შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (1 თავი)


28-06-2018, 23:02
ავტორი qetti22
ნანახია 1 618

ძნელია ადამიანის შეყვარება და კიდევ უფრო ძნელია, მისი გადაყვარება. რთულია წახვიდე მისგან, ვინც თავს ყველაზე კარგად გაგრძნობინებს, ისე თითქოს განსაკუთრებულიხარ. თითქოს, ყველაზე გამორჩეული. მაგრამ შენც ამ უფერული სამყაროს ნაწილი ხარ და ცდილობ, რომ ეს სამყარო ფერადი საღებავებით გააფერადო. ზოგჯერ ამას ვახერხებთ, ზოგჯერ კი ვერა. ამის ძალა ყველას არ აქვს, ხშირად ბევრი ნებდება, ეგუება და მიჰყვება ამ უფერული ცხოვრების რიტმს, მაგრამ არიან მეამბოხეებიც, რომლებიც არ ნებდებიან და წვრილმაბით ცდილობენ, გაიფერადონ ცხოვრება. მეც ამ ხალხის რიცხვში შევდივარ. ვცდილობ ყველა წვრილმანით დავტკბე, და ყველაფერს პოზიტიურად შევხედო. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვიცი, რომ ასე უკეთესი იქნება და დანებებას არ ვაპირებ.
ჩემი სახელია ქეთრინი, ქეთრინ გრინი. ვარ 16 წლის. მყავს პატარა ოჯახი, დედა და მამა, რომელიც ჩემთვის ყველაფერია. ჩვენ ერთ პატარა ქალაქში, როუზვუდში ვცხოვრობთ. მიყვარს ეს ქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ აქ სულ რაღაც სამი წელია რაც გადმოსული ვარ, თავს მაინც კომფორტულად ვგრძნობ.
დილით მზის სხივების ნაცვლად, დედაჩემის ძახილი და ჩემი ლეკვის ოდრის ყეფა მაღვიძებს, რომლებიც მაუწყებენ, რომ ჩემი ადგომის, და ოდრის გასეირნების დროა. მეც მალევე ვდგები ლოგინიდან და ძლივს ველევი ჩემს პატარა ფუმფულა ბალიშს. სააბაზანოში მივლასლასებ, ხელ-პირს ვიბან და ვცდილობ, წყლის შესხმით თავი გამოვიფხიზლო, რაც ამართლებს კიდეც. ენერგიაზე მოსული, უცბად ვიცვამ ჩემს ყიველდღიურ ტანსაცმელს და დაბლა ჩავდივარ. სამზარეულოში დედა მხვდება, რომელიც ჩემთვის საუზმეს ამზადებს, სანამ მე და ოდრი დილის გასეირნებიდან დავბრუნდებით. დედას ვეხვევი და ლოყაზე ვკოცნი.
-დე, დღეს ბლინები მინდა კარგი?-ვუთხარი და ჩემი ცანცარა ლეკვი, მუხლებზე დავისვი.
-კარგი, დე. დღეს სახლში ხარ თუ სადმე მიდიხარ?
-არვიცი, არაფერი დამიგეგმავს და ალბათ სახლში ვიქნები. რა არის?
-არაფერი. დღეს დეიდაშენი მოდის და თუ სახლში ხარ ადუც (ჩემი დეიდაშვილი ალექსანდერი, რომელსაც პატარაობიდანვე ამ სახელს ვეძახი) წამოყვებოდა.
-ადუც? მართლა? - დიდი ხანია ადუ არ მინახავს და ძალიან მენატრება, რადგან ერთმანეთის ნახვას ვერ ვახერხებთ, ჩემი და მისი სკოლის გადამკიდე, ამიტომ ამ ამბავმა ძალიან გამახარა.
-ხო, მართლა.-მითხრა და ბლინების კეთებას შეუდგა.
-კაი დე, წავალ ოდრის გავასეირნებ და მალე დავბრუნდები.
მანაც თავი დამიქნია, მე კი ოდრის საყელური მოვაბი და გარეთ გავიყვანე. დღეს ძალიან კარგი ამინდია, ისეთი მე და ჩემს მეგობარს, რომ გვიყვარს. ოუ, სულ დამავიწყდა, მეამბო თქვენთვის ჩემი საუკეთესო მეგობრის შესახებ. მას ქეითი ჰქვია. ჩემზე ორი წლით დიდია მაგრამ ამის მიუხედავად, ერთმანეთს იდეალურად ვუგებთ. თითქოს ტყუპებივით ვართ, რომლებიც დაბადებისას დააშორეს. ქეითი ძალიან ლამაზი გოგოა, ლამაზი გარეგნობით, შესანიშნავი სხეულით და ლამაზი გრძელი შავი თმით. მასზე ვგიჟდები. იგი აქ გადმისვლიდან, რამდენიმე თვეში გავიცანი, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ გვერდზე სახლში ცხოვრობდა. მას შემდეგ განუყრელი მეგობრები ვართ. ძალიან გამიმართლა, რომ მისნაირი მეგობარი შემხვდა.
ათ წუთიანი სეირნობის შემდეგ, მშიერმა გადაწყვეტილება მივიღე, რომ სახლში დაბრუნების დრო იყო და სახლისკენ ავიღე გეზი. გზაზე მიმავალს ჩემი კლასელი შემხვდა ჯორჯი, რომელმაც არც კი იკადრა, რომ მომსალმებოდა. ერთი თავხედი ბიჭია, რომელმაც იცის, რომ სიმპატიურია და ამით თავს იფასებს, მაგრამ სინამდვილეში, არავიზე მეტი არ არის. პირველად სკოლაში, რომ გადმოვედი ჩემთან დაახლოებას და ვითომ ჩემი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა, მაგრამ რათქმაუნდა არ გამოუვიდა და მობეზრებულმა მალევე დამანება თავი.
სკოლაში ვცდილობ ყველა კლასელთან კარგი ურთიერთობა მქონდეს და ვერიდები კონფლიქტების, ამიტომ კლასში ყველაზე წყნარი ბავშვი ვარ. რამდენიმე მეგობარი მყავს, მაგრამ არა ქეითის ნაირი, მისნაირი არავინ არის. ბიჭებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს და ვცდილობ არავინ გავაღიზიანო. ეს კარგად მეხერხება, რადგან ძალიან ადვილი ხასიათების ვარ. ნებისმიერ ადამიანს გავუგებ და "გავუძლებ".
რიდესაც, ჩემს ქუჩაზე გადავუხვიე ვიღაც ბიჭს გადავეყარე, რომელიც ჩემსავით ძაღლს ასეირნებდა. უცხო ძაღლის დანახვაზე ჩემმა გადარეულმა, ყეფა მორთო. მის ამ საქციელზე ბიჭს გაეცინა და მოგვიახლოვდა, დაიხარა და ოდრის ფერება დაუწყო. მე კი გაოცებული ვიდექი და ვუყურებდი თუ, როგორ მალე დაამშვიდა ამ უცნობმა ბიჭმა, ჩემი "ალქაჯი".
- საყვარელი ძაღლია, რა ჰქვია? - მკითხა, მე კი, ისევ გაოგნებული ვიდექი და როდესაც გავიაზრე რა მკითხა, დაბნეულმა, ძლივს ამოვღერღე.
- მადლობა, ოდრი ქვია. თქვენს ძაღლს? - ახლაღა შევამჩნიე, თუ როგორი სიმპატიური იყო. ალბათ ჩემი ასაკის იქნებოდა. კარგი ნავარჯიშები სხეულით, ლამაზი სახის ნაკვთებით და მწვანე თვალებით.
- სემი. სასიამოვნოა, შენი გაცნობა.- მითხრა და მისი მწვანე თვალები შემომანათა. დაბნეულმა, მხოლოდ გავუღიმე და სახლისაკენ განვაგრძე გზა.
სახლში მისულს, სამზარეულოში უგემრიელესი ბლინები დამხვდა, დედაჩემი კი სახლის დალაგებაში იყო გართული. დღეს დასვენების დღეა, ამიტომ ცდილობს, მაქსიმალურად დაალაგოს სახლი, რადგან კვირის დამღლელი სამუშაოს შემდეგ, ამას მხოლოდ დასვენების დღეებში ახერხებს. დედაჩემი და მამაჩემი ძალიან ბევრს მუშაობენ და ყველანაირად ცდილობენ, რომ ყველაფერი ამისრულონ. ამას ვაფასებ, ამიტომ ვცდილობ ბევრი არაფერი მოვითხოვო. მთელი ჭამის განმავლობაში, იმ ბიჭზე ვფიქრობდი. ვერაფრით ამოვიგდე გონებიდან. სისულელეა, ერთი დღის გაცნობილ ბიჭზე ამდენი იფიქრო, როცა მისი სახელიც კი არ იცი, და არც ის იცი, ოდესმე კიდევ თუ შეხვდები. ამიტომ ფიქრების გასაფანტად ავედი ჩემს ოთახში და გადავწყვიტე ქეითისთვის მიმეწერა.



№1  offline წევრი keti27

ძალიან საინტერესოა, გააგრძელე <3

 


№2  offline წევრი qetti22

keti27
ძალიან საინტერესოა, გააგრძელე <3

მადლობა ????

 


№3  offline წევრი khatia khatia

საინტერესოოოა <3 გააგრძელე ;)
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№4  offline წევრი nato nato

მაგარი მოტხრობა

 


№5  offline წევრი qetti22

nato nato
მაგარი მოტხრობა

მადლობა დიდი❤️

khatia khatia
საინტერესოოოა <3 გააგრძელე ;)

აუცილებლად გაგრძელდება ❤️

 


№6 სტუმარი რამაზი

ძალიან მაგარი იყო სუპერ????????????????????

 


№7  offline წევრი niniko nin

მაგარია ძააან მაგარი relaxed relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent