შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაგიჟებულ(ნ)ი -1-


26-06-2018, 19:11
ავტორი SillyGirl
ნანახია 1 467

საკუთარ თავს იწყევლიდა რომ გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ წამოიღო და ახლა ამ მოკლე კაბით ბოდიალი მოუწევდა. ვერ იტანდა მეტროთი მგზავრობას როდესაც კაბა ეცვა, ნერვებს უშლიდა უხამსი მზერები. ყველაფერთან ერთად ყურსასმენებიც სახლში დარჩა და ახლა სულ ბუზღუნით მიდიოდა მეტრომდე. საკუთარი თავის ლანძღვით იყო გართული როდესაც უკნიდან სტვენის ხმა მოესმა, მიხვდა რის გამოც იყო გამოწვეული და უბრალოდ არ შეიმჩნია ისე გააგრძელა გზა. ნაბიჯების ხმა ზედმეტად ახლოს რომ გაიგო და ბიჭების ირონიული წამოძახილებიც დაერთო თან მხოლოდ მაშინ მოუმატა ნაბიჯებს. გული საშინლად უცემდა და გამოსავალს ეძებდა. ირგვლივ თითქმის არავინ იყო მხოლოდ რამდენიმე მეტრის წინ შეამჩნია ვიღაც უცნობი ბიჭი რომელიც და საათს დაყურებდა. არც კი დაფიქრებულა ისე მიეჭრა ბიჭს, ხელი მკლავზე მოხვია და ტუჩები ლოყაზე მიაკრა.
- საყვარელო აქ მელოდებოდი ? მე კი ვიფიქრე ვერ მოიცალათქო - ჯერ კიდევ უკანკალებდა ხმა. უცნობებმა ბიჭის დანახვისას სწრაფად დაიხიეს უკან და მოშორებით მდგარნი აკვირდებოდნენ გოგოს. უცნობი ბიჭი მიხვდა რაშიც იყო საქმე და ახლა მან აკოცა გოგოს ლოყაზე.
- ხო შენ გელოდი პატარავ - ღიმილით მოხვია ხელი უცნობმა. - წავიდეთ ხო ?
- წავიდეთ - დამშვიდებულმა თქვა გოგომ, რადგან ის ორი უცნობი თავხედი უკან გაბრუნდნენ. ღრმად ამოისუნთქა გოგომ და ბიჭს მადლიერი თვალებით ახედა.
- მადლობა - გულწრფელად გაუღიმა გოგომ. -
- სად მიდიხარ მიგაცილებ ბოლომდე - დაბოხებული ხმით უთხრა უცნობმა. გოგო შეპასუხებას აპირებდა თუმცა ბიჭმა გააჩერა - მშვიდობით მისვლა ხომ გინდა სახლში ? ხოდა მიგიყვან -
- მეტროსთან მივდივარ და მერე საბურთალიზე - თავისი მარშუტი გაანდო გოგომ-
- მანქანა მეტროსთან ახლოს მიყენია და გაგიყვან საბურთალოზე, თან მეც საბურთალიზე ვცხოვრობ.
- მხოლოდ მეტრომდე მიმაცილე მეტად არ შეგაწუხებ - მაინც დაეჭვებული იყო გოგო -
- კარგი რა საყვარელო, შეყვარებულს არ ენდობი ? - გაეცინა ბიჭს და გოგოსაც მოჰგვარა სახეზე ღიმილი -
- კარგი - თანხმობის ნიჭნად მხრები აიჩეჩა გოგომ და ბიჭს გაყვა.
- ჩემი საქმე არ არის თუმცა ამ ღამით , მითუმეტეს მარტო როდესაც ხარ ასეთი მოკლე კაბით არ უნდა დადიოდე, ხომ ხედავ ზოგიერთი ს**ისთვის ეგეც კი საკმარისია. - ხმა დაუსერიოზულდა ბიჭს.
- ვიცი უბრალოდ მეტროთი ტანსაცმლის ტარება მეზარება ხოლმე და ეს სამუშაო ფორმააა - გოგომაც სერიოზული ხმით მიუგო.
- გასაგებია, მაშინ უბრალოდ ვინმეს თხოვე ხოლმე რომ ღამე გაგაცილოს - გაეღიმა ბიჭს. - მოდი აქ ეს არის ჩემი მანქანა - ხელით მიუთითა ერთ-ერთ მანქანაზე. კარები საკუთარი ხელით გაუღო და გოგოც უხმოდ მოთავსდა. მალე დაძრა მანქანა. ცოტახანი უხმოდ მგზავრობდნენ. გოგოს ზუსტი მისამართი ჰკითხა და აღმოჩნდა რომ გოგოსთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა.
- საინტერესოა რატომ არასდროს შეგხვედრილვარ, შენს ბინაში ჩემი ძმაკაცები ცხოვრობენ და ხშირად ვარ ხოლმე მათთან - გაეღიმა ბიჭს და ლოყაზე ღრმულები გამოუჩნდა. კესანე გიჟდებოდა ბიჭს რომ მსგავსი ფოსოები ჰქონდა და ძალიან გაუჭირდა ხელების ადგილზე გაჩერება რომ ბიჭს ლოყაზე არ მოფერებოდა. ზედმეტად იდეალური იყო ბიჭი, კესანემ თავი შეუხადავადაც კი იგრძნო ბიჭის გარეგნობის ფონზე.
ბიჭს ტუჩისკუთხე ჩაურყდა როცა მიხვდა რომ გოგო ათვალიერებდა, მაშინვე მოაშორა კესანემ ბიჭს თვალები და ახლა მის თითქმის მოშიშვლებულ ფეხებს დახედა. სულ რაღაც ორი დღე და მორჩებოდა ამ სამუშაოს რომელიც უკვე ყელში ქონდა ამოსული, განსაკუთრებით ეს ფორმა სძულდა.
ბიჭიც ცდილობდა მაქსიმალური ყურადღება გზისთვის მიექცია თუმცა თვალები მაინც ეპარებოდა გოგოს მოშიშვლებული გრძელი ფეხებისკენ.
- ხო საინტერესოა რატომ არასდროს შეგხვედრივარ, ჩემს ბინაში ყველას ვიცნობ და აუცილებლად გნახავდი რომელიმესთან რომ მოსულიყავი - წარბაწეულმა უთხრა კესანემ-
- ერთი თვეა რაც საბურთალოზე ვცხოვრობ , ალბათ ამიტომ -
- მართალია მე კი ერთი თვეა ვმუშაობ და მთელი დღე სახლში არ ვარ -
- ამიტომაც არასდროს შევხვედრივართ. თორნიკე კეკელიას და ლაშა გიორგაძეს იცნობ ? - ისე კითხა ბიჭმა გზიდან თვალები არ მოუცილებია -
- აუ ლაშიკოს და თოკოს ძმაკაცი ხარ ? - გაეცინა გოგოს და ბიჭმაც მაშინვე გამოიხედა გოგოსკენ, საოცარი ღიმილი ჰქონდა კესანეს და არც ბიჭი დარჩენილა გულგრილი.
- ხო - თავადაც ღიმილით უპასუხა ბიჭმა -
- როგორ არ ვიცნობ მაგ ორ გიჟს, ლაშიკო ჩემი კარის მეზობელია და თოკოც სულ მასთან არის ხოლმე, ჩემთან ხშირად შემოდიან , ყავას ვსვამთ ერთად და ჩემს გამომცხვარ ნამცხვრებს ანადგურებენ ხოლმე - გაეცინა გოგოს და ბიჭიც აყვა-
- ხო ჭამა განსაკუთრებით უყვართ - ისევ გაეცინა ბიჭს და კესანებს თითები აეწვე ისე უნდოდა მის ფოსოებს შეხებოდა.
ამის შემდეგ უხმოდ იმგზავრეს, სადარბაზომდე მიაცილა ბიჭმა კესანე.
- მადლობა - გულღიად გაუღიმა კესანემ თითის წვერებზე აიწია და ლოყაზე მიაკრო ტუჩები. ჟრუანტელმა დაუარა ერთდროულად ორივეს. ღიმილით უყურებდა გოგოს სადარბაზოში გაუჩინარებამდე. შემდეგ გაბრუნდა მანქანაში ჩაჯდა და მისი ეზოსკენ გაუხვია.
კესანემ სახლში შესვლისთანავე ფორმა გაიხადა სწრაფად გადაივლო წყალი, პენუარი გადაიცვა და მაშინვე დაწვა. მთელი დღე ფეხზე დგომა კლავდა და ფეხებს ვეღარ გრძნობდა უკვე.
მაშინვე ამოუტივტივდა გონებაში მისი გადამრჩენელი უცნობი და სახეზე ღიმილი მოედო. ძალიან მადლიერი იყო ბიჭის, ის რომ არა ვინ იცის რაში გაყოფდა თავს.
###
კიდევ ერთი სამუშაო დღე დამთავრდა, ამჟამად ჯინსის შარვალში და უბრალო ნაცრისფერი მაისურში გამოწყობილი კესანე ყურსასმენებით და პოზიტიურ ხასიათზე მყოფი მიაბიჯებდა ქუჩაში. მოულოდნელობისგან შეჰკივლა როდესაც ვიღაცამ უკნიდან დაქაჩა, გული ლამის გაუსკდა სანამ უკან შებრუნდებოდა. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქა მის უკან მდგომში ღამის გმირი რომ ამოიცნო -
- ძალიან შემაშინე - გულზე ხელი დაიდო კესანემ-
- მაპატიე არ მინდოდა, უბრალოდ ისე ჩამიარე ვერც შემამჩნიე , გეძახდი და როგორც ჩანს ყურსასმენების გამო არ გესმოდა - იღიმოდა ბიჭი.
- რას აკეთებს ჩემი ღამის გმირი აქ ამდროს - გაეციმა კესანეს-
- ღამის გმირი? საინტერესოა - გაეციმა ბიჭს -
- ღამის გმირმა იფიქრა რომ დღესაც გადაერჩინა დაღლილი ქალბატონი , თანაც თუ უარს არ იტყვი სადმე დავჯდეთ , დარწმუნებული ვარ გშია - ზედმეტად ენაწყლიანი იყო ბიჭი დღეს -
- კი მშია თან როგორ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ ჩემი ჭამის მადას გაუმკლავდება შენი ბიუჯეტი ? - გაეცინა კესანეს -
- არამგონია ჩემზე მეტს ჭამდე - წარბი აწია ბიჭმა-
- ვნახოთ - თვალი ჩაუკრა კესანემ - შემდეგ არ იწუწუნო იცოდე - ენა გამოუყო და მის ბავშურობაზე გაეღიმა ბიჭს.
მხოლოდ მანქანაში მოთავსების შემდეგ იკითხა ბიჭმა სად წასულიყვნენ.
- აუ მაჭახელაში წავიდეთ ვგიჟდები იქაურ ლობიანზე. - ტუჩები გაილოკა ლობიანის გახსენებაზე კესანემ და ადგილზე აცქმუტდა მის მოუსვენრობაზე გაეცინა ბიჭს. კესანემ ვერ მოითმინდა და დაუფიქრებლად წაიღო ხელი ბიჭის ლოყისკენ თითები თმებში შეუცურა და ცერა თითით ბიჭის ფოსოს მიეფერა. მოულოდნელი შეხებისგან ბიჭმა სწრაფად დაამუხრუჭა, კესანეც მხოლოს ახლა გამოერკვა რა დაუფიქრებლად მოიქცა და ლოყები აუწითლდა. ბიჭი მისმა ვარდისფერმა ლოყებმა ძალიან გაახალისა, თუმცა ჯერ კიდევ გრძნობდა გოგოს შეხებისგან დავლილ სასიამოვნო ჟრუანტელს.
- მაპატიე, უბრალოდ ვგიჟდები ლოყაზე ასე საყვარლად რომ უჩნდებათ ფოტოები და თავი ვერ შევიკავე -
- არაუშავს - გაეღიმა ბიჭს და მანქანა დააპარკინგა.
მაჭახელაში ფანჯარასთან ახლოს დაჯდნენ ერთმანეთის პირისპირ.
- რას მიირთმევ აბა რითი მაშინებდი ? - გაეცინა ბიჭს , კესანემ ტუჩზე იკბინა კისერში ხელი შეიცურა, ასე იცოდა როდესაც რამეზე ფიქრობდა. გოგოს შემყურე ბიჭმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ახლა თვითონ ძლივს შეიკავა თავი რომ ხელები გოგოს კისრისკენ არ გაეწვდინა, მისი თმის სურნელი ამ დაშორებიდანაც კი სცემდა და სხეულში უცნობ ტალღად უვლიდა.
- ლობიანი , ქათმის სალათი და ბროწეულის წვენი - მოიფიქრა კეასენემ და თვალგაშტერებული ბიჭი დედამიწაზე გოგოს ნაზმა ხმამ დააბრუნა.
- და ამით მაშინებდი ქალბატონო ? - გაეცინა ბიჭს.
- შენ რას შეუკვეთავ აბა ? - თვალები მოჭუტა კესანემ -
- იგივეს პლიუს პიცა და ბროწეულის წვენის ნაცვლად ფორთოხლის - ბიჭმა მიმტანს ანიშნა მოსულიყო შეკვეთა მისცა და ლოდინის რეჟიმზე გადაერთო ორივე.
- მე კესანე - სიჩუმე დაარღვია კესანემ, თან გაეცინა - ორი დღეა გიცნობ და სახელიც არ ვიცი -
- ლამაზი სახელია კესანე , მე დამიანე- ხელი გაუწოდა ბიჭმა და კესანემაც სწრაფად გაუწვდინა მისი ხელი. ხელების შეხებისას ისევ დაუარა სასიამოვნო ჟრუანტელმა ორივეს. იგრძნეს როგორ დაიმუხტა გარემო სასიამოვნოდ. თითქოს მათ შორის უცნობი ძაფები გაებნენ და მჭიდროდ დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
- სად მუშაობ ? - ღიმილით კითხა ბიჭმა.
- გუდვილში პრომო ვარ სასმელების - გაეცინა გოგოს - დაქალმა მთხოვა ძალიან მის მაგივრად მემუშავა და უარი ვერ ვუთხარი. ისე ქორწილების და ივენთების ორგანიზატორი ვარ -
- საინტერესოა - გაიღიმა დამიანემ. ძალიან მოსწონდა მისი ღიმილი კესანეს. -
- შენ რას საქმიანობ ? - ინტერესით შეხედა თვალებში კესანემ -
- მე ფეხბურთელი ვარ ჯერჯერობით - კიდევ გაიღიმა ბიჭმა.
- სულ იღიმი ? - ვერ შეიკავა კითხვისგან თავი კესანემ -
- იშვიათად ვიღიმი ჩემს მეგობრებს თუ კითხავ. დღეს რაც გავიღიმე ალბათ მთელი ცხოვრება არ გამიღიმია - გაიცინა ბიჭმა - კარგად მოქმედებ ჩემზე - მაგიდაზე დადებულ ხელზე მოეჭიდა კესანეს ბიჭის ხელი - კესოს გული აუჩქარდა და ლოყები ჩვეულებისამებრ აეფაკლა -
- შენ კი უნამუსოდ იდეალური ხარ - გულწრფელობის პიკზე იყო ქალბატონი -
- კარგი რა კესანე - გაეცინა ბიჭს. კესოს აქამდე არგანცდილი სიამოვნება გაუმეფდა სხეულში როდესაც ბიჭის პირით წარმოთქმული სახელი გაიგონა. იმდენად სხვანაირად წარმოთქვამდა გოგოს სახელს რომ კესანე გულისცემას ვეღარ იმშვიდებდა.
მათ სიმყურდოვე მიმტანმა დაარღვია. ამის შემდეგ არაფერი უთქვამთ გემრიელად მიირთმევდნენ საჭმელს. კესანე ჩვეულებისამებრს გემრიელად ილუკმებოდა და საერთოდაც არ ფიქრობდა რომ მის წინ თითქმის უცხო ბიჭი იჯდა და მოურიდებლად ჭამდა როგორც ჩვევია არანაირი სინაზით. გოგოს უშუალობაზე და მის მიმიკებზე ეღიმებოდა დამიანეს.
მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ახედა ჭამით გართულმა ბიჭს და წამიერად წამოხურდა.
- დედაჩემი მხედავდეს ახლა იტყოდა, მორიდება არ გაქ ისე ჭამ გააქცევ ნებისმიერ მამრობითი სქესის წარმომადგენელსო, მაგრამ ერთი ლუკმის ათასჯერ ღეჭვას და განაზებას ვერ ვიტან - გულწრფელად აღიარა კესანემ -
- საგვარელი ხარ - გაეცინა ბიჭს - ცდება დედაშენი ისეთ მიმიკებს იღებ ჭამისას შეუძლებელია ვინმეს არ გაეღიმოს - წვენი მოსვა ბიჭმა და გოგოს თაფლისფერ თვალებში შეხედა მისი მოშავო თვალებით -
- ვგიჟდები საჭმელზე და ამქვეყნად ა არ ვარ როდესაც ვჭამ - გაეცინა კესანეს.
დამიანე რაღაცის თქმას აპირებდა როდესაც კესანეს ტელეფონმა დარეკა.
- გისმენთ ქალბატონო ელიზაბეთ - მხიარულად უპასუხა კონატრებულ დედას.
- რას მისმენ გოგო, ნელიკოსგან უნდა ვიგებდე საქმრო რომ გყავს ?
- რა მყავს ? - წვენი გადასცდა კესანეს-
- საქმრო დედი საქმრო, კი სულ გეუბნებოდი უკვე დროა ვინმე გყავდესთქო მაგრამ უნდა დამიმალო ?
- ნუ გამაგიჟებ დედი რაა, საიდან მოიტანა იმ ქალმა ეგ სისულელე ?
- ვიღაც ბიჭთან ერთად დუანახიხარ ღამე გუშინ და მომწერა დღეს ფეისბუქზე ეგრევე -
- კარგი რა დე ვინმე რომ იყოს ხო გეტყოდი არა , როდის იყო მსგავს რამეს გიმალავდი. უბრალოდ ნაცნობი იყო ის ბიჭი. ტყუილად არ შეიკერო კაბა ჩემი ქორწილისთვის. ხო იცი შენი შვილი რომ არ გათხოვდება არასდროს - გაეცინა გოგოს -
- მე კიდე ვიფიქრე მეშველა მოვიშორეთქო -
- შენც ღუ დედახარ რაა , შვილისი ააე გათხოვება დედას უნდოდეს პირველია. საერთოდაც მომენატრე და როდის ჩამოხვალ? - წარბები შეკრა ქალბატონმა-
- დედი ჩამოვალ მალე მოვაგვარებ საქმეებს, მეც ძალიან მომენატრე და იცოდე მეორედ რომ დავრეკავ მინიმუმ საქმრო უნდ აგყავდეს - დასცინა ქალმა და გათიშა. კესანესაც გაეცინა დედის ხუმრობაზე.
- გამაგიჟებენ ეს ხალხი გუშინ მეზობელს შენთან ერთად დავუნახივარ და დედაჩემისთვის მიუწერია გილოცავ გოგ9ს დანიშვნასო, საიდან მოიტანა გამაგიჟებენ - ამოიბუზღუნა კესანემ -
- რა გინდა მშვენიერი საქმრო ვარ - გაეცინა დამიანესაც -
- არადა მე საქმრო და გათხოვება ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან. დედაჩემი ბუზღუნებს ხოლმე დამტოვებ შვილიშვილების გარეშეო - გაეცინა კესანეს -
- რატომ ფიქრობ მასე ? - დაინტერესდა დამიანე -
- არ მსურს ამაზე ლაპარაკი, იმედია არ გეწყინება - მკრთალად გაიღიმა კესანემ -
- კარგი - დამიანე მისი თლილი თითებით მოეფერა დანაღვლიანებულ გოგოს ხელზე. მყუდროება კვლავ ტელეფონის ხმამ დაურღვია კესანეს, არც დაუხედავს ისე აიღო ტელეფფონი.
- დედა ჩემი გაგიჟება გინდა ? არ ვთხოვდები არა, ცოტა ასაკი რომ მომეცემა ერთ ბავშვს ისე გავაკეთებ თუ გინდა შენ რომ გაგიხარდეს - გადაიხარხარა კესანემ -
- რაო ? - კივილის ხმა მოესმა კესანეს, ტელეფონზე ამჯერად ნანკა ურეკავდა - რა ბავშვს აკეთებ გოგო არ გამაგიჟო - სიცილით იგუდებოდა გოგო -
- ოო მერე მოგიყვები, რამ შეგაწუხათ ქალბატონო ? მოწყდი შენს სატრფოს ? -
- ეგ უხსენებელი არ გამაგონო საერთოდ - აბუზღუნდა ნანკა -
- რა მოხდა ამჯერად რაზე ეჩხუბე იმ საწყალ ბიჭს - გაეცინა კესანეს-
- მოდი რა შენს სახლთან ვარ - სწრაფად დაუსევდიანდა ხმა ნანკას, კესანეს გული მოეწურა დაქალის ხმაზე -
- კარგი რამდენიმე წუთში მოვალ ნან არ ინერვოულო რა -
- გელოდები - სწრაფადვე გათიშა ტელეფონი ნანკამ.
- ბოდიში რა დამი, უბრალოდ დაქალი არის ცუდად და ჩემთან მელოდება რომ არ მივიდე ისე არ შეიძლება -
- ნუ მიხსნი კესანე, ადექი წავიდეთ - თბილად მიუგო გოგოს. ანგარიში გადაიხადა და ერთად დატოვეს მაჭახელა.
კენასე მანქანაში ნერვიულობისგან ცქმუტავდა. ვერ იტანდა ნანკა რომ იწყენდა.
- დაწყნარდი კესანე 2 წუთში მივალთ - ხმადაბოხებულმა თხოვა გოფონას და მისი ხელი თავის ხელში მოიქცია. კესანეც მალევე დამშვიდდა და გაისუსა. ბიჭის ხელი თავს დაცულად აგრძნობინებდა.
მანქანიდან გადმოსვლისას დამიანეც უკან გამოყვა სადარბაზომდე მიაცილა. კესანე მოულოდნელად შემოატრიალა მისკენ და გულზე აიხუტა. დაბნეულმა აახამხამა წამწამები კესანემ, თითის წვერებზე აიწია ბიჭს კისერზე მოხვია ხელები და თავი მის კისერში ჩარგო. ბიჭის სასიამოვნო სურნელი შეისრუტა და სიამოვნებისგან გააკანკალა. ძლიერად ხვევდა ხელებს დამიანე და ისიც ისრუტავდა გოგონას თმის სურნელს. არ აპირებდა გოგოს გაშვებას მაგრამ სადარბაზოში თავზე დაადგათ კივილით ქალბატონი ნანკა.
- მოიცა ქალბატონო შენ რა მართლა დაიწყე ბავშვზე მუშაობა თუ ვინაა ეს უცხო კაცი ? - ხარხარებდა ქალბატონი -
- რა მშვენიერ ხასიათზე ხარღ ქალბატონო აბა ტელეფონში რატომ სლუკუნებდით ? - წაკბინა დაქალს -
- ბოროტი დაქალი ხარ - დაიბუზღუნა ნანკამ - აბა არ გამაცნობ შენს ბიჭს ? ბიჭს რომელსაც ჯილდო ეკუთვნის რადგან კაცთმოძულე ქალბატონმა ასე ახლოს მოსვლის უფლება მიეცი - წარბაწეული ტიტინებდა ნანკა -
- საზიზღარი ხარ - გაეცინა კესანესაც- ეს დამიანეა , ეს კი ჩემი ერთადერთი გოგო მეგობარი ნანკა - წარუდგინა ერათმანეთს -
- სასიამოვნოა ნანკა - გაუღიმა ბიჭმა-
- ჩემთვისაც, ახლა ავალ შენს კარებთან ერთმანეთს მალე გამოემშვიდობეთ გლოვა მაქვს გამოცხადებული და კესანემ უნდა მანუგეშოს - გაეცინა თავადვე ნანკას და მალევე გაუჩინარა სადარბაზოში.
- ღმერთო არანორმალურია , მერამდენედ ეჩხუბა იმ საწყალ ბიჭს ვინ იცის , თავს დავდებ ახლაც მისი ბრალია და იმაზე იეჭვიან რომ ნიკამ ვინმე გავლელს უბრალოდ შეხედა უნებურად -
- საყვარელი მეგობარი გყავს - გულწრფელად უთხრა დამიანემ - ახლა წავალ - წინ ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია გოგოს. უნებურად დაეხუჭა თვალები კესანეს, დამიანეს ტუჩის კუთხე ჩაუტყდა და ახლა ლოყაზე თითებით მოეფერა გოგოს.
კესანემ თვალები რომ გაახილა ბიჭის თვალებს წააწყდა პირდაპირ რომლებიც უცნაურად ბრჭყვიალებდნენ. ბიჭს ღიმილისგან ისევ ფოსოები დაეტყო ლოყაზე, კესანე ჯერ თითებით მოეფერა ბიჭის ლოყას რამაც იძულებული გახადა დამიანე სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა, როდესაც იგრძნო როგორ შეეხო გოგოს ტუჩები ზუსტად ამ ადგილას სიამოვნებისგან მთელი სხეული გაუცხელდა ბიჭს , აქამდე უგრძნობი მუხტი მთელი ძალით შეიგრძნო მისმა ორგანიზმა. თვალები რომ გაახილა მხოლოდ შორიდან დაინახა სადარბაზოს კიბეებზე ამავალი კესანე რომელიც უკან იხედებოდა და ეშმაკურად უღიმოდა ბიჭს. კესანე რის კესანე იყო ცოტახნისწინდელი მისი გადებილებისთვის სამაგიერო რომ არ გადაეხადა ბიჭისთვის. გოგოს საქციელმა ღიმილი მოგვარა ბიჭს სწრაფად აირბინა კიბეები და კესანეს გვერდიზტ მდებარე კარებზე ზარი დარეკა.
- ვა ვის გავახსენდით ნახე შეჩემეა - სიცილით შეგადო მისაღებ ოთახში მეგობარი თოკომ, მისაღებში მაგიდაზე ლუდების ბოთლები იდგა სხვა სასუსნავებთან ერთად. სავარძლებზე მოკალათებულიყვნენ თორნიკე და ლაშა.
- დაჯექი დამ გამოგაშტერა - გაეცინა ლაშას და დამიანეს ლუდი მიაწოდა.
- შენი მეზობელი კესანე ხომ იცი ლაშა ? - ჩაფიქრებულმა მოსვა ლუდი დამინემ.
- რა მეზობელი დასავითაა - გაეღიმა ლაშას-
- გამაბა - ნერვიულად გაეცინა დამიანეს -
- რა ქნა ? - ახარხარდნენ ბიჭები ერთხმაში.
- გავები რა - გაეცინა დამიანესაც და ლუდი გემრიელად მოსვა.
*****
იმედია მოგეწონებათ და თქვენს აზრს დააფიქსირებთ <3



№1  offline წევრი keti27

საინტერესოა.

 


№2 სტუმარი სტუმარი თაკო

saintereso da kargimotxroba chans da maLe dade raa♥♥♥♥

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვაიმე დედა როგორ მომეწონა... ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან კითხვის დროს... აი სახელები რომ წავიკითხეეეე ეგ იყო უკვე არ ვიცი..... როგორი საყვარელი ისტორია ჩანს... იმედია ხალისიანი თავები გველის და არა დრამატიზირებული რომელიც ამ ბოლო დროს ძაანაა მოდებული :დ ველი მოუთმენლად ახალ თავს.... დაწყება საოცარი იყო იმედია ასე გააგრძელებ წარმატებები და არ დააგვიანო გთხოვ რა <3

 


№4  offline წევრი SillyGirl

ჰაიკო
მომეწონა!!! მაგრამ....ისევ კესანე და ისევ დამიანე!!! როგორც თითქმის ყველგან :(

მადლობა <3 წერის პროცესში მომაფიქრდა ეს სახელები უბრალოდ.
keti27
საინტერესოა.

მადლობაა <3
სტუმარი თაკო
saintereso da kargimotxroba chans da maLe dade raa♥♥♥♥

მიხარია თუ მოგწონს.
არ დავაგვიანებ ნამდვილად <3
ანი ანი
ვაიმე დედა როგორ მომეწონა... ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან კითხვის დროს... აი სახელები რომ წავიკითხეეეე ეგ იყო უკვე არ ვიცი..... როგორი საყვარელი ისტორია ჩანს... იმედია ხალისიანი თავები გველის და არა დრამატიზირებული რომელიც ამ ბოლო დროს ძაანაა მოდებული :დ ველი მოუთმენლად ახალ თავს.... დაწყება საოცარი იყო იმედია ასე გააგრძელებ წარმატებები და არ დააგვიანო გთხოვ რა <3

მიხარია ასე რომ მოგეწონა.
ძალიან დიდი მადლობა.
დრამატიზებული არ იქნება ნამდვილად <3

 


№5 სტუმარი სტუმარი nata

auu rogor momecona!umagrrsia

 


№6  offline წევრი SillyGirl

სტუმარი nata
auu rogor momecona!umagrrsia

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent