შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უხილავი კავშირი (2 თავი)


27-06-2018, 11:04
ავტორი keti27
ნანახია 1 188

ყველაფერი კიდევ ერთხელ გადავქექე,სახლი ყირაზე დავაყენე, გამიმართლა მარტო რომ ვიყავი,შემსწრე არავინ მყავდა და ზედმეტ კითხვებსაც არავინ დამისვამდა...
უშედეგო ძებნის შემდეგ დავრწმუნდი,რომ ტელეფონი სახლში არ იყო და ნამდვილად გარეთ დამეკარგა.გარეთ ძებნას აზრი არ ჰქონდა იქ ან დამხვდებოდა,ან არა თანაც არ ვიცოდი ზუსტად სად უნდა მეძებნა,ამიტომ გადავწყვიტე ქეთრინთან გასვლა დახმარების სათხოვნელად. შეძლებისდაგვარად მივალაგე სახლი და გამოვედი გარეთ.ქეთრინი ერთი ქუჩის იქით,ჩემს გვერდით სახლში ცხოვრობს,მისმა მშობლებმა ეს სახლი სამი წლის წინ შეიძინეს მონდგომერებისაგან. ქუჩა გადავკვეთე,მივედი კარებთან და დავაზარე.
-სახლში იყავი რა გთხოოვ,-ვფიქრობდი ჩემთვის.
რამდენიმე წუთში კარი გაიღო.
-ქეით,გამარჯობა.-კარებში შემომეგება ქეთრინის დედა,ელა.
-გამარჯობა,როგორ ხართ? ქეთრინი სახლშია?-ცოტა დავიმორცხვე.
-კი,კი თავის ოთახშია,შემოდი,-მიმაცილა ოთახამდე და თვითონ სამზარეულოსაკენ გაემართა-ოთახში წვენს და ხილს შემოგაწვდით და ახლავე მოვალ-მომაძახა ქეთრინის ოთახის კარებთან მისულს.
მე ოთახში შევედი,ქეთრინი საწერ მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა,როგორც კი დამინახა წამოხტა და ჩამეხუტა.
-ქეით,რა სიურპრიზია,როგორ გამიხარდა შენი ნახვა,-ჯერ კიდევ აღტაცებული მესაუბრებოდა-სად დაიკარგე ამდენხანს?დღეს მთელი დღეა გწერ და პასუხი არ დაგიბრუნებია,რა ხდება?
-ქეთრინ სწორედ მაგის სათქმელად ვარ მოსული,-დაღონებულმა დავიწყე-ტე...ტელეფონი დავკარგე-ენის ბორძიკით ვუთხარი.
-რაა? სერიოზულაად? კი მაგრამ..ეგ ხომ..შენმა მშობლებმა გიყიდეს...ახლა დაბადების დღისთვის?-გაოცებული მეკითხებოდა.
-ხო ქეთრინ,ერთი კვირაც ვერ გავძელი და უკვე დავკარგე,ძალიან ვნერვიულობ,ჯერ მათთვის არაფერი არ მითქვამს,შენთან იმიტომ ვარ მოსული,უნდა დამეხმარო,როგორ ვიპოვნო?ჩემს ნომერზე,რომ დავრეკოთ,ვითომ უპასუხებენ?იქნებ ჯერ არც არავის უპოვნია,ან იქნებ ვინმე გულისხმიერმა იპოვნა და დამიბრუნოს-თვალებზე ცრემლები მომადგა თვითნებურად,ხელით მოვიწმინდე უცებ,თუმცა ქეთრინისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა.
-ქეით შენ რა ტირი? ნუ ნერვიულობ ვიპოვნით!-იმედიანად შემომხედა და მისმა ასეთმა თავდაჯერებულმა მზერამ დამამშვიდა.-ჯერ ის მომიყევი,როგორ დაკარგე,ყოველთვის ყურადღებიანი ხარ,ტელეფონს სულ იმოწმებ ხოლმე და ახლა რა მოხდა,როგორ მოხდა,რომ დაკარგე?-მომაყარა კითხვები,რომლებიც ჩემგან პასუხს მოითხოვდნენ.
-მე..მე არ ვიცი ჯიბეში მედო და ალბათ ამომივარდა-მოკლედ მოვუჭერი-მასწავლებლიდან დაღლილი მოვდიოდი და ვერ შევნიშნე,როდის ამომივარდა.-თავდაჯერებული კილოთი ვუთხარი.
-კი მაგრამ...-აღარ გააგრძელა,მიხვდა რომ ამის დრო არ იყო და გაჩუმდა.
ჩვენ შორის წუთიერი დუმილი ჩამოწვა,რომელიც კარების ხმამ დაარღვია. გარედან დეიდა ელა შემოვიდა ლარნაკით ხელში.
-წვენი და ტკბილეული მოგიტანეთ,გემრიელად მიირთვით ბავშვებო.-გაგვიღიმა და გავიდა.
რა საყვარელი ქალია-ჩემთვის გავიფიქრე.
-მოდი ახლა შენს ნომერზე დავრეკოთ,-ტელეფონი აიღო და ჩემი ნომერი აკრიფა-გავიდა ქეით-რამდენიმე წამში გახარებულმა მომაწოდა ყურმილი.
-გამარჯობა-ყურმილიდან მოისმა ბიჭის ხმა.
-მიპასუხა-ჩუმად ვუჩურჩულე ქეთრინს გახარებულმა და ყურმილს მივუბრუნდი -გამარჯობა,იცით,მე..
-თქვენ ტელეფონის პატრონი ხართ?-გამაწყვეტინა საუბარი-დღეს ძაღლს ვასეირნებდი,რომ ვიპოვნე.
-ძაღლს?-გაკვირვებულმა ჩემთვის გავიფიქრე,თუმცა აღმოჩნდა რომ ხმამაღლა ვფიქრობდი,ამიტომ მოკლედ მოვუჭერი-დიახ მე ვარ პატრონი,სად შეგიძლიათ,რომ მომაწოდოთ?
-ჩემთვის ნებისმიერი ადგილი ხელსაყრელია-თვითდაჯერებულმა მიპასუხა.
-კარგით,მაშინ როუსვუდის კვეთაზე,ხვალ თორმეტზე გაწყობთ?-მეც არჩევანში თავისუფალმა ჩემთვის უახლოესი ადგილი შევარჩიე.
-შევთანხმდით,მაგრამ..როგორ უნდა გიცნო?
-შავი ზედა და ჯინსი მეცმევა.
-კარგი,მაშინ ხვალამდე ახალგაზრდავ.
ყურმილი დავუკიდე და ცოტა გავბრაზდი-ვინ არის ამისი ახალგაზრდა-მერე ტელეფონის ამბავი გამახსენდა და დავმშვიდდი.
-ესეიგი ყველაფერი მოგვარდა?-ბედნიერი მიყურებდა ქეთრინი.
-ჰო,ვიღაცა ბიჭს უპოვნია და ხვალ დამიბრუნებს-მეც გახარებულმა ვუპასუხე.
-მაშინ ახლა შეგვიძლია მშვიდად ვისაუბროთ-რაღაცის მოყოლა დააპირა უცებ სახე რომ შეეცვალა და ნაწყენი კილოთი მითხრა-კულონს არ იკეთებ?არ მოგწონს ჩემი საჩური?
-რა?როგორ არ...-ხელით შევიმოწმე და როცა დავრწმუნდი,რომ არ მეკეთა,მივხვდი ისიც უთუოდ ტელეფონთან ერთად დავკარგე,მაგრამ ქეთრინისთვის არ მითქვამს-იცი აბაზანაში მოვიხსენი და შეიძლება იქ დამრჩა-არ მინდოდა მისთვის გულისტკენა,ამიტომ მოვატყუე.
-კარგი,მაშინ ხვალ აუცილებლად გაიკეთე.
-კარგი ქეთრინ.წავალ ახლა,უკვე გვიანია,ჩემებიც მალე მოვლენ და სახლში რომ არ დავხვდე ინერვიულებენ,ტელეფონიც არ მაქვს,რომ დამირეკონ.-დავემშვიდობე და წამოვედი.ცოტა სინდისმა შემაწუხა,რომ მოვატყუე,თუმცა ახლა უკვე გვიანი იყო. სახლში დავბრუნდი და გათენების მოლოდინში თითქმის არ მძინებია...
___________________________________________________________________

შემიფასეთ <3 იმედია მოგეწონებათ <3 ვისაც პირველი თავი არ წაგიკითხავთ,აუცილებლად გადმოდით ჩემს გვერდზე და წაიკითხეთ <3



№1  offline წევრი qetti22

ძაან საყვარლობაა და ველი გაგრძელებას ????????????????

 


№2  offline წევრი keti27

qetti22
ძაან საყვარლობაა და ველი გაგრძელებას ????????????????

მადლობა <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან კარგია, ველოდები შემდეგ თავს და საინტერესო განვითარებას... <3

 


№4  offline წევრი keti27

სტუმარი ლილე
ძალიან კარგია, ველოდები შემდეგ თავს და საინტერესო განვითარებას... <3

მადლობა, ვეცდები ხვალ ან ზეგ ავტვირთო შემდეგი თავი. <3

 


№5  offline წევრი keti27

ჰაიკო
სიტყვებს ნუ აგრძელებ, "გთხოოვ" არასწორია. სასვენი ნიშნები გაკლია და მოცულობით პატარა თავია. გაზარდე. სხვა მხრივ კარგია.

სასვენი ნიშნები შეიძლება მექანიკურად გამომრჩა სადმე, მოცულობას რაც შეეხება გავზრდი მეოთხე თავიდან აუცილებლად..

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია დზაან ასე განაგრდზე
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent