შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განა მართლა ვუყვარვარ?(თავი 2)


3-07-2018, 14:53
ავტორი Mia_smith
ნანახია 1 298

-სახეზე ფერი არ გადევს.დამწუხრებულმა გადმომილაპარაკა დემტრემ და ფანჯრის მინას თავი მიადო.
-ნეტავ იმიტომ ხომ არა რომ კუჭი ამომირეცხეს,რაღაც დამპალი სენდვიჩის ჭამის გამო?.გაბრაზებულმა მივახალე და ყურსასმენი გავირჭე ყურში.ერთი სული მქონდა დავბრუნებულიყავი სახლში,ჩემს ფუმფულა საწოლში,დედა მომივლიდა და მეც ყველაფერი გამივლიდა.არა რა ხო მეუბნებოდა მამაჩემი არ მომწონს რაჭაში შენი წასვლის იდეაო.რას მოვდიოდი ნეტა.სანამ საავადმყოფოში ვიყავით თავზე დაგვათენდა,ხო დემეტრემ ექიმი გადარია იმდენი კითხვა დაუსვა.ისისც კი უთხრა მისი შეყვარებული ვარო.მაინც ვერ ვხვდები რა მიზნები აქვს ამ ბიჭს ჩემთან მიმართებაში.რა მნიშვნელობა აქვს,ჯერ მაინც მხოლოდ ერთი დღეა წესიერად მელაპარაკება.თვალები მივლულე,მაგრამ დაძინება ვერ შევძელი.
-დემეტრე.მბრძანებლური ტონით მივმართე იმ იმედით,რომ გაიღვიძებდა მაგრამ შენც არ მომიკვდე,ალბათ ბომბი რო ამეფეთქებინა ვერ გაიგებდა.სახლში დავრეკე თუმცა არავინ მპასუხობდა.საინტერესოა ალექს მაინც რა დაემართა,სულ ტელეფონშია ახლა კიდევ არ მოასუხობს.დილის რვა საათია და ჯერ ნახევარი გზა გვაქვს გამოვლილი.
-აააა,გღვიძავს ელენე?გაიზმორა და ჯერ კიდევ დაბოხებული ხმით მკითხა ავალიანმა.
-არა ჭკვიანო მძინავს და ისე გელაპარაკები,თვალები გადავუტრიალე და მინას თავი მივადე.
-რა აგრესიული ხარ ჩიტო
-ჩიტს ნუ მეძახი გეხვეწები.
-მაშინ ფისო.
-ღმერთო სერიოზულად დემეტრე,არც ჩიტო და არც ფისო.
-მმ ვეფხვო?
-მალე ჩავალთ?ტაქსის მძღოლს ვკითხე და წინ წავიწიე.
მამაკაცმა გაიღიმა და პასუხიც არ დააყოვნა.
-დიახ.
-სახეზე ფერი არ გადევს პრინცესა
-კიდევ ხუთჯერ გამიმეორე აბა,უკვე მდგომარეობიდან გამოსულმა რასაც ქვია ვუყვირე საწყალ ბიჭს,მაგრამ რა საწყალიც ესაა,სულ არ კიდია ვიღაც ელენე უყვირებს თუ ლოგინში ჩაუგორდება?ერთი კვირის შემდეგ ჩამივლის და გამარჯობასაც აღარ მეტყვის ალბათ.
-ტონი შეარჩიე ჩემთან საუბრისას,იცოდე ვის ელაპრაკები ჩიტო.მკაცრად გადმომხედა და თან ორივე წარბი ზევით აზიდა.ვაღიარებ ამ მომენტში მართლაც,რომ სექსუალური იყო.
-მაინც ვის?
-შენს პოტენციურ საქმროს.ამაყად თქვა და ისე გაიჯგიმა მეგონა სადაცაა წელში გადატყდებოდა.
-ოცნებას კაცი არ მოუკლავსო.
-ისე ხო რას ამბობ ღამეები მითენებია მაგაზე ოცნებაში რა,სვანური გაუშვა ავალიანმა.
პასუხი აღარ დამიბრუნებია,უბრალოდ ფანჯრიდან ვიყურებოდი,თბილიში წვიმდა,ხალხი ქუჩაში თითქმის არ დადიოდა.ჩემს სახლს,რომ მივუახლოვდით მივხვდი,რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.ათასი მანქანა იდგა ჩვენი სახლის გარშემო.ზოგი პოლიციის,ზოგი სასწრაფოსი ზოგიც დაცვის მანქანა.
-აქ რამოხდა?ხმამაღლა იკითხა დემეტრემ და მე გადმომხედა.
-ახლა გავარკვევთ.
მანქანიდან გადმოსვლა გამიჭირდა,ჯერ ისევ ცუდად ვიყავი.სიცივე ვიგრძენი,რაღაც მოულოდნელი სიცივე,რომელმაც მთელი ჩემი სხეული ერთ ადგილს მიაჯაჭვა.
-წამოდი,წუთის შემდეგ დემეტრეს სიტყვებმა გამომაფხიზლა და მიბიძგა სახლისკენ წავსულიყავი.კარი ღია დამხვდა.იმის მიუხედავ,რომ გარეთ უამრავი მანქანა იყო,სახლში მხოლოდ ალექსი დამხვდა.თვალებჩაწითლწბული,თმა აბურდული დივანზე იჯდა და ქვითინებდა.
-ელე,ხმაჩახლეჩილმა მითხრა და ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა
-ვინ მოკვდა?მყარად დავდექი, ერთი წამით თვალები დავხუჭე,ღრმად ამოვისუნთქე და პასუხის მოლოდინში ჩემს გვერდით მდგარ დემეტრეს გავხედე,რომელიც დაბნეული იყურებოდა.
-დედა.ხმაჩახლეჩილმა მითხრა და თავი ხელებში ჩარგო.ხმის ამოუღებლად მოვშორდი იქაურობას და ოთახში ჩავიკეტე.თითქოს ჩემი რაღაც ნაწილი მოწყდა,გაფრინდა,გულში დიდი სიცარიელე დამიტოვა და დამტოვა.ბავშვები ლაპარაკს რომ იწყებენ პპიცირველად დედას ამბობეან მე კი მამა ვთქვი,მაკკა მეუბნებოდა ,,-ის ვცდილობდი,რომ ჩემისახელი მესწავლებინაო,მაგრამ შენ მხოლოდ მამას გაიძახოდიო,მხოლოდ ერთი წლის შემდეგ ისწავლე ჩემთვის დედას დაძახებაო’’.საწოლზე ვიწექი მოკუნტული,ცრემლები თავისით მომდიოდა.არაფერი მესმოდა,ვერაფერს ვხედავდი,ახლა მხოლოდ დედასთან მინდოდა.ვიგრძენი,რომ ზურგს უკან ვიღაც მედგა,თუმცა იმის თავი არ მქონდა,რომ მენახა ვინ იყო ეს.დაიხარა და ზურგიდან ჩამეხუტა.ავალიანის სუნამოს სუნი ვიგრძენი.თმაზე მეფერებოდა,და ყელში მკოცნიდა.არვიცი ზუსტად რამდენი ხანი ვიყავით ასე.ბოლოს წამოვდექი და ფანჯარასთან დავდექი,თბილისში ისევ წვიმდა.
-დემე,სლუკუნით ვუთხარი ბიჭს და ავტომატურად აივნის კარები გამოვაღე.
-ხო,მომიახლოვდა და ზურგიდან ჩამეხუტა.
-წვიმს.ძლივს ამოვილაპარაკე ერთი სიტყვა,სანამ დემეტრე რამეს მეტყოდა წუთები გავიდა.ალბათ არ იცოდა რაუნდა ეთქვა ჩემთვის.
-არაუშავს,წვიმის შემდეგ ყოველთვის გამოიდარებს.მისი სიტყვები გულზე მალამოსავით მომხვდა.დრო გავა და ჩემი ჭრილობაც ალბათ ასეთი დიდი აღარ იქნება.მშობელი დედის დაკარგვაზე მტკივნეული ალბათ არაფერია ამ ქვეყნად.განა მიშველის დრო?განა დრო მართლაც რომ ყველაფრის მკურნალია?ალბათ დიახ,მაგრამ ამ წუთას ამის წარმოდგენა ჩემთვის შეუძლებელი იყო.შეუძლებელი რადგან ისევ მგონია უნივერსიტეტიდან დაბრუნებულს მაკა ისევ დამხვდება თავისი საბუთებით ხელში და იწუწუნებს იმაზე,რომ ეს საქმე მეტად ჩახლართულია.შემდეგ მე და მელანოს დაგველაპარაკება და ისევ მიუბრუნდება თავის საქმეებს.ნეტავ მათემ თუ გაიგო დედას გარდაცვალების ამბავი?კომპიუტერთან მივირბინე და სკაიპით ჩემს ძმას დავურეკე.არ მპასუხობდა.ალბათ ალექსმა უთხრა და ახლა გზაშია.
-დემეტრე,ხმაჩახლეჩილმა მივმართე ავალიანს
-ხო,დამწუხრებულმა შემომხედა და ნაღვლიანად გამიღიმა.
-წადი....ჩემი სიტყვები მოულოდნელი იყო მისთვისაც და ჩემთისაც,არვიცი ეს რატომ ვთქვი საერთოდ,წამომცდა თუ გამიზნულად ვერ ამას ვხვდები.დემემ თავი ჩახარა და ხმის ამოუღებლად გავიდა ოთახიდან.საწოლზე დავწექი ისევ და თვალები მივლულე.
ზუსტად ვერ გეტყვით,რამდენ ხანს მეძინა,მაგრამ წვიმას უკვე გადაეღო.ქვემოდან ხმაური ისმოდა.ალბათ მამა დაბრუნდა.კარებზე დამიკაკუნეს,მაგრამ ხმა არ გავეცი.როდესაც ვიგრძენი,რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა თვალები უმალ დავხუჭე.
-ელე მა გძინავს?ნამტირალევი ხმით იკითხა მამამ.პასუხი არ გამიცია.ვიცოდი რომ დავლაპარაკებოდი უფრო ამეტირებოდა.ვიწექ და ვფიქრობდი დედაზე რომელთან ჩახუტებაც აღარ შემეძლო,აღარ შემეძლო ახალი ამბები მომეყოლა და მისგან რჩვა მიმეღო,აღარაფერი იყო მისგან.მთელი დღეები ვიწექი,არც საჭმელს ვჭამდი და არც დაბლა ჩავდიოდი ოჯახის სხვა წევრებთან.ამასობაში ერთი კვირა გავიდა.ცოტას ვჭამდი და ძირითადად ოთახშ ვიყავი.ერთდღესაც ოთახის კარი ვიღაცამ რასაც ქვია შემოამტვრია.
-ადექი ელენე თითქმის ყვირილით მითხრა მათემ.პასუხი არ გამიცია გვერდი ვიცვალე და წვიმიანი ქუჩისკენ გავიხედე.
-ადექი არ გესმის?შენი უფროსი ძმა ვარ და რასაც გეტყვი უნდა გააკეთო,შენ რა გგონია ჩვენ არ გვტკივა?შენ გგონია რომ მაკა მხოლოდ შენ გენატრება?მხოლოდ შენ დაკარგე დედა?დედამიწა შენს გარშემო არ ტრიალებს დ აარც იტრიალებს.ახლა ყველა ერთად უნდა გიყოთ.მამას მხარში უნდა ამოვუდგეთ და მელანოისე გავზარდოთ როგორც ამას მაკა გააკეთებდა.მეც ალექსიც და მელანოც ისეთივე ადამიანები ვართ როგორიც შენ,მესმის,რომ ყველა სხვანაირად განიცდის,მაგრამ ეს ნამეტანია.ერთი კვირაა ამ ოთახში ხარ,ოთახშივე ჭამ და სვამ.არც ქეთას და ანას ნახულობ შენთან,რომ მოდიან.უნივერსიტეტზე ლაპარაკი ხო ზედმეტია.ახლავე ადგები მოწესრიგდები, დაბლა ჩამოხვალ და ყველა ერთად დავილაპრაკებთ.გასაგებია?დამიყვირა და მუშტი კედელს მიარტყა.
-გადი,მეც არ დავაკელი და დავუყვირე
-რა?გაოცებული სახით შემომხედა და ნატკენი ხელით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან.
-გაეთრიეე.ბოლო ხმაზე ვიღრიალე და ხელი ვკარი,რომ როგორმე გამეგდო ჩემი ოთხიდან.
-წარმატებები ასეთი ცხოვრების გაგრძელებაში.მაკას ასე რომ დაენახე დარწმუნებული ვარ ძალიან გაბრაზდებოდა.თვისი ნებით გავიდა ოთახიდან.კარები გადავკეტე და იქვე ჩავიკეცე,ავსლუკუნდი.მინდოდა ვინმესთან ვყოფილიყავი და ეს ტკივილი შეესუსტებინა.მინდოდა ეს ტკივილი გამქრალიყო.ერთი უაზრო იდეა მომივიდა თავში.სოცუიალურ ქსელში შევედი და დემეტრე ავალიანის მისამართი ამოვიწერე.ქურთუკი მოვიცვი ზურგჩანთა მოვიკიდე და აივნიდან გადავძვერი.ქუჩაში თითქმის არავინ იყო,არც ვიცოდი რომელი საათი იყო.ალბათ შუაღამე?არ ვიცი.დროის შეგრძნება დავკარგე.დაახლოვებით თხუთმეტი-წუთი დვდიოდი წვიმაში,ბოლოს როგორციქნა მივაღწიე თეთრ ორსართულიან სახლამდე,კარებზე დაახლოვებით ორი წუთი ვაკაკუნებდი სანამ სინათლე არ აინთო შემოსასვლელში და კარები ახალგაღვიძებულმა,თმა აბურდულმა ავალიანმა არ გამიღო.
-ელენე?გაოცებულმა მკითხა და თვალები მოისრისა
-ნარკოტიკი მინდა,ჩვეულებრივად ვკითხე ვითომ სახლში რაღაც გამითავდა და მისი შევსება მინდოდა.
-რააა?გაკვირვებულმა შემომხედა და სახლში შემათრია.
-რა ვერ გაიგე.ახლა არ მითხრა არ მაქვსო,შენნაირ ბიჭებს ყოველთვის აქვთ ნარკოტიკი.
-არ მაქვს და რომც მქონდეს შენ არ მოგცემდი.აფორიაქებულმა მითხრა და კედელს მიეყუდა.
-კარგი,შენ თუ არა მაშინ ის მომყიდის ვისაც ფული ძალიან სჭირდება.მკაცრად ვუთხარი და უცბად მოვბრუნდი კარისკენ.მოულოდნელად მაჯაში ხელი ჩამავლო ავალიანმა და კიბეებისკენ წამათრია.
-გაგიმართლა ჩემი მშობლები სახლში,რომ არ არიან.შენ თუ ონია,რომ იმ საუბრის შემდეგ სადმე გაგიშვებ ცდები.წამოდი.მიმათრევდა კიბეებზე და თან ისე მელაპარაკებოდა ვითომც არ ვარსებობდი.
-ავალიანი ხელი გამიშვი ახლავე.ამხელა კაცი რომ ჩაებღაუჯე ჩემს ხელს, მტკენ თუ ვერ ხვდები მაგდენს.
-არ მაინტერესებს.მითხრა და ოთახში შემათრია.კარები გადაკეტა გასაღები კი ჯიბეში ჩაიდო.
-აქ რამინდა?მობეზრებულად ვკითხე და ჩემი მოსაცმელი გავიხადე.
-მაინც ყოველი შემთხვევისთის ჩემ გვერდით,რომ იყო და სადმე არ გამექცე ჩიტო.
-აჰ კარგი.მშვენიერია,ალბათ ნარკოტიკებს აქ ინახავ სადმე,მეთვითონ მოვძებნი...ან შენ მოძებნე მე კიდევ დავლევ.მთელი ვისკის ბოთლი მოვიყუდე და ერთიანად გამოვცალე,დემეტრე გაოცებული მიყურებდა,მაგრამ ჩემი საქციელის მეთვითონაც მიკვირდა,არვიცი ამას რატომ ვაკეთებდი,მე ხომ არასდროს დამილევია არც მომიწევია ნარკოტიკზე ლაპარაკი ხო ზედმეტია,მაგრამ იმწუთს მეგონა რომ თუ დავლევდი ან ნარკოტიკს გავიკეთებდი ტკივილი გამიყუჩდებოდა.ბუნებრივია ეს უაზრობა იყო,მაგრამ იმ წუთას ვერ ვაზროვნებდი,დაჭრილი ვეფხვივით ვიყავი რომელიც შველას ითხოვდა უკაცრიელ ადგილას.
-დამიჯერე რამდენიც არ უნდა დალიო არ გიშველის.
-ვხვდები,მარტივად ვუპასუხე და კედელთან ჩავიკეცე.ფეხები მოვკეცე და თავი დავდე ზედ.
-შენ ხომ მითხარი გამოიდარებსო?
-კი
-მაშინ რატომ არ გამოიდარა?
-იმიტომ რომ ჯერ ადრეა ელენე.
-შენ რაიცი,არიცი როგორია საყვარელი ადამინის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი.ავალიანმა ღრმად ჩაისუნთქა და მოყოლა დაიწყო.
-სამნი ვიყავით,მე ლილე და ლუკა.ჩვენი მშობლები ხშირად დადიან სამოგზაუროდ.ერთხელაც როდესაც იცინი საფრანგეთში იყვნენ მე ლილე და ლუკა ბებიასთან ვიყავით სვანეთში.დახუჭობანას თამაში მოგვინდა და გადავწყვიტეთ დანგრეულ კოშკებთნ გვეთამაშა.ლილე მაღლა ამოძვრალა.მე და ლუკა დიდხანს ვეძებდით ლილეს ბოლოს გადავწყვიტეთ გვეყვირა რომ მოიგო.იქნებ ასე მაინც გამოსულიყო.ლილემ დაიყვირა და ჩვენც წამებშ გავჩნდით იმ ადგილას.დავინახე როგორ ვარდებოდა,როგორ აფართხალებდა ხელებს იმ იმედით,რომ რამეს ჩაეჭიდებოდა და ბეტონზე არ დაეცემოდა.წამის შემდეგ კი მისი უსულო სხელი დავინახე.ძირს იწვა და თვალები გახელილი ჰქონდა.სახეზე სიცოცხლის კვალი აღარ ემჩნეოდა.თავიდან სისხლი მოსდიოდა.არ მეგონა ადამიანს ამდენი სისხლი თუ ქონდა.მაშინ ის მხოლოდ შვიდი წლის იყო.ამ ამბის გაგების შემდეგ მშობლებმა ლუკა ამერიკაში მეორე ბებიასთან გაგზავნეს.მას შემდეგ ჩემ ძმას იშვიათადღა ვხედავ როგორც ჩემს მშბობლებს.არვიცი შეიძლება მეც მადანაშაულებენ ლილეს სიკვდილში და მათ პატარა გოგონას ვახსენებ.შეიძლება ასე იამებენ ტკივილს.არვიცი მას შემდეგ ექვსი სრული წელი გავიდა და ჯერ კიდევ არ გამოუდარია ჩემთვის.-თავზარდაცემული ვიყავი დემეტრე ავალიანის ისტორიით,ბიჭი რომელიც ყველაზე მხიარული მოთხოვნადი და გართობის მოყვარული იყო ასეთი რამ სჭირდა.
-ვწუხვარ,ცხოვრება ტკბილი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება ვეჭვობ დემე.ვისკის ბოთლი გვერრძე გადავდე და ამ ამოუცნობ ბიჭს ჩავეხუტე.

ვიცი რომ დავაგვიანე,მაგრამ როგორც წინა თავის კომენტარებში ავღნიშნე ჩემმა ძმამ ფეხი მოიტეხა ამის გამო ვერ მოვახერხე დადება.სიმართლე გითხრათ არც ველოდი,რომ წაიკითხავდით ამ მოთხრობას,მაგრამ უღრმესი მადლობა მათ ვინც კითხულობთ და შეფასებებს მიწერთ...



№1  offline წევრი sali_cram

რა კაიაა heart_eyes heart_eyes სულ არ მეგონა ასე უცბად თუ მოკლავდი ვინმეს. heart_eyes იმედია მალე გააგრძელებ აღარ დააგვიანო რა scream

 


№2 სტუმარი სტუმარი ნუკი

როგორ შეიცვალაა ყველაფერი ( ასეთ რაღაცას ვერ წარმოვიდგენდი მალეე დადეეე <3

 


№3 სტუმარი სტუმარი თეკლა

ველოდები შემდეგ თავს <3

 


№4 სტუმარი სტუმარი მაშო

ოო აგვიანებ ძაან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent