შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამკუთხედი (თავი პირველი)


25-06-2018, 21:15
ავტორი -venus-
ნანახია 3 373

თავი 1
წვიმის ხმას, დრო და დრო გრუხუნის ხმა ერთვოდა, მოქუფრულ ცაზე ალაგალაგ ელვაც ანათებდა. ძველი იტალიური ეზოდან ჩხუბის და ჭურჭლის ლეწვის ხმა გამოდიოდა, გარეთ არსებულ ხმაურს ერთვოდა და შემაძრწუნებელ ნაერთს ქმნიდა.
- ნუ არტყავ გთხოვ. სასოწარქვეთილი ბღაოდა, ალაგალაგ შპალერ ჩამოხეულ კედელთან ჩაკეცილი ქალი. მუხლებში ხელებს იშენდა და განწირული ევედრებოდა მამაკაცს შეჩერებას, მაგრამ კაცი არ წყვეტდა. კუთხეში მოქცეულ, დასისხლიანებულ ახალგაზრდა ბიჭს უმოწყალოდ ცემდა, ხელით, ფეხით. შემდეგ თითქოს ესეც არ ეყოვო და ბიჭის სისხლისგან დასვრილ შარვალს ქამარი გამოაძრო. ამის დანახვაზე ტირილისაგან განადგურებულმა ქალმა წამოდგომა შეძლო, ისიც არ იყო კარგ დღეში, როგორც ჩანს კაცს მასზე ძალადობაც მოუსწრია. კაცისკენ გაემართა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უკნიდან კისერზე ჩამოეკიდა და ამ გზით სცადა ბიჭისაგან მოშორება. კაცი გაავებული თვალებით იყურებოდა აქეთ-იქით.
- გამიშვი, გამიშვი თორემ შენც ამ ნაბი*ვარივით გაგიერთიანებ ძვალს და რბილს. ზიზღით დაუღლიარა ქალს და ხელის კვრით მოცილება სცადა, თუმცა გამწარებული დედა, იმ დონემდე იყო ჩაფრენილი მის კისერს, რომ კაცმა მისი მოშორება ვერ შეძლო.
- დაანებე თავი, გთხოვ! დაანებე ჩემს შვილს თავი, რა გინდა? რით ვერ მოგბეზრდა ეს ყველაფერი? რა დააშავა ჩემმა შვილმა თენგიზ, რა? როდემდე უნდა გაგვამწარო? 10 წელი არ გეყო? ყოველ დალევაზე უნდა ცემო ბავშვი? შენს გამო რას დაემსგავსა ვერ ხედავ? ბავშვს ბავშვობა არ ჰქონია და ახლა თინეიჯერობასაც უსპობ? დაგვანებე თავი! ტირილით ამოილაპარაკა ნინელიმ და თავის შვილს საცოდავი თვალებით შეხედა. ბიჭს თვალი ჰქონდა ჩალურჯებული, ტუჩიდან ცხვირიდან და წარბიდან სისხლი სდიოდა, მეორე თვალი კი ჩასისხლიანებული ჰქონდა და ძლივს ახერხებდა გამოხედვას. კაცმა ძლივს მოიშორა ქალი, ხელი კრა და კედელს მიახეთქა, ქალმა ტკივილისგან ამოიხრიალა და სახე დამანჭა. ამასობაში მამაკაცმა მოასწრო ქამრის მოქნევა და ბიჭს პირდაპირ სახეში მოარტყა... ძალაგამოცლილმა და ტკივილისაგან გაბრუებულმა ყრუდ ამოიგმინა, მტკივან მხარეს ხელის მოკიდება ცადა, მაგრამ დასუსტებული ხელი უკან ჩამოუვარდა.
- დედა. ძლივს გასაგონად ამოიხავლა ბიჭმა. მიშველე... ამოილაპარაკა და გონება დაკარგა...

***
სასამართლო დარბაზიდან გამარჯვებული სახით გამოვიდა, თავის კლიენტს მოეხვია და მიულოცა. შემდეგ შენობიდან გამოვიდა, ღრმად ჩაისუნთქა და კმაყოფილი სახით მანქანას მიუახლოვდა, მძღოლის ადგილას დაჯდა და იქაურობას მოშორდა.
ყაზბეგის ქუჩაზე შეუხვია და 7ნომერ სახლთან მანქანა გააჩერა.
- საყვარელო მოვედი. დაიძახა სახლში შესვლისთანავე და გასაღები იქვე ჩამოკიდა.
- ნოა. გაისმა ნაზი ხმა და სილუეტიც გამოჩნდა. თეთრი ფითქინა კანი ჰქონდა, შავი თმა, მწვანე დიდი თვალები და სისხლივით წითელი ტუჩები, ულამაზესი იყო მარიტა. კარებთან მდგარს მამაკაცს მოეხვია და ყელში ცხელი კოცნა დაუტოვა.
- როგორ მომენატრე. ვნება მორეულმა, გოგონას ყურთან ჩაილაპარაკა და ძლიერად მოხვია წელზე ხელები.
- რა ქენი? როგორ ჩაიარა სასამართლომ?
- რას ვიზამდი, ისევ მოვიგეთ. გაღიმებული მოცილდა გოგონას სხეულს და პიჯაკის გახდა დაიწყო. გოგონამ ქმარს პიჯაკი გამოართვა საკიდზე ჩამოკიდა და მისაღებისაკენ წავიდა.
- გილოცავ, ყველზე მაგარი ადვოკატი ხარ. თბილი მზერა შეავლო ქმარს.
- მარ, წყალს გადავივლებ და რამე მაჭამე, თორემ ცუდად ვარ. გაიცინა და კიბეებს აუყვა.
- შენი საყვარელი კერძი მოვამზადე.
- ოქრო მყავხარ და არ მცოდნია. სიცილით ჩამოსძახა და გოგონამაც გაიღმა.
მეორე სართულზე ავიდა, ოთახში შევიდა და ტანზე გახდა დაიწყო. საფულე, მობილური და მანქანის გასაღები მაგიდაზე დაალაგა და აბაზანაში შევიდა. მთელი დღის ემოცია და დაღლილობა წამში ჩამოერეცხა. ცხელი წ*ლის ჭავლმა ყველანაირი დაღლილობა მოუხსნა. ის ისიყო აბაზანიდან უნდა გამოსულიყო, ტელეფონის ხმა გაისმა ოთახში. სასწრაფოდ გადაკეტა ონკანი, პირსახოცი წელს ქვემოთ მოიხვია და აბაზანიდან გავიდა.
- ჰო ლაშა, მშვიდობაა?
- გვჭირდები ნოა.
- ღადაობ ხო?
- არა რას ვღადაობ. ბიჭო ცოტა ისეთი თემაა რა, თორე არ დაგირეკავდი.
- რა ხდება, ისევ ოჯახური კომფლიქტი? თვალები მომაბეზრებლად აატრიალა.
- ჰო რა.
- ცოლს ცემს?
- არა, გერს.
- აუფ... რამდენი წლისაა?
- 18ის. უეჭველი უნდა მოხვიდე რა ნოა.
- ხო ჩავიცმევ და გამოვალ! ტელეფონი გათიშა და საწოლზე მიაგდო. „ ხოარ დაგაცდიან რა.“ ამოიოხრა, ტანსაცმლის კარადა გამოაღო, თეთრი პერანგი, ლურჯი შარვალი და პიჯაკი ჩაიცვა. საბოლოოდ გაემზადა და პირველ სართულზე ჩავიდა.
- სად მიდიხარ, აბა მშიაო?
- დაგაცდიან? ახალი საქმეა და სასწრაფოთ უნდა მივიდე.
- მოკლედ რა! როდესმე შევძლებ შენს ნორმალურად ნახვას?
- კი პატარავ, ვიცი... ვიცი, რომ ძალიან ცუდი გრაფიკით ვმუშაობ, მაგრამ გპირდები მალე ავიღებ შვებულებას და სადმე წავიდეთ. ცხვირზე აკოცა და ხელები წელზე მოხვია.
- უკვე ორი წელია ასე ამბობ ნოა, დავიღალე. ყოველთვის სახლში ვარ გამოკეტილი.
- მერე და ვინ გამოგკეტა? გითხარი, რომ არ გახვიდე, მეგობრებს არ შეხვდე ან არ გაერთო თქო?
- არა არ გითქვამს, მაგრამ...
- რა მაგრამ? ჩემი ბრალია შესანიშნავი მეგობრები, რომ გყავს? რაც გათხოვდი, რომელიმე მოვიდა და გნახა?
- არა... თავი ჩაღუნა და დამნაშავეს თვალებით ამოხედა ქმარს.
- ხოდა მე ნუ მებუსხები. ვიცი ჩემი ბრალიც არის, რომ მეტ ყურადღებას ვერ გაქცევ. ცოტაც მოითმინე კარგი? ხომ იცი, როგორ მიყვარხარ?
- ვიცი.
- ხოდა ვსო, მოდი მაკოცე ახლა და გავედი, მგონი გვიან მოვალ და არ დამელოდო. სახესთან მიუახლოვდა და მის წითელ ტუჩებს დაეწაფა. - მმმ რა გემრიელი ხარ... ხმადაბლა ამოილაპარაკა, უკანალზე უჩქმიტა და სანამ მარიტა რამეს მოიმოქმედებდა სახლიდან გავარდა.
- მასხარაა! მიაძახა და ტკივილისგან მომანჭული სახით სამზარეულოში გავიდა.

განყოფილებაში მისულმა, დაკითხვის ოთახისკენ აიღო გეზი. შესვლისას კარებში ლაშა შეხვდა.
- ეს არის? თითით დაკითხვის ოთახში მჯდომისკენ გაიშვირა.
- ჰო. დანანებით გააქნია თავი და ბიჭისაკენ გაიხედა, რომელიც მოწყვეტილივით იჯდა სკამზე და მთელი ტანით მაგიდას იყო ჩაბღაუჭებული, ისე თითქოს ხრამში ვარდებოდა და ეს მაგიდა იყო მისი ხავსი, რომელსაც ჩაეჭიდებოდა და გადარჩებოდა. ნოამ კარგად შეათვალიერა ახალგაზრდა. ოდნავ მოგრძო ყავისფერი აბურძგნული თმა ჰქონდა, საშუალოზე მაღალი იყო, გამხდარი, სახე კი ადამიანისას არ უგავდა, ისეთი ნაცემი იყო, ერთ ადგილს ვერ დაუნახავდით მთელს, რომ მისი სახის ნაკვთები აღექვათ.ორივე თვალზე უზარმაზარი სილურჯე აჩნდა. სახეზე ალაგალაგ მიმხმარი სისხლები კი იმმის მომასწავებელი იყო, რომ დანაშაული გუშინ შუადღეს ან ღამე მოხდა. ფიქრებიდან ლაშას ხელის კვრამ გამიყვანა.
- არ შეხვალ?
- კი, კი... უცებ მოეგო გონს და კარის სახელირუ ჩამოსწია.
- ნოა, სანამ შევიდოდა ლაშამ მოაბრუნა ისევ.
- იმას სახელმწიფო გამოუყოფს ადვოკატს, აი ამას ნამდვილად ვერ ჩავაბარებდი სხვას. შენ მჭირდები, უბრალოდ ძალიან გაჭირვებული ოჯახია, გუშინ დედამისი მუხლის ჩოქა მევედრებოდა, რომ კარგი ადვოკატი მომეძია მისი შვილისთვის და ყველაფერს იზავდა, რომ ხარჯები მალე დაეფარა. დაეხმარე რა... მეგობრულად დაკრა მხარზე ხელი და გაუღმა.
- არარის პრობლემა. ლაპარაკი შეუძლია?
- მგონი შეძლებს, არ ვიცი.
- კარგი, კარგი. დედამისს გადაეცი, რომ მისი შვილი უსაფრთხოდ იქნება.
- ძმა ხარ. სიხარულით აევსო თვალები და ნოას ოთახში შესვლის უფლება მისცა.
კარების ხმაზე ბიჭი შეკრთა, ზანტად წამოიწია მაგიდიდან, თვალების გახელა ცადა, ლურჯი, ჩასისხლიანებული და დაღლილი თვალები შეანათა ნოას, რომლებშიც შიში იყო ჩამდგარი.
- გამარჯობა. ნოა შეყოვნდა, მის დოსიეს ხელი ჩაავლო, რომელიც მაგიდაზე იდო და წინა გვერდი გადაშალა, სადაც მისი სახელის გაგებას შეძლებდა. „სანდრო ბერაძე“. ბიჭს არაფერი უთქვამს, გამარჯობის ნიშნად თავი დაუკრა, შემდეგ ტკივილისგან სახე მოემანჭა და ცდილობდა ისევ გაუნძრევლად მჯდარიყო.
- თუ ძალიან გტკივა, ექიმს დავუძახებ.
- არა. კარგად ვარ. ხმადაბლა ამოილაპარაკა და ეს „კარგად ვარ“ აშკარად არ იყო მართალი.
- დიდ დროს არ წაგართმევ, ისედაც ყველაფერს ვხედავ. რამდენიმე დეტალს დავაზუსტებ და ვეცდები ისეთი შეკითხვები დაგისვა, რაზეც მოკლე პასუხის გაცემას შეძლებ, რომ დიდად არ დაგტვირთო, კარგი? უცებ უთხრა ნოამ ბიჭს და მანაც თანცმობის ნიშნად ისევ თავი დაუქნია.
- რამდენი წელია მასთან ერთად ცხოვრობთ?
- ათი.
- ყოველთვის ასე ხდებოდა?
- კი.
- რატომ არ მიმართეთ ზომებს?
- არ ვიცი. ყველანაირად ცდილობდა, რომ მისი ხმა გასაგონი ყოფილიყო ადვოკატისთვის. ყველაფერი ისე ტკიოდა, ჯდომაც აღარ შეეძლო. თან დედამისზე ეფიქრებოდა.
- კარგი სანდრო, ეს როდის მოხდა?
- გუშინ.
- აქ როგორ მოხვდი?
- პოლიცია მოვარდა და ორივე წამოგვიყვანეს.
- კარგი და, შენ თუ დაზარალებული ხარ ადვოკატი არ უნდა გჭირდებოდეს, მოხდა რამე? ბიჭს გამჭოლი მზერით დააკვირდა და ცდილობდა მიმიკები დაეჭირა, თუმცა ისე ჰქონდა სახე წაშლილი, რომ მიმიკა კი არა სახის ნაკვთების აღქმა უჭირდა.
სანდრომ ამოისუნთქა და თითქოს მთელი დარდი გამოატანა.
- გონება დავკარგე, ტკივილისგან და გაუსაძლისობისგან ვეღარ შევძელი, მთელიდღის მშიერი ვიყავი და ხელი ამანაც შემიწყო, რომ ასე მალე დავნებებულიყავი. რამდენიმე წუთი არაფერი მახსოვდა. მერე დედაჩემის და იმის ყვირილმა მომიყვნა აზრზე, ყველაფერს ლეწავდა და დედაჩემს ურტყავდა, რომ გამოვფხიზლდი წამოდგომა ვცადე, მინდოდა დედას დავხმარებოდი, მაგრამ დამინახა და ისევ გიჟივით მომვარდა. ბოლოს საყელოში ჩამწვდა და კარებს მიმაჯახა, დედაჩემი კუთხეში ეგდო ძალა გამოცლილი. ამდენი უმოქმედობისგან ლამის შევიშალე, მიჯახების დროს, შუშა ჩაიმსხვრა, მე ზურგზე დავეცი და... სვენებ სვენებით და ნელა ყვებოდა, სიტყვებს შორის ნერწყვს ისე ყლაპავდა, თითქოს უდამბნოში ყოფილიყო მწყურვალი. ცოტახანს შეყოვნდა, ადვოკატს თვალებში შეხედა და განაგრძო. ერთი ნატეხი ავიღე და ახლოს მოსულს ფეხში ჩავარტყი. ძალიან იყვირა, მერე არაფერი მახსოვს, თავს უფლება მივეცი თვალები დამეხუჭა. წყალი შეიძლება? მორიდებით იკითხა და თვალები ძირს დახარა.
- ახლავე. სახე შეცვლილი ნოა ფეხზე წამოდგა, მარჯვენა კუთხეში მდგომი წყლის მაცივართან მივიდა და პლასტმასის ჭიქაში წყალი ხმაურით ჩამოასხა. ბიჭს წინ დაუდგა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ბიჭი ჭიქას ეცა და წამებში გამოცალა.
- კიდე გინდა? ღიმილით ჰკითხა ნოამ.
- თუ არ შეწუხდებით. ხმადაბლა მორიდებით გაიმეორა. ნოამ ისევ იგივე გაიმეორა და მეორე ჭიქაც დაუდგა წინ.
- ახლა რამელის?
- ახლა, შენს საქმეს სათანადოდ შევისწავლი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ციხეს გადაგარჩინო.
- დედაჩემი?
- დედაშენი კარგადაა! ნუ იდარდებ, ამ დღეებში საზღვარგარეთ მიდის, ამაშიც მე დავეხმარები.
- კი მაგრამ, რატომ?
- მთხოვა. ბიჭის შეკითხვამ ახლაღა დააფიქრა. „რატომ?“ რატომ იქცევა ასე, რატომ ეხმარება სრულიად უცხო ადამიანს ასე?! შეეძლო უბრალოდ ეთქვა, რომ ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში დახმარებას ვერ გაუწევდა, მაგრამ არა! ასე არ მოიქცა, ქალბატონს დრო მისცა, რომ ფული შეაგროვოს. ბიჭს კი საცხოვრებლად თავისთან წაიყვანდა.
- ასე ხომ ყველას შეუძლია რაღაც გთხოვოთ? ყველას ასე დაეხმარებით?
- ალბათ არა. გვეყოს ახლა ამაზე საუბარი, ეს ჩემი სურვილიცაა. მინდა დაგეხმარო და მორჩა.
- აქედან მალე გამიყვანთ? დაბნეული თვალებით შეხედა ადვოკატს.
- ვეცდები. სასამართლომდე სამწუხაროდ ვერაფერს ვიზავ. წინასწარი დაკავების იზოლატორში მოგიწევს ყოფნა.
- გასაგებია და მერე? თუ გამოვალ სად ვიქნები?! დედაჩემიც არ იქნება აქ, ახლშიც ვერ დავბრუნდები, სავარაუდოდ გამოგვაგდებდა სახლის მეპატრონე.
- კი, პოლიციაში ზარი მან განახორციელა.
- არც მიკვირს. თავი ჩახარა და ხელებზე დადებულ ბორკილებს დააკვირდა.
- მოკლედ, ახლა მე წავალ, ვეცდები ძალიან მალე გამოგიყვანო აქედან, არაფერზე იდარდო კარგი?
- კარგი, მადლობა.
ნოა დაკითხვის ოთახიდან ფაილით ხელში გამოვიდა. ყველას დაემშვიდობა, მანქანაში ჩაჯდა და ტელეფონზე შეტყობინება აკრიფა.
„ მარიტა, ბევრი საქმე მაქვს და სავარაუდოდ გვიან მოვალ, ნუ დამელოდები“
მანქანა დაქოქა და მეორე სახლისკენ აიღო გეზი.

ახალი ისტორიაა, იმედია მოგეწონებათ, პირველად ვდებ ახალბედა მწერლის ამპლუაში და ცოტაარიყოს ვნერვიულობ. ველი შეფასებებს. 8 გვერდი და 1500მდე სიტყვა <3 მადლობა!



№1  offline წევრი ჟიზელი

კარგია ^^
ისე "ემჩნაზე" უფრო სწორი, "აჩნდა" არის და კარებზე "მიმაჯახუნაო", "მიმაჯახა" ან "შემახეთქა" სჯობდა მგონი..
კიიიიდო, მგონი ჩაარედაქტირე ,სანამ დადებდი და ამიტომაცაა სახელებში შეცდომა.
ნოას ცოლს,ხან კატოთი იხსენიებ და ხანაც მარიტათი...
ასევე ნაცემ ბიჭს, ხან იოანე ჰქვია,ხან სანდრო...
თუმცა მე მარიტა და სანდრო მირჩევნია და ვნახოთ,რომელ სახელს დაუტოვებ ამ პერსონაჟებს :დ
ეს ისე, ცუდად რომ მხვდება ხოლმე თვალში რამე ,სულ ვამბობ.
რაც შეეხება ისტორიის სიუჟეტს,პირადად ჩემთვის,ამ ეტაპზე, საკმაოდ საინტერესოა,ამიტომ აუცილებლად დაველოდები შემდეგ თავს ^^

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

ჟიზელი
კარგია ^^
ისე "ემჩნაზე" უფრო სწორი, "აჩნდა" არის და კარებზე "მიმაჯახუნაო", "მიმაჯახა" ან "შემახეთქა" სჯობდა მგონი..
კიიიიდო, მგონი ჩაარედაქტირე ,სანამ დადებდი და ამიტომაცაა სახელებში შეცდომა.
ნოას ცოლს,ხან კატოთი იხსენიებ და ხანაც მარიტათი...
ასევე ნაცემ ბიჭს, ხან იოანე ჰქვია,ხან სანდრო...
თუმცა მე მარიტა და სანდრო მირჩევნია და ვნახოთ,რომელ სახელს დაუტოვებ ამ პერსონაჟებს :დ
ეს ისე, ცუდად რომ მხვდება ხოლმე თვალში რამე ,სულ ვამბობ.
რაც შეეხება ისტორიის სიუჟეტს,პირადად ჩემთვის,ამ ეტაპზე, საკმაოდ საინტერესოა,ამიტომ აუცილებლად დაველოდები შემდეგ თავს ^^

აუ მომიკვდეს თავი :d კი დავარედაქტირე და კომპმა გაჭედა მგონი მეგოან რომ სულ დაარედაქტირა :( შევასწორებ აუცილებლად მადლობა :*

 


№3  offline ახალბედა მწერალი -venus-

დარინა
სათაურიდან გამომდინარე იმედია ნოას სანდროს და კატოს გარშემო სამკუთხედი არ შეიქმნება ტიპიური ბანალური ისტორია გამოვა, ძალიან მომწონს უკვე ნოა, გული ამიჩუყა მეც სანდროს
ამბავმა, ნოას ადგილზე მეც
დავეხმარებოდი,მაგრამ იმედია ამას
არასოდეს ინანებს.

ვნახოთ რა როგორ. რაც ჩანაფიქრშია იმას დავწერ ვანალური იქნება თუ არა ეგ თქვენ გადაწყვიტეთ :* მადლობა აზრისთვის

 


№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ნუ გეშნია ნოა! მალე მოვალ მე <3

 


№5  offline ახალბედა მწერალი -venus-

ენ ჯეინი
ნუ გეშნია ნოა! მალე მოვალ მე <3

მაშა გოგო :დდ <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

-venus-
ენ ჯეინი
ნუ გეშნია ნოა! მალე მოვალ მე <3

მაშა გოგო :დდ <3

სპაიდერ ენ ჯეინი უკვე გზაშიაა :დდდ

 


№7  offline ახალბედა მწერალი -venus-

ენ ჯეინი
-venus-
ენ ჯეინი
ნუ გეშნია ნოა! მალე მოვალ მე <3

მაშა გოგო :დდ <3

სპაიდერ ენ ჯეინი უკვე გზაშიაა :დდდ

:Ddd აუ არ შემიძლიხარ :დდ

 


№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

-venus-
ენ ჯეინი
-venus-
ენ ჯეინი
ნუ გეშნია ნოა! მალე მოვალ მე <3

მაშა გოგო :დდ <3

სპაიდერ ენ ჯეინი უკვე გზაშიაა :დდდ

:Ddd აუ არ შემიძლიხარ :დდ

რას შვრები, როგორ ხარ. ოჯახში მომიკითხე :დდდ

 


№9  offline წევრი talia

ძალიან მომეწონა,ისეთი წასაკითხი იყო რომ ვკითხულობდი და მხოლოდ ამ მოთხრობაში ვიყავი მთლიანად, აი კითხულობ და ამით ტკბები, აი ასე წავიკითხე.შEცდომებს რაც შეეხება ისე ვიყავი გართული და დაინტერესებული, რომ ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ კარგი იქნება ერთი შEცდომაც აღარ დაუშვა იმიტომ რომ, ამ მოთხრობას რომ ვკითხულობ არ მინდა ხელი რამემ შემიშალოს, მინდა მთელი ჩEმი გონება წაიყვანოს და ყველა სიტყვის გემო გავიგო.სიტყვები არ მყოფნის. ძალიან კარგი იყო, ჩემთვის მე პირადად, ამ მოთხრობის წაკითხვა მესიამოვნა და მადლობა შენ, წარმატებები,ველი ახალ თავს მოუთმენლად. heart_eyes

 


№10  offline ახალბედა მწერალი -venus-

talia
ძალიან მომეწონა,ისეთი წასაკითხი იყო რომ ვკითხულობდი და მხოლოდ ამ მოთხრობაში ვიყავი მთლიანად, აი კითხულობ და ამით ტკბები, აი ასე წავიკითხე.შEცდომებს რაც შეეხება ისე ვიყავი გართული და დაინტერესებული, რომ ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ კარგი იქნება ერთი შEცდომაც აღარ დაუშვა იმიტომ რომ, ამ მოთხრობას რომ ვკითხულობ არ მინდა ხელი რამემ შემიშალოს, მინდა მთელი ჩEმი გონება წაიყვანოს და ყველა სიტყვის გემო გავიგო.სიტყვები არ მყოფნის. ძალიან კარგი იყო, ჩემთვის მე პირადად, ამ მოთხრობის წაკითხვა მესიამოვნა და მადლობა შენ, წარმატებები,ველი ახალ თავს მოუთმენლად. heart_eyes

ვაიჰჰ.. უღრმესი მადლობა :O ძალიან გამიხარდა რომ მოგეწონა და ვეცდები შეცდომები არ გამეპაროს :* იმედია იმედებს არ გაგიცრუვებ :* <3

 


№11  offline წევრი Kalina

ძააალიან მომწოოონსს♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№12  offline ახალბედა მწერალი -venus-

mirandaa31
როგორ გამიხარდა შენი გამოჩენა. ახალბედობასაც გილიცავ არ ვიცოდი❤️ რაც შეეხება ისტორიას კარგი ჩანს, მძიმე წასაკითხი იყო პირველი თავი. სათაურმა დამაეჭვა და ვეჭვობ რაღაცეებს, მაგრამ მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. ველოდები აახალ თავს და ვნახოთ აბა რა მიხდება. მიხარიხარ მე შენ ❤️

ძალიან დიდი მადლობა მირანდა <3 სავარაუდოდ სწორედ ეჭვობ :* იმედიმაქვს მოგეწონება. მეც მიხარიხარ ძალიან :*

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიზა

რატომ აღარ აგრძელებ ამ ისტორიას?

 


№14  offline ახალბედა მწერალი -venus-

სტუმარი ლიზა
რატომ აღარ აგრძელებ ამ ისტორიას?

გავაგრძელებ აუცილებლად. ძველ ისტორიას ვდებ ახლიდან, ვასწორებ და ვცვლი რაღაცებს, ამიტომ ორს ერთად ვერ ვახერხებ, თან რაღაც პრობლემები მქონდა, ამას პლიუს უმუზობა და ცოტა შევვერდი, მაგრამ აუცილებლად გავაგრძელებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent