შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბრმაა,ძვირფასო,სიყვარული (3)


26-06-2018, 14:54
ავტორი სვანი
ნანახია 1 750

დილით საუზმის მომზადება დაიწყო.გაზქურასთან იდგა და ჩუმად თავის საყვარელ მელოდიას ღიღინებდა ანდრია რომ აეკრო ზურგზე და გავარვარებული ტუჩები ყელზე მიაკრო.ისე დაიბნა ნენე კინაღამ ტაფა გადმოუვარდა გაზიდან.სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭაბდა კრუტუნი დაიწყო
-დილამშვიდობისა
ყურს უკან გაიგონა ნაკანის ძილისგან დაბოხებული ხმა.სწრაფად შეტრიალდა და ჩალურჯებულ ბიჭს დააკვრიდა
-რას გავხარ რო იცოდე!როგორ მინდა დაგახრჩო
-ნუ მეჩხუბები თავი მისკდება ისედაც
-თავი უსჯდება თურმე
გოგონამ მაგიდა გაუწყო ანდრიას და თავისთვის ჩაი გაიკეთა
-შენ არ შეჭამ?
-ნწ
თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და ანდრიას წინ დაიკავა ადგილი
-მაგიტიმ ხარ ოცი კილო
-ოცი კილო არ ვარ მე
ტუჩები სავარლად დაბრიცა ნენემ და წარბებშეკრულმა გადახედა ბიჭს.რაღაცის თქმას აპირებდა ანდრია ზარის ხმა რომ გაიგონა.მე გავაღებო თქვა ბიჭმა და სკამიდან ადგა.თვალი გააყოლა ნენემ მიმავალ ბიჭს
-ანდრუშააა რა დაგემართაა?
კატოს წიკვინა ხმა რომ გაიგო გუნება გაუფუჭდა და თვალები აატრიალა
-უი მარტო არ ყოფილხარ
სამზარეულოში ისე შევარდა გოგონას შეეშინა
-დაგტოვებთ მე.აბა კარგად
თავისი ნივები უცებ წამოკრიბა და კარებისკენ წავიდა
-არ წახვიდე!
სადარბაზოში გასულს დაეწია ანდრიას სიტყვები მაგრამ არ მიტრიალებულა
-ნენე!
-კატო არ მოაცდინო სირცხვილია
ნენემ მიაძახა და კიბეები ჩაირბინა.საკუთარ თავზე გაბრაზდა.ასე სულეურად რომ წამოხტა და გამოვარდა.სახლში ტაქსით მივიდა.გაბრიელი არ დახვდა. ელენე კი აფორაჯებული იჯდა მისაღებშიში
-რამე მოხდა?
გვერდით მიუჯდა დაქალს და წარბები მაღლა აწკიპა
-დაურეკა ვიღაცამ და გავარდა გიჟივით!გადავაბამ ერთმანეთზე მე მაგათ!
-მე რატო მიყვირი?რა შუაშ ვარ მე?!
-ოი გაბრიელ გამყრელიძევ მიფრთხილდი
ისევ თავისას აწვებოდა ელენე საერთოდ არ ესმოდა ნენეს ლაპარაკი
-უიმე გაფრენილი გაქვს შვილო შენ
მობეზრებულმა აიქნია ხელი ნენემ და თავის ოთახში ავიდა.
საღამოს გიორგიმ მიწერა გამოგივლი და სადმე წავიდეთო.ნენეც დათანხმდა მაინც არაფერს არ აკეთებდა სახლში.იფიქრა ელენესაც წავიყვანო მაგრამ ქალბატოს არ ეცალა ნაცნობს უნდა შეხვედროდა.გიორგიმ,ნენე საკმაოდ კარგ რესტორანში წაიყვანა.თავიდან კარგად ხალისობდნენ მაგრამ მერე ნენემ მოიწყინ.რა არ სცადა ბიჭმა მის გასამხიარულებლად მაგრამ უშედეგოდ.ბოლოს უთხრა მთაწმინდაზე გავისეირნოთო.ფული გადაიხადა ბიჭმა და გასვლას აპირებდნენ ანდრია რომ დაადგათ თავზე
-უკვე მიდიხართ?მე ვიფიქრე შევუერთდები თქო
ირონიით გადახედა ნენეს მხარზე მოხველ გიორგის ხელს.ნენე დაბნეული აცეცებდა თვალებს.იგრძნი როგორ დაიჭიმა მის ზურგზე მოხვეული ხელი
-დიახ,მივდივართ
ნაძალადევად გაიღიმა გიორგიმ და ეცადა გვერდი აეარა ბიჭისთვის
-შენ თუ გინდა წადი ნენე არსად არ მოდის
-შენთვის არავის უკითხავს ანდრია!და თუ შეიძლება გაგვატარე
ხმა შეეცვალა გიორგის და კიდევ უფრო დაიძაბა
-ეხლა სახეს გაგიერთიანებ თუ არ მორჩები უაზრო ტლიკინს
გაეცინა გიოგრის ანდრიას სიტყვებზე და ბიჭისკენ გაიწია მაგრამ ნენე ჩადგა მათ შორდის
-გარეთ გავიდეთ!
მკერდზე დააწყო გიორგის ხელები და ოდნავ უბიძგა.ისიც გატრიალდა და გასასვლელისკენ წავიდა.ნენეც მას მიჰყვა და ანდრიაც მალევე გაჩნდა მათთან
-მე წაგიყვან ხასლში
ნაკანმა მაჯაში მოკიდა ხელი და მისკენ მისწია სიფრიფანა სხეული
-შენ კი დაახვიე აქედან
შეუღრინა ჭკადუას და მანქანისკენ დაიძრა
-ვერსადაც ვერ წაიყვან!
ნენეს ხელი გამიგლიჯა და ახლა მან დაიყენა გვერდით
-არაფერი მიქარო გიორგი!
-წადი რა შეგვეშვი
-მაგას მე გადავწყვეტ და აქედან ნენეს გარეშე არსად წავალ
გირგიმ არც მოუსმინა ბიჭს შეტრიალდა და მანქანის კარები გამოუღო ნენეს.ჩაჯდომას აპირებდა გოგონა ანდრიამ მისკენ რო დაქაჩა
-ხელი გამიშვი!სათამაშო კი არ ვარ მე ხან ერთი რო მიმათრევთ და ხან მეორე?!
წამოიყვირა გოგონამ და ანდრიას მარწუხებიდან თავი დაიხსნა
-მეზიზღები!
ნაკანს ჩააშტერდა თვალებში ერთხანს ასე უყურა მერე შეტრიალდა და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა მათ
-ნენე მოიცადე
უკან გაჰყვა გიორგი
-არც კი გაბედო გამოყოლა!
დაუყვირა ბიჭს და უფრო აუჩქარა სვლას.სახლიდან არც ისე შორს იყო და გადაწყვიტა ცოტა გაესეირნა.მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში და არაფერზს ფიქრობდა.იფიქრა პარკში დავჯდები ცოტა ხანსო მაგრამ არ დასცალდაწვიმა დაიწყო და ერთიანად დასველდა.საშინლად შესცივდა და კანკალი დაიწყო.ცოტახანში მანქანა გაჩერდა მის გვერდით.არ შეიმჩნია ნენემ და გზა გააგრძელა
-ნენე დაჯექი
ჩამოწეული ფანჯრიდან ანდრიას ხმა გაიგონა.არც გაუხედავს მისკენ.ნაბიჯებს აუჩქარა.ანდრიამ მანქანა გააჩერა,სწრაფად გადმოვიდა და გოგონას გადაუდგა წინ
-გამატარე
-დაჯექი მე წაგიყვან
-არ მჭირდება ჩემით მივალ!
ანდრია გაჩუმდა და გაწუწულ გოგონას მიაშტერდა.ნენეს წელზე მოხვია ხელი,მხარზე გადაიდო რასაც ქვია და მანქანაში ძალით ჩასვა.სწრაფად დაიკავა მისი ადგილი და უხმოდ დაძრა მანქანა
-რატო არ მეშვები?რაგინდა ჩემგან?
ანდრიასკენ მიტრიალდა და ჩხუბი დაუწყო.ბიჭს არ მიუქცევია ყურადღება.ვითომ არც ესმოდა.მშვიდად მართავდა საჭეს
-იცოდე სახლში წამიყვანე თორე არ ვიცი რას გიზამ
ანდრია თავისი კორპუსის წინ რო გაჩერდა ნენემ ყვირილი დაიწყო
-მორჩი ისტერიკებს და გადმოდი!
ბიჭმა ისე დაუბრიალა თვალები ნენე გაჩუმდა და უკან აედევნა.
სააბაზანოში ნენე შეუშვა პირველი.თვითონ კი ცხელი ჩაი მოიდუღა და გოგონას დაუწყო ლოდინი.დიდხანს დაიგვიანა ნენემ,ანდრიამ ვეღარ გაუძლო ლოდის და სააბაზანოს კარებზე მიუკაკუნ
-ნენე კარგად ხარ?
-კარგად ვარ ნუ ნერვიულობ შენ
კარები გააღო და არც შეუხედავს ბიჭისთვის გვერდი აუარა და ანდრიას ოთახში შწვიდა.საბანში გაეხვია და თვალები დახუჭა.ნაკანმა წყალი გადაივლო და ნენეს მიუწვა გვერდით.გოგონას უკვე მშვიდად ეძინა.თავზე აკოცა და მანაც დაიძინა თავის ნენესთან ერთად.შუა ღამეზე აბაშიძე საშინელმა სიცხემ გააღვიძა.ეწვოდა მთელი ხელხემალი.ანდრიასკენ გადატრიალდა და თავი ოდნავ წამოსწია.ოფლში გაწუწულ ბიჭს დააშტერდა და ფეხზე სწრაფად წამოხტა.შუბლზე თითები ფრთხილად შეახო და წვივებზე შეპარული სიგრილე დააიგნორა
-ჯანდაბა იწვის
თერმომეტრი მოძებნა და სიცხე გაუზომა.როგორც კი დარწმუნდა იმაში რომ სიცხე ჰქონდა ბიჭს მაშინვე სამზარეულოში გავარდა და ცხელი ჩაი გაამზადა
-ანდრია გაიღვიძე
ოდნავ შეაფხიზლა ბიჭი და მის გვერდით საწოლზე ჩამოჯდა.ანდრიამ ერთი წამოიზმუვლა და გვერდი იცვალა
-ანდრია
-რაიყო...
დამძიმებული თავი ძლივს წამოსწია ბიჭმა და მოჭუთული თვალებით გახედა ნენეს
-სიცხე გაქ
-არაუშავს გამივლის.მოდი დაწექი
-რას ქვია გაგივლის?!ჩაი გაგიმზადე და დალიე
-ნენე რად მინდა ამ შუა ღამეზე ჩაი?დაწექი და დაიძინე
-ბიჭო იწვი სიცხისგან რა დავიძინო
-ხმას ნუ უწევ!
საწოლიზე წამოჯდა და ჩაის სმა დაიწყო.ამასობაში ნენემ სიცხის დამწევი იპოვა და ისევ ანდრიასთან დაბრუნდა.წამალი დაალევინა და გვერდით მიუწვა ბიჭს
-რამ გაგაცია სულ არ დასველებულხარ
-ძაან კარგად იცი შენ რა მალე ვცივდები.და საერთოდაც შენი ბრალია რო ჩამჯდარიყავი არ მომიწევდა გადმოსვლა და არ დავსველდებოდი
-ნუ წუწუნებ ორი წლის ბავშვივით რა
გაეცინა გოგონას და ანდრიას ზურგი აქცია.ბიჭმაც არ დააყოვნა,მალევე მოხვია წელზე ხელები და სხეულზე აიკრო.
დილით ანდრიას სახლი ისე დატოვა ბიჭს არაფერი გაუგია.ელენე სახლში არ იყო გაბრიელს კი მშვიდად ეძინა.ფრთხილად მიუწვა დეიდაშვილს გვერდით და წელზე მოხვია ხელები.ბიჭმა შუბლზე მიამკრო ტუჩები და ძილი განაგრძო.
ვერსად მოახერხეს წასვლა.გაბრიელს არ ეცალა სამსახურში საქმეები ჰქონდა.ელენე გადარეული დადიოდა და ნერვები აწყდებოდა იმაზე რომ გაბრიელი ზედაც არ უყურება.ნენე კარგად ხალისობდა ამ ყველაფრით.გიორგი ხშირად ურეკავდა მაგრამ გოგონა არ პასუხობდა.ისევ ნაწყენი იყო ორვეზე.ანდრიასაც იშვიათად ნახულობდა.საერთოდ აღარ დადიოდა მათთან ბიჭი.
ზაფხული ისე მიიწირა დასვენება ვერცერთმა ვერ მოასწრო.ნენესთვის "მძიმე" პერიოდი იწყებოდა.პირველ კურსელი იყო და ემზადებოდა ტანჯვისთვისსასურველ ფაქულტეტზე მოხვდა.გახდებოდა ექიმი უპრობლემოდ სანერვიულ არაფერი ჰქონა.პირველ დღეებში ისეთი დაბნეული დადიოდა აუდიტორიაც კი აერია რამოდენიმეჯერ მაგრამ ერთ კვირაში უკვე ყველაფერი კარგად იყო.
ელენეც ემზადებოდა წასასვლელად.გაბრიელი უხასიათო გახდა სულ წარბებ შეკრული დააბოტებდა.ნენეს დაბადების დღე რომ მოახლოვდა გაბრიელმა გადაწყვიტა რესტორანში გადავიხადოთო და გოგონაც დასთანხმდა.ყველაფერი მოაგვარა გამყრელიძემ.საღამოსთვის ნენე და ელენე ისეთი ლამაზებ იყვნენ გაბრიელი ყბა ჩამოვარდნილი უყურებდა მათ.რესტორანში მისულებს ნენეს კურსელები დახვდა როდენიმე მეგობართან და ნათესავთან ერთად.ყველაფერი კარგად მიდიოდა.ბევრი იცეკვეს,იმხიარულეს.თვრამეტი სანთელიც ჩააქრო ნენემ და უამრავი მილოცვაც მიიღო მაგრამ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ანდრია იყო რომელიც არსად ჩანდა.მოიწყინა ნენემ სკამზე იჯდა და მთელი გულით ელოდა ანდრიას გამოჩენას
-ალბათ არ ეცალა
ელენე ჩამოუჯდა გვერდით და ოდნავ გაუღიმა
-ჰო ალბათ ამაზე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა
მანაც გაუღიმა დაქალს და ამღვრეული თვალების დასამალად თავი დახარა.ელენე ძლიერად ჩაეხუტა და საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.ნენე მის კურსელს მიაჩეჩა და თავად გაბრიელისკენ დაიძრა.კისერზე მოხვია ხელები და სხეულზე აეკრო
-არ დაგავიწყდეს მალე მივფრინავ
სხეული წყნარ მუსიკას ააყოლა და ბიჭის ირონიული ღიმილი დააიგნორა
-არ დამავიწყდება ნუ გეშინია
გაბრიელი დაიხარა და ტუჩები ჯერ ნიკაპზე მიაკრო შემდეგ კი ყელზე.ელენე კინაღამ ჩაადნა ხელებში გამყრელიძეს.თვალები მინაბა და ბიჭს დაეყრდნო მხრებზე.სიგრილე რომ იგრძნო სხეულმა მაშინ მარტო გამოფხიზლდა.ავტო სადომისკენ მიდიოდა გაბრიელი და ელენეც თან მიჰყავდა
-გაბრიელ სად მივდივართ?
გაოგნებულმა იკითხა გოგონამ და ხელის განთავისუფლება სცდა
-ცოტა გავისეირნოთ
-მერე სტუმრები?
-დაბრძანდით გთხოვთ
გაღებულ კარზე მიუთითა ბიჭმა და მისი სიტყვები ვითომ არც გაუგონია ისე დაიჭირა თავი.ელენე ცოტახანს გაჩერდა და ჭინკებ ათამაშებულ თვალებში ჩააშტერდა ბიჭს.ბოლოს დანებდა და სავარძელში ჩაეშვა.გაბრიელმა სწრაფად დაიკავა თავისი ადგილი და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.თბილის რომ გასცდნენ ელენე დაიძაბა და ბიჭს გახედა
-გაბრიელ სად მივდვართ?
გამყრელიძისგან პასუხი რომ ვერ მიიღო კიდევ უფრო შეეშინდა
-მიპასუხე!
-სვანეთში
-სვანეთში რა გვინდა ბიჭო?!
-ნუ ყვირი დამშვიდდი!
გაბრიელმა გოგონას გადახედა,გაუღიმა და სიჩქარეს უმატა
-ახლავე მოაბრუნე მანქანა და იქ დამაბრუნე სადაც ვიყავი!
კივილი დაიწყო ელენემ მაგრამ გაბრიელი არც უსმენდა მშვიდად მარავდა მანქანას
-გამყრელიძევ იცოდე მოგკლავ!ის მაინც მითხარი რა გვნდა სვანეთში
-ფრენა შეიცვალა ამერიკის მაგივრად ჩემს ოჯახში დაფრინდები!
ისეთი საყვარელი თვალებით გახედა ელენე კინაღამ ჩადნა სავარძელში.მაგრამ როგროც კი გაბრიელის სიტვები გაიაზრა ფერი გადაუვიდა ახიდან
-რაა...რას ქვია ფრენა შეიცვალა...გაბრიელ ნორმურად ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება
-გიტაცებ რა
ისეთი მშვიდი ტონი ჰქონდა ბიჭს ელენეს მოუნდა თავი საჭეზე ერტყმევინებინა და ცემით მოეკლა
-რას ქვია მიტაცე?
ხმა წაერთვა გოგონას.სული ეხუთებოდა,ფანჯარა ჩამოსწია და გრილი ჰაერი ღრმად შეისუნთქა
-რას ველოდოთ ელენე?!წახვალ მერე ღმერთმა უწყის როდის ჩამოხვალ.გიცადო გამო*ირებული როჟასავით და ვითვალო წლები?
-გაბრიელ ცუდად ვარ
ამოიკნავლა ელენემ და თვალები დახუჭა.
ბიჭმა სწრაფად გადააყენა მანქანა და ელენეს კარი გაუღო.გოგონა ძლივს გადმოფოფხდა სავარძლიდან და გულზე ხელი მიიჭირა
-გაბრიელ დამაბრუნე უკან
-ძალია კარგად იცი რომ უკან არ დავიხევ!
კატეგორიულად განუცხადა და ბოთლით წყალი მოაწოდა.



№1 სტუმარი sali

male dade ra shemdegi ❤️

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგი თავი იყო. ორივე წყვილი ძალიან მომწონს <3 იმედი მაქვს ახალ თავს მალე ვიხილავ <3 წარმატებები smiley heart_eyes

 


№3  offline მოდერი abezara98

აუუუ, როგორ გამიხარდა, რომ გაბრიელმა ეგ გადაწყვეტილება მიიღო და მაგ ორს მაინც დაადგათ საშველი blush ველოდები გაგრძელებას blush blush

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ზედმეტად პატარა იყო

 


№5  offline წევრი ki si

სულ მოუთქმელად ველოდები ხოლმე ახალ თვას და მიხარია რომ დავინახავ kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent