შიში პატივისცემა და სიყვარუილი {12}
12. მარის იმდენად მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ბავშვის მოშორება, რომ ანასტასიას შეეშინდა ჩუმად არ გაიკეთოს, რადგან მე ვუშლიო, თან იმდენად დიდი იყო ნაყოფი, რომ ამის უფლებას არავინ მისცემდა.. გამოსავლის ძიებაში მხოლოდ ნიკოლოზ დადიანი თუ დაეხმარებოდა ტასოს, რადგან თორნიკე ისევ წასული იყო და ჯერ კიდევ არ იცოდა როდის დაბრუნდებოდა, ამიტომ დაჩაზე მყოფი დადიანი, რომელიც ხშირად აკითხავდა ხოლმე გოგოებს ანასტასიამ მოიკითხა: -ტასიკო როგორ ხარ? -შენ როგორ ხარ და სად დამეკარგე? -ხვალ ჩამოვალ, დღეს თავი ვერ ავწიე და ფოკუსი ვერ გავასწორე იმდენი დავლიე.. -საქმე მაქვს და ხვალ აუცილებლად გელოდები. -რა მოხდა? საწოლზე წამოჯდა თავზე ხელ მიდებული ნიკა. -აქ რომ მოხვალ გეტყვი. -ახლა მითხარი! გამოვდივარ უკვე.. -კარგი გეტყვი, ოღონდ ახლა ნუ წამოხვალ გვიანია. -თქვი ტასიკო! გამისკდა თავიც და გულიც. -მარის ეხება. -რა სჭირს მარის? -მარი ორსულად არის და... -............ საწოლიდან გადავარდა ნიკოლოზი, დგებოდა როცა ეს უთხრა და წონასწორობა დაკარგა. -ფუ ამის*... -რა გჭირს ნიკა? -არაფერი დავეცი. -როგორ ხარ დაარტყი რამე? -კი ტრ*.. ბოდიში -ახლა არ წამოხვიდე, მინდა ესეც დაფიქრდეს და მერე დაელაპარაკო. შენ რომ დაგინახავს გული მტად მიეცემა და არ გადაიფიქრებს, ჯერ მინდა გაიაზროს, რომ დედა გახდება და მერე დაელაპარაკე. -ანუ არ წამოვიდე? -დღეს არა, ხვალ და თინა დეიდაც წამოიყვანე რააა. -რატომ ტასიკო გაზარმაცდი? -არა მომენატრა. -რა ჩაიფიქრე გოგნი? -არაფერი უბრალოდ მინდა მარის რაღაცეები მოვუმზადო და მინდა მომეხმაროს. -მარის სიურპრიზი?... გაგიჟდება... -ვიცი და გელოდებით. -სუპერ გოგო ხარ, მაგრამ მაინც ტასიკო! -ეგ ტასიკო მოგცხებს ვატყობ. -ეე ნახე როგორ ''მიძაბავს'' უჟმურ.. სიცილით გაუთიშა ტელეფონი და ნატაშკას გახედა აივანზე მიმოდიოდა, მიხვდა რომ განიცდიდა მის საქციელს და მარის გულის წასვლას თავის თავს აბრალებდა... -გინდა ვისაუბროთ? -მე არ მინდოდა მისი წყენინება... ცრემლიანი თვალები მიანათა აბაშიძეს. -ვიცი. -მე არ ვიცი ასე რატომ ვუთხარი, უფროსწორად დავიღალე და ყველაფერზე ნერვები მეშლება. -რაზე გეშლება? -არ მინდა სკოლაში სიარული. წარბები შეკრა ანასტასიამ და ისე ჰკითხა: -სკოლაში გაბრაზებენ? -... -რას აკეთებენ? -კარგს არაფერს. -შეგიძლია მომიყვე და მოვაგვაროთ. -არა. არავინ არ უნდა ჩაერიოს მე არ ვარ ჭორიკანა! არა! ისე გაიქცა, რომ ანას საუბრის უფლება არ მისცა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, რომ სკოლაში უნდა გაერკვია პრობლემა. სკოლა კი იმდენად ცნობილი და ძვირადღირებული იყო, ასე მარტივად არავინ არაფერს ეტყოდა, თან ხვდებოდა რომ ეს უფრო კალსის პრობლემას ჰგვდა, ვიდრე უფრო მაშტაბურს. რადგან აბაშიძეს ბავშვშვზე უფლება არ ჰქონდა, როგორც მეურვის ან ოჯახისწევრს ხვლდებოდა, რომ არ ჩარევდნენ, არც ის სურდა ყველას გაეგო ეს ამბავი და ფიქრობდა გამოსავალს, გამოსავალი კი ნიცასტან კონსულტაცია იყო. ის ყოველთვის გიჟური, მაგრამ მოხერხებული მეთოდებით ახერხებდა ინფორმაციის მოპოვენას და მოგვარებას.. -ნიცა, სად ხარ რატომ დამეკარგე? -აუუ ან ძალიან დავიღალე და იცოდე, რომ ჩავაბარებ გამოცდებს ბარს მიხურავთ შენ და შენი ქმარი. ისე უნდა დავთვრე სახელი დაგვარი ვერ ვთქვა სრულად. -ეგ არის შენი სურვილი და ოცნება სასმელში ამოიხრჩო? -ვისიამოვნო გოგო. -ერთი მე ვისიამოვნე მაგ შენი სანაქებო სასმელით და ახლა შენი ჯერია. -გოგო მომისმინე! ეგ 20 წლის მანძილზე სუნიც, რომ არ გიგრძვნია იმის ბრალია, თორემ ჩემი კუჭი მიჩვეულია. -რატომ ხარ ასეთი გაფუჭებული? -მე და გაფუჭებული? მეწყინა... სვაამ გოგო წამალს მე რომ მოგიტანე? -არა. -რატომ პატარაზე ფიქრობ? იცოდე ბიჭი მინდა! -ხვალვე იქნება! -რა მართლა? ანა?... -არა გოგო ნუ სულელობ. ნიცა, შენი რჩევა მინდა. -აბა გისმენ. -მემგონია, რომ ნატაშკას პრობლემები აქვს სკოლაში და როგორ გავიგო? -მიდი და დაელაპარაკე დირექტორს. წესების დამცველი შენ, რომ ხარ ისეთი უნდა. -არა. ამ დონემდე არ იქნება ეგ საკითხი, თან მე არაფერს მეტყვიან, უფლება არაქვს. -მშობელი ან მეურვე?. ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა. -დიახ ჩემო ნიცა. -შენ რომ იარო სკოლაში არ გინდა? -...... -ანა სად ხარ? -დამცინი? -არა რატომ, თომა წაიყვანე და როგორც ბიძა გააცანი, შენ კი ქუდით მიდი, ვითომ თმა გცვივა ან დეპრესია გაქვს... -აუუ დადგი ხომ ფილმი უკვე. -აი წარმოიდგინე როგორც კლასელი რამდენ რამეს გაიგებ, თან ნატაშკას ნდობას მოიპოვებ ბავშვებს უყვართ ასეთი თავგადასავლები. -ყველას არა. -ნუ ერთი გამონაკლისი უკვე დაიბადე და გაიზარდე, ვფიქრობ საკმარისია. -კარგი ნიცა მოვიფიქრებ. -იცოდე თუ გიყვარვარ თომა წაიყვანე, შენ უარს არ გეტყვის. -რატომ? -იმიტომ რომ ბებერია. ტან იცინოდა ნიცა იმის წარმოდგენაზე თუ როგორ ატყუებდა დირექტორს ამხელა კაცი.. მარის ორსულობის და მისი მოშორების სურვილი, რომ გაიგო ნიკამ მოსვენება დაკარგა, დილიდანვე მივიდნენ ის და თინა თორნიკესთან სახლში, სადაც ანასტასია და განადგურებული გოგონა ისხდნენ, რომელსაც თვალზე ცრემლი არ აშრებოდა. ანა ამშვიდებდა და ფიქრობდა თავის თავზეც თუ რის გადატანა მოუწევდა, რომ არა თორნიკე. ლევან ჩიჩუა და დაჩი ნადირძე ესმოდა მუდამ, მარტივი არ იყო მარის ყურება როცა იზარებდა, რომ მასაც იგივე სიტუაცია ჰქონოდა. -მარი როგორ ხარ? რატომ ტირი გოგო? გოგონას მოეფერა და გულში ჩაიკრა, გიჟივით შემოსულმა დადიანმა. -ნიკა თავს რატომ არ ვიკლავ ამას უნდა მეკითხებოდე. -ამ ბავშთან, ასეთი პანიკა, არ შეიძლება ტო.. თორნიკე დაგვბრიდავს იცოდე! ბავშვად აბაშიძე მოიხსენია, რომელიც იღიმოდა როცა ნიკას უყურებდა და უსმენდა. ნიკამ მუცელს დახედა: -ბავშვი გეყოლება გოგო? ამაზე კარგი რა არის გოგო რა გატირებს? -აბა ვიცინო? -ახალი სიცოცხლე, ახალი აზრი და მიზანი, ცხოვრების ახალი ეტაპი... რამდენს მალაპარაკებ. შენ ხომ გიყვარს ბავშვები? -როგორ ახერხებ ყველაფრის შეცვლას? -კარგი რა მარი, ისედაც ცოტა ხნით ვცხოვრობთ და პოზიტივით შეირგე რა, ყვრლაფერი. -ვეცდები.. -ბავშვებო მზად არის სადილი. ამ ხნის მანძილზე ჩუმად მყოფი ანასტასია ჩაერია საუბარში. ისინიც უხმოდ გაყვნენ. საუზმის დროს, უცებ ნიკა წამოდგა და გვერდით მიუჯდა თვალებ დაწითლებულ გოგონას. -მარი, არ გინდა ეგ ბავშვი დადიანი დაიბადოს? მარის ხველა აუტყდა და სული, რომ მოითქვა აყვირდა: -ვიცოდი, რომ არ ხარ ნორმალური, მაგრამ ახლა გაგიჟდი კიდეც? -რატომ? ხელი მოვაწეროთ და ბავშვს მამა ეყოლება. -ანა, სიცხე გაუზიმე ამას, რა.. -მარი, დაფიქრდი აბა ყოველგვარი კითხვების გარეშე გააჩენ ბავშვს, თუ უხერხული და უაზრო ჭორებით?.. -ადამიანო შენი ძმა კეთილია და შემიფარა იმიტომ, რომ მიცავს და მსხვერპლი ვარ, მაგრამ, რომ გაიგებს მისი ოჯახის მტრის შვილს გვარი უნდა მისცე შენც ჩემს სტატუსს გაიყოფ. ანას სურვილი გაუჩნდა მარისთვის საპირისპირო აზრი ეთქვა, მაგრამ არ იცნობდა მამაკაცს და რა უნდა ეთქვა?.. თუმცა მაინც ვერ გაჩუმდა, გულის თქმას მიენდო, რასაც იმ წუთას ფიქრობდა ის თქვა.. -მარი, თორნიკე არასოდეს გკრავს ხელს. ეს არ იფიქრო. სანამ მისი მხარდაჭერა დაგჭირდება ნებისმიერ სიტუაციაში გვერდით დაგიდგება. -ხედავ რა რძალი მყავს? იცნობს და იცის თავის ქმარი რასაც გააკეთებს. შენ კი არ იცნობ და იმიტომ ფიქრობ ასე. ბოლოს და ბოლოს მისი გაზრდილი ვარ და ვიცი რასაც ვამბობ. იქვე მდგომი თორნიკე ისმენდა მათ საუბარს და ანასგან ნათქვამი ყოველი სიტყვა სხეულს უთბობდა. სურვილი კლავდა რომ ამდენი ხნის უნახავი გოგონა მთელი ძალით ჩაეკრა გულში, მაგრამ ამას ვერ გააკეთებდა, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ შეაწუხებდა, ამიტომ სენტიმენტალობის დრო არ იყო. თან ანა ინიციატივას არასოდეს იჩენდა. -მომავალო სიძე ხვალ დედა და მამა ჩამოდიან სოფლიდან.. ფიქრებიდან მარის ხმამ გამოიყვანა. -ანუ თანახმა ხარ? -კი. მაგრამ რომანტიკის აზრზე არ ხარ რა.. -რომანტიკაა ეს, აბა ასე ცოლობა, ვის უთხოვია გოგოსთვის?. შენები რომ მოვლენ ვუთხრათ, რომ ვერ მოვითმინეთ და ცოტა ვიმაიმუნეთ. ისიც ვუთხრათ, რომ შენმა ბედოვლათმა ძმამ უკვე მცემა და იქნებ მამაშენს გადავურჩე ჯერ ახალგაზრდა ვარ, თან ბავშვს ჯანმრთელი ვჭირდები.. -ვაიმე ნიკა რატომ ხარ ასეთი? -არ ვარ მე კარგი და ნუტირი. მოეხვია ატირებილ მეგობარს. -მოგესალმებით! ყველამ უკან მიიხედა და კარის ჩარჩოში მდგომი თორნიკე დაინახეს, ანას გული ისე აუჩქარდა ეგონა წაიქცეოდა.. სიხარულმა ყველაფერი გადაფარა და მანძილიც მალევე შეამცირა თორნიკეს ხელები მოხვია კისერზე და მთელი ძალით მიეხუტა მონატრებულს.. თორნიკემ გაიღიმა საკუთარი ფიქრები გაახსენდა და კმაყოფილმა მოხვია დიდი მკლავები გოგონას. მონატრებული სურნელით ტკბობა დიდი ხანი გაგრძელდა.. იმდენი რამდენიც ნიკას და მარის იქიდან გაპარვას დასჭირდა. -იცოდე მე ვასეირნებ და შენი დებილი ძმა არ მიეკაროს, რომ ჩამოვა.. მიიპარებოდნენ და ეჩურჩულებოდა მომღიმარ გოგოს. -თქვენ ცუდ სიტყვებს ასწავლით და არა! -აბა კაცი როგორ გინდა გაიზარდოს? -ნერვებს მიშლი და გაჩუმდი! -კარგი ვჩუმდები, მაგრამ ამის ხათრით. გარეთ გასულს მუცელზე ხელი დაადო და შემდეგ აკოცა.. დადიანის სხეულს მიკრული ანასტასია ოდნავ მოშორდა და თვალებში დაუწყო ყურება მამაკას. -რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი? -გეგმები შეიცვალა. -ეს ვინ მოსულა, შვილო რატომ არ ვიცოდი.. -ახლა ხომ იცი თინა. -მერე ახლა რა მოგიმზადო რას მოვასწრებ. -უნდა გავიდე და რომ მოვალ რამე დამახვედრე. -კარგი შვილო, კარგი. -სად მიდიხარ? უკან გაჰყვა ანასტასია, კიბეზე მიმავალს. -დაჩაზე და ჩამოვალ დღესვე, იოანეს გადავაფრენ გერმანიაში და უნდა ვუთხრა ყველას. -კარგი. სანამ თორნიკემ და ნიკამ ოჯახში მოილაპარაკეს, იოანეს წაყვანის საკითხი, გოგონები მთელი მონდომებით ცდილობდნენ გემრიელი კერძების გაკეთებას, მითუმეტეს მეორე დღეს მარის მშობლებს ელოდნენ სოფლიდან. კარის ხმაზე ანა გავიდა და დადიანებს ბიჭებთან ერთად მიესალმა: -რა კარგია რომ მოხვედით, გემრიელობები მოვამზადეთ. -ოჰოოო, რა სუნებია ტასიკოოო. -მიდი და ნახე. ქურთუკი საკიდზე დაკიდა, რომელიც ნიკამ მისცა ხელში და ისიც დაეწია ბიჭებს სასადილო ოთახში, თან თეფშებს ალაგებდა, თორნიკემ მაგიდა, რომ გადახედა სალატებზე გაეცინა: -ქალბატონი „ოლივე“ და ბატონი „ცეზარი“ თუ სუფრაზე დევს კარგია. ანასტასიას ხმამაღლა გაიცინა, იმედანდ მოულოდნელი იყო მისთვის თორნიკეს კომენტარი, რომ ყველა მის ლამაზ სიცილს უყურებდა, წინ დაუდაგა მარჯვენა ხელის დოინჯით და ისე უთხრა სიცილი არ შეუწყვეტია: -ცხელი კერძებიც არის ნუ ღელავ. -ესეიგი გადავრჩით. -დასხედით და მოვიტან. ყველანი უხმოდ მიირთმევდა და როგორც კი ნიკოლოზ დადიანმა სული მოითქვა ალაპარაკდა, ისე რომ ბოლოს ყველანი გაჩუმებას სთხოვდა.. ანასტასიას გამოცდებს, რომ მორჩა თინა დაჩაზე მეტ დროს ატარებდა,რადგან ანას მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა და სახლის საქმეებს მარტივად აგვარებდა. დაცვის ბიჭებს ხშირად ანებივრებდა, მისი შემოქმედებით და ცდილობდა მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მათთან, რადგან თვლიდა რომ ყველაზე მეტად ის ადამიანები უნდა ფასდებოდეს ვინც სხვის სიცოცხლეს იცავს საკუთარის ხარჯზე.. ამ პატივისცემას ბიჭები აფასებსნენ და მუდამ ანასტასიას ქებაში იყვნენ, ასეთი კეთილი და ჭკვიანი, რომ არის თორნიკეს ცოლი გაგვიმართლაო. სახლში ვახშამის შემდეგ ანასტასია, სამზარეულოს ალაგებდა, თორნიკე კი კაბინეტში მუშაობდა და ნატალიამ ვიდეო გამოუგზავნა კესოსი, რომელიც ხმამაღლა ყვება ლექსს, ანას ნასწავლს... აბაშიძეს ღია კარში ხმა მოესმა და უცებ ეგონა მონატრებული ქალბატონი სახლში ჰყავდა და ხმას მიჰყვა, რომ გაეგო სად ყვებიდა ლექსს.. კაბინეტში ისეთი სახით შევიდა, თითქოს კესოს ეძებდა: -სად არის ცქნაფა?... თორნიკემ ოთახში შესულს შეხედა. თავი იმართლა ანამ -მეგონა ჩამოვდნენ.. -მოდი ვუყუროთ, ნატამ ვიდეო გამოგზავნა. ორივემ კომპიუტერის მონიტორს გაუსწორა მზერა. ვიდეოს დასასრულს, ანამ ამოილაპარაკა: -მომენატრა. -გინდა წავიდეთ? თვალები გაუფართოვდა სიხარულით, იმდენად მკაცრად სთხოვდა, ლექციებზე სიარულს თორნიკე, რომ ეგონა ამას სხვა სთავაზობდა. -მინდა. -კარგი მოემზადე, თბილად ჩაიცვი ცივი და წავიდეთ! -ახლავე მოვალ. გახარებული ბავშვივით გავარდა ოთახიდან და მეორე სართულიც მალევე მოიარა. მისაღებსი ზურგჩანთით იდგა რამდენიმე წუთში. -მზად ვარ თორნიკე. -ეხლავე მოვრჩები. -კარგი. გვერდით დაუჯდა და კომპიუტერს მანაც შეხედა. სადაც ხელშეკრულების პუნქტები იყო. ბოლო ორი პუნქტი წაიკითხა იმიტომ, რომ ჩვევაში ჰქონდა უკვე და არ მოეწონა სადაც მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერესი იყო გამოკვეთილი. დადიანი ჯერ კიდევ კითხულობდა და თან ნიშნავდა შენიშვნებს. ანამ მას რომ შეხედა. -ბოლო პუნქტები არასწორია! -რატომ? დადიანმაც შეხედა გოგონას, რომელიც ჯერ კიდევ კითხულობდა უკვე ზემოთ დაწერილს და რაც თორნიკეს ჰქონდა მონიშნული იმაზე მეტი შენიშვნა დაუგროვდა. -ამას საერთოდ წავშლიდი! -დამისაბუთე! -ახლავე, ერთი წუთიც... რამდენიმე ფურცელიც გადაიკითხა და კიდევ მიამატა შენიშვნები. -ამ ხელშეკრულებაში, მხოლოდ ერთი კომპანიის ინტერისა გათვალისწინებული, ან თანაბარი უნდა იყოს, ან კიდევ ყოველი მეორე პუნქტი იყოს, ერთმანეთისთვის სასარგებლო, რომ დაშლის შემთხვევაში პირველი პუნქტით, თუ ის ისარგებლებს მეორე პუნქტით შენი კომპანია უნდა იყოს მოსარგებლა და ეს შეთანხმებას ამყარებს. გაეღიმა თორნიკეს, ტასოს შეფასებაზე და კომპიუტერს შეხედა. -ეს ხელშეკრულება წაიკითხე და შენ მოამზადე, მერე გადავხედავ და გავუგზავნი პასუხს. -აღარ წავალთ? გული დასწყდა, რომ ეგონა კესოს ვერარ ნახავდა. -რომ ჩამოვალთ მერე. -იმ დღესვე მოვამზადებ. სიხარულით ადგა გოგონა და დაელოდა დადიანს. -წამოდი. ჩანთა ხელში აიღო დადიანმა და გასასვლელისკენ წავიდა. აბაშიძეც ბედნიერი ბავშვის სახით გაჰყვა. დაჩაზე მისულებს ყველანი კარგად დახვდათ, კესომ განდაკუთრებით გაიხარა ანას და ძიკო ნახვით. ბევრი მხიარულების შემდეგ ანამ აბაზანაში წყალი გადაივლო და ჯერ კიდევ ქაფიანს შუქი და გამათბობელი გეთიშა... ცივი წყლით დაასრულა დაბანა და ხელების ცეცებით, ძლივს გამოვიდა ოთახში. სიცივე წყალამ გაუმყარა სხეულში და სახლიც მალევე გაცივდა. რადგან ბიჭები მიდი მოდიოდნენ და ცდილობდნენ მიზეზის გარკვევას, თან უსაფრთხოების ზომების დაცვა, სხვა ფორმით უნდა მოეხერხებინათ, ამიტომ დაბანილი ანასტასიას მეტად შესცივდა, ბუხრის ოთახში კი პატარები და მაკა მოათავსეს ნატალიაც იქვე მაკას ეხმარებოდა ჯერ კიდევ სჭირდებოდა.. ოთახში ასული ანა, საწოლში გათბობას უშედეგოდ ცდილობდა, არც ძილი მიკარებია, სხეული ისე უკანკალებდა, კბილები ერთმანეთის ედებოდნენ.. დადიანი როგორც კი დარწმუნდა, რომ იმ ღამით არაფერი გაკეთდებოდა, თუმცა უსაფრთხოდ იყვნენ დასაწოლად ავიდა ოთახში. ძალით დაძინების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, მობუზული ჩიტივით იყო საწოლში გოგონა, თორნიკემ რომ კარი შეაღო. მოწესრიგდა და დივანზე წოლას აპირებდა ანასტასიას, რომ გახედა და მისი შეცივნული სახე დაუდგა თვალწინ, როცა ბუხარტან იჯდა. შეეცოდა და საწოლთან მივიდა გვერდით დაწოლას აპირებდა ისე ჰკითხა: -ტასო, მხოლოდ გაგათბობ კარგი? ტასომ კანკალით თავი დაუქნია, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ვერ დაინახავდა და ხმაც კანკალით ამოიღო: -კარგი, დაწექი. უკვე გვერდით მყოფმა, მარცხენა ხელი გოგონა თავის ქვეშ მოათავსა მარჯვენა კი მუცელზე მოხვია, ფეხებ შორის გოგონას ორივე ფეხი მოათავსა და ტერფებს შორის მოიქცია, გოგონას თხელი გაყინული ტერფები. ღიმილით დახედა ანას, რადგან მალევე მოუდუნდა სხეული, რამდენიმე წუთში კბილების კანკალიც გაიჩერა, ისე სიამოვნებდა სითბო, რომელიც დადიანისგან მიიღო, რომ მეტად ეკვროდა, ღიმილით უყურებდა რამდენიმე წუთი მასზე მიხუტებულ სხეულს და მანაც ძილის უფლება მისცა თავის... დილით ტელეფონზე დაურეკეს და ოთახი დატივა დადიანმა, ანას ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა, როცა დადიანის დავალებით, ბიჭებმა ამდენ ხნიანი ძებნის შემდეგ იპოვნეს ხატია, რომელმაც მიმტანის ფუნქცია შეასრულა ქორწილის ღამეს. -გისმენ ერეკლე. -ვიდეოს გიგზავნი და თუ მეტყვი ჩამოვიყვან მოსკოვიდან. -გელოდები. ტელეფონში მიღებული ვიდეო იმაზე რთული საყურებელი აღმოჩნდა მისთვის, რომ ბოლოს კედელს ესროლა და ნამსხვრევებად იქცა, მეორე სართული დერეფანში ჯერ ხმაურმა და შემდეგ თორნიკეს ყვირილმა ყველა შეაშინა: -ნატა! ნატა! სად ხარ! კიბეებზე მთელი სისწრაფით დაეშვა დადიანი, ანასტასია ისე შეშინდა ეგონა ცუდად იყო ვინმე და პიჟამოებით ჩასვლა არ მორიდებია, მაგრამ კაბინეტის ოთახთან გაჩერდა, რადგან თორნიკე ისე ყვიროდა სეეშინდა კიდეც: -რა გააკეთე ნატა! ეს რატომ გააკეთე? -რა შვილო ვერ ვხვდები.. ნატალიას შიშისგან, ფერი საერთოდ დაეკარგა, თუმცა ხვდებოდა მისი შვილიმ რაზე იქნებოდა ასე ძალიან გაბრაზებული და ნატრობდა, რომ იმ წუთას მომკვდარიყო, მოახლოებული სიკვდილის შიში, ახლა უკვე ნატვრად ექცა, რადგან არ სურდა მისი ვაჟის თვალში, სულმდაბალი ქალი გამოჩენილიყო.. -ნატა ეს არ უნდა გეფიქრა, შენ გააკეთე კიდეც! -მაპატიე... -რა ნატა, რა გაპატიო, ის რომ გოგოს ცხოვრება დავუნგირე, თავმოყვარეობა შევულახე, თუ ის რომ მე ისეთივე არაკაცივარ, როგორებსაც ვებრძვი? როგორებისგანაც ვიცავ ოჯახს და თურმე გარეთ კი არა მტერი სახლში მყავს, საკუთარი დედა! -ძალიან ვნანობ, თქვენი საუბარი გავიგე და ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მერე ვინანე, არ უნდა ჩამეყარა ანასთვის წამალი.. ანამ პირზე ხელი აიფარა, უცებ გაიაზრა, თუ რატომ არ ახსოვდა ქორწილის ღამე.. -პატიება კი ანასტასიას სთხოვე! -თორნიკე შვილო.. -არ გაბედო და ჩვენ ცხოვრებაში არ ჩაერიო! გარეთ ისე გამოვიდა ოთახიდან რომ თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, ანას შეხედა უემოციო და გაყინული მზერით, ყველანი იქ იდგნენ გაოგნებულები და კარის გაჯახუნებაზე შეხტნენ, ნატალიამ ანას მხარზე აკანკალებული ხელი დაადო და შეევედრა: -მაპატიე გთხოვ.. იმ წუთას ნატალია ძალიან შეეცოდა ანას, ხელები მოხვია და მისღებში სავარძელზე დასვა, მაგრამ გული მაინც თორნიკეს გაჰყვა, უნდოდა რომ გაჰყოლოდა, თვალებს ისე აცეცებდა თითქოს ვიღაცის მხარდაჭერას ეძებდა, ეკატერინე მიუხვდა გოგონას და ღიმილით უთხრა: -გაჰყევი. მისმა სიტყვებმა და თვალებმა გამბედაობა სემატეს და სწრაფად გავიდა გარეთ, ჭიშკარს ხელით აღებდნენ რადგან შუქი არ იყო და ამიტომ მოასწრო გოგონამ. მანქანაში ჯდებოდა და ბიჭებიც მზადყოფნაში იყვნენ, რომ დაიყვირა: -არავინ გამომყვეს! საჭესთან მოთავსდა და საბას გაოცებული თვალები ანას უმზერდნენ, ანამ თავი დაუკრა: -მე გავყვები! ისე ჩაჯდა გოგონა, თორნიკეს მზერას თვალი არ გაუსწორა, ეშინოდა კიდეც და განიცდიდა, გაგონილი მისთვისაც რთული გასაგები იყო.. თორნიკეს კი არაფერი უთქვამს, რადგან სული ეხუთებოდა და იქედან წასვლა უნდოდა, თითქოს ნატალიას გაურბოდა, მაგრამ სად წავიდოდა, ისევ ნატალია დადიანის შვილი იქნებოდა და ისევ შერცხვებოდა გოგოსი, რომელიც გვერდით ეჯდა, რომელიც ისე უყვარდა, რომ მხოლოდ მისთვის შეეძლო დაეთმო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი.. უცებ ცივი და ნაზი კანი იგრძნო მარჯვენა ხელზე, რომელიც სიჩქარის კოლოფზე ედო, შეცბა და ხელის მტევანს თვალი გააყოლა, ანასტასიას თვალების დანახვამ მიახვედრა, რომ ძალიან სწრაფად მიდიოდა და საკმაოდ დიდი მანძილი ჰქონდათ გავლილი. -მეშინია, ცუდი გზაა. -ბოდიში. მანქანა გზის ნაპირზე გადააყენა და თავი სავარძელს მიადო. რამდენიმე წუთი უმზერდა გოგონა, თვალებ დახუჭულ დადიანს და ფიქრობდა, უფრო სწორად ნანობდა, რომ მასზე ამდენი ცუდი, რამ იფიქრა, ბოდიშის მოხდა სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ სხვა თემით უფრო შეძლებდა მისი ხასიათის შეცვლას.. -გინდა მე ვატარო? თორნიკეს ფიქრები საყვარელმა ხმამ გაუფანტა, რომელიც იმაზე მხიარული ეჩვენა, ვიდრე გაგონილის შემდეგ უნდა იყოს. -შეძლებ? -გზა შენ მასწავლე და კი. მანქაიდან გადავიდა გოგონა და თორნიკემ თვალი გააყოლა, რომ მიუახლოვდა, პიჟამაზე გაეცინა, თახვები ისე იყო ტანზე მიხატული, რომ ღიმილით უყურებდა მანქანიდან.. ანამ ტანზე დაიხედა და ხელები გადაიჯვარედინა, დამალვას ცდილობდა რაც ეცვა იმის. მანქნაიდან გადასვლისას სიცილით უთხრა: -დავინახე უკვე. -ვიცი. სახეზე გაწითლდა და ისე დაჯდა საჭესთან. მთელი გზა დინჯად და მთელი ყურადღებით უსმენდა ანა თორნიკეს მითითებებს, ისე მივდნენ სახლში, ახალი ამბავი არ განუხილავთ, ანამ თბილი შხაპით გაითბო სხეული, შემდეგ ხელშეკრულებას მთელი დღე მოანდომა და საღამოს თომასთან ერთად დაბრუნებული ნასვამი დადიანი, საწოლში დააწვინა. -ტასო, მაპატიე.. ბუტბუტებდა თავისთვის, იმდენი დალია რაც არასოდეს მის სიცოცხლეში და ერთმანეთში აურია კიდეც, რომ მეტად მოკიდებოდა, განიცდიდა იას რაც უკვეწარსული იყო, თუმცა მალევე იოანეს გადაყვანის საბუთებზე მოუწია სირბილი და იმდენად ჩაერთო საქმეში, რომ დროს საერთოდ ვერ ნახულობდა ანასთან შეხვედრის.. ანა კი მარის ამბებით იყო დატვირთული მშობლებთან ყველაფერი მოგვარდა და როგორც გაირკვა ყველაფერი იცოდნენ, მარის ძმას დაურეკავს და უთქვამს.. ამიტომ ისინიც ცდილობდნენ გვერდში დადგომოდნენ მათ შვილს, იოანეს მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ხელს მოაწერდნენ მარი და ნიკა, ნატალია აღარ ერეოდა არაფერში, პირიქით თორნიკემ მოსთხოვა სახლში აღარ მოხვიდეო და ანასტასია კომპანიაში მეჭრა.. -როგორ ბედავ დედასშენთან ასეთ მოქცევას? -რა გინდა ტასო? -ის რომ ნატალია დადიანი არ იმსახურებს შენგან იმ დამოკიდებულებას როგორიც ახლა გაქვს! -მადლობები უნდა ვუხადო, რომ არაკასი ვარ შენს თვალში? ანასტასიას გაეცინა მაგიდასთან მივიდა თავისკენ შეაბრუნა სავარძელი ოდნავ და შაი სიბრაზით გამუქებული მწვანე თვალებით უყურებდა ისე უთხრა: -ის რაც მოხდა, ჯერ ერთი ჩემი და ნატალიას მოსაგვარებელია და შენ არ უნდა ჩაერიო, მეორეც წარსულია და ნუ იქექები! -ტასო დედაჩემთან ურთიერთობას მე მოვაგვარებ, შენ კი დედამთილთან მოაგვარე! -არ გაბედო, რომ საზოგადოების სალაპარაკო გახდეს ეს ამბავი და იმედია ხვდები რასაც ვგულისხმობ! თორემ სად უნდა ჩავერო ვიცი! კარი გაიჯახუნა და ერეკლესთან ერთად დატოვა კომპანია, სადაც ყველანი იმის გარკვევას ცდილობდა რაზე იკამათეს ცოლ-ქმარმა. თეკლას საქართველოში დაბრუნებაც კი დასახელდა მიზეზად, რომელიც უშედეგოდ ცდილობდა თორნიკე დადიანთან შეხვედრას, მას შემდეგ რაც დაქორწინდა.. მაგრამ მალევე მიწყდა ამაზე მითქმა მოთქმა, რადგან ქუჩაში ჩახუტებული წყვილი გამოიჭირეს რამდენჯერმე, ერთ-ერთი შემთხვევა კი ანას სიმთვრალის გამო მოხდა.. გერმანიიდან დაბრუნებული თორნიკე ანასტასიას დაბადების დღის აღნიშვნა მათივე რესორანში გადაწყვიტა, მაკა და ნატალია გერმანიაში იყვნენ, ეკატერინე კი იშვიათად გამოდიოდა გარეთ რაც ალქსანდრე დაიღუპა, ამიტომ ნიკა, და-ძმა აბაშიძეები და ბიჭები იქნებოდნენ, მაგრამ არ იცოდა ანამ.. ნიკამ ანასტასია დაიყოლია თონიკეს ნაჩუქარი მანქანის Porsche Cayman-ის მართვა ეცადა, უფრო სწორად აიძულა გაყოლოდა, თამაშში წაგებული ერთი სურვილი გამოიყენა ბიჭმა და საჭესთანაც დასვა.. აღფროვანებული იყო მისი სიდინჯით, მანევრირებასაც კარგად ახერხებდა: -იცოდი ტარება ხომ? -არა, რამდენჯერმე ვიჯექი საჭესთან ისიც ნიკას მეგობრის მანქანა იყო, ძალიან დათვრნენ.. -ახლა ძალიან მშია და სადმე დავჯდეთ თან ავღნიშნოთ შენი „პიპა“.. -არ არის ჩემი! -აუ ახლა ატრ... ისა... იცი რა უბრალოდ წავიდეთ კაფეში. თავი მოიქექა შერცხვა ანასი და გოგოს გაეღიმა დაბნეულ ნიკას სახეზე. -უბრალოდ წავიდეთ. -ანასტასია არ ხარ სწორი ასე რომ „ბაზრობ“! ისეთი თვალებით შეხედა გოგონამ, რომ ხელები მაღლა ასწია: -კარგი ჩუმად ვარ.. -ძალიან კარგი. -იცი მე რომელი მანქანა მინდა? -რომელი? -Brabus AMG GT S. -მერე? -არ მყიდულობს... შენი ქმარი! -შენთვითონ იყიდე, შენი შემოსავალ-გასავლის 20-30 % რომ დაზოგო რამდენიმე თვეში იყიდი. -შენ რა იცი მე რამდენს ვხარჯავ? -არ ვიცი, მაგრამ გამოვთვლი გინდა? -არა იყოს!... წუწურაქი! ჩაიალაპარაკა ნიკამ, ანამ თავი გააქნია სიცილით და ნიკას მითითებით მანქანა ავტო სადგომზე დააყენა,კაფეში შევიდნენ,სადაც ყველაფერი თორნიკეს საკუთრება იყო და დადიანი საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობდა ამ ადგილს. ბევრისთვის გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ მცენარეებით, მყუდრო და საოცრად ლამაზი ნამუშევრებით გაფორმებული კაფე-რესტორანი, თორნიკე დადიანს ეკუთვნოდა, თუმცა ძალიან ცოტამ იცოდა ეს ბევრს არც კი ეჯერა.მაგიდასთან დასხდნენ,თორნიკეც იქ მივიდოდა, რათქმა უნდა ანამ არ იცოდა, რომ ნიკამ ძმის თხოვნით დაუმალა.ლამაზი გოგონა მომღიმარი სახით მივიდა მაგიდასთან: -გამარჯობა ბატონო ნიკა, ქალბატონო ანასტასია. ღიმილთ მიმართა გოგონამ. -გამარჯობა. -რას მიირთმევთ? -როგორც ყოველთვის. -დიახ. ქალბატონს? -მასაც. უნდა შემიფასოს! -ახლავე. ამ დიალოგს დიდი ყურადღებით უსმენდა გვერდზე მსხდომი სამი გოგონა, რომელთაგანაც ერთი ძალიან გაბრაზებული იყო: -ოჰოო ქალბატონი „კონკია“ მზეს დაენახა?.. ანამ, ნიკას გბრაზებულ თვალებს მზერა გააყოლა და მიხვდა კომენტარის ადრესატი, რომ თვითონ იყო, შეეცადა მშვიდი სახით შებრუნებულიყო ნიკასკენ და უხერხულად გაუღიმა. -ყურადღებას ნუ მიაქცევ. -არ ვაქცევ. შეკვეთაც მოიტანეს რესტორნის საფირმო კერძები და მის რაოდენობაზე ანასტასიამ თვალები გააფართოვა: -ამდენი რა საჭიროა? -კიდევ მოვლენ. -ვინ? -ნიცა, ნიკა, თომა, ერეკლე და თორნიკე. ანასტასიას გაუხარდა მისიდა-ძმის ნახვა და ბედნიერი ღიმილით შეხედა „მაზლს“. -ძალიან კარგი. -ნეტა იმ კერძების მირთმევა და საერთოდ სახელები თუ იცის?.. გამაყრუებელი ხარხარის გამო ისევ, უკან მიიხედა ანასტასიამ, წამოდგა და აუღელვებლად ჰკითხა: -შეიძლება გავიგო რა გნებავთ ჩემგან? -ანასტასია მე მოვაგვარებ. წამოდგა ნიკა, დაცვას ანიშნა რომ მიეხედათ, ისინიც მალევე ჩაერივნენ და უხმოდ მოაგვარეს. ნიკაც მცირე მანძილზე გაჰყვა და მალევე დაბრუნდა,გოგონა დასვა სავარძელზე, და უთხრა: -ხელებს დავიბან, ცოტა დავისვარე.. ზიზღით დაიხედა ხელებზე, ანას გაეცინა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. რამდენიმე წუთში უკან მობრუნებული გოგონებიდან ერთ-ერთი მომღიმარ ანას მაგიდას თავზე დაადგა, რომელიც თავის გადარეულებს მოუთმენლად ელოდა, გაოცებულმა შეხედა გოგოს რომელიც ჩამოუჯდა პირდაპირ: -უკაცრავად, რა გნებავთ? -ქალბატონო იცი ვინ ვარ?.. -უნდა ვიცოდე? -დიახ! -მაშინ გისმენ! გული აუჩქარდა ანას, იმის მოლოდინში, თუ რას იტყოდა გოგო, რომელიც ძალიან ლამაზი იყო და ამას ანასტასია ნამდვილად ვერ უარყოფდა.. იმ წუთას გაჩენილი დაცვის თანამშრომლებს ხელით ანიშნა გაჩერება. ისინიც დაბნეულები ელოდნენ ნიკა როდის გამოვიდოდა, ერთ-ერთმა ანიშნა მისთვის დაეძახათ.. -თორნიკე დადიანის მეგობარი, მისი გოგო, რომელსაც ბედნიერება შენ წაართვი! თითქოს ცივი წყალი გადაასხესო ანას ფერი დაეკარგა, იმის წარმოდგენაზე, რომ საყვარლებში „მორბენალი ქმრის“, მომლოდინე ცოლის როლში ყოფნა შემორჩენილ თავმოყვარეობას ბოლომდე უნდაგურებდა. -ყველაფერი უნდა იცოდე „კონკია“! -უფრო კონკრეტულად! ნაძალადევი სიმშვიდით წამოდგა, უკვე ფეხზე მდგომის დოინჯით დაუდგა წინ: -აი გამოაჩინა კატამ თავისი სახე?... -არ გირჩევ ამ კატის მოთმინებაზე თამაშს! იტყვი თუ წახვალ?! დაცვის წევრებს ანასტასიას ასეთ სიტყვებსა და გამომეტყველებაზე გაეღიმათ, თუმცა ნატრობდნენ თორნიკე ან ნიკა მალე მოსულიყო, ერთ-ერთმა მაკას ხელი ისევ მოკიდა და სცადა წაეყვანა, მაგრამ ანასტასიამ არ მისცა საშუალება, ერეკლეს არ სურდა ეჭვი გასჩენოდათორნიკეს არარსებულ საყვარლებზე, რადგან მან ყველაფერიიცოდა მისი მეგობრის შესახებ, რომ თორნიკემ ყველა მოიშორა, რაც ანასტასიას მის ცხოვრებაში გამოჩნდა.. -შენ თორნიკეს არ უყვარხარ! გაეღიმა ტასოს. -მერე? -რაა... რა მერე? შენ.. სიამაყე სად წაიღე გოგო? -შენ სიამაყის და თავმოყვარეობის რამე რომ გესმოდეს ამას მე არ მკითხავდი და არც თავს დაიმცირებდი რიგითი ქუჩის ქალივით, რომლებსაც აშკარად ჯობნი, მაგრამ როგორც ჩანს მხოლოდ ვიზუალით! -როგორ მიბედავ ასე საუბარს, სიბრალულით შერთულო ცოლო! -ქალბატონო, თქვენსა და თორნიკეს შორის რა იყო არ მანაღვლებს და ის, რომ შენთან იყოს ახლა მე არ დამიწყებდი კამათს, ხოლო სიბრალულით მომიყვანა ცოლად თუ სიყვარულით მე თვითონ გავერკვევი. გმადლობ. ჯდებოდა რადგან ნიკა დაინახა ჩქარი ნაბიჯით მათკენ მოდიოდა და დამშვიდდა.. -იცი რა არის მთავარი მიზეზი შენი ცოლად შერთვის? -არ მაინტერესებს. -არ იცი და იმიტომ! შენმა შეყვარებულმა გაგყიდა და იცი რამდენად? რამდენიმე ათას დოლარად და თან იმ პირობით რომ ჯერ ის გი*და, შემდეგ კი შენს თავს მიუგდებდა იმ ხროვას ვისთანაც მუშაობდა. ეს ყველაფრი შენმა დაიკომ შეიტყო და თორნკეს გააგებინა მუხლებში ჩაუვარდა უშველეო... სანამ მოკვდებოდა შენი რეზი, მანამდე იმდენი ფული წაართვა თორნიკეს, რომ საზღვარგარეთ წასვლას აპირებდა, მაგრამ ცოდვება უწია ისევე როოც შენ მოგეკითხება!... სანამ დაჯდებოდა გაგებულით შოკში მყოფმა წონასწორობა დაკარგა და მაგიდას დაეყრდნო, დაცავა უკვე ცდილობდა გაეყვანათ, ნიკამ რომხელი ჩაავლო: -თეკლა გაეთრიე აქედან! თქვენ რას დგახართ სი....თ! დაცვას უყვირა, სახელით მიმართვა კი დასტური იყო ყველაფრის რაც მან უამბო, რადგან ნიკა ამ გოგოს იცნობდა, მხოლოდ ეს გაიფიქრა, შემდეგ ფრაგმენტებად წამოშლილი მოგონებებიც, ნაამბობს ადასტურებდა. ყელი გაუშრა, თვალი დაებურა სირცხვილის გრძნობამ ისე გამეტებით მოუჭირა სხეული სულ დაებუჟა, ისევ დახრილი ეყრდნობოდა მაგიდას.. უკან მობრუნებულ ნიკას ახედა, რომელიც ნაძალადევად ცდილობდა გაღიმებას და სიმშვიდის გამოჩენას: -ბოდიში ანასტასია გაუგებრობისთვის, უნდა შეეჩვიო პოპულარობას და შურიან... -მართალი თქვა? -რა.. თქვა? მოიცა შენ გჯერ.. -მართალი თქვა! ასე არ დაიბნეოდი. გასწორდა მხრებში ღვინის ბოკალს ხელი გამოსდო და გადავარდა, რადგან მანქანის გასაღები აიღო, გასვლისას ნიკა აედევნა, უცებ შემოუბრუნდა თითქმის შეასკდა ინერციით წასული ნიკა: -ნიკა მარტო მინდა წასვლა! -ვერ გაგიშვებ! -გთხოვ... თვალები ცრემლით აევსო და ნიკამ მკლავებზე მოხვეული ხელები ჩამოუშვა, თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად... განადგურებული, გაბრაზებული, იმედგაცრუებული მართავდა საჭეს ყველა უარყოფითი გრძნობა თავს ეხვეოდა, რადგან ყველაფერს ფრაგმენტულად იხსენებდა, მოთმინება დაკარგულმა წამოიყვირა: -ასეთი არაკაცი როგორ ხარ?! ტირილის აპირებდა, მაგრამ გზადვე მდებარე დიდი მარკეტი დაინახა, რამაც ნიცას სიტყვები გაახსენა "ერთი ჭიქა სტრესს მოგიხსნის. ორი დაძაბულობას. სამი მხოლოდ კარგ ხასიათზე დაგაყენებს და ოთხი შენთვის ჯერ არ შეიძლება!.." მანქანა შესასვლელთანვე გააჩერა შევიდა პროდუქტებს შორის ეძებდა და იპოვა კიდეც... ვისკის და კონიაკის ბოთლს ორივეს მოკიდა ხელი. -ნეტა რომელი ჯობია? ფასებს შეხედა და რა თქმა უნდა შეიცხადა.. -ამაში ამდენ ფულს ვინ იხდის? ჯიბეში ჩადებული ფული ამოიღო დათვალა სალაროსკენ გაიქცა და „ვისკი ჯეკ დენიელსი“ გაიყოლა.. სალაროსთან მდგომმა თმა წინ ჩამოიყარა სახის დასაფარად და თანხაც ისე გადაიხადა. გარეთ გამოსულს დაცვა მანქანის დაყენებისთვის საყვედურობდა და უპასუხოდ დატოვებული კაცი უფრო გააგიჟა. მაგრამ ფეხით მოუნდა გავლა, მანქანა იქვე სადგომზე დააყენა და სურვილიც აისრულა ბევრი სიარულის შემდეგ არვიცი როგორ, მაგრამ ფაქტია არც შარდენის ქუჩის გავალა და ნარიყალას ციხე-სიმაგრის აღმართზე ასვლა არ გაუგია თან სიმყუდროვის გამო თავისუფლად გახსნა ბოთლი.. -ოხ ნიცა რა გასმევს ამ ჯოჯოხეთს? მაგარამ მეორე აღარ გაუჭირდა მესამე ესიამოვნა კიდეც. ციხე-სიმაგრის ღობის ყველაზე მაღალ ადგილას მოკალათდა და თბილისის ხედს ზემოდან დაჰუყურებდა. უკვე გაბრუებულმა ნიცას სიტყვები გაიმეორა.. -ერთი ჭიქა, ორი და სამი... არაფერსაც არ ხსნის ჩემო ნიცა! ისევ დალია და იმდენად სიამოვნებდა უკვე სასმელი, რომ სითხე გაანახევრა. -ღმერთო ასე რატომ მოხდა? ის ნაძირალა რატომ შემახვედრე? თორნიკეს რატომ აჰკიდე ჩემი თავი? ის ყველაზე კარგი კაცი გამოდის ვინც კი არსებობს ჩემს ცხოვრებაში. არადა არც არავინ არსებობს! ბუტბუტებდა და ცრემლები ნელ-ნელა ედებოდა სახის მიდამოებს, თორნიკეზე ფიქრმა თითქოს გულდაწყვეტით ამოილაპარაკა: -გამოდის არც მას ვუყვარვარ! არავის ვუყვარვარ? არადა რამდენი ოცნებაშიც კი ვერ გაბედავადა მასთან მისვლას, რატომ იყო ასე მარტო მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა გვერდში მდგომი? ალბათ იმიტომ რომ ის იდეალური იყო და ეს აშინებდა ყველას... რესტორანთან მისული ოთხეული ნიცას მხიარულ ხასიათზე იცინოდა: -ახლა რა მოიფიქრე თორნიკე? იცოდე ბევრი არაფერი გააკეთო, თორემ ძალიან გაბრაზდება, არ უყვარს სიურპრიზები ისეთი გაბრაზება იცის ბებერი მგონია ზოგჯერ... ან სიხარულისგან, რომ გული გაუსკდეს მერე მე რა მეშველება? ჩემი ლამაზი დაიკოს გარდა ვერავის ვაბრაზებ. ვითომ ცრემლი მოიწმინდა, ისე შეხედა გვერდით მიმავალს.. -ცუდს არაფერს ვაპირებ ნიცა. ღიმილით უთხრა თორნიკემ. -ეჭვი არ მეპარება უბრალოდ ცოტას ვეგოისტობ. ენა ამოუყო სიძეს, რაზეც სამივემ სიცილით გააღეს რესტორნის კარი და დარბაზში ნიკას განერვიულებულ სახეზე ყველა გაჩუმდა, თორნიკემ ჰკითხა: -რამოხდა? ტასო სად არის? სიჩუმემ და დაცვის ბიჭების განერვიულებულ სახეზე დაიძაბა. -ნიკა ანასტასია სად არის? -წავიდა. -სად და რატომ? -ჩემი და სად არის, რა მოხდა? ნიკამ წარბებ შეკრული გახედა დაცვას. -ყველაფერი გაიგო, რეზისს*ბის, შენი და ნიცას შეხვედრის შესახებ... -ვინ უთხრა და შენ სად იყავი?! -ჯანდაბა არ მაპატიებს... ხმაჩამწყდარმა წაილუღლუღა ნიცამ და წონასწორობა დაკარული ძმას დაეყრდნო. -ის ძუკნა იყო აქ და გელოდებოდა, ანასტასიას შეურაცყოფა, რომ სცადა გავაგდე და საპირფარეშოდან, რომ გამოვდიოდი მენეჯერმა გამაჩერა. -როგორ გაუშვი ან რატომ? ნიკააა! თორნიკემ ხმას აუწია. -მთხოვა თორნიკე, ისეთი თვალებით მთხოვა ვერ შევძელი! ფეხი მიარტყა იქვე მდგომ სკამს ნიკამ. -ახლა იდგებით აქ სი...ვით და ელოდებით როდის მოვა? რატომ არ გაჰყევით? ცივი ხმით ყვიროდა თორნიკე. -მთხოვა მეთქი რატომ არ გესმის?! -რომელი მიმართულებით წავიდა ის მაინც თუ იცი? გასასვლელისკენ წავიდა ნიკას ხმამ გააჩერა: -მანქანით წავიდა. -რომელი მანქანით? -თავისი მანქანით. თორნიკეს გაეღიმა, წამიერად მაგრამ გაეღიმა, გაუხარდა და გაიფიქრა ესე იგი საჩუქარი მიიღო ანასტასიამ. -ჩვენც წამოვალთ! ერთხმად თქვეს და საბოლოოდ გაიფანტნენ. მაგრამ თორნიკეს და თომას სანაცნობო ხალხის ჩარევა მოუწიათ, რადგან ანასტასია იმდენად შორს იყო, რომ ვერცერთი გამოიცნობდა მის ადგილ მდებარეობას. ყველა დაამშვიდა თორნიკემ და სახლებში გაუშვა, თვითონ კი ტასოსთან გაჩნდა.. ნაბიჯების ხმა მოესმა გოგონას, მაგარამ არ ჰქონდა რეაქცია აღარც შიშის, რადგან იცოდა ვინც იყო. უკვე მისი ნაბიჯების ხმაც კი შეეძლო გამოეცნო და ეს თავისთავად ხდებოდა. -ისევ შენ! -არ დამპატიჟებ? ჩაიღიმა უკვე კარგად გაბრუებულმა, ბოთლი გაუწოდა და გვერდით მდგომს ახედა. -ყოველთვის იქ ხარ სადაც საფრთხე მემუქრება. ანას ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია ისე ჩამოუჯდა გაწვდილი ბოთლი გამოართვა და ეტიკეტს დახედა. -ყოჩაღ გცოდნია შერჩევა. კმაყოფილმა მოსვა ნახევრად დაცლილი სითხე. -მაგრამ ყინული უხდება. -რაც გავიგე მართალია? -ჯერ ის მითხარი, რა გაიგე. -ეს უკვე პასუხია! გაეიღიმა გოგონას, რადგან იცოდა რომ თორნიკე მას არაფერს ეტყოდა თუმცა ხვდებოდა, რომ თავს არიდებდა პასუხს. -რატომ გააკეთე ეს ყვლაფერი? -არაფერი გამიკეთებია ისეთი რაც არ მსურდა. გაეღიმა გოგონას. -ახლაც მე და ჩემს თავმოყვარეობას უფრთხილდები. -ანასტასია შენ ჩემი ცოლი ხარ და ბუნებრივია შენი შეურაცყოფა ჩემიცაა! თითქოს გული დასწყდა, რადგან თორნიკეს ცოლის სტატუსს იცავს და სხვას არარფერს?.. მთვრალი იყო უკვე და გრძნობდა სურვილს იმისა, რომ მართლა მისი საკუთრება ყოფილიყო, თორნიკე დადიანის სიყვარული უნდოდა!. თუმცა ცდილობდა თავის კონტროლი არ დაეკარგა.. -მადლობა. -რისთვის? წარბებ შეკრულმა შეხედა გოგონას, რადგან ყველაზე საძულველი სიტყვა რაც შეიძლებოდა თორნიკეს გაეგო ეს ანასტასიასგან ნათქვამი მადლობაა. -ტასო, ეს სიტყვა მეორედ არ თქვა, თორემ გავბრაზდები! -და თუ მადლიერი ვარ?.. -მადლიერიშეიძლებაიყო, მაგარამარაჩემი... -იმიტომრომშენიცოლივარ! -.... თორნიკემ უხეშადგამორთმეულ ბოთლს თვალი გააყოლა და გაოცებულმა წარბები ისევ შეკრა. ისე უყურებდა ვერ გაიგო რის თქმას ცდილობდა ქალი, რომელიც ყველაფერს დადებითს უღვიძებდა სხეულში და რომელიც კარგად მივიწყებული გრძნობა იყო მისთვის, თან შეუმჩნევლად გაეღიმა მის გამომეტყველებაზე, როცა სითხე მოსვა და კარგად გაბრუებული აშკარად თავის დას-ნიცას ემსგავსებოდა ნელ-ნელა. -ისევ სტატუსები და გამოგონილი ურთიერთობები.. ამ სიტყვებით მიუხვდა სათქმელს თორნიკე, მაგრამ არ შეიმჩნია, რადგან გოგონას დაბნევა არ სურდა. მკლავზე ხელი მოკიდა და თავისკენ შეაბრუნა: -ანასტასია, უნდა იცოდე რომ ერთადერთი ხარ ვისთვისაც ყველა ქმედებას გავამართლებ, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ იქნება სტატუსებზე აგებული გრძნობები, ან კიდევ ფოტოებისთვის მოგონილი სიყვარული ეს იქნება მხოლოდ ჩემი შენდამი გრძნობები ყოველგვარი პირობებისა და წესების გარეშე! -არ ხარ ვალდებული ეს ყველაფერი გააკეთო, მითუმეტეს დამარწმუნო იმაში, რაც შენ მხოლოდ იმიტომ გააკეთე, რომ გადაგერჩინე. თვალები ცრემლით აევსო, ვერ გაიგო რას გრძნობდა უნდოდა, რომ ჰყვარებოდა? ალბათ!.. თუმცა ამის მიხვედრის ან აღიარების ეშინოდა გოგონას. -ახალა რაც თქვი მაგას ყურადღებას იმიტომ არ ვაქცევ, რომ ნასვამი ხარ და სანამ კიდევ რამეს იტყვი ჯობია წავიდეთ! წამოდგა და ზურგი აქცია გოგონას. გაბრაზდა მის ნათქვამზე და საკუთარ თავზეც რადგან იმდენად არ შეუძლია სიყვარულის გამოხატვა, რომ ანასტასიას არ სჯერა მისი გრძნობების.. გოგონამ ვერ გაიგო მოჩვენებით გაბრაზდა თუ მართლა, მაგრამ იცოდა რომ თორნიკე არასოდეს თამაშობდა, მაშინ გრძნობაც ნამდვილია უცებ გაიფიქრა და ფუჭი იმედის შიშით თავი გააქნია და დაიძახა: -ღმერთო ჩემო, დადიანების მემკვიდრეც კი დამარცხდა ჩემთან საუბარში! გაოცებული შემობრუნდა მამაკაცი და ქვით ნაშენ ღობეზე უკვე ფეხზე მდგარმა ანასტასიამ ხელები მაღლა აღმართა ვარსკვლავის მსგავსად გაშალა ხელ-ფეხი და განაგრძო: -რატომ მიყურებთ ბატონო თორნიკე, მე თქვენი მეუღლე ვარ რომელიც ახლა ძალიან მთვრალია, მაგრამ იცის რომ მთვრალიც და ფხიზელიც დადიანების საკუთრებაა იმიტომ, რომ ეს თქვენ გსურდათ?! გოგონამ წონასწორობა დაკარგა და სანამ ღობიდან გადავარდებოდა თორნიკემ მანძილი სწრაფად დაფარა და წელზე მოხვეული ხელით ჩაიხუტა. ორივე ხელი მოხვია და კიბესთან დადგნენ, რომ საფრთხე აღარ შექმნოდათ.. ანამ სიცილი დაიწყო და შუბლით მამაკაცის მკერდს დაეყრდნო: -ახლაც თქვენ მიხსენით.. სულ მცირე ინვალიდობისაგან, ან კიდევ სიკვდილისაგან, არც ახლა მაქვს მადლიერების გამოხატვის უფლება? ცრემლიანი თვალებით ახედა მასზე ერთი თავით მაღალ სხეულს. თორნიკემ თავსუფლება მისცა თავს, რომ გრძნობები გამოეხატა რადგან შესაძლოა ამით ოდნავ ტკივილი შემსუბუქებოდა გოგონას... -ტას, ერთი რამ იცოდე და ამას მეტჯერ აღარ გეტყვი! იცი რატომაც სიტყვები მხოლოდ შეიძლება თქვა ან დაწერო და წაიკითხო, ხოლო გრძნობები უნდა გამოხატო და აუცილებელი არ არის ამის სიტყვებით გადმოცემა. ამ ყველაფრის მიზეზი სიყვარულია. მიყვარხარ! შენი სუფთა და ბავშვური, მაგრამ ჭკვიანი ქალის გონებით, დახვეწილი მანერებითა და ბავშვური სიჯიუტით მიყვარხარ!. ბოლო სიტყვები თბილი, ღიმილით წარმოსთქვა თორნიკემ, გოგონას სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა და მთელს მის არსებას მოედო, სასმელით და ბავშვური სილაღით აღტაცებულმა ხელი გააშვებინა მამაკაცს, მის თვალებს აკვირდებოდა, რომელიც მხოლოდ მაშინ ლურჯდებოდა, როცა ანასტასიას უმზერდა და ამას ტასო ყოველთვის ხვდებოდა, უფრო სწორად გაიფიქრა და თან ხმამაღლა.. -როცა მიყურებ თვალები გილურჯდება!? ინტონაციაც სასაცილო ჰქონდა, გადაიკისკისა ხელებგაშლილი დატრიალდა მამაკაცის წინ და ისევ მის თვალებს დაუწყო ყურება. წარბები შეკრა და თავი გვერდზე გადახარა. -არ მელაპარაკები? -.... -კარგი. უცებ ხელიმოკიდა მის წინ მდგომს და გასასვლელისკენ დაქაჩა. - ანასტასია დაეცემი. -არ დავეცემი! მე კარგად დავდივარ აი ნახე!... სწორ ხაზზე ნაბიჯების დადგმა არ გამოუვიდა და ხელის აქნევით ჩაილაპარაკა: -ეუუფ რა რთული ყოფილა. -მოდი, დამეყრდენი. -ისედაც შენ გეყრდნობი.. ფრრუ. ჩაიფრუტუნა და მკერდზე თავი მიადო. -და ეს გაწუხებს? -არაა ძალიან მომწონს. მე ტყუილებიც მომწონს, რომელშიც ვცხოვრობ და კიდევ ის რომ საკუთარი და ისე ხლართავს რაღაცეებს, რომ მე აზრზე კი არა გონზეც არ ვარ. თან ამას ვიღაც ქალისგან ვიგებ, რომელიც იმით არის გამწარებული, რომ შენ მიაგდე და ვერსად გამოგიჭირა.. -იმ ქალთან არაფერი მაქვს! -ბატონო თორნიკე, მეჩვენება თუ თავს იმართლებ?! დოინჯით დაუდგა წინ და თვალები დააწვრილა. -მიდი დაჯექი! კითხვას თავი აარიდა ღვედი შეუკრა და თვითონაც მოთავსდა. რამდენიმე წუთიანი მგზავრობის შემდეგ გოგონა უფრო მოდუნდა, სასმელმა უფრო დაიმორჩილა, მაგრამ თორნიკეს ხმამ თითქოს გამოაფხიზლა, რომელმაც იცოდა სად იყო მანქანა, თუმცა მაინც ჰკითხა.. -მანქანა სად გააჩერე? -მარკეტთან. -რომელ მარკეტთან? -არ მახსოვს. -თბილისში რამდენი მარკეტია იცი? -ნწ! -გამოდის მანქანა დავკარგეთ!.. -აი აქ არის. გააჩერე! იცოდე აქედან ჩემი მანქანით მივდივართ! ავტოსადგომზე მართლაც იდგა ტასოს მანქანა, მაგრამ თორნიკე რას იფიქრებდა, რომ ტასოს ნიცას მსგავსი სიგიჟის ჩადენა შეეძლო თან შუა ქუჩაში, ერთ-ერთი ცნობილი მარკეტის წინ რომელიც ხალხის ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა დროის ნებისმიერ მონაკვეთში.. გაჩერებული არ ჰქონდა მანქანა, რომ გოგონა გადახტა და მარკეტის შესასვლეთან აღმოჩნდა, მისკენ მიმავალ თორნიკეს საჩვენებელი თითის აწევით გამოუცხადა: -საჭესთან მე ვჯდები! -დღეს არა ტა!.. სიტყვა არდაუსრულებია მამაკაცს ანასტასია უკვე მიბრუნებული იყო და მარკეტის ''ურიკას ამზადებდა'' გამოაგორა და მოხერხებულად ჩაჯდა კიდეც.. თორნიკემ გაოგნებულმა თავზე ხელი მიიდო, შემდეგ სახეზე ჩამოისვა და სიმწრით ამოიოხრა.. -ეიი ''ჩემო ქმაქრო'' გელოდები დაჯექი და წავიდეთ! -ტასო რას აკეთებ? ადექი! -არა! შენ დაჯექი, მე უნდა წაგიყვანო! თირნიკემ ჯიბეში ჩაიწყო ხელები და დაელოდა გაჯიუტებულს, რომელმაც ბუტბუტი დაიწყო.. -გასაღები სად მაქვს? აი აქ უნდა მქო.. აქ არის.. "თოკოო" მე მივდივარ თუ დროზე არ დაჯდები ვეღარ დაგელოდები. ანას წარმოთქმული „თოკო“ ყურს სასიამოვნოდ მიწვდა, მაგრამ გამვლელების გაოცებულ სახეებზე სიმწრით უპასუხა გოგონას: -ვრჩერბი! -როგორც გინდა. გოგონამ მხრები აიჩეჩა, თავი დანანებით გააქნია და გასაღების მორგება დაიწყო.. რამდენიმე წამიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, მოთმინება დაკარგულმა მაკაცს იმედ გაცრუებული თვალებით შეხედა: -არ იქოქება.. გასაღები ვერ მოვარგე.. ეს მანქანა მეორადია? თუ გაძარცვეს?.. ხელებიამოიღო ჯიბიდან თორნიკემ მივიდა და გოგონას თხელი მტევნები თავის თლილ თითებში მოიქცია. თითქმის ოთხად მოკეცილი სხეული ფეხზე ურიკაშივე წამოაყენა, ურიკა ფეხით დაიჭირა, რომ არ დაგორებულიყო და თვალებში ყურებით უთხრა: -დღეს ჩემი მანქანით წავიდეთ! -ძალიან მთვრალი ვარ? ურიკაში მყოფი, ზემოდან დაჰყურებდა მამაკაცს, რომელმაც მხრებზე დაილაგა გოგონას ხელები და სხეული სწრაფად გადმოსვა. ტასომ კისერზე მოხვია ხელები და თავიც იქ ვედამალა.. -მემგონი ყველა მე მიყურებს. -შენ არა შენს მანქანას! -არ მოსწონთ? -არა ბრაზობენ მეორადი, რომ არის და არ იქოქება. -ასეთი აღარ მიყიდო! -კარგი აღარ ვიყიდი. ახლა წავიდეთ! -შენ წამიყ... არ დაუსრულებია სიტყვა უკვე მამაკაის მკლავებში იყო და მანქანიკენ დაიძრა. სახლში მისულს უკვე ეძინა და თირნიკემ ისევ ხელში აყვანილი შეიყვანა, სადაც ყველანი გაფითრებული ელოდნენ, განსაკუთრებით ნიცა ნერვიულობდა და ნამტირელევი თვალების დამალვას ცდილობდა, თორნიკეს ძიძა მიჰყვებოდა საძინებელში მიმავალს მაგრამ შეაჩერა: -მემივხედავ თინა! -კარგი შვილო. საწოლზე დააწვინა საყვარლი ქალი, რომელიც მოიბუზა და პატარა ჩიტს დაემსგავსა. მამაკაცმა ფეხზე ბოტასები გახადა და წინდების გახდა, რომ სცადა ტასომ წამოიკრუტუნა: -აუ თოკო ,,ნასკი,, არ გამხადო რა მცივა! -მე პირიქით ვიცოდი ეს ტექსტი ტას.. თან ქმარი ამბობს! ამოილაპარაკა და საბანი მიაფარა ანასტასიას, რომელსაც უკვემშვიდი ძილი უახლოვდებოდა. -აჰჰა. კართან მდგომმა რამდენიმე წამი უყურა, ბოლოს ვეღარ გაუძლო მომხდარის გახსენებას და სიყვარულით სავსე თვალებით გაეცინა. -პასუხიც ასე კონკრეტული უნდა.. ნიცასაც კი აჯობე ტას! კარი მიხურა და მისაღებში შევიდა, ყველას უემოციო სახით გამოუცხადა, რომ კარგად იყო და უბრალოდ სძინავს ანასტასიას. ისინიც უხმოდ დაიშალნენ მხოლოდ თომა, ნიკა და თორნიკე ისხდნენ კაბინეტში. -ცუდად იყო? -უკვე მთვრალი იყო, თომა. -რაა? ანა მთვრალი? ნიკამ გაოცებული თვალები შეხედა თორნიკეს, რომელსაც ისევ გაახსენდა მისი საქციელი და გაეღიმა. მეგობარს არ გამოპარვია მისი ღიმილი. -რა მოხდა? სიმთვრალეში როგორია? -როგორიც ნიცა! -არააა. აუ უნდა დავათროთ! თომამ და ნიკამ ერთად თქვეს. -შენსას მიხედე თომა ფხიზელის ატანა, რომ მოგიწევს ეგეთის. -რა ქნა ასეთი? ნიკამ ვეღარ მოითმინა. -მარტო ბოლოს გეტყვი ახლა რაც მითხრა: -,,ნასკი არ გამხადოო,, ნიკამ ხარხარი ვეღარ შეკავა. -ეე.. კიდევ უფრო მევასება ეგ გოგო! ყველა სტერეოტიპს დედასუ...ვს რაა. ნიკა სიხარულით მიდი მოდიოდა, თომამ მეტის გაგება სცადა. -კიდევ რა ქნა?.. -წადით დაიძინეთ. ხვალ იქნება სავსე ჟურნალები და ნახეთ! სიცილი ისევ ვერ შეიკავა და სასმელი მოსვა, ამის დასაფარად. -კარგად ძმაო. მარტო დარჩენილი თორნიკე დადიანი ისევ მომხდარზე ფირობდა და ისიც კი წამიერად იფიქრა, რომ მთვრალ ანასტასიას თუ მოვწონვარ იქნებ ფხიზელმაც იფიქროს.. -როგორ დაეცი დადიანო! ასე აფსურდულ იმედებზე როდიდან ფიქრობ ამის დედას **ი. ჭიქა კედელს ესროლა და იატაკზე მიმოიფანტა ნამცეცებად... პ.ს. არ ვიცი რა გამომივიდა, ვერ შევძელი თქვენი შეფასებების და ინტერესის გამო ვდებ გაქცეული და ვერ ვასწრებ გადაკითხვას, მაპატიეთ შეცდომებისთვის, ხვალ ვერ დავდებ და არ გამიბრაზდეთ რაა. ველოდები შეფასებებს, ამით ბევრ სტიმულს მაძლევთ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.