შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.თავი 8.


1-07-2018, 11:25
ავტორი zia-maria
ნანახია 2 731

-რა შეხვედრა,კარგი რა ზანდა დეიდა გიორგი მართლა არ ვიცი სად არის,დავლიეთ წუხელ და თავი მისკდება.
-ახლავეს გეტყვი ბექა.
-გააუქმე დღევანდელი ყველა შეხვედრა და გადადე სამი დღით,გიორგის ვნახავ და მე ვეტყვი.
-სამი დღით?
-ხო,არც ისე საჩქაროა ეს შეხვედრა და სამი დღეში ყველა გამოვცხადდებით უკლებლივ.
-კიდევ რომ გადადოთ?
-არა,გეფიცები და გპირდები აღარ გადაიდება ზანდა დეიდა.
-ბექა გიორგიმ საყვედუირი არ მითხრას,თორემ ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე.
-გეკადრება?ხუმრობდა ბექა და ანამ ბინის კარი გააღო,მაგრამ სახლში მხოლოდ სიჩუმე მეფობდა.
-მარიამი სად არის,სად წავიდა ან თუ წავიდა სადმე მე რატომ არაფერი არ მითხრა.
-გიორგიც არავინმა არ იცის სად არის.
-გიორგიც?მოიცადე,შენ თქვი რომ გიორგიც გაქრა?ოლალაააა.გაეცინა ანას და ბექას შეხედა.
-რას იცინი,ფიქრობ ერთად წავიდნენ სადმე?არა,გიორგი მაგ სისულელეს არ გააკეთებს,სულ იმას ამბობს მარიამი ჯერ პატარა არის და უნდა გაიზარდოსო.უთხრა ბექამ ანას.
-მე მაინც ვფიქრობ,რომ ეს ორი სადღაც გაძვრა.წავალ გამოვიცვლი და კიდევ შენ აქ რატომ შემომყევი,ბიჭებიც აქ მოვლენ?შეეკითხა ბექამ ანას.
-ხომ იცი აქაა ჩვენი ბუდე.მიდი გამოიცვალე და რამე  მოამზადე,რაც ნაბახუსევს მოგვიხსნის.უთხრა ბექამ და თვალი ჩაუკრა.ანა საძინებელში შევიდა და ადგილზე გაშეშდა,მარიამს და გიორგის ერთმანეთზე ჩახვეულებს ეძინათ.უკან-უკან ხევით წავიდა და ბექას მიაშტერდა.ბექამ კი გაკვირვებულმა შეხედა და შეეკითხა.
-რა მოგივიდა მოჩვენება დაინახე?ანამ კი ხელით ანიშნა იქ,იქ არის მოჩვენებაო.ბექამ ვერ გაიგო ანას გაშტერების და გაოცების მიზეზი და საძინებლისკენ წავიდა და თავადაც ანასავეთ გაკვირვებული დარჩა.იცოდა,იცოდა რომ ამ ორს შორის სიყვარული უკვე პიკზე იყო მისული და ორივეს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ გიორგი ხომ ჯერ ამბობდა მარიამს გაზრდა უნდა დავაცადოო.ანას მიუბრუნდა და ჩურჩულით უთხრა.
-ნუ პანიკიორობ,უბრალოდ ერთად ძინავთ.
-უბრალოდ ხომ?ადგება მაჩო,ეს მართლა ჩუმალა მაჩვი.არა,როგორ არ მითხრა,ამ მუდომ.ბრაზობდა ანა მარიამზე.
-რა უნდა ეთქვა გოგო,შენ კარგად ხარ?მასე მეც მეძინა შენთან წუხელ,ცუდი უნდა იფიქროს მარიამმა?
-შენ მთვრალი იყავი წუხელ.
-გიორგი არ იყო მთვრალი?ნუ ვარდები კრუნჩხვებში,ხომ ხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი,ჩვენც გავთიშოთ ტელეფონები და აქ დავიძინოთ რა,მეძინება არ მეყო წუხელ ძილი.
-რამ შეგიშალა ხელი ძილი რომ არ გეყო?
-საზღვარი მომინიშნე საწოლში,ამ საზღვარს არ გადმოსცდეო და მე კი მარტო არ დამეძინა,როცა შენ იქვე მეგულებოდი.
-საზღვარი თორემ,მეც აუღებელი ციხე სიმაგრე ავაშენე წუხელ რომ ვერ შეძელი განგრევა კედლის და გადმოლახვა საზღვრის.როგორც დაწექი და რომელ მხარეზეც დაგეძინა იგივე მდგომარეობაში გაიღვიძე დილით,მოფერებაც არ იკადრე.ვერ გავიგე გოგო მე ვიყავი წუხელ თუ შენ.უთხრა ანამ და გადაიხარხარა ისე როგორც იცის.ბექა წამოხტა ფეხზე და ხელი წაავლო,ჯერ კიდევ გულიანად მოხარხარეს და მდივანზე დააგდო.
-განა იმდენი მთვრალი ვიყავი რომ ვერ ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი და რას ვამბობდი?მე პატივი გეცი და ვიფიქრე არ შევაშინოთქო და შენ კი თურმე გაბრაზებულხარ.ბექამ ჯერ თვალებში შეხედა და შემდეგ ანას წითელ ბაგეებს დაასო მისი გაველურებული მზერა და არც ბევრი უფიქრია,ნაზად შეეხო ანას გემრიელ ბაგეებს.
-იცი რომ ძალიან,ძალიან ვნებიანი ხარ?შენ ჩემი უსასრულობა ხარ,ჩემი ველური.ანას კანკალმა დააწყებინა,ბექას თმებში შეუცურა ხელი და ნაზად ეფერებოდა.სიამოვნებდა ბექას ტალღოვან თმებში მისი ხელების სრიალი,მაგრამ არა ნაკლებ სასიამოვნო იყო ბექასთვის ანას თითების შეხება მის შიშველ მკლავებზე.ბექა საზღვარს არ გადაცილებულა და მხოლოდ ანას ტუჩების დაგემოვნებით შემოიფარგლა.
-კარგი იქნება ახლა თუ ადგები და გპირდები შემდეგისთვის უფრო ხანგრძლივი იქნება მოფერება.უთხრა ბექამ და წამოდგა.ანა სამზარეულოში გავიდა და ბექამ გიორგი გააღვიძა ჩუმად ისე რომ მარიამს არ გაღვიძებოდა.გიორგიმ ჯერ ცალი თვალი გაახილა,შემდეგ მეორე და ბექა რომ დაინახა საწოლთან მარიამს დახედა ზემოდან რომელიც მის მკერდზე იწვა და გაეცინა.ისე იყო მის მკერდზე აკრული არ უნდოდა გაეღვიძებინა და ფიქრობდა როგორ დაეძვრინა თავი მისი პატარა ხელებიდან.ბექას ახედა და ჩუმად უთხრა.
-ნუ მიყურებ მამის მკვლელი თვალებით,უბრალოდ გვეძინა ერთად.
-ხო ვიცი,ასე უბრალოდ წოლით და ჩახუტებით ჩნდება პატარა ბჟღარტებიც.შეუღრინა ბექამ.-ადექი ბიჭებიც მოვლენ მალე.
-გადი და გამოვალ.ბექა გავიდა და გიორგიმ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მის მკერზე მძინარე მისი ცხოვრების შეუფასებელ და ფასდაუდებელ განძს და თმებზე მოეფერა.სველი ტუჩებით კოცნა დაუტოვა ყელში და შეეცადა საწოლიდან ფრთხილად ამდგარიყო,მაგრამ მარიამმა თითქოს საფრთხე იგრძნოო და უფრო მაგრად შემოხვია ხელები და უფრო მჭიდროდ მიეკრა სხეულზე.ეს როგორც ატომურმა აფეთქებამ ისე იმოქმედა გიორგიზე რომ შეხედა მარამს როგორ ეძინა.საღამურის ცალი მხარე მხარზე გადმოვარდნოდა და ერთი ძუძუ ეხებოდა გიორგის შიშველ მკერდზე.გიორგის სხეულის ყველა ნაწილმა ნელა-ნელა იწყო გახურება,უნდოდა დროულად დაეხსნა თავი მარიამის მკლავებიდან და მასში მოწოლილი ემოციებისგან,მეტი გზა არ ჰქონდა ნელა და ფრთხილად შეაღვიძა.
-არ მინდოდა საყვარელო შენი გაღვიძება,მაგრამ ორი უგრძნობი და ხისთავიანი ადამიანი არსებობს ამ წუთში ამ სახლში.
-ანა მოვიდა?თვალმოჭუტულმა შეეკითხა გიორგის.გიორგის გაეცინა მარიამის ახალ გაღვიძებულ სახეზე და უთხრა.
-ხო ბექაც აქაა და სხვებიც მალე მოვლიან.მარიამ გთხოვ გაისწორე საღამური,თორემ თავს ვეღარ გავაკონტროლებ მალე და...............
-რა უზრდელი ხარ გიორგი.უთხრა მარიამმა და თვალები დაუბრიალა.
-გაიღვიძეთ გვრიტებო?საძინებელში ანა შემოვიდა.
-შენ არ იცი სხვის საძინებელში დაუკაკუნებლად,რომ არ უნდა შეხვიდე?იქნებდა რას ვაკეთებ,შენ უნდა გაიგო?გაუბრაზდა გიორგი.
-ეს შენს სახლში დააწესე წესები მუდო მაჩო.უთხრა ანამ.
-ბედი შენი რომ კარგ ხასიათზე ვარ,თორემ გარეთ მოგისროდი.
-რატომ ვითომ,აქ რომ ნებივრობ ჩემს საწოლში?გიორგიმ მარიამს შეხედა და უთხრა
-ეს მართლა მისი საწოლია?რომ მოვიწამლო შენ მომივლი იცოდე.
-და რა მოგწამლავს მაჩო კარგ გოგოსთან ნებივრობა?
-შენ სად ინებივრე წუხელ,დაგაცხრო ბექუნამ?მაგრამ რაღაც არ გეტყობა,არ ხარ დამტკბარი ისევ შხამს ანთხევ.უთხრა სიცილით გიორგიმ და ხელები მაღლა ასწია ანასგან თავი რომ დაეცვა.მაგრამ ანა ადგილიდან არც განძრეულა და უთხრა წყნარად,თან კულტურულად მიალანძღა.
-სოფელში გამიგონია მოხუცებისგან ცუდს რომ იტყვიან ბავშვები, ,,იიი,შე მყრალპირიანოო''აი ეს სწორედ შენ ხარ.
-შენ ხარ უზრდელი და მასეთი მყრალი პირის პატრონს როგორ გკოცნის ბექუნია მეშინია მეგობარი არ მომეშხამოს.
-შენ აეთრიე და გაეთრიე ამ ოთახიდან უნდა გამოვიცვალო,მიხვდი რაღაცას და შენი საქმე არაა,ჩემს ბექუნიას როგორ მოვეფერები და სად მოვეფერები ამას შენი მოკლე ჩართვის ტვინი მაინც ვერ მიწვდება ასატანად,გასაგებია?
-ჰოდა შენ გაეთრიე რომ ავდგე.უთხრა გიორგიმ ანას.მარიამი უსმენდა მათ და ჩუმად იცინოდა.
-გავდივარ და გიტოვებთ პოეზიის 5 წუთს,ზუსტად 5 წუთში შემოვალ და ისეთი სცენა არ დამხვდეს,რომ პირდაპირ ფანჯრისკენ წავიდე.მარიამი გააბრაზდა ანას სიტყვებმა და უთხრა.
-ანა მოტვინე ხოლმე რას ამბობ,უაზრო რომ ხარ.
-შენ დოზები დაგაკლო ბექუნამ რადგან არ ხარ კარგი დამუშავებული.
-მსგავსი არაფერი არ განმიცდია მაჩო,ჩემი ბიჭი ზედმეტად პატიოსანია.
-ვააა,მართლა?არც ჩახუტებიხარ?გიორგი უკვე ანას ნერვებზე თამაშობდა,რომელიც ანას ნელა ნელა იწვევდა.
-ჩავხუტებივარ და ძლიერი სითბოც მიგრძვნია მისგან,ისე რომ თითქოს მისი გულისცემა ჩემში გადმოვიდა.ამ დროს მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა.ბექამ უკნიდან შემოხვია ანას ხელები და ღიმილით მიაჩერდა გიორგის.
-რადგან არ გადიხართ,მე ავდგები.თქვა გიორგიმ და იქვე დადებულ მის შარვალს წაავლო ხელი და საჩქაროდ ამოიმცვა,ისე რომ აღარ უთხოვია მათთვის გასულიყვნენ ოთახიდან,შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა.
-ნუ უსმენ ორ იდიოტს,შენთან გატარებული ყოველი წამი განსხვავებულია ჩემთვის.შენთან ყოფნისას ყველა პრობლემა მავიწყდება.გემრიელად აკოცა და წელში გასწორდა,საძინებლიდან გავიდა ანამ რომ უთხრა.
-მაჩო თუ ასე ძლიერ გიყვარს აიყვანე და შენს საძინებელში დაისვი.
-რამე ცუდი არ წამოგცდეს თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,ხომ იცი გუშინდელი ჯერ კიდევ არ დამვიწყებია,ჯერ კიდევ მტკივა თავი.
-ეს თავი ცარიელია და იმიტომ გტკივა ასე მწარედ.
-ანააააა,ნუ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო.
-აი დარდი თუ გაბრაზდები.ჩაილაპარაკა ანამ მაგრამ გიორგიმ მაინც გაიგონა,წაავლო ხელი ანას და სულ კივილ-კივილით გაიყვანა სააბაზანოში.
-რას შვრები სადისტო,ბექა მიშველე ჩემი ბექუნია ტყუილად ხარ?ამ გორილასი გეშინია?გიორგიმ მხარზე გადაიკიდა ანა და თითის ქნევით მიუბრუნდა ბექას.
-არ გაბედო,არც იფიქრო რომ გამომყვე.გუშინდელის შემდეგ მუნჯივით უნდა იჯდეს და ხმას არ იღებდეს,მაგრამ ეს ვერ ჩერდება და ენას ისევ ატარტალებს,სწორედ ამიტომ მიიღებს სასჯელს.
-სად მიგყავარ სადისტო,იდიოტო მაჩო.ყური არ ათხოვა მის ყვირილს და ტანსაცმელებიანად დააყენა საშხაპეში,თავადაც დასველდა მაგრამ ანასაც ცივი ვანები მიაღებინა.
-სადისტოოო,სადისტოოო,გამიშვი არანორმალურო.
-დავსველდი როგორ სხარტალებ,მართლა გველთევზა ხარ.
-გიურზა,ანაკონდა ყველა მოსრიალე არსება რაც მიწაზე სრიალობს ყველა შენ ხარ.
-რა ხდება,რა ამბავია.სახლში ალექსანდრე შემოვიდა.
-ამდენი ნორმალური ადამიანი ერთ არანორმალურს ვერ მიხედავთ?შეუყვირა ანამ ალექსანდრეს,ალექსანდრეს გაეცინა და იქვე დაჯდა.მოგვიანებით შეუერთდა გიორგი მეგობრებს მოწესრიგებული და გაეცინა ანას რომ შეხედა.
-გიორგი ყოველთვის გაწონასწორებული და ყველას მაგალითი რომ ხარ,დღეს ვის უნდა შეხვედროდი?
-სულ დამავიწყდა,მაგრამ მარტო მე უნდა შევხვდროდი მათ?
-ასეა როცა ტკბილად გძინავს,გავიწყდება დაკისრებული მოვალეობები.უთხრა ბექამ.გიორგიმ ბალიში ესროლა და თან თვალები დაუბრიალა.
-რას იბღვირები ფერმიდან გამოყვანილი ბუღასავით.მე მინდა შეგახსენო,შენ როგორც ჩვენი ყველას ნაჩალნიკი,ახლა აქ არ უნდა იყო.ზანდამ დარეკა და სად ხართო იკითხა.გიორგი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა.
-ფუ როგორ მეზარება ახლა უცხოელებთან შეხვედრა.
-ქალები თუ არიან,კარგი მაჩო ხარ და გაგიადვილდება მათთან საერთო ენის გამონახვა.დაგესლა ანამ.
-შენ გაშრი?აბაზანა არაა დალუქული და ვფიქრობ კიდევ მოგიწევს ცივი ვანების მიღება.არც მიუხედია ანასთვის ისე უთხრა,წამოდგა და კარებისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ უფროსო.მიაძახა ბექამ.
-როგორ თუ სად,ადექით და წამოდით.გაკვირვებულმა გადახედა გიორგიმ ბიჭებს.
-ერთი ინვესტორი ვერ მოდიოდა და სამი დღით გადაიდო შეხვედრა.ღიმილით უთხრა ბექამ.
-აუ,როგორ გამახარე მოდი უნდა გაკოცო ჩემო ფისოოო.სიცილით წავიდა გიორგი ბექასკენ.
-არ აკოცნინო ბექა.უთხრა მკაცრად ანამ.ბექამ გიორგის შეხედა და უთხრა.
-ფისო გყავს და იმას აკოცე.
-რაააა?რა თქვი?ვინ გყავს?ჩქარა დაფქვი.გიორგის წინ დაუდგა ორი თავით დაბალი ლაშა.გიორგიმ აათვალიერა ლაშა და ღიმილით უთხრა.
-რატომ არ იმატებ წონაში ლაშიკო?რატომ ხარ ასეთი სუსტი?
-გიორგი,მუდო თუ მაჩო?ნუ უვლი გვერდს დასმულ შეკითხვას და მიპასუხე.გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა,ყველას მოავლო თვალი და თქვა.
-ესე იგი სამი დღე ვისვენებთ ხომ?ადექით ახლა და ჩემთან წადით,მეც მოვალ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ.
-რა უნდა გვითხრა.
-რაც გითხარით ეს იკმარეთ,სამამ მე მოვალ სახლში.მარიამთან გავიდა სამზარეულოში და ყურში რაღაც უჩურჩულა,შემდეგ ბექას ტელეფონზე მესიჯით მიწერა რაღაც.ბექამ წაიკითხა,გაეცინა და ანას მიუბრუნდა.
-ანა გიორგი სიურპრიზის გვიწყობს,მიდი ჩაიცვი და დღეს მგონი კიდე ვქეიფობთ.უთხრა და თვალები აუთამაშა ანას.
-მარიამს ვეტყვი და მოვემზადებით.
-მარიამს შეეშვი,მას გიორგი თავად მიხედავს.ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.-ადექით და წყნარად გავიდეთ.ყველამ გავიდა სახლიდან და სახლიც დაცარიელდა,ბექამ გზიდან ალიკას და კარინას დაურეკა და ისინიც მალე შეუერთდა მეგობრებს.თითქოს სახლის დაცარიელებას ელოდაო კარზე ზარი იყო, მარიამმა კარი გააღო და გიორგის რაღაც ყუთი ეჭირა ხელში
-ეს რა არის გიორგი?გაოცებულმა შეხედა მარიამმა.
-დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მინდა ჩემი გემოვნებით ჩაიცვა,ზუსტად ერთ საათში მოვალ.მარიამს სიტყვის თქმაც არ დააცადა,კარი გააღო და გავიდა.მარიამმაც დრო ცოტა მაქვსო და მომზადება დაიწყო,ჯერ წყალი გადაივლო,შემდეგ თმებს მიხედა,მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და აი ჩაცმის დროც დადგა,მსაგრამ რა ჩაიცვას?გაახსენდა ყუთი გახსნა და კლასიკური შავი შარვალი ამოიღო,თეთრი გამჭირვალე ზედა და შავი თხელი მოსასხამი.ამ ყველაფერს ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი და შავი ჩანთა შეუხამა,თმები გაიშალა და ბოლოები დაიხვია,ერთი სიტყვით მზადაა და გიორგის ელოდა.არცერთი წუთით გადაცილება და არც ერთი წუთით ადრე მოსვლა, ზუსტად ერთ საათში მოვიდა გიორგი და მარიამის შეხედვისას გულმა ძგერა შეწყვიტა და გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ მშვენიერ ქმნილებას.ასეთ მარიამს კი აღარ ჰქვიოდა უკვე ბავშვი,მის წინ ზრდასრული და ჩამოყალიბებული ქალი იდგა,ქალი რომელიც მისი ცხოვრების აზრი არის.
  დილით წვიმდა,მთელი ღამეს ინავარდა წვიმამ როგორც უნდოდა მაგრამ შუადღისით გადაიღო.აი მზემ ღრუბლის უკნიდან გამოიჭყიტა ცალი თვალით მიმოიხედა და წვიმაც შეწყდა,ცაზე კი რკალისებურად გადაიჭიმა შვიდი ფერი. ცას ნათელი ფერი დაედო, და მძაფრად იგრძნობა გაზაფხულის სუნი ირგვლივ.ღელავს ორი გული და ფეთქავს ძალიან ხმაურიანად,განცდებშია და მოლოდინი აქვს ბედნიერების განცდის, მოლოდინი აქვს კარგის მოხდენის მაგრამ მაინც ნერვიულობს და ჰგონია ქვეყნის დასასრულს ისმის მისი გულის აჩქარებული ფეთქვა.ხელი  მიიდო გულზე და თავისთვის ჩურჩულით თქვა.
-დაწყნარდი გულო რა გემართება,აი სულ ცოტაც და დღევანდელი დღეც წარსულს ჩაბარდება.რამდენი რამ მოხდა თითქმის ამ ერთ წელიწადში,უფრო გავიზარდე,უფრო ბევრი რამ ვისწავლე,ვისწავლე ცხოვრება და ბევრი,ძალიან ბევრი რამ გავიგე და მივხვდი ერთი რამ,ერთი და ისიც ძლიერი რომ ჩემი გული სამუდამოდ დატყვევებულია სიყვარულის მონობაში,გონება კი შიგნიდან მიკივის.
-მარიამ რა გაქვს ამდენი სანერვიულო.
-კარგი,კარგი შევეცდები არ  ვინერვიულო.წვიმის შემდეგ ცა უსასრულოა,სიყვარულიც უსასრულოა ეს ცა კი ოცნებების ცაა,ცა რომელიც სისადავის და სიწმინდის შედევრია.ახლა ჩემს ტირიფებში მინდა ყოფნა,ღმერთო დღეს გამაძლიერე,უსმინე ამ პატარა გულის ფეთქვას და დაინდე.გიორგი უცქერდა მარიამს და მისი მღელვარება მასაც გადაედო.ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკაცრად უთხრა.
-მარიამ დამშვიდდი,გპირდები არაფერი არ მოხდება ისეთი რაც შენ დაგაზარალებს და სანამ მე ცოცხალი ვიქნები ეს არასოდეს არ მოხდება.
-ასე მგონია მილიონი ჭიანჭველა დამდის ჩემს ხერხემალზე.
-დამშვიდდი გესმის?არსად არ წავალთ სანამ არ დამშვიდდები.ხელი მოხვია გულში ჩაიკრა აცახცახებული მარიამის სხეული და დააცადა დამშვიდებულიყო.ცოტა ხანში თავი ააწევინა და შეეკითხა.
-კარგად ხარ,დაწყნარდი?
-კარგად ვარ,უკვე მშვიდად ვარ.გიორგიმ მარიამის ათრთოლებულ ბაგეებს შეხედა და უთხრა.
-არა,არ ხარ კარგად.არ გამოგდის ტყუილი,მე ვერ მომატყუილებ.დაიხარა და ნაზად,თბილად და ტკბილად დააგემოვნა ნერვიულობისაგან გაყინული,გალურჯებული და აცახცახებული ბაგეები,რომლებსაც კოცნის შემდეგ ფერი მოუვიდათ და უფრო ცოცხლად უცქერდნენ მათ გამომფხიზლებელს.
-აი,ახლა კი კარგად ხარ.
-კეთილო ხალხოოო,ცოტა ხნით უნდა შემომასახლოთ და დღეს სრული სიმშვიდე მომანიჭოთ.სახლში ხმაურით შეაბიჯა წინა ღამის ნაბახუსევმა ხუთმა ერთი სიმაღლის მამაკაცმა და ერთმა სიფრიფანა გოგონამ.რუსო გაკვირვებული უცქერდა მისთვის საყვარელ ადამიანებს,რომლებიც მის თვალწინ დაიზარდნენ და დავაჟკაცდნენ,მაგრამ გაუკვირდა მათ შორის გიორგის რომ ვერ შეხედა.
-ხალხო ჩემი შვილი სად მიატოვეთ,სად არის.რუსოს დაასწრო კითხვა გოგიმ.
-არ ინერვიულოთ,მალე მოვა და ყველაფერი დალაგდება.
-სად არის,რატომ არ არის თქვენთან ერთად.
-ჩვენ გვითხრა წადით და ჩვენც მალე მოვალთო.
-ვინ ჩვენო.გაუკვირდა რუსოს და გოგის.
-რუსო თავი მისკდება,კარგი რა მთავარია მალე მოვა.ანა სამზარეულოში გაიყვანა რუსომ და მაგიდის გაწყობა დაავალა.
-ხო გიორგიმ დამაბარა,დედას უთხარი სუფრა ზალაში გაშალოსო.რუსოს ვერაფერი გაეგო,მაგრამ მაინც გაშალა ზალაში სუფრა და გიორგიც მოვიდა,სახლში ულამაზესი თაიგულით შემოვიდა და დედას გადასცა.
-რა დღესასწაულია გიორგი დღეს, რას ვზეიმობთ?
-დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე არის, ჩემი დღესასწაულია დღეს დედა.
-ღმერთო დავიღალეთ,თქვი ბოლოს და ბოლოს რას აღნიშნავთ რომ აგვყარე ყველა და აქ შეგვკრიბე.უსაყვედურა ალიკამ.
-დარწმუნებული ვარ ყველა გულით გაიზიარებთ ჩემს სიხარულს,ნუ ჯერ არაფერია მაგრამ მაინც წინ გადადგმული ერთი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
-გიორგი.... რუსომ გულზე მიიდო ხელი და გოგისთან ერთად იქვე ჩამოჯდა.
-დაბრძანდით და ახლავეს გეახლებით.გიორგი გავიდა და ყველამ თვალი გააყოლა,სულ მალე კი მარიამთან ერთად ხელიხელჩაკიდებული შემოვიდა სახლში,ყველა გაოცებული უცქერდა ორივეს და სიჩუმე ისევ გიორგიმ დაარღვია.
-ვინ წარმოიდგენდა თუ ჩემი ოცნების ქალი მარიამი იქნებოდა,რომელმაც შეძლო და ის გრძნობა მაჩუქა რასაც სიყვარული ჰქვია.
-გოგი მეჩვენება თუ ეს სინამდვილეა.უთხრა რუსომ გოგის.
-სინამდვილეა საყვარელო,სინამდვილე.ჩვენს შვილს თავი აუმუშავდა და ძალიან კარგად ამუშავდა.
-დავიჯერო არცერთს არ გაგიხარდათ,ხმას რომ არ იღებთ?
-ვინ თქვა რომ არ გაგვიხარდა შვილო,აკი პატარაა უნდა დავაცადოო და არ ველოდი ასე მალე და მოულოდნელად ამისრულდებოდა ჩემი ოცნება,მიჭირს სიხარულის გამოხატვაც კი,მოდი მოგილოცოთ ჩემო სიხარულებო.
-ნახევრად აგისრულდა ოცნება დედა,რადგან ჯერ არ ვაპირებთ დაქორწინებას,ჯერ სწავლობს მარიამი.
-მთავარია რომ პირველი ნაბიჯი გადადგით და სახელი დაარქვი შენი უაზრო თვალების ბრიალს.სიცილით უთხრა გოგიმ რაზედაც ყველას გაეცინა.
-ეს ამბავი დიდი ხანია გრძელდება ასე დამალულად?იკითხა ალექსანდრემ.
-ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტად ყურადღების ქვეშ მოქცევა,ამიტომ ნელა-ნელა მივიწევდით წინ და დღეს კი გადავწყვიტე ჩემი სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა.ერთი სიტყვით ულამაზესი საღამო გამოვიდა და ყველამ გულთბილად დალოცა მარიამი და გიორგი.
-მე ფეხზე უნდა დავდგე და ამ ბაკალში ანაკონდას შახამი რომ ჩამისხათ,თუნდათ გველთევზასი მაინც უნდა შევსვა.
-ცოტა მოშორებით დადექი, არ დაგვშხამო.დასცინა გიორგიმ.
-გაჩუმდი გიურზა და მომისმინე.თვალები დაუბრიალა გიორგის და ღრმად ამოიოხრა.
-რამოდენიმე წლის წინ,მე შემთხვევით გავიცანი ერთი ქართველი მამაკაცი ისეთ სიტუაციაში,რომ მასთან ახლოს მისვლა დიდი ხნის განმავლობაში მრცხვენოდა და შორიდან ვუთვალთვალებდი.მერიდებოდა,ვფიქრობდი რომ მას თვალებში ვერ შევხედავდი და თან არც ვიცოდი ქართველი თუ იყო.იმ ღამით მე იმ ადამიანმა,ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.არასოდეს არ ვყოფილვარ უმადური შვილი,მაგრამ როგორც დედისერთა ვიყავი თავნება და ვიყავი ეგოისტი.ჩემს ირგვლივ მეგონა ჩემთვის ყველა კარგი მეგობარი იყო,მარამ არა,არცერთი არ ყოფილა ერთგული და გულითადი მეგობარი და თვალი სწორედ იმ ღამით ამეხილა.რომ არა ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში,დღეს მე ისევ ის დედისერთა თავნება და ეგოისტი შვილი ვიქნებოდი.დღეს რომ აქ ვარ და ამ სახლში ყოფნის სრული უფლება მაქვს ეს იმ ადამიანის დამსახურებაა.თქვენი სახით,რომ მე მყავს ერთგული და კარგი მეგობრები ესეც იმ ადამიანის დამსახურებაა.მე რომ სწორ გზაზე ვდგევარ,ესეც იმ ადამიანის დამსახურებაა.ეს ადამიანი კი შენ ხარ გიორგი.მე ღმერთი არავარ სიცოცხლის წლები გაჩუქოთ,მაგრამ მინდა გისურვოთ ის ღმერთისგან ბოძებული წლები ბედნიერების გზებით გევლოთ.მინდა გისურვო მარადიული სიყვარული და უსასრულოდ ცის კაბადონზე გაშლილი ლამაზი ცისარტყელას ფერებით გეცხოვროს ცხოვრებაში.ვაღიარებ,ჩემი ნერვების კიბოდ ხარ გაჩენილი და არც მე დაგრჩები ვალში არასდროს და დაიმახსოვრე, დღევანდელი დღის სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდი.ჩემო მარიამ გისურვებ მაგ თვალების სიკაშკაშით ეს ველური რომ დაატყვევე,ბედნიერების სხივი არასოდეს არ გაგიქრეს.ბედნიერებამ და საყვარელმა ადამიანმა ორივემ ერთად გატაროს ხელის გულზე.ეს ბედნიერება შენს გვერდით გიზის ახლა,შენი მუდო მაჩო.გიორგი უცქერდა ანას და თბილად იღიმოდა.მართლა რამდენი რამ აქვთ მოსაგონებლად ასაკში რომ შევლიან და შვილებს მოუყვებიან თავიანთი მეგობრობის შესახებ.გიორგი ფეხზე წამოდგა და ანასთან მივიდა.
-დალიე და რაღაც უნდა გითხრა.უთხრა ანას.
-შეხედეთ,რაღაც აქვს ჩაფიქრებული.შენ რომ იცინი და ისე მომჩერებიხარ დამიცავი თორემ პეპელა გაფრინდება.ყველა იცინოდა და ანამ კი ბოკალი ბოლომდე დაცალა მათ სიცილში.სული მოითქვა და გიორგის შეხედა.
-რა უნდა მითხრა მუდო.
-დამაცადე რაღაც უნდა ვთქვა,სერიოზულად.
-კარგი,გისმენ.
-ყოველთვის ვოცნებობდი უმცროსი და მყოლოდა და მე ის წლების წინ ვიპოვე.ანა შენ ხარ ჩემი უმცროსი და,და რომელიც არასოდეს არ მყოლია.გიჟი ხარ,მაგრამ რა უყოთ ამდენ სერიოზულ ხალხს ერთი გიჟი ჭირდებათ.
-ეგაა სერიზულად უნდა ვთქვაო,გიჟად შემრაცხე?
-მართლა ძალიან მიყვარხარ და მართლა გულით მიხარია რომ შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში.შენით გავიცანი მე ჩემი ოცნების ქალი,ჩემი მარიამი სხვა რომ არაფერი დაგიფასო ამას ყოველთვის დაგიფასებ და მადლობა ამ ბედნიერებისათვის რომელიც შენით შემოვიდა ჯერ ჩემში და მერე ჩემს ოჯახში.მადლობა ანა.
-მადლობა შენ გიორგი რომ ხელი არ მკარი და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის საშუალება არ მომეცი.მე ვამაყობ,მართლა ვამაყობ რომ შენისთანა ძმა მყავს,თქვენისთანა მეგობრები მყავს.მიხარია,რომ ჩემი მარიამი სანდო ადამიანის ხელშია.ორივეს წმინდანის სახელი გქვიათ და დაე ისევ წმინდანებმა დაგიფარონ ყოველი ავისგან.გაკვირვებული და გაოცებული უცქერდა გიორგი ანას და არ სჯეროდა რომ ანა მას მადლობას უხდიდა.
-ხანდახან კაკტუსებიც ყვავა ხალხო.თქვა ლაშამ და ყველას გაეცინა,ანამ კი მიუბრუნდა და უთხრა.
-ვიმახსოვრებ.
-შენ უკვე გეგმაში ხარ და დაისჯები მაგ სიტყვისთვი.უთხრა ლაშას გიორგიმ.
-ნუ უსმენ ამათ საყვარელო,შენ ჩემი ჭკვიანი ხარ.მოეფერა ბექამ.ანამ გიორგის შეხედა და ბოლოს მაინც ჩაეხუტნენ ერთმანეთს.
-ანა ცხოვრებაში რა სისულელე ჩაგიდენია.შეეკითხა ალექსანდრე.ანა დაფიქრდა და თან თქვა.
-რომელი ერთი მოვიგონო,მაგრამ ერთს მოგიყვებით.ძალიან ჩქარი სიარული ვიცი და თან ქუსლიანებზე.ერთხელ მამაჩემმა მანქანის გასაღები ჩამომართვა და უნივერსიტეტში მომიწია მარშუტით წასვლა.ადგილი არ იყო და ფეხზე ვიდექი,ვიგრძენი რომ ვიღაც ცდილობდა ჩემი ჩანთის გახსნას და ვითომ ვერ გავიგე.ცოტა ხანში უნდა ჩასულიყო და ჩემი 18 სანტიმეტრიანი ქუსლი ჩავარჭე ფეხსაცმელში და დაიყვირა,რას აკეთებო.ჩემი საფულე უნდა დავიბრუნომეთქი და სანამ არ მომცა მანამ ფეხი არ ავუშვი და რომ გავუშვი ფეხსაცმელი გახვრეტილი ჰქონდა ზემოდან ქუსლის ჩაჭერით.მეორე იყო,ერთხელ ბავშვებს ბურთი ვეთამაშე კლასიკურ ფორმაში ჩაცმულმა.
-ეს როგორ.
-ნერვებ მოშლილი ვიყავი და ფეხით მოვუყვებოდი ქუჩას,შევხედე ბავშვები ბურთს თამაშობდნენ.მეც გავიძვრე ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმელები და ვითამაშე ბურთი.ისე ვიხალისე ბავშვებთან,სულ არ მადარდებდა ხალხი რომ გაოცებული მიცქერდა,შემდეგ ყველას ნაყინები ვუყიდე და ტაქსი გავაჩერე,ფეხსაცმელები ხელში მეჭირა და ისე მივედი სახლში ფეხშიშველი, მამაჩემმა რომ დამინახა გულზე მიიდო ხელი,რატომ მოდი ასე ამ მდგომარეობაშიო.რომ ვუთხარი ფეხბურთი ვითამეშემეთქი თავში შემოიცხო ხელები,ვაი ჩემი ცოდვა ვისთვის ვწვალობო.ისე საწყლად ამოიხრიალა, მართლა შემეცოდა ბედშავი.
-ვაიმე საწყალი მამაშენი.იცნოდა გოგი.
-ხო ასეა,ხან ძლიერი ვარ და ხან სუსტი,მაგრამ მაინც ლაღი და მხიარული.ოცნებაც მქონდა,მაგრამ მეშინოდა ხელის შეხების,რომელიც საპნის ბუშტივით გასკდებოდა და დაიმსხვრეოდა.ცისარტყელების ნაზი ფერებით მოვდივარ დღემდე,რომელიც თქვენ შეცვალეთ და უფრო მიმზიდველი გახდა ყოველი ახალი დღე,ახალი უცებ დაგეგმილი სიგიჟეებით,მაგრამ მაინც ბავშვი მგონია ჩემი თავი.
-შენ გაზრდილი გგონია შენი თავი?შენ მხოლოდ ასაკით გაიზარდე საყვარელო,ისევ ისეთივე ბავშვი ხარ ჯერ კიდევ.უთხრა რუსომ ანას და მოეფერა.
-რამეზე დაგწყვეტია გული?კითხა გელამ.
-მე ვიცი რაზე წყდება გული.თქვა მარიამმა და ღიმილით შეხედა ანას.ანამაც გაუღიმა და არ გაუპროტესტებია,მარიამს მიანდო იმ ძველი ამბის მოყოლა რომელიც მარიამმა ვერ დაივიწყა.ყველა მოემზადა მოსასმენად,რადგან მიხვდნენ რაღაც სასწაული უნდა მოესმინათ.
-ერთ ზაფხულს 17 წლის იყო ანა და ის ჩემზე სამი წლით დიდი არის.თურმე მე რომ დავიბადე სულ თოთოს მირტყამდა,არ მოსწონდა ჩემი ტირილი და არც ის თუ რატომ მქონდა პირში საწოვარა,ამიტომ სულ მართმევდა და თავად სარგებლობდა,მე კი თურმე საწოვარას დაჩვეული ჩაბჟირებამდე ვტიროდი
-შეხედეთ,ამას რა გამოასწორებს სამი წლის ასაკშიც კი სადისტი ყოფილა.თქვა გიორგიმ სიცილით.
-დავიზარდეთ და ანა ყოველ ზაფხულს ჩვენთან იყო,მაგრამ მამიდა რომ ჩამოდიოდა ხან ხელ მოტეხილი ხვდებოდა,ხან ფეხმოტეხილი,ხან თავგატეხილი და ასე შეფუთული უწევდა მისი წაყვანა უკან,ანას გამოსწორებას საშველი არ დაადგა.17 წლის ანას და მე 15 წლისას ერთ ზაფხულს პაპამ დაგვპირდა,ხვალ ქალაქში წაგოყვანთო.გამეხარდა და ტაში შემოვკარი,პაპასთან მივედი და ვუთხარი.პაპა  ჭრელ-ჭრელ პეპლებიან კაბებს ხომ გვიყიდიმეთქი,პაპამ დამპირდა გიყიდითო და იმ ღამით ადრე დავწექით და ჩემს წარმოსახვაში შევქმენი ჩემი კაბა,თეთრი წითელი წინწკლებით და პატარა ლამაზი პეპლებით.თვალებს ვხუჭავდი და იმ სამყაროში შევდიოდი,სადაც ასეთი ბევრი კაბები იყო და მიჭირდა მათი არჩევა რადგან ყველა ძალიან ლამაზი იყო.ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა,აირჩიე რომელიც გინდა მე გიყიდი შენთვის არ მენანება.
-გიორგი ხომ არ იყო მაგი.იკითხა ბექამ და გაეცინათ.
-ერთი კაბა შემომაჩეჩა ხელში და მითხრა,ეს აიღე მოგიხდება.ჩემს ოცნებებში ვიყავი ჩაძირული და მოუთმენლად ველოდი გათენებას.ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე სათის ისრებს გადავწევ და იქნებ მალე გათენდესთქო,მაგრამ ბედს მივენდე და ჩემს ოცნებებთან ერთად დამეძინა.როგორც იქნა გათენდა,დილით ავდექი და პაპამ დამინახა თუ არა მომაძახა.
-მარო მოემზადე პაპას გოგოო.ეს ანამ გაიგონა და შევატყვე რომ არ ესიამოვნა,რატომ მას არ მიმართა პაპამ ასე თბილად და ტკბილად.მოიმიზეზა კუჭის ტკივილი და საღამომდე საწოლიდან არ ამდგრა,არც არაფერი უჭამია.გაქრა და გაფრინდა ოცნება ჩემს ჭრელ კაბაზე.
-შენ არ წახვედი?შეეკითხა რუსომ.
-არა,ანას გარეშე არ წავედი.ანამ მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა და გადაწყვიტა რამე გაეკეთებინა,მაგრამ ეს განა ვინმეს სასარგებლოდ რამეს გააკეთებს?ფუსფუსებდა სამზარეულოში,რაღაც მოადუღა მაღალ ჭიქებში ჩაასხა შიგ საწრუპავი მილები ჩააწყო და მაცივარში შეალაგა.პაპა რომ დაბრუნდა ქალაქიდან ძალიან სიცხე იყო და ბებომ სიხარულით გამოუტანა ფოდნოსზე დაწყობილი ეს ჭიქები და პაპას უთხრა.
-აჰა,პირი გაისველე ანამ გრილი სასმელი გაამზადა შენთვის.პაპამ წარბი ასწია და ისე გახედა ანას და ერთ ჭიქას ხელი წაავლო.წრუპავს მილიდან პაპა მაგრამ მილს არაფერი მოყვება,შემდეგ ჭიქა გადააყირავა და სითხე უძრავად დგას არც ძირს იღვრება. პაპა და ბებო გაოცებული მისჩერებია ჭიქას და ანას მიუბრუნდა.
-რაა ეს ბებო.თურმე ჟელე მოუდუღებია და ჭიქებში ჩაუსხია,საწრუპავი მილები კი განგებ ჩაუწყვია.ასე იძია შური ანამ პაპას ჩემს  მიმართ მოფერებაზე.გული კი დაწყდა ჭრელი კაბა რომ ვერ იყიდა და მეც დღემდე ეს ოცნება გამომყვა.დღემდე ვეძებ ისეთ კაბას და თუ შევხვდი აუცილებლად ორი უნდა ვიყიდო რომ ბავშვობის ოცნება ავისრულო.
-არა,მართლა ვნანობ.გული სინანულით ამევსო პაპას თვალებს რომ შევხედე,თუმცა მაინც გამეცინა ისე ძლიერად ქაჩავდა საწრუპავს სითხე რომ ამოეღო როგორც ყალიონი.თქვა და მის გულიან გადახარხარებაზე ყველას გაეცინა.გოგიც იცინოდა და სიცილით უთხრა.
-და ამ ამბების შემდეგ იტყვი რომ გაიზარდე?ისე სიმართლე გითხრა,სხვაგვარს ვერც აგიტანდი.
-აი გენაცვალე გოგი ძია მაგარი კაცი ხარ,მაგრამ ეს შვილი რომ არ გგავს ესაა სამწუხარო.
-ანა ვიმახსოვრებ.
-რაღაც მინდა ვაღიარო.
-სენსაცია მოხდა,რაღაცას ამბობს დასაჯერებელს.თქვა გიორგიმ.
-როცა ნერვებ მოშლილი ვარ,ვერ ვიტან შენს მშვიდად ყოფნას და ამიტომ ხშირ შემთხვევაში შენი ნერვიული სისტემა ეწირება ჩემს სიმშვიდეს და მეც ამით ვმშვიდდები.
-ვაიმეეეე,ვაიმეეეეე მე რომ ვიღიმი შენ მაშინ უნდა ტიროდე,მაგრამ როდის შეისმენ ამას და გაიგებ არ ვიცი.
-მომისმინეთ,ერთი იდეა მომივიდა.ფეხზე წამოდგა რუსო.რამდენი ხანია ეს გეგმა რომ დავსახე,მაგრამ ვერ ავასრულე.ახლა მინდა ავასრულო და ჩემი ბებერი ქმარი გავიტაცო მთებში.
-უნდა გამიტაცო?შეხედა გაკვირვებულმა გოგიმ რუსოს და შემდეგ გიორგის შეხედა.
-ორ ქალს გტოვებთ ოჯახში და მიხედეთ აქაურობას,შვილს მრთელს გიტოვებთ და ასე მრთელი დამხვდეს თორემ ვერ გადამირჩებით ვერცერთი.
-სად გადაწყვიტე დედიკონა წასვლა,ასე შეგაშინა ოჯახში მარიამის რძლით სტატუსით შემოსვლამ?უთხრა რუსოს სიცილით გიორგიმ.
-მივდივარ,არ მეძებოთ.თქვა სიცილით რუსომ.
-ეს ქალი აიჭრა მგონი სიხარულისგან.თქვა გოგიმ.
-ადექი,მივდივართ.
-სად მიდიხარ ქალო ასე მოუმზადებელი.
-რა მომზადება შენ გინდა,ჩავდებ ჩანთაში ორ ხელ საცვალს რომ გადაიფსა ზემოდან შემთხვევით და გამოგიცვალო,ეგაა და ეგ.რუსოს სიტყვებს საერთო ხარხარი მოყვა,რასაც გიორგის შეძახილი მოყვა.
-ვერ ვჯერებ მამიკონა,რომ შენ ამ მდგომარეობაში ხარ.
-არა შვილო,ცდილობს გამაღიზიანოს რომ უფრო ენერგიული ვიყო.
-არ დაგჯაბნოს რუსომ გოგიიი.შესძახა ალექსიმ სიცილით.
-მაშ ხვალიდან აქ უნდა გადმოვბარგდეთ?იკითხა ანამ სერიოზულად.
-რა შორს ცხოვრობ?ირონიულად გაუცინა გიორგიმ.ანამ წარბი ასწია და წაუმღერა გიორგის.
-მე ქვეყნის აღმართებს სულ შენით ავდივარ,
სულ შენით შევსცქერი დილას და ლაჟვარდებს.
ამ ქვეყბნის სირთულეს სულ შენით ვჯობნი და
ძვირფასო,შენს გამო ყველაფერს ვამარცხებ.
                ,,დიკა სალაყაია''
-მიფრთხილდი გიორგუნააა მიფრთხილდიიიი.რუსომ ჩანთა კარებთან დადო და ღიმილით გადახედა მხიარულ ახალგაზრდებს.გოგის მიუბრუნდა და უთხრა.
-წამოდი,ესენი მიხედავენ თავიანთ თავს.
-წავედით საყვარელო,წავედით.უთხრა გოგიმ და რუსას გაყვა.-დღევანდელმა დღემ,ჩემში ახალგაზრდული გრძნობები გააღვიძა.გენაცვალეთ,რა სასიამოვნო წყვილია რუსო დააკვირდი.უთხრა გოგიმ რუსოს და არ შეეძლო სიხარულის დაფარვა,რასაც განიცდიდა გულით იმ წუთებში.
-როგორც იქნა ჩვენმა შვილმა გადაწყვიტა და შესანიშნავი არჩევანი გააკეთა,მართალი ხარ საყვარელო,ყველაზე ლამაზი წყვილი ჩვენი შვილებია.შენ ჩემი გულის სათქმელი თქვი გოგი.ძალიან,ძალიან მიხარია და სიხარულისგან ცრემლიც კი მომერია თვალზე.თქვა რუსომ.
-ჩემი ოჯახი ასეთი სითბოთი სავსე რომ არის,ეს შენი დამსახურებაა საყვარელო.მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.ხელი მოხვია გოგიმ საყვარელ ქალს და ახალგაზრდები მარტო დატოვეს.უეცრად რუსო შემობრუნდა და მარიამს უთხრა.
-მარიამ დაიმახსოვრე,გიორგი ყოველ დილით მწვანე ვაშლს ჭამს.ხანდახან ავიწყდება და ამ ათ დღეს პირადად შენ გთხოვ გააკონტროლო,შენი მეთვალყურეობის ქვეშ ვტოვებ.
-შენთან კი რომ ჩამოვალ მერე საქმე მაქვს.მიუბრუნდა ანას.
-რა,რა საქმე რუსო დეიდა გავაფუჭე რამე?შეეკითხა შეშინებულმა.
-არა,არა,ჯერ არაფერი სახლი ადგილზე დამახვედრეთ.უთხრა ღიმილით და დაემშვიდობა ბავშვებს და მეუღლესთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულმა დატოვა სახლი.გოგიმ უკან მოიხედა და  რუსოს უთხრა.
-სად მივდივართ რუსო სახლი დაგვხვდება ადგილზე?რუსოს გაეღიმა და უთხრა.
-დაგვხვდება,დაგვხვდება წამოდი.გაეცინა რუსოს გოგის ნერვიულად ნათქვამ სიტყვებზე.გოგის და რუსოს წასვლისთანავე ანამ გიორგის გადახედა და სადისტურად ჩაეღიმა,რაც გიორგის არ დარჩენია შეუმჩნეველი და მარიამს უთხრა.
-მარიამ გველთევზამ რაღაც ჩაიფიარა,ნახე რა კმაყოფილი სახე აქვს..
-მართლა რა ბედნიერი სახე აქვს,რაღაცას უღიმის თავის წარმოსახვაში.გაეცინა მარიამს.
-ხვალ დილით შენ გაამზადე საუზმე,ის არაფერს არ მიაკარო დაგვშხამავს ყველას.მარიამს გაეცინა და სიცილით უთხრა გიორგის.
-არ ინერვიულო,ჩემს საყვარელ ყველიან ბლინებს დავაცხობ და ყველას გაგასინჯებთ.გიორგი უნდა წავიდე სახლში.თქვა მოწყენილად მარიამმა.
-კარგი რა მარიამ ამ ათ დღეს მარტოობისთვის გინდა გამიმეტო?გიორგიმ საწყლად შეხედა მარიამს რაზედაც მარიამს გაეცინა.
-არა,მარტოობისთვის არ გიმეტებ,მაგრამ ახლა უნდა წავიდე.
-რატომ?გაუკვირდა გიორგის.
-როგორ თუ რატომ,გამოსაცვლელი მინდა.
-კარგი,მხოლოდ მაგის გამო თუ გინდა წასვლა წამოგყვები და წამოიღე რაც გჭირდება და აქ ჩემთან მეყოლები,ჩემს სახლში დავტკბები შენი ყოფნით.
-არც იფიქრო,შენს სასარგებლოდ გამოიყენო ეს დრო.მე მხოლოდ საუზმე და სადილ-ვახშამი მევალება,დალაგება და ტანისამოსი შენი კი ანას დაევალა.
-არა,აპაპაპაპააა ანა არ გააკარო ჩემს ტანისამოსს,არც შეუშვა ჩემს საძინებელში.მკაცრად თქვა გიორგიმ.მარიამს ძალიან ახალისებდა გიორგის და ანას კინკლაობა,მაგრამ ზოგჯერ ეშინოდა კიდეც რომ სერიოზულად არ დაეშავებინათ ერთმანეთი.მარიამი წამოდგა და ანასთან მივიდა.
-ანა არ წავიდეთ?
-რატომ?გაკვირვებულმა შეხედა ანამ მარიამს.
-რა რატომ,უნდა გამოვიცვალო ასე ხომ არ ვიქნები მთელი საღამო პატარძალივით გამოწყობილი.
-რა არ ხარ თუ?გაეცინა ანას.
-მოდიხარ?
-მე აქ მაქვს რამოდენიმე ხელი ტანისამოსი და რამდენიმე დღე მეყოფა,შენ კი ნამდვილად გჭირდება გამოცვლა.დილით წადი და მოიტანე ტანისამოსი,მე კი საუზმეს გავამზადებ.
-შენ?შენ მოამზადებ საუზმეს?გაუკვირდა მარიამს და თან იცინოდა.-ანა რა ჩაიფიქრე?შეეკითხა ეშმაკურად და თვალები აუციმციმა ანას ის ხომ მას კარგად იცნობდა.
-მაქვს ერთი გეგმა და ხვალ უნდა გავაკეთო,თორემ მოვკვდები მარ და შენი ანაბელი აღარ გეყოლება.უთხრა ანამ და ისე ამოიღვნეშა გულიც თან ამოაყოლა.მარიამმა გიორგის გახედა ჩუმად და რაღაც უნდა მოეფიქრებინა,რომ დილით თავად გაემზადებინა საუზმე.მიხვდა იმასაც რომ ომი არა,მაგრამ სერიოზული ბრძოლა გაიმართებოდა გიორგისა და ანას შორის,ამიტომ თხოვნით მიმართა ანას.
-ანა ხვალ მე მოვამზადებ საუზმეს,გთხოვ არ შემედავო გიორგის დავპირდი ჩემს ყველიან ბლინებს დაგიცხობთქო.
-კარგი,გააკეთე.ადვილად დაითანხმა ანა რამაც ძალიან გააოცა,შემდეგ კი გიორგისთან მივიდა.
-გამყვები სახლში,რომ გამოვიცვალო?ვერ ვიქნები ასე მთელი დღე,თან საღამურებიც უნდა წამოვიღო.გიორგიმ შეხედა მარიამს და უთხრა.
-მე თუ მკითხავ საერთოდ არაა საჭირო საღამურები, მაგრამ მაგის დროც მოვა.წამოდგა,ბიჭებს შეხედა და ხმამაღლა თქვა.-მალე მოვალთ მე და მარიამი გავდივართ,არ დახოცოთ ერთმანეთი დრო არ მაქვს სასამართლოებში ვირბინო.
-წადი,წადი გზებიც დაგვილოცნიაააა.ჩაუმღერა ლაშამ.გიორგიმ კი ხელი მოხვია მარიამს და ღიმილით გავიდნენ სახლიდან.
-წავედით ჩემო დედოფალო,მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ სიცოცხლის ბოლომდე.
-იცი რომ დღეს ძალიან ლამაზი და თბილი დღე მაჩუქე?
-ხვალ,ზეგ,მასზეგ და ასე სულ,ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზი იქნება პატარავ.გვერდით მყავხარ,მაგრამ სიგიჟემდე მენატრები მარიამ.შენ ხომ ჩემი სიგიჟე ხარ,უსაზღვრო სიგიჟე.
-როგორ ვცხოვრობდი აქამდე უშენოდ,ღმერთო მეც როგორ სიგიჟემდე მენატრები გიორგი.აქამდე ჩემი ცხოვრება მხოლოდ ბავშობის ფერებით იყო განათებული,ახლა კი ორმაგად უფრო ფერადი გახდა შენთან ერთად,ჩვენს გარშემნო მხოლოდ ნათელ და ლამაზ ფერებს ვხედავ.
-უბედნიერესი ვარ პატარავ,მაგრამ მაინც მაკლია რაღაც და ამ დანაკლისს მანამდე ვერ ამოვავსებ სანამ არ გადმოხვალ ჩემს სახლში და ერთად არ ვიცხოვებთ,სანამ ამ სახლში პატარების ხმაურით არ გამაღვიძებს დილა.
-ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს ერთმანეთს საყვარელო,მაგრამ გპირდები არც მაშინ არ დაგტოვებ მარტო მე სულ შენთან ვიქნები.გიორგიმ ორივე ხელები ჩაავლო მარიამს სუსტ მკლავებში და  მისკენ შეაბრუნა,თვალებში ჩახედა და მკაცრად უთხრა.
-ეს არც კი გაიმეორო მარიამ გესმის?ეს მეორედ არ გაიმეორო,სიკვდილი ჩემთან ერთად ყოფნის დროს არ ახსენო.გესმის?შედი ახლა და აიღე რაც გინდა,მე აქ დაგელოდები.ჩქარა თორემ ანა დაგვშხამავს ყველას.მკაცრი იყო გიორგი მაგრამ მარიამის შეშინებულ თვალებს რომ შეხედა,ბოლოს ხუმრობაც კი სცადა.
-მე შენ ძალიან მიყვარხარ გიორგი.
-მეც,მეც ძალიან მიყვარხარ მარიამ.
-გულით,ამ გულით გგრძნობ.
-გულს მე სულსაც მივუმატებ და გეტყვი,რომ გულიც შენია ჩემი და სულიც.მთელი არსებით ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი.
-შენ კიდე ჩემი.გაუღიმა მარიამმა
-ჯერ არა,მაგრამ გპირდები მალე იქნები.უთხრა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.მარიამს შერცხვა და ლოყებ აწითლებული,უკან-უკან ხევით შევიდა მის საძინებელში.იქედან მალე გამოვიდა შავი ჯინსის შარვალში,თხელი დეკოლტე მაისური ჩაიცვა და ზემოდან შავ-თეთრი დაკლეტკილი მოსამცმელი,ფეხზე კი შავი კეტები ამოიმცვა.გიორგიმ ახედა და უთხრა.
-მზად ხარ,წავიდეთ?
-აჰამ,წავიდეთ.გიორგიმ ჩანთა გამოართვა მარიამს და ისევ ხელი-ხელ გადახვეულები მივიდნენ სახლში.სახლში შევიდა თუ არა იქვე დადებულ ვაშლს წაატანა ხელი და გემრუელად ჩაკბიჩა,ბიჭებს მოავლო თვალი და უკვე ყველა კარგად იყო მათ შორის ანაც.გაეღიმა,მარიამს მიუბრუნდა და უთხრა.
-მარიამ,ამათ ავიყვან და მივაბალიშებ თავიანთ საწოლებში.
-კარგი,მე ანას გავაღვიძებ და მივალაგებთ.უთხრა მარიამმა და იქვე მიძინებულ ანასთან მივიდა გასაღვიძებლად,რომელსაც ღიმილით დასჩერებოდა ზემოდან.
-არ გააღვიძო რა სიწყნარეა სახლში და მაგის ხმამ შესაძლებელია ყველა გააღვიძოს,დააცადე იყოს მანს.მარიამმა დაუჯერა გიორგის და არ გააღვიძა ანა თავად მიალაგა ყველაფერი,გიორგიმ კი სათითაოდ გაიყვანა ყველა და თავ-თავისი ადგილი მიუჩინა,დრო და დრო კი მარიამს ფოტოებს უღებდა ჩუმად.მიალაგა ყველაფერი და გიორგიმ მის საძინებელში შეიყვანა და უთხრა.
-ყველა ოთახი დაკავებულია აქ დაისვენე,იმ კუდიანს ამოვიყვან და მასაც აქ დავაწვენ.ასე რომ ჩემი არსებობის არ შეგეშინდეს,შენ ჩემს მოსვლამდე მოემზადე და დაწექი.უთხრა და ოთახიდან გავიდა ანასთან მივიდა ფრთხილად აიყვანა ხელში,ერთი ჩაიხითხითა და წავიდა,მაგრამ მის საძინებელს გვერდი აუარა და სადაც ბექა იწვა იქ შეიყვანა,ფრთხილად დააწვინა საწოზე და შემდეგ ბექაც შეაღვიძა.
-მიხედე შენს წიწაკას საძინებელში არ შემომიხტეს,თორემ ორივეს გადაგსტკოჩავთ ერთმანეთზე,შემდეგ ფოტოებს გადაგიღებთ და  მთელ ინტერნეტ სივრცეს ავაფეთქებ იმ ფოტოებით.
-რა გინდა,რატომ აღიზიანებ.შეუბღვირა ბექამ.
-მიხედე,დროა ეს მოურჯულებელი ალქაჯი რომ მოარჯულო.
-მე კი ვიცი როდის უნდა მოვარჯულო,მაგრამ აი შენ კი ცეცხლს ეთამაშები.ნუ ახელებ ძაღლივით,თორემ ერთ დღეც იქნება მე ვერ გიშველი გიორგუნა.უთხრა ბექამ და თვალი ჩაუკრა გიორგის.
-უკვე გადაგიბირა მის ავადმყოფურ ჭკუაზე?გაეცინა გიორგის და მარიამთან დაბრუნდა.მარიამი უკვე დაწოლილი იყო და ანას ელოდებოდა,მაგრამ გიორგი რომ მარტო შევიდა გაკვირვებულმა შეეკითხა.
-ანა სად არის?
-წამართვა მისმა გულის ვარდმა და თავის საძინებელში შეიყვანა.მე კი სხვაგან სად დავწვე,აქაა ჩემი საძინებელი.
-კი მაგრამ...........................
-მარიამ არავითარი მაგრამ და ხმა არ გამაგონო შენი, ძალიან მეძინება.უცებ მოწესრიგდა და მარიამს შეუწვა და ხმის ამოღებაც არ დააცადა,უცებ მოიქცია მის მკლავებში.
-დავიძინოთ,უკვე გვიანი არის და სადაცაა გათენდება.აზრი არ ჰქონდა უშედეგო ფართხალს და გიორგის მკერდზე მოკალათებულმა სულ ცოტა ხანში მშვიდად სუნთქავდა,სახეზე კი ბედნიერი ღიმილი შერჩენოდა.ორ-მხრივ სიყვარულზე ბედნიერება არ არსებობს,დილით მარიამმა თვალი გაახილა და ღიმილით ახედა გიორგის რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა.მშვიდად აკოცა ლოყაზე და ჩუმად,ჩურჩულით უთხრა.
-შენ ერთადერთი სიყვარული ხარ ჩემი ცხოვრების.
-შენი სუნი მაღვიძებს,თვალს ვახელ და შენს ღიმილს ვხედავ.აი ეს მინდა ღრმა სიბერემდე რომ მავსებდეს.მეც მიყვარხარ ჩემო დედოფალო და შენთან შექმნილი ტკბილი ოჯახი მინდა მარიამ.
-მე კი შენ რომ გძინავს იმ ოთახის ჰაერით მინდა ვისუნთქო და მუდამ მათბობდეს შენგან წამოსული სითბო.შენთან ერთად დაბერება და შენს მკლსავებში ბოლო ამოსუნთქვა ბედნიერი სიკვდილზედაც თანახმა ვარ გიორგი.
-მარიამ როგორ გააფუჭე ეს საოცარი დილა,არადა რა ლამაზი იყო დასაწყისი ამ დილის.გაბრაზდა გიორგი.
-მერე მე რა გავაკეთე,როგორ გავაფიჭე დილა?იკითხა მარიამმა გულუბრყვილოდ.კარგი რა სულ როგორ ბუზღუნებ.გათენდა და მოდი ეს სიჩუმე ჩვენმა გულის ცემამ დარღვიოს მხოლოდ.
-როგორ?
-ერთმანეთის გულის ცემას მოვუსმინოთ.
-მოდი დაადე ყური ჩემს გულს და ისიც გაგიმეორებს რომ შენ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული ხარ.
-ესაა ნამდვილი და ძლიერი გრძნობა,რაც ჩემშია და რაც შენშია.ჩვენი გულები შეერთდდა მათმა კარგად გაუგეს ერთმანეთს.რომელი საათია,მე ავდგები და საუზმეს მივხედავ,თორემ ამდენი მგელივით დამშეული ხალხი რომ გაიღვიძებს მათ ხომ დაპურება უნდა.
-ჯერ ხომ ადრეა,მოდი ჯერ მოგეფერები.
-გიორგი გამიშვი გინდა ანამ მოამზადოს საუზმე და მთელი დღე ტუალეტში დაგაჯინოს?
-არა,არა წადი მას არ ვენდობი.მარიამი სიცილით წამოდგა და საბაზანოში გავიდა,გიორგიმ თვალი გააყოლა და ტანში უცნაურად გააჟრჟოლა რადგან ძალიან იზიდავდა მარიამი მას.მარიამმა თავი მოიწესრიგა,გიორგის გემრიელი კოცნა აჩუქა ისე რომ თავად გიორგიც არ ელოდა და დატოვა გაშტერებული,შემდეგ გაეცინა და გადაბრუნდა ძილის შესაბრუნებლად მარიამმი კი შეუდგა მისი საფირომო ყველიანი ბლინების გამოცხობას.



№1  offline წევრი მია15

მართლაც ძალიან ვისიამოვნე.კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent