შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უ'საზღვროდ /18/


30-06-2018, 18:58
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 119

-გამოფხიზლდი...რა ჯანდაბაა ყველა ცეკვას ასე ასრულებდი? - სწრაფად მივარდა და მის გონს მოყვანას ეცადა,მაგრამ უშედეგოდ-ამის დედაც ! ხომ ვიცოდ რა აიი ხომ ვიცოდი რომ პრობლემებს შემიქმნიდი, რომ დაგინახე იმ წამსვე მივხვდი,მაგრამ იმის მაგივრად რომ მოგშორებოდი უფრო ახლოს მოვედი -კბილები ერთმანეთს დააჭირა და უცებ აიყვანა გოგო ხელში. გარეთ რომ გავიდა და ყველამ მას შეხედა მერე მიხვდა როგორ ფორმაშიც იყო გოგო, ასე ვერსად წაიყვანდა, კლინიკაში იცნობდნენ და შარში გაეხვეოდა. ვერც სხვას ანდობდა,ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა სახლში უნდა წაეყვანა. ექიმს დაურეკა და სახლში მისვლიდან რამდენიმე წუთში ისიც გამოჩნდა. მოსამსახურეები გაკვირვებულები უყურებდნენ მის პიჯაკში გახვეულ გონდაკარგულ გოგოს ,რომელიც ერთ-ერთ საძინებელში დააწვინა და ღრიალი მორთო
-ნია დროზე ნიშადური მომიტანე , თქვენ მორჩით ჭორაობას და საქმეს მიხედეთ .ჩემ ბედს შ*ვეცი - გოგოს რომ დახედა ისევ შეიკურთხა ,ყელზე მფეთქავ არტერიაზე მიადო თითები და ლოგინზე დაჯდა- რადგან ფეთქავს ე.ი ცოცხალი ხარ ,რომ გამოფხიზლდები მერე მოგივლი
-აი ნიშადური ...
-ასე ნუ მიყურებ გოგო მე კი არ გამითიშავს - უცებ გამოართვა ბოთლი თავი მოხსნა
-ექიმი მოვიდა ...
-როგორც იქნა...მობრძანდით ქალბატონო მაგდა - ბოთლი გადადო და ექიმს შეხვდა- მაღლიდან გადმოვარდა მანამდე დაკარგა გონება და დაეცა
-რამდენად მაღლიდან...აქ სახლში მოხდა?
-არაა ...სხვაგან მანამდე დაკარგა გონება და მეტრონახევარი იქნებოდა მეტი არა
-კრუნჩხვები ხომ არ ჰქონია ან რაიმე სხვა ჩვენება
-არა ,არაფერი მსგავსი ...ინერვიულა და ალბათ ამის ბრალია
ბოლოს გაჩუმდა ,ექიმს დაელოდა. ქალს გოგონას „სამოსი“ არ შეომჩნია , რამდენიმე წუთი აკვირდებოდა შემდეგ ფურცელზე რაღაც დაწერა და წამოდგა
-კარგად იქნება, შერყევა სავარაუდოდ არ აქვს...გამოფხიზლების შემდეგ უკეთ დავაკვირდები შეიძლება შერყევა ჰქონდეს- ნისადური რომ მიუტანა ცხვირთან მაშო გამოფხიზლდა,მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო გონს. ქალმა ისევ გასინჯა , კითხვებზე ხოს ან არას პასუხობდა,შემდეგ ისევ დახუჭა თვალები
-რა ჯანდაბაა...ისევ გონება დაკარგა? კლინიკაში ხომ არ წავიყვანოთ?
-არაა საჭირო... ნუ ღელავ ემოციური ფონი გადაუვლის , ტვინის დამცველობითი ფუნქციაა სტრესის დროს .ორგანიზმი დამშვიდდება და კარგად იქნება
-გმადლობთ ქალბატონო მაგდა - გოგონები გაგაცილებენ- იქვე მდგომ ნიას ანიშნა და ექიმის გასვლის შემდეგ კარი მიხურა. თავიდან ნიკუშასთან დარეკვა უნდოდა,შემდეგ გადაიფიქრა. სავარძელში დაჯდა და დაელოდა.
თვალები რომ გაახილა ამჯერად უკვე ყველაფერი აღიდგინა გონებამ, წამსვე წამოჯდა და გაფართოებული თვალები მოავლო ოთახს. ზურამ პლანშეტი გადადი და გაუღიმა
-ქალბატონო მოცეკვავევ , გამოფხიზლდით? სულ ასეთი ტრიუმფით ასრულებ ცეკვას და კიდევ ჯანმრთელი ხარ?
-სად ვარ
-ჩემთან...არ გამოფხიზლდი და უკვე სამ საათზე მეტია გასული
-ტანსაცმელი მჭირდება, უნდა წავიდე- სხეულზე რომ დაიხედა უნდოდა რამე მიეფარებინა,მაგრამ იცოდა სულელური იქნებოდა მისი ეს ქცევა და უბრალოდ შეიშმუშნა
-ხვალ წაბრძანდი...შეგიძლია ამ ღამით აქ დარჩე
-აღარ შეწყვეტ? ცეკვა დავასრულე , ყველაფერი მორჩა!
-ეგ შენ გგონია ეგრე...ყველაფერი მაშინ დაიწყება ყველა შენი ნაცნობი რომ გაიგებს ვინც ხარ ,კლიენტურა გაგეზრდება
-მემუქრები?
-როგორ გეკადრება, მე შენნაირებს არც კი ვემუქრები .უბრალოდ მეგონა კარგად ცეკვავდი და გადავწყვიტე ვიდეო შემენახა,სამახსოვროდ შენგან. შენ მგონი და გყავს ხო? რა ჰქვია? სახელებს ვერასდროს ვიმახსოვრებ ლანა , ლიკა არაა ლეა ხო? ისიც შენნაირია თუ კარგი გოგოა , რას იტყვიან მისი ნაცნობები შენზე რომ გაიგებენ
-რა გინდა
-ჯერ არ ვიცი, მოვიფიქრებ და შემდეგ შეგატყობინებ
-შეგიძლია კარგად შეინახო ეგ ვიდეო ... მე იქ აღარ დავბრუნდები მითუმეტეს შენი დამპალი აზრები არ მაინტერესებს და არაფერს გავაკეთებ! მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენთან რამე მაკავშირებდეს !
-როგორც გინდა ...ალბათ შენც მოგბეზრდა ორმაგი ცხოვრება. დამღლელი იქნება დღისით ლამაზი ნაწნავებითა და გრძელი კაბებით სიარული წმინდანის ფორმაში გამოწყობა ღამით კი ამათი ჩაცმა . ვიდეოს მაშენკა დავაწერო თუ მაშო ? შენი დაც მოვნიშნო? თინათინიც თუ მხოლოდ შენი და
-საცოდავი ხარ ... მეცოდები მთელი გულით ,ალბათ ძალიან ძნელია კაცის ფორმაში ყოფნა შენნაირი გახრწნილი სულის მქონე არაკაცისთვის
-შენი სული როგორია, წმინდა ანგელოზის სულს ჰგავს?დედა ტერეზა ხარ ალბათ ხომ? - ჯერ მშვიდად უთხრა მერე უცებ წვდა და ისე მოუჭირა ყელზე თითები თითქოს მოხრჩობას უპირებდა- შენ ვინ ხარ ჩემ კაცობაზე რომ ლაპარაკობ, თუ მოვისურვებ გაგანადგურებ შენც და შენს საყვარელ დასაც . ახლა მითხარი თქვენმა დაქალმა თინათინმა რა იცის და ვაფშე რა უნდა ნიკუშასგან - კედელთან ჰყავდა მიმწყვდეული, მაშო ჯერ ხელის მოშორებას ცდილობდა მერე კი ფართხალი შეწყვიტა და შეაფურთხა
-არ გაბედო ჩემი დის ხსენებაც კი, თინათინს კიდე შეეშვი...კიდევ კარგი ნიკუშა შენნაირი ნაგავი არ არის. მადლობა ღმერთს ოდნავადაც არ გგავს ! - ხმამაღლა ყვიროდა, ნაბიჯი გადადგა წონასწორობას ისევ ვერ დაიცვა,მაგრამ ამჯერად არ დაცემულა თავი შეიკავა და კარი სწრაფად გააღო
ზურამ კარი ცხვირ წინ რომ მიუკეტა და მკლავში ჩაავლო უკვე ნორმალურად ვეღარ აზროვნებდა,მხოლოდ ბრაზი და თავდაცვის ინსტიქტი ჰქონდა შერჩენილი
-როგორ არ მინდოდა ისე მოგცეოდი როგორც იმსახურებ ,მაგრამ არ მოისვენე .მაგრად მივქარე ადამიანივით რომ მოგექეცი იქ უნდა დამეტოვებინე იმ ძელის ქვეშ სადაც შენი ადგილია
- რომ შემეხო გეფიცები მოგკლავ და შენს ფულთან ერთად დაგმარხავ ასე ძალიან რომ გიყვარს იმ ჭუჭყიან ფულთან...
-ხო არა? შენ რომ გიყიდი იმ ფულზე მეუბნები? მაგას თუ ელოდები სულ ტყუილად,შენნაირებში თეთრსაც არ გადავიხდი
არ ვიცი მაშო რას გააკეთებდა კარი რომ არ გაღებულიყო და ნიკუშა არ გამოჩენილიყო. მაშო კუთხეში იდგა და შემოსვლისას ვერ დაინახა,პირდაპირ ზურას შეუღრინა
-რა ჯანდაბა ხდება აქ... შენი ღრიალი მთელ სახლში ისმის მოსამსახურეებს კონცერტს უწყობ თუ რა ჩემი ფეხები გჭირს
-შენ უნდა გკითხო როდის ვიყვირებ და ვის ვუყვირებ ? ააჰ შენ შენი თინის კ*ხპა დაქალის დასაცავად მოსული რაინდი ხომ არ ხარ...მაინც სად იპოვნე ასეთი საოცარი გოგო რა წრეში ტრიალებს მთლად შენი ოჯახის შესაფერისია შესანიშნავი იქნება ერთად რომ შეიკრიბებიან შენი მეგობრები და მისი დაქალები ... აი ასეთები - ხელი გაშალა და მაშოსკენ ანიშნა. ნიკუშამ გოგო რომ დაინახა სულ აერია ტვინი
-მაშო ? რა ჯანდაბა გააკეთე ზურა
-მე ? მე რა უნდა გამეკეთებინა ... მაშიკო სტრიპტიზიორია ჩემ ახალ შეძენილ კლუბში. ცეკვაც არ სცოდნია , ძელიდან გადმოვარდა და ასეთ ფორმაში კლინიკაში ხომ არ მივიყვანდი
-არ მაინტერესებს...ახლა მაშოს წავიყვან და რომ დავბრუნდები მერე მე და შენ ვილაპრაკებთ რა არის შენი ბრალი და რა არა ,რა უნდა გაგეკეთებინა და რა გააკეთე საერთოდ
-ლაპარაკი არ დაგვისრულებია ჯერ მე და მაშიკოს
- ხომ იცი ...მაშო კარგად ხარ ?
-წამიყვან? გთხოვ წამიყვანე აქედან- ჩუმად უთხრა ,მავედრებელი მზერა ჰქონდა.ბიჭმა ირგვლივ მიმოიხედა მერე კარადა გააღო ერთ ერთი პერანგი აიღო და მაშოს მოახურა
-ეს ჩაიცვი და წავიდეთ
-უკაცრავად ჩემი პერანგი ხომ არაა ეგ შემთხვევით
-გაჩუმდი და გამეცალე სანამ გადამეკეტა
-მიბრძანდი ბატონო ნიკოლოზ, ხელს არ შეგიშლით.ისედაც ბევრი მივიღე მისგან , სხვა დროს გავაგრძელებთ მე და შენ
მაშოს მისკენ არ გაუხედავს ,წინ წავიდა წონასწორობა რომ დაერღვა ნიკუშამ ხელი მოხვია მხრებზე
-კარგად ხარ? რამე დაგიშავა მაშო?
-არა...უბრალოდ წავიდეთ
-დაჯექი...-მანქანის კარი გაუღო და დაჯდომაში დაეხმარა. ეზოდან რომ გაიყვანა მანქანა მერე გახედა ფერდაკარგულ გოგოს-სად წაგიყვანო
-სახლში...რომელი საათია
-ორი გახდება მალე
-მას არ მოუსმინო...თინი არაფერ შუაშია , სულ ცოტა ხნის წინ გაიგო ეს ამბავი. ვიცი რომ ლეა ეტყოდა, სხვამ არავინ იცის . მე ...მე უნდა წამოვსულიყავი დღეს ბოლო დღე იყო და ის მოვიდა მითხრა არ გაგიშვებო თინიზეც მკითხა ,მე გეფიცები ნიკუშა თინი არაფერ შუაშია საერთოდ ის
-ვიცი,დამშვიდდი .წასვლა თუ გინდა წახვალ, ის ვერაფერს გააკეთებს ...შენი სამუშაო მე და თინის ვერ შეგვეხება და მაგაზე ნუ ფიქრობ
-მადლობა...ყველაფრისთვის .თინის გაუმართლა რომ გიპოვნა, შენც გაგიმართლა თინის არავინ ჰგავს
-გამოგყვე თუ ლეა სახლში იქნება...- მანქანა რომ გააჩერა გოგოს გახედა -რომელ სართულზე ხარ
-არაა საჭირო...კარგად ვარ, ამასაც გადავიტან. მადლობა, შენ რომ არ გამოჩენილიყავი ალბათ რამე საშინელებას ჩავიდენდი და შენი ბიძაშვილი ცოცხალიც აღარ იქნებოდა,ან პირიქით ... იმედია ამ საღამოს დავიწყებას შეძლებ - ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა. სადარბაზოში შესვლამდე არ გაუგია მანქანის ხმა,უკვე კიბესთან იყო ნიკუშა რომ წავიდა. კართან მისულს გაახსენდა რომ ტან არაფერი ჰქონდა მათ შორის არც გასაღები და მობილური.კარზე დააკაკუნა და დაელოდა ,ყველაზე ნაკლებად ლეასთან ასეთ ფორმაში მისვლა უნდოდა,მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. კარი რომ გაიღო და ნახევრად მძინარე ლეა გამოჩნდა მაშინ წასკდა ცრემლები,მეტს ვეღარ გაუძლო მისი რცხვენოდა მხოლოდ, მის წინ ასე დგომა არ შეეძლო. მთელი ძალით მოეხვია და აქვითინდა, სიტყვა არ უთქვამს დიდხანს ისხდნენ ასე სანამ ორივეს არ ჩაეძინა.
ნიკუშა უკან რომ დაბრუნდა ზურა მისაღებში იყო და ირგვლივ აღარავინ ჩანდა. ვისკის ჭიქა ეჭირა ხელში და ისევ გაბრაზებული დააბიჯებდა
-მობრძანდი? ააცილე ბინამდე,დააფარე საბანი და დამშვიდდი თუ ისევ ღელავ შენი საყვარლის სტრიპტიზიორი დაქალის გამო?
-რატომ იყიდე ის კლუბი...რა გინდა მაშოსგან
-რა უნდა მინდოდეს მაშოსგან
-მეც მაგას გეკითხები როდის დაიწყე ქალების ასე შებმა. უკვე ყველას ფულს სთავაზობ ვინც მოგწონს და გიზიდავს?
-რომანტიკოსო ბიჭო რა გგონია რომ ის გოგო დავინახე და შემიყვარდა? კლუბში გალეშილი კაცების წინ ცეკვავს იმ ფორმაში ცოტა ხნის წინ რომ ნახე და მერე რას აკეთებს კიდევ ეგეც საკითხავია
-რა იცი რომ ცეკვის გარდა კიდევ რამეს აკეთებს , ან თუ აკეთებს რა მიზეზი აქვს
-ღადაობ ხო? ბოზ** დამცველი გახდი ?
-რა სიქაჯეა გოგოს მოექცე ასე არაადამიანურად , რასაც არ უნდა აკეთებდეს მასზე მეტად ვინ დაიტანჯება, ვინ გამწარდება ძალიან მაინტერესებს. შენ საერთოდ რა შუაში ხარ ღმერთი ხარ და მრუშობისთვის გინდა დასაჯო? საერთოდაც საკითხავია ჰქონდა თუ არა კაცებთან ურთიერთობა ...დარწმუნებული ვარ არც გაგირკვევია რომ დაინახე და იცანი პირდაპირ თავს დააცხრი მერე კი საერთოდ დაგავიწყდა რის გამო დაიწყე ჩხუბი
-აი რომ დადგები და ლექციას მიკითხავ მინდა რომ თავი წაგაცალო
-ოდესმე მიხვდები რომ მიქარე და სულ ოდნავ მაინც ინანებ?
-ვერ ვხვდები ,როგორ შეიძლება გაიგო რომ შენი გოგოს დაქალი ასეთია და ძალიან მშვიდად მე მეჩხუბო
-შენ რას იზამდი გითხრა? მაშინვე მივარდებოდი შენს ქალს და თავზე დაამხობდი ყველაფერს , შეიძლება დაშორებოდი კიდეც იმიტომ რომ იმპულსური იდიოტი ხარ ჩვეულებრივად გამოს*** რაც წლები გადის მით უფრო უბერავ იმიტო რო ამ შენ სი*ულ შეხედულებებს უფრო აბევრებ და ერთი გუნდისგან დიდ ზვავს ქმნი , გელექება ამ შენ გლუვ ტვინში და მერე ვსიოო უკვე მართლა გამო*** გახდი და ნეტა ოდესმე რამე გაგინათებდეს მაგ ტვინს
-რა გინდა ნიკუშ აიი რა გინდა?
-შეწყვიტე დაკვირვების, ამბის გამძიების და დაფქირების გარეშე ადამიანებთან ჩხუბი, მათი დამცირება, შეურაცხყოფა და ამ დედა ნატირები ფულით ყველაფრის გადაწყვეტა. დაიბრუნე ის ზურა მე რომ მიყვარს ,ყველაფერს თვითონ რომ აგვარებდა სიტყვით, ტვინით და საქმით...ნუ დაჩლუნგდი , ნუ დახეიბრდი მალე თითისაც აღარ გაანძრევ და მხოლოდ თანხების დასახელებას დაიწყებ.... ადამიანობას კარგავ ზურა
-ამ დროს ვაფშე რა გინდოდა აქ
-მარტო ვიყავი და ვიფიქრე ვნახავ-თქო ,რომ შემოვედი გოგონები ისეთი სახით იყვნენ ეგრევე მოვწვი რო რაღაც სისულელეს აკეთებდი...მითხარი ,კლუბი იმიტომ იყიდე რომ მაშო მუშაობდა იქ?
-ხო , ერთი ბ*ზი რო ჩამეგდო ხელში კლუბი ვიყიდე...საკმაოდ ბევრი ფულის შოვნა შეიძლება მაგ საქმიდან და იმტომ ვიყიდე თან ჩემ საკუთრებაში გართობა რომ შემეძლება უფრო გაასწორებს
-ნუ ეძახი მაშოს ეგრე ... ზუსტად ვიცი რომ არ არის ბ*ზი და ცეკვაც არ ანიჭებს სიამოვნებას. მის დას ვიცნობ და შეუძლებელია უბრალოდ ლეას და გარყვნილი...
-მოკლედ შენ შენი თინი და მისი სადაქალო ანგელოზები ხართ ერთად ყველანი . ვითომ რატომ ვერ იქნება რა შეუშლიდა ხელს
-სინდისი შეუშლიდა ხელს ... არსებობს ასეთი რამეც რომელიც აქვს ჯერ კიდევ ქალებს სხვათაშორის თავმოყვარეობაც არსებობს ჯერ კიდევ . იმ გოგოს წასვლა უნდა და გაუშვებ
-ჩემ საქმეში ნუ ერევი
-როგორ შეაჩერებ...დააშანტაჟებ? უსუსურ გოგოს დააშანტაჟებ?
-ვინ არის უსუსური უნდა მოგესმინა როგორ მლანძრავდა, ცინიკური სახით მიყურებდა და შემაფურთხა ... ჭვიანად რომ მოქცეულიყო შეიძლება გამეშვა ცეკვის მერე ახლა არ ვიცი რას ვუზამ,კარგს არაფერს
-რა უთხარი მანამდე აბა კარგად გაიხსენე იქნებ ისეთ ვინმეს შეეხე რომ შენი მოკვლაც უნდოდა
-დამემუქრა სხვათაშორის...შენი გოგო და მისი და რომ ვახსენე
-თინათინს შეეშვი-თქო მილიონჯერ გაგაფრთხილე ...პატივი დამდე და ჩემ მომავალ ცოლს პატივი ეცი !
-ვისო? შენ შ*გ ხო არ გაქ რა ცოლი ...
-გიჟია და ჯერ კიდევ კარგა ხანს აზრი არ ექნება ხელის თხოვნას თორემ ხვალვე ვიქორწინებდი . შენგან განსხვავებით ცხოვრებით ტკბობა მიყვარს და არა ყველაფრის მოშხამვა, გაუარესება და ნერვების ტყვ*** არაა ჩემი სტილი
-სერიოზულად? ასე გიყვარს რომ გინცა ცოლი გახდეს? შენი შვილის დედა გინდა იყოს ის გოგო?
-ჯერ ეს ერთი მე მიყვარს ფორთოხალი ან ჩემი ცხენი , ისე როგორც შენ გიყვარს მოსაწევი, ვისკი და შენი მანქანები .ქალი უნდა გააღმერთო , უსასრულობამდე უნდა მიჰყვებოდე მერე მეორეც შვილი არა შვილები მინდა რომ გამიჩინოს მან და სხვა არავინ! კარგად დაიმახსოვრე ეს და გაიაზრე ზურა , ხომ იცი არ მიყვარს როდესაც იმას შეურაცხყოფენ და ეხებიან რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
-ყოველთვის არანორმალური იყავი,მაგრამ იმ გოგომ უსაზღვროდ გადაგრია ,სადღაც სხვაგან ხარ ხო? არ გინდა დედამიწაზე რომ დაბრუნდე?
-არ ვაპირებ შენთან ამ თემაზე დავას, მეც არ მჯერა ყველა ადამიანის, მეც ვხედავ ბოროტ, ღვარძლიან , ფულზე დახარბებულ დედამო*** ხალხს , კარგად ვიცი ვის რა უნდა ჩემგან ,ისიც კარგად ვიცი ვის რა ნიღაბი აქვს მორგებული და რადგან ვამბობ რომ ისაა ქალი რომელიც ჩემია ე.ი ყველაფერი ნათქვამია
-ანუ ქერა ბაშვები გეყოლება ხუჭუჭა თმით? - გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა- ლილის მართლა ევასება?
-ვერ ჰკითხე ?
-არ მინახავს დიდი ხანია, რამდენიმე წუთით ველაპარაკე და თინათინზე სასაუბროდ არ მეცალა. ბიცოლას როდის გააცნობ?
-ბიცოლასაც მოეწონება ,შენ ხარ მხოლოდ ქალებზე დაგეშილი და რატო ვერ გავიგე
-ვერც გაიგებ , ვერასდროს იფიქრებ ჩემსავით
-მადლობა ღმერთს
-დავაი რა
-აბაა ამაყობ შენი დღევანდელი ქცევით?
-რა ვქნა წავიდე და ბოდიში მოვუხადო? მუხლებზე დავდგე თუ ყვავილები გავუგზავნო ... გავუშვებ მომავალი რძალი რომ არ გადავიმტერო მხოლოდ იმიტომ და ვეცდები დავივიწყო მის ცეკვები
-ცეკვები თუ ცეკვა
-რას მომდევ სიტყვებზე?
-შენ დაივიწყებ ,მაგრამ აბა იმას ჰკითხე შენი შესანიშნავი გამოსვლა თუ დაავიწყდება
-არცაა საჭირო რომ დაავიწყდეს
-რონი რომ მოიყვანა უკვე ნანახი გქონდა მისი ცეკვა?
-ნიკუშა სახლში არ აპირებ წასვლას? შენი ძილის დრო არ მოვიდა? წესიერ ბიჭებს ამ დროს სძინავთ ჯანსაღი ცხოვრების წესი არ გჭირდება? ცოლიო,შვილებიო და უნდ აგაუფრთხილდე თავს პატარა კი აღარ ხარ.სანამ შენს თინას ბავშვები მოუნდება, სანამ გათხოვებას გადაწყვეტს მანამ კი დაბერდები
-როდის ხდები 28 წლის?
-გამეცალე რა
-დიდი სიამოვნებით...ისედაც მომიშხამე განწყობა
-თინას დაურეკე ებაასე ან მიაკითხე და დაგამშვიდებს როგორმე
-ჩემი მომავალი სიდედრია გამაგრებული რეზისთან თორემ ახლავე წავიდოდი
-რეზი? აბა რევაზიო ?
-შენ მართლა დაშტერდი ხო? რეზის და რომ არის თინათინი არ იცოდი?
-მე რა ვიცი რევაზიო და ... რეზი დოლიძის და არის თინი? ის თინაა ? ამის დედაც ამიის დედააც არა სადმე უნდა წავიდე დავისვენო, სისხლი გამოვიცვალო ან რამე დედის ტყვ*** ვქნა თორე მგონი ტვინი გამომეთიშა ამდენი უბედურების კეთებით. მამაჩემო შენი ბრალია ყველაფერი მომინდომა ამ სიბერეში გაგულავება და შემტოვა ყველაფერი - ისევ დაიწყო ყვირილი, ჭიქაც მოიფრიალა და ოთახში სიარული დაიწყო
-ღმერთმა გიშველოს ... წავედი ,ეცადე მთლად არ გაუბერო
ნიკუშა რომ წავიდა საბაზანოში შევიდა, ცივი წყლის ქვეშ იდგა და ყველაფერს იხსენებდა.მაშოს პირველი დანახვიდან ბოლო წამამდე , კედელს მუშტები დაუშინა და მერე ღრიალი დაიწყო. აქამდეც იცოდა ,რომ უნდა დაევიწყებინა,მაგრამ მიზეზს ვერ პოულობდა ახლა კი ნიკუშა ეღობებოდა წინ და სხვა გზა აღარ ჰქონდა.
.................
ლანას დაბადებისდღის წვეულებაზე წასვლამდე ლეა სარკის წინ ტრიალებდა და თან თინის ელაპარაკებოდა
-მაშო ახლახანს წავიდა...დღეს ბოლო დღეა ხვალიდან ყველაფერი სხვაგავარად დაიწყება
-როგორც იქნა გავიდა დრო და დაისვენებთ ორივენი ...დამენახე ადამიანო ან ფოტო გამომიგზავნე დამწეწეა ნერვები
-თინათინ ცოტა ხანს მოგვწყდი თავიდან ... იმეცადინე,საქმე ნახე და მაროვე ჩემ შეყვარებულთან ყოფნა - მობილური გამოართვა ლეას ,გათიშა და მერე მკლავები მოხვია თვალებგაფართოებულ გოგოს
-რა გააკეთე მათე? -წამწამებს აფახუნებდა და ქვემოდან უყურებდა
-მასთან უფრო დიდხანს საუბრობ ვიდრე ჩემთან - ლოყაზე აკოცა,მერე ყბაზე და ყელზე გადავიდა-მე როცა ვარ მაშინ მაინც იყავი ჩემთან
-აბა ვისთან ვარ...მათეე
-ამ კაბაში საშინლად გამოიყურები - თითები წელიდან საჯდომისკენ ჩააცურა და ოდნავ მოუჭირა.წამსვე დაიბნა ლეა, ხელები მკერდზე მიაბჯინა და თვალები უფრო დაუმრგვალდა
-საშინლად? მათეე არ მიხება? სხვა ჩავიცვა...თოიძეე თითები გააჩერე ტვინი მერევა
-იმდენად სექსუალური ხარ რომ ტვინი მე მერევა- ქვედა ტუჩზე აკოცა და ღრმად ამოისუნთქა მერე კი ისე კოცნიდა როგორც ჩვეოდა,თმებიც აურია და მოკლე კაბის ქვეშაც შეუცურა თითები . სულ აურია ტვინი გოგოს
-მათეეე ...
-ჩშშ
-უნდა წავიდეთ ,დაგვაგვიანდება
- ... -ისევ ყელს უკოცნიდა -ჯანდაბა განგებ მიკეთებ ხო?- თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა
-მე? რას ვაკეთებ განგებ
-როგორ შეიძლება ასე გამოიყურებოდე და ასეთი მზერა გქონდეს - უცებ გაშალა ხელები და ამოიხვნეშა- შენ მე შემიწირავ
-თმები ამირიე ... ველური ხარ ნამდვილი . არ შეგიძლია რომ უბრალოდ მაკოცო აუცილებლად გიჟივით უნდა მეძგერო
-უკმაყოფილო თუ ხარ საერთოდ არ გაკოცებ - ისევ მიუახლოვდა სარკის წინ მდგომს ,ზურგიდან ჩაეხუტა კაბა გაუსწორა და მკლავებუ მუცელზე მოხვია - საინტერესოა რამდენ ხანს გაუძლებ
-მე? მშვენივრად გავძლებ შენი კოცნის გარეშე
-ხოო? დარწმუნებული ხარ - მხარზე აკოცა და სარკეში გაუსწორა მზერა მის თვალებს . ესმოდა როგორ უცემდა გული ,ხედავდა როგორ აცეცებდა დიდრონ თვალებს და კიდევ უფრო მეტად უჩქარდებოდა სისხლისმიმოქცევა. აგიჟებდა ეს გოგო თავისი დაბნეულობით,თავისი გულწრფელობით და დაუმალავი გრძნობებით. უბრალოდ არ შეეძლო ემოციების დაფარვა, როგორც არ უნდა ეცადა,რაც არ უნდა ეთქვა მაინც გადაშლილი წიგნივით იყო მათესთვის-კარგი,მაშინ აღარ გაკოცებ- სავარცხალი აიღო და თმები უკან გადმოუწია
-რას აკეთებ
-ჩემ არეულს ვალაგებ ... თმებიც როგორი სიფრიფანა გაქ ,ლია
-ნუ იქცევი ასე...
-როგორ ასე
-სხვანაირად...
-სხვა ხარ ჩემთვის და იმიტომ ხომ არა - იღიმოდა და თითებს მის თმებში დაატარებდა. სავარცხელი გადადო და ხელებიც მოაშორა- წავედით?
-სულ ასეთი იყავი რაა - როგორც კი მოშორდა ბიჭი მაშინვე შებრუნდა და მოეხვია. თავი მკერდზე მიადო ,ქვემოდან უყურებდა ამღვრეული თვალებით ის კი ისევ იღიმოდა-მაკოცე! -თავი მაღლა ასწია და ტუჩებზე შეეხო-მიყვარხარ და ბედნიერებაა გულმა გონებას რომ სძლია -თითები წვერზე ჩამოუსვა და ისევ აკოცა ....
....
წვეულებაზე ერთად რომ გამოჩდნენ ყურადღება მიიქციეს.არ იყო მარტივიმათე თოიძის გვერდით ყოფნა ის კი ვერ იტანდა როდესაც მასზე საუბრობდნენ. არადა ფიქრობდა რომ ამჯერად მაინც არ ექნებოდათ იგივე რეაქცია, პირველად ხომ არ იყო მის გვერდით. მაშინვე შეიშმუშნა და იატაკს გაუსწორა მზერა, მათემ თითები წელზე მოუჭირა და ლოყაზე აკოცა
-მიეჩვიე ჩემ გვერდით ყოფნას და ნუ არიდებ მათ მზერას
-არ მიყვარს ასე რომ მიყურებენ ... ლანას საჩუქარს მივცემ და დავჯდები სჯობს
-კარგი მე ისე მოვიქცევი როგორც ადრე და აღარავინ მოგაქცევს ყურადღებას ,იფიქრებენ რომ უბრალოდ მოგიყვანე
-მათე ნუ მიყურებ ასე და ნუ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები და ნერვებს ნუ მიშლი ,ჩემ გვერდით იყავი გაიგონ რო ჩემი ხარ !
-უფრო იმის გაგება უნდათ რომ შენ ხარ ჩემი
-ეგ საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია ... ჩემი ერთი კოცნით დაპყრობა არ შეიძლება - ჩაიცინა და თითები წელიდან ქვემოთ ჩაასრიალა
ლანა გამოჩნდა და ლეამ სიტყვის თქმა ვეღარ მოახერხა. გოგოს საჩუქარი მიაწოდა ორივემ და მოეხვია
-გილოცავ...
-მადლობა ჩემო საყვარელოო გოგოო...მათე? გავბრაზდი
-რას მერჩი ..საჩუქარი არ გინახავს ჯერ
-ერთად თუ იყავით რატომ ნორმალურად არ მითხარი
-ახლა გითხარი?
-ნუ მაბნევ ...ლეა ერთად ხართ თუ არა- უკვე ლეას შეხედა და წარბები შეკრა- აუუ მათე დამაბნიე კარგი რა...არ მიყვარს უხერხულ მდგომარეობაში ადამიანების ჩაყენება და არაადეკვატური დასკვნების გამოტანა,მაგრამ თქვენ ერთად ისეთი სხვანაირები ხართ
-კარგი ხო , დამშვიდდი ერთად ვართ - ისევ მოხვია ხელი ლეას ,ზურგიდან ჩაეხუტა და ამჯერად ყელში აკოცა - ბიჭი ხომ ვჯობივარ ლანუშ?
-არაფერიც, გოგო უკეთესია- წამსვე წაიკეკლუცა და ფართოდ გაუღიმა- ძალიან მიხარი თქვენ გამო...ორივე მიყვარხართ
-მადლობა ლანა ...
-წავედით ჩვენ...შენ მიხედე სტუმრებს - მათე დაემშვიდობა და მაგიდისკენ დაიძრა სადაც ვაკო და დიმა ისხდნენ.
-საღამომშვიდობისა - ლეა ორივეს მიესალმა და ხელის მოშორება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა - დიმა გილოცავ
-მადლობაა ... -ბიჭი წამოდგა აკოცა და მერე სკამი გამოსწია- დაჯექი...სად ხარ შე ჩემა ამდენ ხანს დამელოდეთო და გაშრა ყელი
-მე გითხარი დამელოდეთ-თქო არ დალიოთ - თქო ხო არ მითქვამს. მე ვერ დავლევ დღეს ბევრს და ტყუილად მელოდით
-მშვიდობაა ?- ვაკომ გაუცინა და იმ წამს აღებული ბოთლი მაგიდაზე დადო
-მე გოგონებთან მივალ, ჩემ გამო თუ ამბობ შეგიძლია მშვიდად გაატარო დრო -მკლავზე ხელი დაადო ლოყაზე აკოცა და წავიდა. მათემ თვალი გააყოლა და მერე სავარძელში ჩაეშვა
-ჭკუიდან გადავყავარ ხედავთ? მომენტში ისეთს მეტყვის მ*ყ**ვებს ,ხანდახან ისეთი დაბნეულია სულს მიხუთავს
-დაგისხა სჯობს ,აშკარად არ ხარ კარგად- ვაკომ გადაიხარხარა და ჭიქა აავსო
-შენ დავაი რა
-კიდე არ მჯერა რო გოგოსთან ხარ
-ბიწთან როდის ვიყავი დიმა?
-არ იცი რას გეუბნები? როდის იყო ასე იჩითებოდი გოგოსთან ერთად ...სულ თვალებში შესციცინებ
-ზატო ძააან საკალელია - ისევ ვაკომ გაიცინა და ჭიქები რომ აავსო მაშინვე დაცალა
-სულ გალოთდდი ბიჭო? იუბილარი მაინც დალოცე უსურვე რამე
-ვუსურვე უკვე - წარბშეკრულმა გახედა მათეს და კიდევ დაისხა-შენგან განსხვავებით მე ეულ ბიჭს შემიძლია რამდენიც მინდა იმდენი დავლიო , არავინ მიკონტროლებს
-და ამას ვინ უკონტროლებს, ისეთი გოგო შეიყვარა იმენა ანგელოზია ეს თუ არ აწყენინებს იქნებიან მშვიდად
-ჩემზე საუბარს რო მორჩეთ არა? რამოხდა ასეთი გოგო რო მომწონდეს არ შეიძლება?
-ქერა რო გაგეჩითება შენ მერე ნახე ...-ვაკო ისევ არ ისვენებდა, თან სადღაც იყურებოდა და ჭიქას ჭიქაზე ცლიდა
-ქერა არსად გაიჩითება, შენგან განსხვავებით ჩემ ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს
-იმასთან კიდე ხარ?
-რას მეკითხები დიმა?
-მე რა ვიცი
-ის ბიჭი ვინ არის ? - ვაკო სულ არ უსმენდა მათ დიალოგს .დიმას ანიშნა და თავი მაღლა ასწია უკეთ რომ დაენახა ლანას გვერდით მდგომი
-არ ვიცი...ლანას მეგობარია ალბათ იმ რაღაც ტრენინგზე რომ გაიცნო შენ რომ არ წაყევი
-ასე დაუმეგობრდა ორ დღეში რო დაბადებისდღეზე დაპატიჯა?
-აქ ვისაც ხედავ ყველა მეგობარია ?
-ვიცნობთ მაინც .. რა იცი ვინ არის
-ვერ ხედავ როგორია? ვიღაც ტვინგამოტენილი ტიპია
-მშვენიერ ვიდზეა , მგონი ლანაჩკას ზედმეტად ეჟღურტულება-მათემ თავი შეაბრუნა და ინტერესით მიაჩერდა ბიჭს - ლანაც ისე უღიმის მოსწონს აშკარად მისი კომპანია - ამის თქმა და ვაკოს წამოვარდნა ერთი იყო
-გარეთ გავალ მე მოვწევ...
-მოიცა სად გარბიხარ...ერთად გავიდეთ მერე
-ახლა მინდა ...მერე კიდე გამოვალ - ირონიულად მომღიმარ მათეს შეუღრინა და სწრაფად წავიდა.
ლეა ამ დროს კურსელებთან იყო და კოქტეილს მშვიდად მიირთმევდა. დიდხანს ითმინეს,სხვადასხვა თემაზე ისაუბრეს და ბოლოს ერთ-ერთმა ვეღარ გაუძლო
-თოიძესთან ხარ? თუ უბრალოდ მეგობრობთ...
-ვცდილობთ ერთად ვიყოთ,მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოვა ამდენი დაინტერესებული პირის ჩარევის შემდეგ მშვიდად ცხოვრების გაგრძელება
-აუუ კაიი რა ღადაობ? მათე თოიძეს გოგო ხარ და სანამ თვითონ ენდომება საერთოდ ყველას დაიკიდებს რაც არ უნდა მოხდეს
-გააჩნია კონკრეტულად რისთვის სჭირდები, მისი ბოლო გოგო როგორ მოისროლა ყველამ ვიცით . რას ვიფიქრებდი შენ გამო თუ დაშორდნენ
-მას ნუ ადარებ ლეას რა...ის გოგო არასდროს არსად გამოუჩენია და საერთოდაც ყველამ ვიცით თავიდანვე როგორი იყო მატი ურთიერთობა და შენ შენ დაქალოშკას ნუ უპაძეშკებ ძაან გთხოვ- გოგონები სანამ დაობდნენ ლეა მშვიდად იდგა , არც აპირებდა ამ განხილვაში ჩარევას უბრალოდ თავს ცუდად გრძნობდა და საერთოდ აღარ უნდოდა იქ ყოფნა
-კარგით რაა ...თქვენ მართლა გგონიათ რომ მათე და ლეა ერთად იქნებიან? მე ისევ ლეასთვის ვამბობ თორემ ბოლოს გული ეტკინება ზუსტად იმიტომ რომ ის არ ჰგავს ქერას და მისგან განსხვავებით დარწმუნებული ვარ უყვარს კიდეც მათე
-იქნებ უბრალოდ გამოიჩინოთ კეთილი ნება და სხვა თემაზე იჭორაოთ ,მე და მათე როგორმე თავად გავარკვევთ საკუთარ გრძNობებსა და სურვილებს ერთმანეთის მიმართ . მე მისთვის ბორკილები არ დამიდვია არც ვაპირებ , თავისუფალი ადამიანი ისე როგორც მე და ნებისმიერ დროს შევწყვეტთ თუ საჭირო იქნება. ვერ ვხვდები აქ ასეთი გასარჩევი რა არის
-და შენ მართლა გგონია რომ თუ მოგინდება მაშინვე დაშორდები? სულელი ყოფილხარ ლეა თუ ფიქრობ რომ მანამ გაგიშვებს სანამ ბოლომდე არ გამოგიყენებს და თვითონ არ მობეზრდები
-შენ სალომე ხო? საიდან ამ ახალგაზრდა გოგოს ამდენი შხამი , შენ უბედური ხარ სხვას მაინც აცადე ბედნიერება მითუმეტეს ის სხვა შენგან ბევრად მაღლა დგას და შესაბამისად ისე მოეპყრობიან როგორც იმსახურებს- მათეს ცივი ხმა რომ გაიგო წამსვე მიხვდა როგორი გაბრაზებული იყო და იცოდა რაღაც საშინელებას რომ იტყოდა- ლეას შენზე მეტად უჭრის გონება და როგორმე მიხვდება ვისთან უნდა იყოს და ვისთან არა ...გირჩევ კაცი იპოვნო იქნებ როგორმე დაგამშვიდოს და დაგახარჯინოს ეგ ბოღმა თორემ მალე იფეთქებ - ლეას წელზე შეუცურა თითები , გოგოს ბოლოს გაუღიმა დანარჩენებს ოდნავ დაუკრა თავი და ლეას მიაპყრო ბოლოს მზერა- წავიდეთ ,ვიღაც უნდა გაგაცნო
-არ იყო საჭირო მისი ასე დამცირება...ნახევარი უნივერსიტეტი ასე ფიქრობს მან უბრალოდ თქმა გაბედა
-შენ უნდა დადგე და უსმინო ვიღაც ნაბ*** როგორ სკდება შურით ?
-რადგან ვუსმენდი ხომ არ ნიშნავს რომ მისი სიტყვების გავლენის ქვეშ ვექცევი
-არც უნდა უსმინო ეგეთებს და თავიდანვე მისვა თავის ადგილას თორე მერე თავზე დაგაჯდებიან ... ბუნების კანონია ლია !
-ხელს მიჭერ
-ნერვებს მიშლიან დედა მოტყნ*** ბო**ებ* ტრ*** რომ ვერ აყენებენ
-ჩვენ წყვილს რომ მშვიდად არ შეხვდებოდნენ ხომ იცოდი,ცოტა ხნის წინ არ მეუბნებოდი?
-მე არ მითქვამს დადექი და სისულელეებს უსმინე-თქო ,ვაფშე რა გინდა მაგათთან ...საერთოდ რატო ეკონტაქტები ეგეთ ადამიანებს რომელტანაც საერთო არაფერი გაქ
-ჯერ ეს ერთი ჩემი საქმეა ვის ვესაუბრები და ვის არა ,მეორეც ისიც ჩემი კურსელია და ვერ ვეტყოდი იცი შენ და მე საერთო აზრები არ გვაქვს დამტოვე ჩემ გოგონებთან და წადი-თქო-მიაბიჯებდნენ და ჩუმად ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს . შორიდან რომ აგენახათ ვერც კი იფიქრებდით ასეთი დაძაბული დიალოგი თუ ჰქონდათ,მხოლოდ მათეს ჰქონდაწარბები შეკრული..ვინ უნდა გამაცნო თუ მოიტყუე
-ხო ისე კი ვერ წამოგიყვანდი სულ ყ*ეზე არ რას იტყოდნენ? ჩემი ძმა და მისი შეყვარებული მოვიდნენ...
-რომელი ძმა,გაბრიელი?
-არა , გაბრიელი როდის იყო სადმე დადიოდა ან ეცალა...აკო მობრძანდა ეგ როგორ გაუშვებს შანსს -თვალები აატრიალა და ახლოს მიიწია- ნუ მეჩხუბები თორემ ვბრაზდები და კოცნა მინდება, ხომ იცი აქვე გაკოცებ ,მერე შეგრცხვება და დაიწყებ ბუტბუტს- ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა, ყბაზე აკოცა და მერე თმაში ჩამალა სახე,სურნელი შეისუნთქა და წამსვე მოშორდა
-რომ ვკითხე ვინ არის-თქო თავი გაიგიჟა ,ექსკლუზივი ინფორმაცია წამართვა - აკო საუბრობდა და ყველას ართობდა
-მასხარავ რაო რა მინდაო?- მხრებზე დააწყო ხელები და ისე დახედა
-ეს ვის ჰგავს ასეთი გამაგებინეთ ვინმემ
-მამამ ბევრი იმუშავა რომ მესამე მაინც გამოსვლოდა ნორმალური ... ვაა მოხვედი მათიკო? ლეაა როგორ ხარ?
-კარგად, შენ როგორ ხარ აკო?
-მშვენიალურად ვგრძნობ თავს...გაიცანით ჩემი შეყვარებული თიკო
-სასიამოვნოა-სანამ ლეა გოგოს უღიმოდა მათემ აკოს გაბრაზება გადაწყვიტა
-თიკო? გუშინ არ მეუბნებოდი მარი მიყვარსო? -ვითომ ჩუმად გადაულაპარაკა და საწყალი გოგო გადარია
-რა მარი ...რა
-მარი ვინღაა აკაკი? - წამსვე იფეთქა გოგომ
-იტყუება რა მარი ... თიკო ,მოიცადე ჯანდაბაა გეფიცები გადაგიხდი შურს ვიძიებ - გოგო რომ გავარდა უკან გაჰყვა და თან მათეს ემუქრებოდა
-აბა კარგაად
-რა გააკეთე !
-რა გავაკეთე...უთხრას მიყვარხარო და დამშვიდდებიან ,არ მქონდა ახლა მაგის ნერვები
-საშინელი ხარ იცი? იქნებ არ შეურიგდეს
-მასეთი თიკო შვიდი ჰყავს...არაფერი დაუშავდება .აიი მგონი უკვე შეურიგდა - გაეცინა ჩახუტებულ წყვილს რომ შეხედა, მერე აკომ რომ აკოცა თვალები დააწვრილა- მგავს ისე რაღაცნაირად- ვაკოს ჭიქა ააცალა თვითონ დალია და თვალი ჩაუკრა- ასე თუ გააგრძელებ მალე დაიწვები ვაკუნა
-მომშორდი ! - ჭიქა გამოართვა და ისევ წინ მჯდომ წყვილს გახედა. ლანა დიმას უყვებოდა გვერდით მჯდომთან გატარებულ დროზე, იხსენებდა იმ ორ დღეს და უდარდელად კისკისებდა.
მათე ჯერ მშვიდად იჯდა ლეას გვერდით ,უსმენდა მათ საუბარს და მშვიდად აგემოვნებდა სასმელს. შემდეგ რაღაც მელოდიას ისე ააყოლა ფეხები ლეამ თავი ვეღარ შეიკავა და საცეკვაოდ გაიწვია
-წამოდი ,ვიცეკვოთ
-ნუთუ თქვენ ცეკვავთ ბატონო მათე
-შენ ჩემი პლასტიკის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვს - ხელი წელზე შეუცურა ხალხს შეერივნენ შემდეგ უფრო ახლოს მიიზიდა და სხეული ააყოლა მელოდიას. ლეა ჯერ იღიმოდა მერე მოდუნდა და მუსიკის რიტმებს აჰყვა. სხეულს მიმზიდველად არხევდა, მარჯვენა ხელი მათეს მხარზე ედო და სრულ ნეტარებას განიცდიდა. თოიძემ ცდუნებას ვეღარ გაუძლო და ტუჩები დაუკოცნა ,შემდეგ მუსიკა შეიცვალა და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა-შენ მე ჭკუიდან შემშლი
-მათე -ყელზე მიაწება ტუჩები და მკლავები წელზე შეუცურა-რა იქნება უფრო რომ შემიყვარდე ,მერე რა მეშველება ... ნუ ხარ ასეთი კარგი
-ჩემი სულელი გოგო ხარ შენ ... უსაზღვროდ უნდა შეგიყვარდე ,დაიმახსოვრე- თავი ააწევინა,ლეამ თვალები რომ დახუჭა თვალები დაუკოცნა - გეყოფა დარდი, დატკბი ცხოვრებით ნუ იცხოვრებ შიშით რომ ერთ დღეს სხვებივით დაგიკიდებ,შენ სხვა არ ხარ შენ არავის გავხარ ...მარტო შენ ხარ ჩემი,სხვა არავინ ყოფილა და არც იქნება ! - ყურთან აკოცა და მკლავები მძლავრად შემოხვია ათრთოლებულ სხეულზე...

და დაამ როგორც იქნა დავდე ახალი
ერთი დღით დავაგვიანე და მაპატიეთ
ამ სიცხეში და უჟანგბადობაში ჩემმა ტვინმა და მუზამ ფარხმალი დაყარეს
heart_eyes heart_eyes იმედია მოგეწონათ



№1 სტუმარი სტუმარი

პირველი ვააარ

ძალიან გამახარა.ძალიან მა

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი
პირველი ვააარ

ძალიან გამახარა.ძალიან მა

heart_eyes heart_eyes
იმედია მოგეწონება

 


№3  offline მოდერი sameone crazy girl

mirandaa31
მეორე ვარ :დ ვერასდროა მოვიაწარი პირველობას :დ წავედი წავიკითხე ❤️

smile არ ვიცოდი მაგას მნიშვნელობა თუ ჰქონდა
ნუ ჩემთვის არ აქვს
მთავარია მოგეწონოთ heart_eyes heart_eyes

ჰაიკო
მესამე ვარ;) :D ერთი რა უნდა გკითხო, ძალიან კარგად წერ და ახალბედა რატომ არ მოგცეს??

არ ვიცოდი თქვენ თუ ჩემი მკითხველი იყავით პირველ რიგში მიხარია თუ კითხულობ და უფრო მიხარია თუ მართლა მოგწონს smile
რაც შეეხება ახალბედობას მე გასაგებად დავეწერე მგონი რომ თავად ვთქვი უარი და აქ რაღაც სტატუსის გამო არ ვარ , არაფერს ცვლის ჩემთვის სტატუსები ასეც ვწერ და ისე უნდა დამეწერა კითხვა "რატომ არ მოგცეს" არ შეეფერება ამ კონკრეტულ სიტუაციას smile smile smile

 


№4 სტუმარი სტუმარი ტასო

ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე.რომ თქვი პარასკევს ვერ დავდებო ისე ველოდებოდი შაბათს და შენს სიახლეს ნუ რავი ერთი სული მქონდა როდის დადებდი.ხო ეხა ამ თავს რაც შეეხება..აუ ზურა მართლა ხისთავიანი კია მაგრამ აი სასწაულად მომწონს რატო არც მე არ ვიცი ისე ისეთი ტიპაჟია რამ მომაწონა არც კი ვიცი????მაშოს ცუდათ კი ექცევა მაგრამ მაინც ძაან მომწონს ეს წყვილი.ხო მათეზე და ლეაზე კი ვგიჟდები ისეთი ძაან მაგარი წყვილია.

 


№5  offline მოდერი sameone crazy girl

ჰაიკო
sameone crazy girl
mirandaa31
მეორე ვარ :დ ვერასდროა მოვიაწარი პირველობას :დ წავედი წავიკითხე ❤️

smile არ ვიცოდი მაგას მნიშვნელობა თუ ჰქონდა
ნუ ჩემთვის არ აქვს
მთავარია მოგეწონოთ heart_eyes heart_eyes

ჰაიკო
მესამე ვარ;) :D ერთი რა უნდა გკითხო, ძალიან კარგად წერ და ახალბედა რატომ არ მოგცეს??

არ ვიცოდი თქვენ თუ ჩემი მკითხველი იყავით პირველ რიგში მიხარია თუ კითხულობ და უფრო მიხარია თუ მართლა მოგწონს smile
რაც შეეხება ახალბედობას მე გასაგებად დავეწერე მგონი რომ თავად ვთქვი უარი და აქ რაღაც სტატუსის გამო არ ვარ , არაფერს ცვლის ჩემთვის სტატუსები ასეც ვწერ და ისე უნდა დამეწერა კითხვა "რატომ არ მოგცეს" არ შეეფერება ამ კონკრეტულ სიტუაციას smile smile smile

კარგი, უბრალოდ ვიკითხე რა მოხდა.

smile smile არაფერი არ მოხდა იკითხე და გიპასუხე

სტუმარი ტასო
ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე.რომ თქვი პარასკევს ვერ დავდებო ისე ველოდებოდი შაბათს და შენს სიახლეს ნუ რავი ერთი სული მქონდა როდის დადებდი.ხო ეხა ამ თავს რაც შეეხება..აუ ზურა მართლა ხისთავიანი კია მაგრამ აი სასწაულად მომწონს რატო არც მე არ ვიცი ისე ისეთი ტიპაჟია რამ მომაწონა არც კი ვიცი????მაშოს ცუდათ კი ექცევა მაგრამ მაინც ძაან მომწონს ეს წყვილი.ხო მათეზე და ლეაზე კი ვგიჟდები ისეთი ძაან მაგარი წყვილია.

ყოველდღე ვერ დავდებ და თუ მეტი დამაგვიანდება გაგაფრთხილებთ ხოლმე
რაც შეეხება ზურას თქვენი გემოვნების ამბავია,მაგრამ მე მაინც არ მესმის როგორ უნდა მოგწონდეს ზურა ეს არც უხეშობაა არც რთული ხასიათი ეს არც კი ვიცი რა არის ,ახლა როგორც იქცევა იმედია რამეს მოვახერხებ

 


№6 სტუმარი Ablabuda13

ჩემი საყვარელი წყვილები :-*

 


№7  offline მოდერი sameone crazy girl

[quote=ჰაიკო][quote=sameone crazy girl][quote=ჰაიკო][quote=sameone crazy girl][quote=mirandaa31]მეორე ვარ :დ ვერასდროა მოვიაწარი პირველობას :დ წავედი წავიკითხე ❤️[/quote]
smile არ ვიცოდი მაგას მნიშვნელობა თუ ჰქონდა
ნუ ჩემთვის არ აქვს
მთავარია მოგეწონოთ heart_eyes heart_eyes

[quote=ჰაიკო]მესამე ვარ;) :D ერთი რა უნდა გკითხო, ძალიან კარგად წერ და ახალბედა რატომ არ მოგცეს??[/quote]
არ ვიცოდი თქვენ თუ ჩემი მკითხველი იყავით პირველ რიგში მიხარია თუ კითხულობ და უფრო მიხარია თუ მართლა მოგწონს smile
რაც შეეხება ახალბედობას მე გასაგებად დავეწერე მგონი რომ თავად ვთქვი უარი და აქ რაღაც სტატუსის გამო არ ვარ , არაფერს ცვლის ჩემთვის სტატუსები ასეც ვწერ და ისე უნდა დამეწერა კითხვა "რატომ არ მოგცეს" არ შეეფერება ამ კონკრეტულ სიტუაციას smile smile smile[/quote]
კარგი, უბრალოდ ვიკითხე რა მოხდა.[/quote]
smile smile არაფერი არ მოხდა იკითხე და გიპასუხე

[quote=სტუმარი ტასო]ვგიჟდები მე შენზე და შენს ისტორიებზე.რომ თქვი პარასკევს ვერ დავდებო ისე ველოდებოდი შაბათს და შენს სიახლეს ნუ რავი ერთი სული მქონდა როდის დადებდი.ხო ეხა ამ თავს რაც შეეხება..აუ ზურა მართლა ხისთავიანი კია მაგრამ აი სასწაულად მომწონს რატო არც მე არ ვიცი ისე ისეთი ტიპაჟია რამ მომაწონა არც კი ვიცი????მაშოს ცუდათ კი ექცევა მაგრამ მაინც ძაან მომწონს ეს წყვილი.ხო მათეზე და ლეაზე კი ვგიჟდები ისეთი ძაან მაგარი წყვილია.[/quote]
ყოველდღე ვერ დავდებ და თუ მეტი დამაგვიანდება გაგაფრთხილებთ ხოლმე
რაც შეეხება ზურას თქვენი გემოვნების ამბავია,მაგრამ მე მაინც არ მესმის როგორ უნდა მოგწონდეს ზურა ეს არც უხეშობაა არც რთული ხასიათი ეს არც კი ვიცი რა არის ,ახლა როგორც იქცევა იმედია რამეს მოვახერხებ[]
"გასაგებად დავწერე მგონი" ეს არ არის პასუხი, რომელიც მკითხველს უნდა გასცე, მაგრამ როგორც გინდა, ნება შენია.

"გასაგებად დავწერე მგონი" ეს არ არის პასუხი, რომელიც მკითხველს უნდა გასცე, მაგრამ როგორც გინდა, ნება შენია.[/quote]
იცი მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ რომელსაც რაღაც ღლის ,რაღაც ცუდად ხდის და რაღაც ყელში ამოსდის და რომელიც არ ცნობს წესებს რომლის მიხედვითაც უნდა ესაუბროს მკითხველს .ისე ვსაუბრობ ჩემ მკითხველთან როგორც ჩვეულებრივ ნაცნობთან რადგან არ მიყვარს ყველაფრის ჩარჩოებში მოქცევა , ვწუხვარ თუ ცუდად მიიღე ჩემი პასუხი ასე ნამდვილად არმინდოდა უბრალოდ დიდი ხანიაეს თემა განხილვის საგანია და მართლა დავიღალე მგონი"მწერლებსაც" გვაქვს უფლება ამის

 


№8 სტუმარი Mariami

ღმერთო ამ თავმა შემშალა გადამრია და ჭკუიდან გადამიყვანა უსაზღვროდ მიყვარს ყველა წყვილი უსაზღვროდ მიყვარხარ შენ და შენი მოთხრობები❤️❤️❤️❤️❤️იმდენად მსიამოვნებდა მისიწაკითხვა რომ ვერც გავიგე როდის ჩავედი ბოლოში და სიმართლე გითხრა გული დამწყდა რომ დასრულდაააა????მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️მაბედნიერებ შენ მეე❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

Ablabuda13
ჩემი საყვარელი წყვილები :-*

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart

Mariami
ღმერთო ამ თავმა შემშალა გადამრია და ჭკუიდან გადამიყვანა უსაზღვროდ მიყვარს ყველა წყვილი უსაზღვროდ მიყვარხარ შენ და შენი მოთხრობები❤️❤️❤️❤️❤️იმდენად მსიამოვნებდა მისიწაკითხვა რომ ვერც გავიგე როდის ჩავედი ბოლოში და სიმართლე გითხრა გული დამწყდა რომ დასრულდაააა????მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️მაბედნიერებ შენ მეე❤️❤️❤️

მადლობა heart_eyes heart_eyes
საკმაოდ დიდი თავი იყო
მომდევნოებში ჯერ არ იქნებიან ზურა და მაშო
მათეს და ლეას დაგიბრუნებთ smile
თქვენ მე მაბედნიერებთ kissing_heart

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

ისეევ და ისეევ ველი<3

 


№11 სტუმარი Ucnobi

ძალიან მაგარია, ზურა რა ჩამოსხმაა ვერ ვიგებ, მაგას თუ რამეს უშველი ყოჩაღ შენ. მათე და ლია სხვა განზომილებაა, აი ნიკოლოზ-ავთანდილი კი კაცის ეტალონი, წარმატებები

 


№12  offline წევრი დარინა

სულს მითბობს ჩემი ავთანდილი როგორი თბილი და საყვარელიააა, საზიზღარი ზურიკო ერთი სული მაქვს მაშოს მახეში როდის გაებმება, არა უკვე კი არის გაბმულიი, მათლააგარი ქიმია აქვთ ზურას და მაშოს წყვილს საოცრად მომწონს ერთად ჩემი ავთანდილისა და თინათინის შემდეგ, მე ბევრი ავთანდილი და თინი მინდააა ამ თავში დამაკლდააა თინის სიგიჟეებიიი.

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ანა
ისეევ და ისეევ ველი<3

სამშაბათს დავდებ ალბათ kissing_heart

Ucnobi
ძალიან მაგარია, ზურა რა ჩამოსხმაა ვერ ვიგებ, მაგას თუ რამეს უშველი ყოჩაღ შენ. მათე და ლია სხვა განზომილებაა, აი ნიკოლოზ-ავთანდილი კი კაცის ეტალონი, წარმატებები

ეგ მეც არ ვიცი ,მაგრამ უარესებიც რომ არსებობენ ეგ ვიცი ზუსტად smile
ვუშველი თუ ვერა არც ეგ ვიცი, ფაქტი ერთია მის სიქაჯეს მარტივად არ დაივიწყებს მაშო
აუუ მიყვარს მე ნიკუშას მოყვარული ხალხი და რა გავაკეთო

დარინა
სულს მითბობს ჩემი ავთანდილი როგორი თბილი და საყვარელიააა, საზიზღარი ზურიკო ერთი სული მაქვს მაშოს მახეში როდის გაებმება, არა უკვე კი არის გაბმულიი, მათლააგარი ქიმია აქვთ ზურას და მაშოს წყვილს საოცრად მომწონს ერთად ჩემი ავთანდილისა და თინათინის შემდეგ, მე ბევრი ავთანდილი და თინი მინდააა ამ თავში დამაკლდააა თინის სიგიჟეებიიი.

ვაიმეეე თინის და ავთანდილის "მოყვარული" ხალხი რა ცოტაა და როგორ მიხარია რომ ერთ ერთი ხარ
ვეცდები მათზე კიდევ დავწერო მადლობა დიდი

 


№14 სტუმარი სტუმარი თამო

რა საყვარელი წყვილია მათე და ლეა.მაშო და ზურა მაინტერესებს ძალიან.ნიკოლოზი საოცრება ძალიან მომწონს თავისი აზრებით და შეხედულებებით.

 


№15  offline მოდერი abezara98

მთელი თავი სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი, ბატონი ზურაბის საწამებელ გეგმაზე ვფიქრობდი, იცი? მართლა ძალიან გათამამებული და არც კი ვიცი, რა სიტყვა შევუსაბამო, დეგენერატი ბიჭია, ნუ, ბიჭი რაა, კაცია უკვე unamused მისი გამოსწორება ძალიან რთული რომ იქნება, მაგას კი ვხვდები open_mouth უხ, როგორ მინდოდა, მაშოს რაიმე ჩაერტყა იმ უტვინო თავში, სადაც ბიჭს დაკუჭული ფურჩელი უგდია წარწერით "ტვინი" და გონზე მოეყვანა expressionless
ჩემი ნიკუშა ასეთი კარგი რროგორ და რატომაა, რატომ, გამაგებინეთ!! მეც მინდა მასეთი ერთი და კი დავისვენებ joy ნუ, მათესა და ლეაზე რა მეთქმის? მგონი ამათზე საყვარელი წყვილი მთელს ისტორიაში არ მოიპოვება (ნუ, მე ჩემი სოფიკო და რეზი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და ევასა და გაბროსაც ველი smile ).
ხოო, მეტი რა გითხრა? ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას kissing_heart ვგიჟდები მე შენზე და წარმატებები, საყვარელო heart_eyes heart_eyes

 


№16 სტუმარი სტუმარი მაშო

დავმუნჯდი ???? საოცრებაა საუკეთესოთა შორის საუკეთესო სიტყვები არ მყოფნის საოცრება ხარ შენ მარიამ ???? შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ყველაზე ვგიჟდები სასწაული საოცრება არის შენი ერთგული მკითხველი ვარ ???? ნუუ მეც გამოვარჩევ ამ ისტორიიდან მათე ლეას უბრალოდ ვგიჟდები მათზე
და უკვე მაშო და ზურას მევასებიან :)))

 


№17 სტუმარი Sota

კარგი რაა, ნუ წერ ესე კარგად და საყვარლად!! ბოლოში რომ ჩავდივარ და ვიცი რომ მეორე დღეს არ იქნება ვგიჟდებიიი ????????????????????

 


№18 სტუმარი სტუმარი მაშო

დავმუნჯდი ???? საოცრებაა საუკეთესოთა შორის საუკეთესო სიტყვები არ მყოფნის საოცრება ხარ შენ მარიამ ???? შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ყველაზე ვგიჟდები სასწაული საოცრება არის შენი ერთგული მკითხველი ვარ ???? ნუუ მეც გამოვარჩევ ამ ისტორიიდან მათე ლეას უბრალოდ ვგიჟდები მათზე
და უკვე მაშო და ზურას მევასებიან :)))

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
რა საყვარელი წყვილია მათე და ლეა.მაშო და ზურა მაინტერესებს ძალიან.ნიკოლოზი საოცრება ძალიან მომწონს თავისი აზრებით და შეხედულებებით.

მადლობაა heart_eyes
მიხარია ჩემი ნიკუშა უკეთ რომ "დაინახეთ"
heart_eyes heart_eyes მათეზე და ლეაზე მომდევნოშიც იქნება ცოტა

 


№20  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Chemi matikoo rogori sayvareliaa <3 vgijdebi nikushaze rq chautaraa yochag bichiii :D <3 sxvata shoris zurac momwons ravqna cudi bichebi momwonsda :D :D aq akoc kargi tipi gaichiteba mara rodis iyo shen cudebi gyavda :D warmatebebii sauketeso xaar <333

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
მთელი თავი სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი, ბატონი ზურაბის საწამებელ გეგმაზე ვფიქრობდი, იცი? მართლა ძალიან გათამამებული და არც კი ვიცი, რა სიტყვა შევუსაბამო, დეგენერატი ბიჭია, ნუ, ბიჭი რაა, კაცია უკვე unamused მისი გამოსწორება ძალიან რთული რომ იქნება, მაგას კი ვხვდები open_mouth უხ, როგორ მინდოდა, მაშოს რაიმე ჩაერტყა იმ უტვინო თავში, სადაც ბიჭს დაკუჭული ფურჩელი უგდია წარწერით "ტვინი" და გონზე მოეყვანა expressionless
ჩემი ნიკუშა ასეთი კარგი რროგორ და რატომაა, რატომ, გამაგებინეთ!! მეც მინდა მასეთი ერთი და კი დავისვენებ joy ნუ, მათესა და ლეაზე რა მეთქმის? მგონი ამათზე საყვარელი წყვილი მთელს ისტორიაში არ მოიპოვება (ნუ, მე ჩემი სოფიკო და რეზი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და ევასა და გაბროსაც ველი smile ).
ხოო, მეტი რა გითხრა? ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას kissing_heart ვგიჟდები მე შენზე და წარმატებები, საყვარელო heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ზურას წამება მე მინდა მაგრამ როგორ გამომივა წარმოდგენა არ მაქვს smile smile
მათეა თვითონ საყვარელი თოიძეა რა ქნს ნუ გაბრიელი ამბებს ჩაატარებს ისეეთს რა ვთქვა წინასწარ smile smile
დაველოდოთ სხვა რა გზაა?

სტუმარი მაშო
დავმუნჯდი ???? საოცრებაა საუკეთესოთა შორის საუკეთესო სიტყვები არ მყოფნის საოცრება ხარ შენ მარიამ ???? შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ყველაზე ვგიჟდები სასწაული საოცრება არის შენი ერთგული მკითხველი ვარ ???? ნუუ მეც გამოვარჩევ ამ ისტორიიდან მათე ლეას უბრალოდ ვგიჟდები მათზე
და უკვე მაშო და ზურას მევასებიან :)))

არ მეგონა მაშო და ზურას წყვილი თუ ამდენს მოეწონებოდა მართლა
მიხარია რომ კითხულობ
დიდი მადლობა
heart_eyes heart_eyes

Sota
კარგი რაა, ნუ წერ ესე კარგად და საყვარლად!! ბოლოში რომ ჩავდივარ და ვიცი რომ მეორე დღეს არ იქნება ვგიჟდებიიი ????????????????????

flushed flushed
აუუ როგორ მწყდება გული მეც რო ვერ ვდებ ყოველდღე ,მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ გამოვა

uchveulo
Chemi matikoo rogori sayvareliaa <3 vgijdebi nikushaze rq chautaraa yochag bichiii :D <3 sxvata shoris zurac momwons ravqna cudi bichebi momwonsda :D :D aq akoc kargi tipi gaichiteba mara rodis iyo shen cudebi gyavda :D warmatebebii sauketeso xaar <333

აუუ ცუდი ბიჭები რატო მოგწონთ? მეც მომწონს წერის დროს მათე მაგალითად და ნერვები მესლებოდა თავიდან ახლა კია საყვარელი ნუ ზურაც არაა ისეთი დამპალი ახლა როგორც ჩანს,მაგრამ მაინც დიდი შეცდომა მოუვიდა smile ნიკუშაზე მეც ვგიჟდები და ჩამომართვით მიკერძოებულობაში თუ გინდათ

 


№22 სტუმარი სტუმარი Lilu

მარიამ,
ალბათ დიდი ხნის წინ შენზე რომ ეკითხათ, ვეტყოდი, არ მომწონს, წერის სტილი არ აქვს-მეთქი,
მაგრამ,
მარიამ,
მიუხედავად იმისა, რომ
ეს პირველია, რომელზეც აუცილებლად გამოგყვები,
მართლააა
ძაააალიან
გაიიიზარდე!!!
საერთოდ არ ვარ შებოჭილი კითხვისას!
ყველაფერი გაქვს: ექსტერმი, ვნება, სიყვარული, მეგობრობა...
შეიძლება “მწერალი” არ იყო და პროფესიონალურად ვერ ქაჩავდე,
მაგრამ, თუ მოინდომებ შეძლებ ერთი კარგი ბესთსელერი დაწერო,
ან თუ დაც რაიმე ისეთი პოპულარული სცენარი, რომ
ფილმის შემოსავალმა მილიონებს გადააჭარბოს.
(მე სცენარს უფრო გირჩევდი, ვიზუალური აღქმა უკეთესია)
გისურვებ წარმატებას!
და, ხო
ჩემი ნათქვა გაბუქებულად ან გადაჭარბებულადარ იფიქრო...
დაფიქრდი!
დღეს თუ არა ხვალ მაინც
და თუ არა აქ, ჩვენთან
სადმე
სასზღვრებს გარეთ...
გზა დიდიიააა

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Lilu
მარიამ,
ალბათ დიდი ხნის წინ შენზე რომ ეკითხათ, ვეტყოდი, არ მომწონს, წერის სტილი არ აქვს-მეთქი,
მაგრამ,
მარიამ,
მიუხედავად იმისა, რომ
ეს პირველია, რომელზეც აუცილებლად გამოგყვები,
მართლააა
ძაააალიან
გაიიიზარდე!!!
საერთოდ არ ვარ შებოჭილი კითხვისას!
ყველაფერი გაქვს: ექსტერმი, ვნება, სიყვარული, მეგობრობა...
შეიძლება “მწერალი” არ იყო და პროფესიონალურად ვერ ქაჩავდე,
მაგრამ, თუ მოინდომებ შეძლებ ერთი კარგი ბესთსელერი დაწერო,
ან თუ დაც რაიმე ისეთი პოპულარული სცენარი, რომ
ფილმის შემოსავალმა მილიონებს გადააჭარბოს.
(მე სცენარს უფრო გირჩევდი, ვიზუალური აღქმა უკეთესია)
გისურვებ წარმატებას!
და, ხო
ჩემი ნათქვა გაბუქებულად ან გადაჭარბებულადარ იფიქრო...
დაფიქრდი!
დღეს თუ არა ხვალ მაინც
და თუ არა აქ, ჩვენთან
სადმე
სასზღვრებს გარეთ...
გზა დიდიიააა

დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის flushed
მართლა ბევრს ნიშნავს ჩემთვის მსგავსი შეფასება
სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ მსგავსი ამბიციები არ მაქვს smile

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

Mercury
მარრიიამ ერთთადეეერთი ხააარრ
ჩემი კაპლლლიიის წვეეთიიი ხაარრ
მიყვარხაროო ძააალლიანნ ნანნანნნნნნოოაა
ოოოჰჰჰჰ
ეს სამი დღე თითქმის მთლიანად კოშმარი იყო იციი
ახლაა ისეთ ხასიათზე დავდექი რომ რავიი
ოღონდ ზურაა მოსაკლავი გყავს ჯერ რომ მაშას მიწვალებს მერე რომ დამპალია და ტვინის მაგივრად რომ ჩალა უდევს
ეგ რომ არა პოემას გიწერდი იციი joy joy joy
აი პროსტა რა გაგიმაზა rage rage joy
ავთუკა იზ მაი მეენ ჩემი სვით ბოიი❤❤❤❤❤❤
ლეაჩკა და მათუსი რა სისაყვარლეები არიაანოო❤❤❤❤❤
ისე ცოტა გამომიცოცხლე ლეაა ასწავლე მუში-კრივი
აუააუ აკოო მომწონსს ძააან მათემ რა გაუჩალიჩა რაა joy joy joy
ეგ მაშინვე მომეწონა მათუსის ლეასთან მძინარეს რომ შეუსწრო
მოკლედ

მარრიამმ ერთადერთი ხაარ
ჩემიი კაპლის წვეთიი ხაარ
მიყვარხაროო ძალიიაან ნანნოანნააა ❤❤❤❤❤❤

კაპლის წვეთობა მომეწონა საოცარი კომპლიმენტი იყო ვაღიარებ smile smile smile
მადლობა დიიდიიი
ზურას რას ვუყოფ არ ვიცი რომ გავამწარებ ვიცი ,ჯერ ვერ ვხვდები როგორ
აკოზე ვერაფერსვიტყვი
ლეა მეტად არ გამოცოცხლდება და მათეს სულ არ დასჭირდება მუშტი კრივი smile smile

 


№25 სტუმარი სტუმარი სოფიო

მარიამ სასწაული ხარ! შენ ისტორიებზე ხო ვგიჟდები, მაგრამ ეს რაღაც სასწაულია. მათესა და ლეას წყვილზე ვგიჟდები. ზურა ნერვებს მიშლის ასეთი ცივი რომ არის . ნიკოლოზი უფრო შემიყვარდა თინიზე ისე ლამაზად საუბრობდა და...

 


№26  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი სოფიო
მარიამ სასწაული ხარ! შენ ისტორიებზე ხო ვგიჟდები, მაგრამ ეს რაღაც სასწაულია. მათესა და ლეას წყვილზე ვგიჟდები. ზურა ნერვებს მიშლის ასეთი ცივი რომ არის . ნიკოლოზი უფრო შემიყვარდა თინიზე ისე ლამაზად საუბრობდა და...

kissing_heart kissing_heart
ძალიან დიდი მადლობა
მიხარია უზომოდ რომ ასე მოგწონთ ეს ისტორია
იმედია იმედებს არ გაგიცრუებთ და ბოლომდე საინტერესო იქნება

 


№27 სტუმარი თამუნე (bibo)

მიყვარხარ ხო?
ყველგან
აქაც იქაც
მუდამ
სადაც არ უნდა იყო
სტატუსით უსტატუსოდ
ჰიჟურად
უფრო გიჟურად
სამყაროზე მეტად
ხო გეუბნები რო ამქვეყნიური არ ხარ
სხვა სამყარო ხარ
სხვა გრძნობით ფერებით
აღქმით
სხვა ვნება ქრიალი
აი ყველანაირად სხვა ხარ
ხო ნგიბუა რო სხვა რა უნდა დაწერო
ჰოპ და უცბე ისეთ დამიბრეხვებ
რო ნახე რა დარჩენია
და ასე ემატება ახალ ახალი
სასწაული ხარ
ჩემი პატარა სასწაული
თავისი სხვა სამყაროთი
სხვა ფერებით
სხვა აღქმით და უბრალოდ
სხვა სხვაზე სხვა
ვგიჟდები რა მე შენზე
თითო წერტილსაც კი სხვა სუნი სხვა ფერი ასდის
სხვა განცდა აქ
ისე გითრევს
ისე მიყავხარ
აი ეს თავი ხო წავიკითხე
ეხა სხვას ჩაუჯდე უნდა
არ მყოფნის და ჰა
მილიონ ერთხელ წაკითხულს ისევ თავიდან
რადგან
აი ასე უბრალოდ სხვა ხარ
მიყვარს
ეს უსაზღვრო მეგობრობა,ვნება ,სიყვარული,სიგიჟე ადამიანობა
სამეგობრო სანათესაო სანაცნობო
კარგი ტიპები გაჩითულები
ექიმები და ისევ ექიმები
ხო მითქვამს რო მიყვარხარ
ყველაფერი ხო მითქვამს
ხო გეუბნები რო სასწაული ხარ
აქაც იქაც შენი წუწუნით
არ გახსენებებით
დასინვებით
და უბრალოდ
ყველაფრით საოცრება ხარ
რომელიც საიტზე მეტია
აი ასე უბრალოდ მაგიჟებ
გყვარობ ხო ?
ხო გყვარობ ბევრზე ბევრს?
ხო ?

 


№28 სტუმარი სტუმარი ანი

როგორ მითვარ ეს მათიკო და ლეა რა ძალიან საყავრლები ანიან მაგრამ თინის და ნიკუშას წყვილილი ძაბ მაგრამ ხალიან ჯარგი თავი იყო ველიდები შემდეგალს

 


№29  offline აქტიური მკითხველი uchveulo

sameone crazy girl
abezara98
მთელი თავი სანამ ბოლომდე ჩავიკითხავდი, ბატონი ზურაბის საწამებელ გეგმაზე ვფიქრობდი, იცი? მართლა ძალიან გათამამებული და არც კი ვიცი, რა სიტყვა შევუსაბამო, დეგენერატი ბიჭია, ნუ, ბიჭი რაა, კაცია უკვე unamused მისი გამოსწორება ძალიან რთული რომ იქნება, მაგას კი ვხვდები open_mouth უხ, როგორ მინდოდა, მაშოს რაიმე ჩაერტყა იმ უტვინო თავში, სადაც ბიჭს დაკუჭული ფურჩელი უგდია წარწერით "ტვინი" და გონზე მოეყვანა expressionless
ჩემი ნიკუშა ასეთი კარგი რროგორ და რატომაა, რატომ, გამაგებინეთ!! მეც მინდა მასეთი ერთი და კი დავისვენებ joy ნუ, მათესა და ლეაზე რა მეთქმის? მგონი ამათზე საყვარელი წყვილი მთელს ისტორიაში არ მოიპოვება (ნუ, მე ჩემი სოფიკო და რეზი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს და ევასა და გაბროსაც ველი smile ).
ხოო, მეტი რა გითხრა? ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას kissing_heart ვგიჟდები მე შენზე და წარმატებები, საყვარელო heart_eyes heart_eyes

ვაიმეე ზურას წამება მე მინდა მაგრამ როგორ გამომივა წარმოდგენა არ მაქვს smile smile
მათეა თვითონ საყვარელი თოიძეა რა ქნს ნუ გაბრიელი ამბებს ჩაატარებს ისეეთს რა ვთქვა წინასწარ smile smile
დაველოდოთ სხვა რა გზაა?

სტუმარი მაშო
დავმუნჯდი ???? საოცრებაა საუკეთესოთა შორის საუკეთესო სიტყვები არ მყოფნის საოცრება ხარ შენ მარიამ ???? შენი ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და ყველაზე ვგიჟდები სასწაული საოცრება არის შენი ერთგული მკითხველი ვარ ???? ნუუ მეც გამოვარჩევ ამ ისტორიიდან მათე ლეას უბრალოდ ვგიჟდები მათზე
და უკვე მაშო და ზურას მევასებიან :)))

არ მეგონა მაშო და ზურას წყვილი თუ ამდენს მოეწონებოდა მართლა
მიხარია რომ კითხულობ
დიდი მადლობა
heart_eyes heart_eyes

Sota
კარგი რაა, ნუ წერ ესე კარგად და საყვარლად!! ბოლოში რომ ჩავდივარ და ვიცი რომ მეორე დღეს არ იქნება ვგიჟდებიიი ????????????????????

flushed flushed
აუუ როგორ მწყდება გული მეც რო ვერ ვდებ ყოველდღე ,მაგრამ რა ვქნა სხვანაირად არ გამოვა

uchveulo
Chemi matikoo rogori sayvareliaa <3 vgijdebi nikushaze rq chautaraa yochag bichiii :D <3 sxvata shoris zurac momwons ravqna cudi bichebi momwonsda :D :D aq akoc kargi tipi gaichiteba mara rodis iyo shen cudebi gyavda :D warmatebebii sauketeso xaar <333

აუუ ცუდი ბიჭები რატო მოგწონთ? მეც მომწონს წერის დროს მათე მაგალითად და ნერვები მესლებოდა თავიდან ახლა კია საყვარელი ნუ ზურაც არაა ისეთი დამპალი ახლა როგორც ჩანს,მაგრამ მაინც დიდი შეცდომა მოუვიდა smile ნიკუშაზე მეც ვგიჟდები და ჩამომართვით მიკერძოებულობაში თუ გინდათ

რავიცი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რეალობაშიც ცუდი ბიჭი მომწონს :D :D

 


№30  offline მოდერი Someone wandering

ოოჰჰჰ ზუურაა ბიჭო რა გასაწკეპლი ხარრ
უდაოდ მინდა მაშიკო და ზურიკო ერთად
მაგრამმ უუჰჰ რა გზები ელით წარმომიდგენია
მარიაამმ ჰომ ხედავ რამდენი კეთილმოსურნე ჰყავს ამ წყვილს? innocent smirk
ჩემი ლეაკო და მათე...ჩემიი საყვარლებიიი,ტკბილეებიი,ნაზუქებიი satisfied heart_eyes
თინიკო დაა ნიკუშაა ჩემი ორი საოცრებაა heart_eyes
ვაიმეე გაბრპსა და ევასაც ვეელიიიი იცოდე stuck_out_tongue_winking_eye
ჰოდაა მე ისეთი ტიპები მევასება რაა,მანიპულატორი,ცოტა უხეში,ირონიული და დიდი სიყვარულის მატარებელი,რომელიც თავის თბილ და ტკბილ მხარეს არც ისე ავლენს
ნუუ გიჟი ვარ ალბათ,მაგრაამმ ასეთი პერსონააჟიც მინდა stuck_out_tongue_winking_eye
გაბროზეე ვამყარებ ასეთ იმედებს sweat_smile heart_eyes
ზურიკოოს გაწკეპლვა უნდაა,მაგრამ მაინც მიზიდავს
მამკალით თუ გინდათ stuck_out_tongue_winking_eye sunglasses imp

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent