შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ნაწილი მეორე]


2-07-2018, 15:04
ავტორი -venus-
ნანახია 4 468

დილით ადრე გავიღვიძე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც უნდა მომხდარიყო, ნერვიულობისგან მუცელი მტკიოდა და ეს ყველაფერი არ მომწონდა. დილიდან ასეთი ხასიათით გაღვიძება ვის მოეწონება. აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, შემდეგ კარადიდან გამოღებული ჯინსის შარვალი და მაისური გადავიცვი. თმა გავიშრე და ტელეფონი მოვიმარჯვე ხელში. თამუნასთვის უნდა დამერეკა და საათი შეგვეთანხმებინა თუმცა ჯერ მარიკოს დავურეკე.
- მაარ, რას შვები?
- აუ რავი გოგო ახლა გავიღვიძე, უნდა ვჭამო... შენ?
- ამ გარიჟრაჟზე რა ჭამა აგიტყდა?! გამეცინა
- ოო ხო იცი დილით სულ მშია. შენ რასაპირებ, ანთებული და მხიარული ხმა უცებ ჩაუქრასავით და დაუნაღვლიანდა, მივხვდი რაზეც მეკითხებოდა. ამოვისუნთქე და გავაგრძელე.
- უნდა დავურეკო და შევხვდე
- ანუ გადაწყვიტე საბოლოოდ?
- ხო, ხო იცი რომ გადავწყვიტე, რაცარუნდა არასასიამოვნო და საშინელი გადაწყვეტილება იყოს, გადავწყვიტე. იმედია ჩვენი მეგობრობა არ დამთავრდება.
- არ მსიამოვნებს ეს ყველაფერი მაგრამ შენ იცი ჩემთვის რასაც ნიშნავ, ამიტომ არასდროს დამთავრდება ჩვენი ურთიერთობა, ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და ვეცდები მალე ამოგიყვანო მაქედან.
- შორს არ შევტოპავ შენ თავს ვფიცავარ.
- უკვე შეტოპე მაგრამ ხმას არ ვიღებ.
- კაი წავედი უნდა ვნახო ის და მერე დაგირეკავ, მიყვარხარ.
- მეც მეც. მიდი ჭკუით.

