შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური შროშანები თავი მეოთხე (დასასრული)


26-06-2018, 21:57
ავტორი ki si
ნანახია 2 730

ველური შროშანები თავი მეოთხე
ერხელ, საღამოს ყველანი კაფეში ვისხედით და დემეტრეს ვუყურებიდით, როელმაც გმთხოვა ყბები დაასვენეთ და მომხედეთო
-ლადო,-დაიწყო და დიდი სუნთქვა ამოაყოლა ამ სახელს,-ჩემო სიცოცხლევ მინდა იცოდე რამხელა ბედნიერება შემოიტანე ჩემს ცხოვრებაში. ღმერთო რა რთული ყოფილა,-შუბლიდან ოფლი მოიწმინდა
-არაფერია რთული აქ,-განაცხადა სალომემ და მოზრდილი ნაჭერი გადმოიდო აჩის თეფშიდან მერე კი მადიანად გააგრძელა ჭამა
-მოკლედ შენ ენით აღუწეელი ბედნიერება და უდიდესი საჩუქარი ხარ ჩემთვის. ლადო მოდი მე და შენ... მე მინდა რომ... რომ ..,-თავს ვერ უყრიდა სათქმელს,-მინდა რომ ყოველ დილას შენს გვერდით ვიღვიძებდე გახდები ჩემი მეუღლე?
სალომ პირი დააღო და იმდენი ახველა გვეგონა დაიხრჩობოდა
-მე მეგონა სიყვარულს უხსნიდა და ამან რა დაახეთქა,-ამოთქვა გოგონამ და ბედნიერი თვალებით შეაჩერდა წყვილს
-ლადო ვიცი ის ერთადერთი ვისაც რეალურად უნდა ვთხოვო შენი ხელი აქ არაა ამიტომ შენთვის ძვირფას ადამიანებს ვთხვ ჩამაბარონ შენი თავი
-ოჰ, ეს ძალაიან რთული საკითხია,-მივუბრუნდი სალის რომელიც ასევე სერიოზუდალ უყურებდა დემეტრეს
-კი, კი ნამდვილად უნდა მოვითათბიროთ,-მერე მობილურიები ავიღეთ და მესიჯობას შევუდექით ბოლოს კი დემეტრე წყობიდან რომ გამოვიდა მივახალეთ თანახმა ვართ წაიყვანე მოაშორე თქო და ბედნიერ წყვილს გადავეხვიეთ.
-ამ ამბის აღსანიშნავად ყველას გთხოვთ ჩემთან ერთად წამოხვიდეთ ჩვენს ზღვისპირა სასტუმროში.
-ოჰო,-თქვა აჩიმ და სალის გამოწეულ ტუჩებს რომ გახედა მაშინვე ბარათი დააძრო საფულედან რაზეც ყველას გაგვეცინა
-იქ მარტო ვიქნებით?-დავსვი კითხვა და დემეტრეს შევხედე
-არა მამაჩემია და მისი საცოლე იქ,-ასეც ვიცოდი დიდიხანია გავარკვიე რომ ლისიას საქმრო დემეტრეს მამა იყო.
მალევე დავიშალეთ და ყველა თავის გზაზე წავიდა მე კი გავარკვიე სალი და ლადო მარტონი თუ იყვნენ და იმ ღამესვე დავიბარე ორივე ჩემთან.
-აბა რა ხდება,-შემოვიდნენ და დასხდნენ
-ბავშვებო მისმინეთ ახლა რასაც გეტყვით ძალიან კარგად დაიმახსოვრეთ კარგი?
-კოსტა მაშინებ,-მითხრა სალიმ და შიშჩამდგარი თვალებით შემხედა.
-დემეტრეს მამა დემურ ქაჩიბაიაა
-კაი კაცო,-თქვა სალიმ და სავარძელზე გადაწვა.
-ის კაცი ლისიას ირთავს ცოლად,-ერთი წამი ორივე გაკვირვებული მიყურებდა მერე კი წამოიკივლს
-რა თქვი?
-ჰო
-ეგ სულ გაგიჟდა? მოვკლავ სულ ერთია როგორცკი ვნახავ ზღვაში ჩავახრჩობ ეს როგორ გააკეთა ასე ახლოს იყო და ერთხელაც არ დარეკა?
-ლადო, ლადო დაწყნარდი!
-რომ კითხო ჩემ ძმას გლოვობს,-გააგრძელა სალიმ და ისეთი ყაყანი ატეხეს ყვირილი მომიწია რომ გამეჩუმებინა
-მისმინეთ ახლა ორივემ
-კაი მდი ჰო
-მან მეხსიერება დაკარგა სამი თვის წინ და სწორედ ამიტომ მიყვება იმ კაცს ეს ის ადამიანია ვინც იპოვა და უპატრონა ბავშვებო გთხოვთ არაფერი წამოგცდეთ არც დემეტრესთან და არც აჩისთან არ შეიმჩნიოთ რომ ლისის იცნობთ მე უნდ გავაკეთო ეს. უნდა გამოვისყიდო დანაშაული რომ არ გავყევი რომ არ მოვძებნე გემუდარებით მოიქეცით ისე თითქოს არც კი ვიცნობთ
-შენ რას იზამ,-თვალები გაუფართოვდა ლადოს
-...,-არაფერი მითქვამს უბრალოდ ჩამოვჯექი და ისინიც მალევე წავიდნენ.
რა ადამიანი ვიყავი საერთოდ? როგორ არ გავეკიდე რატომ არ მოვძებნე ამდენი წელი გავიდა. რა თქმა უნდა რომც ვმახსოვრებოდი აღარ ენდომებოდა ჩემთან.

ძალიან ვღელავდით ლადო მთელი გზა დემეს ხელს ეჭიდებოდა და ნახევარ საათში ერთხელ კითხულობდა მალე მივალთო?
სალი წინ იჯდა ჩემ გვერდით და ჯინსს აწამებდა. ერთადერთი რაც მაწუხებდა ის იყო რომ დემეტრეს ლისის ფოტო ნანახი ქონდა და არ მინდოდა მიმხვდარიყო. მაგრამ ლადო მარწმუნებდა ვერ გაიხსენებს ცუდი მეხსიერება აქვს და თან ის ფოტო რო ნახა მერე ძაან დათვრა და არ ემახსოვრებაო. საღამოს ჩავედით. სასტუმროს კართან შუახნის ჭაღარა მაგრამ ძალიან წარმოსადეგი კაცი დაგვხვდა
-ალისია ჩამოვიდნენ,-დაიყვირა კაცმა და კარში ლისია გამოვიდა. გრძელი ვარდისფერი სარაფანი ეცვა და თმაში გვირილები ჩაეწნა
-კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა მოირბინა ჩემმა დედოფალმა.
ლადო აიქაჩა ძლივს მოვასწარი სახელოთი მისი დაჭერა
-ეს ალისიაა ჩემი საცოლე,-წარადგინა დემურმა და ხელი წელზე შემოხვია. თავბრუ დამესხა წარმოვიდგინე ამ კაცის დანაოჭებული ხელები როგორ ეფერებოდა ლისიას კანს და პირველად ცხოვრებაში ასაკში შესული ადამიანის მიმართ ზიზღი გამიჩნდა, ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე
-გვარი?-აიჩეჩა მხრები აჩიმ
-სამწუხაროდ ლისიამ მეხსიერაბა დაკარგა მაგრამ ექიმი გვარწმუნებს რომ ეს დროებითია. თან მხოლოდ ყელსაბამი ჰქონდა რომელზეც ლისია ეწერა და ბეჭედი ინიციალებით K.T,-ეს ყელსაბამი მე ვაჩუქე ბეჭედი კი თვითონ იჩუქა მიუხედავად იმისა რომ დიდი ჰქონდა ხელიდან წამაგლიჯა და მოუხანელად ატარებდა ყელზე ჩამოკიდებულს .
-ეს ჩემი საქმროა, ლადო,-წარდგენა დაიწყო ახლა დემეტრემ,-აჩის შეყვარებული სალომე და ჩვენი უახლოესი მეგიბარი კონსტანტინე ტვილდიანი.- ჩვენმა სახელებმა ლისიაში რაღაც ცვლილება გამოიწვია თითოეულ ჩვენგანს დააკვირდა მერე კი ლადოს ხელი გაუწოდა
-ასე მგონია დიდიხანია გიცნობ,-ვერ მოითმინა ლადომ და გოგონა გულში ჩაიკრა
-მეც ასეთი შეგრძნება მაქვს,-ლისიამაც ძლიერად მოხვია ხელი.
-აჰამ,-ჩაახველა დემურმა,-ვივახშმოთ არა?
-დიახ რა თქმა უნდა,-ლისია წინ წარგვიძღვა და გვითხრა ოთახებში აბრძანდით გამოიცვალეთ და ვივახშმოთო.
საწოლზე გადავწექი თავს ძლივს ვიმორჩილებდი ძალიან მიჭირდა მის სიახლოვეს ყოფნა.
-მოხვედი?-დემურმა ლისიას შუბლზე აკოცა და დაჯდა
-კოსტა,-მხარი ამკრა ლადომ და გადაღუნულ ჩანგალზე მანიშნა. სასწარფოდ გავასწორე და ჭამას შევუდექი.
-ხვალ სასეირნოდ წავიდეთ არა?-იკითხა აღტაცებულმა ლისიამ
-მე ხვალ არ მცალია შენ წადი ბავშვებთან ერთად,-გაუღიმა დემურმა და ლუკმა პირში ჩაიდო. სასაცილოა ჩვენ ბავშვებს გვეძახის და ლისია ცოლად მოყავს.
ვახშმის შემდეგ ცოტახანი ტელევიზორთან ვისხედით მერე კი დასაძინებლად ავედი. საწოლში ვწრიალებდი ვერაფრით მოვისვენე. საათს რომ დავხედე უკვე დილის ექვსი სრულდებოდა ასე რომ ქვემოთ ჩავედი და სასტუმროს ფოეიში მოვკალათდი
-რა ადრე გაიღვიძე,-მომესმა ლისიას ხმა და რძიანი ჭიქით ხელში ჩამომიჯდა
-ვერ დავიძინე,-ამოვიოხრე მე
-გამომართვი რძე დალიე და ნახე როგორცკი დაწვები ჩაგეძინება
-რატო დასაძინებელი აბები გიყრია?-ვკითხე წარბის აწევით
-არა ნუშით არის
-არ მიყვარს რძე,-გავუღიმე და მასაც გამოვტყუე ის ლამაზი ღიმილი.
-შენ ჟურნალისტი ხარ არა?
-კი, საიდან იციი?
-შენი სატატიები წაკითხული მაქვს. ძალიან კარგად წერ და ხატავ
-ჰო მაგ ნახატის გამო ლამის გამომისროლეს
-რატომ ულამაზესი ველური შროშანები იყო სწორედ ისეთი როგორიც ჩემი სვირინგია
-სვირინგი გაქვს,-მოჩვენებითად ჩამოვაგდე ყბა
-ჰო რაიყო?
-არაფერი უბრალოდ დემურის საცოლეს?
-კაი რაა, ყველა ფიქრობს რონ დემურს ანგარებით მივყვები
-მაჩვენებ?
-რათქმაუნდა,-უსალტო მაისური ეცვა გრძელი თმა გადაიწია და მხარი მომიშვირა.ჩამეცინა როცა გამახსენდა რა ხდებოდა მის სხეულში მხარზე როცა ვკოცნიდი ხოლმე
-ძალიან ლამაზია
-დემურს უნდა რომ მოვიშორო
-რატომ ჰგონია ყველას რომ ანგარებით თხივდები?
-იმიტომ რომ დემური უკვე ასაკშია მე კი..,-მხრები აიჩეჩა
-მომიყვები?
-შენ ხომ ჟურნალისტი ხარ
-გპირდები შენს საიდუმლოს საფლავში ჩავიტან,-სიგარეტი ამოვიღე და თავი შორს გავწიე რომ კვამლს არ გაეღიზიანებია. არ მჩვეოდა ქააის თანდასწრებით მოწევა მაგრამ ყურადღება უნდა გადამეტანა.
-უბრალოდ მგონია რომ დემურის მეტი არავინ გამაჩნია
-გიყვარს?
-ვცდილობ მის შეყვარებას
-რატომ?ხომ შეგიძლია წახვიდე და სხვა ადამიანი იპოვო
-მე უბრალოდ მისი მადლიერი ვარ და ვიფიქრე იმსახურებდა მისთვის შანსი მიმეცა. მართლა ანგარებიანი ქალივით ვიქცევი,-თვალებში ცრემლი გაუკრთა მე კი გამიხარდა რომ არ უყვარდა
-ნუ გეშინია არავის ვეტყვი სამარე ვარ
-მადლიბა.

...
მე თვითონაც არ ვიცი რატომ ვენდე წინა საღამოს გაცნობილ კაცს მაგრამ თქვენ ხომ არ იცით როგორ დაცულად და კარგად ვიგრძენი თავი. კოსტას გვერდით როგორ მესიამოვნა როცა მელაპარაკებოდა როცა მასთან ვიყავი მეგონა სამყარო ისევ გაფერადდა კოსტა რაღაცნაირად სხვანაირი იყო.
-ლის გღვიძავს?-ოთახში თავი დემურმა შემოყო
-კი მღვიძავს,-თმის ვარცხნა არ შემიწყვეტია როცა შემოვიდა
-როგორ ხარ ამ დილით კიდევ რამე ხომ არ გაგახსენდა
-არა არაფერი დემურ
-ჩემმა შვილებმა წუხელ ლექცია წამიკითხეს
-საყვარლები
-თურმე შვილის ტოლი ქალი ცოლად არ უნდა მომყავდეს
-ნუ დარდობ მთავარია ის რაც პრესაში გაჟღერდა მალე მოვაგვაროთ
-შენ ამაზე არ ინერვიულო ჩემო ანგელოზო დემეტრეს და აჩის ყველაფერს ავუხსნი. ბოლობოლო მე ხომ გავიგე დემეტრეს როცა მან განაცხადა გეი ვარო და აჩისაც როცა მთხოვა უნივერსიტეტს მივატოვებ და მომთაბარე გავხდებიო.
-საოცარი კაცი ხარ დემურ
-ძალიან მიყვარხარ ჩემო ანგელოზო. შენ რომ არ მეპოვე რა მეშველებოდა. რაო კონსტანტინემ რა მინდაო?
-მამა,-ჩავიცინე როცა ეს თქვა
-კარგი ბიჭი ჩანს მაგრამ ,,საქმრო რომ გყავს,, არ დაგავიწყდეს
-არა რას ამბობ.
...
-კოს გღვიძავს?-ლადო შვიდზე შემომივარდა ოთახში
-კი ლადო რაიყო?
-ათზე ყველა სანაპიროზე გავდივართ და წამოხვალ შენც?
-არმინდა აქ ვიქნები
-ლისიც მოდის
-გამოვიცვლი და ჩამოვალ.-ლადო მომიახლივდა და ძლიერად მომხვია ხელები,-ჩვენ ყველაფერს შევძლებთ გესმის?
-ჰო ლადო მესმის ყურში იმხელაზე მაყვირი დარწმუნებული ვარ ნახევარ ბათუმს ესმის
-ძალიან კარგი.
ლადოს გასვლის შემდეგ ცოტახანი წავუძინე და სასაუზმოდ ჩავედი მერე კი გამოვიცვალე და დემეტრეს მანქანაში მძღოლის სკამზე მოვთავსდი ლისიამ განაცხადა წინ მე დავჯდები წყვილები დაჯდეს უკან ერთადო.
-შენ არ ცურავ?-მკითხა სველმა ლისიამ როცა მოვიდა და იქვე ჩამომიჯდა
-არ მინდა,-ვთქვი უხალისოდ
-მაშინ წამომყევი გავისეირნოთ ნაყინი მინდა შენც გეპატიჟები,-ადგა და ხელი გამომიწოდა მეც მოვეჭიდე მის მტევანს და ავდექი თუმცა ისევ ძირს დავებერტყე რადგან მისი შეხების გან სხეულში ელექტრონებმა დამიარა. მუცელში უცნაური შეგრძნება დამეუფლა
-კონსტანტინე კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ,-ისევ ავდექი და გავყევი.
უამრავ თემაზე ვისაუბრეთ ნაყინი შევჭამეთ და სახლში წამოვედით.
ერთი კვირის თავზე დემური შინ დარჩა მაგრამ ჩვენ ყველანი ბახმაროში წავედით. ბახმაროში არასოდეს არ ვყოფილვართ ასე რომ ჩასვლიდან მეორე დღეს ლაშქრობაში წასვლა გადაწყვიტეს. მე არ მინდოდა ამიტომ სახლში დავრჩი უკვე საღამოს ოთხი საათი იყო როცა ქვედა სართულზე ჩასვლა და ტელევიზორის ყურება გადავწყვიტე თუმცა იქ მშვენიერი სანახაობა დამხვდა. ლისია ტელევიზორის წინ იდგა და პულტით ხელში მღეროდა
-სასიამოვნო მოსასმენია,-ვუთხარი და ტაში დავუკარი
-შენ?მეგონა სახლში მარტო ვიყავი
-რა დამთხვევაა მეც ასე მეგონა.
-მითვალთვალებდი?
-არ მინდოდა. უბრალოდ თვალი ვერ მოგწყვიტე.
ჩამოხტა და ჩაის მოსამზადებლად წავიდა.
-რა გვაქვს?-ვკითხე როცა დაბრუნდა
-ვანილის ჩაი და ნაყიდი კექსი
-ძალიან მიყვარს,-ხელები ერთმანეთს გავუსვი და ჭამა დავიწყე თუმცა ლისიამ მხოლოდ რამდენიმე ლუკმა შეჭამა რაღაც არ მომეწონაო განაცხადა. ბოლო ლუკმა მქონდა დარჩენილი როცა ჭიქები გასარეცხად წაიღო რატომღაც დავანაკუწე და ლამის გულმა შეტევა მომცა, როცა დავინახე რომ კექსში მსხლის ნაჭრები ერია. ამის გაანალიზება სამზარეულოდან მსხვერვის ხმის გაგება ერთი იყო
-ლისია,-შევყვირე და რომ გავედი ლისი სარკეში იყურებოდა და დასიებულ თვალებსა და ტუჩებზე ხელს ისვამდა
-კონსტანტინე მე,-ატირდა და სახე დამალა
-სუ! ნუ გეშინია,-ყელიდან ხრიალის ხმა რომ გამოსცა მივხვდი უკვე იხრჩობოდა სასწრაფოდ დავავლე ხელი და ოთახში ავიყვანე
-ნუ გეშინია ახლავე,-ვიმეორებდი და სააბაზანოში დექსამეტაზონს ვეძებდი ერთი ამპულა იყო დარჩენილი ნემსი გავამზადე და სასწრაფოდ გავუკეთე
-ლისი შემომხედე უნდა ისუნთქო გესმის? დამშვიდდი და ჩაისუნთქე აი ასე,- მისი ხელი მეჭირა და ზედ ჩემსას ვუსვამდი.
-მიდი ლის ისუნთქე ეს არ გამიკეთო ჩემო დედოფალო სუნთქვა არ შეწყვიტო
არვიცი როდის ჩამეძინა რომ გავიღვიძე ისევ ლისიას საწოლთან ვიჯექი და მისი ხელი მეჭირა. დავხედე ყველაფერი მწყობრში ჩასდგომოდა. სახეზე ხელი გადავუსვი და შუბლზე ვაკოცე
-მიყვარხარ კოსტა,-ამოთქვა მძინარემ
-მეც სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ ჩემო დედოფალო. გვერდით მივუწექი და ისე გავაგრძელეთ ძილი.
დილით ხმაურმა გამაღვიძა
-რას აკეთებ?-ვკითხე როცა დავინახე სურათს მიღებდა
-მძინარე კოსტა ტვილდიანი მშვენიერია
-ლისია
-გამახსენდა კოს, ყველაფერი გამახსენდა,-ამოთქვა ძალიან ჩუმად
-ლისია,-ცრემლები მომადგა და ისე ჩავიკარი გულში თითქოს ისევ ვკარგა
-სულ ყველაფერი გამახსენდა კოსტა მაპატიე გემუდარები
-არაუშავს ჩემო სიცოცხლე გაპატიე ყველაფერი გაპატიე გეფიცები შენს სიცოცხლეს გეფიცები ყველაფერი გაპატიე
-ძალიან მიყვარხარ ძალიან ძალიან,-ტიროდა ისიც და ვტიროდი მეც გულით დავტიროდით იმ დღეებს ერთად რომ ვერ გავატარეთ.
-მომიყვები რა მოხდა?
-კი რათქმაუნდა მოგიყვები,-ღრმად ამოიაუნთქა და დაიწყო,-გრძელი ამბავია მაგრამ მოკლედ გიამბიბ და გემუდარები გამოგი კოსტა
-მესმის საყვარელო ყველაფერი მესმის ასე უნდა მოქცეულიყავი უნდა წასულიყავი. დარწმუნებული ვარ მიზეზი გქონდა.
-საბა რომ გარდაიცვალა ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებდი, მეგონა თუ შენთან დავრჩებოდი ასე შენ და ლადოსაც საფრთხეში ჩაგაგდებდით. ვიცოდი, ვიცოდი რომ რატი ციხეში გატარებულ დღეებს არ შემარჩენდა. ვიცოდი თქვენ დაგაზარალებდათ მერჩივნა შორს ვყოფილიყავი და მცოდნოდა რომ კაგრად იყავი ვიდრე მცოდნოდა რომ ყოველ წამს საფრთხეში გაგდებდი.
რომ წავედი მეორე დღეს მივხვდი შენი და ლადოს იქით გზა არ მქონდა. მივხვდი სხვაგან არსად მელოდნენ არავინ მიმიღებდა. მერე დედაჩემი გამახსენდა მასთან წასვლა გადავწყვიტე. გეფიცები ერთი ღამე არ მძინებია ისე რომ ძილის წინ არ დამეტირე.
-ჩემო საყვარელო,-უფრო ძლიერად მოვხვიე ხელები და მან მოყოლა განაგრძო.
-დედაჩემთან ბევრი რამ გავარკვიე აღმოჩნდა რომ ტყუპისცალი მყავდა დედასთან გატარებული თითოეული დღე სანუკვარია ჩემთვის. ორი წლის შემდეგ გადავწყვიტე მენახე ძალიან მენატრებოდი ასე რომ დედასგან წამოვედი და სანამ საქართველოში ჩამოვფრინდებოდი თვითმფრინავი კატასტროფაში მოხვდა მე მეხსიერება დავკარგე და ერთი წელი სარეაბილიტაციო ცენტრში გავატარე. მერე დემურმა მიპოვა და წამომიყვანა. დემური ჩემი მამააა კოსტა ბიოლოგიური მამა. იმიტომ ვიტყუებოდით რომ უამრავი ადამოანი მოდიოდა და ამბობდა რომ მისი და დეიდაშვილი და ასე შემდეგ ვიყავი, თუმცა სიმართლეს არავინ ამბიბდა. ამიტომ დემურმა ტყუილი გაავრცელა რომ მე არა მისი შვილი არამედ მისი საცოლე ვიყავი. მისი შვილი რომ ვიყავი ესეც შემთხვევით გავიგე ერთხელ სისხლის გადასხმა დამჭირდა დემურის სისხლი კი იდეალური აღმოჩნდა ჩემთვის მას თურმე სცოდნია რომ ქალიშვილი ყავდა და ანალიზი გააკეთებინა. ასე ჩვენ გავიგეთ ვინ იყო დედაჩემი მაგრამ დედამაც არაფეი იცოდა იმ ადამიანებზე ვისთანაც ვურთიერთობდი ასე აღმოვჩნდი საქართველოში მამაჩემის გვერდით. ბევრი ბნელი დღე მახაოვს მაგრამ ახლა გამოვიღვიძე

-რამ გამომა*ირა ასე როგოე არ მოგძებნე უკვე მეხეთე წელია ლისია
-მაპატიე,-ტიროდა მთელი ხმით და მეკვროდა აი ეს იყო ჩემი ლისია ეს იყო ქალი რომელიც მიყვარდა.
ლადოს ესემესი მივწერე სასწრაფოდ მისაღებში გამოდი მეთქი. ჩვენც ჩავედით ლადო იდგა გაურკვევლობაში და გვიყურებდა მერე ლისიამ ხმადაბლა ამოთქვა
-გაგიხსენე ჩემო პრინცო
-ლისია ჩემო ლისია
-ლადო,-როგორი იყო მათი შეხვედრა? გინახვათ ოდეამე სული როგორ ერთიანდება? თუ ეს არ გუნახავთ არც ეცადოთ მათი შეხვესრის წარმოდგენას.
ლადო ისეთი ძალით იკრავდა მკერდზე მისუსტებული ლისია ძლივს სუნთქვადა. თუმცა ლადოს მკლავებში თავს შესანიშნავად გრძნობდა
-აღარასოდეს არსად აღარ გაგიშვებ გესმის ჩემი?
-აღარ გამიშვა ლადო არ მომცე უფლება კიდევ მიგატოვო.
-შანსი არ გაქვს ჩემო დედოფალო,-აკოცა ლადომ და დემეტრეს არსებობა მხოლოდ ახლა გაახსენდა
-ეს დემეტრეა ჩემო საქმრო,-თქვა ღიმილით
-სასიამოვნოა,-ასევე ღიმილით უპასუხა ლისიამაც
-აღარ მიგვატოვი კარგი?-უთხრა დემეტრემ და მანაც გულში ჩაიკრა
-როგორ მენატრებოდით,-ისევ ცრემლები წასკდა ლისიას და ლადომ ხელში აყვაბილი წაიყვანა ითახში.
საღამოს მე და დემეტრე ვუყურებდით როგორ ჭორაობდნენ
-საიდან იცოდი
-მამამ მომიყვა,-მხარზე ხელი ჩამომისვა დემეტრემ
-მიხარია რომ აქაა
-მეც ძალიან
-ახლა კარგად მისმინეთ,-თქვა დაბრუნებულმა ლადომ,-ამ ღამეს ლისია მარტო ჩემია წადით აქედან გასაგებია
-ეს უსამართლიბაა,-წამივიძახეთ მე და დემემ ერთდროულად
-ჩემი გულის დედოფალს პრინცთან განმარტოვება უნდა ასე რომ დაახვიეთ აქედან,-დაიღრიალა ლადომ. სულაც არ გავდა ეს ბიჭი გეის უკვე მაეჭვიანებდა არ მინდოდა ლისას დატივება მაგრამ ლადომ ლამის წიზლით გამაგდო საკუთარი ოთახიდან.

..
ლადო კარგად მოიქცა რომ გამოგვყარა ცოტა დავმშვიდდი და მეორე დღეს ბევრად უფრო ადეკვატუური ვიყავი. დილას ადრე ავდექი ლისიას საყვარელი ველური შროშანები ვიყიდე და მათთან წავედი. სასწაული იყო ისინი ერთმანეთთან ჩახუტებულები იწვნენ ისე თითქოს სიამის ტყუპები ყოფილიყვნენ. ლისიას ისეთი მშვიდი სახე ჰქონდა ლადოს მკერდზე მისვენებულს რომ ყველა კუნთი ერთად მომეშვა მომინდა ჩამივმჯდარიყავი და მეთთვის მრცქირა.
-დილა მშვიდობის,-თავი წამოსწია ლადომ და ლისიას კიდევ უფრო მოეხვია
-მართლაც მშვიდობიანი დილაა
-როგორ ხარ?
-მშვენივრად ლადო უკვე შესანიშნავად
-გინდა ადგილი გაგიცვალო?-თვალები დაბრიცა და ისე შემომხედა
-არა მინდა წახვიდე
-უკეთ ხარ? გუშინ სახე წაშლილი გქონდა
-მადლობა რომ დარჩენის საშუალება არ მომეცი უკვე კარგად ვარ.
-კაი ჰო ეგეთი საშინელიც არ ვარ წავალ ახლა
-წადი ჰო დემე ცოდოა მარტო. ვერ უძლებს უშენობას ხო იცი
-რაო რომეო ვიპოვეო?
-ვიპოვე დიახაც,-ენა გამოვუყავი და ოთახიდან მივაბრძანე.

ლისიას გვერდით მოვთავსდი და ვუყურებდი როგორ ეძინა მეგონა თვით სიყვარულის ქალღმერთი იწვა ჩემ გვერდით.
-კოს აქ
-დილა მშვიდობის.
-დილა მშვიდობის.
გამიღიმა როგორ მაკლდა ეს ღიმილი მერე კი ... იყო უდიდესი ნეტარება გამოწვეული საყვარელ ადამიანთან ყოფნით. ძალიან მიხაროდა რომ ის ისევ ჩემთან იყო. ბედს ერთი გვარიანად შევუკურთხე ამ გამოცდისგამო და ლისიას ისე მოვეხვიე თითქოს ვინმე მის წართმევას მიპირებდა
-ბევრნი იყვნენ,-მკითხა მოულოდნელად ისე რომ ჩემი მხრიდან თავი არ აუწევია
-არ დამითვლია
-რომელიმე გახსოვს?
-ვპირდებოდი რომ დავიმახაოვრებდი მაგრამ ჩემდა უნებურად მავიწყდებოდნენ ეს არ გამითვლია ლის
-არც ერთი არ გახსოვს?
დამავიწყდა კიდევაც როგორი საყვარელი იყო როცა რამე უკვირა
-ერთი მახსოვს ერთადერთი ქალი რომელიც რეალურად მიყვარდა.
-როგორი იყო ის ერთადერთი?-მკითხა აფსოლუტურად უემოციოდ
-ყველაზე სუფთა, საოცარი ქალი რომელსაც ვერც ერთი კაცი ვერ დაივიწყებდა ვერც ერთ ვარიანტში
-იქნებ მას არ ახაოვხარ
-მე მახსოვს და ესეც მკმარა სრული ბედნიერებისთვის ის იყო ერთადერთი ღირებული ქალი ჩემს ცხოვრებაში ქალი რომელიც წავიდა ამაყად თავაწეული არ ვიცი რას გრძნობდა წასვლის მომენტში მაგრამ ის კი კარგად ვიცი რა მაგრძნობინა მე თავისი წასვლით. ყველა ქალს არ შეუძლია კაცი უმოქმედო გახადოს მან კი შეძლო მან მე უმოქმედო გამხადა მან მე დამიმონა ეს კი მანამდე და მის შემდეგ ვერც ერთმა ქალმა ვერ შეძლო.
-სასტიკი ქალი ყოფილა თუ მიგატოვა
-ის ყველაზე კარგო იყო არააქვს მნიშვნელობა სასტიკი იყო თუ ყველაზე სათნო ის ჩემი იყო არის და იქნება
-როგორ შეგიძლია ასე გიყვარდე?
-ვინ გითხრა რომ შენზე ვამბობ?-ჩავიცინე დემონურად
-მე მე ვიფიქრე რომ ჩემზე ამბიბდი,-შერცხვა და დაიბნა
-სულაც არა,-ოდნავ გვერდზე გაიწია და საწოლზე წამოჯდა მერე გადასაფარებელი შემოიხვია და ფანჯარასთან მივიდა გამოაღო და ხარბად შეისუნთქა ჰაერი მივუახლოვდი არ მინდოდა მისი კიდევ უფრო დატანჯვა
-რათქმაუნდა შენზე ვამბიბდი ჩემო ანგელოზო რათქმაუნდა,-მოშიშვლებულ მხარზე ვაკოცე და მისი ხელი ხელში მოვიქციე.
-რაღაც რომ გთხოვო შემისრულებ?
-ნებისმიერ რამეს
-წავიდეთ აქედან
-სად გინდა წასვლა?
-სვანეთში წამიყვანე იქ სადაც ვერავინ მოგვწვდება დავივიწყოთ ყველაფერი და ახალი ცხოვრება დავიწყოთ
-მხოლოდ მე და შენ?
-მხოლოდ მე და შენ,-თავზე ვაკოცე და ისევ ფანჯრისკენ გავიხედეთ სადაც ეზოში მოთამაშე ბავშვები მოჩანდნენ.
....
-რა რალამაზი დღეა რა ნათელი მზეა დღეს ბიძაიას კაცუნას დაბადების დღეა!!-კარი ლადომ გააღო და ტორტით ხელში სახლში შეიჭრა.
-ლადო ბიძიაა,-აღფრთოვანებული ყვიროდა საბა ტვილდიანი და გაშლილი ხელებით ლადოსკენ მორბოდა.
-ახლა ვიეჭვიანე,-გააპროტეტა დემეტრემ და საბა ხელში აიტაცა
-დემეტრე ბავშვი არ გაგივარდეს თორემ ვერ გადამირჩები,-ოთახში კოსტა შემოვიდა და საბა დემეტრეს წაართვა
-კარგი მამაიკო რას მებუტები,-კოსტამ მეგიბრები გულში ჩაიკრა მერე კი პატარა ლიზას დასწვდა და ისე მადიანად ჩაკოცნა ბავშვმა ტირილი დაიწყო
-სუ ჩემო პატარა ბიძიას ძალიან მონატრებიხარ,-დაამშვიდა ლადომ პატარა ანგელოზი და მერე ყვითელ კაბაში გამოწყობილი ლისიასკენ გაქანდა
-ფრთხილად ბიძია არ გაგვჭყლიტო,-გადაიხარხარა ლისიამ და მუცელზე ხელი ჩამოისვა
-როგორ გეკადრებათ ჯერ კი არ იცის მაგ პატარა საოცრებამ როგორ აპირებს ბიძია მის განებივრებას,-ლისიას მუცელზე აკოცა ლადომ და სასწაული სიყვარულით ჩაიხუტა.
-ლიზა წამოდი ვითამაშოთ
-მამა
-რაიყო პატარავ,-ერთდროულად იკითხა დემემ და ლადომ რასაც საერთო სიცილი მოყვა
-მე საბსთან სათამაშოდ წავალ
-საბა გაბარებ,-დემეტრემ საბას გადახედა
-თავზე მეტად გავუფრთხილდები ბიძია.
-კარგი ჩემო სიცოცხლე,-დემემ ბავშვები ოთახში ააცილა და თვითონ უფროსებთან დაბრუნდა
-აბა რისი სადღეგრძელო იყოს?
-იცით რა? ჩვენი ყველასი ძალიან მიყვარხართ!
-ძალიან მიყვარხართ,-გაიმეორა დემეს ნათქვამი კოსტამ
-მეც ძალიან მიყვარხართ
-მეც ვგიჟდები თქვენზე,-დააგვირგვინა ლადომ და მხიარულად შესვეს მათრობელა სითხე რა თქმა უნდა ლისას ჭიქაში მხოლოდ ალუბლის წვენი იყო.
დასასრული

...........
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდა. ისტორიის დაწერის დროს ჩემი ინსპირაცია ხშირად ხდებოდა კლიპები, ფილმები, შემთხვევით მგზავრობის დროს მოსმენილი ამბები მაგრამ როცა ,,ველური შროშანების,, წერა დავიწყე აფსოლუტურად უემოციო ვიყავი. მინდოდა წარმომეჩინა ის ორი უდიდესი უნარი რაც ადამიანს გააჩნია მეგობრობა და სიყვარული. ლადოს პერსონაჟში იმდენი სითბო და სიყვარული ჩვდე რამდენიც არც ერთ სხვა ისტორიის მეგობრის პერსონაჟში არ გამომიმჟღავნებია. რაც შეეხება კონსტანტინე ტვილდიანს მინდოდა კაცის იდეალი შემექმნა შესაძლოა კოსტას ბევრი ნაკლიც კი უპოვეთ მაგრამ ჩემთვის ესაა კაცის იდეალი კაი რომელიც იბრძვის უყვარს და იმ ერთადერთს არ ივიწყებს. ძალიან მინდოდა რომ ეს ყველაფერი თქვენამდე მომეტანა რამდენად გამომივიდა ამის განსაზღვრა შენთვის მომინდვია მკითხველო.
სიყვარულით თქვენი ki si.
p.s შეცდომებისთვის ბოდიშს ვიხდი და ველოდები თქვენს გამოხმაურებას. (წარმატებები მისურვეთ ეროვნულის წინ ასევე არ დაგავიწყდეთ) მართლა სულმოუთქმელად ველოდები კომენტარებს



№1  offline წევრი Kalina

ძალიან მომეწონა,
ძაალიან მაგარი ხარ,
კოსტა ძალიან მიყვარს და
შენც ძალიან მიყვარხარ!

მალე დაბრუნდი!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი ki si

მარიკუნაა♥️
ძალიან მომეწონა,
ძაალიან მაგარი ხარ,
კოსტა ძალიან მიყვარს და
შენც ძალიან მიყვარხარ!

მალე დაბრუნდი!

როგორცკი ჩემი მუზა დაბრუნდება დავბრუნდები :D
მეც ძალიან მიყვარხარ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძალიან კარგი გამოვიდა. მაგრამ მალე დამთავრდა. რეალური პერსონაჟები გყავდა. კოსტა ნამდვილად მამაკაცის იდეალია, ლადო მეგობრობის სიმბოლო. საბაზე დამწყდა გული მაინც საშინლად. რატომ არაფერი თქვი ტყუპისცალზე? უფრო გავრცობა შეიძლებოდა.
ეროვნულებზე წარმატებას გისურვებ მთელი გულით და მერე ისევ დაგვიბრუნდი, არ დაგვივიწყო

 


№4  offline წევრი ki si

სტუმარი ქეთი
ძალიან კარგი გამოვიდა. მაგრამ მალე დამთავრდა. რეალური პერსონაჟები გყავდა. კოსტა ნამდვილად მამაკაცის იდეალია, ლადო მეგობრობის სიმბოლო. საბაზე დამწყდა გული მაინც საშინლად. რატომ არაფერი თქვი ტყუპისცალზე? უფრო გავრცობა შეიძლებოდა.
ეროვნულებზე წარმატებას გისურვებ მთელი გულით და მერე ისევ დაგვიბრუნდი, არ დაგვივიწყო

მადლობა საყვარელო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent