კესანე (სრულად)
,,არავინ არ იცის რა მოხდება ხვალ, ისიც კი არ ვიცით დღეს რა მოხდება, ამიტომ როცა იგრძნობ, რომ გული სიყვარულით გიძგერს, ამ სიყვარულის ჩახშობას ნუ შეეცდები.ყოველ წუთს გაუფრთხილდი, იმიტომ რომ ეს წუთი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს შენს ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით გიყვარს, რომელიც ყველაზე ძვირფასია შენთვის, არ უნდა მიატოვო, ეს არ უნდა დაუშვა. ზოგჯერ შეიძლება იფიქრო, რომ ყველაფერი სისულელეა, ასეთ დროს მხოლოდ გულის ხმას უნდა მიყვე, გულს უნდა დაუჯერო.!“ გულისხმას რომ მივყევი მაგიტომაც ამოვყავი შუაგულ რაჭაში თავი. ერთ კვირიანი შვებულება ავიღე,ბარგი ჩავალაგე და დავაწექი რაჭაში.ეს კუთხე ყოველთვის განსაკუთრებით მიყვარდა,ალბათ ჩემი ფესვები მექაჩებოდა აქეთ. ახლაც სიცილი მიტყდება მშობლების გაკვირვებულ სახეზე,როდესაც სახლში შევვარდი და ბარგის ჩალაგება დავიწყე.იცოდნენ რონ ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემს საქმეს,ისიც იცოდნენ,რომ ამ დროს შვებულებას არავინ არ მომცემდა,მაგრამ მე ხომ განსაკუთრებით კარგი მენეჯერი მყავს,ხოდა იმდენი ვეწუწუნე და ვეხვერწე რომ დავითანხმე.ბარგი ჩავალაგე,ჩემი პატარა ძმა ჩავკოცნე და რაჭას მივაშურე.ყოველთვის ასე ვიყავი,როდესაც პრობლემები მქონდა გაქცევას ვამჯობინებდი.ახლაც გავრბოდი გაურკვევლობას გავურბოდი.არასდროს ვყოფილვარ განებივრებული გოგოშკა,არც განსაკუთრებული სილამაზის მქონე,ყოველთვის ერთი,ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, ყველასთან მეგობრული ურთიერთობა მქონდა,უნივერსიტეტშიც კარგად ვსწავლობ-დი და ვცდილობდი ყველაფრისათვის ჩემით მიმეღწია.შეყვარებულიც მყავდა,კარგი ურთიერთობა გვქონდა,მაგრამ რატომღაც თავს ვიტყუებდი,რომ მიყვარდა.ბოლო დროს მივხვდი,რომ ჩვენს შორის ესე ვთქვათ ქიმია არ იყო,ერთმანეთისთვის არ ვიყავით რა.ბოლო დღეებში განსაკუთრებით ავირიეთ,ვატოც სულ ბრაზდებოდა ჩემს გამოხტომებზე,ხოდა განვაცხადე რომ დასვენება მჭირდებოდა,არც შემკამათებია ისე დავშორდით იმ საღამოს ერთმანეთს.რაჭაში,რომ ჩავედი უკვე თავისუფლად ვსუნთქავდი,სამწუხაროდ აქ მხოლოდ ერთხელ ვიყავი ნამყოფი ისიც ბავშვობა-ში.გადავწყვიტე ჩემს სოფელში ავსულიყავი,რა თქმა უნდა აქ სახლიც არ გვქონდა,არც სასტუმროში გაჩერება მინდოდა,უბრალოდ გადავწყვიტე,რომ იმ საღამოს ვინმე შემიფარებდა და ბედისანაბარად გავუდექი გზას.ჩემ წინ ულამაზესი რაჭის ბუნება იყო გადაშლილი და ბედნიერებით ვივსებოდი.შინაგანად დავმშვიდდი,ბუნების სილამაზეს მართლაც ანტიდეპრესანტის თვისება აქვს რა.ბევრი ხეტიალის შემდეგ მოსაღამოვდა კიდეც,მეც ტბასთან ახლოს მყოფ,განცალკევებით მდგარი სახლისკენ გავწიე.ძალიან ლამაზი სახლი იყო,თან ტბის პირას,უკან ტბაზე გასასვლელით.ეზოში მორიდებით შევედი და დავიძახე,ცოტახნის შემდეგ სახლიდან მოხუცი ქალბატონი გამოვიდა და შინ შემიპატიჟა.რაღაც პერიოდი გაკვირვებული მათვალიერებდა.მერე ვინაობა გამომკითხა,მეც ყველაფერი ვუამბე,მოხუცმა გამოღიმა,მოშიებული იქნებიო და სუფრა გააწყო.სახლის ინტერიერმა საოცრად გაოცებულო დამტოვა თანამედ-როვეობა ჰარმეონიულად ერწყმოდა მაღალმთიანი რაჭის ძველ,ტრადიციულ ავეჯს.რაჭული ლობიანის დანახამ კი საბოლოოდ აღმაფრთოვანა.ჭამა ყოველთვის ჩემი სუსტი წერტილი იყო და მეტყობოდა კიდევაც ???? მაგიდას შემოვუსხედით და დუმილის დარღვევა მე ვამჯობინე: -ბებო აქ სულ მარტო ცხოვრობ? -კი შენი ჭირიმე, ზაფხულობით თუ ჩამოვლენ ჩემი ძმისშვილები. ზამთრობით სოფე-ლიც თითქმის მთლიანად იცლება და სამი ადამიანიღა ვრჩებით -ჩაილაპარაკა მოწყე-ნილმა. -აბა ასეთი სილამაზის მიტოვება და სხვაგან წასვლა როგორ შეიძლება-გავიკვირვე მე. -რას იზავ, ვერ გაამტყუვნებ, აქ საცხოვრებლად კარგი პირობები მეტნაკლებადაა. შენ რამ ჩამოგიყვანა აქ ბებო? -ეჰ, არც მე ვიცი. პრობლემებს გავექეცი,დასასვენებლად და დასაფიქრებლად მეტი კარგ ადგილას სად წავიდოდი. -ბიჭის ამბავი იქნება-ეშმაკურად ჩაიცინა. -ასე მეტყობა? გავიღიმე მეც -ეჰ, ოდესღაც მეც მაგ მიზეზის გამო ჩამოვედი და როგორც ხედავ შემოვრჩი კიდევაც. -ეგ როგორ? დავინტერესდი მე -გრძელი ამბავია ბებო ძალიან გრძელი. -არაუშავს, თუ მომიყვები მე მოგისმენ, თან იქნებ მეც გავცე ჩემს კითხვებს პასუხი. -სიყვარული ძალიან ძნელი რამ არის,მე იმ ადამიანთა კატეგორიას მივეკუთვნე-ბი,რომელთაც ჯერათ,რომ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის.თუ მართლა გულით შეგიყვარდა ის სიყვარული ვერ გაქრება,უბრალოდ ვერ შეძლებ მის დავიწყებას.მეც მიყვარდა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანე არაფერს არ ვნანობ,ისევ იგივენაირად მოვიქცეოდი ახლაც.მეათე კლასში ვიყავი პირველად რომ გავიცანი,მალევე დავახლოვდით.იმ ზაფხულს სიყვარული ამიხსნა.უამრავი ტკბილი მოგონება მაკავშირებს იმ დროსთან.თუმცა სამი წლის შემდეგ ყველაფერი შეიცვლა,ურთიერთობა ისე გაგვიუცხოვდა ვერც ვიგრძენი,ან მე არ მინდოდა მეგრძნო.იმდენად მიყვარდა ვფიქრობდი,რომ ოროვეს გვეყოფოდა ეს სიყვარული, ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ შეიძლებოდა ჩვენ ერთმანეთის გარეშე გვეცხოვრა.მაგრამ ჩემი ილუზიები დაინგრა,უნდა დავშორდეთო მითხრა და წავიდა ჩემი ცხოვრებიდან.პირველ ეტაპზე ვერ გავიაზრე,უბრალოდ არ შემეძლო.შემდეგ სულ მენატრებიდა,ყველგან მისი სახე მელანდებოდა.ჩემი გრძნობა იმდენად წრფელი იყო,რომ არ შემეძლო,წლების მერეც ვერ შევძელი ვინმესთვის მოახლოების უფლება მიმეცა.ბევრი ვიშრომე და ცხოვრებაში ბევრსაც მივაღწიე,ჩემი საქმის პროფესიონალი ვიყავი,კარგადაც ვცხოვრობდი,მაგრამ სიყვარული თან მკლავდა და თან მაძლიე-რებდა.ბოლოს გადავწყვიტე აქ სახლი ამეშენებინა და ჩემი მოხუცებულობა ბედ-ნიერად გამეტარებინა. ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი, არ მჯეროდა თუ ასეთი ადამიანები არსებობდნენ, მივხვდი რომ თურმე საერთოდ არ მყვარებია ვატო და არც ის ვიცოდი რას ნიშნავდა სიყვარული. -არ ნანობ? ვკითხე ცოტახნის შემდეგ- არ ნანობ რომ ოჯახი არ შექმენი? -მაგაზე ბევრჯელ მიფიქრია, მარტოობა ძალიან ცუდი რამაა, ბევრ რამეზე დაგაფიქრებს ადამიანს, ბევრჯელ მიფიქრია როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, მეყოლებოდა თუარა შვილები, მინანია კიდევაც მაგრამ მე უსიყვარულოდ ადამიანთან ვერ ვიქნებიდი,ვერ ვიცხოვრებდი,ვერ შევძლებდი მისი შეხება ამეტანა.ამიტომაც არ გადავდგი ეს ნაბიჯი ისიც უბედური უნდა გამეხადა და მეც უნდა დავტანჯულიყავი. -ის ერთი რომ მოვა იგრძნობ,შენს გულში შეამოაღწევს და სამუდამოდ მანდ დარჩება. -ხო ალბათ-ვთქვი მე- ბოდიში,რომ ეს ტკივილი გაგახსენე და შეგაწუხე,ხვალ რამე სასტუმროს მოვძებნი. -რაო? აბა სიტყვა აღარ გამაგონო,რამდენი ხანიც გინდა იმდენი დარჩი,არსად არ გაგიშვებ,გინდა ასეთ დროს მარტო დატოვო საბრალო მოხუცი? ბოლოს დამითანხმა,მეორე დღეს საყიდლებზე წასვლა დავთქვით და დასაძინებლად წავედი.დილით უკვე ბედნიერმა გავიღვიძე,სუფთა ჰაერი და ბუნებასთან სიახლოვე დადებითად მოქმედებდა ჩემზე,მალევე მოვემზადე და რაიონში პროდუქტების საყიდლად წავედით.შუადღეს ძლივს მოვაღწიეთ სახლში დატვირთულებმა,მარო ბებო შემპირდა საღამოს რაჭული კერძის გაკეთებას გასწავლიო.თან თვითონ მეზობელთან წავიდა,მოვიკითხავ და ჩვენთან წამოვიყვანო,ისიც მარტო ცხოვრობდა.მე ეზოში ჰამაკში მოვკალათდი,დედას ველაპარაკე,შემდეგ ლიკა მოვიკითხე ჩემი დაქალი,ყველას ვუთხარი რომ კარგად ვიყავი და ბედნიერი შევაცქერდი ცას.მანქანის ხმა რომ გავიგე გამიკვირდა,აქ ძალიან იშვიათად თუ ამოვიდოდა ვინმე მანქანით.მაგრამ რა ჩემი საქმეათქო გავიფიქრე და დაძინება ვცადე,მაგრამ მალევე ჩვენი ჭისკრის ხმა გავიგე.წამოვდექი და გაოცებული დავრჩი,ვიღაც ახალგაზრდა ბიჭი პარკებს მოათრევდა. -უკაცრავად ვინ გნებავთ? ან აქ რას აკეთებთ?- ისეთი გაკვირვებული ვეკითხები თითქოს ჩემს სახლში ვიყო. -შენ ვინ გეკითხება?ისეთი გამყინავი ხმით მითხრა და დამიბღვირა ადგილზევე გავქვავდი. -მე,მე...- დავიწყე ლუღლუღი -რა მე,მე -გამაჯავრა-ცხვარი ხარ? ოხ ეს ნაგლური ღიმილი რა ნერვებს მიშლის,სიამოვნებით გავუერთიანებდი თავყბას,მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებ.ამ დროს კი კარში მარო ბებო გამოჩნდა ერთ ქალთან ერთად.დაინახა თუარა ეს უხეში ცხოველი მისკენ გამოექანა. -ამას ვის ხედავს ჩემი თვალები,არ გცხვენია იოანე,არ გცხვენია? ესე უნდა მიატოვო მოხუცი ბებო? -სულ როგორ წიწუმებ მარიამ ქალბატონო,ყოველ თვე აქ არ ვარ? გაუღიმა და ხელში აიტაცაა -დამსვი ბიჭო სად შემიძლია მაგდენი -აბა დამენახე მარიამ,როგორ გაახალგაზრდავებულხარ,გასათხოვარ გოგოს გავხარ-ატრიალებდა და თან იცინოდა -თქვენ როგორ ხართ თამარა ბებო-მოიკითხა მეზობელი ზრდილობიანად -რადგან ჩამოგვხედე ბებო ამ ორ მოხუცს რაღა გვიჭირს -წამოდით სახლში შევიდგეთ რას უდგახართ,ახლავე გავშლი სუფრას,კესო რას გაშეშებულხარ ბებო შემოდი.ახლაღა გავიაზრე,რომ ამ ხნის განმავლობაში გაშეშებული ვიდექი.იოანემ ერთი ჩაიცინა და სახლში შევიდა,მეც მათ შევყევი. სუფრას ვშლიდი,როდესაც კიბეებიდამ იოანე ჩამოვიდა და ჩემს გასაგონად უთხრა მარიამ ბებოს: - მოკლედ ერთი თვე არ ჩამოვედი და უკვე ჩემი ოთახიც აღარ მაქვს ამ სახლში? -ბებო,სასტუმრო ოთახში შუქი არ იყო,ამიტომაც კესოს შენს ოთახში გავუშალე.დღეს გავაკეთოთ და კესო იქ გადავა.არ გრცხვენია ოთახი კიარა მთელი სახლი შენი არაა.ისეთი სიყვარულით ელაპარაკებოდა იოანეს შემშურდა ჩემი ბებო რომ არ იყო. -მე მაინც სასტუმროს მოძებნას ვაპირებდი,მალე დაგტოვებთ-შემრცხვა მე. -მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ კესო,რამდენ ხანსაც გინდა დარჩი. როდესაც ყველანი ერთად შემოვუსხედით სუფრას მარო ბებომ ჩემი ვინაობა გააცნო იოანეს და თამარას. -მოკლედ ეს უსაყვარლესი გოგო კესოა,რაჭის დასათვალიერებლად ჩამოვიდა,ჩვენს სოფელში შემოაღამდა და მეც აღარსად გავუშვი,რატომ უნდა იხადოს ტყუილად სასტუმროში ფული,ამხელა სახლში მარტო მაინც რა უნდა ვაკეთო. -შემოგეჭრა და ხოარ გააგდებდი- როგორი ირონიულია ვაჟბატონი. ისე მეწყინა ცოტაც და ავტირდებოდი, მაგრამ თავი შევიკავე. -იოანე როგორ არ გცხვენია,როგორ ლაპარაკობ. -კარგი,ხო ვხუმრობ რა მოხდა. ვახშამმა წყნარად ჩაიარა,ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია ვაჟბატონს ჩემი მისამარ-თით,თავის ამბები მოუყვა მარიამს, განაცხადა დაახლოებით ერთი კვირა დავრჩებიო, შემდეგ თამარა გააცილა და მეც სუფრა ავალაგე,ჭურჭელიც დავრეცხე და ჰამაკში ჩავწექი.იოანე აივანზე იყო და ვიღაცას ელაპარაკებოდა.მარო ბებომ პლედი მომიტანა არ შეგცივდესო,მეც მადლობა გადავუხადე და თბილად მოვკალათდი.ალბათ მალე ვარსკვლავების ყურებაში ჩამეძინებოდა კიდეც,რომ არა ეს გამყინავი ხმა: -უკაცრავად ,მაგრამ მეძინება ასე რომ შენი ნივთები გადაიტანე ჩემი ოთახიდან. უხმოდ წამოვდექი და ზემოთ ავედი,ნივთები ავკრიბე და სასტუმრო ოთახში გადავიტანე.ვერ გავიგე რა უნდა ამ ბიჭს ჩემგან,სულ რაღაც რამოდენიმე საათია რაც გავიცანი,სულ მეუხეშება და მეჩხუბება,რა დავუშავე ვერ გავიგე.ვბურტყუნებდი და დასაძინებლად ვემზადებოდი,როდესაც ჩემი ტელეფონი აწკრიალდა: -შე უნამუსო ქალო,ერთხელ მაინც გაგახსენდე-ჩამყვირა ლიკამ -კაი რა ლიკუშ,მანდედან გამოგექეცი და კიდევ დაგირეკო? -ნახე,როგორ არ გრცხვენია გოგო? -კაი ხო იცი რო ვხუმრობ და ძალიან მენატრები -როგორ მოეწყვე მანდ? -რავი კარგად,მართლა ძალიან საყვარელია ეს ქალი,რომ ჩამოვალ მოგიყვები რა ყველაფერს. -კაი ჩაგკოცნე და ჭკვიანად არ იცელქო. -შტერი.მხიარულად გადავდე ტელეფონი და ფიქრებში გადავეშვი.ვატოს ერთხელაც არ დაურეკავს,მოწერაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.საერთოდ ჩვენს განვლილ წლებს გადავხედე და საერთო ვერაფერი ვიპოვე,ვერ მივხვდი რა გვაკავშირებდა ამდენხანს,მეტკინა,ძალიან მეტკინა ის სიცარიელე რაც ჩვენს ურთიერთობაში დავინახე და კიდევ უფრო ის რომ ვატოს ძალიან ვატკინე.მივწერე რომ ჯობდა ისე დაგვემთავრებინა ყველაფერი,როგორც იყო,მანაც კარგიო მომწერა.ტირილი ამივარდა ვიცოდი რომ საშინელებებს იფიქტებდა ჩემზე,მაგრამ აღარ შემეძლო ასე გაგრძელება.ტირილით დაღლილს დამეძინა.დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს, გადავწყვიტე ტბაზე გავსულიყავი.მხიარულად ჩავირბინე კიბეები და მარო ბებოს უკნიდან ჩავეხუტე,რომელიც სამზარეულოში ფუსფუსებდა: -უკვე გაიღვიძე ბებო? -კი აბაა,მე სულ ასე ვიღვიძებ,რაში დაგეხმარო? -მიდი სუფრა გაშალე და ვისაუზმოთ.მალე ბატონი იოანეც ჩამობრძანდა და ერთად მივუსხედით სუფრას: -აბა დღეს რა გეგმები გაქვს მარიამ? დაიწყო იოანემ -თამარას უნდა გავყვე საავადმყოფოში,სახლს თქვენ გაბარებთ იცოდე -გაგიყვანთ მე მანქანით -არა,რატომ უნდა შეწუხდე შვილო ისედაც გუშინ ამხელა გზაზე ჩამოხვედით,თან კესოც ცოდოა მარტო ,წავლათ და მალევე მოვალთ არ არის პრობლემა. -მე მარტოც დავრჩები,თქვენ ცოდოები ხართ გაგიყვანოთ მანქანით - ჩავერთე მე -არა,ასე გვირჩევნია,თან არ ვიცით რამდენი ხანი დავრჩებით,თუ დავიღალეთ წამოსვლისას დაგირეკავ და ჩამოგვაკითხე ბებო კარგი? -კაი ქლბატონო როგორც ბრძანებთ- დაეთანხმა იოანე. მალევე გავაცილეთ მარიამი და მე სუფრის ალაგებას შევუდექი,იოანემ ტელევიზორი ჩართო,დახმარება არც კი შემოუთავაზებია,მაინც რა უხეში ვინმეა.თანაც საკმაოდ სიმპატიური,უნდა ვაღიაროთ.არა რატომ უნდა ვაღიარო.ვაიმე კესო რა გემართება, რადა ზოდიაქოთი ტყუპები ხარ.ყველაფერი ამერია თავში,საქმეებს მოვრჩი და გადავწყვიტე ტბაზე წავსულიყავი.ზემოთ ავედი,განოვიცვალე და უკვე კარში უნდა გამოვაულიყავი,როდესაც იოანეს ხმამ გამაჩერა: -სად მიბრძანდებით ქალბატონი? -რა შენი საქმეა-ავიჩეჩე მხრები უდარდელად -თუ გეკითხები ესეგი ჩემი საქმეა და ნუ მეტლიკინები -ხოდა არც მე ვარ ვალდებული აჩოტები გაბარო ასერომ ადიოს,შეხვედრამდე.კარი სწრაფად გამოვიკეტე მაგრამ იოანეს გაცეცხლებულ მზერას მაინც მივწვდი.ესე მოუხდება,რა მაგის საქმეა მე სადაც მინდა იქ წავალ.მშვენიერი მზეა,მაგრამ ამ გაზაფხულზე გაყინულ ტბაში,რომ ჩავიდე ფილტების ანთება არ ამცდება.იქვე ტბის პირას ჩამოვჯექი და ხედით ტკბობა განვაგრძე.,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი, გაახარებს ვინმეს განა”? .ჩემ ყურს ოდნავ მისწვდა იოანეს ხმა :- იცი რა მოსდით მათ ვინც ბევრს ლაპარაკობს? გააზრებაც ვერ მოვასწარი რომ უკვე წყალში ვიყავი. -ვაიმე,იოანე ცურვა არ ვიცი,მიშველე გთხოვ-ტირილი დავიწყე. -რაოოო?-ვითომ ვერ გაიგონა -წყლიდან ამომიყვანე იდიოტო,ცურვა არ ვიცი -ჯადოსნური სიტყვა მითხარი -გთხოვ -გთხოვ,გევედრები-უკვე ლაპარაკის თავიც აღარ მქონდა.მერე მხოლოდ ის მახსოვს,როგორ გადმოხტა იოანე წყალში და მეც გონება დავკარგე.გონს რომ მოვედი ჩემ ოთახში ვიწექი,იოანეს ჩემი ხელი ეჭირა და რაღაცას ლუღლუღებდა: -აქ რა მინდა? რა მოხდა?- უცებ ვერ გავიაზრე სიტუაცია -კესო,როგორ შემაშინე-ღიმილით მიყურებდს იოანე,ასეთი თბილი მისი მზერა პირველად ვიგრძენი.თუმცა მალევე გამახსენდა,რაც გააკეთა ამ ველურმა. -შეგაშინე ხომ? ახლავე გადი ამ ოთახიდან და აღარ დამენახო,რა დაგიშავე ადამიანო,ჩემგან რა გინდა -გავცოფდი მე -მე უბრალოდ ვიხუმრე-თავი იმართლა იოანემ -შეიძლებოდა მაგ ხუმრობას შევწირულიყავი,ასერომ ახლა აქედან მიბრძანდი.იოანე უხმოდ ადგა და ოთახი დატოვა.გულში რაღაც ჩამწყდა,ვერ ვხვდებიდი რა მემართებოდა როცა მასთან ვიყავი.საღამომდე გემრიელად გამოვიძინე,მერე კი ქვემოთ ჩავედი.იოანე არ დამხვდა,მე სუფრას მივუჯექი და ჭამა დავიწყე. -შეიძლება შემოგიერთდე? -ეს შენი სახლია და როგორც გინდა ისე შეგიძლია მოიქცე. -კარგი რა კესანე,ეგრე ნუ მექცევი,მაპატიე მართლა გახუმრება მინდოდა.მეუხოვა იოანეს ნათქვამი კესანე.ასე მხოლოდ ერთი ბავშვი მეძახდა,ბავშვობაში ვმეგობრობდით,თითქმის მთელ დღეებს ერთად ვატარებდით,თუმცა შემდეგ მათი ოჯახი უცხოეთში წავიდა,კი დამპირდა როცა ჩამოვალ გიპოვიო,მაგრამ ეს მაშინ ვერც გავიაზრე და როცა გავიზარდე უკვე ბავშვურ დაპირებად ჩავთვალე.იმის მერე მივივიწყე კიდევაც ეს ამბავი. -მარო ბებო არ მოსულა?-თემა შევცვე მე -არა,ბებომ დამირეკა,დღეს სავადმყოფოში დარჩებიან. -რატომ,რამე სერიოზულია? -არა,უბრალოდ გამოკვლევებს ცოტა მეტი დრო სჭირდება. -გინდა რამეს ვუყუროთ? -დუმილი ისევ იოანემ დაარღვია.ვაიმე როდიდან გახდა ეს ყმაწვილი ასეთი თბილი. -არა,მგონი გავცივდი ,მირჩევნია დავიძინო.წამოვდექი და თან სუფრის ლაგებას შევუდექი,კარგიო ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გავიდა.ჩემ ოთახში ასულმა ჩემები მოვიკითხე,ლიკას ვეჭორავე და დაძინება გადავწყვიტე.შუაღამისას რაღაც ხმამ გამაღვიძა,ფანჯარა ღია დამრჩენოდა გარეთ კი საშინელი ამინდი იყო.პანიკა დამეწყო ბავშვობიდან საშინლად მეშინია ჭექ-ქუხილის,ფანჯარასთან მისვლაც არ შემეძლო,საწოლზე დავჯექი და ტირილი დავიწყე.ცოტახანში იოანემ კარზე დააკაკუნა. -კესო კარგად ხარ? -არაა-ვუპასუხე ტირილით იოანე მაშინვე შემოვიდა,ჩემი ამ დგომარეობაში ნახვით გაკვირვებული მომიახლოვდა და თმაზე მომეფერა: - კესო რა გჭირს? კესო მითხარი რამე. -მე ,მე... მე მეშინიაა -რისი გეშინიააა? -ჭექ-ქუხილის -როგორც ბავშვობაში-თავისთვის ჩაიბურტყუნა იოანემ - ამხელა გოგოს ამის გეშინია ,მეც გული გამიხეთქე მეთქი რამე დაემართათქო.კაი დამშვიდდი ნახე ფანჯარა დავკეტე ახლა დაწექი და დაიძინე. -არ წახვიდე რა,აქ იყავი -აქ ვიქნები დაიძინე იოანე გვერდით მომიწვა და თმაზე ფერება დამიწყო.ღმერთო რას მიკეთებს ეს ბიჭი,რატომ მსიამოვნებს ასე საშინლად მისი შეხება.დილით მზის სხივებმა გააღვიძა,ქვემოდან გემრიელი სუნი ამოდიოდა,ალბათ მარო ბებო დაბრუნდათქო და პიჟამოებისამარა ჩავირბინე სამზარეულოში.მაგრამ ნანახმა სრულიად გამაოცა,იოანე გაზქურასთან იდგა და ბლინებს ამზადებდა,წელს ზემოთ შიშველი,იმდენად გავერთე მისი უნაკლო სხეულის თვალიერებაში ვერც გავიგე,როდის შემამჩნია იოანემ. -კიდევ დიდხანს მათვალიერებ თუ მომისმენ? ღიმილით უთხრა იოანემ თან თვალი ჩაუკრა -რაა,მეე,მე უბრალოდ ისაა... გამიკვირდა შენი აქ ნახვა ,მეგონა მარო ბებო დაბრუნდა. -ბებოს დღეს უნდა ჩავაკითხო დილით დამირეკა თუ გინდა წამოდი შენც და გზაში თან რაღაცეებს დაგათვალიერებინებ.კესოს თან გაუკვირდა და თან ესიამოვნა იოანეს ესეთი ცვლილება. -კარგი მაშინ გამოვიცვლი და წავიდეთ,შესძახა კესომ სიხარულით. -ჯერ ჭამე და მერე ადი. ერთსაათში უკვე მანქანაში ისხდნენ.თავდაპირველად დუმილს არცერთი არ არღვევდა,კესო შეფარვით გახედავდა ხოლმე იოანეს და რწმუნდებოდა,რომ ეს ბიჭი მასზე სასწაულად მოქმედებდა.ხომ არაფერი,სულ ორი დღეა ერთმანეთს იცნობდბენ ,მაგრამ გრძნობდა თითქოს მთელი ცხოვრება მასთან გაეტარებია. -კესო გესმის რას გეუბნები?ფიქრებიდან იოანეს ხმამ გამოიყვანა -რაო? გამოერკვა უცებ კესო -რა დაბნეულიხარ-გაიღიმა იოანემ- გინდა ნიკორწმინდაში ავიდეთ სანამ სავადმ-ყოფოში მივალთ? -აუ კი რააა-სიხარულით აცერცეტდა კესო.ყოველთვის უნდოდა აქ ამოსვლა,უნდოდა თვითონაც შეეგრძნო ეს სილამაზე,ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა,საბოლოოდ დაიმკვიდრა რაჭამ კესოს გულში ადგილი. -დიდი სიამოვნებით დავრჩებიდი აქ სამუდამოდ-უფრო თავისთვის თქვა ვიდრე იოანეს გასაგონად,მაგრამ მას რას გამოაპარებდა. -მერე რა გიშლის ხელს? ჩაეკითხა იოანე,თან საჭეზე ხელები აათამაშა. -ეჰ ეგრე ადვილი რომ იყოს, სამსახური,ოჯახი,ათასი მოვალეობა მაქვს,რომელსაც ვერსად გავექცევი. -ყოველთვის შეიძლება მოვალეობებს გაექცე,ის უნდა აკეთო რაც მთელი გულით გინდა.უთხრა და ისე გულწრფელად გაუღიმა კესოს საოცარი სითბო ჩაეღვარა გულში.სხვანაირი იყო იოანე.ზოგჯელ რაჭის მთებივით უდრეკი და ცივი,ზოგჯელ კი მზესავით თბილი.უყურებდა იოანეს სახეს და გრძობდა,რომ ეს ბიჭი უყვარდებოდა, საბოლოდ გააცნობიერა,რომ ამ ორი დღის განმავლობაში იოანემ მთელი მისი გული მიისაკუთრა. -ოდესმე გყვარებია?-ისე წარმოსთქვეს კესოს ტუჩებმა ეს კითხვა,თვითონაც ვერ გაიაზრა. -კი,ბავშვობაში-გაუღიმა იოანემ-ერთი ძალიან ლამაზი,პატარა გოგო მიყვარდა,თუმცა შემდეგ ჩვენ სხვაგან გადავედით საცხოვრებლად.დავპირდი,რომ ვიპოვნიდი და აუცილებლად შევასრულებ. კესოს თითქოს რაღაც ჩაწყდა,იოანეს ის სულაც არ ადარდებდა.შურით აივსო იმ გოგოს მიმართ,ვინც იოანეს გული მოინადირა.როგორ უნდოდა მის ადგილას თავად ყოფილიყო და მთელი ცხოვრება იოანესთან ერთად გაეტარებინა. ........................................................................................................................................................... საღამოს თბილისიდან დაურეკეს ვატო ავარიაში მოყვაო,მდომარეობა ძალიან მძიმე იყო.სინდისი ქენჯნიდა.მალევე ჩაალაგა ბარგი და დილით უკვე თბილისის გზას ადგა.იოანეს არც დამშვიდობებია.იცოდა,უკვე დარწმუნებული იყო,რომ იოანე უყვარდა. ........................................................................................................................................................... ცხოვრება ძველ რიტმში გრძელდებოდა.იმდენი საქმე ჰქონდა,ფიქრისთვის ვეღარც იცლიდა,თუმცა იოანე წამითაც არ ტოვებდა მის გონებას.რამდენჯელმე ელაპარაკა მარო ბებოს თუმცა იოანე არცერთს არ უხსენებია,დაპირდა როგორცკი მოვიცლი ჩამოვალო.ერთ საღამოსაც ჩვეულებრივ დაღლილი დაბრუნდა სახლში,როცა კარებში მისი პატარა ძმა შემოეგება და ახარა სტუმარი გვყავსო: -დე,ვინ სტუმარი გვყავს? - კითხა ოთახიდან გამოსულ დედას -გახსოვს ადრე,ძველ სახლში,რომ ვცხოვრობდით,ჩვენი მეზობლები,მერე რომ უცხოეთში წავიდნენ.შენ და მათი შვილი სულ ერთად იყავით -კი,კი მახსოვს-თქვა კესომ და იმ დროის გახსენებაზე გაეღიმა -დაბრუნებულან,მარინამ ჩვენი მისამართი გაიგო და გვესტუმრა. -ძალიან კარგი,გამოვიცვლი და ჩამოვალ. როდესაც ოთახში შევიდა,მარინა მოიკითხა.ძალიან აინტერესებდა მისი შვილის ამბავი.მხოლოდ ეხლა აღიდგინდა,რომ მასაც იოანე ერქვა,კესო კი იოს ეძახდა. -რამხელა გოგო გაზრდილხარ,როგორ დამშვენებულხარ - ღიმილით შესციცინებდა ქალი -იოანეც ჩამოვიდა? რას საქმიანობს? - კესოსთვის ყველაზე სასურველი შეკითხვა დასვა დედამისმა - იოანე დიდი ხანია აქ ცხოვრობს, საკუთარი ბიზნესი აქვს და დიდი ხანია დამოუკიდებლად ცხოვრობს. არც თვითონ იცოდა რატომ მაგრამ ეწყინა,რომ გაიგო დიდი ხანია აქ ცხოვრობსო.მერე რა რომ ბავშვები იყვნენ,ის ხომ დაპირდა კესოს მოგძებნიო,მაგრამ სიტყვა არ შეასრულა.შემდეგ თავის ბავშვურ ფიქრებზე გაეღიმა,შეიძლება სულაც არ ახსოვდა კესო.დამშვიდობებისას მარინამ სთხოვა ხვალ მესტუმრეთ უარს არ მივიღებო.კესოც დასთანხმდა.მთელი ღამე იხსენებდა ბავშვობას,ნეტავ როგორი იყო ეხლა იო.შემდეგ იოანეზე დაიწყო ფიქრი,ერთხელაც არ დაინტერესდა მისით,თორე მარო ბებო ეტყოდა,ან რატომ უნდა ჰქონოდა,რამის იმედი ისინი ხომ უბრალოდ ნაცნობები იყვნენ ერთმანეთისთვის.მეორე დღეს დედასთან ერთად ესტუმრა მარინას.ბევრი ილაპარაკეს და ძველი დრო გაიხსენეს.კესოს ყოველ წამს კარის გაღებას ელოდა,თუმცა უშედეგოდ.უკვე წამოსვლას აპირებდნენ,როდესაც კარი გაიღო და კესოს ლამის თვალები გადმოსცვივდა.კარში მისი იოანე იდგა,ეს უბრალოდ დამთხვევა ვერ იქნებოდა,იდგა და გაოცებული უყურებდა,შემდეგ თავში იოანეს ნათქვამი კესანე ამოუტივტივდა,შეუძლებელია ცოდნოდა და კესოსთვის არ ეთქვა. -იოანე?? - გაოცებას ვერ მალავდა კესო - რატომ არ მითხარი?უკვე ცრემლებს ვერ იკავებდა კესო - ჩვენ ცოტახნით დაგტოვებთ - განაცხადა იოანემ - კესოს ხელი მოკიდა, მანქანაში ჩასვა და ისე დაძრა ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ.იმ ქუჩაზე მივიდნენ სადაც ადრე ცხოვრობდნენ,ერთი ადგილი ჰქონდათ ამოჩემებული.კესო მხოლოდ მანქანის გაჩერების შემდეგ მოვიდა გონს,ირგვლივ ნაცნობი გარემოს დანახვამ მოგონებები კიდევ უფრო გაუმძაფრდა; - რატომ არ მითხარი? თქვენ სახლში,რომ არ მოვსულიყავი ალბათ არც არასდროს მეტყოდი,რაც რაჭიდან წამოვედი,ერთხელაც კი არ მოგიკითხივარ-წყენას ვერ მალავდა კესო. -კესანე,ჩემო კესანე, იმ დღეს ვაპირებდი თქმას,დაუმშვიდობებლად,რომ ადექი და თბილისში წამოხვედი.თითქმის ყველაფერი დაგეგმილი მქონდა,შენ კი მთელი გეგმები ჩამიშალე.ძალიან მეწყინა,რომ არ დამემშვიდობე და ისე წახვედი,ამიტომ გადავწყვიტე ცოტა მეწამებინე.როდესაც საქართველოში დავბრუნდი პირველად თქვენთან მოვედი,მაგრამ იქ აღარ ცხოვრობდით.მერე ძალიან დიდხანს გეძებე და გიპოვე კიდეც.მაგრამ შენ შეყვარებული გყავდა,მეგონა ბედნიერი იყავი და არ მინდოდა ჩემი გამოჩენით ყველაფერი გამეფუჭებინა.როდესაც რაჭაში გნახე,საოცრად გაკვირვებული დავრჩი.მივხვდი,რომ ჩემი კესანესთვის უნდა მებრძოლა.მინდოდა მცოდნოდა რა გეგმები გქონდა,შენი ყოველი ნაბიჯი გამეგო,მაშინაც ძალიან გავბრაზდი და მაგიტომ ჩაგაგდე ტბაში,თუმცა მერე ძალიან შემაშინე.მე იმ დღის შემდეგ მიყვარხარ,როდესაც პირველად დავინახე პატარა,ქერათმიანი,ნაწნავებიანი გოგო.მიყვარხარ კესანე და მინდა სამუდამოდ ჩემთან იყო. კესო უსმენდა და ცრემლებს ვერ იკავებდა,ორი საყვარელი ადამიანი ერთად დაიბრუნა. -არაფერს მეტყვი? - გაუღიმა იოანემ -მიყვარხარ და მესამედ ჩემ მიტოვებას აღარ გაპატიებ - უთხრა და მოეხვია.როგორ ელოდა ამ დროს,ახლა უკვე ბედნიერი იყო,გვერდით საყვარელი ადამიანი ჰყავდა, ახლა იცოდა,დარწმუნებული იყო თავის გრძნობებშ,იცოდა რომ იოანეს გარდა არავინ ჭირდებოდა.ახლა მიხვდა რატომ უთხრა მაშინ მარო ბებომ,როდესაც ნამდვილი სიყვარული მოვა მთელს შენს გულს დაიპატრონებს,მაგას ვერ მიხვდები უნდა იგრძნოო. 4 წლის შემდეგ: - მარიამ,ფრთხილად დე ტბაში არ ჩავარდე - სიყვარულით გააყოლა კესომ შვილს თვალი - გახსოვს,როგორ გმირულად გადაგარჩინე? - სიცილით მოეხვია ცოლს იოანე - მაგას რა დამავიწყებს. ეს ჩემი პირველი ისტორიაა,იმედია ძალიან არ გამაკრიტიკებთ,ველოდები შეფასებებს <3 <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.