თამუნასთან უნდა დამერეკა ვიღაცის უცხო ნომერი რომ დაეწერა ტელეფონს და აწრიპინდა, გამიკვირდა თუმცა ვუპასუხე.
- როგორ ხარ ტასო ??
-კარგად შენ როგორ ხარ? რომელი ხარ?
-ნიკა ვარ!
მისი ხმა პირველად გავიგე და ვაღიარებ რომ მისმა ბოხმა ბარიტონმა სხეულზე ტაოს დაყრა გამოიწვია.
- გაგიკვირდა ალბათ რომ დაგირეკე, მაგრამ შენთან ლაპარაკი მინდოდა.
- კი გამიკვირდა, ხდება რამე?
- დიდიხანია არარი რაც ერთმანეთს ვიცნობთ, 1კვირა გავიდა თუმცა შენი ნახვა და უკეთ გაცნობა ძალიან მინდა, ამიტომ გავიგე შენი ნომერი და მინდა სადმე დაგპატიჟო დღეს, რათქმაუნდა თუ გცალია და წინააღმდეგი არ იქნები.. ძალიან მესიამოვნა მისგან ასეთი საქციელი და უზომოდ მინდოდა მენახა ნიკა, თუმცა...
- არ ვიცი ნიკა, დღეს რაღაც საქმე მაქვს, თუ მოვახერხე აუცილებლას გნახავ.
- გასაგებია, იცოდე რომ არ გაძალებ.
- არა, არა ეგ რა შუაშია, მართლა ყველანაირად ვეცდები რომ გნახო.
- ძალიან კარგი, ეს ჩემი ნომერია და თუ მოიცალე დამიკავშირდი. შეხვედრამდე.
- კარგი ნიკა შეხვედრამდე. რაღაცნაირად აჟიტირებულმა დავდე იქითკენ ტელეფონი, თითქოს ისიც დამავიწყდა რომ თამუნასთან უნდა დამერეკა და იმ საშინელ ადგილას მივსულიყავი.
მე და ნიკა ხშირად ვლაპარაკობდით, თითქმის ყოველდღე, ისე შევეჩვიე ვერც კი მივხვდი, ახლა, ახლა კი როცა მისი ხმა გავიგე და მისმა ხმამ ორგანიზმში პეპლების ფრენა მაგრძნობინა თითქოს თვალები ამეხილა და მივხვდი რომ მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ინტერნეტით გვქონდა ურთიერთობა.
ცოტახანი ფიქრებში გადავვარდი, მერე გონს მოვედი და გამახსენდა თამუნა, ტელეფონი ავიღე და დავრეკე.
- ალო, თამუნა
- ხო სტასია, რას შვები აბა, რომლისკენ გცალია?
- მე ახლავე მცალია, მითხარი სად მოვიდე და მოვალ.
- აჰა, კარგი მაშინ მიდი რამე ლამაზი კაბა ჩაიცვი და მაკიაჟიც გაიკეთე, დღეს ვიაიპი კლიენტმა დარეკა და მინდა რომ მას მოემსახურო.
- კი მაგრამ, ეს.. ეს. ასე მალე?
- მომისმინე ანასტასია ადრე თუ გვიან მოგიწევდა, რამნიშვნელობა აქვს დღეს იქნება ეს თუ ხვალ, მითუმეტეს არც ბებერია და არც მახინჯი, მიდი მიდი გაემზადე, მოდი და ყველაფერს მოგიყვები.
ისე ავნერვიულდი მისამირთის ჩანიშვნაც დამავიწყდა და შეტყობინება მივწერე რომ მისამართი მოეწერა.
მალევე მომივიდა საპასუხო შეტყობინება, ამასობაში კაბაც მოვნახე, დიდი არაფერი თუმცა კაბა ხომ ერქვა, ნიკასაც მივწერე რომ დღეს ვერ მოვახერხებდი, მანაც საპასუხოდ: " იმედია ოდესმე ჩემთვისაც მოიცლი"-ო მომწერა და გულზე ძალიან მომხვდა თუმცა ვერაფერს ვიზავდი.
მაკიაჟიც გავიკეთე, მაღლებიც ჩავიცვი, სარკეში ერთი-ორჯერ ჩემთავს თვალი შევავლე და კარებისაკენ წავედი.
ქვემოთ ჩასულმა ტაქსი გავაჩერე, მისამართი ვუკარნახე და ფანჯარაში, ცისფერ, მწვანე და თეთრ ფერებში შეფერილ პეიზაჟს თვალი გავუსწორე.
მოჭიკჭიკე ჩიტებიც ხან იქეთ გადაიფრენდნენ, ხანაც აქეთ. რა ბედნიერები არიან, თავისუფლები, სადაც უნდა იქ გადაფრინ-გადმოფრინდებიან. ფიქრებიდან ტაქსისტის ხმამ გამომარკვია, "მოვედითო" მეც თანხა გავუწოდე და კარი გავაღე.
გარედან ჩვეულებრივი სახლის შთაბეჭდილებას ტოვებდა, არც სტრიპტიზ ბარი იყო და არც ბორდელი, თუმცა ეს მხოლოდ გარედან ჩანდა ასე. შიგნით შესულს, სხვანაირი სიტუაცია დამხვდა, ცოტა მუქ ფერებში გაწყობილი ოთახები დავინახე, შინდისფერ-ოქროსფერში იყო გადაწყვეტილი, შპალერიც, ავეჯიც, ფარდებიც, მოკლედ თითქმის ყველაფერი... სიბინძურის სუნი იდგა, აი ისეთი ორწამში რომ შეუძლია გული აგირიოს. ოდნავ გრძელი დერეფანი გავიარე და მისაღებში დავიკავე ერთ- ერთ სავარძელზე ადგილი. მალევე ვიღაც ლამაზი გოგო მომიახლოვდა, მხოლოდ შიდა თეთრეული ეცვა და ზემოდან გამჭირვალე პერანგი ჰქონდა მოხურული, ჩემსკენ დაიხარა და ვის ელოდებითო მკითხა.
- თამუნას ველდები.
- ახალი ხარ? მომცინარი და ირონიული ტონით მკითხა, შემდეგ საგულდაგულოდ ამათვალიერ ჩამათვალიერა და ცოტახანი დაიცადეო მომაძახა.
- ტასოოო.. დერეფნიდან მომესმა ნაცნობი ხმა და მისკენ გავტრიალდი, რათქმაუნდა თამუნა იყო.თქვენ წარმოიდგინეთ და ძალიანაც კარგად გამოიყურებოდა, მიუხედავად იმისა რომ დაახლოებით 40 წლამდე იქნებოდა, მოვლილი, თმა ყოველთვის ლამაზად დავარცხნილი, მაკიაჟი ყოველთვის შესაფერისი ქონდა, ახლაც ასე იყო... ტანზე მომდგარი შავი კაბა ეცვა, ტანიც საკმაოდ მოხდენილი ქონდა, მისი ასაკის მიუხედავად ყველასათვის შესაშურიც კი.
- მოვედი თამუნა. მითხარი აბა რა უნდა გავაკეთო. ძალით გავუღიმე და აშკარაა რომ ისიც მიმიხვდა..
- ვიცი რომ შენთვის ძნელია, თავიდან შეიძლება გაგიჭირდეს, მაგრამ მიეჩვევი, თან გპირდები ძალიან არ დაგტვირთავ... ახლაც არ მინდოდა რომ წასულიყავი კლიენტთან თუმცა ეს ვიაიპია და ყოველთვის საუკეთესოს ითხოვს, აქამდე მხოლოდ რამდენიმე გავაგზავნე მასთან, თუმცა ახლა საუკეთესო შენ მყავხარ.
- გასაგებია, თამუნა ვიცი, მაგრამ შეიძლება არც მე მოვეწონო, იმიტომ რომ გამოუცდელი ვარ, იცი რომ არასდროს ვყოფილვარ კაცთან. თავი ჩავღუნე და ვიგრძენი ლოყები როგორ ამეფაკლა.
- ვიცი და მაგანაც იცის.
- მერე რა თქვა?
- არაფერი თუმცა მითხრა რომ ფრთხილი იქნებოდა.
- შეგიძლია ცოტა კონკკრეტულად მითხრა ვინ არის?
- ლაშა თევზაძე, 26 წლის ბიზნესმენია, თავს ყველაფრის უფლებას აძლევს, როგორც ხედავ გართობაც უყვარს. საკმაოდ სიმპათიური კაცია, ვიფიქრე, რომ მასთან შენ წახვიდოდი.
- გასაგებია, კარგია რომ თავიდანვე მოხუცთან არ მომიწია ჩემი უმანკოების დაკარგვა.
- ხო. მოკლედ, როგორც ვიცი პენუარები, კორსეტები და სექსუალური შიდა თეთრეული არ გაქვს ხომ ასეა?
- ხო, რათ მინდოდა.
- ახლა საჭიროა, ამიტომ ჩვენი გოგოებისგან და ჩემგან პატარა საჩუქარს მიიღებ.
-თეკლა მოდი. ვიღაცას დაუძახა და ახლაღა ვიცანი ის გოგო, პირველად რომ მომიახლოვდა ისიყო.
-თეკლა მომისმინე, აი ეს ფული გამომართვი, ტასოს წაიყვან მაღაზიებში და მის ზომა საჭირო თეთრეულს უყიდი, ნუ მოკლედ ყველაფერი იცი რაც არის საჭირო, ფერი და ფორმა ტასოს კითხე. წავედი ახლა მე საქმე მაქვს და აბა თქვენ იცით.
- კი მაგრამ თამუნა, იმ ვიაპი კლიენტს როდის უნდა შევხვდე ან სად..
- უი ხო სულ დამავიწყდა, მოკლედ წესით კლიენტები აქ მოდიან ხოლმე თუმცა ის გამონაკლისია, საღამოს 10 საათზე მისი გამოგზავნილი მძღოლი მოვა აქ და წაგიყვანს მის სახლში.
- მთელი ღამით იქ უნდა ვიყო?
- არ ვიცი მაგაზე თქვენ შეთანხმდით... გამიღიმა და თვალი ჩამიკრა..
- წავედი გოგოებო ჭკუითთთ. დერეფანში გაუჩინარებულმა გამოგვძახა...
მე კიდევ თეკლასთან ერთად სავარძელზე ვიჯექი და სულელივით ვაკვირდებოდი, მის აღნაგობას.
ლამაზი ქერა თმები წელამდე ქონდა ჩამოშლილი, ცისფერი დიდი თვალები და მასზე თავისუფლად მოხამხამე გრძელი წამწამები ამშვენებდა მის სახეს. დიდი ტუჩები, ლამაზი სახის ნაკვთები,თლილი თხელი თითები... ტანიც შეუდარებილი, ლამაზი სიმრგვალეებითა და გამოყვანილი წელით.
- ძაან ხო არ მომაშტერდი. უცებ მისმა ხმამ გამომაფხიზლა და მის სხეულსაც მალევე მოვაცილე თვალი.
- იმედია ლეზბიანკა არ ხარ, თორე ისე მიყურებ შემეშინდა. იცოდე მე კაცები მიყვარს, გაიცინა და მხარი გამკრა.
კარგი გეხუმრები რა იყოო, ნუ დაიბენი. მალევე შემოვიდა ჩემთან კონტაქტში და მეც მესიამოვნა.
- ხო არა, უბრალოდ ლამაზი ტანი გაქვს და თვალიც გამიშეშდა უნებურად, მაპატიე. გავუღიმე
- კაი რა, რა გაპატიოო, მოდი ახლა ჩვენ წავიდეთ ხო? ვიყიდოთ რაღაცები. იცი რომ თეკლა მქვია, 23 წლის ვარ და 2 წელია აქ ვმუშაობ. არავინ მყავს და ძალაუნებურად რაღაც მიზეზების გამო დავიწყე აქ მუშაობა. მალე სხვებსაც გაიცნობ, მაგრამ ბევრს ნუ ენდობი, ჭორიკნები და შურიანები არიანნ.. აი მე კი კარგი გოგო ვარრრრ.. გააგრძელა სიტყვა და გამიცინა, მეც გავიცინე და წამოვდექი, მას გავყევი.. ყველაფერზე რასაც მიყვებოდა თავს ვუქნვდი. მეც ჩემზე ყველაფერი გზაში მოვუყევი.
- აიი მოვედით. შიდა თეთრეულის მაღაზიში შევედით და დაიწყო ჩვენი წოწიალი დახლიდან დახლზე.
-კაი ეს რას გავს?
- ამის ფერი არ მომწონს
- აუუ შენ მკერდს ვაფშე არ უხდება.
- იფფ რა ტრა**ი გაქქ.
ესეთ კომენტარებს მესროდა ხოლმე გამოსაცვლელიდან გამოსულს, მეც სიცილით უკან ვბრუნდებოდი და მომდევნო ვარიანტს ვიზომავდი.
- ოპ ოპ, მაიცა, ეს ძალიან მაგარია. აღტაცებულმა შეჰკივლა და ყველამ მე გამომხედა, შემრცხვა.
- რა გაყვირებს გოგოო.
- ოო მოიცა რაა, აი მართლა მოგიხდა, ფერი ფორმა, ყველაფერი მაგარია, ჯერ ნახე რა უკანალი გაქ პროსტა. მკერდიი?! ძაან მაგარი..
- გავწითლდები ახლა.
- რაც გინდა ის ქენიი, ოღონდ ამას ვყიდულობთ...
- ხო კაი ოღონდ შენ დამშვიდიი.
-მიდი ეხლა შედი და კიდე მოიზომე, აი ის კორსეტი ნახე რა ბოლოს რომ მოგაწოდე.
- აჰამ ახლავე. შევბრუნდი და რამდენიმე წუთში კორსეტით გამოვედი. არ მინდოდა აღიარება მაგრამ მართლა ძალიან მომეწონა. თვალები ამიციმციმდა და ესეც შეამჩნია თეკლამ.
- ოხ, ქალბატონსაც მოეწონა და ჭკუაზე არარის. ესეაა ესე, თავიდან მეც ვმორცხვობდი, მეშინოდა, მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალიაო. გამიცინა და თვალი ჩამიკრა...
- ხოო იმედიაა მივეჩვევიი.. გავიცინე და ჩემს თავს შევხედე სარკეში.
- მოკლედ რა გოგო ხარ რააა. თამუნნას რომ გემოვნება ქონდა ვიცოდი მარა ეს პიკიაა. მაქებდა და არ იღლებოდა.
- დავიღალე წავიდეთ რაა..
- ხო აი ფული დაგვრჩა, წამო სადმე კაფეში, ყავა დავლიოთ და მერე წავიდეთ..
- კარგი. დავთანხმდი და იქვე ახლომახლოს მდებარე კაფეში შევედით. ფანჯარასთან, კუთხესში დავიკავეთ ადგილი და მიმტანს 2 ესპრესო შევუკვეთეთ.
უკნიდან მზერას ვგრძნობდი თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია, მხოლოდ მაშინ მივიხედე თეკლამ რომ მკითხა ვინარი ის რანაირად გიყურებსო.
მივიხედე და ადგილზევე გავშრი. თვალები შუბლზე ამივიდა, ცივმა ოფლმა დამასხა და ერთადგილას გავიყინე.
ნიკა იჯდა ბართან, რაღაც სასმელს წრუპავდა და თან თვალს არ მაშორებდა. მალევე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
- ვა ტასო. გამიკვირდა აქ რომ გნახე, მეგონა არ გეცალა. რაღაცნაირად გამიღიმა და მერე თეკლას გადახედა, მის გამომწვევ ჩაცმულობას დააკვირდა და მერე მე გადმომხედა, მსგავსად რომ მეცვა. ძალიან შემრცხვა, არ მინდოდა ასეთ სიტუაციაში მენახა ის, ვისი ხმაც ჩემში ამოუცნობ გრძნობებს აჩენს.
- ნიკაა. ჩამქარალი ხმით ვუპასუხე. ხო საქმეზე ვარ გამოსული და ყავის დასალევად შემოვედი. მართლა არ მცალია. ახლაც მალე უნდა წავიდეთ ხომ ასეა? თეკლას გადავხედე და მანაც თანხმობის ნიშნად თავი რომ დამიქნია ამოვისუნთქე..
- გასაგებია. ასეთი რა საქმე გაქვს, ასე რომ ხარ გამოწყობილი, თუმცა რა ჩემი საქმეა. კარგი მიდი დროებით. იმედია მერე გნახავ.
პასუხის გაცემაც არ დამაცადა ისე მიბრუნდა და გაუჩინარდა.
- ეს ვინიყო? რა ბიჭიაა პროსტა.
- არავინ, უბრალოდ მეგობარია.
- ხო უბრალოდ მეგობარი და მის დანახვაზე ლამის მიწა მოგაყარე და დაგიტირე. გაიცინა დაა წარბები აათამაშა...
- ოო კაი რაა, მართლა მეგობარია, ინტერნეტით გავიცანი, დღეს მთხოვა შეხვედრა და უარი ვუთხარი აქ მოსვლის გამო.
- გასაგებია, იმიტომაც მიიღო ეგეთი სახე რომ დაგინახა.
- ხო ასე გამოდის.
- კაი დაიკიდე. წამო წავიდეთ მართლა უკვე 8 საათია. სანამ გამოგპრანჭავ და მოგამზადებ პირველიი ცეცხლოვანი ღამისთვის 10 საათიც გახდება. სხვათაშორის კარგ ხელში იქნები, გოგოების უნეტესობა მაგაზე ოცნებობს, რომ ლაშას დაუწვნენ. შენ გაგიმართლა. სიცილით მითხრა და ადგა.
- ჰო რაღა მიჭირს ავშენებულვარ. სარკაზმით ჩავილაპარაკე და მეც მას მივყევი, თანხა გადავიხადეთ და "სახლისკენ" წავედით.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში მივედით, თავის ოთახში შემიყვანა და სავარძელში ჩამსვა.
- მოკლედ ვიცი რომ აქ ყოფნას არაპირებ და შენ, შენს სახლში იქნები.. ამიტომ ჩემ ოთახში შემოგიყვანე რომ მოგამზადო რა, მიდი ახლა იბანავე, პირსახოცს მოგცემ, მერე რომ გამოხვალ ახალ საცვლებს მოირგებ რომელიმეს, აა ხო კიდევ ეს კაბა აღარ დამანახო რაა. ჩემს რომელიმე კაბას გათხოვებ და იმით წადი თორე ის ბიჭი გამოგაგდებს, გაიცინა და ეხლაღა გამახსენდა ნიღაბიი.
- ვააიმეე. წამოვიყვირე და თეკლეას შევხედე..
- რა გჭირს?
- ნიღაბი. წარბები დავწიე ქვემოთ და სახე მომეღუშა.
- ოოო მეც არავთქვი რა მოუვიდა თქო, აქ მაქ, აქქქ.დამიტოვა თამუნამ ნუ ღელავ.
- უუფფ, ამოვისუნთქე, მანახე აბა, რა ფერია?
- შავია, მაგრამ არ მესმის რათ გინდა.
- ასე მირჩევნია, გამიადვილდება.
- კაი ეგ შენი საქმეა. მიდი ახლა მიდი.
შევედი აბაზანაში, წყალი გადავივლე და გამოვედი, თეკლა სავარძელში იჯდა და ტელეფონში რაღაცებს ათვალიერებდა.
- მიდი თმა გაიშრე და მოგხედავ, წამებით ამომხედა და ისევ ტელეფონს მიუბრუნდა.
მალევე გავიშრე თმა და თეკლაც საქმეს შეუდგა. დაახლოებით ერთი საათი მევლებოდა თავს, ხან რა გამისწორა ხან რა, თმა დამიხვია და ჩემი ლოკნები მხრებს მიფარავდა, შემდეგ ახალი საცვლები მოვირგე, კარადიდან ულამაზესი კაბა გამოიღო და წინ დამიდო, თვალები შუბლზე ამივიდა, ძალიან სექსუალური და ვულგარული იყო, ვერცხლისფერი. წინ ამოღებული დეკოლტე საკმაოდ დიდი ქონდა, მუხლს კარგად ზემოთ იყო აცდენილი და უკანალის ნაკეცს ძლივს მიფარავდა. მოკლედ მოვემზადე, მაკიჟიც დაამთავრა და სარკეში რომ ჩავიხედე სრულიად სხვა ანასტასია დავინახე. დაქალებული, სექსუალური და მიმზიდველი. ის ბავშვური ტასო სადღაც გამქრალიყო, თითქოს უკვე ყველაფერს შეგუებული სახე მქონდა და ბედსაც შევჩვეოდი.
- ჰე ახლა, ვიცით რომ ლამაზიხარ. მოვიდა მძღოლი, წადი და მერე იცოდე პირველი მე მიყვები ყველაფერს.გამიცინა და ლოყაზე მაკოცა. მესიამოვნა მისი თბილი დამოკიდებულება ჩემს მიმართ, მეც გადავკოცნე და ათრთოლებული სხეულით კარებისკენ წავედი.
გარეთ ბოლო მოდელის მანქანა იდგა, არ ვერკვევი მანქანებში მაგრამ ძნელი მისახვედრი არც იყო რომ მდიდრული მაქანა იდგა ჩემს წინ.
შარვალ კოსტუმში გამოწყობილი 50წლამდე მამაკაცი კარებთან იცდიდა და როცა დამინახა ღიმილით კარი გამომიღო, ხელის გამოწვდენით დაჯდომაში დამეხმარა.
მანქანას მოუარა საჭესთან მოკალათდა და მანქანა ადგილს მოწყვიტა.

მანქანას დიდიხანი არ უვლია, უკან ვიჯექი და ხელებს ნერვიულობისგან ვიფშვნეტდი, ხანდახან ჩემს ნიღაბსაც ვისწორებდი, ვაღიარებ რომ მაწუხებდა, მინდოდა მომეძრო და მომესროლა მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ ეს ჩემი იდეა და მოთხოვნა იყო ამიტომ მალევე დავივიწყე ეგ სურვილი.
დაახლოებით თხუთმეტ წუთში რკინის დიდ ჭიშკართად მიაყენა მანქანა, გადავიდა და იქვე მდგომ დაცვას რაღაც გადაუჩურჩულა... ნერვიულობამ უფრო იმატა.
მალევე მობრუნდა და მანქანა დაქოქა რომ გაღებულ ჭიშკარში შესულიყო თუმცა შევაჩერე...
- შეიძლება ფეხით შევიდე?
- კარამდე მიგიყვანთ, ნაბრძანები მაქვს.
- გასაგებია, უბრალოდ მინდა რომ გადავიდე.
- კარგით დაგეხმარებით.
გადმოვიდა და მალევე გამიღო კარი, ხელი გამომიწოდა და გადმოსვლაში დამეხმარა.
რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ჭიშკრის ზღურბლიც გავიარე.
ჩემს წინ ორ სართულიანი მდიდრული სახლი იდგა. დიდ, მაღალ ბოძებზე ედგა მეორე სართული, შუაში დიდი, მრგვალი აივანი ქონდა, ხოლო გვერდებზე ორი პატარა აივანი.
დიდი რკინის კარები ქონდა, შავი.
ირგვლივ კი განათებები ედგა და ისე ანათებდა სახლს, გეგონებოდათ რაიმე მნიშვნელოვანი შენობა ყოფილიყოს.
ნელნ-ნელა მივუახლოვდი კარებს, ამოვისუნთქე და ვეცადე, რომ ნერვიულობა ოდნავ მომხსნოდა, თუმცა არ გამომივიდა. ცოტახანს აზრზე მოსასვლელად კარებს მივეყრდენი და თავი ქვემოთ ჩავხარე, რამდენიმე წამში კარი გაიღო და მთელი სხეულით ვიღაცას ზემოდან დავეცი. “ესეც შენი სექსუალურობა ანასტასია, ყოჩაღ!”
- ვაიმეე... წამოვიყვირე და ჩემს ქვემოთ მოქცეულ მამაკაცს დავაკვირდი.
ლურჯი დიდი თვალები, ღია ყავისფერი თმა, ტანი ვერ დავინახე თუმცა მისი ტორებით შემიძლია ვიმსჯელო რომ ნამდვილად კუნთიანია,
- მმე, ის ,უკაცრავად... წინადადების თქმასაც ვერ მოვაბი თავი, მე რამის გამკეთებელი ვარ?
- რა გრაციოზული შემოსვლა გქონდა, შოკში ვარ ამხელა კაცი. ღიმილით ჩაილაპარაკა. ადექი ახლა, რომ მეც წამოვდგე, თუ გინდა აქვე დავიწყოთ მე პრობელმა არ მაქვს.. გამიცინა და თვალი ჩამიკრა. " ღმერთო ღიმილიც რა კარგი აქვს" ვიამე რაებზე ვფიქრობ.
მის ნათქვამზე გავწითლდი და ნელა წამოვდექი, კაბა ჩამოვიწიე და მის წინ დავდექი.
- მე ლაშა ვარ, შენ?
აი აქ დავიბენი, სახელზე არც მიფიქრია, არც მინდოდა რომ ნამდვილი სახელი მეთქვაა. ამიტომ რაც მომაფიქრდა ის ვუთხარი.
- უბრალოდ ნიღბიანი დამიძახე. მივხვდი რომ უაზრობა იყო და თავი ჩავხარე
- ჰმმ. ცოტახანი ამათვალიერ ჩამათვალიერა, კარგად დამაკვირდა.
- მაშინ ნიღბიანო, მინდა გითხრა რომ ულამაზესი ხარ, ნუ მართალია სახის ნახევარს ვერ ვხედავ თუმცა ტანი შესანიშნავი გაქვს.
წამოდი საძინებელში ავიდეთ.
წინ გამიძღვა და დიდ ოდნავ მუქ ოთახში შემიყვანა, ყველაფერი მდიდრულად და გემოვნებიანად იყო მოწყობილი, რუხ და მუქ ლურჯ ფერებში გაწყობილი.
შუაში დიდი ორსაწოლიანი ლოგინი იდგა და მის გვერდებზე პატარა ტუმბოები. ერთზე ტელეფონი და სანათი იდგა ხოლო მეორეზე მხოლოდ სანათი.
ოთახს ვათვალიერებდი და ვიგრძენი რგორ მომიახლოვდა, მხარზე ხელი ჩამომისვა და სხეულზე ტაომაც დამაყარა. არ ვიცი რატომ მოხდა ასე, მე ხომ მას არც კი ვიცნობ. ხელები წელზე შემომხვია და მისკენ მიმიზიდა, კისერზე შემახო ცხელი ტუჩები, მერე თავისკენ შემატრიალა და თვალებში ჩამხედა. რაღაცნაირი თვალები ქონდა, თითქოს სევდიანი, ამოუცნობი, ღრმა. იყო მასში რაღაც იდუმალი და ჩამთრევი. მე ეს მომწონდა.
ცოტახანი კიდევ მიყურა, ხელები წელიდან არ მოუშორებია, ხანდახან თუ აასრიალებდა ზემოთ, შემდეგ ისევ საწყის ადგილას აბრუნდებდა.
- ამას რატომ აკეთებ?
დავიბენი, ვერ მივხვდი უცებ რაზე მეკითხებოდა.
- ამას რას?
- აი ამას, აქ რატომ ხარ, ჩემთან რატომ ხარ და კიდევ უამრავთან რატომ უნდა იყო? თავისი მიმზიდველი და ოდნავ ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა და თან მკერდზე ხელი ჩამომისვა.
- ეს უბრალოდ ჩემი საქმეა, შეიძლება არ მსიამოვნებდეს მაგრამ ამით ვშოულობ ფულს.
- დავიჯერო სხვა სამსახური ვერ იშოვა შენნაირმა გოგომ ?
- რომ მეშოვა დამიჯერე ახლა შენს წინ არ ვიდგებოდი.
ამის შემდეგ ნელნელა თავი წამოწია და ჩემს ტუჩებს დაეწაფა, ხან ერთს მიკოცნიდა ხანაც მეორეს.მე უბრალოდ უემოციოდ და ყველანაირი გრძნობის გარეშე ვცდილობდი ავყოლოდი... (ჩემი პპირველი კოცნა) გავიფიქრე და გული ჩამწყდა, მე ხომ ყოველთვის საყვარელ ადამიანთან მინდოდა პირველად მქონოდა.
შემდეგ ნელა შემიხსნა კაბის ელვა და ეს უკანასკნელიც ძირს მოწყვეტით დაეცა.
შემათვალიერა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.
- ულამაზესი ხარ. ბაგეებიდან გამოსცრა და ისევ ტუჩებზე მეცა, შემდეგ ხელში ამიყვანა და საწოლზე მიმაწვინა, ისე ნაზად და სათუთად მეფერებოდა, გეგონებოდათ ხელებში ფაიფურის სათუთი თოჯინა ეკავა და ოდნავ, ზედმეტად, რომ ძალა გამოეყენა ხელებში შეატყდებოდა, რათქმაუნდა მესიამოვნა მისი სინაზე, მესიამოვნა რომ ცხოველივით არ დაიკმაყოფილა თავისი მოთხოვნილება და არ გამიშვა, დავაკვირდი, რომ ჩემს სიამოვნებაზე იყო კონცენტრირებული, სანამ რამეს იზავდა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე ბოლომდე მესიამოვნა. ეგოისტობა არ გამოუჩენია და ძალიან მომეწონა.
უცებ მომშორდა ჩემი გაწითლებული ლოყების დანახვისას, მეც შევცცბი, ვიფიქრე რომ რამე არაწორად გავაკეთე.
- მოხდა რამე?
- რაზე მეკითხები.
- რატომ გაჩერდი?
- იცი რატომაც.
არადა მართალა ვერ მივხვდი, თუმცა ხო, მე ხომ პირველად უნდა ვყოფილიყავი კაცთან, ალბათ დაბრკოლებასაც ეს უქმნიდა.
თითქოს ჩემი ფიქრები წაიკითხაო და ისე დაიწყო ლაპარაკი.
- საერთოდ არ ღელავ?
- რაზე?
- მე ხომ პირველი უნდა ვიყო შენთვის. საშინელი სათქმელია ეს საკუთარ თავზე თუმცა მართლა არ მეგონა კლიენტები მეძავებს ასე თუ ექცეოდნენ.
- ეს ჩემი საქმეა თქო უკვე გითხარი, თუ არაფრისგაკეთებას აპირებ მაშინ ლაპარაკში ტყუილად დროს ნუ დაკარგავ, წავალ მე. ოდნავ წამოვიწიე და მაჯაზე ხელი მომკიდა.
- ფულს მე ვიხდი, ჩემი საქმეა ამ დროს რაში გამოვიყენებ, ახლა მინდა რომ უბრალოდ ჩემს გვერდით დაიძინო, დილამდე, სანამ სამსახურში არ წავალ, საკმარისს გადაგიხდი. უკან დამაბრუნა და წელზე ხელი მომხვია... ვერ მივხვდი ასე რატომ იქცეოდა,მას ხომ გოგო უნდოდა გასართობად.
- ასე რატომ იქცევი? მე ხომ უბრალოდ მეძ.
- გაჩუმდი და დაიძინე. არ დამამთავრებინა სიტყვა ისე მიმწია თავისკენ და მისი სწორი ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო.
არ ვიცი რა ვიგრძენი, ალბათ მადლობელი უნდა ვყოფილიყვი მისი, თუმცა მაინც მიკვირდა. ახლა რაღა დამაძინებდა, მისკენ გადავბრუნდი და მის სახეს დავუწყე დაკვირვება.
ძალიან სიმპათიური იყო, ლამაზი და მამაკაცური ნაკვთებით. თვალი გამიშტერდა და არაფერზე ვფიქრობდი, უბრალოდ ლაშას ვუყურებდი.
- დიდხანს უნდა მიყურო? მისმა ხმამ გამომაფხიზლა..
- ის, მე უბრალოდ თვალი გამიშტრდა.
- ახლა მაინც მოიხსენი ნიღაბი, ნიღბიანოო.. ტუჩის ცალი მხარე ჩატეხა და ხელი ჩემი სახისკენ წამოიღო..
- ლაშა, გთხოვვ, თუ მომხსნი ავდგები და წავალ. არ მოკიდო ხელი!
- კარგი არ გაბრაზდე, უბრალოდ შენ სხვანაირი ხარ, აქამდე შენნაირი არავინ მინახავს, არ მინდა რომ ეს რაღაც ნიღაბი მიშლიდეს ხელს შენი სილამაზის სრულად დანახვაში.
- ნუ დაგავიწყდება მე ვინ ვარ და ნუ აგერევი უბრალო გოგოში ვისი შეყვარებაც და ვისთან ერთადაც ყოფნა შესაძლებელია. მე ვმუშაობ იქ სადაც შეუძლებელია ნორმალურმა მამაკაცმა ჩემნაირი შეიყვაროს.
- შეუძლებელი არაფერიაა. გამიღიმა და ნელა მაკოცა.
- დავიძინოთ, ახლა მევუთხარი და ისევ გადავბრუნდი, ზურგი ვაქციე და ვიგრძენი მისი გავარვარებული სხეული ჩემს უკან. უამრავ რამეზე დავფიქრდი, ახლა გავაანალიზე რომ მარი მართალი იყო, მე თუ ვინმე შემიყვარდებოდა, ჩემი საქმის გამო შეუძლებელი იყო რომ ვინმესთან ვყოფილიყავი, ყველა ვარიანტში გამოჩნდებოდა ვინმე "კლიენტი" ვინც ჩემს ვინაობას გაამხელდა ისეთ ადგილას სადაც არ იქნებოდა საჭირო. ახლაღა მივხვდი, რომ მართლა შევტოპე, თან ძალიან ღრმად, თუმცა უკან დახევით ვეღარაფერს შევცვლიდი.
ფიქრებმა მალევე მოადუნა ჩემი გონება და სხეული, ცოტახანში სრულიად გადავეშვი სიზმრების მორევში.
დილით რომ გავიღვიძე ლაშა გვერდით არ დამხვდა, ეგრევე სახეზე მოვიკიდე ხელი და ნიღაბი რომ ადგილზე იყო ამოვისუნთქე, მაგრამ მაინც ვიფიქრე, რომ დილით ჩემი სახე მაინც ნახა, მაშინ როცა მე მეძინა. ავდექი და საცვლების ამარა გავტანტალდი გარეთ, ღმერთო საიდან ამდენი სითამამე, გუშინ სირცხვილისგან ვიწვებოდი.
ქვემოთ ჩავიხედე მაგრამ ხმა არ ისმოდა, ჩავთვალე რომ უკვე წასული იყო ამიტომ შევბრუნდი ოთახში ჩავიცვი და გამოვედი. დაბლა ჩავედი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი, წყ*ის დასალევად...
მაგიდაზე საუზმე იყო ერთისთვის გამზადებული... ფინჯანთან კი წერილი: - ნიღბიანო, დილით ადრე მომიწია სამსახურში წასვლა. ამიტომ ბოდიში, რომ შენთან ერთად ვერ ვსაუზმობ, ისე არ წაახვიდე, რომ ყველაფერი არ შეჭამო, ფული ჩემს ოთახში ტუმბოზე დევს, დარწმუნებული ვარ ისეთი დაბნეული გაიღვიძე ვერც შეამჩნიე, მოკლედ მადლობა ერთად გატარებული ღამისთვის, მინდა რომ ისევ შევხვდეთ ერთმანეთს. გთხოვ ისევ მოხვიდე, ოღონდ ამჯერად აღარ დაგინდობ და ჩემი გახდები. ლაშას წერილზე გამეცინა და იმაზეც დავეთანხმე, რომ ფული ვერც შევამჩნიე, ვისაუზმე და ყველაფერი თუ ვერა ნახევარი მაინც შევჭამე.შემდეგ ჭურჭელი გავრეცხე, არ ვიცი რატომ მაგრამ რატომღაც იქ დატოვება მომერიდა, შემდეგ ოთახში ავედი და ფულიავიღე, რომ გადავთვალე ორი ათასი ლარი იყო.
რადგან საფულე არ მქონდა ფული გადავკეცე და ბიუსჰალტერში ჩავიკუჭე. "ღმერთო არ მჯერა რომ იაფფასიანი მეძავივით ვიქცევი"
სახლიდან გამოვედი და წინ ისევ ის მანქანა დამხვდა, იგივე მძღოლით, მივუახლოვდი და მანაც ღიმილით გამომიღო კარი.
- ისევ იქ დაგტოვოთ?
- არა მისამართს გეტყვით და იქ წამიყვანეთ.
- კარგით, დაბრძანდით.
სახლში მივედით და სადარბაზოში ავირბინე, კარებთანვე მოვიძრე ნიღაბი და სახლში რომ შევედი იქვე დივანზე მივაგდე, ოთახში შევედი მინდოდა ეს ტანსაცმელი გამეხადა და ჩემი სუფთა ტანისამოსი ჩამეცვა.გავიხადე ვიბნავე და უკან გამოსულმა საცვლებით დავიწყე სიარული.
ტელეფონი ავიღე და მარის დავურეკე.
- ალო, მარრ რავახარ?
- ოოხ, გაგახსენდი? რა იყო ასე იყავი დაკავებული რომ გუშინ საერთოდ არ დაგირეკავს? ნაწყენი იყო აშკარად.
- აუ მარ, გუშინ მართლა არ მეცალა, სად ხარ??
- სახლში დღეს ვისვენებ.
- მეც სახლში ვარ მიდი ამო და მოგიყვები ყველაფერსს.
- ხო მშვიდობაა?
- კი კი, ვერ დაიჯერებ რა მოხდა. მოდი რაა.
- კაი გამოვალ ცოტახანში.
- გელოდებიი.

დაახლოებით ოც წუთში კარზე ზარი დაირეკა, დარწმუნებული ვიყავი რომ მარი იქნებოდა ამიტომ საცვლების ამარა გავედი და კარი გამოვაღე. ნანახმა შოკში ჩამაგდო, ადგილზე გავშეშდი და სახეზე ფერი დავკარგე.
- ნიკაა? აქ რასაკეთებ? ჩემი მისამართი საიდან გაიგე?
- ხო მე ვარ და როგორც ვატყობ კარგ დროს არ მოვედი.აბრიალებული თვალებით ამათვალიერა და ბოლოს თავალებში ჩამხედა.
- მე, უბრალოდ დაქალს ველოდებოდი და ის მეგონეე..
- როგორც ხედავ არ ვარ შენი დაქალი, შემომიშვებ?
- კი მოდი, მე ჩავიცმევ...
- ისე ჯერ რო ჩაგეცვა და მერე გაგეღო კარი უკეთესი იქნებოდაა. სიცილით დამაწია უკნიდან და უცებ ჩემს ოთახში შევვარდი.ღმერთო რა სირცხვილია, ადამიანს ჯერ არც ვიცნობ წესიერად და უკვე საცვლებით დამინახა. ან რა ჯანდაბა უნდა აქ? ოხ მარი მარიი.
სპორტულები ჩავიცვი და მისაღებში გავედი, ვაჟბატონი სავარძელში იჯდა და თაროებზე შემოწყობილ სურათებს შორიდან ინტერესით ათვალიერებდა..
- მოვედი, ყავას დალევ თუ ჩაის? ბოდიში სტუმარს არ ველოდი ამიტომ არაფერი მაქვს მომზადებული, მხოლოდ შოკოლადი,იმედია გიყვარს..
- არარი აუცილებელი რამის მომზადება მხოლლოდ ყავა საკმარისია. ისე ლამაზი ბავშვი ყოფილხარ რა გინდა.გაიცინა და ცოტა დამეჯღანასავით.
- ჰაჰაა, ეხლაც არ ვარ ნაკლები. მეც ენა გამოვუყავი ნიშნის მოგებით.
- როგორი გინდა ყავა?
- უშაქრო..
- ოჰ, მწარე ყვარებია ბიჭს.
- ხოო მასეა. გაიღიმა
სამზარეულოში შევედი და წყალის ადურება დავიწყე, შემდეგ ყავის გრანულები 2 ფინჯანში ჩავყარე და წყალიც დავასხი.
- აბა მომიყევი როგორ მომაგენი. ან რა ხდება ხო მშვიდობაა? ყავა წინ დავუდგი და სავარძელშიც მოვკალათდი.
- არ მინდა გეგონოს, რომ გითვალთვალებ. გუშინ აქეთ ვიყავი და დაგინახე. თვალი მოვკარი სადაც შემოხვედი, ცოტახანი კორპუსთან ვიდექი და როცა მე4-ე სართულის აივანზე გამოხვედი და რამდენიმე წყვილი ტანსაცმელი გაფინე, სართულიც გავიგე. ხოლო მოსვლის მიზეზი ის არის რომ, შენ არ გაქვს დრო ჩემს სანახავად, ამიტომ ვიფიქრე მე მივალ და ვნახავ თქოო.
- გასაგებია, მაგრამ ასე მალე სახლში მოსვლა არ იყო საჭირო, მხოლოდ ერთხელ ვერ მოვახერხე შენი ნახვა.
- ასე გეწყინა რომ მოვედი? სახე შეეცვალა
- არააა, არა ეგ არ მიგულისხმია უბრალოდდ. მეც დავიბენი და ვამჯობინე რომ გავჩუმებულიყავი..

ბევრი ვილაპარაკეთ მე და ნიკამ, ვაღიარებ რომ ძალიან ყურადღებიანი და უზომოდ ზრდილობიანი ადამიანია, რამაც ჩემი სიმპათია დაიმსახურა.
რამდენიმე წუთში ტელეფონმა დარეკა, მარი იყო.
- გოგო შენ სად ხარ ვაფშე?
- აუ მარ შენ თავს ვფიცავარ სახლიდან უნდა გამოვსულიყავი და სამსახურიდან დამირეკეს. მაგდა ცუდად გახდა და უნდა შეცვალო, ვერ მოვახერხე აქამდე დარეკვაა, მგონი ხვალ დამასვენებენ კიდეე ნახევარი დღე და უეჭველი გამოვალ კაი?
- ცუდი ხარ, მე კიდე გელოდებოდი და შენ გამო ნიკას საცლებით გავუღე კარი.
- აჰაჰჰ.. მოიცა ნიკა შენთან მოვიდა? ეხლა არ მითხრა რო მის გვერდით მელაპარაკები ასე.
- არა გოგო გაამოსული ვარ აქეთ, შენი ნახვა მინდოდა და შენ რო არ მნახე მე მოვედიო, მგონი მანიაკია. გამეცინა. მოკლედ მოსაყოლი ბევრი მაქვს ახლა ტეხავს იქით რო დავტოვე, ხვალ გელოდები თორე ხმას არ გაგცემ.
- კაი ხო მიდიი, მიაქციე შენს მაჩოს ყურადღება.. გადაიკისკისა და გათიშაა.
" ხო მაჩო აბა რააა" გავიფიქრე და ბოდიშის მოხდით მივედი ნიკასთან..
- რაო აღარ მოვალო?
- არა სამსახურიდან დაურეკავთ და იქ წავიდა..
- ცუდია, ანუ კარგ დროს მოვსულვარ.
რაღაცნაირად მიყურებდა და რომ მივხვდი წასვლას არ აპირებდა, ერთად ვახშმობა შევთავაზე.
რამდენჯერმე ლაშაც გამახსენდა, მაგრამ მალევე გადავიტანე სხვა რამეზე ყურაადღება..
ბევრი ვიფიქრეთ თუ რა უნდა გვეჭამა.
- მე, რომ ვთქვა ბევრ კერძს ვაკეთებ თქო მოგატყუებ.
- არაუშავს, მოდი დღეს მე გავაკათებ რამეს, ახლა მარკეტში ჩავალ და ამოვალ კაი? მითხრა და წამოდგა..
- არ გინდაა მაგდენი რა მეც მაქვს რაღაცები და მაგის მიხედვით მოვიფიქროთ რამე, რა საჭიროა რამის ყიდვა.. გავუღიმე
- კარგი მაშინ გავიდეთ სამზარეულოში და ვნახოთ რა გაქვს.
სამზარეულოში ვფუსფუსებდით მოკლედ, ბევრი ვიცინეთ ფართუკიანი რომ დაიარებოდა აქეთ იქით ფქვილიანი ხელებით. გადავწყვიტეთ პიცა გაგვეკეთებინა. აღმოჩნდა, რომ ორივეს ძალიან გვიყვარს.
საჭირო ინგრედიენტები დავჭერი, ის კი ცომს ზელდა. ძალიან სასაცილო იყოო, კი არ ზელდა ცემდა, ცომი აწამა კიდე კაი ლაპარაკი არ შეეძლო თორე ვიცი უკვე რაებს ეტყოდა ნიკას. პიცის კეთებაში დრო ისე გავიდა ვერც მივხვდით.
-ვაიმეე ძლივსს გვეღირსა ნიკა. ამოვიხვნეშე და ღუმელის კარი გამოვაღე.
- მმმ. მოკლედ რა ხელი მაქ რაა ვის ოჯახშიც მე შევაალ. თავმომწონედ გამეჭიმა და სასაცილოდ დაიმანჭა.
- აბაა აბაა. გავიცინე და პიცა გადმოვიღე, მაგიდაზე დავდე და დაჭრა დავიწყე, აშკარად არ გამომდიოდა და ესეც ნიკამ გააკეთა.
მაგიდა მაინც გამეშალა, სირცხვილია კაცო ამდენიხანია სამზარეულოში ვაფუსფუსებ ბიჭს. იმედია კრახით არ დასრულდება. ჩემს თავს ველაპარაკებოდი და მისაღებში ისე გავედი სუფრის გასაწყობად. ღმერთმა ჩემი ლოცვები შეისმინა და ჭურჭლის დალეწვას გადავრჩი. ცოტახანში ნიკა შემოვიდა ლანგარზე დაწყობილი პიცით ხელში და ორივემ გემრიელად მივირთვით.
- ძალიან გემრიელია..
- ხო აბა მე გავაკეთე და ცუდი ხო არ იქნებაა..
- აუ აუვარდა თავშიი ორი კარგი სიტყვაა.
- არა ეგ რაშუაშიაა. ორივემ გავიცინეთ.
სახლში წითელი ღვინოც მქონდა, ნახევრად მშრალი, ათი წლის დაძველებით. ჭიქები გამოვიტანე და ცოტას დალევა გადავწყვიტეთ.
ცოტ-ცოტა ბევრში გადავიდა, კარგად შეზარხოშებულებმა, ვითომ სამზარეულო მივალაგეთ, ყველაფერი თეთრად იყო მოსვრილი.
- გვიანია უკვე ხო?
- აჰამ, გვიანია.ორივეს გვიბრწყინავდა თვალები, არ ვიცი ეს ფლირტი იყო თუ უბრალოდ სასმელის გამო მიცემდა ასე გული.
- გინდა რომ წავიდე? არც ის იხევდა უკან და ნელნელა მიახლოვდებოდა. მე კიდევ დავიბენი თუმცა სასმელმა გათამამების უფლებაც მომცა, რატომღაც ცოტა ავკეკლუცდი და გადავწყვიტე რომ ცოტა წამეფლირტავა.
- არ ვიცი, თუ დარჩები გამიხარდება.
- მართლაა? არ წყვეტდა მოახლოვებას.
- აჰამ, ძლივს გასაგონად ჩავილაპარაკე და თავი ქვემოთ დავხარე, მეც უკან უკან მივდიოდი..
- სადამდე უნდა იარო უკან?
- სანამ კედელს არ მივეჯახები.. მეც გავუღიმე და კიდელს ავეკარიი..
- ახლა ვერსად რომ ვერ გამექცევი ალბათ ხვდები ხომ ? ნელნელა მომიახლოვდა და წელზე ხელი შემიცურა.. დამბურძლგა, მესიამოვნა, ჟრუანტელმა დამიარა, არ ვიცი ყველაფერი სასიამოვნო დამემართა იმ მომენტში.
- ვიცი. დაბალ ხმაზე აღმომხდა.
- ასე ახლოს რატომ მიშვებ? არ გეშინია რომ გაკოცო?
ვერაფერი ვერ ვუპასუხე, თავი ნელნელა ამოვწიე და თვალებში ჩავაშტერდი, ვხედავდი მის ვნებიან და ღრმა თვალებს სადაც მხოლოდ მე ვჩანდი. მესმოდა მისი ახშირებული სუნთქვა, ვგრძნობდი მის აჩქარებულ გულის ცემას, მის ათრთოლებულ ხელებს, რომ ვერ გადაეწყვიტა შემხებოდა თუ არა, ყველაფერს ვგრძნობდი და ვხედავდი ამიტომ მსიამოვნებდა მისი სიახლოვე. მგონი გავგიჟდი მაგრამ ახლა ისე მინდოდა რომ ეკოცნა როგორც არასდროს.
- კონტროლს ვკარგავ. ჩურჩულით მითხრა და ტუჩებზე მომაშტერდა.
- ვიცი გხედავვ. მეც გაავუღიმე, სასმლისგან გათამამებულმა და ვნებამორეულმა, მის ბაგეებს წავეტანე.
თავიდან გაუკვირდა მივხვდი, თუმცა ამყვა და ისე ნაზად დაიწყო ჩემს სხეულზე ხელების ფათური ლამის ჭკუა დავკარგე.
მერე მოხდა ის რასაც ალბათ ყველა ელოდით, თუმცა მე არა.
მეორე დილით სრულიად შიშველმა ნიკას მკლავზე რომ გამეღვიძა ლამის ვიტირე.
არც ის ტკივილი მახსოვდა რასაც მაგ წამს ვგრძნობდი და არც ის ყველაფერი რაც ისედაც არ მახსოვდა... თავს საშინლად ვგრძნობდი, ეს რა გავაკეთე, მივხვდი რომ ნიკას მიმართ გრძნობა მქონდა და მხოლოდ მოწონება არა, მოწონებაზე მეტი იყო, ახლა დაემატა ის რაც გუშინ მოხდა, მერე ყველაფერს ის აგვირგვინებს, რომ მე მასთან ვერასდროს ვიქნები. და ბოლოს ლაშა!
წამოვდექი და აბაზანაში შევედი, იქიდან გამოსულს ნიკა უკვე ფეხზე დამხვდა, მიღიმოდა, მოვიდა და ტუჩებზე მაკოცა. თვალები ისე უბრწყინავდა და ისეთი ბედნიერი იყო ხმა ვეღარ ამოვიღე, არადა მინდოდა მეთქვა რომ ყველაფერი დაევიწყებინა, თუმცა მისი სახის დანახვისას ვერ გავბედე. მისი სიხარული მეც მახარებდა მაგრამ ბევრ რამეს ცვლიდა. " ვსო რაა მე მეტის დამლევი აღარ ვარ.." გავიფიქრე და ხალათი მაგრად შემოვიჭირე.
- როგორ გეძინა?
- არ მახსოვს
- მოგეწონა? დაბალი ხმით მკითხა და გამიღიმა
- არ მახსოვს
სახე შეეცვალა და სამზარეულოში გავიდა, ყავის დასალევად.
-მომმისმინე ნიკა. ვეცადე ლაპარაკი წამომეწყო.
- არ მითხრა რომ ეს ყველაფერი დავივიწყო და თავი დაგანებო, ეს არ მითხრა და დანარჩენი რაც მოგინდება ის მითხარი.
- მე, ნიკა. თავი ვეღარ მოვაბი ვერაფერს და გავჩუმდი.
- ტას, მომისმინე, პირველ რიგში გეტყვი რომ შენი სიმთვრალით არ მისარგებლია, მიუხედავად იმისა რომ ინტერნეტით გვქონდა ურთიერთობა მომწონდი გესმის?
მომწონდი და შეიძლება ეს გრძნობა რასაც ახლა ვგრძნობ მოწონებაზე მეტიც კი იყოს. ვიცი რომ შენთვის პირველი ვარ, და მინდა უკანასკნელი ვიყო, შეიძლება ადრეა ამაზე საუბარი მაგრამ არ მინდა რომ ამის გამო ურთიერთობა დაგვენგრეს, ჯერ ახლად დაწყებული ურთიერთობა, იმედია შემიძლია ამას ურთიერთობა დავარქვაა.
- გასაგებია ნიკა, უბრალოდ დაბნეული ვარ, შენთან ვიწექი და არც მახსოვს.
- გასაგებია მესმის, თუ გინდა დროს მოგცემ. უბრალოდ არ მითხრა რომ თავი დაგანებო, არ შემიძლია.
- კარგი, მე უნდა წავიდე ახლა. სად უნდა წავსულიყავი არ ვიცოდი მაგრამ ასე ვუთხარი.
- კარგი, წავალ მე, მოვიდა და მაგრად ჩამეხუტა, შემდეგ ყელში მაკოცა და კარებში გაუჩინარდა. დამიარა მუცელში. როგორ მსიამოვნებს მასთან ყოფნა.
ყველაფერს დავიკიდებ და ვიქნები ნიკასთან. მაგრამ არ მინდა გული ეტკინოს, ადრე თუ გვიან გაიგებს ყველაფერს და ვიცი ეტკინება მე კი ეს არ მინდა. არ ვიცი რა ჯანდაბა ვქნა.
ტელეფონი ავიღე და მარის დავურეკე.
- ალო, ხო ტას..
- მოდიხარ დღეს?
- ხო ხო, აი გამოვალ ახლა, მოიცა რა ხმა გაქ?
- აუუ, არ მკითხო, მოდი და მოგიყვები..
- იმედია ის არარის რასაც ვფიქრობ.
- რას, გააჩნია.
- შენ და ნიკაა.
- ხო ეგარი, ეგ. და რა სიკვდილი ვქნა არ ვიციი.
- არარსეებობს. მოვდივარ და ყველაფერს მომიყვებიი.
- მოდი მოდი, რამე მირჩიე თორე თავი გამისკდება, შენ ჯერ ლაშაზე არ იცი.
- ეგ ვინღაა.
- მოსულიყავი გუშინ და გეცოდინებოდა
- ოო ხო გითხარი.
- კაი, კაი, ვინარის და ჩემი პირველი კლიენტი, რომელიც არ შემხებია და უბრალოდ ჩემს გვერდზე ეძინა.
- ვააათ? რაები გამომიტოვებია ღმერთებო. ყავა დაადგი მოვდივარ
- კაი ხოოო. გავიცინე და ტელეფონი გავუთიშეე.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

მაგარიაააააა ველი შემდეგსს

 


№2  offline წევრი Mtirala

შენ კი კარგი გოგო ხარ, მაგრამ ნიკა არ მევასება და მომკალით :)))))
ლაშა! ლაშა! ლაშა! :)))
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№3 სტუმარი სტუმარი გვირილა

ძალიან მაგარია????❤ შემდეგი როდის დაიდება?

 


№4 სტუმარი სტუმარი მარიამი

გთხოვ რა ყოველდღე დადე

 


№5  offline ახალბედა მწერალი -venus-

სტუმარი მარიამი
მაგარიაააააა ველი შემდეგსს

სტუმარი გვირილა
ძალიან მაგარია????❤ შემდეგი როდის დაიდება?

ვეცდები დღეს ღამე დავდო ან ხვალ :* მადლობა

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიამი

დღეს ღამე დადე რაააა ვერ წარმოიდგენ როგორ ველოდებიიი

 


№7  offline მოდერი მარტო სახლში

აუუ ნიკა არ მევასება და მომკალით :((( ლაშა მინდა ლაშა ლაშა ლაშა დადე რა დღეს

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

მეცცც ლაშააა ნიკა სად გამოჩნდა რაააა.მალე დადე რა ველოდებიიიი

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუ როდისდადებბბ?

 


№10 სტუმარი სტუმარი გვირილა

აუუუ მალე დადე რა გთხოოვ ❤ დავძმარდი სადაცაა :D

 


№11  offline ახალბედა მწერალი -venus-

Ragac problemebi maqvs da ar vici rodis da deb. Vecdebi avtvirto

 


№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუუუ მალე რააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent