შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი კავშირი (3 თავი)


28-06-2018, 18:57
ავტორი keti27
ნანახია 1 117

გათენდა თუარა გამზადება დავიწყე და აქაც წინააღმდეგობას რომ არ შევხვედროდი,სხვანაირად როგორ შეიძლებოდა.ჯინსი,რომლითაც უნდა ვეცანი ადამიანს,რომელმაც ჩემი ტელეფონი იპოვნა და უნდა დაებრუნებინა,გარეცხილი და სველი აღმოჩნდა.სხვა გზა არ იყო,უნდა ამერჩია ახალი ლუქი და სასწრაფოდ გავსულიყავი სახლიდან,რადგან უკვე თორმეტი ხდებოდა და შეიძლება დამეგვიანა.მალე გადმოვალაგე ტანსაცმელები და შევარჩიე თეთრი შორტი და შავი ტოპი.
სახლიდან რომ გამოვედი უკვე ხუთი წუთი აკლდა თორმეტს,ეჭვგარეშე იყო,რომ დამაგვიანდებოდა. გარეთ ძალიან ცხელოდა და კიდევ კარგი შორტებზე შევაჩერე არჩევანი. ერთი ქუჩა გადავკვეთე და მთავარ გზას უნდა დავდგომოდი უეცრად ქეთრინი რომ დავინახე,პირდაპირ ჩემ წინ იდგა და ეშმაკურად მიყურებდა.
-ქეით,გელოდებოდი,აბა წავედით?
-მელოდებოდი?კი მაგრამ..საჭირო არაა შენი გამოყოლა,გამოვართმევ ტელეფონს და მალე დავბრუნდები..პირდაპირ შენთან მოვალ.
-არავითარ შემთხვევაში მარტოს არ გაგიშვებ,მეც მოვდივარ.-მოკლედ მომიჭრა და საუბრის გაგრძელებას,მით უფრო მის გადარწმუნებას აზრი აღარ ჰქონდა,მაინც უშედეგო იქნებოდა.
-კარგი წავედით-ვუთხარი და მთავარ გზას გავუყევი,საიდანაც ხუთი-ექვსი წუთის სავალია როუსვუდის კვეთამდე.
დანიშნულების ადგილზე ათი წუთის დაგვიანებით მივედით. ქუჩაში უამრავი ადამიანი ირეოდა და ძნელი იყო იმის გარკვევა,ვის უნდა შევხვედროდით.
-ქეით,აქ ბევრი ადამიანია,მოდი შენს ნომერზე დავრეკოთ და გავარკვიოთ სად არის ის ბიჭი.
-ხო კარგი აზრია,-მოვუწონე იდეა და ტელეფონი გამოვართვი-დავრეკავ და გავიგებ სად არის.
ჩემი ნომერი ავკრიფე,ტელეფონი ყურთან მივიტანე და ზემოთ ამოვიხედე,მოშორებით თეთრი სილუეტი რომ შევნიშნე.თავიდან რეაქცია არ მქონია,მაგრამ კარგად რომ დავაკვირდი ვიცანი, ის იყო ..თეთრი ლაბრადორი იყო.
-ეს რა ხუმრობაა-გავიფიქრე და მალევე შევნიშნე მისი პატრონიც,ოქროსფერთმიანი,ხუჭუჭა ბიჭი,რომლის სახელიც არ ვიცოდი. უცებ შემოვტრიალდი ,რომ მას არ დავენახე,რა დროსაც ტელეფონში ხმა გაისმა:
-მე უკვე როუზვუდის კვეთაზე ვარ,თქვენ სად ხართ?
-მეც აქ ვარ-დაბნეულმა მალევე ვუპასუხე-შეგიძლიათ რამე დამახასიათებელი მითხრათ,რითიც ადვილად გიცნობთ?
-კი,რა თქმა უნდა,თან თეთრი ლაბრადორი მახლავს და ქუჩის კუთხეში ვდგავარ.
„ თეთრი ლაბრადორი მახლავს“ ?? თავში ყველაფერი ამერია.უბრალო დამთხვევა იყო,თუ ბედისწერა,რომელსაც ვერ ავცდებოდი? ქეთრინი გაურკვეველი სახით შემომყურებდა,ფიქრის დრო არ იყო,უნდა მემოქმედა.
-სხვა რა გზაა,მივალ,გამოვართმევ ტელეფონს,მადლობას გადავუხდი და წამოვალ-გავიფიქრე გულში-მაგრამ ქეთრინი?ქეთრინს რა ვუყო?
-ქეთრინ შენ თუ გინდა წადი,გამოვართმევ უკვე და დავბრუნდები მეც-ვუთხარი იმის იმედით,რომ დამთანხმდებოდა,მაგრამ უკვე ვიცოდი პასუხი.
-არა ქეით,მარტოს არ დაგტოვებ,სახლში ერთად დავბრუნდებით-პასუხმაც არ დააყოვნა.
-კარგი წავიდეთ მაშინ,ის ბიჭი იქ დგას.
მივუახლოვდით თუარა ძაღლი ჩემსკენ წამოვიდა დამსუნა და კუდის ქიცინი დამიწყო.
-ქეით ნახე ამ ძაღლს როგორ მოეწონე-აღტაცებულმა ქეთრინმა მითხრა და ძაღლს ფერება დაუწყო.
-გამარჯობა ქეით,-ბიჭმა თვალებში შემომხედა და გამიღიმა.
-გამარჯობა-არც ისე ბედნიერმა ვუპასუხე,ახლა უკვე ჩემი სახელიც გაიგო ქეთრინის წყალობით.
-შენი ტელეფონი გამომართვი-გამომიწონდა ხელი.
ტელეფონის დანახვაზე სახე გამიბრწყინდა და დავმშვიდდი არაფერი,რომ არ ჭირდა,ამიტომ გახარებული ბიჭთანაც მოვლბი.
-დიდი მადლობა,-გავუღიმე და ტელეფონი გამოვართვი.
-მგონი ესეც შენი უნდა იყოს-ჯიბიდან კულონი ამოიღო.
- ქეით ეს კულონი აბაზანაში არ დაგრჩა?ამას საიდან აქვს?-ქეთრინი გაოცებული მიყურებდა.
-ქეთრინ მერე აგიხსნი-ვუჩურჩულე ყურში.
-კარგი-ბიჭს მიუახლოვდა,კულონი თავად გამოართვა და გაუღიმა-დიდი მადლობა ბატონო..-მე მომიბრუნდა-რა ქვია?-ჩუმად მითხრა,მაგრამ ბიჭმაც გაიგო.
-მე..ლუკასი მქვია-ჩაიცინა და მე დამიწყო ყურება.
-მადლობა ლუკას,ახლა ჩვენი წასვლის დროა,ძალიან საყვარელი ძაღლი გყავს.-ქეთრინი დაემშვიდობა,ხელი ჩამკიდა და წამოვედით.ისე გამომაქცია მე ვერც კი მოვახერხე დამშვიდობება.
-ქეით ეს რა იყო? გამუდმებით შენ გიყურებდა,ახლა ჩემთან წავალთ და ყველაფერს მომიყვები.მეტყვი ვინ არის ეს ბიჭი და საიდან იცნობ.

ცოტა პატარა თავია,მაგრამ შემდეგი თავები ვეცდები გავზარდო ზომაში <3 შემიფასეთ და არ დაიშუროთ არც კრიტიკა და არც კომპლიმენტები <3 მადლობა რომ კითხულობთ.



№1  offline წევრი khatia khatia

კაია კაია თანნ ძააანნ ძააანნნ stuck_out_tongue_closed_eyes stuck_out_tongue_closed_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent