შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არა’ჩვეულებრივი (სრულად)


28-06-2018, 12:56
ავტორი Autumn Girl
ნანახია 5 167

ტელეფონში Arctic Monkeys - I wanna be yours ჩავრთე, რომელიც შესანიშნავად ეწყობოდა წვიმიან ამინდს. უხმოდ მივუყვებოდი ტროტუარს, როდესაც ფეხებში რაღაც გამებლანდა, რამაც ჩემი წაქცევა გამოიწვია.
სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა!
ძალიან გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ არამგონია შავ ლაბრადორს ჩემი ლანძღვა გაეგო. ერთხანს ვუყურებდი, მერე კი ისევ სახლისკენ გავწიე. ისიც უკან გამომყვა და ფეხებში მედებოდა.
არა რა, თუ კიდევ ერთხელ წამაქცია მოვკლავ! ღმერთო საიდან ამხელა აგრესია ანკა? ძაღლია ბოლოსდაბოლოს.
ამგვარ სისულელეებზე ვფიქრობდი სანამ ჩემი სახლის კარებს არ შევასკდი. ისე გავერთე ვერც კი შევამჩნიე. კარები შევაღე თუ არა აწ უკვე ნაცნობი ძაღლი შევარდა და ჩემს დივანზე გაიშხლართა.
ღმერთო რა კულტურაა?
ძაღლს ვთხოვ წესიერად მოიქცეს?
აშკარად თავში რაღაცები დასალაგებელი მაქვს.
საყელურს ოქროსფერი კულონი ეკეთა, რომელზეც - ლუი - იყო ამოტვიფრული. გვერდით ტელეფონის ნომერი და მისამართი ეწერა.
ძაღლს რათ უნდოდა ტელეფონი? როდესაც მივხვდი, რაც გავიფიქრე სიცილი ამიტყდა, რაზეც ლუის - ეს ვერაა მგონი ხო? - გამოხედვა დავიმსახურე.
ნახევარი საათი ვბანდი და მგონი მე უფრო სველი ვიყავი ვიდრე ის. შემდეგ ვაჭამე. ახლა კი დრო იყო პატრონს დაბრუნებოდა. მითითებულ ნომერზე დავრეკე, თუმცა არც კი გავიდა. ოპერატორმა მაცნობა, რომ მსგავსი ნომერი ბაზაში არ მოიძებნებოდა.
ასე გავიდა 2 კვირა. სიმართლე გითხრათ, სერიოზულად დავფიქრდი ძაღლის აყვანაზე, რადგან მე და ლუი მშვენივრად ვეწყობოდით ერთმანეთს. მერე თავში დამარტყა, რომ პატრონის მისამართზე მივსულიყავი. ტაქსი გამოვიძახე და ლუისთან ერთად ჩავჯექი. დანიშნულების ადგილას მალევე მივედით. 15 წუთი ალბათ ასე ვიდექი, მერე კი მოვიფიქრე, რომ დამეკაკუნებინა. მართალია არ მინდოდა ამ ძაღლის შეჩვევა, რადგან ადრე თუ გვიან პატრონს დაუბრუნდებოდა, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ მითითებულ მისამართზე არავინ იცხოვრებდა ან ლუი დარჩებოდა ჩემთან, მაგრამ ნურას უკაცრავად! კარი ვიღაც ბიჭმა გაგვიღო, რომელსაც ლუი დანახვისთანავე ზედ შეახტა.
როგორ ფიქრობდი ანკა? პატრონს ვეღარ იცნობსო არა? დებილი ხარ რა!
ნახევარი საათი ეხუტებოდნენ ერთმანეთს. მერე კი შეამჩნიეს ჩემი ყოფნა.
-ალბათ თქვენ გყავდათ ლუი ამ ხნის განმავლობაში ხომ?
-ორი კვირა ჩემთან იყო
-მადლობა, რომ მოუარეთ
-არაფერს
-რატი
-რა?
-რატი მქვია
-ახ, ხო...
-შენ?
-რა მე?
რა დაბნეული ხარ ანკა?!
-შენ რა გქვია? - გაეცინა
-ანკა
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
ლუის შევხედე, ისიც მალევე მოვიდა ჩემთან და ფეხებში გამებლანდა, როგორც თავდაპირველად. გამეცინა და მოვეფერე, შემდეგ კი დავემშვიდობე.
-მე გაგიყვან, კარგი ? - შემომთავაზა მან
-როგორც გინდა.
ჩემი სახლის მისამართი ვუთხარი და უხმოდ ჩავჯექით მანქანაში. სიჩუმე მან დაარღვია.
-აბა რას საქმიანობ, ან-კა? - დამარცვლით წარმოთქვა ჩემი სახელი.
-ვსწავლობ
-რაზე?
-უნივერსიტეტში
-არა, რაზე მეთქი?
რა გჭირს ანკა? კიდევ კარგი ასეთ მომენტებში გაწითლება არ ვიცი ხოლმე.
-აა, ხო... დიპლომატიურზე
-კარგია.
-აჰაამ... მადლობა
-არაფრის... აბა კარგად
-ნახვამდის.
ჩაეცინა და უკან გაბრუნდა.
რა ნახვამდის? ანუ კიდე ნახავ? ანკა დებილი ხარ რა.

***

კაკუნის ხმამ გამაღვიძა. აუ რა დაერხა იმას, ვისაც ახლა კარებს გავუღებ.
უკვე მეორედ ჩემს ცხოვრებაში.
შავ ლაბრადორს ისევ არ ესმის ჩემი ლანძღვა
და გაღიმებული მიმზერს.
ძაღლი და გაღიმებული?!
სამაგიეროდ
ესმის მის პატრონს,რომელიც მანქანასთან მიყუდებული, სიცილისგან იკეცება.
-რა გაცინებს?
-რა საყვარელი ხარ გაბრაზებული
-ვერ ხარ ხო?
-ლუის შენი ნახვა მოუნდა
-აქამდე სად იყო?
-2 დღის გამო ებუტები ძააღლს?
-კი
რათქმაუნდა ლუის თვალებმა ყველაფერი დამავიწყა, იცით რა საყვარლად მიმზერდა? პატრონის თვალები კი ჯობდა მარა... აბა რა ჯობია მწვანე თვალებს, ყავისფერში რომ გადადის?
ღმერთო რაზე ფიქრობ ანკა, სულ გააფრინე ხო?
-სახლში არ შემოგვიპატიჟებ?
-შემოდით, შემოდით
ლუი იმწამსვე დივნისკენ წავიდა. პატრონიც მას მიყვა.
-ყავას დალევ თუ ჩაის? - ჩემი სტუმართმოყვარეობის მეთვითონვე გამიკვირდა.
-ყავას
სამზარეულოში გავედი.ჩემთვის კი ჩაი გავიკეთე.
-ან-კა - ისევ დამარცვლით წარმოთქვა ჩემი სახელი
ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-გისმენ
-ლუის რას აჭმევდი ხოლმე?
-რასაც მე ვჭამდი
-რას ჭამდი მერე შენ?
-სალათებს
-ძაღლს სალათა აჭამე?
-ხო, მერე რა მოხდა
-სად გინახია ძაღლი სალათას ჭამდეს?
-რავი, კი მოსწონდა ლუის და
-ხო, კაი... კაი
-არ გაგეუქმებინა ის ნომერი და თავიდანვე შენთან იქნებოდა... მერე გეჭმია რაც გინდოდა... საერთოდაც რა არის ცუდი სალათებში? ჯანსაღი ცხოვრების წესი დავაცვევინე, დიდი ამბავი - დავამთავრე ჩემი მონოლოგი მე
-გითხარი ხო გაბრაზებული საყვარელი, რომ ხარ?
საშინლად დავიბენი
-ყავა გაგიცივდა
მანაც სწრაფად მოსვა. მერე კი შეწუხებული სახით დააბრუნა უკან.
-შაქარი ჩაყარე?
-კი, 2 კოვზი
-მერე დააკვირდი შაქარი, რომ იყო?
-კი, რატომ მეკითხები?
-ჩემი მოწამვლა თუ გინდა პირდაპირ მითხარი
-ვერ მივხვდი
-აბა მარილიან ყავას როდის აქედან ასმევ სტუმრებს?
გავშრი. მერე კი სიცილი ამიტყდა. რატი ერთხანს სულელივით მიყურებდა, მერე კი ისიც ამყვა.
-შენ რატომ ვერ შეამჩნიე? - კითხვით მომიბრუნდა
-მე უშაქროს ვსვავ
-ოხხ... სად შეგვიძლია
-ყავა კიდე გინდა?
დავსვი ყველაზე უადგილო კითხვა, მაგრამ ეს ხომ ჩემი სტილია.
-გაეცინა - აღარ... მარტო რატომ ცხოვრობ?
-დანაშაულია?
-ისე გკითხე, რამხელა აგრესიაა - გაეცინა მას.
ყოველთვის რატომ იცინის? არა, კი უხდება, მარა მაინც... აუ რეებს ვბოდავ, არ მომაქციოთ ყურადღება.
-კაი წავალთ აბა ჩვენ
ლუი ჩემი კალთიდან წამოხტა და კარებისკენ გაიქცა
-კარგად - დავემშვიდობე მათ
-ნახვამდის
ამჯერად მე ჩამეცინა.

***

-აბა რას იტყვი მთაწმინდა მე, შენ და ლუიმ, რომ მოვიაროთ?
-პატარა ბავშვი ხარ
-შენ კიდე უჟმური
-რავი, მეზარება
-ძალით წამოგიყვანო თუ?...
ხელები ავწიე - ჩემითმეთქი.
ასეთი დამყოლი როდის აქედან გავხდი?
-აბა რის ნაყინს მიირთმევ ქალბატონო?
მის ასეთ ოფიციალურობაზე გამეცინა.
-შოკოლადის - ამაყად ვუპასუხე მე
მან კიდევ ვანილის აიღო.
-არ მესმის, როგორ შეიძლება ჭამდე ვანილის ნაყინს... ის ისეთი ჩვეულებრივია
-შენ ხო ხარ სამაგიეროდ არა’ჩვეულებრივი - ნიშნის მოგებით გამომხედა მან.
დავიბენი.
ეს ბიჭი მაგიჟებს, ხომ?

***

-გისმენ
-ან-კა
ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა მას.
-ხოო...
-გეძინა?
-აბა შენი აზრით რას აკეთებს ადამიანი ხუთის ნახევარზე?
-აუ, წამო რა გავისეირნოთ
-გიჟი ხარ ხო?
-წამოხვალ?
-კი
არც კი ვიცი, რატომ დავთანხმდი.
-გამო მაშინ, თბილად ჩაიცვი, ცივა
-მოიცა ჩემი სახლის წინ დგახარ?
-გამოდი და შენ თვითონ ნახავ
არ მეჯერა
მერე კი კარები გავაღე
ესეთი რატი პირველად ვნახე
სევდიანად მიღიმოდა
მაინც რა სიმპატიური იყო
ოხხ ანკა რა!

***

რატის სუნამო ვუყიდე. ბოლო-ბოლო 1 წელი ემატებოდა კაცს.
საღამოს დამირეკა, როგორც ყოველთვის
-ან-კა
-ხოო
-წამო დავლიოთ
-რამე ხდება რო?
რა დამპალი ვარ.
-არაფერი, რა უნდა ხდებოდეს?
ამანაც, რომ არ შეიმჩნია.
-ხო, რავიცი
-მიდი, მიდი, 10 წუთში მანდ ვარ.

***

ალკოჰოლის და თამბაქოს მაგივრად, ვანილის სასიამოვნო სურნელი იფრქვეოდა.
წყნარი მუსიკა იყო ჩართული, რომელზეც რამდენიმე წყვილი ცეკვავდა. ბარისკენ გავწიეთ და იქ დავიკავეთ ადგილი.
რატიმ ორი ვისკი შეუკვეთა.
-არ მომილოცო აბა
-რა უნდა მოგილოცო?
-დაბადების დღე
-ლუისი?
-არა, ანკა, ჩემი
-უი, მერე რაა მოსალოცი, კიდევ 1 წლით დაბერდი, რატი ბიძია
ისეთი სახით გამომხედა, სიცილი ამიტყდა.
საუბარ-საუბარში ისე დავთვერი ფეხზე ვეღარ ვდგებოდი.
-რატიიი
-ხოოო
-წამიყვანე რა, მეძინება.
უხმოდ ადგა და მანქანაში ჩამსვა.
არც მაშინ დაურღვევია სიჩუმე.
მე ისე მეძინებოდა, ლაპარაკის თავი არ მქონდა.
სუნამო ჩუმად დავუდე... მერე კი მარტო ის მახსოვს, რომ ჩემს საწოლში გავიღვიძე.
ალბათ ჩამეძინა
ალბათ, რა
ჩამეძინა უეჭველი.
მესიჯის ხმამ უფრო გამომაფხიზლა
-მადლობა საჩუქრისთვის <3

***

იმ დღეს რატი ყოფილის ქორწილში იყო წასული. მე ლუი დავიტოვე და მასთან ერთად გავატარე მთელი საღამო.
მერე გაწვიმდა.
მარა რა გაწვიმდა?
გამათბობელიც კი ჩავრთე.
რატიც მალევე მოვიდა, არ მოველოდი.
-ასე მალე რატომ დაბრუნდი?
-რა მინდოდა იქ, მოვალეობის მოხდის მიზნით წავედი
-სულ სველი ხარ, გამათბობელთან დაჯექი
მერე მეც მივუჯექი გვერდით.
ბავშვობის ისტორიები მომიყვა.
კარგადაც მაცინა.
-კაი, წავედით აბა ჩვენ
-სად მიდიხარ?
-სახლში, ანკა სად უნდა მივდიოდე?
-ესეთ წვიმაში?
-ხო, რა იყო?
-საშიშია ასეთ ამინდში მანქანის ტარება
-რას ვიზამთ
-არ გაგიშვებ
-რას მიზამ?
გაეცინა.
-არ გაგიშვებმეთქი, რა გაცინებს? ლუის,რომ რამე მოუვიდეს ჩემს თავს არ ვაპატიებ
სიცილი სახეზე შეახმა
-აა, ანუ ლუიზე დარდობ და ჩემზე არა, ხო?
-აჰაამ, შენზე რატომ უნდა ვიდარდო?
აღარაფერი უთქვია.
გამებუტა
იცით რა საყვარელი იყო?
ტუჩებგამობერილი და გაბუსხული იჯდა დივანზე.
სინდისმა შემაწუხა.
სინდისმა რა...
ოხხ, ანკა რა, სულ გაგიჟდი.
გაგაგიჟეს.
-რატი
-ხოო
-ნუ მებუტები
-რას ვშვრები?
-ნუ მებუტებიმეთქი
-არ გებუტები
-ოოოო
მივედი და გვერდით დავუჯექი, თავი კი მხარზე დავადე.
-ხო იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის?
-რა თქვი ანკა?
-რა ვთქვი?
-გაიმეორე
-მე არაფერი არ მითქვია

***

დილით რაღარც გემრიელობის სუნმა გამაღვიძა.
ნეტა ყველა დილა ასე იწყებოდეს.
რატი საუზმეს ამზადებდა.
ლუიც დივანზე იყო გაშხლართული, როგორც ყოველთვის.
-დიდხანს უნდა მიყურო?
გაეცინა მას.
აი ანკა სად დაგერხა. გამოგიჭირეს ხოო?

***

-ნახე როგორ წვიმს
-აჰააამ
-წამო
-სად
-რავი, გარეთ
-გაციებული ვარ
-რაა?
-ხო, რა იყო?
-რატომ არ მითხარი აქამდე?
-რა იყო სათქმელი რატი, რა
აღარ უპასუხია. სამაგიეროდ მალევე მომადგა. არა რა, ამ ბიჭს დაკაკუნება ვერ ვასწავლე
-რას ჩამომიღე კარები?
-რამდენი გაქ სიცხე?
-38
-დალიე წამალი?
-რა წამალი რატი, ბავშვი კი არ ვარ ხელის აქნევით ვუთხარი მე
-შენი ხმა არ გავიგო ზედმეტი!
მკაცრად მაგრამ მზრუნველი ტონით მითხრა.
მთელი დღე ისე მივლიდა, თავი 4 წლის მეგონა.
სამაგიეროდ საღამოსვე კარგად ვიყავი.
ცოტა მაციებდა,
უბრალოდ.
-რატიი
-ხოო
-დღეს ლუი ჩემთან დარჩეს რა
-ერთი პირობით
-გისმენ
-სალათები არ აჭამო და ხვალ შენ მომიყვანე
-ეგ ორი პირობაა
-რა მნიშვნელობა აქვს?
-კაი, ხოო... რას უწუნებ ამ სალათებს მაინც ვერ ვხვდები...

***

არა, რა მანქანა უნდა ვიყიდო სასწრაფოდ. მომბეზრდა ტაქსით სიარული.
კარი ვიღაც გოგომ გამიღო. ყავისფერი თმა და ამავე ფერის თვალები ჰქონდა. რატი ასეთი არ იყო, ხომ?
თავიდან ისიც ვიფიქრე სახლი შემეშალამეთქი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორად მოვედი.
-ამმ, რატი სახლშია?
-კი... უფრო სწორად არა, წეღან წავიდა მაღაზიაში, შემოდი და დაელოდე.
-იყოს, უბრალოდ ძაღლი მოვუყვანე.
ლუი სახლში დავტოვე და უკან წამოვედი.

***

-ანკა
-ხოო
-კარებში უნდა დამაყუდო?
-შემოდი, შემოდი
-რატომ არ დამელოდე?
-რავი, არ მინდოდა
ოხხ, როდიდან გახდი ასეთი უხეში ანკა?
-ელენამ მითხრა, ძაღლი მოიყვანა და წავიდაო
-ელენა ვინ არის?
-ჩემი ყოფილია... გახსოვს მაშინ ქორწილში, რომ წავედი? აი ის... ქმარმა გამოაგდო, მაგარი გრუზინი მშობლები ყავს და არ მიიღეს, სხვაგან წასასვლელი არსად ჰქონდა
-მეგობრები არ ყავდა, მაგათთან რომ წასულიყო?
-გუშინ ღამე მომადგა ნამტირალევი, შენ გარდა არავინ მყავს, ცოტა ხანი დავრჩებიო და გამეგდო?
აღარაფერი ვუპასუხე.
-ნუ ეჭვიანობ
-არ ვეჭვიანობ
-ან-კა
-რატომ უნდა ვიეჭვიანო? ჩემი შეყვარებული ხარ, თუ... ?
გაბრაზებული გავარდა სახლიდან.
არა ანკა რა, დეგენერატი ხარ!

***

1 კვირა ისე გავიდა მე და რატის ურთიერთობა მხოლოდ ლუის წაყვანა წამოყვანით მთავრდებოდა.
როცა ლუი რატის სახლში მიმყავდა, ელენა ისე იქცეოდა, ჩემი თავის შემრცხვა. არვიცი, შეიძლება მართლა არ ჰქონდა სხვაგან დასარჩენი.

***

-აუ გეხვეწები დარჩი რა, ერთ ფილმს ვუყუროთ მარტო, მთელი დღე სახლში ვზივარ და ვერავის ველაპარაკები რატის გარდა... გთხოოოოვვვ
ელენამ იმდენი ქნა, მაინც დამითანხმა.
რათქმაუნდა ფილმი მიზეზი იყო, საუბარი უნდოდა.
-ანკა
-ხოო
-შენ და რატი ვინ ხართ ერთმანეთისთვის?
-მეგობრები, ვინ უნდა ვიყოთ?
-არა, ისე გკითხე... იცი მე და რატი რატომ დავშორდით?
-არა
-ჩემი მშობლები ფიქრობდნენ ერთმანეთისთვის შეუფერებლები ვიყავით... მათ დავემორჩილე... იცი როგორ ვნანობ? მიყვარდა, მართლა მიყვარდა, მაგრამ იმდენად არა, რომ დედ-მამის წინააღმდეგ წავსულიყავი. ეხლა არ ვიცი რას ვგრძნობ რატის მიმართ... ის ისე კარგად მექცევა, მაგრამ... მაინც, იცი როგორი გულგრილია?... რატის არცერთი შეცდომა დაუშვია ურთიერთობაში, ეს მე ვაფუჭებდი ყველაფერს. გული მტკივა იმ მოგონებებს, რომ ვიხსენებ.
არვიცი, რას გრძნობს ის შენს მიმართ, მაგრამ ძალიან გთხოვ, გული არ ატკინო... არ იმსახურებს ამდენს...
კიდევ გააგრძელებდა კარები რატის, რომ არ შემოეღო.
მე მალევე წამოვედი სახლში. თან ლუიც წამოვიყვანე.

***

ლუი პეპლებს დასდევდა, მე კი ჰამაკზე ვიჯექი.
მანქანიდამ გადმოვიდა.
გვერდით მომიჯდა.
მხოლოდ ახლა მივხვდი
ამდენი ხნის განმავლობაში, რომ
ჩემმი ნაჩუქარი სუნამო ესხა
ყოველთვის.
მიყურებდა... მე, როგორც ყოველთვის ვერ გავბედე გახედვა... ეგრევე გავიშიფრებოდი.
-ან-კა
მერამდენედ მივლიდა ტანში ჟრუანტელი.
ასე, რატომ ამბობს ჩემს სახელს?
მაგიჟებს!
-ხოო
-რას მიკეთებ?
ისეთმა შემომხედა, ვერაფერი ვერ ვუპასუხე.
მერე ნელ-ნელა მოიწია.
უფრო ნელა
მაკოცა
და არ ვიცი, როგორ
მაგრამ
ამ კოცნაში ჩააქსოვა ყველაფერი
ყველა სიტყვა
ყველა გრძნობა
ყველა ემოცია
ამღვრეულ თვალებში, რომ ჩავხედე
მივხვდი არაფერი არ მინდოდა,
მის გარდა!



№1 სტუმარი სტუმარი Stranger

ძალიან მაგარი იყო...უბრალოდ ცოტა პატარაა მაგრამ შესანიშნავი!!!გთხოვ შემდეგში დიდი დადეე

 


№2  offline წევრი Autumn Girl

სტუმარი Stranger
ძალიან მაგარი იყო...უბრალოდ ცოტა პატარაა მაგრამ შესანიშნავი!!!გთხოვ შემდეგში დიდი დადეე

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes blush შემდეგში დიდს დავდებ აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent