ალექსანდრა (7)
რამდენიმე წუთში დემეტრე გიჟივით შევარდა სახლში, კიბეები სწრაფად აირბინა და კერებს დაეჯაჯგურა, თუმცა ამაოდ. -სად არის ლევანი? - გააფთრებული მიუბრუნდა დედამისს -თავის ოთახში იქნება, გთხოვ რამენაირად გამოუშვი, ცოდოა გოგო ნახე რა დამართა - ემუდარებოდა ლიზა -მაგას შ*გ ხო არაქვს? ! რას ქვია ჩაკეტა! - სწრაფად დაიძრა ლევანის ოთახისკენ და ნებართვის გარეშე შევიდა -ახლავე გამოუშვი სანდრა! - წინ აესვეტა -შენ რა უფლებით მიმითითებ რა უნდა გავაკეთო? - არც ლევანი დარჩენია ვალში -მიგითიტებ კი არა დროზე გამოუშვი! სულ გამო*ლევდი შენ ხო?! შენი აზრით ოთახში თუ ჩაკეტავ ამით საქმეს ეშველება? კარებს თუ ჩაუკეტავთ ფანჯრიდან გადაძვრება და მაინც ნახავს იმ გამო*ლევებულს, ასე რომ მიდი და გააღე კარები! -არ ცხრებოდა დემე -არავითარ შემთხევაში! ახლა რომ გავუღო კარები მერე უარესს გამიბედავს, და საერთოდაც შენ რას მიკეთებდი? ! არ გითხარი ყურადღება მიაქციეთქო?! შენ რანაირი ძმა ხარ ბიჭო! - ღრიალებდა ლევანი და უშვერი სიტყვებით ლანძღავდა დემეტრეს -გამოუშვი და გპირდები მსგავს აღარ იზამს, სიტყვას გაძლევ, ოთახში ჩაკეტვით მაინც ვერ შეაჩერებ დიდხანს ელაპარაკა, ბოლოს კი დაარწმუნა რომ გამოეშვა ოთახიდან, სანდრა ურეაქციოდ იჯდა თავი ოთახში, ხმა არ იღებდა, არც კარის გაღების შემდეგ ჰქონია დიდი რეაქცია, ლიზა მაშინვე მივარდა შვილს და მაგრად მოეხვია. მთელი სახე დაუკოცნა და გულში ჩაიკრა. ხანდახან ხვდები, რომ შენი ახლობელი ადამიანები შესაძლოა მართლები იყვნენ, იმ შემთხვევაში თუ ეს ახლობელი ადამიანი ლევანია, გულის სიღრმეში სანდრამ კარგად იცოდა, რომ ჯაჭვლიანთან ურთიერთობა მას კარგს არაფერს მოუტანდა, თუმცა იმდენად იყო მასზე შეყვარებული, რომ მზად იყო მასთან ერთად უფსკრულშიც კი გადაჩეხილიყო. იმ საღამოს არც სახლიდან გასულა, არც ზურა გამოჩენილა, თავს ძალიან ცუდად გრძნობდა, ხრემლებს ყლაპავდა, ხმას არ იღებდა, უბრალოდ იჯდა ერთ ადგილას და სივრცეს მიშტერებოდა. ჯაჭვლიანი კი როგორც ყოველთვის საქმეებში იყო ჩაფლული და არ ფიქრობდა იმაზე რომ ასეთი უყურადღებობით შესაძლოა სანდრა დაეკარგა. თურქეთში მოუწია რამდენიმე დღით გამგზავრება ბიჭებთან ერთად, აეროპორტიდან კი პირდაპირ სანდრასთან წამოვიდა. არეშიძე გოგონებთან ერთად უნივერსიტეტის ეზოში იჯდა. თავს ბედნიერად გრძნობდა მათ გარემოცვაში. -რაო? აღარ გამოჩენილა? - ჰკითხა ნინიმ და გვალიას, გახედა რომელიც, როგორც ყოველთვის სანდრაზე იყო მიშტერებული -სა საერთოდ რატომ კარგად მასზე დროს? - ჩაერია გაბრაზებული ელენე და დაქალს კოპებშეყრილმა გადახედა -ვახსენეთ და მოდის კიდეც - გაეცინა ლენეს და ზურას მანქანისკენ ანიშნა სანდრას სანდრამ ვითომც არაფერიო ისე გახედა, გოგონებმა გაკვირვებისგან პირი დააღეს, „ც“ კი არ აუწევია რომ მასთან მისულიყო. -არ მიხვალ? - გაოცებულმა ჰკითხ ნინიმ სანდრას -თუ საქმე აქვს თვითონ მოვიდეს -იჩხუბეთ? - არც ელენმ დააყოვნა -არა, უბრალოდ ყელში ამომივიდა მისი უაზრო გამოხტომები -მხრები უემოციოდ აიჩეჩა, სახე დამანჭა და მზეს მიუშვირა -ჩვენსკენ მოდის- მხარი გაჰკრა ნინიმ არეშიძეს და მისკენ მიანიშნა ზურა ნელი ნაბიჯებით დაიძრა მათკენ, მართლაც რომ საოცარი კაცი იყო, მაღალი, მხარბეჭიანი, საოცარი სიარულის მანერა და ჩაცმის სტილი, ყველამ მას გახედა. სანდრას და მის დაქალებს მიუახლოვდა თუ არა სათვალე მოიხსნა და გაუღიმა გოგონებს -როგორაა ჩემი გოგო? - თავისი საფირო ღიმილით ჰკითხა არეშიძეს -კარგად ვარ - არც მაშინ გამოუხატავს დიიდ ემოცია -ასე უნდა დამხვდე? - ისევ გაეცინა ზურას და გოგონებს მიესალმა -და როგორ გინდა რომ დაგხვდე? ცერემონიებით თუ აპლოდისმენტებით? - თავი გააქნია არეშიძემ და გაუღიმა ძალით -რა გჭირს? - დასერიოზულდა ჯაჭვლიანი- წამომყევი აბა - ხელი დაავლო, გოგონებს დაემშვიდობა და სულ ძალით ჩატენა მანქანაში -ხელი გამიშვი -რა მოხდა აღარ იტყვი?- ხმა გაუმკაცრდა -რა გინდა ჩემგან? რას გადამეკიდე? - კბილებში გამოსცრა გამწარებულმა -რას ქვია რა მინდა? არ იცი რა მინდა? - კითხვას ვერ მიუხვდა და დაიბნა -ხო, აი გეკითები რა გინდა ჩემგან? მე ასეთი ურთიერთობა არ მინდა, ამას ურთიერთობაც არ ქვია, მორჩა დამთავრდა ყველაფერი! -რა დაგემართა? - ღიმილი სახეზე შეაშრა -ნეტა რა? ვერ ხვდები ხომ? -ვერა -სწორედ ეს არის შენი პრობლემა, რომ ვერასოდეს ხვდები რა მწყინს და რა მახარებს. მოდი მოვრჩეთ რა ამ უაზრო ურთიერთობას.-ხელი აიქნია -ანუ ესე გადაწყვიტე? ფეხებზე გკიდია ხომ მე რას ვფიქრობ?- სახე მოეღრიცა -შენ რომ რამეს ფიქრობდე ასე არ მოიქცეოდი -კარგი, კარგი, მართალი ხარ, ვიცი რომ არ ვიქცევი სწორად, უბრალოდ ასეთია ჩემი ცხოვრება სანდრა და რა გავაკეთო? არ შემიძლია ნორმალური ცხოვრება, თვითონაც არ ვიცი ხვალინდელი დღე გამითენდება თუ არა საერთოდ. შენ ერთადერთი ნათლი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ბოლოს ყველა მიდის ჩენგა- საჭეს დასცხო ხელი და თავი ჩაღუნა -არასოდეს არ ხარ ჩემთან როდესაც მჭირდები - თავი გაწია არეშიძემ, რომ მისი ცრემლები არ შეემჩნია -მაპატიე, უბრალოდ ასე ხდება, უბრალოდ მინდა შენთან ვიყო, სიამოვნებით მოგკიდებდი ხელს და წავიდოდი ამ დედამო*ნული ადგილიდან, მხოლოდ მე და შენ, თუმცა არ შემიძლია გესმის? ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე არ მეკუთვნის, ჩემს უკან ოჯახი დგას, რომელიც სრულიად ჩემზეა დამოკიდებული. სანდრა მოეხვია, არაფერი უთქვამს, იცოდა რომ გულწრფელი იყო, არ ჰგავდა მატყუარა კაცებს, რომლებიც თავი მართლების მიზნით ათას ტყუილს იგონებენ. -ყველაფერი კარგადაა, მე შენთან ვარ, უბრალოდ გამაფრთხილე ხოლმე წინასწარ რამდენი დღით ან თვით გაუჩინარდები ხოლმე - გაეცინა -მიყვარხარ, საოცრად მიყვარხარ - მოეხვია და სახე დაუკოცნა ის ღამე ერთად გაატარეს, არეშიძესთვის მხოლოდ მის გვერდით ყოფნაც კი საკმარისი იყო, თუმცა ბედნიერი წუთები არ შეარგო ლევანმა. -გისმენ -სად ხარ?! - საავადმყოფოში არ ხარ! სად ხარ სანდრა! მაინცდამაინც გინდა მოგკლა!- ღრიალებდა ტელეფონში -ნინისთან ვარ- დაიბნა, ხმა აუკანკალდა -ნუ მატყუებ! იცოდე სახლიდან ფეხს ვერ გაადგამ! -ვინაა? რა ხდება? - წამოდგა ზურა და თვალით ანიშნა რა ხდებაო -მამაჩემია- ტელეფონი სწრაფად გათიშა- უნდა წავიდე, ტანსაცმელს დასწვდა -რა მოხდა? რა აღრიალებს? -გაიგო რომ სმენაში არ ვარ და დროზე მოდიო- ნერვიულობისგან ადგილს ვერ პოულობდა -ჩემს გამო ხო? ვერ ეგ ვერ მიტანს -მთავარია მე გიტან - თვალი ჩაუკრა -ჩემი გაბედული გოგო - გაეცინა -ახლა უნდა წავიდე -მოიცა წაგიყვან -არა, შენთან ერთად რომ დამინახოს მომკლავს და არც შენ დაგინდობს - ჩანთას დასწვდა და სწრაფად გავარდა გარეთ. ბატონი ლევანი ოთახში ნერვიულად დააბოტებდა, ერთი სული ჰქონდა შვილი შუაზე გაეგლიჯა, სანდრამ სწრაფად გააჩერა მანქანა ეზოში და გულამოვარდნილი შევარდა სახლში. ლევანი მაშინვე დაზაფრული ეცა შვილს. თვალებში ცეცხლი ენთო, არეშიძეს პირველად შეეშინდა ასე ძალიან მამის. მისი თვალები არ ჰგავდა ჩეულებრივს. ლევანი ყოველთვის გაწონასწორებული ადამიანი გახლდათ, თუმცა ამჯერად მისი მოთმინების ფიალა ნამდვილად ამოწურა ქალიშვილის დაედევარმა ქცევებმა. -მე შენ რა გითხარი?! - ძარღვებდაბერილმა შეაჯანღარა გოგონა -რასაკეთებ? მტკივა, გამიშვი-შეშინებული დაეჯაჯგურა, თუმცა ამაოდ, ისე მაგრად ჰქონდა ქალიშვილის ხელი ლევანს ჩაბღუჯული, რომ მამაზეციერიც კი ვერ დაიხსნიდა მისი მარწუხებიდან თავს. -რა გინდა ? ჩემი ხელიდან მოკვდე მაინცდამაინც?! ახლა რა ვქნათ? ის მოვკლა თუ შენ?! -კბილებში გამოსცრა და ისეთი სილა გააწნა სანდრას, რომ გოგონა შებარბაცდა, რომ არა იქვე მდგომი ლიზა თავს კარადას ჩამოარტყამდა. ლიზამ ხმამაღლა შეჰკივლა, მათ ხმაზე კი დემეტრე გამოვარდა ოთახიდან, შეშინებულ დას მივარდა და ხელი მოხვია რომ არ წაქცეულიყო -რას აკეთებ?! -დაუღრიალა ლევანს და დაბნეულ სანდრას გახედა - რა გინდა ?! უნდა მოკლა??! სულ გამო*ლევდი ამხელა კაცი?! -შენ არავინ გეკითხება! შენ რომ შეგძლებოდა ამ საქმის მოგვარება აქამდე არ მივიდოდით და ამ უსირცხვილოსაც შეაგნებინებდი, რომ იმ ს*რსთან არ უნდა ევლო! ახლა კი მოშორდი აქედან!- დაუღრიალა და ხელით კარებისკენ ანიშნა -მაგდებ ხომ? - ნერვიულად გაეცინა დემეტრეს -ხო გაგდებ! - შეუღრინა ლევანმა -კარგი, დედა, სანდრა მიდით ჩაალაგეთ მივდივართ აქედან - თავით ანიშნა მათ რომ მაღლა ასულიყვენ -ჩემს შვილს ვერსად წაიყვანთ - გაეცინა ირონიით ლევანს და სანდრას თიტი დაუქნია -ის ჩემი შვილიცაა თუ დაგავიწყდა? - ვერ მოითმინა გამწარებულმა ლიზამ და ქმარს შეეპასუხა -შენი შვილი? ნუ მაცინებ - გადაიხარხარა კაცმა -სრულწლოვანია, ამიტომაც თვითონ გადაწყვეტს სად წავა და სად დარჩება- სანდრას გადახედა დემეტრემ და ანიშნა ნუ გეშინიაო სმას ვერ იღებდა გაქვავებული და შეშინებული იდგა ერთ ადგილას. -როგორ ბედავ ამის თქმას ლევან? ის მე გავზარდე, მე ვუთევდი ღამეებს როდესაც ცუდად ხდებოდა, მე ვიჯექი მის სათუმალთან როდესაც ეძინა და ახლა მეუბნები რომ ის ჩემი შვილი არაა? - ცრემლებს ვეღარ იკავებდა ლიზა -დედა დაწყნარდი, დიდი ხნის წინ უნდა გაყროდი ამ ს*რს! ისე შენ იმაზე უარესად ხარ და*ლევებული! იმას კაცობა მაინც აქვს! - მიახალა დემეტრემ და გარეთ გავარდა სანდრამ ხმის ამოღებაც ვერ შეძლო იმდენად იყო შოკში, თავის ოთახში აათრია ლევანმა და კარები გასაღებით გადაკეტა -აქ ეგდები სანამ გონს არ მოეგები, ახლა ვერც დემეტრე გიშველის და ვეღარც შენი *ლე შეყვარებული. ვერც დემეტრესა და ვერც ლიზას ლაპარაკმა ვერ გაჭრა, საშინლად პრინციპული და მკაცრი გახლდათ ბატონი ლევან არეშიძე! ტელეფონი წაართვა, ისე ექცეოდა როგორც 15 წლის მოზარდს, ყოველთვის ცდილობდა მასზე ებატონა, ის თავის საკუთრებად მიაჩნდა, ეგონა რომ მას ისე მოექცეოდა როგორც თვითონ მოესურვებიდა,, არც სამსახურში გაუშვა, არც უნივერსიტეტში. შეშინებული იჯდა კუთხეში ოთხად მოკეცილი და სივრცეს მიშტერებოდა. 2 დღე ისე გავიდა საჭმელიც კი არ უჭამია, რამდენი ემუდარა ლიზამ მასთან შემიშვი მაინცო თუმცა ამაოდ. საჭმლის ჭამაც კი აუკრძალა. რამდენჯერ დაემუქრა ლიზა წავალ და გიჩივლებო, თუმცა ლ ეუბნებოდა ამას თუ იზამ ყველაფერს წაგართმევ რაც ჩემი წყალობით გაქვსო. ჯაჭვლიანი 2 დღე ამაოდ ცდილობდა მასთან დაკავშირებას, არც ნინიმ და ელენმ იცოდნენ მასზე რამე, ლევანმა სახლს დაცვა მიუჩინა,ამიტომაც იქ შესვლას ვერავინ შეძლებდა ნებართვის გარეშე, თიტქოს მათი სახლი წყვდიადმა მოიცვაო. ლევანი კი ნამდვილი დრაკულას როლში გამოიყურებოდა. უნივერსიტეტის წინ იდგა და გოგონებს ელოდებოდა ჯაჭვლიანი, როგორც კი დაინახა ელენე მასთან მივიდა სწრაფი ნაბიჯებით -ვა ზურაბ? აქ რამ მოგიყვანა? - გაოცდა -ორი დღეა სანდრასთან დაკავშირებას ვცდილობ, თუმცა არსად ჩანს, შენ ხომ არ იცი რამე? ტვინი მომეტ*ვნა, აღარ ვიცი რა ვქნა. -წარმოდგენა არ მაქვს, ვერც ჩვენ ვუკავშირდებით, მის მობილურზე კი მამაისმა მიპასუხა როცა მოიცლის თვითონ დაგირეკავსო- ხელეფს ნერვიულად იფშვნეტდა ელენე- ძალიან ვნერვიულობ -ახლა გასაგებია, ანუ მამაისი არ უშვებს, კარგი ელენე უნდა წავიდე- დაემშვიდობა გოგონას -ძალიან გთხოვ თუ რამეს გაიგებ ჩვენს შეგვატყობინე -აუცილებლად! -მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და ადგილს მოსწყდა შებინდებულზე უკვე სანდრას სახლთან იდგა და სიტიუაციას აკვირდებოდა, იმდენი დაცვა იდგა რომ შიგნით შეღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო, თუმცა ჯაჭვლიანისთვის სიტყვა შეუძლებელი არ არსებოდბა. დაღამებას დაელოდა, მოგვიანებით კი ეზოში გადაძვრა, რამდენიმე დაცვა უხმაუროდ მოიშორა და სახლში აძრომა გადაწვიტა, თუმცა წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომელი იყო სანდრას ოთახი. როგორც იქნა აძვრა, გარემოს თვალი მოავლო და სანდარას ოთახის ფანჯარასაც ჰკიდა თვალი. უხმაუროდ შეძრა ოთახში, არეშიზე ლოგინში იწვვა ემბრიონის ფორმაში და თვალები დახუჭული ჰქონდა, ძალაგამოცლილს თავლის გახელის თავიც კი არ ჰქონდა. ფრთხილად მივიდა მასთან და შუბლზე ნაზად დაუსვა ხელი, სანდრამ ღონემიხდილმა მზიმედ გაახილა თვალები და ამოიხრიალა -ჩემო ლამაზო, მოვედი შენთან ვარ, ეს რა გიქნა იმ ავადმყოფმა კარგად ხარ? - სისხლი გაეყინა როდესაც ასეთს ჰკიდა თვალი -ღმერთო!- ძლივს თქვა და ატორებული მოეხვია-აქ როგორ მოხვედი, ხომ არ დაგინახა? - შეშინებულმა ოთახს მოავლო თვალი -ნუ გეშინია, დამშვიდდი ვერაფერს დაგიშავებს, აქ არ დაგტოვებ-გულში ჩაიკრა შეშინებული -არა, შენ არ გესმის, აქ თუ დაგინახავს მოგკლავს გესმის? - ვერ მშვიდდებოდა ისე ძალიან იყო შეშინებული -ნუ გეშინია, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ? -წადი გთხოვ - ემუდარებოდა რომ წასულიყო -გგონია აქ დაგტოვებ? ერთად წავალთ აქედან, მას არ აქვს უფლება, რომ ასე მოგექცეს.-ხელი ჩაკიდა და ეცადა ფანჯრიდან უსაფრთხოდ გადასულიყვნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.