შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (ნაწილი 2) სრულად + დასასრული


26-06-2018, 15:11
ავტორი naattii
ნანახია 6 400

უკვე ღამის ორი საათი იყო მოლბერტთან ფიქრებში ჩაძირული გოგო ზარის ხმამ რომ გამოაღვიძა, ნომერზე გაეღიმა, მაგრამ დარეკვის მიზეზე რომ დაფიქრდა მოიწყინა:
-გთხოვ არ მითხრა რა
-მაპატიე ძვირფასო რა ვქნა.
-დაჩი უკვე მესამე ღამეა.
-ვიცი, საყვარელო დამიჯერე ვიცი, უკვე ფურცლების ნაცვლად ლამის ჩემ გოგოებს წარმოვიდგენ ხოლმე, მაგრამ არ გამოდის, დემნა ძლივს გავაგდე და მეც ვეღარ წამოვალ.
-ამხელა გამომძიებელი კაცი და რა ხუმრობები გაქ. მაგ გოგოები იქნება რომ დაგსჯიან.
-ო, არა, მაგას ისევ დამჭრან მირჩევნია.
-არც კი გამახსენო. მეორედ მოვკვდი.
-ვიცი, მაპატიე, დაიძინე რა.
-ხომ იცი რომ უშენოდ ვერ ვიძინებ?
-მიყვარხარ ჩემო გოგოებო.
-ჩვენც გვიყვარხარ ჩვენც_ღიმილით გათიშა ლილიამ და ისევ განაგრძო მოლბერტზე ფუნჯით თამაში.

1 კვირით ადრე:
„-ნელა ბიჭო მძიმეა.
-არ გაგივარდეს სამხილი არუნდა დარჩეს.
-ჩვენ კიდე რაღა ქალაქის მეორე ბოლოში მივაგდეთ, ესენი ჩაიგუდნენ რა ჩვენი ბრალია.
-აბა ბინასთან ხოარ დავიგდებდით ბიჭო, სულ ნუ გაუფრინე. ჰე მეორეც ზემოდან მივაყოლოთ სანამ სიბნელეა და დროზე დავტყდეთ რა.
შემზარავი სიჩუმე გამეფებულიყო მიტოვებულ შენობებთან, ამ სურათს კი კიდევ უფრო ამძიმებდა თითქმის ქუჩაში დაგდებული ორი სხეული, რომლებსაც უკვე შეყინვოდათ სახეზე ბოლოს მიღებული გამომეტყველება.“


-ლილიააა, მოვედიიიი_ყვირილით შევიდა სახლში ბიჭი. კურტკის გახდა ძლივს მოასწრო გამხდარი სხეული მთელი ძალით რომ მიეჯახა და ხელებიც ავტომატურად მოხვია.
-ჩემი არანორმალური გოგო_ბოლომდე ცდილობდა გოგოს შეგრძნობას ამ სამ დღეში ისე მოენატრა.
-მომნატრებიხარ ხომ იცი შენ_გაუცინა გოგომ.
-ანუ ხშირად წავიდე ასეთი სიტყვები რომ გავიგონო?
-არც კი გაიფიქრო.
-მშია ლილია.
-მე თუ საჭმელი?
-ამ, ისა, ორივე_დაბნეული იქექავდა კეფას_მაგრამ ჯერ ფიზიკური რა, თორე სულიერისთვისა ძალა არ მეყოფა.
-ტყუილა არ ამბობდა ჩემი აღმზრდელი, კაცის გული კუჭზე გადისო, ნუ რაღაც ამდაგვარს.
აღარ მეტყვი რა საქმეს იძიებ? 3 წელია ამდენი ხანი არ გაგითევია ღამე.
-საკმაოდ მძიმე საქმე ლილ, არ გინდა რა.
-გისმენ_მის მოპირდაპირე სკამზე წამოჯდა და მომლოდინედ მიაცქერდა ბიჭს.
-ერთი კვირის წინ გამვლელებმა ავტოქარხნის დაუსახლებელ ადგილზე ორი გვამი იპოვეს, ორივე ნარკოტიკით გარდაიცვალა, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ზედმეტი დოზა არ მიუღიათ, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ საქმე დოზაში კიარა ხარისხშია, ექსპერიმენტს ატარებენ, ორივეს ჰეროინთან ერთად, კიდევ რაღაც ნივთიერება აღმოაჩნდა. ვიღაც ახალ ნარკოტიკს ქმნის და ხალხზე ცდის. ერთი კვირაა არაფერი აღმოჩნდა ხელჩასაჭიდი, ლამისაა დანებება ვაღიარო, თუმცა არასდროს არ გავაკეთებ.
-ვინ არიან გარდაცვლილები დაადგინეთ?
-მორჩი შეყვარებულიდან საიდუმლო ინფორმაციის გამოძალვას და მოდი ჩამეხუტე.
-ჰმ, შეყვარებული?
-აბა ცოლად არ მომყვები და?
-ეგეც მართალია, ვერ წარმოიდგენ შენ გოგოებს როგორ მოენატრე_ კალთაში წამოუჯდა დაჩის და სიამოვებისგან ამოიკვნესა ბიჭმა ცხვირი მკერდში რომ ჩაურგო. (1)

როგორც ყოველთვის იმ ღამესაც ტელეფონის ზარმა გააღვიძა წყვილი.
-ერთი დღე იქნება გადაგიგდებ_გამოუფხიზლებლად დაემუქრა ლილია და ავტომატურად ესროლა მობილური ბიჭს.
-გისმენ დემნა.
-დაჩი, განყოფილებაში გელოდები სასწრაფოა.
-გამოვდივარ_წამიერად გამოფხიზლებული წამოდგა დაჩი ლოგინიდან.
-მიყვარხარ_კოცნის გარეშე არასდროს დაუტოვებია ლილია.
-მეც ბატონო გამომძიებელო_ხელით მოეფერა ბიჭს სახეზე და გაუღიმა_ფრთხილად იყავი რა.
-როგორც ყოველთვის_კიდევ ერთი აკოცა საფეთქელთან და სახლიდანაც გავიდა.
განყოფილებაში მისული გაოცებული იყურებოდა აქეთ-იქეთ, ყველა სადღაც გარბოდა და მთელი პოლიცია ფეხზე იდგა. კაბინეტში დემნა და ახალი უფროსი დახვდა. ორივეს ისეთი გამომეტყველება ქონდათ, მაშინვე სერიოზული სახე მიიღო დაჩიმაც.
-რა მოხდა?
-ერთ-ერთი გვამი ამოიცნეს დაჩი.
-რომელი? ჩვენი საქმიდან?
-გოგონასი, ლია ჩოგოვაძე და სანამ რამეს იტყვი გვარს დაუკვირდი.
-ჩოგოვაძე? მოიცა ეგ მერის მოადგილე ჩოგოვაძის რამეა?
-შვილი ბიჭო, შვილი, შუადღით დაწერეს განცხადება გაუჩინარებაზე და და საღამოს ამოცნობაზე იყვნენ. შეძრეს მთელი განყოფილება.
-რა მნიშვნელობა აქვს ვისი შვილია, მე გამოძიებას წოდებების მიხედვით არ ვაწარმოებ, მსხვერპლი მსხვერპლია, აქამდე სად ვიყავითო ერთი კვირაა გასული.
-ეს საქმე დღეიდან ორივეს გეკუთვნით, ისევ პარტნიორები იქნებით და თუ დაგჭირდათ ღამესაც გადააბამთ და გახსნით. დანარჩენი შეკითხვები მათ დაუსვით გვერდით ოთახში იცდიან_წერტილი დაუსვო უფროსმა მათ საუბარს და კარისკენ გაახედა.

გაღვიძებულ ლილიას ცარიელი საწოლი ისე ეხამუშა ტირილი მოუნდა, უკვე მიეჩვია სამი წელია ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ისეთივე მტკივნეულია, როგორც პირველ დილას. ასეთ მომენტებში ყველაზე მეტად ძულს დაჩის სამსახური. ახლა ამ განწყობას მხოლოდ ერთი ადამიანი თუ გამოუკეთებდა.
-ნათლიიიიიი_კარები შეღებული არ ქონდა 2 წლის თმა ქუჩქუჩა გოგო რომ შემოახტა ხელებ გაშლილი.
-ლიზიკოოო, როგორ მომენატრეეე, ეს ბუჩქი დედამ ისევ არ შეგჭრა?
-ვერ ველევი ისეთი კულულები აქ_სამზარეულოდან გამოძახა ნატალიმ.
-არც დემნაა ხო?
-რა თქმა უნდა არა, სადაც დემნა იქ დაჩიც და პირიქით_ბუზღუნით გამოძახა ნატალიმ.
ლიზიკო აბსოლიტურად ყველაფრის წამალი იყო ლილიასთვის, რა უნდა მომხდარიყო მისგან ისევ ცუდ ხასიათზე მყოფი წამოსულიყო. ნატალისთან ყავა დალია, ერთმანეთი გაართეს, განწყობა გამოუკეთეს და ლილიას ტელეფონიც აწკრიალდა
-მომკლა ამ ბიჭმა რა თავისი ემაილი ჩემს ტელეფონში აქ ჩართული და ყველაფერი მე მომდის, რა ვე....
-რა მოხდა? ლილია?
-მერე მოგიყვები ლიზიკო ჩამიკოცნე_ლამის ჩანთა დაავიწყდა ისე გამოვარდა ნატალიდან და განყოფილებისკენ წავიდა. ისე უნდოდა აჩქარებულიყო ლამის მარშუტის მძღოლი შემოელანძღა და როგორც იქნა მიაღწია. პირდაპირ დაჩის კაბინეტისკენ უნდოდა წასვლა, მაგრამ არ დასცალდა, ბიჭის გადამკიდე ყველა იცნობდა და ყოველ ნაბიჯზე აჩერებდნენ მოკითხვებით, ლამის ხვეწნა დაიწყო გამიშვითო, მაგრამ ვერც გვერდს უვლიდა, დაჩის ასე უზრდელობით ვერ შეარცხვენდა. როგორც იქნა კაბინეტამდეც მიაღწია და დაუკაკუნებლად შეიჭრა.
-თუ კარი დაუკაკუნებლად იღება მაშინვე ვხვდები სავარაუდო სტუმარს_ თავი არც აუწევია ისე ღიმილით უთხრა დაჩიმ და ხელი გაუწვდინა-აი ერთი წინადადებაც და მოვრჩები, აჰა_ ჩაჭიდებული ხელით მიიახლოვა ლილია და ნაზად აკოცა.
-რას მივაწერო თქვენი სტუმრობა დიდო ქალბატონო?_დემნამაც გადმოიწია გადასაკოცნად.
-დაჩი იმდენჯერ გაფრთხილებდი შენი ფოსტა ამოშალე ჩემი ტელეფონიდან აღარც მახსოვდა თ....
-მოიცა ამხელა გზა მაგიტო გამოიარე?
-დამამთავრებინებთ?
-გვაპატიეთ, გისმენთ_მაინც ვერ შეიკავა ღიმილი დაჩიმ, ეს გოგო ძირფესვიანად ცვლიდა.
-ნახე დღეს რა მოგივიდა, რეკლამა მეგონა წავშლითქო, მაგრამ სათაურმა ისე მიიქცია ჩემი ყურადღება მაპატიე გავხსენი_უცებ აუფრიალა ტელეფონი ბიჭს თვალწინ.
-საყვარელი მყავს და არ ვი.... ჯანდაბა_უცებ გამოსტაცა ხელიდან და დემნასთან მივიდა
-ოჰოოო, ნუ კარგი მალხაზი გვჭირდება სასწრაფოდ, იქნებ გამომგზავნის ვინაობა დავადგინოთ.
-სწორია დემნა ახლავე გავუტან, ლილია ტელეფონი უნდა დაგვიტოვო რა, თუ რამე აუცილებელია ჩემსას გაგატნევ და სამსახურისას დავიტოვებ ჩემთვის.
-კარგი რა დაჩი ერთი საღამო უტელეფონოდ გავძლებ, ისედაც ყოველი ნაბიჯი იცი სად ვარ_ხელი აიქნია გოგომ და წასვლა გადაწყვიტა -აქ მაინც ვერ მომიყვებით და შევიკრიბოთ რა მაინტერესებს ასეთი არეულობა რატოა.
-ვნახოთ როდის მოვიცლით, მართლა საგიჟეთია.
საუბარი კარზე კაკუნმა გააწყვეტინათ და დემნამ ხმამაღლა დაიძახა შემოდითო და კარებშიც გამოჩნდა ახალგაზრდა გოგო.
-გამარჯობათ, მითხრეს ბატონ დაჩის აქ ვიპოვიდი, მე ჩვენების მოსაცემად მოვედი_დაბნეული აცეცებდა გოგონა თვალებს.
-ოჰოოო _ერთად ამოიძახა სამივემ და ბიჭებმა გაოცებულმა დახედეს ლილიას. ასევე თვალებგაფართოებული მიეყინა გოგო ლილიას დანახვაზე და პირი დააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ ალბათ ვერ მოიფიქრა ისევ დახურა.
-სავარაუდოდ სალაპარაკო მართლაც ბევრი იქნება_დაბნეულმა თქვა დაჩიმ და ბეჭზე მოუჭირა ლილიას ხელი გამოსაფხიზლებლად. (2)
-გამარჯობა, სწორად მოუსწავლებიათ, მე გახლავართ დაჩი თაბაგარი, თქვენ ჩემთან რატომ გამოგიშვეს?_დაბნეულმა მოაშორა ლილიას ხელი და გოგოს გაუწოდა ჩამოსართმევად, ლილიამ უკან დაიხია და შემოსულის თითოეულ მოძრაობას აკვირდებოდა.
-მე ნინა ჩოგოვაძე ვარ, ლიას და, გუშინ ქალაქში არ ვიყავი და როგორც კი ჩამოვედი მშობლებმა გამომიშვეს იქნებ რამე იცოდეო.
-გასაგებია, ლილია რას აკეთებ_გაოცებულმა გადახედა შეყვარებულს, რომელიც ლიზას მიეჭრა და თმები გადმოუწია.
-აუ რა კარგი სუნი აქვს, რომელ შამპუნს ხმარობ?
-ლილია_ოთახი დაჩის მკაცრმა ხმამ გაარღვია_მაგის დროა?
-მაპატიე ძვირფასო, ვერ შევიკავე თავი, მე დაგტოვებთ, სახლში დაგელოდები_ისევ ფეხის წვერებზე აწეულმა აკოცა დაჩის და კარი გაიკეტა.
-მაპატიეთ, ეს ეს არვიცი რა ვთქვა, საოცარი არაპროფესიონალიზმის გამოვლინება იყო, გთხოვთ, აი ამ სკამზე დაჯექით და დავიწყოთ._დემნას თავით ანიშნა და ისიც მალხაზთან წავიდა. დროის დაკარგვა სისულელე იქნებოდა, ჩვენებას დაჩიც ჩაიწერდა, ახლა უფრო მთავარი წერილის გამომგზავნის ვინაობა იყო.
-მოდი დასაწყისისთვის თქვენი ბიოგრაფიული მონაცემები მითხარით.
-ნინა ჩოგოვაძე, 25 წლის, მშობლები უკვე იცით, ერთი და მყავს, მყავდა_დის წარსულში მოხსენიებით და ცრემლის მოწმენდით მაშინვე ლილიასთან პირველი დაკითხვა გაახსენდა და უხერხულად შეიშმუშნა სკამზე- ახლოს ვიყავით, მაგრამ იმდენადაც არა მისი ყველა საიდუმლო მცოდნოდა. 21 წლის იყო, 20 წლამდე სამაგალითო და იყო, არაფერი ავიწყდებოდა, გვერდით მედგა, ოჯახში ადაპტაციისას ისე დამეხმარა მის გარეშე არ ვიცი როგორ ვიქნებოდი, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ვეღარ ვცნობდი, ოთახიდან ჩუმად იპარებოდა, კვირაში რამდენიმე ღამეს სახლში არც ატარებდა, ხმას არ იღებდა, უნივერსიტეტში წასულს რამდენჯერმე კაფეში მის ტოლებთან ერთად ვხედავდი, ჩაცმის სტილი შეიცვალა, მუსიკაშიც სხვანაირი გემოვნება ჩამოუყალიბდა. ისიც არ ვიცი შეყვარებული თუ ყავდა.
-ოჯახში ადაპტაციაში რა იგულისხმეთ?
-ნაშვილები ვარ, ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი 14 წლამდე, შემდეგ ამიყვანა ჩემმა ოჯახმა.
-შეძლებთ იმ ხალხის ამოცნობას ვისთან ერთადაც ხედავდით?
-სამწუხაროდ ვერა, სახეზე არასდროს შემიხედავს, ყოველთის შორიდან მოვკრავდი ხოლმე თვალს.
-გასაგებია, ყველაზე ხშირად სად დადიოდა ხომ არ იცით?
-როგორც ფოტოებით მივხვდი ყველაზე ხშირად არტ-კაფეში და ამირანში. არტ-კაფეში მეც ვახლდი რამდენჯერმე, დაახლობით სამი წლის წინ, შემდეგ ამირანში გადავიდნენ, რატო არ ვიცი, ვერ გეტყვით.
-ჰმმ, დაახლოებით ვხვდები რატომაც, კარგი, ანუ მისი არცერთი მეგობრის დასახელება არ შეგიძლია, არც სახელი იცი, არც შესახედავად დაგამახსოვრდა? ცოტა უცნაურად ჟღერს.
-არ ვიცი უცნაურად რა გეჩვენათ, სამი წლის წინ ნანახი ადამიანი რომ არ მახსოვს? თუ გაცნობით რომ არავინ შეწუხებულა და ისე ვიჯექი მათ მაგიდასთან სახელიც რომ არავის უთქვამს? _თავი ჩახარა და შუბლზე ხელი მოისვა_ მაპატიეთ, გავცხარდი, უბრალოდ ჯერ კიდევ მიჭირს დაჯერება. თუ მოვრჩით შეიძლება წავიდე? _აცრემლებული თვალებით ამოხედა დაჩის და თანხმობის მიღებისას ცრემლების წმენდით მიუახლოვდა კარს. ფანქრის თამაშით უყურებდა მიხურულ კარს დაჩი და გამალებით ფიქრობდა, სანამ დემნამ არ დაურღვია მყუდროება, წაკითხული არ ქონდა შეტყობინება მალხაზის კაბინეტთან რომ გაჩნდა და აღელვებულმა შეაღო კარი:
-აბა, რა გაიგეთ?
-ვერაფერი დაჩი, საერთოდ ვერაფერი, IP მისამართი ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეს ეკუთვნის სადაც კამერა არააქვთ, რომც მივიდეთ და გამოვკითხოთ ნებისმიერი კლიენტი შეიძლება იყოს.
-ამის დედა*******_ მუშტი დაკრა დაჩიმ მაგიდას, რომელზეც ახლაც ციმციმებდა მოსული შეტყობინება:
„იმედია იმდენი გონება გაქვთ, რომ მკვლელობად ჩათვალოთ ორივე მოწმის გარდაცვალება და არა უბედური შემთხვევით დახუროთ. სავარაუდოდ დაგასწრებთ მკვლელი პოვნას და მეთითონ ვეცდები ბოლო მოვუღო, მაგრამ თქვენც მოგცემთ მინიშნებას: ფრთხილად მოეპყარით რესტორან „ამირანს“ თავისი როგორც მომსახურე პერსონალით, ასევე საპატიო ხშირი სტუმრებით.“

თავის სავიზიტო პიცას აცხობდა ლილია სახლში კარზე ზარი რომ დარეკეს და ნატალი და ლიზა შემოვარდნენ.
-მოვკვდი გოგო ცნობისმოყვარეობით, რატო გავარდი დღეს რა ხდება? რას იძიებენ? გახსოვს ბოლოს რა კარგად გამოგვივიდა, ისევ მინდა, მომიყევი რა.
-წესიერად მეც არ ვიცი ნატ, ვნახოთ ბიჭები რომ მოვლენ რას მოყვებიან.
ორი საათიც არიქნებოდა გასული ბიჭები რომ მივიდნენ, იფიქრებდით სუნს გამოყვნენო ისე ცხვირ აწეულები შევიდნენ სამზარეულოში.
-მამიკოოოო_ ჭყივილით გაექანა დემნასკენ ქალბატონი, მაგრამ ვინ აცადა, დაჩიმ სტაცა შუა გზაში ხელი და ბეჭზე გადაიკიდა-აბა აბა, ქალბატონო, მამიკო სულ გყავს, ბიძიასაც უნდა მოფერება_და თვითმფრინავის შხუილით გავარდნენ შემოსასვლელში, რასაც ლიზიკოს კისკისი და დემნას ბუზღუნი მოყვა.
-ლილია, მადლი ქენი გაუჩინე რა ბავშვი ლამის საკუთარი შვილი მომანატროს ისე იქცევა რა.
-ჰე აბა, გეყოთ ეხა მაიმუნობა, მოვკვდით აქ ისე გვაინტერესებს რა ხდება.
შემოსასვლელში დავჯექით გაწყობილ მაგიდასთან, უცებ ჩანგალი რომ მიუშვირა დაჩიმ ლილიას:
-ვერ მომატყუებ ქალბატონო, ხუთი თითივით გიცნობ, შამპუნი რის დასაფარად მოიგონე რა გინდოდა იმ გოგოსთან?
-აუ დაჩი კარგი რა, ნუ მეკითხები.
-გოგოო_დაუბრიალა თვალები ბიჭმა.
-ვერ ვიტან ასე რომ მომმართავ.
-ვიცი და გისმენ.
-ხომ იცით მარჩიელობა ჩემი სტილი არაა, თმის რამდენიმე ღერი მოვპარე და თქვენთან დავტოვე ლაბორატორიაში ჩემ სისხლთან ერთად. მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ გაგება მინდოდა და ახლა არც ვიცი მინდა თუ არა ჩემი და რომ იყოს.
-დაა? რა და? სად? როგორ?_ყველას რიგრიგობით უყურებდა გაოცებული ნატალი.
-დღეს მოვიდა ჩვენთან გარდაცვლილის და ყოფილა, ნუ ნაშვილებია, მაგრამ წარმოიდგინე ლილიას რომ ქერად შეუღებო თმა, ნუ თვალებიც ნაცრისფერი აქვს, მაგრამ გეფიცები ნატ ლილიას პატარა ასლია_დემნამ წამში ჩაუკაკლა ცოლს.
-შენზე სამი წლით უნცროსია, ისიც ბავშვთა სახლიდანაა, მაგრამ რაღაც..... არ ვიცი_ხელი გადახვია მიხუტებულ ლილიას და ნერვიულად მოიქექა ნიკაპი.
-რაიყო დაჩი?
-რა არის იცით? რაღაცნაირად ყველა მისი ნათქვამი მეეჭვება, ჯერ თქვა არსად დავყავდიო, მერე სამი წლის წინ არტ-კაფეში ვიყავით სულო, მერე 6 თვის წინ შეიცვალაო, მერე 3 წლის წინანდელ ამბავზე ამბობდა იმდენ ხალხთან ერთად დავდიოდით სახეც კი არ მახსოვსო, როგორ შეიძლება ათი წელი იცნობდე ახლოს საკუთარ დას, მასთან ერთად დადიოდე ყველგან და მისი ერთი მეგობრის დასახელებაც არ შეგეძლოს, ისიც არ ვიცით აქამდე სად იყო გამქრალი. აი ყველაზე რთული კი ის არის, რომ ბიჭის ვინაობის გაგების შემდეგაც კი ვერაფერი ვიპოვეთ მასზე, თითქოს არც არსებობს.
-ანუ, რას ფიქრობ
-რას ვფიქრობ ლილია და ნინა საკმაოდ ოსტატურად იტყუება, გასვლის წინა ცრემლებიც კი საკმაოდ დამაჯერებელი სცენა იყო, მაგრამ შენი სპექტაკლების მერე ვერ გამაკვირვა და მალევე მივხვდი, არც გამიკვირდება მართლა რომ შენი და იყოს, ორივე ერთნაირები ხართ.
-ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ახლა რას აპირებთ?_ჩაფიქრებულმა იკითხა ნატალიმ და ჩაძინებული ლიზა დივანზე მიაწვინა.
-ჰმ, რა კითხვაა ნატ, მე ამირანში სამუშაოდ მივდივარ, დაჩის ნაცნობი მუშაობს და მიმიღებენ თუ ვეტყვი ნახევარი ხელფასი მინდათქო, თქვენ კი როგორც სტუმრები მაგიდას დაჯავშნით და გარედან შეათვალიერებთ სიტუაციას_ გაბრწყინებულმა ჩამოარაკრაკა ლილიამ და ტაშიც შემოკრა.
-დაიწყოო_გაბეზრებულმა ამოილაპარაკა დაჩიმ და თავი მაგიდას დაადო დასამშვიდებლად. (3)
რა თქმა უნდა ლილიას გეგმა მაშინვე ჩაიფარცხა, დაჩი ნინას წარსულს იძიებდა, ამ გოგოში იმხელა ეჭვს ხედავდა გვერდს ვერ უვლიდა, ჯერჯერობით ვერაფერი ამოექექა და ნერვები უკვე დაწყვეტაზე ქონდა, ერთი კვირაც რომ გავიდა და არანაირი წინსვლა არ ქონდათ, ორივე უფროსის კაბინეტში აღმოჩნდა, საყვედურების ქარცეცხლიდან გაგიჟებული გამოვარდნენ და აღარ იცოდნენ გამწარებულები ვიზე ეყარათ ჯავრი.
-ჩემთან ავიდეთ, ლილიას დღეს აგვიანდება და კიდევ ერთხელ თავიდან განვიხილოთ ყველაფერი.
-კარგი, მაგრამ ვერაფრით ვხვდები რა გამოგვრჩა, არც იმ დასაწვავი რესტორანის ხართაღრიცხვაშია რამე და თანამშრომლებიც სუფთები ჩანან, ხოარ გვეთამაშება იმ წერილის ავტორი?
-ყველაფერი შეიძლება დემნა_ლაპარაკით შევიდნენ ბინაში და მოსაცმელი გაიხადეს_ სხვა გზა აღარაა უნდა ვესტუმროთ.
-სად მივდივართ ძვირფასო?_ლილიას ხმაზე ლამის შეხტა ისე არ მოელოდა.
-ლილია, რა გჭირს, რა დაგემართა? ვინმე დაგხვდა გზაში?_ნერვიულად უთვალიერებდა დაჩი გოგოს შუბლზე გაჩენილ მოგრძო ხაზს
-დამშვიდდი კარგად ვარ.
-როგორ თუ კარგად, რას გიგავს შუბლი, იტყვი რა მოხდა თუ გამისკდეს გული და ყველაზე ცუდი ვიფიქრო?
-ღმერთო ასეთ დროს მგონია, რომ ყველაზე მეტად გიყვარვარ.
-მოიცა და რომელ დროს არ გგონია ეგრე? ჯანდაბა, ნუ გადაგაქ ჩემი ყურადღება სხვა რამეზე, ფლირტს მოეშვი და გამაგებინე რა მოხდა.
-ოო, არაფერი, ბოლოს შემოვრჩი დღეს მე მიწევდა კაფეს დაკეტვა და შუქები რომ ჩავაქვრე და გამოსვლას ვაპირებდი ვიღაც იდიოტს მაშინ მოაფიქრდა მისი გაქურდვა და მინები ჩაამტვრია, პატარა ნახეტი მომხვდა და სულ ეს არის.
-სულ ეს არი? რამე დაგიშავა? რატომ არ ვიცი ეს ამბავი? ნაკერები გადევს ესეიგი საავადმყოფოში იყავი და რატომ არ დამირეკეს?
-ალბათ იმიტომ, რომ ოფიციალურად ქმარი არ ხარ_თავი დახარა ლილიამ, იცოდა ეს საუბარი საითაც წავიდოდა.
-რა თქმა უნდა, მე ხომ ქმარი არ ვარ, გასაგებია, იმედია არ გტკივა_ცივად უშვა ხელი და დივნისკენ წავიდა-ნატალი როგორ ხარ?
-კარგად დაჩი, ლიზა მივაძინე და გელოდებოდით, როგორაა საქმე?
-ძველებურად, თუმცა ხვალ შენ და დემნა რესტორანში მიდიხართ და მოემზადე.
-რადგან შენ მეუბნები და არა ჩემი ქმარი, ესეიგი რაიმის აღსანიშნად არ მივდივართ.
-არა, გარემო უნდა მოათვალიეროთ, წერილში ხშირი სტუმრები ეწერა, კამერები გექნებათ ორივეს და ყველაფერს გადაიღებთ იქნებ ვინმე ამოვიცნოთ, რადგან არტ-კაფეც გარეულია, შეიძლება ძველ მეგობრებს შევხვდეთ.
-გასაგებია, მაშინ ჯობია წავიდეთ და ხვალ შევხვდებით_ დემნამ ბავშვი მიიხუტა და ჩუმად გაიხურეს სახლის კარი. სიტყვის თქმაც ვერ მოასწრო ლილიამ ისე წავიდა ოთახისკენ დაჩი, რომ შებრუნდა უკვე ცარიელი მისაღები მოხვდა თვალში და მათი ოთახიდან გამომავალი ხმები მოწმობდა, რომ დაჩი დასაწოლად ემზადებოდა. ხვდებოდა, როგორ ვერ ხვდებოდა რომ ზედმეტი მოდიოდა, მაგრამ რატომ იკავებდა თავს თითონაც აღარ იცოდა,თითქოს უკან გასაქცევ გზას იტოვებდა, თითქოს შიშს დანებდა. შიშს? რის შიშს? უკვე საკუთარი თავიც ვეღარ ცემდა კითხვებზე პასუხს. ფანჯარაზე შემოჯდა და მე-7 სართულიდან გახედა ქუჩაში მწკრივშ ჩამდგარ, განათებულ ლამპიონებს. რომ დაეკარგა? ისევ ამისი შიში იყო? როდემდე უნდა ქონოდა ეს გრძნობა? ყველაფერს თავისი ნებით აფუჭებდა, ერთად ცხოვრობდნენ, ცოლ-ქმარს გავდნენ, განა რას შეცვლიდა მისთვის თითზე ერთი ბეჭედი და სადღაც თაროზე შემოდებული ქაღალდი? სამაგიეროდ დაჩის გააბედნიერებდა და საჩხუბარი თემაც აღარ ექნებოდათ. ოხვრით ჩამოხტა ფანჯრიდან და „ლოჯში“ გაკეთებულ სამხატვრო ოთახს შეეკედლა.

ერთ საათიანი ახსნა-განმარტებებისა და მითითებების შემდეგ, დემნა და ნატალი ხელკავით შევიდნენ რესტორანში და მალულად ათვალიერებდნენ გარემოს, მშვიდად მიუსხდნენ მითითებულ მაგიდას და ვახშმობას შეუდგნენ. განსაკუთრებული არაფერი შეუმჩნევიათ, მშვიდად მიირთმევდნენ და დემნამ ღვინოც შეუკვეთა, რადგან არაფერი ხდებოდა, გადაწყვიტა მეუღლესთან ერთად ბოლომდე მიეღო სიამოვნება, აი წამოსვლის წინ კი, როცა ანგარიშის გასწორება მოინდომა, იქვე ბართან დამდგარ ქალბატონზე თვალი გაუშტერდა, ჯერ სწრაფად დაახამხამა თვალები შემდეგ კი ვითომ პიჯაკი გაისწორა და მიკროფონისკენ დაიხარა:
-დაჩი, ბართან_ისიც გარეთ ახლომახლო მდებარე ფურგონში უცებ წამოიწია და გაოცებული მიაშტერდა ეკრანს.
-მეღადავებით ბიჭოო_თვალის დაუხამხამებლათ უყურებდა ნაცნობ სახეს და ცდილობდა არ გაცინებოდა.-ესეც შენი კვიცი გვარზე ხტისოო.

რამდენიმე წუთში დაჩისთან იყვნენ და ფიქრობდნენ რა გეგმას გაყოლოდნენ, ნატალის ბავშვის მოყვანაც მოუწია, ამ საქმეს ვერ გამოვაკლდები და მეტხან დამტოვებელი არ მყავსო, ლიზიკო იქვე თამაშობდა მისთვის დაფენილ ადიელაზე და უფროსებს ყურადღებას არ აქცევდა.
-მოიცა ესეიგი ქალბატონი ლალი გამოჩნდა? ის ლალი? ლაშას და ლალი?_ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა ლილია და ბოლთას ცემდა ოთახში.
-ხო ლილია, ხო და დაჯექი დამეხვა თავბრუ_ამოილაპარაკა დემნამ და დაჩის დაკრა ბეჭზე ხელი_შენი სვლაა.
-ჩემი? რა მხრივ?
-ვაიმე დაჩი, მარტოხელა კაცი შემთხვევით ხვდება რესტორანში მარტოხელა ქალს, ცოტა უახლოვდებიან ერთმანეთს და შემთხვევით იცნობენ ერთმანეთს, გავაგრძელო თუ ჩაწვდი იდეის აზრს?
-წინააღმდეგი ვარ, მარტოხელობის არაფერი ეტყობა_მკლავები გადაიჯვარედინა ლილიამ და დემნას წინ დაუდგა- ამხელა ქალს ვერ მიყურებ?
-ოფიციალურად მარტოხელა ვარ საყვარელო_ირონიულად ჩაუკრა თვალი ისედაც თვალებ დაწვრილებულ გოგოს და დემნას გადახედა.-კარგი, ხვალ საღამოს წავალ, მაგრამ შეიძლება თქვენც დამჭირდეთ, შემთხვევით გაცნობას გარეშე პირებიც დაჭირდება.
-კი მაგრამ, ....._წინადადების დასრულება არ დასცალდა ლილიას კარზე ზარი რომ დარეკეს, გაბრაზებული წავიდა კარის გასაღებად და დანარჩენების მზერაც გაიყოლა, დივნიდან კარი კარგად ჩანდა და ყველას აინტერესებდა ვინ იყო ასე გვიანი დაუპატიჟებელი სტუმარი.
ყველას ენა ჩაუვარდა წამიერად გაღებულ კარებში ნინა რომ დაინახეს, ავტომატურად გაიწია ლილია და გოგო შემოუშვა. კარები მიკეტა და კითხვის ნიშნით გამოხედა პოტენციურ დას, იმ მორცხვი და ნიანგის ცრემლებიანი გოგოსგან არაფერი დარჩენილიყო, ახლა ირონიულად ჩაეტეხა ტუჩის კუთხე და ლილიას თვალს არ აცილებდა, ზუსტად მისნაირი გამჭრიახი და ჭკვიანი თვალებით უყურებდა და სიცილით მიიკვლევდა გზას დივნისკენ.
-რადგან თმა მომპარე ძვირფასო დაო და რამდენიმე საათში დაგიდასტურებდნენ ვინ ვარ, გადავწყვიტე დამესწრო და პირველი მე მოვსულიყავი, თურმე ზუსტად შეკრებას მოვუსწარი_ლილიას გამოხედა უკან რომ მოყვებოდა, ირონიული ღიმილი თბილით ჩაენაცვლა და გვერდულად გახედა დას_მგონი სალაპარაკო გვაქვს არა? (4)

-დარწმუნებული ვარ სასაუბრო მართლაც ბევრი გექნებათ_ ფეხზე წამოდგა დაჩი და ნინას დივნისკენ ანიშნა დაჯექიო_საქმე იმაშია, სამსახურით დაიწყებთ თუ პირადით?
-მემგონი სამსახური ჯობია, პირადზე სავარაუდოდ ცალკე აჯობებს_ დას გადახედა ნინამ და გაეცინა- ნუ, ჯერ ჩემ დას თუ მოაბრუნებთ.
ჩემს დაზე ლილია წამიერად გამოფხიზლდა, სწრაფად სტაცა ხელი დაჩის გვერდით წამომჯდარ გოგოს და ოთახისკენ გააქცუნა.-როგორც ჩანს ჯერ მაინც პირადი საუბარი იქნება_უკნიდან მოესმა გოგოს დაჩის დაძაბული ხმა, მაგრამ არ შეჩერებულა, კარი მიკეტა და მხოლოდ მაშინ შეუშვა ნინას ხელი:
-ახლავე თქვი რა თამაშს თამაშობ და ვინ ხარ.
-ნუ დაიკო, უნდობლობა ორივეს გვქონია, ნეტა კიდე რა გვაქ საერთო? შემთხვევით შენც დეტექტივობანას ხომ არ თამაშობ? დეტექტივსაც კი ჩაუსახლდი, საკითხავია გაქ თუ არა უფლება შემეკითხო მე ვინ ვარ, როცა შენც კი არიცი შენ ვინ ხარ.
-ეს შენი საქმე არ არის-ლოგინზე ჩამოჯდა ლილია-უბრალოდ თუ თამაშობ არ გინდა რა, ახლა ამის დრო არაა, არ შემიძლია, რაცარუნდა მაგარ გოგოს ვთამაშობდე ჩემი ოჯახი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ მართლა დად გაღიარებ და ასე არ აღმოჩნდება...
-ტესტი უკვე გავიკეთე ლილია, ნაცნობები მხოლოდ შენ არ გყავს, ამიტომაც ვარ დარწმუნებული. მოდი შეს მეგობრებთან დავბრუნდეთ, რასაც მოვყვები მათაც უნდა მოისმინონ.
-კარგი_ძლივს შესამჩნევად დაუქნია ლილიამ თავი და ოთახიდან გასულ დას რამდენიმე წამში გაყვა.
გული მოეწურა დაჩის ასეთი გოგოს დანახვაზე, წამიერად დაბერებული მოეჩვენა მისი ყვავილი, ისეთი დამწუხრებული სახე ქონდა, გეგონებათ ნიას მკვლელობა გაიგო მეორედო, გვერდით მოიჯინა ბიჭმა და შუბლზე აკოცა, ხელის მოხვვეით და მკლავზე მოჭერით ცადა დამშვიდებისკენ მოეწოდებინა.
-მოკლედ, ბიოგრაფია იცით, არაფერი მომიტყუებია_მძიმედ დაიწყო ნინამ_ამ ყველაფერს ლიას სიკვდილამდე შორიდან ვუყურებდი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ ჩარევა გადავწყვიტე, ის კარგი ადამიანი იყო, თუმცა ზედმეტად, ძალიან ზედმეტად მიმნდობი, სწორედე ამან დაღუპა. მისი მეგობრები ნარკოტიკებს არტ-კაფედან იღებდნენ, ვიცოდი, რომ ლია არ იყო მომხმარებელი, მაგრამ მათთან ისე ახლოს იყო ველოდი რომ აყვებოდა. შორიდან ვუყურებდი, მარტო არასდროს ვუშვებდი, ვიმიზეზებდი უშენოდ ვერ დავრჩებითქო და ყველგან ვეკიდებოდი, როცა თქვენ იმხელა ქსელი გამოააშკარავეთ მათაც მოაკლდათ წამალი, ერთ თვემდე თითქმის გარეთ არ გასულა ლია, არც ეხმიანებოდნენ მეგობრები, აი შემდეგ კი ერთ დღესაც იმდენად გამმწვევად ჩაცმული წავიდა, ვერ მოვითმინე და უკან გავყევი, რესტორან „ამირანში“ მივიდა და შუაღამემდე არ წამოსულან.
-ჩემზე როდის გაიგე?
-შენზე ლილია როცა საავადმყოფოში იყავი მაშინ გავიგე, ნუ ხო მაპატიე სამი წლის წინ იყო, მაგრამ არვიცი რატომ არ მოგაკითხე, გაცადე სანამ გამოძიებას დაასრულებდით, შორიდან გიყურებდი, რამდენჯერმე სასწავლებელთან დაგხვდი, გსწავლობდი, შენ ქცევებს ვაკვირდებოდი, რომ შევხედე მეგობრები არ გყავდა ვიფიქრე რაც იქნება იქნება მივალთქო და ბათუმში გაემგზავრე, შემდეგ ეს საქმეც გაიხსნა. მერე უკვე ლიას გამო მეშინოდა, ვიცოდი იოლად ვერ მოგატყუებდი და რომ მკითხავდი საიდან გაიგე ჩემზეო რაღაცა წამომცდებოდა, მე კი ჩემ დას ვიცავდ, თუნდაც არაბიოლოგიურს.
-ეს ყველაფერი კარგი, გავიგე, რომ ჩემი დად აღიარება არ გინდოდა და ზურგი მაქციე, ახლა რატომ მოხვედი? ტყუილად არ მოხვიდოდი, რაღაც გჭირდება, თქვი რაარის შენი გულახდილობის მიზეზი, ოღონდ ამჯერად პირდაპირ და ყოველგვარი ვითომ სენტიმენტების გარეშე.
-ჰმ, იმაზე გაიძვერა და ჭკვიანი ხარ ვიდრე ველოდი.
-მხოლოდ მათთან ვინც იმსახურებენ ძვირფასო დაო_არც ლილიამ დააკლო ირონია.
-კარგი, რაღაცეები გავიგე და ნუ ჯანდაბას ვაღიარებ, მარტო მხოლოდ მე ვეღარ ვქაჩავ, სანამ რამეს იეჭვებენ და გაიგებენ, რომ ვცდილობ რაღაცეების ამოქექვას, კვალს წაშლიან, ამიტომ თქვენ მჭირდებით რომ დამეხმაროთ.
-წერილი შგამოაგზავნე არა?
-ყოჩაღ დაჩი, შენს ინტუიციაზე ლეგენდები დადის და თურმე მართალი ყოფილა.
-კარგი, გვეყო შემოვლითი საუბარი, რა გაიგე და ჩვენგან რა გინდა?
-ჭურჭლის მრეცხავია ერთ-ერთი საეჭვო თანამშრომელი, ასევე დიჯეი, ნუ კომპიუტერთან შეკვეთებს ვინც იღებს, და კიდევ, ბართან თითქმის ყოველ საღამოს ერთი ქალი მოდის, რატომღაც მეცნობა და ვიცი ნანახი მყავს, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ საიდან, თანაც მე მხოლოდ სამზარეულოში შემიძლია იმ გოგოს ვუთვალთალო, აი გარეთ იმ ქალთან და დიჯეისთან კი სწორედ თქვენ მჭირდებით. ისიც ვიცი, რომ ეს ნარკოტიკები ახლა მიტოვებულ რომელიღაც ბინაშია, ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ხმა რომ არ გავიდეს ქალაქის გასასვლელში, ან მოშორებით უნდა იყოს, ამისთვის ყველა ქალაქიდან გასასვლელის ბინებია შესამოწმებელი რასაც მარტო ვერ გავწვდები, თან რომ დავეჭირე ვინმეს და მოვეკალი რაც ვიცი ისიც დაიკარგებოდა.
-ეს ქალია?_ლალის სურათი დაუდო დაჩიმ გოგოს წინ და მანაც უცებ ამოხედა
-საიდან მიხვდი?
-ოოო, აი ეგ უკვე სხვა ამბავია რაც შენ აღარ გეხება, შეგვიძლია ვითანამშრომლოთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი პირობებით_წინ გადაიწია დაჩი.-დაგეგმილ ოპერაციებში არ ჩაერევი, ცოტა ხნით განზე გადგები და ნუ შენი დის სიჯიუტეც თუ გაქვს, ვიცი სამსახურიდან არ წამოხვალ ამიტომ, მხოლოდ მრეცხავის თვალყურის დევნება გევალება სამზარეულოში და ყველაფრის მოსმენა, გარეთ ჩვენ მივხედავთ_საზურგეს მიაწვა დაჩი და ხელი ჩამოუსვა ლილიას ზურგზე.
-როგორ?
-როგორც შენმა დამ წინა გამოძიებისას, ის ძმას კერავდა, მე დას დავკერავ, ესეც ჩვენი დემოკრატიული ოჯახი_გვერდულად გაეცინა დაჩის და ფეხზე წამოდგა-ჯობია ახლა დავიშალოთ ხვალ მნიშვნელოვანი ქალბატონი უნდა გავიცნო_გამოაცხადა საზეიმოდ და ლილიას ფრუტუნს ყურადღება არ მიაქცია.

მეორე საღამოს, როგორც ყოველთვის გარეთ მყოფ ფურგონში ჩუმად ელოდნენ მოვლენების განვითარებას ლილია და დემნა, ნატალი და დაჩი როლისთვის ემზადებოდნენ. დაჩი ჰალსტუხის ხსნით შევიდა რესტორანში, კიბეები აირბინა და პირდაპირ ბარს მიაჭრა, უკვე ადგილზე მყოფ ლალისორი სკამის მოშორებით მიუჯდა და ვისკი შეუკვეთა. არც კი შეიმჩნია რამდენიმე წუთში გვერდით მიმჯდარი ნატალი და სმა დაიწყო.ლალი მისკენ ჩუმად აპარებდა თვალს, მაგრამ მოქმედებას არ ჩქარობდა. კიდევ რამდენიმე წუთში ნატალი ვითომ გალეშილი წამოდგა ფეხზე და უკნიდან დაჯახებით დაჩის ვისკიანი ჭიქა ფეხზე გადაავლო.
-ოი, ოი მაპატიეთ_ლამის სლოკინით თქვა გოგომ და ამღვრეული თვალები გაუსწორა დაჩის.
-არაუშავს, ისევ და ისევ ქალი, სხვა ვინ, ყველანაირი უბედურების საწყისი ხომ ქალია_ბუზღუნით გააგრძელა ხმადაბალი ლაპარაკი დაჩიმ ნატალის წამოსვლის შემდეგ და ლალის გახედა-შეგიძლიათ ხელსახოცი მომაწოდოთ? პირდაპირ გვერდით გიდევთ.
-ეს რა გაცნობაა კი მაგრამ?_ვერ ისვენებდა ლილია ფურგონში.
-საერთოდ ასეა, როცა ადამიანს გინდა ნდობა გაუღვივო პირველად რაიმე შენ უნდა თხოვო.
-თქვენ რა ფსიქოლოგიას გასწავლიდნენ?
-რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის_თავი დაუკრა დემნამ და ისევ ეკრანს ახედეს.
-აი, ინებეთ_გაისმა ლალის ხმაც და დაჩის ერთი სკამით მიუახლოვდა.
-გმადლობთ ქალბატონო, თუმცა_ აგდებულად აათვალიერა ქალი დაჩიმ_თქვენც ხომ ქალი ხართ.
-დიახ ვარ_გადაიკისკისა ლალიმ_და იქნებ თქვენ გყავდათ ცუდი ქალი მაგალითისთვის შერჩეული? იქნებ შეიძლება სტატ
ისტიკის გამოსწორება?_წარბი აუწია ბიჭს და ბარმენს ვისკის გამეორება ანიშნა.
არ ეგონა ასე იოლად თუ გამოვიდოდა, ამას დაჩის გულში ხარხარი მოყვა, ყურში კი ლილიას ზმუილით ნათქვამი სიტყვები_რატომ ხარ დაჩი ასეთი სიმპატიური რატოო და კმაყოფილმა გაუღიმა წინ მჯდომ ქალს.-დამიმტკიცებთ?
-ვეცდები_თვალი ჩაუკრა ქალმა და ვისკი ბოლომდე დაცალა. (5)

იმ დღეს მალევე მოახერხა დაჩიმ თავის დაძვრენა, ვერასდროს წარმოიდგენდა ლილია ასეთი თუ იყო ეჭვიანობა, თანაც ხომ იცოდა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო, მაინც ლამის იყო ბოღმიდან გამსკდარიყო, დაჩის კი გულში ეცინებოდა გოგოს ცვლილებაზე. სახლში ცალცალკე წავიდნენ და დაჩი მეორე დღეს არც სამსახურში წავიდა, ისეთი ქალის დაკერვა დაიწყო შეიძლება უთვალთვალებდნენ. დილით ლილია სამზარეულოში დახვდა ჩაის ჭიკით ელში და დაჩისთვის გამზადებული ტოსტებით. მალევე წამოდგა, დაჩის ლოყაზე კოცნით დაემშვიდობა და სამსახურში წავიდა. კარის დახურვის ხმაზე დაჩიმ ღრმად ამოისუნთქა, ვერასდროს წარმოიდგენდა ასე თუ გააგრძელებდნენ, ხვდებოდა ლილიას რაღაცის რომ ეშინოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა რისი, თითქოს ერთად იყვნენ, მაგრამ არც იყვნენ, ქორწინება არ უნდოდა, შვილებს ჯერ ერიდებოდა, თითქოს ისე იყო წასვლისას მხოლოდ ხუთი წუთი რომ დაგჭირდება ყველაფრის მოსაგროვებლად. ახლაც ეს ლალიზე ევიანობა, რა სისულელეა, ის ხომ ერთი ნარკომანია, რომელსაც ამდენი ადამიანის სიკვდილში აქ გასვრილი ხელები.საღამომდე ბინაში იბორიალა, ყველანაირად ცდილობდა დრო გაეყვანა, ლილიას ოთახშიც შევიდა, უყვარდა მისი ნახატების თვალიერება და ერთი ახალიც აღმოაჩნა. მოლბერტზე ბიჭის და გოგოს გამოსახულება ჩანდა, გოგოს ქარი თეთრ თხელ კაბას უფრიალებდა თმასთან ერთად, ხელი ბიჭისთვის ჩაეკიდა და მას უყურებდა, ბიჭიც ბრიჯებში ჩაცმული გოგოს უყურებდა და ლამის რეალურად გრძნობდა დაჩი მათ სიყვარულს. მთელი გულით გაეღიმა, ნახატზე ლილია და დაჩი იყო, ბიჭმა ამოისუნთქა და მთელი ტანით მოეშვა, შეიძლება რაღაც პრობლემები ქონდათ, მაგრამ ვის არ ქონდა პრობლემები? მთავარია ერთმანეთი უყვართ. ღიმილით გააგრძელა დაჩიმ სურათის თვალიერება, მათ უკან დიდი გორაკი ჩანდა ირგვლივ კი მწვანე ხასხასა ბალახი, გაზაფხული, თავში გაუელვა დაჩის, ისიც გაახსენდა, რომ ლილიას სადღაც ასეთი კაბა მართლა ქონდა, ახლა უფრო გასაგები გახდა, ეს ლილიას ოცნება იყო. ყოველთვის ამბობდა, ოცნებებზე ვერ ვისაუბრებ, სამაგიეროდ დავხატავო, ესეც ერთ-ერთი მათგანი. ნახატი თავის ადგილზე დააბრუნა, ვითომ არც უნახავს და ინტერნეტში მსგავსი ადგილის მოძებნას შეუდგა, გაზაფხულამდე ორი თვე იყო კიდევ.

ერთი საღამო გამოტოვა დაჩიმ, არუნდოდა ლალის რამე ეეჭვა, მეორე საღამოს კი ისევ მიუჯდა ბარს და ქალს დაელოდა, ცოტა დიდხანს მოუწია მოცდა, მაგრამ ქალი მაინც მოვიდა. ჯერ სიმღერის შესაკვეთად მივიდა, მეტი დამაჯერებლობისთვის მართლაც გაისმა წყნარი მუსიკა და ალბათ ერთ წუთში დაჩის ახლოსაც მიუჯდა.
-ისევ ქალები?
-რა თქმა უნდა ისევ ქალები, როდის იყო კაცი სხვა რამის გამო სწავლობდა დალევას.ისევ და ისევ ქალები.
-მაინც რა გვინდა ქალებს?
-თავადაც არიცით რა გინდათ და ჩვენ საიდან გავიგებთ_ბოლომდე დალია ვისკი და გამეორება ანიშნა ბარმენს.
-მაშინ კერძოდ შენი შემთხვევა მომიყევი.
-შეყვარებული მყავს, რომელიც არც მშორდება და არც ცოლად მომყვება.
-ოჰოოოჰ სიყვარულზე გამწარებული კაცი ყველაზე საშიშიაო ამბობენ, იქნებ არ უყვარხარ და ერთობა?
-ვუყვარვარ_მკაცრად ჩაიღრინა დაჩიმ, მაგრამ უცებ გამოასწორა და ტონი შეარბილა-ვიცი, რომ ვუყვარვარ.
-კარგი რა, მეტი მიზეზი ვერ მოიფიქრა?_მანქანაში იგესლებოდა ლილია.
-გახსოვს ლაშასთან შენც იგივე მიზეზი თქვი_გაეცინა დემნას.
-მე სიმართლე ვთქვი, მართლა მენატრებოდა_ჩაიდუდღუნა გოგომ და წამიერად დააბნია დაჩი, ანუ უკვე მაშინ მოწონდა? ეს ხომ გაცნობიდან ერთ თვეში იყო? როგორ გამორჩა? ამ დროს ლალის ნათქვამი ვერც გაიგონა ისე დაიბნა, მაგრამ მალევე მოვიდა გონს.
-მაპატიე, მგონი ზედმეტი მომივიდა_მორიგი ყლუპი მოსვა და ჭიქა ხმაურით დადო დახლზე.
-არაუშავს ხდება ხოლმე,_ გაუღიმა ლალიმ-თუმცა შეგვიძლია დღე მაინც შედარებით სასიამოვნოდ დავასრულოთ_ხელის გულზე თითით მოეფერა და წრეები შემოხაზა. პირდაპირ თვალებში ახედა დაჩიმ დაბინდული მზერით და ქალის ჭინკებ ათამაშებულ თვალებს მზერა გაუსწორა.
-უარს არ ვიტყოდი_დემონსტრაციულად გადაკრა ვისკი ბოლომდე და ქალს გაუღიმა.
-არ გაბედო დაჩი თაბაგარო, არც კი გაიფიქრო, იცოდა სიცოცხლეს გამოემშვიდობები, მაგ ქალს გაყვები და ჩემ თავზე პასუხს არ ვაგებ..._აღარ დაამთავრებინა ლილიას ლაპარაკი ლალის უკან წასულმა ჩუმად მოიძრო ყურში ჩამაგრებული ნაუშნიკი და ჯიბეში ჩაიდო.
-მოიხსნა, აღარც მომისმინა, დემნა ახლა ამას მართლა ჩემი ხელით მოვკლავ_მანქანაში გააგრძელა ღვარძლიანი ლაპარაკი და დემნას წამი არ მისცა დასაფიქრებლად. უკან გაყვნენ ჩუმად მანქანას. ლილიას ტვინი უსკდებოდა მათ რომ ერთად წარმოიდგენდა საწოლში, მის დაჩის და ლალის. ლილიას საყვარელი თხელი თითები ლალის მსუქან, დაძარღვულ ფეხს რომ აუყვებოდა.
-დემნა გააჩერე, გააჩერე_ძლივს მოასწრო დემნამ გაჩერება ლილია გიჟივით რომ გადახტა მანქანიდან და გული აერია. იქვე დავარდა ტროტუარზე და ხველებით შეეცადა ყელის ჩაწმენდას.
-ჯანდაბა, დაჩი თაბაგარი, შენ თუ მომიღებ ბოლოს_ძლივს ამოიკრუსუნა და ხელით გადაიწია შუბლზე ჩამოყრილი თმა.

უკანა ხედვის სარკეში დაინახა დაჩიმ მომხდარი და ლამის მოძრავი მანქანიდან გადახტა წაქცეული ლილიას დანახვაზე, ლალიმ მაშინვე შეამჩნია ბიჭის წრიალი და გაკვირვებულმა გამოხედა:
-რამე მოხდა?
-მემგონი ჩემი სასმელი გარეთ გამოსვლას ცდილობს და სავარაუდოდ მალე არც თუ ისე სასიამოვნო სანახაობის მომსწრე გახდები და ჩვენი საღამო ერთი დღით ხომ არ გადავდოთ? გპირდები ხვალ მხოლოდ ერთ ჭიქას დავლევ_გვერდულად ჩაიღიმა ბიჭმა და ლალის მანქანა გააჩერებინა. მალევე დაბრუნდა უკან, მაგრამ იქ არც დემნას და არც ლილიას კვალი არიყო. სწრაფად დაიწყო ტაქსის ძებნა და 20 წუთში უკვე ბინის კარებს აღებდა. ლილია დივანზე იყო ხალათით მიწოლილი და სუსტად სუნთქავდა.
-ლილია რა დაგემართა?_შუბლზე გადაუსვა ხელი და მიიხუტა_გული გამიხეთქე.
-ღმერთო, რა კარგია, მოხვედი. ვიცოდი არ შევცდებოდი, ვიცოდი რომ მასთან არ დარჩებოდი, წარმოგიდგენია თქვენი წარმოდგენისას ზიზღისგან ვაღებინე, რომ წარმოვიდგინე ამ ჩემი თითებით მის სხეულს ეხებოდი, მემგონი ისევ ვაღებინებ_ამოიკრუსუნა ლილიამ და ცრემლების დამალვა არც უცდია_გთხოვ დამპირდი, რომ არასდროს მიღალატებ, გთხოვ, უბრალოდ მითხარი რომ ჩემსავით არავის აღარასდროს აღარ შეეხები რა, მითხარი_ ცრემლნარევი ხმით ევედრებოდა ბიჭს და უარესად ანერვიულებდა.
-მაინც როგორ არ შევეხები, ასე?_ ყურის ბიბილოზე გამოდო დაჩიმ ტუჩები_ან იქნებ თითებით ასე არ შევეხები_ ფეხზე აუსრიალა ცალი ხელი და ხალათის ქვეშ იოლად შეყო_ ან იქნებ ასე_ განაგრძობდა ვნებამორეული ხმით გოგოს გაბრუებას და თითებით წრიულად ეფერებოდა მთელ ტანზე, მკერდის თავზე წრიულად შემოუხაზა კვნესა რომ ვეღარ შეიკავა ლილიამ, ტუჩები კისერს მიუყვებოდა, თითები მკერდიდან მუცლისკენ მიცოცავდა, ცოტა ხანში ბიჭმა თითები ტუჩებით შეცვალა და მუცელს დაუყვა დაბლა_ისევ გეპარება ეჭვი რამეში?_ მოგუდული ხმით ამოილაპარაკა, მაგრამ გაეცინა ლილიას სახეს რომ შეხედა, ახლა ვერაფერს უპასუხებდა, უცებ წამოაყენა ფეხზე წელზე შემოიჯინა, კოცნა ორივემ გააცხოველა და ლილიამ საჯდომზე იგრძნმო დაჩის მწველი ხელები. საძინებლამდე ვერ მიაღწევდნენ, დაჩის სასმელი და გოგოს სუნი ერთად ურტყამდა თავში და სამზარეულოს მაგიდა ამჯობინა
- იცოდე ჭამამდე შენ გაწმინდა_ კოცნებს შორის ამოილაპარაკა ლილიამ და დაჩის სიცილიც გაიგონა. როგორ სიამოვნებდა მისი ხელების ფათური მთელ სხეულზე, მაგრამ ახლა უკვე უფრო მეტი უნდოდა, ხელებით მოძებნა დაჩის შარვალი და სწრაფი მოძრაობით გახსნა, ქამარს შარვლის შესაკრავი მოყვა და ორ წამში ბიჭის ასოს ჯერ ხელით ეთამაშებოდა, მერე საშოსკენ გააქანა.
-სწორი ყოფილა, გაბრაზებულ გულზე სექსი საუკეთესოა_ კვნესებს შორის ამოიძახა ლილიამ და ლამის აეწეპა დაჩის სხეულს.

დაჩი ლილიაზე მოხვეული ცდილობდა არეული სუნთქვის დაწყნარებას, ლილიას კი მის კისერში ჩაეყო თავი და ცხელ სუნთქვას პირდაპირ აფრქვევდა.
-იცოდე თუ არ გაჩერდები ....._ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა დაჩის სათქმელი და გაისმა კიდევაც ოთახში დემნას აღელვებული ხმა:
-კიდევ ორი გვამია დაჩი. (6)

კიდევ ორი გარდაცვლილის შემდეგ დაჩი 2 ღამე სახლში აღარ გამოჩენილა, ის და დემნა განყოფილებაში გადაცხოვრდნენ, ლილია ისევ მუშაობდა და ხატავდა, ხანდახან ნატალი და ლიზა შემოუვლიდნენ და ჭორაობით ირთობდნენ თავს. სალხში დაბრუნებული დაჩი იმდენად დაღლილი იყო უგონოდ ეძინა 4 საათი, საქმესთან დაკავშირებით გოგოს არაფერს უყვებოდა, ისიც არ ეკითებოდა, უკვე რამდენიმე დღე იყო გასული რაც დაუდასტურეს ნინა მისი ბიოლოგიური და რომ იყო, თუმცა სანახავად არ წასულა, ვისაც არ სჭირდებოდა, ძალით ვერ შეაყვარებდა თავს. მომდევნო საღამოს კი ისევ ჩვეული შემადგენლობით დაიძრნენ ლალის სანახავად.
დაჩის ბართან დაჯდომიდან ერთ საათში მივიდა, რაღაც მომწვანო ფერის კოქტეილი შეუკვეთა და დაჩის გადმოხედა.
-უკეთ გამოიყურები.
-უკეთ?
-ხო იმ დღეს ისე გადამიხტი მანქანიდან ლამის ვიფიქრე ძალით ჩავსვითქო.
-ხო, მაპატიე, არ მინდოდა პირველ პაემანზე გულის რევისთვის გეყურებინა, ამიტომ გაცლა ვამჯობინე.
-აჰა ანუ პაემანი გვქონდა?
-და შენ სხვა რა იფიქრე?
-შეყვარებული გყავს თუ ცუდად მახსოვს?
-შეყვარებული, რომელსაც შენი ხელფასის მეტი არაფერი უნდა? ითვლება?
-ვიღაცისთვის კი, ვიღაცისთვის არა_თვალი ჩაუკრა ლალიმ და სასმელი მოსვა.-რატომ არ შორდები?
-კარგი საყვარელია_დაჩიმაც მოსვა ვისკი და ყურში ლილიას ჩაფრუტუნებულ ჰმს ყურადღება არ მიაქცია.
-იქნებ უკეთესები არსებობენ?
-ისევ ჩემი სტატისტიკის შეცვლას ცდილობ? ჩაეცინა ბიჭს.
-ვნახოთ რა გამოგვივა_მოკვნეტილი ტუჩით თვალი ჩაუკრა ლალიმ და ფეხზე წამოდგა-ახლავე დავბრუნდები და წავიდეთ
-კარგი_თავი დაუქნია და თვალი გააყოლა სამზარეულოში როგორ შევიდა.
-დემნა გესმის?
-კი დაჩი რა ხდება?_ლილიამ დაასწრო შეპასუხება
-გამახსენე ერთი სახლში შეგახსენო რა გქვია ქალბატონო შენ_მხიარულად ჩაილაპარაკა დაჩიმ-დემნა სადგომზე სანამ მანქანაში ჩავუჯდები დამირეკე და მითხარი, რომ ან ჩემი და ან დედაჩემი ნებისმიერი ვინმე ცუდადაა და გჭირდები.
-გასაგებია დაჩი_ჩაილაპარაკა მობილმომარჯვებულმა და იმ წამს გამოჩენილ ქალს გახედეს.
-წავედით?
-წავედით.
მართლაც დაურეკა სადგომზე დემნამ და ესეც ვითომ ანერვიულებული თავისი მანქანისკენ გაიქცა, სახლში მისწრებულ ლილიას ჩაეხუტა და თავი მკერდზე დაადო.
-ისე ვარ დაღლილი და გამოფიტული ჩემი გოგოები თუ მიშველიან_ლილიას მკერდზე ეფინებოდა დაჩის ცხელი სუნთქვა და თავს ძლივს იკავებდა. ბოლოს დაჩის ხელი გააშევბინა და წინ და უკან მოყვა ნერვიულად სიარულს.
-ლილია ხომ კარგად ხარ?_მისი საქციელით გაოცებულმა ამოხედა ბიჭმა, ასეთი ლილია ჯერ ნანახი არ ყავდა.
-არა დაჩი, მე არ ვიცი, ეს, არც კი ვიცი როგორ გითხრა_თითების მტვრევით დადიოდა წინ და უკან ნერვიულად და დაჩისაც უარესად აგიჟებდა.
-მოდი დავქორწინდეთ_წამიერად შემობრუნდა და წინ აესვეტა ბიჭს.
-ვერ გავიგე?
-მე, მე არ ვიცი მეშინია დაჩი_ისევ სიარულს მოყვა ოთახში_ ვიცი, რომ ლალისთან თამაშობ, ვიცი შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვეჭვიანობ, ასე ასე არ ვიცი არ შემიძლია, შენ ხომ ეს სულ გინდოდა, ხოდა თუ ამ ერთი სიტყვით გაგაბედნიერებ დავქორწინდეთ_ცრემლიანი თვალებით ამოხედა.
-მოიცა შენ რა ტირი?_უფრო გაოცებულმა გადმოხედა ბიჭმა.
-არა, არ ვიცი, ხო ვტირი, რას იტყვი?
-არა ლილია.
-რაა? რას ნიშნავს არა? ორი წელია მეხვეწები, დაგთანხმდი და ახლა ამ ბობ უარს?
-მე ორი წელია ჩვენი სიყვარულის დაგვირგვინებას გთხოვ და არა ეჭვიანობის, შენ გინდა თითზე ბეჭედი იმიტო წამოვიცვა, რომ სხვამ დაინახოს ცოლიანი რომ ვარ და უფრო მშვიდად იყო არ მიღალატებს ან სხვებიც აღარ შეხედავენო, მე კი მინდა იმიტომ მეკეთოს, რომ ამაყად ვატარო და ყველას შევახსენო რა ბედნიერი ვარ ცოლი რომ მყავს, რომ მენდობა და სახლში ბედნიერი ღიმილით მელოდება, მინდა მას რომ დავხედავდე სიყვარულით მახსენდებოდე და არა ბარში შესულს სხვა ქალს რომ ვკერავ დავიხედო და უი ცოლი მყავს არ შეიძლებათქო. კიდევ ერთხელ გთხოვ ლილია - გაიზარდე! _მისაღებში დატოვა ატირებული გოგო და დასაძინებლად წავიდა. რაც ბოლო თვეში იჩხუბეს, მემგონი ამდენი მთელი სამი წლის მანძილზე არ უჩხუბიათ, თუმცა რა გასაკვირია ერთადერთი ნათესავი იპოვა და მანაც უარი თქვა მასზე. ახლა უკვე სინდისმა შეაწუხა დაჩი, იქნებ ასე მკაცრად არუნდა ეპასუხა? კიდევ 15 წუთი იწრიალა და ისიც ლილიასთან გავიდა. გული მოეწურა, როცა შეხედა როგორ მოკუჭულად იწვა ლილია დივანზე და რამდენიმე ცრემლი ჯერ კიდევ არ ქონდა შემშრალი. მთელი ძალით მიიხუტა სხეული ბიჭმა და ოთახისკენ წაიყვანა. ლოგინში ჩაწვენამდე ლილია ოდნავ მოფხიზლდა და კისერში დაიჩურჩულა
-მიყვარხარ დაჩი
-სიცოცხლეზე მეტად_ბიჭმაც დაუბრუნა და მთელი სხეულით მიიხუტა ტკბილად ჩასაძინებლად.

რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდა ლალის, საკმაოდ დაახლოვდნენ, მათ ურთიერთობაში უკვე მრავლად იყო სასიამოვნო საუბრები, როცა ეცალა და არ მუშაობდა ლილიაც ფურგონში იჯდა, მაგრამ როცა მუშაობდა მაინც მშვიდად იყო, როგორც იქნა მის თავში დაჩის სიტყვების გაგების ძალა იპოვა. ყოველი დღის ბოლოს კი დაჩის ახალ-ახალი მიზეზების მოფიქრება ჭირდებოდა რომ არ გაყოლოდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა ცოტა ღრმად შეეტოპა და ასეც მოიქცა.
-ღმერთო ჩემო ნეტა ოდესმე თუ დავლაგდები_მობეზრებულად ამოილაპარაკა დაჩიმ და ქალს გახედა_მაპატიე შენთან სულ წუწუნი მიწევს. ნეტა არსებობდეს რაიმე ამ სამყაროს რომ მომწყვიტოს თუნდაც რამდენიმე წუთი_ფრთხილად შეაპარა დაჩიმ და თავი ხელებში ჩარგო.
-და თუ გეტყვი რომ არსებობს?_ეშმაკურად ჩაუკრა თვალი კაცს და კვლავ სასმელს მიუბრუნდა.
-მაშინ გთხოვდი რომ სასწრაფოდ მიშველო_მოუთმენლად დასძახა დაჩიმ.
-მაშინ წავიდეთ_ ღიმილით წამოდგა ლალი და კაციც გაიყოლა, ახლა უკან ვეღარ დაიხევდა, იმედი ქონდა ლალი ნარკოტიკს გულისხმობდა და აღტკინებული იჯდა მძღოლის გვერდით. უპასუხოდ უთიშავდა ნინას და მხოლოდ გზას უყურებდა. ბოლოს საღორიას რომ გაცდნენ და ქალაქიდან გასვლა დააპირეს დაჩი გამორკვა.
-ლალი სად მივდივართ?
-უკვე მოვედით_ღიმილით გადავიდა ქალი და ქალაქის გამოსასვლელში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობისკენ დაიძრა_წამომყევი_ღიმილით გადმოხედა დაჩის და შენობაში შეაბიჯა.

გამწარებული რეკდა ნინა დაჩის მობილურზე, მაგრამ პასუხი არიყო, შემდეგ ლილიას ნომერი აკრიბა:
-ლილია, დაჩის შენც ახლიხარ ხო? ამწუთას სად არი?
-არ ვიცი ნინა, დღეს ვმუშაობდი და ვერ წავედი, დემნაა იქ.
-ჯანდაბა კარგი_უპასუხოდ გაუთიშა და მაშინვე დემნას გადაურეკა
-დემნა, მასთან ერთად წასვლა არ დაანებო.
-რა მოხდა ნინა? უკვე გაყვა და სადაცაა მეც ადგილზე ვიქნები, რაღაც ძველ შენობასთან არიან.
-ჯანდაბ, დემნა, მახეა, იციან ვინც არი დაჩი, ახლა გამოათრიე გარეთ_ გამწარებული ყვიროდა ნინა და დემნაც ადგილზე იყო უკვე.
-ახლავე, უკვე მივედი, ახლავე_აღელვებული ისინჯავდა იარაღს დემნა და შენობისკენ გარბოდა, თუმცა დააგვიანდა, დააგვიანდათ, გამაყრუებლად გაისმა იმ სიწყნარეში გასროლის ხმა და კილომეტრზე დაშორებული ჩიტების გუნდიც დააფრთხო. (7)

დემნას ზარის შემდეგ დიდად არაფერი ახსოვდა, როგორ წამოვიდა სამსახურიდან, საავადმყოფომდე როგორ მივიდა, როგორ ვერ ჩამოუვარდა ვერცერცერთი ცრემლი, ალბათ არ ჯეროდა და მიტომ. ორი დღის წინ არ ფიქრობდა სწორედ ამაზე? ზუსტად ორი დღის წინ არ ფიქრობდა დაჩი დამრჩა მხოლოდ და არ მიმატოვებსო? რატო ეთამაშება ეს ცხოვრება ასე საოცრად და მტკივნეულად? გონს მაშინ მოეგო საავადმყოფოს კარებში რომ შევარდა. კითხვა არ დაჭირვებია, მთელი განყოფილება ნატალისა და ნინას ჩათვლით იქ იყო, ამაზე უარესად გაგიჟდა.
-აბა?_მაშინვე მიაჭრა დემნას.
-არაფერი ვიცით ლილია, ბოლომდე გონზე იყო, მაგრამ ექიმმა გულთან ახლოს ჩაუარა ტყვიამ და არ ვიცით რა როგორ იქნებაო, რამდენიმე საათი დაჭირდება ოპერაციასო. როგორ ვერ მივხვდით_თავი ჩახარა დემნამ.
-თვითგვემას ახლა აზრი არ აქვს, უსარგებლოა. აქ რატომ ხართ?
-გინდა რომ წავიდე?_თვალებ გაფართოებულმა ამოხედა გოგოს.
-დემნა, ახლა ამ წამს აქ რატომ ზიხარ თუ რამდენიმე საათი სიახლე არ იქნება? შენი აზრით რომ გაიღვიძებს პირველი რას გკითხავს სასთუმალთან თუ მედექიო თუ ის თუ დაიჭირეთო?
-მართალი ხარ, მაგრამ...
-ხოდა არავითარი მაგრამ. წადით და ის ცხოველი ეძებეთ, აქ ჩვენ ვიქნებით_მხარზე დაადო დემნას ხელი და კარისკენ გააქნია თავი.
-ლილია, რომ არ.....
-არ გაბედო, იცოდე ეგ წინადადება რომ დაამთავრო არვიცირას ვიზამ, ვიცი რომ გაიღვიძებს, ვიცი, უფლება არ აქ მიმატოვოს, მიგვატოვოს. მთელი ჩემი ცხოვრებაა და არ წამართმევს სამაგისოდ ზედმეტად ვუყვარვარ. ესენი წაიყვანე აქედან და ამ საცოდავი თვალებით ნუ მიყურებენ, თორე ჩემი ამბავი კი იცი._სკამზე ჩამოჯდა ლილია და შუბლი მოისრისა.
-დემნა_წამით მოაბრუნა თითქმის კართან მისული ბიჭი_ დაჩის გეფიცები იმ ქალს თუ დაიჭერთ და არ მეტყვი .......
-დაგირეკავ ლილია_თავი დაუქნია დემნამ და ბიჭებთან ერთად გავიდა, სკამებზე ნატალი, ნინა და ლილია დარჩნენ მომლოდინე სახეებით.

ორი საათი ყოველგვარი სიახლის გარეშე გავიდა, შემდეგ კი ერთ-ერთი ექიმი გამოვიდა საოპერაციოდა და გოგოებისკენ წამოვიდა:
-როგორაა ექიმო? _მაშინვე წამოდგა ნინა და ნატალი, ლილიამ კი სახეზე ხელები აიფარა და ლოცულობდა ოღონდ ცუდი ამბავი არ თქვასო.
-ტყვია ამოვიღეთ, ეს ყველაზე რთული იყო, ახლა მის გამოფხიზლებას უნდა დაველოდოთ რომ გავიგოთ სხვა დარღვევები თუ რამე იქნება. დილამდე სიახლე არაფერი იქნება, მდგომარეობა კრიტიკულად დამაკმაყოფილებელია_მწარედ გაუღიმა გოგოებს და გაბრუნდა. ბოლოს ვერ მოითმინა და უცებ მოიხედა:
-მისი ცოლი რომელი ხართ?_უცებ წამოყო ლილიამ უკნიდან თავი
-მე ვარ ექიმო
-ლილია თხვენ ხართ ესეიგი.
-დიახ, რა ხდება?
-არაფერი შვილო, მიხარია ასეთ საზოგადოებაში კიდევ რომ ვხედავ ასეთ სიყვარულს, იმედი მაქვს ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.
-რაზე ამბობთ ექიმო?
-სანამ ნარკოზს გავუკეთებდით ახლოს დამაყენა და მთხოვა, ექიმო არააქ მნიშვნელობა თქვენ მომკლავთ თუ მერე ჩემი ცოლი და იქნებ გადამარჩინოთ მისი ხელით სიკვდილი მირჩევნიაო_გაეღიმა კაცს და თავისი ოთახისკენ წავიდა
-ღმერთო რა არანორმალურია, ჩემი არანორმალური, მართლა მოგკლავ დაჩი თაბაგარო მარტო რომ მტოვებდი_ სიცილით ჩაიბუზღუნა და გაცინებულ გოგოებს გადახედა
-ნევროლოგი გამოიძახეთ_სიცილი კაბინეტიდან გამოვარდნილმა დაჩის ექიმმა გააწყვეტინათ და ისევ საოპერაციოსკენ გაიქცა.
-დაჯექი ლილია_სახეზე შეახმათ გოგოებს სიცილით და უკან დაუბრუნდნენ სკამებს.
-თუ გინდა.... _მორიდებით გადახედა ნატალიმ გოგოს.
-არაფერი მინდა ნატ, ახლა არაფერი შემიძლია, წასასვლელი არსად მაქვს, თუ დავუშვებ, რომ შეიძლება რამე დაემართოს მოვკვდები, ტირილი თუ დავიწყე სანამ თითონ არ მომეხვევა ვერ გავჩერდები, არაუშავს, ამ ცხოვრებისგან ტკივილს მიჩვეული ვარ, სანამ გაიღვიძებს გავუძლებ.
-გისმენ დემნა_სიხარულით უპასუხა დემნას ზარს და ბოროტი ღიმილით გაეწელა ტუჩები_მოვდივარ.
-დაიჭირეს?
-კი და ხმას არ იღებსო, მე მაგას ვაჩვენებ როგორ უნდა ხმის არ ამოღება_ სწრაფად წავიდა კარის მიმართულებით და უფრო სწრაფად დატოვა საავადმყოფოს ტერიტორია.

15 წუთში უკვე განყოფილებაში იყო და კაბინეტისკენ წავიდა, კაკუნით შეაღო და დემნას თავი დაუქნია, შიგნით არ შევიდა, დაჩის მაგიდას ახლა ვერ შეხედავდა და დასაკითხი ოთახისკენ წავიდნენ. ყველა თანაგრძნობით და მორიდებით უყურებდა, ამოუვიდა ლილიას ყელში ამდენი საცოდავი თვალებით მომზირე ხალხი და ლამის ყვირილი დაიწყო შესაცოდებელი არაფერი მჭირსო. კართან მისულმა დემნას ფურცელი და პასტა გამოართვა და პირდაპირ თვალებში ახედა.
-კამერა გამორთე. _უხმოდ დაუქნია ბიჭმაც თავი და მშვიდად შევიდა ოთახში, კარი შიგნიდან ჩაკეტა და ფურცელი და კალამი მაგიდაზე დადო.
-ოჰ, ამჯერად გამომძიებლის ცოლი გვესტუმრა_ წითლად შეღებილი ტუჩები დაპრუწა ლალიმ და ფრჩხილები მაგიდაზე ააკაკუნა_რით გემსახუროთ? ეჭვიანობის ნიადაგზე ხომარ გინდა რომ მომკლა?
-ღმერთო ჩემო შენ კიარ გგავარ, ყოჩაღ ისე, ოჯახური ბიზნესი გქონიათ, სამწუხაროა სამი წლის წინ რომ გამოგვრჩა.
-ჰო აი ეგ კი წარმოდგენა არ მაქვს რას ნიშნავს, გავიგე დაჩის ცოლი ყოლია და ეჭვიანობის ნიადაგზე ვესროლე_მხრებით მიაწვა სკამის საზურგეს და ლილიას ამოხედა.
-ჰოო, კარგი გეგმაა, მაგრამ ერთი, არა ორი პრობლემაა, თავიდანვე იცოდი, რომ ცოლი ყავდა და ამას ხელი არ შეუშლია და მეორე, შენი ძმა ზუსტად იმ საქმისთვის ზის რისთვისაც შენ დაგაკავეს და მგონი ჯობია ლაპარაკი დაიწყო._ამ სიტყვებზე შეცბა ქალი, არეგონა მისი და დაჩის საუბრებს თუ ვინმე იწერდა, მაგრამ არ დაბნეულა.
-შემიყვარდა და მიტომ ვიეჭვიენა გაორმაგებულად.
-გაორმაგებული ეჭვიანობა ალბათ რაღაც ახალია._უკნიდან დაუდგა ლილია და ხელები გაშალა-შარში ხარ ჩემო ლალი, მე გამწარებული, რომელსაც აღარაფერი აქვს დასაკარგი თავზე გადგავარ, კამერას როგორც ხედავ თუ გინდა ახედე და შეამოწმე გამორთულია, ანუ ვერაფერს დამიმტკიცებენ, რაც შეეხება შენ კივილს კარები ჩავკეტე, რომც არ ჩამეკეტა, ნახე წინ შავი ფანჯარა რომაა, ახლა ნახევარი განყოფილება იქედან გვიყურებს და მათთვის დაჩი იმდენად მნიშვნელოვანია, სულ რომ სული ამოვხადო წამებით, მისი დაჭრისთვის არცერთი გაინძრევა შენ გადასარჩენად, ამიტომ გირჩევ კალამი აიღო.
ლალი მაგიდას არც უყურებდა, ოდნავ დამფთხალი ჯერ კამერას შემდეგ ფანჯარას მიაშტერდა და მოზრდილი ნერწყვი გადაყლაპა.
-მაგიდა წინ გიდგას ცოტა ქვემოთ, მოდი დაგანახებ_მოთმინება დაეკარგა ლილიას, ხელით თავში წვდა ქალს და ცხვირი მაგიდაზე დაარტყმევინა,წამოსულ სისხლს არ მიაქცია ყურადღება, ნიკაპით ააწევინა თავი და თითებით ლოყები მოუჭირა_იცი კიდევ ერთი პლიუსი რა არის, როცა გამომძიებელთან ერთად ცხოვრობ? პირველივე თვეებში კარატეზე შეყავხარ, თავდაცვის ილეთების სასწავლებლად_ხელი წაავლო ლალის მარჯვენა ხელს და ერთ-ერთ თითში ჩააფრინდა_აბა რომელი თითით არ გინდა ჩვენების დაწერა?_ნელნელა გადაუწია და ქალსაც ამოხდა ტკივილიდან შეყვირება.
-დავწერ, გაჩერდი, დავწერ.
-კარგო გოგო ხარ_სალფეთქი მიაწოდა გასაწმენდად, ფურცელი და კალამი მიუჩოჩა და ოთახი დატოვა, გაკვირვებული უყურებდნენ ბიჭები დერეფანში, თუმცა დიდხანს შეჩერებას ვერავინ ბედავდა. მთელი სხეული უკანკალებდა ლილიას და რომ არ დამჯდარიყო წაიქცეოდა, მაგრამ არა, ახლა აქ სისუსტეს ვერ გამოიჩენდა, აქ არა, დაჩის მეორე სახლში ვერა, ისე ჩამოჯდა თითქოს დემნას უცდიდა და უცებ მოსვა ერთი ყლუპი წყალი. ბიჭს სიტყვის თქმაც არ აცადა, რომ დაინახა უცებ წამოდგა:
-საავადმყოფოში ვიქნები თუ რამე დაგჭირდა_და პასუხს არ დალოდებია ისე წავიდა გასასვლელისკენ. ნაღვლიანი მზერა გააყოლა, სხვებისგან განსხვავებით გოგოს იცნობდა, იცოდა ახლა როგორც იყო, მაგრამ იმასაც მიხვდა მარტო ყოფნა რომ უნდოდა და არ გაყვა. როგორც არუნდა აეღოთ გახარებული იყო დემნა ჩვენებით, სახელები გვარები, თავისი მისამართებით და რაც მთავარია იმ ბინის მისამართი ეწერა, რომლის ანგარიშზეც უკვე 4 ადამიანის გვამი იყო. (8)

5 დღე დასჭირდა დაჩის გამოფხიზლებისთვის, მისი სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 დღე, მისი ოჯახისთვის ყველაზე რთული და დაძაბული 5 დღე, როცა არიცი რას გიმზადებს ცხოვრება, მოგკლავს, დაგტოვებს სრულიად უნუგეშოდ, თუ მოგცემს მიზეზს, რომ იცხოვრო. პალატას ვერ ტოვებდა ლილია, ეშინოდა კარები რომ მივიკეტო და რამე მოხდეს რა ვქნაო, სახლშიც ვერ წაიყვანეს, მოუტანდა ნატალი გამოსაცვლელს და ამასაც იქვე იცვლიდა, ვერაფერი აჭამეს, თავბრუსხვევასაც კი აღარ აქცევდა ყურადღებას, მერე რა რომ შიოდა, მაინც ვერ შეჭამდა, მეოთხე დღეს კი საერთოდ გადარია ყველა, დაჩიმ თითი გაანძრია და გახარებული იმდენად სწრაფად წამოდგა ფეხზე, უცებ წნევა დავარდნილი და უჭმელი ძირს გაიშოტა. ახლა მაინც მოგხედავო ჩაიბუზღუნა ექიმმა და სანამ გათიშული დაჩის გვერდით პალატაში იწვა ანალიზები აუღო.
-გაიღვიძე მძინარა, თურმე რა მშვიდი სახე გაქ გამოძინებულზე_ ეცინებოდა უკვე ნაცნობ ექიმს.
-გამოძინებულს? ჯანდაბა, თქვენ რა ძალით დამაძინეთ? უფლება არ გქონდათ.
-ნუ წიკვინებ, გული წაგივიდა, შენი ქმარი გვერდით პალატაშია გათიშული ამიტომ არც არავინ იყო მეკითხა რა მექნა, ამ შემთხვევაში, მთელი ძალაუფლება ექიმის ხელშია და ყველაფერი მისი გადაწყვეტილებით ხდება. სანამ, როგორც იქნა მშვიდად იწექი, ანალიზებიც აგიღე, მინდოდა შავი თეთრზე დაწერილში წაგეკითხა რას უშვები შენს ორგანიზმს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, პასუხები გვერდით ტუმბოზე გიდევს დანიშნულებასთან ერთად, დანარჩენი შენი საქმეა_ გაცხარებით ჩაილაპარაკა ექიმმა და გავიდა.

რამდენიმე წუთში ფრთხილად წამოდგა ისევ არ წავიქცეო და დაჩისთან შევიდა.
-როგორ შეგვაშინე ლილია_ გულში ჩაიკრა ნატალიმ და დემნას გადახედა-ახლა როგორ ხარ?
-კარგად ნატ, კარგად, დემნა შეიძლება რაღაც გთხოვო?
-რა თქმა უნდა.
-შეგიძლია ჩაი და რამე მისაყოლებელი მომიტანო? არ მინდა ისევ გული წამივიდეს.
-კიდევ კარგი მოიფიქრე, რად უნდა მაგას თხოვნა, ახლავე ამოვალ, ნატ შენ?
-არაფერი დემნა ლილია დავაპუროთ.
მაშინვე გავიდა დემნა, რადგან ლილიამ საჭმელი ახსენა მთელ საცხობს წამოიღებდა, დაჩიც როგორ აგვიანებდა თვალების გახელას, ამ თვალების ბრიალიც კი მონატრებული ქონდა დემნას.
-ნელნელა ვეღარ ვუძლებ ნატ_ თავი ჩაეხარა ლილიას -ისე მენატრება, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, იმ სახლში დაჩის გარეშე ვერ შევალ შეიძლება გავაფრინო, მის გარეშე ვერ შევძლებ, მოვკვდები, უკვე ვკვდები.
-ლილია, ამდენი დღეა ყველას იქეთ ამხნევებ და დარწმუნებით იძახდი არაფერი მოუვაო, ახლა ნუ ჩაიქნევ რა ხელს გთხოვ.
-4 დღე აქვს კიდევ რომ გონზე მოვიდეს და როგორც დავგეგმე ისე მომიყვანოს ცოლად, თორემ თუ არ ადგება აქ მოვიყვან მის მამაოს და დაძინებულზე დავიწერ ჯვარს._გაბრაზებულმა ჩაიბურდღუნა ლილიამ.
-ვერ გავიგე.
-სიურპრიზს ვუკეთებდი, სანამ ეს ამბები მოხდებოდა, რამდენიმე დღით ადრე ვესტუმრე მის მამაოს და ვუთხარი რაც მინდოდა, 10 მარტი დემეტრეს და ნიას მკვლელობის დღეა, ეს დღე მხოლოდ ტკივილით და ცრემლებით გვახსოვს დღემდე, ახლა კი მინდოდა რამე სასიამოვნოც მომხდარიყო და ეს დღე სხვანაირადაც გვხსომებოდა, ჩვენ ხომ ამ ამბით გავიცანით ერთმანეთი, ოჯახი დავკარგეთ და ამ დაკარგვამ მეორე ოჯახი გვაპოვნინა, ასე რომ გეგმების ჩაშლის უფლებას არ მივცემ_გაბრაზებულმა დაამთავრა ბუზღუნი.
-ნუ ნერვიულობ, ასე იოლად ვერ მომიცილებ ძვირფასო_ გაისმა ოთახში დაჩის ხმადაბლი, ლამის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები.
-დაჩიიი_ მაშინვე მასთან გაჩნდა ლილია და მეხვია, ნატალი ექიმისკენ გაიქცა-როგორც იქნა_კისერში ჩაუძვრა ბიჭს და უცებ აკოცა.
-როგორ იფიქრე, რომ მარტო დაგტოვებდი.
-არ მიფიქრია, დარწმუნებული ვიყავი ამას არ გაბედავდი, ბოლობოლო შენ მასწავლე კარატის ილეთები.

დაჩის გონებაც შეუმოწმეს, მეხსიერებაც, მხედველობა, სმენა, მოკლედ ნევროლოგმა კმაყოფილმა დატოვა ოთახი, ჯერი კარდიოლოგზე მიდგა და ისიც კმაყოფილი გავიდა გარეთ, რამდენიმე დღეში სრულ გამოჯანმრთელებას წინასწარმეტყველებდნენ დაჩის. ლილიაც ბედნიერი ეხვეოდა და ყველაფერს ჭამდა რაც კი დემნას მოქონდა.
-დაჩი რომელიმე ადგილი არ გტკივა?
-რატო მეკითხები ლილ?
-ისე, მაგალითად ხელები ფეხები გტკივა?
-არა ლილია, ხელები და ფეხები არა, ცოტა სხეული და თავი.
-ძალიან კარგი_გვერდით დაუდგა ლილია და ნახევარი ძალით მიარტყა ხელი მკლავზე-შენ რა გამომძიებელი ხარ კახპამ როგორ მოგატყუა ა? იქნებ მართლა დაგახვია თავბრუ?_კიდევ უფრო მაგრად მიარტყა მეორე მკლავზე-გინდოდა გაგეგიჟებინე? ასე ბრმად როგორ გაყევი ადამიანო_ლამის ხელებით რტყმევაზე გადავიდა, დაჩი კი სიცილიდან სულს ვეღარ ითქვამდა, აცდიდა გოგოს დაცლილიყო და ნერვიულობა გარეთ გამოეტანა, თორემ გულში რომ ჩაეხვია უარესი იქნებოდა.
-გავიგე ზეგ ცოლი მომყავს?
-მოგყავდა!_მკაცრად გაისმა ლილიას ხმა.
-ორივემ ვიცით, რომ მომყავს, რომელ ტაძარში ვიწერთ ჯვარს?
-წმ. ნიკოლოზში, შენს მამაოსთან.
-არც კი იცი როგორ მიყვარხარ. _ლოყები შეეფაკლა ამის გაგონებაზე ლილიას და სულ თლად გადარია დაჩი-მოდი რა არც ტუჩები არ მტკივა და სულ შენი ტუჩები მირტყი, ხმის ამომღები არ ვარ._სიცილით მიუახლოვდა ლილია და ნაზად კოცნა არ ან ვერ გამოუვიდა, ისე ყავდათ ერთმანეთი მონატრებული ვის ეცალა სინაზისთვის.

საქმეზე არავინ ელაპარაკებოდა დაჩის, ორ დღეში გამოწერეს, მესამე დღეს ჯვრისწერა იყო, დაჩიმ მეჯვარედ გიორგი დაიყენა (პატრულიდან), ლილიამ კი ყველას გასაკვირად ნინას თხოვა, დაჩის საავადმყოფოში ყოფნისას ხშირად აკითხავდა და და ამბებსაც აგებინებდა რესტორანში რაც ხდებოდა. ლამაზი იყო ლილია თეთრ, შიფონის კაბაში, ბედნიერი უყურებდა დაჩი და გაბრწყინებული თვალებით უკეთებდა ხელზე ბეჭედს და ლილიაც გაღიმებული აკეთებდა იგივეს, იცოდნენ, რომ ეს ბეჭდები ცხოვრების ბოლომდე დარჩებოდნენ ამ თითებზე, ვერასდროს შეელეოდნენ და არასდროს მოიხსნიდნენ. მათი სიყვარულიც ამ რგოლივით იქნებოდა მთელი ცხოვრება შეკრული და არც დასასრული იქნებოდა სადმე. კიდევ 2 დღე მისცეს დაჩის და მალევე მოვიდა სამსახურში წასვლის დღეც. ახლა დრო იყო საქმეზე ყველაფერი გაეგო რაც ხდებოდა, სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდა, ნატყვიარი ჯერ კიდევ ეწვოდა და ლილიას მალამოს წასმა თხოვა.
-ძვირფასო დღეს ვიკრიბებით_ტელევიზორის ყურებისას გასძახა ცოლს.
-ყველა მოვა?
-კი ლილ, გიორგი, ნინა, დემნა, ნატალი, ლიზაც კი_გაეცინა ბავშვის გარევაზე -ნეტა ხვდებოდეს მის ირგვლივ რა ამბები ტრიალებს.
-ისე, დაჩი, მეჩვენება თუ გიორგის ნინა მოსწონს?
-არ ვიცი, მეც შევამჩნიე რაღაც, მაგრამ ხმას არ ვიღებდი.
-მე წინააღმდეგი არ ვარ, მეორე ჩვენნაირი წყვილი იქნება, ნუ ბავშვს ერთ-ერთი მონათლავს და ვსო_სიცილით გამოვიდა ლილია სამზარეულოდან და დაჩის მიუჯდა.
-ბაავშვს? მეგონა არ გინდოდა, თავიდან რომ გამაფრთხილე ჯერ დრო არ არის და თავი უნდა დავიცვათო არ შეგეკამათე, რამე შეიცვალა?
-არვიცი დაჩი, ალბათ შეიცვალა, მივხვდი, რომ შენს ირგვლივ მკვლელობები და ნარკოტიკები სულ იქნება, ამის გამო კი ჩვენი ოჯახის არევა არ ღირს, ახლა ცოლ-ქმარი ვართ, ბედნიერები ვართ, არ ვიცი, შენ არ გინდა?
ვეღარ მოასწრო დაჩიმ პასუხად რაიმე ეთქვა ისე გაიქცა ლილია კარისკენ, თითქოს ზარმა უშველაო. ყველა ერთად შემოლაგდა და გაოცებული, შეცბუნებული დაჩი არავის დარჩენია უყურადღებოდ.
-ძმაო, დიდი ბუზები იცის ქუთაისში_სიცილით დაკრა დემნამ ხელი ბეჭზე და შეაფხიზლა.
-ა, ხო, ისა, მოხვეით? კარგია
-რაიყო დაჩი?
-არაფერი, მოდი დავიწყოთ.
-მოკლედ, ლალის ყველა კონტაქტი დავიჭირეთ, ყველაფერს აღიარებენ, მაგრამ უფროსის სახელს არცერთი ამბობს, ამირანში მომუშავე ორივე პირიც იყო მითითებული, მაგრამ არ აგვიყვანია, იქ ნინა დარჩა._ახლა გოგოს გადახედა დემნამ და გააგრძელეო ანიშნა.
-რაც ყველა პაიკი დააკავეს, ორი დღით გაუჩინარდა ორივე, შემდეგ დაბრუნდნენ და ისე იქცეოდნენ ვითომ აქაც არაფერი, ერთი განსხვავებით, მთელი მუშაობის მანძილზე ორივე ტელეფონზეა დაკიდებული, სულ უკეთიათ უკაბელო ნაუშნიკი და მთელი საღამო ლაპარაკობენ, სამწუხაროდ მე რადგან ჭურჭელს ვრეცხავ უკან ვერ დავყვები, ამიტომ უფროს ველაპარაკე გამოცდილი მიმტანი მყავს სანაცნობოშითქო და ხვალ გელოდება ლილ გასაუბრებაზე, მიმტანს ყველგან გასვლა გამოსვლის უფლება აქვს და იოლად მიაყურადებ რომ გაიგო რაზე საუბრობენ.
-როგორც ყოველთვის, როგორ შეიძლება ჩემი ცოლი საქმეში არ გაერიოს, ლილია მეშინია, არ გვინდა ასე რა, ხომ ხედავ ძლივს გადამარჩინეს შენც რომ რამე დაგემართოს_ხელები ჩამოისვა დაჩიმ სახეზე და თავი გადააქნია. იცოდა ლილია მაინც დათანხმდებოდა და წინასწარ ნერვიულობდა, ამ გოგოს რომ რამე მოსვლოდა......
-ამ, ხო, მიმტანად მე? ისა და, არ ვიცი, ჯანდაბა ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა, არა ეს ხომ ჩემი საყვარელი საქმეა, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ რომ არ შემიძლია?_ოთახში დადიოდა ლილია და თითქოს თავის თავთან ჰქონდა დებატები.
-ლილია ხომ კარგად ხარ?_გაკვირვებული წამოდგა დაჩი და გოგოს გადახედა.
-კი დაჩი, მგონი კი, მოკლედ ჯანდაბას რაც არის არის, ჩემი პასუხია არა, დაჩი მართალია, ამ შემთხვევაში მომიწევს დავეთანხმო.
-რაა? კი მაგრამ რატო? შენ ხომ გიყვარს ეს საქმე?_გაკვირვებულ დაჩის გვერდი აუარა ნინამ და დისკენ წავიდა_თითქმის ბოლოში გავედით, ახლა შეგეშინდა?
-ორსულად ვარ ნინა.
-ოჰ კარგი რა, მეტი მიზეზი ვერ იპო........_გაოცებულს გაუწყდა სიტყვა და უცებ შეწყვიტა ხელების ქნევა_შენ რა ხუმრობ?
-არა ნინა, ნამდვილად არ ვხუმრობ_ თითების ტეხვით გადახედა ჩუმად, გაშეშებულად მდგომ დაჩის, რომლის სახეზეც იმდენი ემოცია ჩანდა ერთად, კერძოდ ვერცერთს გაარჩევდი. (9)

რამდენიმე წუთში შეაღო დაჩიმ თავიანთი ოთახის კარები და ნერვიულად, წინ და უკან მოსიარულე ლილია რომ დაინახა გაეცინა, როგორც ჩვეოდა გოგო თითებს იმტვრევდა, საკუთარ თავთან ქონდა გაბმული დიალოგი და წამით არ ჩერდებოდა:
-როგორ არის ის ფრაზა სულ რომ ისმის ფილმებში და სერიალებში? ხო, დაწყნარდი ძვირფასო, შენთვის ახლა ნერვიულობა არ შეიძლება.
-დაჩი, მე.....
-დაწყნარდი ლილია, ასე მართლა რა განერვიულებს, მოდი მომიჯექი და დავილაპარაკოთ_ლოგინზე ჩამოჯდა და გვერდით ხელი დაარტყა იქ რომ მიჯდომოდა ცოლი-როდის გაიგე?
-საავადმყოფოში, გული რომ წამივიდა ექიმმა უკითხავად ჩამიტარა რაღაც ანალიზები.
-მის მერე ერთი კვირაა გასული, რატო დამიმალე?
-არ ვიცი დაჩი, უბრალოდ, არ ვიცი, მე ვიფიქრე..
-გთხოვ, გეხვეწები, ოღონდ ახლა არ მითხრა მეგონა არ გაგიხარდებოდაო, თორემ გფიცები არ ვიცი რას ვიზამ.
-არა, არა დაჩი, წამითაც არ მიფიქრია, უბრალოდ დაბნეული ვიყავი, ჯერ დაჭრილი იყავი, მერე ჯვრისწერა.
-ჯვრისწერა? მაგიტომ დამთანხმდი?
-ღმერთო დაჩი, რეებს ფიქრობ, რა თქმა უნდა არა, ქორწილი სანამდე გავიგებდი მანამდე დავგეგმე.
-წარმოგიდგენია? ჩემი და შენი შვილი, აუჰ საწყალი ჩვენ და მერე საწყალი მისი სანაცნობო წრე, წარმოგიდგენია ჩვენი შვილი როგორი იქნება? უჰ, ყველა მეცოდება მის სიახლოვეს_მაინც ვერ შეიკავა სიცილი დაჩიმ, მაგრამ ისეთი სითბოთი ლაპარაკობდა, ლილიას ცრემლები მოადგა თვალებზე.ჰო, ჰორმონები.
-კარგი რა ლილ, ახლა არ მითხრა ვტირიო?
-ხო, რა ვქნა, მომავალი 7 თვე ტიპიური ორსული ვიქნები_თითით მაოიწმინდა ცრემლი და დაჩის გადახედა.
-ისე სქესი იცი? ნეტა რომელია? მირჩევნია ბიჭი იყოს.
-ოჰ, ბიჭი და გვარის გამგრძელებელი მოგინდა? გოგოს რას უწუნებ?_წამში გაცხარდა ლილია.
-რა აზრები გაწუხებს, გვარის გამგრძელებელი რა შუაშია, გოგო უფრო საშაროა, უნდა სდიო, კაბის სიგრძე უკონტროლო, ვისთან წავა, ვის მოეწონება, როგორი სანაცნობო ეყოლება, ერთი ფეხი რომ გადაუბრუნდეს სად მივდივარ მერე? პრინციპში ბიჭიც ასეა, იმასაც ზდევა უნდა, იქნებ თამაში მოეწონოს? ან ერთ დღეს ადგეს და გამომიცხადოს სწავლა არ მინდაო? ან პატარა ასაკში ცოლი რომ მომიყენოს და გამომიცხადოს ორივე გვარჩინეო? ვაიმე, ლილია, შარში ვართ_თვალებ გაფართოებულმა ამოხედა ცოლს და ნერვიულად მოიქექა კეფა.
-კარგი დაწყნარდი, მე ვარ ორსულად და იქეთ გაწყნარებ, ხომ იცი ერთად ყველაერს შევძლებთ, თანაც უნდა ვაღიარო დიდი ოჯახი მინდა_დარცხვენილმა ახედა ქვემოდან ბიჭს და დაჩის გახარებულ სახეზე თითონაც გაეცინა.
-მოდი ჩემთან_გულზე მიიხუტა გოგო და ხელი მოხვია_რა თქმა უნდა ერთად, სხვანაირად არც შეიძლება.
შეხვედრა დილისთვის გადადეს და მთელი გუნდი თავიდან შეკრიბეს ვისაც ენდობოდნენ, არც ბატონი თამაზი დავიწყნიათ და ისიც გამოიძახეს. ლილიამ რომ გაიღვიძა, დაჩი უკვე მოწესრიგებული გამოდიოდა აბაზანიდან. კბილების ხეხვას ასრულებდა ზარი რომ დარეკეს კარზე და ისიც ნახევრად კბილის პასტიანი გავარდა ოთახიდან და დაჩის ამოუდგა გვერდით.
პირველები დემნა, ნატალი და ლიზა იყვნენ, ბავშვს ჯერ კიდევ ეძინა და ოთახში შეიყვანეს, მათ გიორგი მოყვა, რა თქმა უნდა ნინასთან ერთად, შემდეგ თამაზი და კიდევ ორი ბიჭი, რომლებიჩ დემეტრესა და ნიას საქმიდან ახსოვდა ლილიას და დაიწყეს კიდევაც გეგმის მოფიქრება.
-ყველაფერი კარგი, მაგრამ მაეჭვებს ის გარემოება, რომ მაშინდელივით არავინ ამბობს უფროსის საქმე. ნუთუ ისევ მაღალჩინოსანთან გვაქვს საქმე? თუ არა, მაშინ ისეთი ვიღაც უნდა იყოს მთელ ქუთაის შიშის ზარს რომ ცემდეს. დაჩი, მოწმეების ჩვენებები აქ გაქვს? მოდი კიდევ ერთხელ განვიხილოთ, იქნებ რამე გაგვეპარა.
ორი საათი კითხულობდნენ და ერთმანეთს აწვდიდნენ, ოცი ადამიანი ცოტა არა, ამათ დამატებული ბინიდან აყვანილები. ბოლოს ლილია აწრიალდა, ისე მოშივდა, ვერც იფიქრებდა ადამიანს ასე მოშიება თუ შეეძლო. წყნარად წამოდგა, საფულე აიღო და მოსაცმლისკენ რომ წაიღო ხელი, დაჩი წამოადგა.
-სად მიიპარები მეუღლევ.
-მომშივდა დაჩი და მაღაზიაში ჩავალ.
-კი, მაგრამ მაცივარი სავსეა.
-ხოო, ვიცი, მაგრამ მალაკო მინდა, აი საბავშვო პეჩენიას რომ გადაუსმევ და ბუტერბროდივით გააკეთებ._დაბნეული სახე დაჩის ხარხარმა შეუცვალა.
-ვაიმე, მალაკოიანი ბუტერბროდი კარგი იყო_სულს ვეღარ ითქვამდა_ მიდი, დაჯექი შენ, მე ჩავირბენ და ამოგიტან_შუბლზე აკოცა და სირბილით დაეშვა კიბეებზე.
მათ მუშაობაში გოგოებმა საუზმობა, ლიზამ გაღვიძება და ლილიამ სამზარეულოს მილაგება მოასწრო. უკვე შემოსასვლელში გადიოდნენ გარჩევა რომ მოესმათ.
-ბიჭებო_დაძაბული იყო დაჩის ხმა_ იცით რა მეუცნაურება, ყველა მოწმის ჩვენებაში ბატონია ნახსენები, ბატონის სახელი არ ვიცით, აბა ჩვენ ვინ გვეტყოდა ბატონი ვინ არის და ა. შ. აი ნახეთ არც უფროსი, არც მთავარი, ყველგან მხოლოდ ბატონი.
-სწორი ხარ დაჩი, ზუსტად ამწუთას ვაზუსტები ხოარ ვცდებითქო_ყველას ჩვენება ერთად ქონდა გადაშლილი და თითებს აყოლებდა.
-ბატონი? დარწმუნებული ხართ?_ლამის იქვე წაიქცა კანკალისგან ლილია, თან თავი ჩაეხარა და გამალებით ფიქრობდა, არც ნინა იყო უკეთეს დღეში.
-ბატონი ახსენეთ?
-რა მოხდა გოგოებო, დაჯექით, ლილია ნერვიულობზე რა გითხარი?
-ჯანდაბა, ასე სუსტი როდის გავხდი_ღრმად ამოიქშინა ლილიამ და დაჩის გადახედა-არამგონია ფეხზე მყარად დგომა შევძლო, ჩემი სამკაულების ყუთი მომიყანე რა.
სწრაფად ადგა დაჩი და ოთახიდანაც მალე დაბრუნდა, ხელში ჩვეულებრივი დასაკეცი სამკაულის ყუთი ეჭირა და ლილიას გაუწოდა, გოგოც მაშინვე შიგნით ჩაძვრა და პატარა შეფუთული ტომსიკა გადმოაპირქვავა. ულამაზესი იყო თეთრი ოქროთი შესრულებული და მოხატული ლილიას ყვავილი, რომელსაც ყლორტები და ფოთოლი ოქროსი ქონდა.
-ოჰოოოჰ_ახლოდან შეათვალიერა დაჩიმ კულონი_ასეთი ძვირიანი ნივთი საიდან ლილია?
-ჯერ სად ხარ, ბარათი ნახეთ აბა_წინ დადო ბარათი გოგომ ყველას დასანახად და თითქოს ყველასთვის ყვიროდა იქ დაწერილი ერთი სიტყვა.
არ დასცალდათ გაოცების გამოხატვა ნინამ რომ წამოიძახა:
-აჰა, ვიპოვე, კიდევ კარგი სულ თან ვატარებ, ჯერ მოიცადეთ და ბარემ ამასაც რომ ნახავთ ერთნაირად გაოცდით_ზუსტად იგივენაირ ტომსიკაში ჩადებული ნივთი ამოიღო ნინამ, იგივენაირად შესრულებული, ოღონდ ვარდი იწონებდა ამჯერად თავს. წარბები აეწია დაჩის და გაოცებულმა გადახედა გოგოებს.
-აბა ესეც ნახეთ_ამჯერად ბარათი დადო ლილიას ბარათის გვერდით და უკვე გაოცებისგან წამოძახილებიც გაისმა, ზუსტად ერთნაირი ბარათი, ზუსტად ერთნაირი კალიგრაფიითა და შინაარსით:
„ბატონისგან“


-კარგიიი_დაბნეულმა მოიქექა კეფა დაჩიმ_მოდი პირველ კითხვას მე დავსვამ, საიდან გაქვთ ეს საჩუქრები? თქვენი ფულით ფაქტია ვერ იყიდიდით.
-18 წლის რომ გავხდი, აღმზრდელმა გადმომცა_ერთად თქვეს დებმა და ერთმანეთს გადახედეს.
-ანუ ეს უკვე გვაფიქრებინებს, რომ ვიღაც თქვენი ნაცნობია, არამგონია ასეთ ყელსაბამებს ყველას უგზავნიდნენ, კიდევ რა გახსოვთ ბატონზე ან ბავშვთა სახლში გატარებულ დროზე?_ნინა ჯერ კიდევ ფიქრობდა და წარსულს იხსენებდა ლილიამ რომ უცებ თქვა.
-მე არაფერი, მხოლოდ ის, რომ განსაკუთრებით სასტიკად მეპყრობოდნენ, თუ ვინმეს დავეხმარებოდი, ორივეს გვცემდნენ, ყველანაირი ჩემი მოქმედება ბოლოს ჩემი ცემით სრულდებოდა, ბოლოს ისე აკეთებდნენ ადამიანის დახმარების სურვილი მიქრებოდა, მაგრამ ვძლიე თავს.
-ზუსტად იგივე ნაირად ვიზრდებოდი მეც, ოღონდ ახლა რომ დავფიქრდი რაღაც კიდევ იყო, აქამდეც მახსოვდა, მაგრამ ჩემთან არ ვაკავშირებდი. ერთხელ, ერთი გაროზგვის შემდეგ ვინამაც დამსაჯა ტელეფონზე ლაპარაკობდა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გავიგონე „ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც თქვენ გვიბრძანეთ ბატონოო“, აქამდე არ მიმიქცევია ყურადღება, ახლა ბატონმა მიიქცია.
-ნინა, მეტი არაფერი გაგიგონია?
-არა დაჩი, ვწუხვარ, იცი როგორ მინდა დახმარება, მაგრამ მეტი არაფერი.
-კარგი, ესეიგი ყველაფრის თავი და თავი ეს ბატონია, რომელიც თქვენთანაა დაკავშირებული, იქნებ თქვენი ნათესავია? სხვაგვარად ვერ ვხვდები ზუსტად თქვენ, დები რატომ უნდა აერჩიეთ.
-ალბათ მართალი ხარ დაჩი, მეც მაგას ვფიქრობ, სამწუხაროა მშობლებზე რომ არაფერი ვიცით_დამწუხრებულმა გადახედა ნინას_თუმცა მე გადავწყვიტე ასე ყოფილიყო, იმედგაცრუებას ასე ჯობდა_ჯერ კიდევ ვერ ეპატიებინა ლილიას დაკარგული სამი წელი. ხელი მოხვია გიორგიმ ნინას თანაგრძნობის ნიშნად, რომელსაც თავი ჩაეხარა ამჯერად გულწრფელი ცრემლი რომ დაემალა. ნანობდა, როგორ არ ნანობდა, ახლა რომ გაიცნო და შეიყვარა და მთელი გულით ნანობდა დაკარგული წლების გამო, იქნებ რომ მოსულიყო ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო?
-ლილ, მოულოდნელი რომ არ იყოს, კიდევ ერთ სტუმარს ველოდებით.
-კიდევ? ვის დაჩი? ვიცნობ?
-როგორ არიცნობ, შენნაირი ჯიუტი და გაუგონარია_სიცილი აუტყდა დაჩის და კარზეც გაისმა ზარის ხმა.
-ვაიმეე, არ მჯერაა, ჩემი ყვავილი გოგოოო_ყველას სიცილი აუტყდა ლილიას აღფრთოვანებულ შეძახილზე ნინას გარდა, ეჭვიანობის ტალღამ ისე დაუარა მუშტები შეეკრა.
-როგორ ხარ ჩემო გოგო? ორი დღეა ვერ დაგირეკე და შენი ხმის ლომკა მქონდა_სიცილითვე დაუწელა ლოყები სტუმარმა და ოთახისკენ წამოყვა_აუ როგორ მაინტერესებს გაბერილი როგორი იქნებიიი.
-ჰმ, მოგიყვა ხომ ჩემმა ჭორიკანა ქმარმა? კიარ მაცადა მე მეთქვა, შენი ნათლულია ბოლო ბოლო.
-რაა? მართლა? ვაიმე არ არსებოოობს, აი ჩემი და ხართქო ტყუილა კიარ გეძახდიიი_გახარებული მოეხვია ლილიას და კინაღამ კოცნით დაახრჩო.
ნინას მომუშტული ხელები არ შეუმჩნევია ლილიას ისე დაეხსნა გოგოს და სხვებს გადმოხედა:-ვინც არ იცნობთ, გეშინოდეთ, ქალბატონი კესანე ბათუმიდან, რომელმაც ისე გასკვანჩა ბატონი დავითი, რომ თავის დახსნის შანსიც კი არ მიცა.
-რა არანორმალური ხარ_ლილიას სიცილი გადაედო და ისევ მოეხვივნენ ერთმანეთს, მართლაც ისე გაუგეს ერთმანეთს დებივით გახდნენ, ყოველდღე საუბრობდნენ და დროს როგორც კი გამონახავდნენ ერთმანეთთან ჩადიოდნენ.
-თუ სწორად მივხვდი კესანე მე შემცვლის?_ ქმარს მიუჯდა ლილია და კესანეც გვერდით დაისვა.
-ხო ლილ, სხვა გზა არაა, აქ ბევრს ისევ ვერ ვენდობით და კესანე ხომ იცი.
-ძალიან კარგი, ნინასთან ერთად მოგიწევს მუშაობა რესტორანში, ერთმანეთსაც გაუგებთ იმედია_ერთმანეთს გააცნო გოგონები და შეამჩნია ნინას სახე როგორც უყურებდა კესანეს.
-აბა კესო, სად მუშაობ? გამოცდილება გაქვს?_ღვარძლიანად ჩაილაპარაკა ნინამ.
-აუ ძალიან გთხოვ ოღონდ კესო არა რა, არ მიყვარს სახელს რომ მიმოკლებენ. სიმართლე რომ გითხრა, ამ საქმეში პროფესიონალი არ ვარ, ადრე აქ ვცხოვრობდი, მამა მომიკლეს და მის საქმეს დაჩი იძიებდა, მე ცალკე დავიწყე და ბოლოს ერთმანეთს რაღაცის გარკვევისას შევხვდით და ერთად გავაგრძელეთ.
-უი როგორ გავს თქვენი ისტორიები ერთმანეთს, ჩემმა დამაც მასე გაიცნო_ყველას გასაგონად გამოკვეთა ჩემი და და დაჩის ჩაცინებაც გამოიწვია.
-ხო ვიცი, უკვე მომიყვა ლილიამ, ისეთი კარგი ისტორიაა მკვლელობას რომ არ ეხებოდეს.
შეკრული წარბებიდან უყურებდა ნინა და გიორგის მოჭერილმა ხელმა აგრძნობინა, რომ ზედმეტი მოდიოდა. ცოტა კიდევ ისაუბრეს საქმეზე და დაიშალნენ, კესანე ლილიასთან დარჩა, ნინა გიორგიმ წაიყვანა, დემნამაც მის ოჯახს მოკიდა ხელი, დანარჩენები თავ თავის გზაზე წავიდნენ.

ორი დღე სიახლის გარეშე გავიდა, კესანემ მუშაობდა დაიწყო, თუმცა როგორც ჩანდაჭურჭლის მრეცხავი სახლს იცვლიდა და მთელი დღე ამაზე ესაუბრებოდა კლიენტებს და დამკვეთს. ოთხ დღეში ლილიას პირველი ვიზიტი უწევდა გინეკოლოგთან, 12 კვირის ხდებოდა და პირველი ეხოსკოპია უწევდა, აქამდეც არ ყოფილა მინასვლეი და ახლა უნდა დარეგისტრირებულიყო როგორც ორსული.
გახარებულმა ჩაკეტა ბინის კარები, ცოტა ხანში პატარას გულისცემას მოისმენდა, დაჩი უკვე საავადმყოფოს შესასვლელთან უცდიდა, ისიც ისე იყო აღელვებული ერთი საათით ადრე მივიდა სამსახურიდან იქ დაგიცდი მირჩევნიაო. გასაღებები ბრელოკს ატრიალებდა ლილია ისე გავიდა სადარბაზოდან და მაშინვე შედგა, იქვე გაღებულ მინივენში შეშინებული ნინა მოჩანდა და თავი გაუქნია გაიქეციო, ვერ მოასწრო, მაშინვე წინ აეტუზა შავებში ჩაცმული ბიჭი და მანქანისკენ გაუქნია თავი.
-ქალბატონო, გთხოვთ დაბრძანდეთ, ბატონი გელოდებათ_ხელი გაუწვდინა მანქანისკენ და ჩაჯდომისკენ მოუწოდა. ახლა ვერ გაიქცეოდა, რომც შეძლებოდა ნინას მაინც არ მიატოვებდა, თანაც ძალით რომ დაეკავებინათ ბავშვის შეეშინდა, მშვიდობიანად გაყოლა ამჯობინა, თანაც ცნობისმოყვარეობა კლავდა ვინ იყო ეს ბატონი. უჩუმრად მოხსნა ბრელოკიდან ლილიას ყვავილის ფორმის დასაკიდებელი და იქვე დააგდო, ამითი დაჩი რაც საჭირო იყო მიხვდებოდა და ძებნას დაუწყებდა, მერე კი მშვიდად ჩაჯდა მანქანაში და ხელი მოუჭირა დას გასამხნევებლად. (11)

გოგონების გასაკვირად, სრულიად ჩვეულებრივ, ორ სართულიან სახლში მივიდნენ, სამაგიეროდ არ გაკვირვებიათ შიგნით კბილებამდე შეიარაღებული დაცვა. ბიბლიოთეკის მაგვარ ოთახში შეიყვანეს და დაცდა თხოვეს. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და ოდნავ ჭაღარა შეპარული თმიანი კაცი გამოჩნდა, მაღალი ისედაც იყო, მაგრამ იმდენად თავდაჯერებული და ამაყი ნაბიჯებით მოდიოდა გოლიათი გეგონებოდათ. გოგონები მათ შორის მსგავსებამ ისე გააოგნა ხმას ვერ იღებდნენ.
-გამარჯობათ ახალგაზრდებო, როგორც იქნა შევხვდით_საერთოდ არცერთ მარცვალში ჩანდა სითბო, გეგონებოდა მოვალეობის მოხდის მიზნით საუბრობსო იმდენად ცივი ხმა ჰქონდა.
-თქვენ... თქვენ...._ვეღარც დააბოლოვა მუდამ გაბედულმა ნინამ.
-ახლა არ მითხრა ენა ბლუც ვარო, შენს აღმზრდელს არაფერი უთქვამს. მე დიმიტრი ჭანკვეტაძე ვარ, მამათქვნი.
-აქამდე სად იყავი?
-ოჰ ძალიან გთხოვ, სენტიმნტების გარეშე, როგორც მე ვერ აღგიქვამთ შვილებად ისე იქნებით თქვენც_ხელის აქნევით წამოდგა სკამიდან_ ეს ბიზნესია, არანაირი ნაზი გრძნობა, მაგრამ როგორ მოახერხეთ, რომ ასე სპეციალურად აღზრდილებმაც კი იმედები გამიცრუეთ?
-აგვიხსნი რა ხდება?
-ვიცოდი ლილია გამბედავი შენ რომ იქნებოდი, შენ დაში ორმაგად შევცდი_დანანებით გადახედა ნინას, რომელსაც უკვე თვალები აცრემლებოდა, თუმცა მალევე წამოდგა, ჩაახველა და ხმა გაიწმინდა:
-კარგი, რადგან სენტიმენტების გარეშე ვსაუბრობთ, თავიდან დაიწყე.
-კარგი, მაინც ვემზადებოდი ერთხელ მოყოლა რომ დამჭირდებოდა. მოკლედ, დედათქვენი მკვდარია, ნუ ბოლომდე გულახდილი ვიქნები მე მოვკალი, მინდოდა ჩემთვის ბიჭი გაეჩინა, მაგრამ ნინაზე მშობიარობის შმდეგ საშვილოსნო ამოაჭრეს, სიმართლე გითხრათ მიყვარდა და სხვისგან შვილი არ მინდოდა, ამიტომ დავჯერდი ორ გოგოს და დედათქვენი მშვიდად გავისტუმრე. მერე ჩაგაბართ, ეგღა მაკლდა მტრებს ჩემ შვილებზე გაეგოთ და მერე ვითომ დასაშანტაჟებლად გამოეყენებინეთ, ამიტომ აღმოჩნდით საბავშვო ბაღში, სადაც ჩემი დავალებით ისე გზრდიდნენ როგორც მაწყობდა და წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა ერთმა ოჯახი იპოვა და ვითომ მათი შვილი გახდა, მეორე კი, მას შემდეგ რაც და მოვუკალი საერთოდ გათხოვდა. შენი ქმარი, ვაღიარებ ბეწვზე გადამირჩა, თუმცა მაინც არ აქვს დიდი დრო დარჩენილი, აი შენი და კი საკმაოდ იოლი იყო_ნინას გადახედა ბოლოს_სხვათაშორის ლილია, მიხარია შვილი რომ არ გყავს, მართალი დედათქვენის მერე სიტყვა სიყვარული აღარ შემიმჩნევია, მაგრამ მკვლელი ბაბუის წოდება არ მხიბლავს_არხეინად მოუკიდა სიგარეტს და ფანჯარა გამოაღო.
-ხო, ახლა მეც მიხარია რომარ ვიჩქარე_შვებით ამოისუნთქა ლილიამ და პირველად თქვა გულში მადლობა გინეკოლოგთან რომვერ მოასწრო მისვლა.

კიდევ ბევრი რამ განიხილეს, როგორც აღმოჩნდა, ბატონი დიმიტრი ავად იყო და მისი ბიზნესის შთამომავლობისთვის დატოვებას აპირებდა, მაგრამ ორი კვირა მისცა ორივე დებს ყველასგან თავისუფლები რომ დაბრუნებულიყვნენ უკან, თორემ დაემუქრა ძალით წამოგიყვანთო. როგორც წაიყვანეს გაოგნებული, ისევე დატოვეს ორივე ლილიას სადარბაზოსთან. ფეხზე ძლივს იდგნენ, ჯერ ბოლომდე ვერც იაზრებდნენ რა მოხდა. სახლში შესვლა ძლივს მოასწრეს დაჩი რომ გადაეხვია ორივეს. ხვდებოდნენ ბიჭი რაღაცას ეკითხებოდათ, მაგრამ არც ესმოდათ და ვერც იგებდნენ.
-დაჩი გვაცადე აზრზე მოსვლა და მოვყვებით, წყალი მომიტანე რა_ჩაწყვეტილი ხმით ამოილაპარაკა ლილიამ და სახე ხელებში ჩარგო.
მაშინვე წამოდგა დაჩი და ჭიქის გამოღებასთან ერთად მობილური მოიმარჯვა დემნასთან რომ დაერეკა, ერთ საათში მთელი ჯგუფი დივანზე იჯდა და მოსასმენად განაბულები იცდიდნენ. ლილიამაც აღარ დააყოვნა, ღრმად ამოიხვნეშა, დაჩის ხელი ჩაკიდა და დაიწყო. (12)

ლამის გაათენეს იმდენი გეგმა მოიფიქრეს და უარყვეს, რთული იყო რამდენიმე დღე გქონოდა მხოლოდ ასეთი ბოროტმოქმედის დასამარცხებლად. ლილია და ნინა ყველაზე ნაკლებს საუბრობდნენ, ორივე თავიანთ თავში ჩაიკეტა და ფიქრებს მიცემოდნენ. დაჩი და გიორგი დროდადრო გადახედავდნენ ხოლმე, მაგრამ ვერაფერს ამბობდნენ, იცოდნენ ამჯერად ვერ ჩაერეოდნენ, ეს უკვე მათ ოჯახს ეხებოდა. ბოლოს ლილიამ ვეღარ გაუძლო, ლამის ფეხზე დაეძინა. ოთახისკენ წასვლამდე შემობრუნდა და ყველას თვალი მოავლო:
-მთავარი არ დაგავიწყდეთ, არავის წამოცდეს ჩემს შვილზე, თორემ იმ არაკაცმა ხელი რომ დააკაროს არც ერთს არ გაპატიებთ.

ორი დღე გეგმავდნენ, აპარატურას განიხილავდნენ და ამ ყველაფერზე განყოფილების უფროსმაც კი არ იცოდა, ამჯერადაც ვერავის ენდნე, საქმე უფრო რთულად იყო, ვიდრე სამი წლის წინ, ნინა და კესანე ძველებურად დადიოდნენ ამირანში, თუმცა ახალი არაფერი გაუგიათ. მეოთხე დღეს უკვე ყველაფერი მოასწრეს, ლილიამ თავის გეგმას გაამარჯვებინა და შესრულებაც მანვე იკისრა, იცოდა რაზეც მიდიოდა, მაგრამ სხვას ვერავის გაუშვებდა, თითონ უნდა ყოფილიყო, მხოლოდ მას უნდა ეთქვა ეს ყველაფერი და პირველადაც მას უნდა დაენახა რაც მოხდებოდა.

დასასრულამდე ორი დღე იყო დარჩენილი ლილია „მამიკოს“ კარებთან რომ დადგა და მუჭით მაგრად დააბრახუნა.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაცის წინ იდგა და უბღვერდა.
-მიხარია, რომ ორი დღით ადრე მოხვედი, იმედია გონს მოეგე და აქ რჩები.
-არა ძვირფასო მამიკო, აქ სალაპარაკოდ მოვედი, იმ დღეს ბევრი არაფერი გითქვამს, დროა კარტები ბოლომდე გავშალოთ და ბოლომდე გულახდილი ვიყოთ_ცხვირსახოცი ამოიღო დივანზე მჯდარმა და მთელი ძალით მიიჭირა ცხვირზე:
-ნეტა ეს ალერგია შენგან მაქვს თუ დედასგან?_იმხელა ხმაზე დააცემინა და თითქმის ფეხებამდე დახარა თავი კაცს სიცილი აუტყდა.
-არა, ჩემგან აშკარად არა. კარგი ოღონდ თუ შენს ქმარს გავითვალისწინებთ შეიძლება რაიმე დაგეგეგმათ, ამიტომ მოდი ჯერ თავი დავიზღვიოთ._დაცვას დაუძახა და ორი ბიჭი რაღაც კეტის მაგვარი მოწყობილობით შემოვიდა, აჰ რა თქმა უნდა, მხოლოდ ფილმებში ქონდა ლილიას ნანახი ამითი დაფარულ მოწყობილობებს რომ ეძებდნენ. უცებ გადაკრა წითელმა ფერმა, მაგრამ მხოლოდ წამით. მალევე მოახერხა თავის ხელში აყვანა და ხელები გაშალა რომ შეემოწმებინათ, სხეული არ იკმარეს, ჩანთაც ბოლომდე გადმოუპირქვავეს და ტელეფონი ოთახიდან გაიტანეს.
-ახლა შეგვიძლია მშვიდად დავიწყოთ. გისმენ აბა, შენ კითხვებს სვამ მე გპასუხობ.
-დემეტრე და ნია შენ მოკალი?
-არა, ან კი, ნუ ბრძანება მე გავეცი, ასრულებით გიორგიმ შეასრულა.
-რატომ?
-შენი დად წოდებული სხვის საქმეებში ძვრებოდა, მერე ის ბიჭიც აიყოლია და დაჩისთან მისვლამდე რამდენიმე საათით ადრე მოკლეს.
-ეს როგორ?
-როგორ და ჩვეულებრივად, მეორე დღეს მთელ აღმოჩენილ მასალას დაჩის მიუტანდნენ, ყველაფერი ამოვიღეთ მანქანაშივე ქონდა, მეხსიერების ბარათის გარდა. ამიტომ გაერიე შენც.
-სხვა რა საბუთები იყო?
-ყველა ჩემი გაყალბებული საბუთი და იმ ადამიანთა ჩვენებები ვისაც ქონება წავართვი, თავისი როგორღაც ამოქექილი დამამტკიცებელი საბუთებით, რომლებიც წარმოდგენა არ მაქვს როგორ მოიძიეს.
-დედა ვინ იყო?
-ძალიან ლამაზი ქალი, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც უარის თქმა გაბედა, მაშინ ჯერ კიდევ დამწყები მქვიოდა. რა არ გავუკეთე, საიდან არ მივუდექი, მაგრამ მისი გული ვერ მოვიგე, ბოლოს მოვიტაცე და სახლში დავისვი, ასეთი მიუწვდომელი, იმდენად სასურველი გახდა ჩემთვის, მის გარდა ქალი არც მინდოდა და აღარც მინდა, თურმე ურჩხულებსაც ქონიათ რაღაც მხრივ გული.
-მაშინ რატომ მოკალი? ვის მოაკვლევინე?
-სიმართლე რომ გითხრა, ისედაც კვდებოდა, ოპერაციის შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც სისხლი მოუწამლა, იმდენად იტანჯებოდა ვერ გავუძელი, ყოველთვის ისეთი ძლიერი იყო, მის საცოდავ კვნესას ვერ გავუძელი. ნუ გეშინია ექთნიდან დაწყებული ექიმით დამთავრებული ყველა დავსაჯე ვინც ოპერაციისას იქ იყო.
-რითი მოკვდა ის ორი ადამიანი რითიც ეს ყველაფერი დაიწყო?_ძლივს გდააყლაპა კისერში გაჩხერილი ბურთი ლილიამ.
-სიმართლე რომ გითხრა, სულარ ვიცოდი ვინ იყვნენ, ჩემი ნარკოტიკების მომწოდებელ-შემქმნელმა დამირეკა და მითხრა ორი ახალგაზრდა, ბოთე მოწმე გვყავს, რომლებიც შემოიპარნენ და ყველაფერს უყურესო. ფოტოებით მივხვდი გოგო ვინც იყო და ისედაც მის მოშორებას ვაპირებდი, ამიტომ ერთად ორი კურდღელი მოვკალი.
-ყველაფერს რას უყურეს?
-მოდი ასე ვთქვათ ნარკოტიკის შექმნის და გამოყენების ცდებს.
-ანუ?
-ანუ ჩემო ლილია, არსებობს უამრავი მიტოვებული შენობა, რომლის სარდაფშიც შეიძლება ლაბორატორია იყოს გაკეთებული და ნარკოტიკს ადამიანებზე ცდიდნენ.
-და ეს ყველაფერი ქუთაისში ხდება?_თვალები შუბვზე აუვიდა ლილიას.
-რატომ მარტო ქუთაისი? წყალტუბოში იმდენი მიტოვებული სანატორიუმია, უამრავი მიგდებული ადგილია თბილისში, ბატუმში საერთოდ საზღვარია. ვაღიარებ სამი წლის წინ შენს ქმართან ერთად დიდი ზარალი მომაყენე, მაგრამ ჩემს ქალიშვილებთან ერთად ორ თვეში აღვადგენ ყველაფერს.
-ორი მსხვერპლი კიდევ იყო, ისინი რატომ?
-აჰ ისინი უბრალო ცდის მსხვერპლნი არიან.
-ასეთი რატომ გახდი? ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს? მეგონა ასეთი ცივსისხლიანები გამოგონილი პერსონაჟები და წიგნის გმირები იყვნენ, რა მოხდა?
-არაფერი, ასეთად დავიბადე და ასეთი დავრჩები, ფულის მოყვარული ვარ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ყველამ უნდა დათმოს რაღაც მიზნის მისაღწევად, მე სხვის სიცოცხლეს ვთმობ.
კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრეს, შეძლო ლილიამ ყველაფერზე აელაპარაკებინა, ისინიც კი მოაყოლა მთელი ცხოვრება რაც კი გაუკეთებია, ვისთვის რა დაუშავებია. ისიც კი ჩამოარაკრაკებინა რომელ ქალაქში ვისთან და რაზე მუშაობდა. რამდენიმე საათი საუბრობდნენ, ბავშვი უკვე აშკარად სთხოვდა ლილიას ჭამას, როგორც იქნა მორჩნენ და ლილია ჩანთის ასაღებად დაიხარა:
-ისე, კიდევ ერთ მაგალითს გეტყვი რატომ იყო შეცდომა ჩვენი მოშორება, რომ მიცნობდე, გეცოდინებოდა, რომ ალერგია არასდროს მქონია და ასეთი დაცემინებაც საოცრად მაღიზიანებს_ხმის ამოღებაც არ აცადა კაცს ისე გამოაძვრინა დივნის ქვემოდან მოსასმენი მოწყობილობა და წყნარად ჩასძახა:-შემოდით დაჩი...



-ჩემთვის დიდი პატივია დღეს ასეთ ვითარებაში დგომა და უფრო დიდი პატივია, რომ ადამიანები, ვის გამოც აქ შევიკრიბეთ ჩემს განყოფილებაში მუშაობენ, ისინი პირველ ადგილზე იმყოფებიან გახსნილი საქმეების რაოდენობით და დიდი სიამოვნებით გაცნობებთ, რომ თქვენს წინაშე უკვე მთავარი გამომძიებლები დგანან, რომლებსაც თავიანთი გუნდის შეკრების უფლება უკვე ოფიციალურად ექნებათ_ ოფიციალურად გამოკვეთა განყოფილების უფროსმა და გაღიმებულ ბიჭებს გადახედა_ მადლობა თქვენ, რომ ქუთაისს და სრულიად საქართველოს ასეთი ადამიანი მოარიდეთ და იმედს გამოვთქვამ კიდევ მრავალს მოარიდებთ. სიამოვნებით ეფერებოდა ლილია უკვე საკმაოდ გამობერილ მუცელს და ამაყად შეყურებდა როგორ იღებდა მისი ქმარი მილოცვებს. იცოდა, როგორ არ იცოდა, რომ ეს კიდევ მრავალ გათენებულ ღამეს გამოიწვევდა, მაგრამ ისიც იცოდა გათენებულ ღამეს დილით რაც მოყვებოდა, თანაც მარტო აღარ იყო, უკვე ოჯახი ყავდა, დიდი ოჯახი, ქმარი, შვილი, და, სიძე, მეგობრები და ზუსტად იცოდა რაც უნდა დაჭირვებოდა, ნებისმიერ წუთს შეეძლო ნებისმიერ მათგანთან დაერეკა.



-დაჩიი, არ ჩერდება, მაინდამაინც გრეჩიხის ფაფა უნდა, მე ვერ ჩავდივარ და უცებ გამოგვირბინე რა.
-ძვირფასო, ზუსტად ამ წამს მანქანით ორი ბავშვის გატაცებაში ეჭვმიტანილს მივზდევ. ხომ არ ფიქრობ, რომ ცოტათი უადგილო თხოვნაა?
-კარგი რა დაჩი, ეგეც ეხა მინისტრის მოადგილე ან მამაჩემი არ იყოს, ნახევარს საათში მოუვლი, დემეტრეს კიდევ შია.

ღიმილით გათიშა ტელეფონი და ფანჯარას მიუახლოვდა, იცოდა დაახლოებით ნახევარ საათში მაინც ამოირბენდა აქოშინებული დაჩი კიბეებს, ფაფას მოიტანდა, ტკბილად აკოცებდა ორივეს და ისევ გაიქცეოდა. თბილად დახედა ახალ ჩაძინებულ დემეტრეს ხელებში რომ ყავდა და გაეღიმა. ბიძამისი სწორი იყო, სწორედ ლილია და დემეტრე იყვნენ ვის გამოც დაჩის სამსახური კიარა, თავიც ავიწყდებოდა.


---------------------------------------------------------------------

დიდი მადლობა ასე მოუთმენლად რომ ელოდით დასასრულს, თითოეულ თქვენგანს მადლობა ვინც კომენტარებს მიტოვებდით, იმედია დასასრული მოგეწონებათ, მე პირადად არ მეყო, კიდევ ბევრი დაჩი და ლილია მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერს უნდა ჰქონდეს თავიც და ბოლოც. კიდევ ერთხელ მადლობა და ისიამოვნეთ სრულად წაკითხვით ვისაც თითოეული თავებით წვალება არ უნდა <3



№1 სტუმარი tata

აი მართლა ძალიან მაგარი იყო ეს ისტორია შემიყვარდა ძალიან მიხარია ასეი ბედნიერი დასასეული ძალია მომეწონა ;))

 


№2  offline წევრი დარინა

ცოტათი გულიც კი დამწყდააა რომ დამთავრდა მიყვარს ეს ისტორიააა და სულ ველოდებოდიიი, დამაკლდებიან ეს ორი იჟი წყვილიიი, იმედია შენ მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით ან წინას გააგრძელებ, დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის და ემოციებისთვის რომელიც შენ და შენმა ისტორიამ მომანიჭეთ.

 


№3  offline მოდერი naattii

tata
აი მართლა ძალიან მაგარი იყო ეს ისტორია შემიყვარდა ძალიან მიხარია ასეი ბედნიერი დასასეული ძალია მომეწონა ;))

მიხარია თუ მოვახერხე და შეგაყვარეთ ❤

დარინა
ცოტათი გულიც კი დამწყდააა რომ დამთავრდა მიყვარს ეს ისტორიააა და სულ ველოდებოდიიი, დამაკლდებიან ეს ორი იჟი წყვილიიი, იმედია შენ მალე დაგვიბრუნდები ახალი ისტორიით ან წინას გააგრძელებ, დიდი მადლობა იმ სიამოვნებისთვის და ემოციებისთვის რომელიც შენ და შენმა ისტორიამ მომანიჭეთ.

უღრმესი მადლობა ❤ მეც ძალიან გული დამწყდა, ყველაზე მეტად გამიჭირდა ამ ისტორიის დასრულება ❤

 


№4  offline მოდერი abezara98

აი, ზუსტად ასეთი დასასრული თუ შეეფერებოდა ამ ისტორიას blush როგორ გამახარე kissing_closed_eyes ველოდები სხვებსაც blush

 


№5  offline მოდერი naattii

abezara98
აი, ზუსტად ასეთი დასასრული თუ შეეფერებოდა ამ ისტორიას blush როგორ გამახარე kissing_closed_eyes ველოდები სხვებსაც blush

დიდი მადლობა

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Namdvilad kargi istoria iyo, uketesi dasasrulit, madloba rom kargad daasrulee, meore istorias rodis gaagrzelebb, axali sicocxle erqva mgoni

 


№7  offline მოდერი naattii

Qeti qimucadze
Namdvilad kargi istoria iyo, uketesi dasasrulit, madloba rom kargad daasrulee, meore istorias rodis gaagrzelebb, axali sicocxle erqva mgoni

დიდი მადლობა ❤ არ ვიცი თუ გავაგრძელებ არ ქონდა დიდად გამოხმაურება და ჯერჯერობით შევჩერდი

 


№8  offline წევრი tamari1999

აუუუ ერთს გეტყვი მხოლოდ რა... ვგიჟდები შენზე, ამ ისტორიაზე და ამ პერსონაჟებზე.. მართლა არ ვიცი მეტი რა გითხრა... როგორ გავძლო ამათ გარეშე არ ვიცი❤❤

 


№9  offline მოდერი naattii

tamari1999
აუუუ ერთს გეტყვი მხოლოდ რა... ვგიჟდები შენზე, ამ ისტორიაზე და ამ პერსონაჟებზე.. მართლა არ ვიცი მეტი რა გითხრა... როგორ გავძლო ამათ გარეშე არ ვიცი❤❤

ვაიმე დიიიიდი მადლობა ❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.მაგრამ ჯერ არ მინდოდა დაგესრულებინა disappointed მალე დაგვიბრუნდი
--------------------
ლანა

 


№11  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Kargi iyoo warmatebebii

 


№12  offline წევრი Ninuca)

Ikaegi iko magram guli damwkda..kide mindoda^_^dzalian magari gofoxar axal istorias velodebiii

 


№13  offline აქტიური მკითხველი terooo

რა მაგარი დასასრულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent