შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 4.


28-06-2018, 03:44
ავტორი zia-maria
ნანახია 2 996

ძალიან დაითგრუნა ყველა გიორგის ნაამბობზე და ყველა ახალგაზრდა უდროოდ წასული ბიჭზე ფიქრობდა,რაოდენ ძლიერ უნდა გიყვარდეს რომ თვითმკვლელობამდე მიხვიდე.წინა ღამის სევდიანმა ისტორიამ მარიამი მთელი ღამე არ დააძინა და დილით ალიონზე ადრე ადგა,გადაწყვიტა ბებოს მოხმარებოდა.დაავლო წყლის ჭურჭლებს ხელი,ქათმებს და ინდაურებს ახალი წყალი დაუდგა,შემდეგ გამოვიდა და სიმინდის კაკალი აიღო მათ დასაპურებლად.ქალაქელი ძილის გუდები ჯერ კიდევ დილის ძილში იყვნენ და სიზმრებს ხედავდნენ.სოფელში სულ სხვაგვარად თენდება ქალაქთან შედარებით,აქ მამლის ყივილი გვამცნობს უკვე გათენებას,გიორგის გაუხარდა მამლის ყივილი რომ გაიგონა,ბექას გადახედა და ისე ღრმად ეძინა არც მამლის ყივილი გაუგონია და არც ცხენის ჭიხვინი,ვერც საქონლის ზარების ხმამ ვერ გააღვიძა უკვე ტყეში გასადენად რომ მირეკავდა პაპა ალექსანდრე.გიორგი მამლის ყივილმა გააღვიძა,მაგრამ ინდაურების როყროყი რომ გაიგონა ფეხზე წამოდგა საწოლიდან.ეგონა ყველას  მოასწრო ადგომა,მაგრამ გაოცებული იყო მარიამს რომ შეხედა ამდგარს თავზე თეთრი მანდილი წაეკრა და ეზოში საქმიანობდა თან ღიღინებდა.შეხედა საქათმე რომ გამოაღო და ქათმებს კაკალი დაუყარა.ქათმებს ეძახდა და დაავიწყდა რომ ინდაურების ეშინოდა.
-წია,წია,წია მოდით ჭამეთ დასუქდით და  დიდები დაიზარდეთ რომ დასუქდებით გემრიელი ხორცი გექნებათ.მარიამს ერთი ინდაური უყურებდა და ეს მარიამმაც შეამჩნია და თხოვნა დაუწყო.
-არ გაბედი და ახლოს არ მოხვიდე,თორემ მამას დავუძახებ და ამ წუთში დაგიხუჭავს თვალებს ჩემი შეშინებისთვის.უკან-უკან ხევით მიდიოდა და ფეხი იქვე დადგმულ წყლით სავსე ვარცლს წამოკრა და ძირს წაიქცა.ინდაურიც თითქოს ამას უცდიდაო და აფოფხრილი გაიქცა მარიამისკენ.გიორგი ჯერ სიცილით უყურებდა ამ ყველაფერს,მაგრამ შემდეგ შეხედა როგორ ჩქარა გაიქცა ინდაური წაქცეული მარიამისკენ და თავადაც გაიქცა მარიამის დასახმარებლად.დაინახა თუ არა მარიამმა მშველელი იმედი მიეცა და გიორგის თხოვნით უთხრა.
-გიორგი მიშველე ეს ინდაური მომაშორე.
-სულზე მოგისწარი მარიამ თორემ თვალებს ამოგჩიჩქნიდა.უთხრა სერიოზული სახით გიორგი.
-მართლა?ახალ წლამდე მიგათრევ როგორმე და შემდეგ ჩემი ხელით უნდა გავაკეთო შენი ხორცისგან საცივი.ინდაურს ემუქრებოდა და თან გიორგის ეპოტინებოდა.გიორგიმაც ხელში აიყვანა და წელზე შემოიჯინა,მარიამი კი ზიზღით უცქერდა ინდაურს რომელიც უტეხად მისჩერებოდა მარიამს.
-როგორ მეჯავრება ეს  მისი წითელი გალსტუკი,რა საზიზღარი შესახედია.
-რატომ გეჯავრება ასე რას ერჩი,ძალიან გემრიელი ხორცი აქვს ინდაურს.
-ეს ცოცხალი მეჯავრება და მკვდარს რა მაჭმევს.ლაპარაკობდა,ტიტინებდა და არც ცდილობვდა გიორგის მკლავებიდან ჩამოსვლას,მოულოდნელად გიორგიმ შეეკითხა სიცილით.
-მარიამ რამდენი კილო ხარ,საჭმელს არ ჭამ?რაა ეს,შენ და ის ინდაური ერთი წონა იქნებით.გამოაჯავრა გიორგიმ, მარიამმა შეუბღვირა და უთხრა.
-ნუ იცინი გიორგი ვიცი რატომაც თქვი,მაგრამ ძირს ვერ ჩამოვალ.
-რატომ?აქ უფრო კომფორტულად ხარ?ასე როდემდე ვიყოთ,არა მე არ მამძიმებ მაგრამ რომ ვინმემ შეგვხედოს რას იტყვის სხვა ადგილი ვერ მოძებნენო არ იფიქრებენ?
-ნუ მაგდებ ნამუსზე,ძირს როგორ ჩამოვიდე შეხედე როგორ უტეხად მიცქერს ეს გალსტუკიანი.გამიყვანე რა აქედან გთხოვ.სადაც იყო მარიამი ტირილს დაიწყებდა.შეეცოდა გიორგის და ეზოში გაიყვანა მათკენ გამოქცეულ ინდაურს კი კარი ნისკარტის წინ მიუხურა.
-არა რას მერჩის რა საინტერესოა.უკვირდა მარიამს.სახლის წინ კი ტელეფონი ბექას ეჭირა და ყველაფერი დააფიქსირა თან გულიანად იცინოდა.მარიამმა შეხედა ბექას ხელში გიორგის ტელეფონით რომ იღებდა ვიდეოს და გაბღვერილმა უთხრა.
-შენი ხელით წაშლი რაც გადაიღე, თორემ მაგ ტელეფონს ვეღარ ნახავ.
-ჯერ კარგა ხანს იჩიჩქნებოდა ბექა გიორგის ტელეფონში და შემდეგ მარიამს უთხრა.
-მოდი ჯერ ვუყუროთ და შემდეგ შენთან ერთად წავშლი.გიორგის გახედა და თვალი ჩაუკრა,მიხვდა გიორგი რომ ვიდეო უკვე შენახული იყო და გაეცინა.იყურეს ვიდეო და იცინოდნენ,ბიჭები მოემზადნენ და დილითვე გრილზე მოინდომეს წასვლა.ნაზი ბებომ ასე როგორ გაგიშვათო და ცხელი ხაჭაპურები დააცხო,ასაუზმა და ისე გაუშვა სტუმრები.ბიჭების წასვლიდან რამოდენიმე საათში მოიწყინა მარიამმაც და ანამაც.ნუგზარი აკვირდებოდა მარიამს და მიხვდა რომ მარიამის გულში სიყვარული იღვიძებდა და ნელა ნელა იკიდებდა ფეხს ამ სიყვარულს კი გიორგი ჰქვიოდა.ერთ დღესაც მარტო დაიგულა მის ტირიფებში და გადაწყვიტა დალაპარაკებოდა.მარიამი დედაზე უფრო მამასთან იყო ახლოს და ყველანაირ თემაზე შეეძლოთ მამასთან საუბარი.მარიამიც უფრო გახსნილი იყო მამასთან და არაფერს არ უმალავდა,გრძნობდა რომ დედაზე უფრო მამა უგებდა.ჯერ შორიდან აკვირდებიდა შვილს და შემდეგ ახლოს დაუჯდა,ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
-რა გაწუხებს,რამდენიმე დღეა გაკვირდები და სულ მოწყენილი ხარ.უთხარი შენს მამიკოს რა გჭირს მარიამ.
-არ ვიცი,რაღაც უცნაურად ვარ,შიგნიდან ვარ დათგრუნული.
-მარიამ შენს მოწყენილობას გიორგი ხომ არ ჰქვია შვილო?
-როგორ მიხვდი.შეეკითხა და თან შერცხვა მამასი.
-გაიზარდე ჩემო გოგო,ვისაც ძალიან უყვარს ის დიდი ხნით ვერ გაძლებს საყვარელი ადამიანისგან შორს.ის მალე მოვა,აი ნახე მალე მოვა შენს სანახავად.
-მამიკო ჩვენ რამდენიმე დღე გავატარეთ ერთად,თუ რამე გრძნობა ჰქონდა მაგრძნობინებდა.უთხრა სევდიანად მარიამმა.
-ყველაფერი კარგად იქნება,მე გული მიგრძნიბს ამას და ხომ იცი ჩემი გული არასდროს არ ცდება.
-ვიცი,ვიცი როგორც ჩვენი წინასწარმეტყველი ვერაჩკა ისე ხარ შენც.აკისკისდა მარიამი და შემდეგ დიდი ინტერესით შეეკითხა მამას.
-მა, როგორაა ჩვენი ფუტკრები?
-კარგად არიან,ამ გაზაფხულზე ორი ოჯახი ხომ მივამატე სექტემბერში თაფლს რომ ამოვიღებ ვფიქრობ,კიდევ ორი ახალი ოჯახი გვეყოლება თუ მეტი არა.
-ხუთი წელი უნდა ვიყო წასული მა,როგორ მიჭირს აქაურობის დატოვება.
-მარიამ მიხედე შენს განათლებას,მერე დროც მოვა და გათხოვდები ჩვენ თანვე ხომ არ წაგვიყვან შვილო,უნდა შეეგუო დამოუკიდებლად ცხოვრებას.მარიამს გაეცინა და მამის თბილ მკერდს მიეკრა,ისე როგორც ბავშვობაში.
-ასეთი სილამაზე სხვაგან სად ვნახო მამიკო,ეს ადგილი ჩემი ბედნიერებაა.ძალიან,ძალიან მომენატრება აქაურობა,იმედია ჩემი ოცნება ამისრულდება.
-აგისრულდება,შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ და ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა.წავიდეთ სახლში,მოიღრუბლა.
  საშინელი წვიმის ხმამ გააღვიძა,გუშინ რა კარგი ამინდი იყო,დღეს კი კოკისპირული წვიმაა.ტელეფონის ხმაც მიწვდა ყურს წვიმის ხმასთან ერთად და უხალისოდ გადაწია ხელი და არც დაუხედია ისე უპასუხა.
-დილა მშვიდობის გიორგი როგორ ხარ.
-კარგად ვიყავი სანამ დარეკავდი და სანამ გამაღვიძებდი.
-გაგაღვიძეთ?ოჰ ბოდიში,საქმემ შემომეძალა თორემ არ შეგაწუხებდი შეფ.
-თქვი რა გინდა და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე,დილით ნუ მირეკავ ასე ადრე,თორემ მანდ მოსული არც დავფიქრდები ერთ დღეს ისე მოგისვრი ფანჯრიდან.
-მეორე ხაზზე მირეკავენ ფისო და მოგვიანებით დაგირეკავ.
-იდიოტი.ხმამაღლა ჩასძახა ტელეფონს და კედელს შეაფშვნა აპარატი რომელიც ნაწილებად დაიშალა.შეეცადა ძილი გაეგრძელებინა მაგრამ ვერ შეძლო,ადგა წყალი გადაივლო თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა.
-დილა მშვიდობისა დე.
-დილა მშვიდობისა საყვარელო,მოდი ყავას გაგიკეთებ და გამოფხიზლდები.
-გამომაფხიზლეს უკვე იდიოტებმა,გუშინდელი ბლინები აღარ არის?
-არა,ბექამ და ალექსიმ მიირთვა ამ დილით.
-მოიცადე,ამ დილით აქ იყვნენ?
-კი,ტელეფონზე რომ დაგირეკეს აქ იყვნენ.
-იდიოტები,რას გამატეხიეს ტელეფინი აქ თუ იყვნენ,ზემოთ ვერ ამოვიდნენ?
-მერცხლების შემოსევა მქონდა ამ დილით,როგორც შემოფრინდნენ ისევ ისე გაფრინდნენ,წესიერად ვერც შევხედე ვერცერთს.
-ხო არ დაკარგო მაგ მერცხლები რომლებიც მხოლოდ შენთვის ჭიკჭიკებენ და იქ რომ მივალ ორივეს მგელივით ვაყმუილებ.
-კარგი რა გიორგი სულ როგორ იღრინები შვილო,შენი ღიმილიანი სახის დანახვა მომენატრა,შენ მხოლოდ მარიამს უღიმი და ჩვენთან კი ხარ წარბებშეყრილი.
-ნახე რა განახო.თავის ოთახში ავიდა და სიდი ჩამოიტანა.-აჰა უყურე და ისევ შეინახე ფრთხილად.რუსომ იქვე ჩართო სიდი და სოფელში გადაღებული სიგიჟეები რომ ნახა თავადაც კარგად იხალისა.
-ვაიმე გიორგი ეს რა კარგი დრო გიტარებიათ,ანა რა გიჟია ეს გოგო.არ ვიცოდი მარიამს ინდაურების თუ ეშინოდა,როგორ კარგად გიჭირავს ხელში.
-რაო რუსუდან ეჭვიანობ?ჯერ ბავშვია დე,ხომ იცი დაუდუღარ ქვევრს სარქველი არ ეხურება,ჯერ უნდა გაიზარდოს.
-კარგი რა გიორგი უკვე 18 წლის არის, სრულწლოვანია და სტუდენტი.17 წლისას შენ უკვე მყავდი.
-ხოდა ხომ ხედავ იმიტომ მყავხარ დაიკოსავით გვერდით, როცა ერთად მივდივართ სადმე არავის არ სჯერა დედა-შვილი რომ ვართ.წამოდგა,რუსოს გემრიელად აკოცა ლოყაზე.-წავედი იმათ უნდა დავაცხრე დღეს თავზე არწივივით.
-შეეშვი იმათ,დაანებე თავი.
-არა,დღეს ჩემი ტელეფონისთვის შური უნდა ვიძიო.ენა გადმოგდებული უნდა ვარბენინო ორივე კომპანიის სართულებზე,თან ლიფტით კი არა,ფეხით.რუსოს სიცილით ეუბნებოდა მისი შურისძიების გეგმებს და თან სადისტურად იცინოდა.
-გიორგი რა საზიზღარი ადამიანი ხარ შვილო.რუსუდანმაც სიცილით უთხრა შვილს.
-მადლობა დედიკო,მაგრამ შენ ხმა არ ამოიღო.
-არაფერს არ ვამბობ.
-დაიფიცე.
-კარგი რა გიორგი.
-დედა დაიფიცე.
-შენს თავს გეფიცები.
-ტელეფონზე არ უპასუხო,თორემ შეგატყობენ ტყუილს რომ ამბობ.
-მუნჯი ვარ დღეს შენს მოსვლამდე,ერთი პირობით.
-გამაცანი პირობები.
-ყველაფერს მომიყვები რომ მოხვალ.
-აუცილებლად,მათსაც წამოვიყვან და საღამოს რომ შემოვირიგო კარგი ვახშამი მოგვიმზადე.
-კარგი,მე არაფერი არ ვიცი.
-აბა,წავედი.
-როგორ ცდილობ ჩამითრიო შენს შურისძიების გეგმებში.
-უკვე ჩათრეული ხარ,აბა დროებით.
-დროებით შვილო.გიორგიმ დედას აკოცა და ღიმილიანი სახით დატოვა სახლი და ღიღინით წავიდა კომპანიაში.კომპანიაში შევიდა თუ არა დაცვას დაელაპარაკა და რაღაც გაარკვია შემდეგ დაემშვიდობა და თავისი კაბინეტისაკენ წავიდა,კაბინეტთან მისვლამდე ზანდამ ხელით რაღაც ანიშნა და გიორგი მის მაგიდასთან მივიდა.
-რა ხდება, ვინმე მელოდება?
-ბექა და ლექსო გელოდება კაბინეტში.
-ზანდა დეიდა დღეს უხეში ვიქნები და არ გაგიკვირდეს,წინასწარ გიხდი ბოდიშს და სხვას შემდეგ აგიხსნი.
-ოხ,იმათ ეხება?გიორგიმ თავი დაუქნია, ზანდას თვალი ჩაუკრა და სახე დასერიოზულებული შევიდა კაბინეტში.შეხედა ორივეს მკაცრი სახით და გიორგის სახის დანახვაზე ორივემ სიცილი შეწყვიტა და საყვედურით აავსეს გიორგი.
-სად გაქვს ტელეფონი რომ გირეკავთ,რატომ გამორთე.
-ტელეფონი აღარ მაქვს,აქ რა გინდათ აქ დაჯდომის და ლაპარაკის გარდა სხვა საქმე არ გაქვთ ამხელა კომპანიაში?
-დილით ხომ მუშაობდა ტელეფონი.გაკვირვებულმა შეეკითხა ბექამ და გიორგიმ შეუბღვირა.
-თქვენი უაზრო საქციელის გამო აღარაა ცოცხალი ჩემი ტელეფონი,ახლა დროს ნუ კარგავთ დღის ანგარიშები ჩამაბარეთ და გეგმები გამაცანით.ამ დროს ზანდა შემოვიდა და უთხრა.
-გიორგი ბოდიში ხელი შეგიშალე,ლიფტს რაღაც დაემართა არ მუშაობს და ხელოსანი არის მოსული.
-დილით მუშაობდა და ასე უცებ რა ეტაკა.იკითხა ლექსომ.
-შენ კუჭი რომ გტკიოდა ექიმთან იყავი?
-კი ვიყავი,მაგრამ ეს რა შუაშია აქ.
-იმ შუაშია,რომ ის რკინაა და ხელოსანი გამოვიძახეთ,რადგან ისაა იმ რკინის ექიმი.შეუღრინა ალექსის.
-კარგი ხო რა ხასიათზე ხარ,რას იღრინები.
-ყველა თანამშრომელი შეკრიბეთ.გასცა ბრძანება და ასევე წარბებშეყრილმა შეხედა ზანდას.
-ნამდვილად ძალიან ამჟავებულ ხასიათზეა დღეს.თქვა ბექამ.ყველა თანამშრომელი შეიკრიბა და გიორგის ელოდებოდნენ,გიორგიც მალე გამოვიდა და ყველას წინ წარსდგა,მისი ჩვეული ფიცხი და მკაცრი სახით.
-მეგობრებო დღეს მძიმე დღე გექნებათ,რადგან ლიფტი დღეს არ მუშაობს და ამიტომ მეხუთე სართულზე,ყველა განყოფილებაში და ყველა სექტორში ბექა იქნება გამოყოფილი თუ რამე ხელმოსაწერი საბუთი იქნება ბექას მიაწოდეთ რომ სიარულში დრო არ დაკარგოთ.მესამე სართულს კი ბატონი ალექსანდრე მოგემსახურებათ,ჯერ ერთ საქმეს მოაგვარებს და მერე სამუშაო საათების დასრულებამდე თქვენს გვერდით იქნება.ბექა და ალექსანდრე გაცოფებული უყურებდნენ გიორგის და ყელში ლურჯად აჩნდათ დაბერილი ძარღვები.-დაუბრუნდით თქვენს ადგილებს,ბატონო ალექსანდრე ჩემთან წამობრძანდით,ბატონო ბესარიონ საქმეს მიხედეთ.შებრუნდა და გასცდა თუ არა თანამშრომლებს ღიმილით წავიდა თავის კაბინეტში.ზანდამ შეხედა გაღიმებულ გიორგის და თავადაც ჩაეღიმა,მიხვდა რომ ლიფტიც შემთხვევით არ გაფუჭებულა აქ გიორგის ხელი ერია.გიორგიმ გეზი პირდაპირ ზანდასკენ აიღო და ხმამაღლა უთხრა.
-ზანდა დეიდა მაღაზიის მისამართი მიეცი ალექსანდრეს საიდანაც ტელეფონს მომიტანს,ფული გადახდილია.უთხრა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას,ალექსანდრე გაოცებული უცქერდა მიმავალ გიორგის და ზანდას უთხრა.
-რა ბზიკმა უკბინა დღეს,იცი რამე?
-არაფერი არ ვიცი,გარდა იმისა რომ ძალიან ცუდ ხასიათზეა და ამიტომ ეცადეთ ხელში არ მოყვეთ.ხომ იცით იშვიათად ბრაზდება ასე ძალიან და დღეს ავიტანოთ,ძალიან გთხოვთ ორივეს ნუ შექმნით პანიკას.
-შენი ხათრით თორემ თავზე დავამხობ იმ მაგიდას,იქ რომ წამოსკუპულა და ბრძანებლობს იქედან.გაბრაზებული გავარდა ალექსანდრე კომპანიიდან,ჯერ კიდევ დილა იყო და ბექა გასაწურად იყო მოწყობილი კიბეებზე სიარულისგან.ზანდა გიორგისთან შევიდა და სიცილით უთხრა.
-დედას გაფიცებ,მითხარი რა დაგიშავა დღეს ამ ორმა.
-გამაბრაზეს დღეს,უთენია გამაღვიძა ბესარიონმა და მერე მითხრა მეორე ხაზზე მირეკავენ და უნდა გაგითიშოო და ამ დროს ჩემთან ყოფილან ყავას მიირთმევდნენ, ჩემი ბლინები შემიჭამენ,დედაჩემთან ჭორაობდნენ.აი ამათ უაზრობას შეეწირა დღეს ჩემი ტელეფონი და ეს ორი სასჯელს ამიტომ იხდიან.
-გიორგი ასეთი სადისტი როდის მერე გახდი.
-დაუნდობელი ვარ როცა მაბრაზებენ,წადი ახლა არ შემოგისწრონ თორემ მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი მოწყობილია და აფრებს აუშვებენ.ზანდა გავიდა და სადღაც ხუთ წუთში ალექსანდრეც შემოვიდა ტელეფონი მოუტანა მაგიდაზე დადო და უხმოდ გავიდა კაბინეტიდან,თან გიორგის სადისტური ღიმილიც თანვე გაიყოლა.არ შეიცოდა არცერთი და დღის ბოლოს დაურეკა ხელოსანს,რომ ლიფტის ამუშავების დრო იყო.საღამოს ბექა და ალექსანდრე ძალა გამოცლილები გიორგის კაბინეტში იყვნენ და დაბღვერილი უყურებდნენ მეგობარს,რომელმაც არა და არა არ გახსნა შუბლი და ერთი ნორმალური სიტყვა არ აღირსა ბიჭებს.უხმოდ წამოდგა,მანქანის გასაღები აიღო და ორივეს ანიშნა უკან გაჰყოლოდნენ ისინიც უხმოდ ადგნენ და ლასლასით გაყვნენ გიორგის.კიბის თავში მდგომმა ბექამ თქვა.
-როგორ შემზიზღდა დღეს ეს კიბები
-შენი თქვი და ჩემი იკითხე.უთხრა ალექსანდრემ.გიორგი ლიფტთან დადგა და გამოიძახა,გაკვირვებულებმა შეხედეს ერთმანეთს და შემდეგ გიორგის.
-რას მომჩერებიხართ გაკვირვებული,აქ ლიფტის არსებობა პირველად გაიგეთ?
-ეს როდის ამუშავდა.
-შუადღის შემდეგ მუშაობს,მაგრამ თქვენ იმდენად მოგეწონათ სირბილი კიბეებზე,არც მოგფიქრებიათ რომ გენახათ ჩაირთო თუ არ ჩაირთო.ძალა გამოცლილები ჩასხდნენ გიორგის მანქანაში.
-სახლში მიმიყვანე უნდა დავისვენო.თქვა ალექსიმ.
-მეც სახლში მინდა და ახლა ჩემი საწოლის მეტი არაფერი არ მინდა.ასევე დაღლილი ხმით უთხრა ბექამ.
-აწი დავაფასებ ამ გოგოების მუშაობას,რამდენჯერ უწევთ კიბეებზე ასვლა და ჩასვლა,თან ამხელა ქუსლიანებით პირდაპირ ტვინში ურტყამს მათი კაკუნი რომ დაკაკუნობენ პაკა-პუკით.თქვა ბექამ.გიორგი უსმენდა მათ წუწუნს და გულში დარი-დურის ღიღინებდა.
-ლაშა და ალიკა დაიყენეთ გვერდით და საქმეში ჩართეთ,როგორც ვიცი მძღოლის ადგილი განთავისუფლდა,მას მანქანის მეტი მაინც არაფერი არ აინტერესებს,მიუჩინეთ იქ ადგილი,რომ სულ დაკავებული იყოს თავისუფალი დრო ჰქონდეს ცოტა და ეს ცოტა დროც თქვენს გვერდით გაატაროს.თქვა მკაცრად გიორგიმ.
-რა ხდება,რამე იცი ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით?თქვა გაკვირვებულმა ბექამ.
-ყური მოვკარი რომ ლაშა თამაშს დაუბრუნდა,თამაში დაუწყია ისევ ბიჭს და სანამ თავს არ წააგებს მანამ უნდა ვუშველოთ.ალიკას კი ბებიას მეტი არავინ ჰყავს და მოხუცებული მკურნალობას საჭიროებს,მას გულის ასთმა დაუდგინეს.ორჯერ ვუყიდე წამლები ისე,რომ ალიკამ არ იცის.ექიმთანაც მყავდა,ნერვიულობა არ შეიძლება უჰაერობა აქვს და სუნთქვა ეკეტება.დავიყენოთ გვერდით და ჩავრთოთ საქმეში.წყნარად საუბრობდა გიორგი მაგრამ მკაცრად და თითოეულ სიტყვას ათასჯერ გაანალიზებულად ამბობდა.
-ამიტომ ხარ დღეს ასეთ ცუდ ხასიათზე?არ უნდა გვითხრა არაფერი,მარტო რომ ეჭიდები ყველაფერს?გაუბრაზდა ალექსანდრე.
-ხმა არ ამოიღოთ,ჩემებმა სახლში არაფერი არ იციან ნანი ბებოს ავადმყოფობაზე,ხომ იცით გოგი როგორ აფასებს ამ ადამიანს.უკვე ეზოში შეყავდა მანქანა ალექსანდრეს მკაცრად რომ უთხრა და თვალები დაუბრიალა ალექსა.სახლში შედიოდნენ უკვე ალექსანდრეს ხმა რომ მოესმა გოგის.
-თვალების ბრიალი იცი მარტო შენ,მე ვერ შემაშინებ იცოდე.შეუღრინა გიორგის და სახლში შევიდნენ,ბექას და ალექსანდრეს მისალმების თავიც არ ჰქონდათ და ხელის აწევით მიესალმნენ გაკვირვებულ გოგის და იქვე დასხდნენ.რუსომ მიხვდა ყველაფერს თუ რამ დაღალა ბიჭები ასე მწარედ,გოგიმ სათვალეს ზემოდან გადმოხედა უხმოდ მყოფ ბიჭებს და შემდეგ გიორგის შეხედა რომელიც არა ჩვეულებრივად გრძნობდა თავს,ისევ ბიჭებს შეხედა და გაკვირვებულმა იკითხა.
-ამათ რა ჭირთ,რა მოგივიდათ,რას გავხართ.
-ლიფტი გაფუჭდა დღეს და შენმა ბედოვლათმა შვილმა ჩვენს მეტი ვერავინი გაიმეტა რომ გამოეყო კიბეებზე სარბენად და აი შედეგიც,ფეხები მტკივა საშინლად.
-აუ ჩემი,ასე ხუთი ჰექტარი ყანა რომ გამეთოხნა ასე მწარედ არ დავიღლებოდი,დღეს რომ დავიღალე.თქვა ბექამ.
-მიიღეთ დღეს ტელეფონის შურისძიებისთვის?სიცილით უთხრა გოგიმ ბიჭებს.
-რა ტელეფონი.თავი ასწია ალექსანდრემ.შემდეგ გიორგის შეხედა და მიხვდა,რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილი იყო.
-სადისტო,ეს განგებ გაგვიჩალიჩე დღეს?
-სადისტი და უჟმური კი ხარ,მაგრამ თუ ჰიტლერიც იყავი ეს არ ვიცოდი.შეუღრინა ბექამ.-არ შემოგელაპარაკე დღეს,რომ შევხედე შენს მოჟამულ სახეს და არც შეგედავე არაფერზე,შენ რა გულმა გიქნა მთელი დღე კაბინეტში ზიხარ და ჩვენ ენა გადმოგდებული დაგვარბებინენ.ვერ ვიჯერებ,ვერ ვიჯერებ შენ დღეს მშვიდად უყურებდი ჩვენს წამებას და არაფერი არ თქვი.
-გეკადრებათ?მე თქვენ ასე გაგიმეტებდით?არ არსებობს.
-ახლავეს გავიგებთ ტყუილს ამბობ თუ სიმართლეს.თქვა ალექსანდრემ და რუსოს დაუძახა.
-რუსოოოოოოო.
-რა ხდება,რა გაყვირებთ. წინსაფარზე ხელებს იმშრალებდა რუსო.
-მართალია რაც გიორგიმ გაგვიკეთა დღეს?
-რა გაგიკეთათ, აბა მე რა ვიცი?
-რუსოოო,მართალია?რუსო ტყუილს ვერ ამბობდა რადგან ეცინებოდა და თავი დახარა.
-რუსო შემომხედე.უთხრა ალექსანდრემ და რუსუდანის ბეჭების თახთახზე მიხვდა რომ ის უკვე ისე იცინოდა ცოტაღა უკლდა ჩაბჟირებას.ვიღას ახსოვდა დაღლა,ბექაც წამოხტა ფეხზე და გიორგი ორივეს მოგერიებას ცდილობდა შუა ზალაში.არცერთი არ უსმენდა რუსოს ყვირილს,რომელიც ხან ერთ ვაზას მივარდებოდა რომ გადაერჩინა გატეხვისგან და ხან მეორეს.გოგი კი იჯდა მშვიდად და გაზეთს კითხულობდა,ხანდახან გამოხედავდა ბიჭებს სათვალის ზემოდან და ჩაიცინებდა.როგორც იყო დაიღალნენ,ჩაწყნარდნენ და სავარძლებში ჩაეცვენა სამივე.
-არა,ვერ ვიჯერებ ასე როგორ გაგვიმეტა დღეს ორივე.ვერ ისვენებდა ალექსანდრე.
-შენ ცოტა ხორცი მაინც გაქვს ძვალზე და მე როგორ გამიმეტა ეს გადაჩხინკორებული ბავშვი.არც ბექა იყო კარგ დღეში და ცოფებს ყრიდა.კარგი ყველამ მიიღო დღეს და ახლა ვივახშმოთ,მშია მე.წყნარად თქვა გიორგიმ და სამზარეულოში გავიდა,სადაც რუსოს უკვე გაეწყო მაგიდა და მათ ელოდა.სახლში წასვლის თავი არ ჰქონდათ და ორივე იქვე დარჩა,იმ ღამით მკვდარივით ეძინათ დილამდე,დილით კი გიორგიმ არ გააღვიძა და მარტო წავიდა სამსახურში.კაბინეტში იყო ზანდასთან ერთად ბექა და ალექსანდრე რომ შემოვიდნენ.ზანდას გაეღიმა ბიჭებს რომ შეხედა და ბექამ უთხრა.
-კარგი რა ზანდა დეიდა,ჩუმად გეთქვა ამ ცოფიანის შეგეშინდა?
-ეს თქვენი შეცდომის გამოსასწორებელი იყო,მე უფლება არ მქონდა თქვენთვის რამე მეთქვა.ღიმილით უთხრა ბიჭებს და კარებში რომ გადიოდა მათ უთხრა.
-ძალიან მიყვარხართ და გთხოვთ ერთი თხოვნა შემისრულეთ.
-რა თხოვნა ზანდა დეიდა.ფეხზე წამოდგა გიორგი.
-არასოდეს შეიცვალოთ,ისე რომ ცხოვრებამ გაგაბორიტოთ.შეინარჩუნეთ ერთმანეთი და შეინარჩუნეთ ეს თვისებები რაც გაქვთ,რაც თქვენშია.ფული არ არის მთავარი ადამიანში,მთავარი ის სულია რაც თქვენ გაქვთ და თქვენში დევს და გაუფრთხილდით მას.
-მადლობა ზანდა დეიდა აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას და გულში ჩაიკრა თვალებ აცრემლებული ქალი.-ხომ არაფერი გაწუხებს,მითხარი არ მოგერიდოს,ხომ იცი მაინც გავიგებ.უთხრა გაკვირვებულმა გიორგიმ.
-კარგად ვარ გიორგი და მართლა მიხარია რომ გაგიცანით,მიხარია რომ ასეთი კარგები ხართ,ასეთი მეგობრულები,მიყვარხართ.თქვა და კაბინეტი დატოვა.გაკვირვებული იყო სამივე,რადგან ზანდა ყოველთვის გაწონასწორებული ადამიანია და მისი გრძნობების შესახებ არასდროს არ ლაპარაკობდა.
-მდააა,მე ეს არ მომწონს.ამიტომ,ბექა ვინმე დააყენე და მისი ყველა ნაბიჯი გავიგოთ რაც მის ირგვლივ ხდება.
-აუცილებლად,დღესვე შეუდგებით მაგ საქმეს რადგან მეც ძალიან გამიკვირდა.
-პირველად ვხედავ ზანდა დეიდას ასეთ მდგომარეობაში.ალექს შენ ლაშას და ალიკას საქმეს მიხედავ.საუბრობდნენ და საქმეს ინაწილებდნენ რომ გიორგის ტელეფონზე დაურეკეს.გაკვირვებულმა დახედა ნომერს და უპასუხა.
-გისმენთ.უსმინა ცოტა ხანი და უთხრა.
-შეთანხმება ძალაშია.ტელეფონი გათიშა და ბიჭებს უთხრა ერთ-ერთი პროექტის ბიზნეს პარტნიორი იყოო.ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგნენ და მუშაობდნენ,ალექსანდრემ ალიკაც მოიყვანა სამსახურში და საქმეც გამოუჩინეს.უხაროდა ალიკას რომ მუშაობდა და მისი ხელფასი ექნებოდა,ლაშა კი არსად არ ჩანდა,ისევ გაუჩინარდა.რამოდენიმე თვე იყო გასული რომ ლაშამ გიორგის მიაკითხა კომპანიაში,კაბინეტიდან გამოდიოდა ქაღალდების დასტა ეჭირა ხელში და თათბირზე შედიოდა.
-ლაშა?
-გიორგი.როგორ ხარ.
-შენ როგორ ხარ,სად ხარ.გაეხარდა გიორგის მისი ნახვა.ბიძაჩემთან ვარ კაფეში ვმუშაობ,ხომ იცი ზაფხულია და კარგი მუშაობაა.
-გიორგი თათბირზე გაგვიანდება.შეახსენა ზანდამ თათბირის დრო გიორგის.
-ახლა არ მცალია, ლაშა ბიჭებიც აქ მუშაობენ და შენს შემოგვიერთდი არ გაწყენს ზედმეტ დანამატს თუ აიღებ.
-კარგი შენოგივლით.უთხრა ლაშამ და ლიფტისაკენ წავიდა,რომ გიორგიმ შეაჩერა.
-ლაშა.
-გისმენ გიორგი.
-რამე ხომ არ გჭირდება.
-არა,არა მადლობა ისე მოგინახულე მაგრამ შენ არ გცალია.
-კარგი,აბა გელოდები.უთხრა გიორგიმ და თათბირზე შევიდა,ლაშა გამოცილდა თუ არა კომპანიას იქვე ჩაჯდა და თავზე შემოიწყო ხელები.
-რა ჰქენი დაგეხმარა მეგობარმა?გვერდით მიუჯდა წვერ მოშვებული ასაკოვანი მამაკაცი რომელსაც შავი სათვალე ეკეთა.
-გიორგის ფული არ აქვს.
-არ გინდა ტყუილი მეგობარო,მე ყველაფერი ვიცი შენს მეგიბარს რამდენი აქვს ფული,ან გუშინ რა ჭამა და სად იყო ისიც კი ვიცი.ასე რომ ტყუილები არ გვინდა,შენ უბრალოდ ვერ გაბედე მასთან დალაპარაკება.ხვალ საღამომდე ფულს არ მოიტან ელოდე მკაცრ განაჩენს დაუწერელი კანონით,იმედი მაქვს აქამდე არ მივა საქმე და იცოდე ,,მიშკა''გადაგდებას არავის პატიობს.მთელი დღე არ გასულა სახლიდან,იწვა არც ჭამდა და არც ლაპარაკობდა.ღამე 12 საათი იყო კარებზე ზარი რომ დარეკეს და არ უნდოდა დედას გაღვიძებოდა თავად გააღო კარი,ხელი დასტაცეს და ისე საცვლებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართიულებით წაიყვანეს.ვერაფერს ვერ ხედავდა,რადგან თავზე შავი მეშოკი ჩამოაფარეს.რამოდენიმე საათი იარეს და შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან,ხელით წაიყვანეს და უბრძანეს.
-აქ გაჩერდი.თავზე მოაძვრეს და ლაშას თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა კლდის წვერზე იდგა.
-აქ არ ესროლოთ,სიღრმეში ჩაიყვანეთ და იქ დაასრულეთ.ერთმა მოკიდა ხელი და კლდის სირღმეში ჩაიყვანა,ჯერ ცემა კარგად და შემდეგ იარაღი დაუმიზნა,მოულოდნელად იარაღმა იქუხა და ,,მიშკა'' ლაშას მივარდა.ლაშა ძირს ეგდო,თვალები გაშტერებოდა,აცდა,ტყვია აცდა და შიშისაგან შოკში იყო.
-გაგიმართლა რომ აგცდა,ორი დღის ვადას გაძლევ,ორ დღეში წაგებულს ჩამაბარებ.მანქანაში ჩაისვა და სახლამდე მიიყვანა.
-ლაშა რა გჭირს,სად იყავი.არაფერს მეუბნები,ეს ბოლო თვეებია ძალიან შეიცვალე.ხუთი წლიდან მარტი გაგზარდე,არავინი მომხმარე მე არ მყოლია,რატომ მიმეტებ ასეთი მწარე ტკივილისთვის,ეს დავიმსახურე მადლობის მაგიერ?ტირილით უთხრა დედამ.მთელი ორი დღე მოუსვენრად იყო,მესამე დღეს გარეთ გავიდა და იქვე დახვდა მანქანით ბიჭები რომ ისევ წაიყვანეს სადღაც მიყრუებულ ადგილზე,იქვე ერთი ინვალიდის სავარძელში იჯდა ახალგაზრდა ბიჭი,რომლის წინაშე მიიყვანეს ლაშა.
-ეს არის ჩვენი ახალი კარტოჟნიკი?
-ესაა და ვალს ვერ იხდის.
-ცხოვრებაში პირველად ვითამაშე.
-პირველად თუ უკანასკნელად,წააგე და უნდა გადაიხადო თუ ფული არ გაქვს შენი სიცოცხლე უნდა დათმო,აქ ასეთია კანონი და ეს უნდა გცოდნოდა.
-გაიყვანეთ,მოაშორეთ აქედან.ლაშას ორმა კაცმა მოკიდა ხელი და უხეშად წაიყვანეს.შეეშინდა შველას ითხოვდა,ყვიროდა,მაგრამ მშველელი არსაიდან არ იყო.ბოლოს გაითიშა და დედასთან გატარებულ დღეებს ხედავდა,დიდი ხანი იყო უგონოდ და გონს მანქანაში მოვიდა.
-გამოიფხიზლე?მომისმინე,აი ასეთი უცნაური წესები აქვს კარტის თამაშს.მიშკამ ლაშას ბინასთან გააჩერა მანქანა,რაღაც შეხვეული მისცა და უთხრა.
-აი შენი პირადობა,აი შენი ფული რაც წააგე და უნდა გადაგეხადა ეს ყველა აქ არის.ლაშას გაუკვირდა,მაგრამ ისე იყო შეშინებული კითხვა ვერ გაბედა ფულს რატომ აძლევდა უკან.მიუხვდა მიშკამ კითხვის მიზეზს და უთხრა.
-დაიმახსოვრე,რომ გიორგი შენი საუკეთესო მეგობარია.ნუ ითამაშებ ნურასდროს,მეორედ ასე არ გაგიმართლებს.დღეს რომ ცოცხალი ხარ და უფრო ღრმად არ შეტოპე თამაშში ეს გიორგის დამსახურებაა.ახლა გადადი დაისვენე, დამშვიდდი და გიორგი ინახულე.ლაშა გადავიდა,მიშკამ კი წავიდა და გზიდან ტელეფონზე დარეკა.
-მიხედე მეგობარს ძმაო ის ძალიან შეშინებულია,ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც შენ გინდოდა.თუ ოდესმე დაგჭირდე,მიშკას უხმე და ის შენს გვერდით დადგება სადაც არ უნდა იყოს.
-მადლობა მეგობარო,იმედია ისწავლა რომ ამ თამაშს ხუმრობა არ უყვარს.
-ისეა შეშინებული,ცხოვრებაში თამაში კი არა მგონი კარტს თვალითაც არ შეხედოს.
-მადლობა, მიშკა დიდი მადლობა.
-შენ მადლობა გიორგი წლების წინ გაქვს გადახდილი,მე ყოველთვის შენს ახლოს ვიქნები რომ მტერი გავაკონტროლო,თუ ძალიან გაგიჭირდეს კი იცი სადაც უნდა მნახო,მხოლოდ ერთი შენი სიტყვა ,,მჭირდები''მეტი არაა საჭირო,აბა წარმატებები.
-წარმატებები შენც მეგობარო და დროებით.გიორგიმ ბიჭებს დაურეკა და თავის კაბინეტში დაიბარა,გაბრაზებული იყო გიორგი ლაშაზე ძალიან ბრაზობდა რომ თავისი დაუფიქრებელი ქცევებით ცხოვრების გზას იმრუდებდა.ასევე ალიკაზე ბრაზობდა,რომ თავის ძალას და ნიჭს არ იყენებდა.ალიკამ და ლაშამ ორივემ მიაკითხა გიორგის მაგრამ მას თათბირი ჰქონდა და გარეთ ელოდნენ ესმოდათ გიორგის მტკიცე ხმა და უკვირდათ მისი ასეთი ენერგიულობა.
-დღევანდელი დღიდან იცვლება ჩვენი გეგმები და შეხედულებები.თუ ისეთ ნავში აღმოვჩნდით,რომელიც მუდმივად იძირება,მისი შეკეთებისათვის ენერგიის ხარჯზე უფრო ეფექტური ნავის შეცვლა იქნება.
-უფრო გარკვევით აგვიხსენი ბატონო გიორგი.
-გასაგებად რომ გითხრათ ყველა პროექტი ვერ იქნება მომგებიანი,ეს ბიზნესია და რა თქმა უნდა ჩავარდნებიც გვექნება და ეს დამეთანხმებით,რომ ლოგიკურიც არის.როგორც ვაჭრობა არ არის ყოველთვის მომგებიანი და მას მოსდევს წაგებაც,იგივეა ბიზნესიც.
-არაფერი არ შეიცვლება,ყველაფერო დარჩება ისე როგორც იყო მოლაპარაკებაში,ჩვენ არ მოგვიფიქრებია ეს,ეს მამათქვენის დაგეგმილი კანონებია ამ ჰოლდინგში.წამოხტრა ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი.
-თქვენ გაქვთ რაიმე პრეტენზია ბატონო ელდარ?ვისაც აქ დაწესებული კანონები არ მოსწონს შეუძლიათ ახლავეს დატოვოს პროექტი.დღეს აქ მამაჩემი არ განაგებს ჰოლდინგის ინტერესებს,აქ მე ვარ და არ მოგწონთ?კარი ღიაა.მე არ დაგადებთ თითს რომელი გახვალთ ამ კარიდან,ეს თქვენ თავად გააკეთეთ.
-ჩვენ სულ წაგების მოლოდინში უნდა ვიყოთ?ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ ბატონო გიორგი.
-არა,დღევანდელი დღე წყვიტავს თქვენს და ჩვენს გამარჯვებას.იტალიიდან და ბრაზილიიდან შემოთავაზება გვაქვს,მე დაგტოვებთ მოიფიქრეთ,იმსჯელეთ და მომახსენეთ თუ ვინ დარჩება ჩვენთან ერთად.დაფიქრების დრო 30 წუთი გაქვთ.გიორგი წამოდგა და სათათბირო დარბაზი დატოვა ბექასთან და ალექსანდრესთან ერთად.გარეთ გასულს ლაშა და ალიკა დახვდა და გაბრაზებულმა ანიშნა ორივეს კაბინეტში შეჰყოლოდა.გიორგის მტკიცე ხმა ექოსავით მოედო კედლებს და შენობა დააზანზარა,ალიკას თვალი-თვალში გაუყარა და უთხრა.
-თუ გინდა არწივივით იფრინო ცხოვრებაში ინდაურების წრეში ნუ ტრიალებ,შენი ტრეინერი ვნახე გუშინ,რატომ არ მითხარი კრივში შავი ქამრის მფლობელი თუ იყავი და თან 15 წლის ასაკში.რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი რაც მე არ ვიცი ალიკა მე მზად ვარ მოგისმინო და შენს გვერდით დავდგე.შემდეგ ლაშას შეხედა და დაუღრიალა.
-შენ საერთოდ რას აკეთებ აზროვნებ?იცი საერთოდ საქმე ვისთან გქონდა?იმ ადამიანთან ვისაც ვერც საქართველოში,ვერც რუსეთში და ვერც ევროპაში მისი წამგები რომ არავინი არ არის.შენ ვინ ხარ,რას წარმოადგენ საერთოდ.ისე გაგსრისავს და ტვინს გაგასხმევინებს რომ არც კი დაფიქრდება.იმედია მიხვდი,რომ ასეთი ხალხი საშიში არიან და არ ხუმრობენ,არ უყვართ თამაშ გარეთ ყოფნა.რას ფიქრობდი კარტს რომ ხელი მოკიდე,ან დედა არ შეგეცოდა,ან ჩვენზე იფიქრე საერთოდ?რომელი კარტოჟნიკი შენ მყავდი,დღეიდან აქ მუშაობ,შენს ბარს ისე მივხედავთ,რომ შენი წილი სახლში მოგივა.აქედან ფეხს ვერ გაადგამ ვერსად.ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან და შემდეგ საათზე დაიხედა და ალიკას უთხრა.
-ფეხი არ გაადგა აქედან, 10 წუთში შემოვალ და მოგისმენ.ისევ სათათბირო დარბაზში დაბრუნდა და ყველას გადახედა,ორი მათგანი წასულიყო,სხვები კი გიორგის ელოდნენ.
-აბა გისმენთ რა მოიფიქრეთ,ბოლომდე ერთად ვართ თუ კიდევ ერთ თვეში უნდა შევიკრიბიოთ ერთმანეთის უნდობლობის გამო.ერთი ასაკის პარტნიორი წამოდგა და გიორგის უთხრა.
-არა გიორგი შვილო,შენ მართალი ხარ და მე მჯერავს შენი.
-აქ ფულზე საქმე არ არის მეგობრებო,აქ არის უფრო მყარი ბიზნესის ჩამოყალიბება,ნდობის მოპოვება და ეს ორი როცა ერთმანეთში არსებობს ფულიც კეთდება და ჯიბეც ივსება.გპირდებით,იმედები არ გაგიცრუვდებათ და ასევე მოვითხოვ თქვენგან ნდობას,დაფასებას და ერთგულებას.კარგად ვიცი,რომ ამოდენა ბიზნესი მტრის გარეშე არ არსებობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ ყოველი ახალი პატრნიორის შერჩევისას,რადგან არ ვიცით მტერი რომელი მხარიდან მოგვადგება.
-მართალია და ძალიან მომწონს შენი წინდახედულება გიორგი.
-აბა,წარმატებები ჩვენს საქმეებში.ყველას დაემშვიდობა და კაბინეტში დაბრუნებამდ ჩაფიქრა,ბექამ შეხედა და შეეკითხა.
-ყველაფერი რიგზეა?
-კი ყველაფერი კარგადაა,ორმა პარტნიორმა დაგვტოვა,მაგრამ დაიმახსოვრეთ რამოდენიმე თვეში ისევ მოვა,მაგრამ მოვა თავდახრილი.თქვა და თვალი ჩაუკრა ბიჭებს.წამოდგა და კაბინეტში შევიდა სადაც ლაშა და ალიკა ელოდა.
-ზანდა დეიდა ვიცი გადაღლილი ხარ,მაგრამ..........
-ყავა.გაეცინა ზანდას.
-კი,ყავა.
-ყველასთვის მოვადუღო?
-მოადუღე ყველასთვის.
-მოდი მე მოგეხმარები.ბექა მივიდა მადუღარასთან და მოხმარების მაგივრად ყველაფერი აურია და გამოაგდო იქედან ზანდამ.სულ მალე ფოდნოსით შეუტანა ყავა და ყველას ჩამოურიგა,ბექას შეხედა და უთხრა.
-რაც არაა და სადაც არაა შენი საქმე,ნუ ეჩრები იქ.
-მე მოხმარება მინდოდა.გაეცინა ბექას.
-კარგად მომეხმარე.სიცილში აყვა ზანდა.
-ზანდა დეიდა არავინი არ შემოუშავა,მნიშვნელოვანი შეხვდრები დასრულდა როგორც ვიცი.
-კი დასრულდა,მეტი შეხვედრა არ გაქვს დღეს.
-წადი დაისვენე,მძიმე დღე იყო.
-ჯერ ხომ ადრეა,რომ რამე დაგჭირდეს?
-გავართმევთ როგორმე ერთი დღე თავს უთქვენოდ.
-კარგი,მნიშვნელოვანი საქმე მქონდა და მოვაგვარებ.გიორგიმ კი ალიკას შეხედა და უთხრა.
-აბა დაიწყე,გისმენთ.სანამ დაიწყებ მინდა გახსოვდეს,რაც არ უნდა მოვისმინო,რაც არ უნდა მითხრა დღეს აქ,დაიმახოვრე რომ ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვართ.



№1  offline წევრი მია15

ყოჩაღ მართლაც ვისიამოვნე ამ თავით.ველი შემდეგ თავს

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Ai mesmis megobrobaaa

 


№3  offline მოდერი zia-maria

მია15
ყოჩაღ მართლაც ვისიამოვნე ამ თავით.ველი შემდეგ თავს

მადლობა ფერიავ. kissing_heart kissing_heart

Qeti qimucadze
Ai mesmis megobrobaaa


მიყვარს,როცა კარგი ურთიერთობა არის შემორჩენილი მეგობრებში. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent