შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში თავი 5


27-06-2018, 00:24
ავტორი n-strovet
ნანახია 1 980

დილით, თეას ადრე გაეღვიძა, თავი ოდნავ წამოწია, თვალები რამდენჯერმე დაახამხამა მხედველობა რომ დაეწმინდა და საათს დახედა, 06:05 უჩვენებდა. ამოიხვნეშა, ბალისში ჩარგო თავი და რამდენიმე წამით თვალები დახუჭა, თითოს გონებას აცდიდა გააზრებას, შემდეგ დათოს მხარეს გადაბრუნდა, მაგრამ იქ არავინ დახვდა ,“სად წავიდა?” გაიფიქრა და საწოლზე წამოჯდა. აბზანისკენ გაამახვლა ყურადღება, თუმცა ხმა არ ისმოდა, ლასლასით წამოდგა ფეხზე, ატლასის ხალათი მოიხვია ტანზე და სააბაზანოში შევიდა. დილის პროცედურები ჩაიტარა, სახეზე კრემი გადაისვა და სარკეში შეათვალიერა, საკუთარი თავი. ყორნისფერი თმები ისევ ისეთი იყო, როგორც თინეიჯერობის ასაკში, არ იყო ასაკის დამადასტურებელი “ბეჭედი” შეპარული თმაში, მისი გლუვი კანი, ისევ ისეთი იყო. თოვლივით თეთრი და აბრეშუმივით სრიალა, არც ერთი ნაკეცი არ გაჩენია. ხოლო, ნაცრისფერი თვალები, ისე უბრწყინავდა, როგორც მაშინ ,როდესაც გაიაზრა, რომ შეყვარებული იყო და ახლა ამდენი წლის შემდეგ, ის დაღონებული და არაფლის მთქმელი თვალები, ისევ უბრწყინავდა, როდის მოასწრეს, ამ თვალებში მომავლის სხივებმა ზრდა? თეამ ეს რატომ ვერ შენიშნა,? ნუთუ მართლა შეყვარებული იყო იმ კაცზე, რომელიც მისი ბედნიერებისთბის, თავს არ ზოგავდა? სახეზე, კი უნებლიე ღიმილი ჰქონდა, გამოსახული “როდის შეიცვალა, ამდენი რამ ჩემში?” გაიფიქრა და სახეზე დაისვა ხელი. უკან დაიხია, ხალათი შეიხსნა და მისი სხეული შეათვალიერა, ის ისევ ისე გამოიყურებოდა, როგორც ადრე! არცერთი ზედმეტი კალორია, სავსე მკერდი გამოყვანილი წელი და საკმაოდ გრძელი ფეხები. ნამდვილად, რომ სასურველი ქალი ,იყო და ალბად ეს არის, ერთ-ერთი მთავარი “ფიგურა” დათოს, ყურადღების მიქცევისა. “არ უნდა მოვიმატო, ყოველთვის ფირმაში უნდა ვიყო, ისე, რომ დათოს სხვისკენ გახედვა, არასდროს მოუნდეს”. ხალათი სწრაფად შეიკრა და სააბაზანოდან გამოვიდა. თმებმი გადაივარცხნა, მაგრამ არ შეუკრავს, კიდევ ერთხელ შეათვალიერა, თავისი თავი და ოთახიდან გავიდა.
კიბეებზე ნახევრად თვალდახუჭული ,წელს ზემოდ შიშველი და თმა არეული ლევანი შეეფეთა. ქალმა მის დანავისთანავე თბილი ღიმილი აიკრა, სახეზე, და სიამაყით გადახედა, იმ ერთადერთ იმედს რითაც ამაყობდა და იამაყებდა კიდეც ყოველთვის.
-დედი, ესე ადრე რატომ ადექი ?-მისკენ წავიდა და ოდნავ შეფარკლულ ლოყაზე, ვარდისფერი ტუჩები მიაკრო.
-რომელია საათი?-ძილისგან უფრო დაბოხებული ხმით უთხრა, ისე ,რომ თვალები ზედმეტათ არ გაუხელია.
-საკმაოდ ადრეა -დაამშვიდა ქალმა და აჩეჩილ თმაზე თითებით დაიწყო თამაში.
-წყალი მომინდა და მაგიტომ ავდექი-ხელი ჩაიქნია და ცალი თვალი, ფართოდ გაახილა-ლამაზი ხარ!-კმაყოფილმა ამოილაპარაკა და გაიღიმა.
-მადლობა დე-გაუღიმა ნაზად, მაგრამ მის თვალებს რომ დააკვირდა, ღიმილი სახეზე შეაშრა-რას გავხარ, ისევ დალიე ხო? არა!, მარტო არ დაგილევია..ლევან მოწიე კიდეც?-თვალებგაფართოებული შეხედა-რატომ აკეთებ იმას რაც მავნეა?-გაუწყრა და ისევ დაიწყო შვილის შეთვალიერება.
-აბა რა უნდა მექნა? მომბეზრდა სახლში მარტო ყოფნა, თან ჩემი საყვარელი დაიკო გაქცა სახლიდან და გული, ხომ უნდა გადავაყოლო -ვითომ ძან წუხდა და განიცდიდა მის ამბავს ისეთი სახე მიიღო-ისე ვჯავრობ მასზე, ღამე ვერ დავიძინე-არარსებული ცრემლი მოიწმინდა და გაიცინა
-ნუ ხარ საძაგელი შენ-მანაც გაიცინა,მსუბუქად დაარტყა ხელი და შვილს გვერდი აუარა-წადი დაწექი და გამოიძინე-კიბეებზე ჩასვლის დროს მიაძახა და დათოს ძებნა იდაწყო. მისაღბში შევიდა, იქ კი თავზაკრული ელზა დახვდა, დივანზე დამჯდარი, მაგიდაზე კი უამრავი წამლები ეყარა, მის საპირისპირო მხარეს კი დათო ,იყო მისვენებული, სახეზე ასახვოდა, ის ტკივილი რასაც განიცდიდა თვალები ჩაწითლებული და დასიაებული ჰქონდა, მის წინ საფერფლეში, უამრავი სიგარეტის ნამწვავი იყო ჩამწვარი.
-დათო, რა გჭირს? სახეზე ფერი არ გადევს -დამფრთხალი, ჩქარი ნაბიჯებით წავიდა ქმრისკენ, გვერძე მიუჯხა და მუხლზე დაადო ხელი.
-არაფელი, რატომ არ გძინავს?-ძლივს გასაგონად თქვა-კარგად ვიქნები, არ იღელვო-ბოლოს დაამატა, მის თვალებში შიში რომ დაინახა და ძალით, ოდნავ გაუღიმა.
-რას ნიშნავს არ ვიღელვო?, დათო ვხედავ, რომ ცუდად ხარ ,მითარი რა გჭირს-შეშფოთებულმა შეხედა და მისი სახე, ხელებში მოიქცია-ვღელავ!
-მაღალი წნევა გაქვთ წამალი დალიეთ-ჭიქა გაუწოდა ელზამ და წამალიც მიაწოდა.
-არ მინდა -ხელით გააწევინა და თავი დივანს მიადო, ღრმად ამოიხვნეშა და ერთ წერტილს მიაჩერდა.
-როგორ არ გინდა? დალიე სასწრაფოთ-წამლები ელზას გამოართვა და თვითონ გაუწოდა.
-წამალი ვერ მიშველის, მე ახლა-სახეზე ჩამოისვა ხელი და ელზას შეხედა-არსად არ არის, ჩემმა ხალხმაც ვერ მიაგნო, თითქოს მიწამ ჩაყლაპა. ნინელიმ არაფელი იცის, საერთოდ ქალაქშიც არ არის ,მშობლებთან ერთად არის წასული.
-ახ ლილიან სად ხარ -ფეხზე დაირტყა ხელი ელზამ და წინდა უკან ქანაობა დაიწყო-ეხლა ხედავდე ნეტავ მამაშენი რა დღეშია-შარფი წაიკრა თავზე, კორვალორი აიღო და ჭიქაში ჩაწვეთება დაიწყო-მთლად გადავიდა ჭკუიდან, აღარც სახლი უნდა,აღარ კარი,აღარც მამა და აღარც ოჯახი.-გაჩერდა ჭიქა ქვემოთ ჩამოწია და თეას მიაშტერდა -რამდენი წვეთი იყო?
-არ ვიცი-მხრები აიჩეჩა თეამ და დათოს ხელს, თავისი შეუერთა.
-აი აი აი, ეს გინდოდა, ლილიან მღებლიშვილო? მოდი ერთი, შეხედე რანაირად არის მამაშენი -ისევ განაგრძო ქანაობა-ისე შენი ბრალია, ბატონო დავით -გამწყრალმა შეხედა
-მე რაშუაში ვარ?-გაკვირვება ვერ დამალა და გაფართოებული თვალებით, შეხედა ქალს.
-არაფელს არ უშლიდი, დაუშლიდით და შენ ნუ უშლი არაფელი უთხრაო, არც მე არ ვამბობდი არაფელს -ხელთავიდან დაიწყო წვეთების თვლა-არ თქვა, არ თქვა, ართქვა ჰა არ ვთვი, კი გაგექცა სახლიდან. სადაა? ვისთანაა? მეგობრები მაგას არ ყავს, ყველას უბღვერს და ეუხეშება. ანდა ვის გავს ისე ეს გოგო? ჰა?, ვაიმე რაზე ვფიქრობ საერთოდ სად არის? რას ჭამს, სად დაიძინა?-ისევ გაჩერდა და ჭიქას დააკვირდა-კიდევ ამერია-შუშა მაგიდაზე დადო , ცოტა წყალი გაურია და უცებ გადაკრა-ეს კიდევ რა უბედური წამალი უჰ-დაიჭყანა.
-ელზა გაჩუმდი, არ შეგიძლია ?ამეხადა თავი-დათომ ვეღარ მოითმინა და ოდნავ ხმამაღლა უთხრა
-მე კი გავჩუმდები, მაგრამ ამით ის მოგივა კი სახლში?-გაგულისებულმა უთხრა და საპირისპირო მხარეს გაიხედა.
-ელზა გული მაქვს ცუდად, ისედაც ნუ მიმატებ-გულზე ხელი მოიჭირა-მაგას გონია რომ არ მიყვარს, ნეტავ იცოდეს, რას ვგრძნობ ახლა.
-კი ბატონო, ჩუმად ვარ-პირზე მიიდვა ხელი და თავისთვის დაიწყო მოთქმა.
ლევანი ოთახში ავიდა, თუმცა არ დაუძინია, აბაზანა მიიღო დამდენიმე წუთი სუფთა ჰაერს სუნთქავდა, ჟანგბადი მიაწოდა ტვიინს და ეგრევე ლილიანზე დაიწყო ფიქრი. რაღაც კავშირები მასაც ქონდა და ეძებდა, მიუხედავად ყველაფრისა მასზე ღლავდა, რა მისი ბრალი იყო, ღმერთმა მცირე ოდენი რუხი ნივთიერრება, რომ გაიმეტა მისთვის? რაღაც ისეთი უნდა მოეფირებინა ,ლილიანი უპრობლემოდ, რომ დაებრუნებინა სახლში, თუმცა ამისგან სარგებელიც, უნდა მიეღო. სწრაფად ჩაიცვა ტანსაცმელი, თმები დაივარცხნა სუნამო შეიშხურა და ოთახი დატოვე. ქვემოთ ჩასული “ოჯახის წევრებს” მიესალმა და რაც შეეძლო მალე გადაფარა, სახლიდან გასასვლელი კარებისკენ მანძილი. ეზოში გავიდა და ტელეფონი ამოიღო.
ტელეფონზე, ლილიანის ნომერი აკრიბა და დაელოდა როდის უპასუხებდა. სამჯერ დარეკა, მგრამ ყურმილს არ იღებდა. მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა, ამიტომ მესიჯის გაგზავნა გადაწყვიტა. ისეთი, რამ უნდა დაეწერა, რომ თავად გადმოერეკა.
-"სად ხარ? მითხარი მოგაკითხავ, მამაშენი ძალიან ცუდად არის"
როგორაც ფიქრობდა, მესიჯის გაგზავნიდან რამდენიმე წამში, თავად ლილიანმა გადმოურეკა, რამდენიმე წამი დაელოდა, არ აიღო ყურმილი “ცოტა გაწამდი, არაფელი გიჭირს” გულში გაიფიქრა და მისი სახეს წარმოდგენისას ჩაიცინა. შემდეგ ეკრანს თითი გადაუსვა და ყურზე მიიდო ტელეფონი.
-სად არის? სახლში თუ სავადმყოფოში? რა დაემართა?-მის ხმაში შიშის ნოტები შენიშნა, ეტყობოდა, რომ ძალიან ღელავდა.
-დაწყნარდი და მითხარი, სად ხარ? მე მოგაკითხავ და წაგიყვან და სხვათაშორის შენს გამოა ცუდად თუ გადარჩა მადლობელი იყავი-მისი გაგიჟება გადაწყვიტა და შეუმჩნევლად ჩაიცინა, მაინც, როგორ უყვარდა ამ არსების წვალება.
-რა? ღმერთო მომაკითხე სასწრაფოთ, აღმაშენებელზე, რომ შემოხვალ პირველივე ბინაა-წამოიკნავლა და წამში უთხრა, მისი ადგილსამყოფელი -მოხვალ?-მაინც გადაწყვიტა გადამოწმება.
-პირდაპირ რომელიც მოჩანს? ყვითელი ბინა, რომ არის, მასზე მეუბნები?-ჩაუღმავდა ლევანი და წარბები აწკიპა, პასუხის მოლოდინში.
-ხო სწრაფად მომაკითხე-უკვე ქსუტუნზე გადავიდა.
-კარგი -ყურმილი გათიშა და სახლში შევიდა -ძალიან მერიდება, მაგრამ შეგიძლიათ მაქანა მათხოვოთ? ჩემი სახელოსნოშია, სასწრაფო საქმე გამომიჩდა და რომ არ მივიდე უბრალოდ, არ შეძლება.
-ლევან-თვალები უბრიალა თეამ
-არაფელია-დაამშვიდა ცოლი-გასაღები შემოსასვლელთან, კარადაზე დევს, შეგიძლია წაიყვანო.-უემოციოდ უთხრა და ისევ თავი გადაწია, დივნის თავზე. ცერა და შუანა თითი კი შუბლზე მიიჭირა.
-მადლობა -გასაღები აიღო, სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და ლილიანთან წავიდა. ტელეფონზე მესიჯი მიუვიდა, ლილიანისგან იყო, კონკრეტულად ეწერა მისამართი და ბინის ნომერი.”სულელი” გაიფიქრა და გზას გახედა. მალევე მივიდა დაბარებულ მისამართზე. ლილიანს, გაუგზავნა შეტყობინება და დაელოდა, როდის გამოაღწევდა სახლიდან. ლილიანი სწრაფად გამოევიდა სადარბაზოდან. არე-მარეს მოავლო თვალი და ნაცნობი მანქანა, რომ შენიშნა მისკენ წავიდა. ლევანი უყურებდა ლილიანს და მის რიაქციებს, თითქოს სწავლობდა და იმახსოვრებდა. რაღაც მეტი უნდოდა, გაეგო ამ ქარაფშუტა გოგოსგან. მისი მწვანე თვალები, რომელიც ასე ძალიან მოსწონდა ჩაწითლებული და დასიებული ჰქონდა, მისი პატარა და სწორი ცხვირი გაწითლებული, ოქროსფერი ოდნავ ხვეული თმები კი აჩეჩილი და კოსად შეკრული. უხმოდ ჩაჯდა მანქანაში, პატარა შავი ჩემოდანი, აწია და უკან გადააგდო, ისე ,რომ თითქმის სახე წაათალა ლევანს, სწრაფად ,რომ არ მოეხდინა რეაგირება და გვერძე არ გაწეულიყო.
-სწრაფად, სად არის?-ახლა ამოიღო ხმა და სასწორაკვეთილმა გახედა.
-სახლში -მშვიდად მუგო და ჩემოდან გახედა.
-მოიცა, ეგრე ცუდად თუა მაშინ სახლში რატოა?-წარბები ზემოდ აწკიპა
“არც ისეთი სულელია, როგორც მეგონა, რაღაცეებს იაზრებს”-გულში გაიფიქრა და სწრაფად დაიწყო, პასუხის ძებდა გონებაში.
-ღვედი შეიკარი -მანქანა აამუშავა და გზას გაუყვა.
-მიპასუხე-არ მოეშვა და ოდნავ მიარტყა, მხარზე ხელი.
-ზედმეტი შეხების გარეშე!-დაუბღვირა ისე ,რომ გზისთვის თვალი არ მოუწყვეტია. - მისი სურვილი იყო ,თუ სიკვდილი მიწერია სახლში მინდა მოვკვდეო, ჩემს საყვარელ სახლში, საყვარელ ადამიანებთან ერთადო-ყველაზე სულელური ტყუილი მოიფიქრა და მოლოდით დაელოდა, რამდენი პროცენტით დაიჯერებდა ლილიანი ,ამ ტყუილს.
-მე, მგულისხმობდა საყვარელ ადამიანში?-ამოიტირა და პირზე აიფარა ხელი.
“ღმერთო რა სულელია!”-გაიფიქრა და გულში ხარხარებდა კიდევაც, მის უტვინობაზე.
-არა-ლილიანს სახე შეეცვალა-უბრალოდ ვენოკი მოგვაკლდა და ბარემ შენ მიიტან, თან შვილის მოტანილი სულ სხვა გემო კი არა და სუნი აქვს, თუ სუნი არ აქვს? აუ, როგორც არის რა-ხელი ჩაიქნია და ჯლუგუნი მიიღო კიდევაც ლილიანისგან.
-როგორ ლაპარაკობ, მამაჩემზე?-თვალები უბრიალა და ეხლა დაიყო ღვედის შეკვრა.
-ეგ, აქამდე უნდა გექნა-მიანიშნა ღვედზე- და გითხარი ზედმეტი შეხების გარეშე-თქო-წარბებშეკრული გახედა- აბა, რა სულელური კითხვა დასვი?. ვერ ხვდები, რომ მამაშენი შენზე აღმერთებს?
-ხოდა მალე წამიყვანე-ცხვირი აიბზუა და გზას გახედა. თუმცა არ გამორჩენია ლევანს, თვალთახედიდან, თვალის კუთხეში გაბრწყინებული, ცრემლი, რომელიც სულ მალე მის გლუვ და თეთრ ლოყაზე გაიკვალავდა გზას.
-არ მინდა ჯარიმა ავირტყა-ვითომაც არაფელი, ისე უპასუხა და უფრო კომფორტულად მოერგო სავარძელზე.
-მამაჩემი გადაიხდის-მაინც დაგესლა.
-მამშენი ჯარიმას კი გადაიხდის, მაგრამ მართვის მოწმობაზე ქულა ჩამომაკლდება, რაც ნამდვილად არ მინდა და მითუმეტეს შენს გამო, რომ მომაკლდეს - თვითონაც არ დააკლო და ლილიანის რეაქციას.
-საერთოდ არ შეცვლილხარ, ამ 24 საათის განმავლობაში-აღშფოთებულმა ამოილაპარაკა და ლევანს გადახედა.
-არ გინდა გაჩუმდე?-თვალები გადაატრიალა და წამიერად გახედა.
-და რა გავაკეთო რომ გავჩუმდე?-მხრები აიჩეჩა და უფრო დაჟინებით მიაშტერდა.
-რავიცი, იტირე, მამაშენი ხო ცუდად არის
-აუ მამა-ამოტირა და უფრო მოუმატა ხმას
-რა გინდოდა ელაპარაკა-თავის თავზე გაბრაზდა და ლილიანის ტირილზე, რომელიც ზმუილს უფრო გავდა, ყურის არიდება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. უფრო მოიმატა ზმუილს ლილიანმა. - დამეფსო ყურები, ნუ ტირი ეგრე. ოჰ, ფარდო კი არ ტირი,,ზმუი!
-დროზე მივიდეთ, სახლში-მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და ცრემლები ხელის გულით მოიწმინდა.
-ღმერთო, გამაძლებინე ამ გოგოზე-ამოიჩურჩულა და გაზს უფრო მიაწვა.
მალე მიიყვანა სახლში, ეზოში შესული მანქანა, ნახევრად ყავდა ლევანს გაჩერებული, ლილიანი, რომ ჩახტა და სახლში ტირილით შევარდა. ლევანიც მალევე მიყვა უკან მას .
-რა დაგემართა მამა-მთელი ძალით გაექანა და ჩეხუტა
-ლილიან დაბრუნდი?-გაკვირვებულმა შეხედა და თბილი ღიმილი აიკრა სახეზე. ახლა დანამდვილებით შეეძლო ეთქვა, რომ კარგად იყო, მისი წამალი დაბრუნდა და ეხვეოდა, ისევ შეიგრძნო მისი სურნელი, რომელიც გაზრდის მიუხედავად არ შეცვლილა, სურნელი, რომელზედაც აბოდებდა და არ შეეძლო უბრალოდ, მის გარეშე ეარსება, მაგრამ უცებ მზერა შეცვალა და მკაცრი სახე მიითო-როგორ გაბედე ეს?-მაჯაში მოქაჩა
-რატომ ხარ ეგეთ ჯანზე?-დაიჭყანა და ხელის გათავისუფლებას ცდილობდა, ვერც კი ხვდებოდა რას ლაპარაკობდა.
-რა?-ფეხზე წამდგა და ლილიანიც წამოაყენა.
-მოიცა არ კვდები?-საწყალი თვალებით შეხედა. თავიდან ვერ გაიაზრა დათომ, რა თქვა ლილიანმა, მაგრამ წამში გადახარშა. საშინლად ეტკინა, რომ ლილიანი სახლში იმის გამო, კი არა, რომ მოენატრა მამა, არამედ, რომ უკვდებოდა მის გამო ბრუნდებოდა.
-ვკვდები? იმიტომ მოდი ჩემთან, გეგონა კვდება და გავთავისუფლდებოდი?
-არა, რატომ მომატყუე-შეუღრინა იქვე მდგარ ლევანს, რომელიც გულში ხარხარებდა “ესეც შენი შოუ ლევან”. უცოდველი გამომეტყველება მიიღო.
-სახლში არ ბრუნდებოდი, მე, არ მითქვამს თან, რომ კვდებოდა, გითხარი, რომ შეუძლოდ არის-თქო.
-მამა მომატყუა-ფეხები დააბაკუნა და მამამის შეხედა საცოდავად.
-არ მოუტყუები ხარ, წნევა მქონდა მაღალი, შენს გამო სხვათაშორის და ნუ აბუქებ ყველაფერს-ეჭვიც არ შეუტანია ლევანის სიტყვებში, დათოს, იმდენად ენდობოდა და საკუთრ შვილად ყავდა, მიღებული მისგან, გასაკვირი იყო ტყუილი.
-არა !, მართლა მომატყუა, მითხრა, იმიტომ მიმყავხარ ვენოკი მოაკლდაო-ამოიბურტყუნა.
“ღმერთო დააჭირე კბილები ენას”-ლევანიმ მავედრებელი მზერა მიაპყრო.
-რა? ესეიგი გამოსათხოვებლად მოდიოდი?
-არა, მე შენთან მოვდიოდი, მითხრა რომ სავანტყოფოში სიკვდილს სახლში ამჯობინაო-მამამისკენ ნაბიჯი გადადგა მაგრამ დათომ მოიშორა.
-ლევანი-თეამ თვალების ბრიალით დაუყვირა და მკაცრი მზერა მიაპყრო.
-რა დედა? მსგავსი არაფელი მითქვამს, მე, ის ვუთხარი რაც იყო, შეუძლოთ იყო დათო, ამიტომ წამოვიყვანე , არ მითქვამს კვდებათქო ეგეთ რამეს როგორ ვიტყოდი?-შეშფოთებულმა გახედა დათოს და “უცოდველი” თვალები მიაპყრო.
-მამა იტყუება, ერთხელ მაინც დამიჯერე-ამოიტირა და გულში თავის თავს ლანძღავდა ლევანს რომ მიენდო.
-ეს იტყუება ხო? ყველანი ყოველთვის, მტყუანები ვართ ,შენ ხარ ერთი მართალი სულ-გაბრაზებულმა მაგრამ მაინც ხმის კონტროლით უპასუხა და სიგარეტს მოუკიდა.
-ეხლა დამიჯერე, რადგან ეხლა მართლა ,მართალი ვარ!-მავედრებელი მზერა მიაპყრო.
-წამოდი, მე შენ გასწავლი ჭკუა-ხელზე მოქაჩა და ოთახში შეათრია-დღეის იქეთ დასჯილიხარ, გაბედე და კიდევ გაიქეცი სახლიდან ,მერე მე მოგკლავ-თითი დაუქნია და შეეცადა უფროო მკაცრი გამომეტყველება მიეღო.
-რატო მსჯი?-გაუკვირდა და ქსუტუნი, დაიწყო ელზამ ჩაეხუტა და მთელი სახე დაუკოცნა.
-იმიტომ, რომ სახლიდან გაიქეცი 2 კვირა ვერ გამოადგამ ოთახიდან ფეხს მე ვიზრუნებ პირადად ამაზე.
-ორი კვირა? რაამბავია-აწიწკინდა და ელზა მოიცილა-ელზა უთხარი, რა რამე-მავედრებელი მზერა მიაპყრო
-ჩემი ლამაზი გოგო-ამოიტირა ქალმა და ისევ მოეხვია. თავზე დაუწყო კოცნა და თან ხელით, მხარზე ეფერებოდა.
-ტყუილებს გადაეჩვიო ეგებ-დაუღრინა და ელზას თვალები უბრიალა მოშორების ნიშნად.
-შენ რა გინდა მთელი ზაფხული აქ გამომკეტო?-უფრო დამშვიდებულმა უთხრა და ოდნავ მოცილებული ელზა უფრო ჩიხუტა.
-ენას თუ ისევ შემიტლიკინებ კი რატომაც არა, შენი ხმა აღარ გავიგო- ელზას ხელი დაავლო, კარები გაიხურა და გარედან ჩაკეტა.
-მამა გააღე -კარებს დაუწყო ბრაგუნი -ეს რა ხმაა? კიბეებზე ჩადიხარ? ამობრუნდი და დავილაპარაკოთ. ჯანდაბა ჩავიდა-კარებს მიეყრდნო და ნელ-ნელა ქვემოთ ჩაცურდა.
-რაო მწვანე თვალებავ გამოგკეტეს?-მხიარული ხმით დაუძახა, ოთახის იქეთ მდგარ ლევანმა, მაგრამ ეს ის მხიარული ხმა არ იყო , მიუხედავად ყველაფრისა ეს არ უნდოდა მომხდარიყო არ უნდოდა გამოეკეტა, უბრალოდ ცოტა გამხიარულება და შოუს დადგმა უნდოდა.
-შენს გამო - აფართხელდა და ძლივს წამოდგა ფეხზე-შენს გამო გამომკეტეს ოთახში. დამპალო, საზიზღარო, პროვინციელო-მთელ ხმაზე დაიყვირა -მხოლოდ ერთხელ გენდე, მცოლოდ ერთხელ -ბოლოს დამშვიდებულმა უთხრა და ცრემლები მოიწმდა. მაინც სუსტი იყო, ცდილობა, ძლიერი გოგოს როლის მორგებას, მაგრამ მაინც ტყდებოდა, არ იყო მიჩვეული ამდენ ყვირილს და წინააღმდეგობის გაწევას.
-ნწ ნწ ნწ შემოინახე გასალანძღი სიტყვები, ორი კვირის განმავლობაში არ მოგშორდები, გვერდიდან. ხომ იცი არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დატოვოს, მარტო ძმამ თავისი და, ასე არ არის, ჩემო საყვარელო დაიკო?
-საზიზღარო არ ვარ შენი და! -დაუყვირა კარებს ხელი მთელი ძალით მიარტყა-აუ მეტკინა
-გაგივლის-უდარდელად გასძახა
-არ მაქვს, შენი ნერვები მომცილდი აქედან,. წავედი მე-მივდა, რომ აზრი არ ჰქონდა, მასთან კარებს იქეთ ჩხუბს, უფრო უარესად ხდებოდა ეხლა ერთდერთი აბაზანის მიღება დაამშვიდებდა.
-და სად მიდიხარ?-ინტერესით დაუძხა და უფრო მიუახლოვა ყური კარებს, მისი ხმა კარგად, რომ გაეგო.
-დიდი არჩევანი არ მაქვს წასასვლელის, სააბაზანოში შევდივარ-მობეზრებულად ამოილაპარაკა და კარადაში საჭირო ნივთების, ძებნა დაიწყო.
-ქვა გაქვს თუ მოგიტანო?-ფხუკუნთ გასძხა ლევანმა
-ქვა რა ჯანდაბად მინდა?-თვალები აატრიალა და სასურველ ნივთებს, ხელი დაავლო
-შხამი, რომ დატოვო და ისე შეხვიდე-ბოლოს ახარხარდა და კარებს მიეყრდნო.
-ნუ სარგებლობ, რომ აქედან ვერ გამოვდივარ-კარებს მივარდა მუჭის დარტმა უნდოდა, მაგრამ ხელი შეეცოდა და გადაიფიქრა.
-სისინაა გველი-თავად დაურტყა კარებზე მუჭი.
-ვინარის სისინა გველი? მე ვარ სისინა გველი?-გაუკვირდა და საჩვენებელი თითი გულზე მიიდო, თითქოს ხედავდა ლევანი, მის ქმედებებს.
-თავად თქვი -უდარდელად აიჩეჩა მხრები და კიბეებზე ჩიხედა გადასამოწმლებლად ვინმე ხომ არ მოდიოდა.
-როდის?
-რამდენიმე წამის წინ-ისევ მას მიუბრუნდა და კარებს მიეყრდნო.
-არ მითქვამს, თუ ვთქვი? რა მნიშვნელობა აქვს, დამეკარგე აქედან -დაუყვირა და საბაზანოში შევარდა
ლევანმა რამდენიმე წამი უხმოდ მიუგდო ყური, როდესაც დარწმუნდა ნამდვილად სააბაზანოში შევიდა მის კარებს მოშორდა და თავის ოთხისკენ გაემართა სიცილით, კარის სახელური, როდეაც ჩამოსწია შესასვლელად თეას ხმა მოესმა, ზურგს უკან
-რა გაცინებს?-ღიმილით მიუახლოვდა შვილს.
-ესეთი სახალისო თუ იქნებოდა ამ სახლში ყოფნა არ მეგონა-გადაიხარხარა-დამრჩა ბურთი და მოედანი-მისკენ შებრუნდა და ლოყაზე აკოცა.
-რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა ნათქვამს ქალი.
-ოქროს ხანა დამიდგა დედა ორქროს-ხელები გაშალა და გადაიხარხარა. კიდევ აკოცა და სიცილით შევიდა ოთახში, მოსაცმელს დასწვდა, რადგან გარედ ცოტა აგრილებული იყო ის კი გამთენიისას აპირებდა დაბრუნებას, ქვემოდ მხიარულად ჩავიდა და სახლიც დატოვა.
კლუბში შესული არ იყო , ამბის მოყოლა დაიწყო და ბიჭბმაც იხალისეს თან სვამდნენ და თან დღის ინფორმაციებს ცვლიდნენ, ერთმანეთში ზოგჯერ გოგოზე გადაერთთვებოდნენ, რომელიც გვერდს ჩუვლიდა მერე ისევ გაახსენდებოდათ სასაცილო ამბები და ახარხარდებოდნენ.
ახლანდელი დღე…
-შეგვიძლია შევისვენოთ, თუ გიჭირთ საუბარი-მორიდებით კითხა კაცმა და წყლით სავსე ჭიქა წინ დაუდგა.
-და თქვენი აზრით ოდესმე გამიმარტივდება, ამაზე საუბარი? მისი თვალები ეხლაც წინ მიდგას, როგორ სტკიოდა ,როგორ უნდოდა ჩემში იმედის სხივი, დაეჭირა და ჩაბღაუჭება, მისი წაშლილი სახე, ეხლაც წინ მიდგას, როდესაც გაიგო, რომ ჯაშუში ვიყავი. ყველაფერს გაიღებდა, ჩემს მაგივრად სხვა ყოფილიყო ,მისმა სიტყვებმა გამანადგურა, მაგრამ ჩემმა საქციელმა უფრო. იმ დღეს ბოლო წუთამდე მჯეროდა, რომ მას არ ვუყვარდი, ის ერჩივნა ჩემს თავს, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა მისი სიტყვების შემდეგ, გული გამეხლიჩა. ვხვდებოდი, რომ ვკარგავდი ,მისგან ისევ შორს ვიქნებოდი მე კი ამას ვერ ავიტანდი. ახლა, როგორაც ვაზროვნებ ნეტავ მაშინაც ესე მეაზროვნა, ამდენ შეცდომებს არ დავუშვებდი. ერთადერთი რაც ვიცი, გამანადგურა, ამ ცხოვრებამ გამანდგურა, ლილიანმა გამანადგურა…..
.............
იმედია მოგეწონებათ და გამიზიარებთ თქვენ შთაბეჭდილებებს.



№1  offline მოდერი Someone wandering

კარრგი იყო ძალიანნ. ლევანიკო და ლილიანი ძალიან მომწონს,როგორც და-ძმა,უფრო დაახლოვე რაა,მაგრამ კინკლაობაც არ მოშალო laughing
რაც შეეხება ჯაშუშს,ვერ გავიგე ლილიანი შეუყვარდაა? წესიერად არც იცნობს,ცოტა დამაბნეველია.

 


№2  offline წევრი n-strovet

MaaiKoo
კარრგი იყო ძალიანნ. ლევანიკო და ლილიანი ძალიან მომწონს,როგორც და-ძმა,უფრო დაახლოვე რაა,მაგრამ კინკლაობაც არ მოშალო laughing
რაც შეეხება ჯაშუშს,ვერ გავიგე ლილიანი შეუყვარდაა? წესიერად არც იცნობს,ცოტა დამაბნეველია.

heart_eyes heart_eyes მიხარია თუ მოგეწონა <3

 


№3  offline მოდერი Someone wandering

n-strovet
MaaiKoo
კარრგი იყო ძალიანნ. ლევანიკო და ლილიანი ძალიან მომწონს,როგორც და-ძმა,უფრო დაახლოვე რაა,მაგრამ კინკლაობაც არ მოშალო laughing
რაც შეეხება ჯაშუშს,ვერ გავიგე ლილიანი შეუყვარდაა? წესიერად არც იცნობს,ცოტა დამაბნეველია.

heart_eyes heart_eyes მიხარია თუ მოგეწონა <3

კითხვაზე მიპასუხე რაა heart_eyes

 


№4  offline წევრი n-strovet

MaaiKoo
n-strovet
MaaiKoo
კარრგი იყო ძალიანნ. ლევანიკო და ლილიანი ძალიან მომწონს,როგორც და-ძმა,უფრო დაახლოვე რაა,მაგრამ კინკლაობაც არ მოშალო laughing
რაც შეეხება ჯაშუშს,ვერ გავიგე ლილიანი შეუყვარდაა? წესიერად არც იცნობს,ცოტა დამაბნეველია.

heart_eyes heart_eyes მიხარია თუ მოგეწონა <3

კითხვაზე მიპასუხე რაა heart_eyes

მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, რომ დაელოდო, მოვლენების განვითარება heart_eyes heart_eyes

 


№5 სტუმარი ლია

საუკეთესო ისტორიაა ძალიან კარგად წერ
არ გეწყინოს ,მაგრამ კუთხური შეცდომები გაქვს.
რატომ წერ,,,არაფელი'''და არა არაფერი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent