა,რომ ბატონი გოგი საცობში მოჰყვა და მალე აქ იქნებოდა,თან კომპანიის ახალი მფლობელიც მალე შეუერთდებოდა მათ.ამ ახალი ინფორმაციის მოსმენა ზოგიერთებისთვის სასიხარულო იყო და ზოგიერთებისთვის კი უსიამოვნო. გიორგი გოგაბერიშვილი 25 წლის,გოგი გოგაბერიშვილის ერთადერთი სიმდიდრე სამშობლოდან და ოჯახიდან დიდი ხნის განშორების შემდეგ უბრუნდება სამშობლოს,განათლებული და ნასწავლი,რომ მამის მიერ აშენებულ საქმეს სათავეში ჩაუდგეს და გააგრძელოს ღირსეულად მუშაობა მისივე სამშობლოში,მისი საყვარელი ხალხის გვერდით.გიორგის არავინ იცნობდა კომპანიაში,ის გოგიზე ადრე მივიდა და ისიც ერთ-ერთი სტუმარი ეგონა ქალბატონ ზანდას და ბოდიში მოუხადა. -ბოდიში,რომ ადრე მოგიწიათ მოსვლა,ბატონ გოგის ცოტა აგვიანდება,ის საცობში მოჰყვა. -არა უშავს,ნუ ნერვიულობთ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა დაველოდები მეც სხვასთან ერთად.თქვენ ბატონი გოგის მდივანი ხართ? -დიახ.მორცხვად უპასუხა ქალბატონმა გიორგის და მისი ადგილი დაიკავა,გიორგის კი ჩუმად ეცინებოდა.ხედავდა გოგონები როგორ ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას,მაგრამ ერთი თვალის გადავლებით არცერთი არ მოეწონა.მობეზრდა ერთ ადგილზე დგომა,ნელი ნაბიჯით დაუყვა ჰოლს და ყველაფერს ათვალიერებდა.ბოლოს გეზი საპირფარეშოსკენ აიღო სადაც უცნაური საუბრის მოწმე გახდა. -რას ფიქრობ, ანზორ ვინ უნდა იყოს კომპანიის უფროსი ალბად მისი შვილი დაბრუნდა. -რა სისულელეა,იმ ღლაპმა ბავშვმმა რა იცის კომპანიის მართვა ნუ გამაცინე. -რას ამბობ ანზორ ის ხომ მისი ერთადერთი მემკვიდრეა,თან არც ღლაპი არ არის 25. წლის ახალგაზრდაა,უცხოეთში მიიღო განათლება და საკმაოდ ნიჭიერია.მაგრამ გოგის არ უხსენებია რომ ის დაბრუნდა,ალბად ვინმე ჰყავს არჩეული კომპანიიდან. -არ მაინტერესებს არც გოგი და არც მისი შვილი.თამაზ დღეს გოგი გოგაბერიშვილი თავის ნებით დატოვებს დაკავებულ სკამს და თანამდებობას,ის იმ სკამზე მე უნდა ვიყო და ამის გამო ყველაფერს გავაკეთებ და შენ მხარს დამიჭერ რათა კონტროლი შევინარჩუნო.ჩემი მიზანი მხოლოდ ეს არის და მეტი არაფერი,რომ გოგი ვიხილო განადგურებული. -რას ერჩი გოგის რა დაგიშავა მან,რატომ ივიწყებ იმ ყველას რაც მას აქვს შენთვის გაკეთებული. -დღეს ყველა გაყალბებულ საბუთებს წარვუდგენ ყველას,რაც აღშფოთებას გამოიწვევს და ამასობაში მისი ანგარიშები განულდება.კომპანია გაკორტდება და იძულებული გახდებიან აქციები გაყიდოს რასაც მე შევიძენ და ყველაფერი ასე დასრულდება. -შენ ყველაფერი გათვლილი გქონია,მაგრამ რას ერჩი მას მე ეს არ ვიცი და ძალიან გთხოვ შენს ბინძურ თამაშში ნუ გამრევ მე.შენგან განსხვავებით,მე ვერ დავივიწყებ რა დახმარება გამიწია გოგიმ და როგორ დამიდგა გვერდში როცა ძალიან მიჭირდა.რამ გაგაბოროტა,რას ეხარბები გოგის ქონებას რომელმაც ამ ადგილზე რომ დაარსა ეს კომპანია მხოლდ ნანგრევები იყო. -არ ხარ ჩემს გვერდით? -არა,მე ვერ დაგიჭერ მხარს და ვერ ვუღალატებ იმ ადამიანს ვისაც ყველას გაჭირვება მიაქვს გულთან.გიორგი გაოცებული უსმენდა ამ ორი ადამიანის საუბარს და ამოიცნო ყველაზე ნაცნობი ადამიანის ხმა,რომელიც მისი საყვარელი ადამიანი იყო,მისი ნათლია.რა უნდა უწოდოს ასეთ ადამიანს,რომელიც დახარბებულია სხვის შექმნილ და აღორძინებულ კომპანიაზე.ეს საყვარელი ადამინი კი თურმე ერთი მლიქვნელი და ფულის მოყვარული ადამიანი ყოფილა.ვერ იჯერებდა,ადამიანს რომელსაც მამას ეჩიჩინებოდა მათი სამეგობროდან აეღო მაგალითი და მათი დაეჯერებინა და სწორედ ამ ადამიანს ჰქონდა განსაზღვრული კომპანიის განადგურება,როგორ თავგამოდებით იბრძოდა კომპანიის უფროსობისთვის.გაოცებული და ფერდაკარგული სახით დაბრუნდა უკან და დაუკაკუნებლად შეაღო გოგის კაბინეტის კარი,რაზედაც ქალბატონი ზანდა იქვე იყო ბატონ გოგისთან ერთად და რაღაც საბუთებს ახარისხებდნენ.გოგიმ სახეგაფითრებული გიორგი რომ დაინახა შეეშინდა და შეშინებულმა შეეკითხა. -კარგად ხარ?რა მოგივიდა შვილო,ღელავ?შვილოს გაგონებაზე ზანდას თვალები გაუფართოვდა. -არაფერია მამა,ზანდა დეიდა არავისთან არ თქვათ შეკრების დაწყებამდე ჩემი ვინაობა და ახლა მომისმინეთ ორივემ.ზანდამ დაბნეულად დაუქნია თავი და მის დაბნეულობაზე გიორგის ჩაეცინა. -ნუ ნერვიულობ,არ ვიქნები მკაცრი უფროსი.ნუ გააჩნია ვისთან როგორ,მაგრამ თქვენთან არა.ზანდას ცოტა გულზე მოეშვა გიორგის სიტყვებით. -რამ შეგაშინა,კომპანიის უფროსობამ?გახუმრება სცადა შვილთან გოგიმ. -მამა მომისმინე.გიორგის ხმა მტკიცე და შეუვალი იყო.-დღეს აქ რაც მოხდება,გთხოვ ხელი არ შემიშალო.დღეს რამოდენიმე შენი ძველი, ვითომ მეგობარი სამსახურს დატოვებს. -რა ხდება,გამაგებინე მეც ჩამაყენე საქმის ყურში.ანერვიულდა გოგი. -დღევანდელი დღე დამითმე,მხოლოდ ამას გთხოვ და სხვას შემდეგ დაწვრილებით მოგიყვებით ორივეს.დღეს კი მინდა ჩემი საყვარელი ნათლიის და შენი საუკეთესო მეგობრის ნამდვილი სახე დაგანახო.გოგის რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ გიორგიმ ისევ შეაჩერა. -ახლა არა,ახლა არაფერი არ მითხრა გთხოვ მე თავად აგიხსნი ყველაფერს მოგვიანებით. -კარგი შვილო,ნუ ნერვიულობ მე შენ გენდობი და მჯერა შენი.ისიც ვიცი,რომ ტყუილად არ დაიჯინებ ამას რასაც მთხოვ,რაღაც მიზეზი გაქვს ვერ ვხვდები რა,მაგრამ მე შენ გენდობი.კარგი წავიდეთ.პირისპირ იდგა ორი ერთნაირი ასლის ადამიანი,მხოლოდ ერთს ჭაღარა ამშვენებდა და ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ. -თქვენ წადით პირველებმა,ზანდა დეიდა თქვენც მამას გაჰყევით და მე მოგვიანებით შემოვალ. -სწორი გადაწყვეტილებაა,ასე ეფექტს მოახდენთ ყველაზე.მოუწონა ზანდამ ჩანაფიქრი. -არა,ეს არ მადარდებს მაინტერესებს როგორ წავა შეხვერა და მე ვიცი თავად როდის უნდა შემოვიდე.მამა ამაყად დადექი,არ შეგაშინოს არავინის მუქარამ,აი სწორედ ამის გამო ჩამოვედი რომ დღეს მარტო არ იყო. -ვამაყობ შენით,უკვე აღარაფლის არ მეშინია.მშვიდად მიდიოდა მსჯელობა,რომ უკვე საქმე აქციებზე მივიდა და ბატონი ანზორი გამოვიდა სიტყვით. -ბატონო გოგი 70% აქციების უნდა გაიყიდოს,დარჩენილი 30% თქვენ მცირედი ადგილი გექნებათ თქვენს შექმნილ კომპანიაში. -რას ამბობ ანზორ.შენ წარმოდგება გაქვს რას წარმოადგენს ეს კედლები ჩემთვის?აღაშფოთა გოგი ანზორის გამოსვლამ. -პირდაპირ რომ ვთქვა,ეს კომპანია უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაყიდულიყო. -რატომ უნდა გაყიდულიყო,ვერ ვმუშაობთ?მოგება არ გვაქვს?გაუკვირდა გოგის. -ჩვენ ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ ავირიდეთ არეულობა და სკანდალები.მესმის რომ არა სასიამოვნოა პირდაპირ სიმართლის თქმა,მაგრამ რას ვიზამთ ესაა ერთადერთი სიმართლე,აქციები უნდა გაიყიდოს.ყველაზე კარგი გამოსავალი კომპანიისათვის ახლა ესაა. -ხომ არ მეტყვი ბატონო ანზორ კომპანიას გაყიდვით რა ბედი ეწევა ესპანეთში და იტალიაში ჩვენს ფილიალებს?არა,მე წინააღმდეგი ვარ. -ბატონო გოგი ჩვენ თქვენი თანხმობა საერთოდ არ გვჭირდება,უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და კომპანიის ახალი მფლობელიც მე ვარ. ამაყად წარმოთქვა ბატონმა ანზორიმ.ვინ არის წინააღმდეგი კომპანიის გაყიდვის ასწიოს ხელი,სულ ოთხი ადამიანი?ვინ არის თანახმა დარჩეს ძველი უფროსი?ათი ადამიანი,გასაგებია. -არ სცდები ანზორ კომპანიას ჰყავს ახალი უფროსი,ადამიანი ვინც ჩემი ყველა აქცია უკვე შეისყიდა,ადამიანი რომელიც ახლა უკვე 100%-იანი პაკეტის მფლობელია და მას ვერავინი ვერ შეეწინააღმდეგება სულ მალე ის თქვენს წინაშე წარსდგება.თითქოს ამ დროს ელოდა და დარბაზში გიორგი შემოვიდა. -აი კომპანიის ახალი მფლობელი ანზორ თუ კარგად გახსოვს ის შენი ნათლულია,ახლა კი შენს წინ დგას აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი ბატონი გიორგი გოგაბერიშვილი.გიორგიმ თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა და სანამ დაჯდებოდა მის სკამზე არწივივით მრისხანე თვალი შეავლო სათითაოდ ყველას და ერთი შეხედვით ამოიცნო ყველას გამოხედვაში ზიზღიც,სიხარულიც და იყო რამოდენიმე რომლებსაც ნაძალადევი ღიმილი ჰქონდა სახეზე. -შეტყობინებები მომაწოდეთ უცხო ქვეყნებიდან შემოსული.გაიჟღერა გიორგის მტკიცე ხმამ. -მხოლოდ ერთი გვაქვს ბატონო გიორგი.მე ვფიქრობ,რომ მოქმედების გეგმა უცხო ქვეყნებთან უფრო უნდა დავხეწოთ.თუ მსგავს პროგრამას გავუშვებთ საჭირო იქნება.................გიორგიმ ვეღარ მოითმინა და პირში შეეჩრა მოსაუბრეს. -გინდა თქვენც და აქ მსხდომ რამდენიმე ადამიანსაც ცუდი დახასიათება გააგზავნოთ იმ ქვეყნებში სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და გინდათ მათმა შეწყვიტონ ჩვენთან ურთიერთობა ასე არ არის ბატონო ანზორ?თუ ბატონო ნათლია.გიორგის ახლოს მჯდარ მამაკაცს ფერი წაუვიდა,გიორგის კი ჩაეცინა ამაყად შეხედა პირდაპირ თვალებში ჭაღარა მამაკაცს,რომელსაც მისი თმასავეთ გათეთრებოდა სახე,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ფეხზე წამოდგა და ისე გააგრძელა საუბარი.ზოგისთვის შოკის მომგვრელი,ზოგისთვის უცნაური,ზოგისთვის შესაძლებელია სასიხარულოც იყოს ის რასაც ახლა ვიტყვი,მაგრამ გაჩუმებაც არ შეიძლება.ამ ადამიანს თავისი კომპანიის შექმნა უნდა, მამაჩემის ადგილიც უნდა და მამაჩემის სახელით უნდა იარსებოს.ყველაფერზე არის წამსვლელი,რათა მისი მიზნები შეასრულოს და ერთ დროს მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარდა,ეს სიყვარული კი სულ რაღაც ერთი საათის წინ დასრულდა.ეს არის თქვენი რამდენიმე წლიანი მეგობრობა?რატომ დუმხართ?დროზე მოვედი მამაჩემო აი შენი ერთგული მეგობრის ნამდვილი სახე,მხოლოდ უნიღბოდ. -სცდები შვილო გიორგი.შეშფოთება და შიში იგრძნობოდა ანზორის ხმაში. -მოვითხოვ იტალიაში წარსადგენ ქაღალდებს,ვიცი რომ მზად გაქვს.სანქციებს,ანგარიშებს.ეს ჩვენი,ჩემი და მამას გაყიდვა არ არის,ეს ყველას გაყიდვაა ვინც აქ მუშაობს.ის რისთვისაც მამაჩემი თავდაუზოგავი შრომით აღწევდა შენ,სწორედ შენ და ვინ იცის კიდევ ვინ დგას შენს გვერდით ამ ხალხიდან,მაგრამ არავის არ ვერჩი ჯერ-ჯერობით შენ,მისი საუკეთესო მეგობარი,შვილის ნათლია სურვილიც აღარ მაქვს ნათლია გიწოდოთ,მოინდომე მისი დაარსებული კომპანიის წართმევა და დაპატრონება. -ტყუილიააა. -არ არის ტყუილი,ჩემი ყურით რომ არ მომესმინა თქვენი საუბარი სხვას არ დაუჯერებდი.ტყუილით და თქვენი შეთითხნილი რაღაც საბუთებით გინდათ ამ ყველაფერს დაეპატრონოთ.განათლებული ადამიანი ხარ ნათლია და ადგილი შეარჩიეთ ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თემებზე სად უნდა ისაუბრო,ამ ჰოლდინგში ასეთი ადგილები ვფიქრობ ბლომადაა.დღევანდელი შეხვედრა თქვენთვის უცხო პარტნიორებთან იყო განკუთვნილი რომელსაც თავად უნდა გაძღოლოდი,ამიტომ მე ვიზღუნებ დღეიდან ამ საკითხზე და თავად მოვძებნი ადამიანს ვინც ერთგულად მოგვემსახურება.იმედია ამის უფლება მაქვს,თავად ავირჩიო სანდო ხალხი ამ ჰოლდინგში.ყველა ჩუმად იჯდა და ვერავინი ვერ უბედავდა გიორგის სიტყვის თქმას. -ქალბატონო ზანდა ყველა შემოსავალ-გასავალიის ანგარიშები და სანქციები 5 წუთში ჩემს მაგიდაზე იყოს,ასევე დაიბლოკოს ახლავე ყველა კომპიუტერი და ჩატარდეს სრული შემოწმება,ამ შემოწმებით გამოვლინდება ვინ დარჩება ამ კომპანიაში სამუშაოდ და ვინ წავა.პატივს ვცემ თქვენს ასაკთან ერთად თქვენს თეთრ თმას,მაგრამ მე არ მჭირდება ისეთი ხალხი მყავდეს გვერდით ვინც მხოლოდ თეთრ კბილს მიჩვენებს და გული კი ბოღმით აქვს სავსე.გიორგიმ თავის პირად ადვოკატს დაურეკა და მისი შერჩევით ერთ სანდო პიროვნებას,რომელიც მართლაც 15 წუთში ჰოლდინგში იყო და ასრულებდნენ გიორგის მოთხოვნას. კომპიუტერებთან დაკავშირებით ამ შემოწმებამ მართლაც გასაოცარი შედეგი გამოიღო და ძალიან ბევრი უზუსტობები აღმოაჩინეს იმ ადამიანებთან,ვისთანაც გოგი მეგობრულად და ძმაკაცურად იყო.ძალიან ცუდად შეიქნა,რცხვენოდა გიორგის რომ მან აჯობა და ერთი გადახედვით გამოიცნო ვინ მუშაობდა მის გვერდით.გიორგიმ ის ზედმეტი ხალხი დაითხოვა და ახალი ვაკანსიები გამოაქვეყნა,რაც ჰოლდინგს ესაჭიროებოდა ახალი და განათლებული კადრები. შეკრება დასრულდა და ერთი კვირა ყველა ყურებჩამოყრილი დადიოდა,რადგან არავინმა არ იცოდა ვის მოუწევდა სამსახურიდან დათხოვა.ერთი კვირის შემდეგ შეიკრიბა ყველა ისევ და გიორგიმ ყველას წარუდგინა გაყალბებული საბუთები თავიანთი ხელწერით. -ყურადღებას ვითხოვ, მხოლოდ რამოდენიმე წუთით შეგაყოვნებთ მეგობრებო.როგორც იცით ჩატარდა შემოწმება,ვინც დაიმსახურა ამ კომპანიაში მუშაობა გააგრძელოს მას თავიანთ კომპიუტერში დახვდებათ მოსალოცი შეტყობინება.ვისაც არა,დღესვე ჩაალაგებთ თქვენს ნივთებს და ამ კომპანიის კარები მათთვის სამუდამოდ დაიხურება და დაივიწყებთ ამ ადგილს.მე არ ვაპირებდი ამ ყველაფრის გაკეთებას,თავად მიმიყვანეთ ამ ზომამდე. -დროული იყო ეს გაწმენდა გიორგი შვილო.საუბარში ერთი ასაკოვანი მამაკაცი ჩაერია.-რადგან ვიცი აქ ძალიან ბევრი შავი ტარაკანები არიან თავმოყრილი. -ჰოდა ახლა იმედია ისწავლიან ვის როგორ უნდა მოექცნენ,უნდა იცოდნენ,რომ ყველასთან ვერ გაუვათ თავიანთი გეგმები განახორციელონ. -მიხარია რომ მართლაც დროულად დაბრუნდი და მამას გვერდში დაუდექი.წარმატებებს გისურვებ შვილო. -მადლობა ბატონო ამირან დიდი მადლობა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა არ ფიქრობს თქვენსავით. -არა უშავს,ისეთი სამსახური გაქვს მტერი გარეთაც გყავს და შიგნითაც,ფრთხილად იყავი კედლებზედაც თვალები უნდა გქონდეს.თუ რამეში დაგჭირდი,არ მოგერიდოს,მე ყოველთვის მოგისმენ და ჩემს რჩევას გაგიზიარებ. -გავითვალისწინებ აუცილებლად,ახლა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.ბატონებო იტალიაში ჩვენს ფილიალს,კომპანია ,,მანჩესტერს'' მათთვის ყველა მნიშვნელოვან საბუთზე ხელი აქვს მოწერილი ბატონ ემზარის და ბატონ ანზორის და არა მამაჩემს,ამისათვის ბატონი ანზორი და ბატონი ემზარი დათხოვილი არიან დაკავებული თანამდებობიდან.ახლა კი თქვენს ადგილებს დაუბრუნდით და ერთ საათში გელოდებით ისევ იმათ,ვინც დარჩება სამსახურში.შეხვედრამდე მეგობრებო.დაემშვიდობა ყველას და თავის კაბინეტში შევიდა,ზანდასთან ერთად სქელ საქაღალდეებში რაღაც საბუთებს ეძებდნენ,რომ კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და მხრებში ეცა გიორგის ორივე ხელებით,რაზედავ ზანდამ იკივლა შიშისგან.გიორგის წინ გაფითრებული ანზორი იდგა და ყბა აკანკალებული უყვიროდა. -როგორ ბედავ და მე მანთავისუფლებ ამ კომპანიიდან,მე რომელსაც მთელი ჩემი წლები აქ მაქვს გავლილი. -და მთელი ეს წლები იმაზე ფიქრობდი როგორ ჩაგეგდო ხელში ეს სხვისი შექმნილი იმპერია. -როგორ მიბედავ.დორბლებს ყრიდა პირიდან ანზორი და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.გიორგი კი წყნარად იდგა და უსმენდა.ბოლოს დაიღალა ამდენი მუქარით და უწმაწური სიტყვებით,ყელში ამოუვიდა მრისხანედ დაიგვირგვინა ისე რომ მთელმა კომპანიის კედლებმა ექოთ გამოსცა მისი ხმა. -მე როგორ გავბედე და როგორ დაგითხოვე?და თქვენ?თქვენ როგორ გაბედეთ ის რაც გააკეთეთ.მოდიხართ პრეტენზიებით ვითომდა უდანაშაულო ხარ,იმის მაგივრად ამდენი დამამტკიცებელი საბუთი ხელში მიჭირავს ციხეში არ გიკარი თავი,მე მომვარდი და მემუქრები?როგორ მიყურებ თვალებში და პატიოსნებაზე როგორ მელაპარაკები სირცხვილი საერთოდ არ გაქვს?როცა დასაძინებლად წვები და შენს თავთან მარტო ხარ,თუ გიფიქრია როდისმე ვინ ხარ,უფრო სწორად რა ხარ,რა არსება ხარ და რატომ გაქვს ამოდენა ბოღმა გულში.გოგიმ ხელი მოკიდა გიორგის და უკან დასწია შვილი,ანზორს მხარზე ხელი დაარტყა მსუბუქად და წყნარად,ყოველგვარი აღელვების გარეშე უთხრა. -ანზორი შენს ადგილას ახლა ამ წუთში ნამდვილად არ ვინატრებდი ყოფნას,მაგრამ ერთ მინიშნებას მოგცემ ისევ და ისევ ძველი მეგობრობის ხათრით და განვლილი ლამაზი წლების სანაცვლოდ,დროზე გაეცალე აქაურობას,გიორგი არ არის ჩემსავით დამთმობი და მე უკვე აღარამაქვს ისეთი დიდი ძალა როგორც მას,მე ვერ შევძლებ შენს დაცვას და უკვე არც მევალება.ეს უკვე აღარ ითვლება ჩვენს ვალდებულებებში,ამიტომ ჯობია აღიარო დანაშაული და წახვიდე ყოველგვარი ხმაურის გარეშე.გიორგიმ სულ რამდენიმე წუთში დაიწყნარა ნერვები და ზანდას სთხოვა. -ზანდა დეიდა ვიცი რომ თქვენც ინერვიულეთ,დღეს ყველასთვის მძიმე დღე იყო,მაგრამ გთხოვთ დღეს დავასრულოთ ყველაფერი და კიდევ შევკიბოთ ისინი ვინც დარჩნენ სამსახურში. -გეთანხმები მართლა შემეშინდა და გამეხარდა,ბატონი გოგი რომ გამოჩნდა და სიტუაცია მისი ჩარევით დამშვიდდა.ყველაფერი კარგად იქნება,დარწმუნებული ვარ კარგი უფროსი იქნებით. -მადლობა,ვნახოთ.გაეღიმა გიორგის. -წავალ დავუძახებ ყველას.ზანდამ წავიდა და რამდენიმე წუთში გიორგი ისევ შეხვდა თანამშრომლებს. -მეგობრებო გილოცავთ,ჩემი თხოვნაა მხოლოდ გაუგოთ ერთმანეთს და ერთგულად ვითანამშრომლოთ ერთმანეთში.დღეს როგორც შეხედეთ ღვაწმოხდილი და თმაჭაღარა ხალხი არ დავინდე და გავუშვი სამსახურიდან ისეთები ვინც სულ მალე პენსიაში გავიდოდა,მაგრამ მინდა დაიმახსოვროთ,ჩემს ზურგს უკან ყალბ მოქმედებას არავის არ ვაპატიებ.ეს არ არის კომპანია რომელიც კარს უღებს მხოლოდ ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილებს,ეს არის კომპანია,რომელიც კარს უღებს ყველა გამვლელ მოქალაქეს და ყველა ერთგულ თანამშრომელს.თითოეული თქვენთაგანი რომლებიც ახლა ჩემს წინ დგას,თქვენ მოგეცათ მეორე შანსი და მინდა მოგილოცოთ თანამდებობაზე დარჩენა.ასევე ძალაშია გამოქვეყნებული ვაკანსიები,რადგან გვესაჭიროება გამოცდილი-განათლებული და ნიჭიერი კადრები.აქ ნაყოფიერი მუშაობა თქვენზეა დამოკიდებული,თქვენს ერთგულებაზე და ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებაზე რადგან აღვიდგინოთ შელახული სახელი უცხოელ პარტნიორებთან და მყარად დავდგეთ ფეხზე.კარგი და ერთგული მუშაობით გპირდებით ანსაზღაურებაც კარგი გექნებათ,მხოლოდ კიდევ და კიდევ გაფრთხილებთ ორგულობას არავის არ ვაპატიებთ ასაკისდა მიხედვით მაინც არ დავინდობთ.ყველას მდგომარეობსაში შევალ და ყველას დავეხმარები,მაგრამ არა მატყუარებს და ორგულებს.ძალიან გთხოვთ ერთმანეთში ჩამოვაყალიბოთ ნორმალური და ადამიანური ურთიერთობები.დაუბრუნდით თქვენს ადგილებს,უფალი გვფარავდეთ. გიორგი არ იყო მკაცრი უფროსი,მაგრამ მაინც ეშინოდათ მისი თანამშრომლებს.გოგი კი ამაყობდა შვილით და უფალს მადლობას წირავდა ყოველ დღე,გიორგის საქართველოში დაბრუნებისთვის. -გიორგი რატომ გაქვს ასეთი სტრაშნი შეხედულება,არადა კამფეტივით ბიჭი ხარ.უთხრა ერთ დღეს მისმა ბავშვობის მეგობარმა ბექა ჭკუასელმა. -ამართლებ გვარს ჭკუასელო,ჭკუა ხარ ცარიელი.ღიმილით უთხრა გიორგიმ. -არა,არა მართლა მაინტერესებს.რომ დაგინახავენ მოდიხარ,შორიდან უნდა შეხედო როგორ დაფაცურდებიან და ყველა კომპიუტერს აჩხაკუნებს. -რა აშინებთ,რა ბუას ვგევარ?აყვა ბექას ხუმრობაში გიორგიც. -ისე არასდროს არ ხარ ცუდ ხასიათზე და რას აკეთებ ამისთვის, მასწავლე მეც რომ ასე ხალისიანი ვიყო შენსავეთ. -ბექა მე ნოსტალგია და მონატრება სიმღერამ დამაძლევინა,როცა სული მხიარულობს თავისდაუნებურად ვმღერივარ,როცა ცუდად ვარ მაინც ვმღერივარ.ჩვენ დავიბადეთ ისეთ მხარეში,სადაც სულის სითბოა საჭირო.ყოველ ჯერზე როცა ვმღეროდი თითქოს იმ სიმღერის დროს ახლოს ვიყავი სამშობლოდან,საყვარელ და მონატრებულ ხალხთან და უფრო მეტიც,ჩემს ბავშვობასთან.ამ ყველაფერს როცა იხსენებ თავისთავად იგრუზები,მაგრამ მე მაინც სიმღერას ვიშველიებდი დასახმარებლად და ვმღეროდი მანამ,სანამ არ ვიგრძნობდი რომ ყელში მოწოლილი ცრემლები გაჩერდნენ.უზომოდ მიყვარს თბილისი და არა მარტო თბილისი,მთლიანად მთელი საქართველო მისი შეუდარებელი ცამდე ასული მთებით.საოცარი სამშობლო გვაქვს,მიხარია რომ მე წილად მერგო ამ ჯადოსნურად ლამაზ მხარეში დაბადება და ეროვნებით ქართველობა მარგუნა უფალმა.მე მონატრება მკლავდა ბექა მთელი ეს წლები,რა დროც ვიცხოვრე უცხო ქვეყანაში.მაგრამ მოვიდა დრო,რომ მე ჩემს სამშობლოს და ჩემს ქართველ ხალხს ვემსახურო. -ვაუუუ,არ მეგონა ამოდება ნოსტალგიას თუ ატარებდი გულით.გაოცებული იყო ბექა. -ხანდახან თავს რომ ვერ მოვერეოდი,ღამის კლუბებშიც ავაჟღერებდი ხოლმე ქართულ მუსიკას და დიდ მოწონებასაც იღებდა.რამდენჯერმე შემომთავაზეს კიდეც დავრჩენილიყავი მასთან და მემღერა კლუბში,მაგრამ მერე ჩემი სამშობლო?ვერა,ვერაფერზე ვერ დავთმობდი მე მას. -გიორგი იქ რითინ ირჩენდი თავს,ძია გოგიმ რამდენჯერმე თქვა,არ მაძლევს ნებას დავეხმაროო. -დღე ვსწავლობდი და მდიდარი ბიჭის შთაბეჭდილებას ვტოვერბდი გოგოებში და ღამე ვმუშაობდი.ასე ვირჩენდი თავს.ერთ საღამოს ერთი მოხუცი ბებო შეწუხდა ქუჩაში და იქვე მდგარ გოგონას თხოვა იქნებ წყალი მომაწოდო ცუდად ვარო,მე იქვე ბიჭებთან ვიდექი და თან თვალყურს ვადევნებდი მოხუცის და გულქვა გოგონას საუბარს. -მერე რა მოხდა.დააინტერესდა ბექას გიორგის მონათხრობი ისტორიით. -მერე მოხდა ის რომ გოგონამ წყალი არ იყიდა, იქვე იყო მაღაზია და გულშეწუხებულ მოხუცს ფული გაუწოდა თითქოს მათხოვარი მდგარიყო მის წინ.ბექა მოხუცებულს რამოდენიმე წვეთი წყალი უნდოდა სულის მოსაბრუნებლად,მოხუცმა ფულს დახედა,გამოართვა გოგონას გადახია და სახეში მიაყარა.გავბრაზდი და მოხუცს მივუახლოვდი,წყალი მივაწოდე,ფუნთუშაც ვუყიდე,სული მოვაბრუნებინე და შემდეგ იქვე მდგარ გულქვა გოგონას მივუბრუნდი. -შეიძლება სხვაზე მეტი ფული და შესაძლებლობა გაქვს,მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მოხუცს თქვენი ფული არ ჭირდებოდა,მას ერთი ჭიქა წყალი უნდოდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.შემდეგში უფრო დააკვირდით ადამიანის გატანჯულ სახეს,თუ ოდესმე კიდევ გთხოვათ დახმარება ვინმემ,თქვენ კი იქნებ დამცირების გარეშე დაეხმაროთ.დაიმახსოვრე,ფულით არასოდეს არ განსაზღვროთ ადამიანის ბედ-იღბალი. -ბოდიშს ვიხდი,მე მართლა არ გამიკეთებია ეს ისე რომ ვინმეს გული ვატკინო.მითხრა აცრემლიანებული თვალებით გოგონამ. -მაგრამ გინდოდა თუ არ გინდოდა,ატკინე და უფრო მეტიც დაამცირე.ვწუხვარ,თქვენი სიმდიდრით შეგიძლიათ იყიდოთ ბევრი რამ და არა ადამიანის სიცოცხლე.შევაქციე ზურგი და დავტოვე ქუჩაში.იმ საღამოს არ მქონდა კარგი მუშაობა,მაგრამ მოხუცებულს ქუჩაში ვერ დავტოვებდი.მისამართი გამოვკითხე და სახლში მივიყვანე.გამომკითხა ვინ ვიყავი,სად ვცხოვრობდი,შემდეგ ჩაფიქრდდა და როცა წამოსვლა დავაპირე დიდი მორიდებით მითხრა. -ნუ გადაიხდი ბინაში ფულს,აქ მოდი და აქ იცხოვრე.მე მარტო ვარ,მთელი ჩემი ცხოვრება სიმარტოვეში გავატარე,მეც არ ვიქნები მარტო და შენც ბინა გექნება სადაც შეგეძლება იმეცადინო და დაისვენო.გაოცებული ვიყავი ბექა ამ ქალის სულისკვეთების,მისგან წამოსული სითბოსი და სიყვარულის.მეგონა და უფრო მეტიც,ვგრძნობდი თითქოს უფალმა გამომიგზავნა საჩუქრად ეს მოხუცი. -დათანხმდი?არ მითხრა არაო,თორემ აქვე მოგკლავ.თვალებგაფართოვებული მიაჩერდა ბექა გიორგის. -დავთანხმდი,მაგრამ ღამითმაინც გავდიოდი და ვმუშაობდი.მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.იქ ცხოვრებიდან სამ წელიწადში შვილად ჩამიწერა,მოქალაქეობა გამიკეთა და მთელი 5 წელი ტკბილად ვიცხოვრეთ.ერთ დღეს კი მოულოდნელად ავად გახდა და მითხრა. -არ დამტოვო დღეს მარტო, გიორგი მე შენს მეტი არავინ არ მყავს ეს ყველაფერი რასაც აქ უყურებ შენია,ბანკში რაც თანხაა შენია და მინდა აქ ამ სახლში ბედნიერმა იცხოვრო,მინდა აქ შენმა შვილებმა ირბინოს.გაოცებული მივჩერებოდი,გულში ჩამიკრა მისი გამხდარი და ანანკალებული ხელებით.მეც ცრემლი მომერია,შუბლზე ვაკოცე და შევხედე უკანასკნელად როგორ გაუბრწყინდა თვალები.ძალიან დამწყვიტა გული ჩემმა მოხუცმა,გარკვეული დრო სახლში ვერ შევდიოდი და სასტუმროში ვათევდი ღამეს.შემდეგ სიზმარი ვნახე,სად ხარ შვილო სანთელი ჩაქრა და აანთე მინდა შეგხედო,მაგრამ სიბნელეა ირგვლივ და შენს სახეს ვერ ვხედავ.ავდექი,უცებ ჩავიცვი და სახლში წავედი შევედი თუ არა სანთელი ავანთე მის ფოტოსთან და მის საწოლზე დავწექი მოკუნტულმა.ვიგრძენი,ბექა ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ მომეფერა.მას შემდეგ მე იმ სახლის კარი არ გამომიკეტია აქამდე,არც მისი ფოტო ამიღია ჩემი სამუშაო მაგიდიდან. -ის გოგო აღარ გინახავს? -ის გოგო დამავიწყდა კიდეც,ალბად ორი წელი იქნებიდა გასული იმ ამბიდან,რომ ერთ დღეს შემთხვევით შემაჩერა ქუჩაში და მომესალმა. -მერე? -გამარჯობა,მე ანა ვარ. -გაგიმარჯოს, მე გიორგი ვარ. -მიცანით? -გიცანით,მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ვერ გავუგებ ერთმანეთს. -რატომ? -იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული ფენიდან ვართ. -არა,მომისმინე გიორგი.აქ ფენა არაფერ შუაშია,იმ დღეს იცი როგორ ვინერვიულე?ძალიან ბევრი ვიტირე,ვიფიქრე და გვიან მივხვდი რომ გამართლება არ აქვს ჩემს ქცევას. -მთავარია რომ მიხვდით თქვენს შეცდომას. -მივხვდი და ამ თქვენი უხეშობით მე ცხოვრების სწორი გზა დავინახე,მოვედი რომ მადლობა გითხრათ. -აქ მადლობის სათქმელად მოხვედი? -კი,მადლობის სათქმელად და არა მარტო.მინდა მეგობრები ვიყოთ თუ წინააღმდეგი არ იქნები, მომეცი ხელი და დავიწყოთ ახლიდან თითქოს ახლა გავიცანით ერთმანეთი. -წინააღმდეგი არ ვარ,ვიყოთ მეგობრები ანა.ასე დავმეგობრდით მე და ანა.გაგაცნობ კარგი გოგოა. -შეცდომა დაუშვა,მაგრამ მიხვდა და აღიარა. -კი,აღიარა არ გაჭირვებია და ეს მომეწონა მასში.უშეცდომო კი არავინი არ არის,იცი რას მეუბნებოდა ყოველთვის? -შენს გვერდით,გიორგი ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.როცა ერთად ვართ,ვგრძნობ რომ ვცხოვრობ და ვცოცხლობ. -ანა მართლა მასე გულისხმობ?შევეკითხე ერთ დღეს გახარებულმა. -მართლა,სულ სხვანაირი სუფთა და წმინდა აურა მოდის შენგან,რასც არავინისგან არასდროს არ მიგრძვნია. -ერთი რაღაც მინდა შენგან,ყოველთვის მინდა იყო დარწმუნებული რასაც აკეთებ და რასაც ფიქრობ.ანამ ღიმილით დამიქნია თავი და მას მერე განუყრელი მეგობრები ვართ,ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის. -შენს ცხოვრებაში ვინმე არ ყოფილა? -არა,ჯერ მართლა არავინი არ მომწონებია,შენ რა დღეს დაკითხვაზე ხარ?მიდი დაურეკე ბიჭებს და გავიდეთ სადმე,ხვალ ხომ შაბათია დავისვენოთ ერთი კარგად და ვაჟკაცურად.დამღალა ამ ოფისმა და ქაღალდებმა. -აბა ეს თქვი შენ,სიზმარშიც ქაღალდების შრიალი მესმის.თქვა ბექამ და გულიანად გაიცინა.ორივე წამოდგა და მხიარული სახეებით დატოვეს კომპანია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.